განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
130100118002361856
დავის ტიპი
260 3 ე , 260 3 ა
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-43-2018

(038210218001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აპრილი, 2018 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატები - ს-----------------–--ე, ნ---------–--ე

 

ბრალდებული - მ--------- ვ---------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1982 წლის 7 დეკემბერს, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წ---–-----ოს რაიონში, სოფელ პ----------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავის გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკული დანაშაული))

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ მ--------- ვ---------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, მ--------- ვ---------ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის განაჩენით მ-------- ვ---------ეს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; მითითებული განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მ--------- ვ---------ეს გარკვეული უფლებები შეეზღუდა 3 წლის ვადით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განაჩენით მ--------- ვ---------ეს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით; განაჩენთა ერთობლიობითა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ მ--------- ვ---------ეს სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. 2018 წლის 22 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა მ--------- ვ---------ე. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის (მ--------- ვ---------ის) მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, როგორც შემდეგ ქიმიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო ოდენობით 0, 45508 გრამი.

 

1.2. მ--------- ვ---------ე დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, რაც დათარიღებულია 2018 წლის 23 თებერვლით, ცნობილ იქნა ბრალდებულად იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 20 მარტით, დაზუსტდა ბრალდება - იგი ცნობილ იქნა ბრალდებულად დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, მ--------- ვ---------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური ექსპერტიზის N351/სქ-N462/ქრ დასკვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის და 2017 წლის 10 აგვისტოს განაჩენებით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ მ--------- ვ---------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2018 წლის 2 აპრილს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ მ--------- ვ---------ესა და ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2018 წლის 2 აპრილს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–---–მა ბრალდებულ მ--------- ვ---------ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, მ--------- ვ---------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვლება პირობითად 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით მ-------- ვ---------ეს, ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, ექვსი თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში_საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები უნდა ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები როგორც ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ისე უფლებების შეზღუდვის ნაწილშიც.

 

3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. ქაღალდის ნაჭერზე დაკრული კუსტარული წესით დამზადებული, ყავისფერი ნივთიერება წონით 0,9759 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,4449 გრამის ოდენობით; ასევე ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული თერმულად დამუშავებული თეთრი და უფერო პოლიეთილენის გახსნილი ნაჭრების ზედაპირზე არსებული ყავისფერი ნივთიერებების დანაშრევები, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,01018 გრამის ოდენობით, უნდა განადგურდეს;

 

ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.

 

5.2. ავტომანქანა ,,ოპელ-ვექტრა“ გამოძიების ეტაპზევე დაუბრუნდა მეპატრონეს; მ--------- ვ---------ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი ასევე გამოძიბის ეტაპზე ჩაბარდა ბრალდებულის ოჯახის წევრს. სათანადო ხელწერილები ერთვის საქმეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ მ--------- ვ---------ეს შორის 2018 წლის 2 აპრილს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;

 

3. მ--------- ვ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 22 თებერვლიდან 2 აპრილის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

 

4. დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

6. მ--------- ვ---------ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით;

 

7. მ--------- ვ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

8. მ--------- ვ---------ეს 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყებით მომენტიდან.

 

9. ნივთიერი მტკიცებულებები ქაღალდის ნაჭერზე დაკრული კუსტარული წესით დამზადებული, ყავისფერი ნივთიერება წონით 0,9759 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,4449 გრამის ოდენობით; ასევე ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული თერმულად დამუშავებული თეთრი და უფერო პოლიეთილენის გახსნილი ნაჭრების ზედაპირზე არსებული ყავისფერი ნივთიერებების დანაშრევები, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,01018 გრამის ოდენობით განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი