გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
091210219003058537
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N091210219003058537

საქმე N2/87-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2019 წელი ქ. ვანი

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე

ვანის მუნიციპალიტეტში როინ კახიძე

სხდომის მდივანი თინათინ მაღლაკელიძე

განმცხადებელი - დ----- ძ----------–---–-.

წარმომადგენელი - ნ-----–-- ქ-----–--,მოთხოვნის არსი - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა

სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე, უდავო წარმოების წესით განიხილა სამოქალაქო საქმე დ----- ძ----------–---–-ს განცხადებისა გამო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის თაობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, 311-ე მუხლით, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. დ----- ძ----------–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი საბუთის პირისადმი კუთვნილების შესახებ, კერძოდ: დ----- ძ----------–---–-სადმი (პირადი N1----------- უფლების დამდგენი საბუთის - ქორწინების მოწმობის IV- იკ N6----- კუთვნილების ფაქტი, სადაც მითითებული მისი სახელი ,,დ-----” არ ემთხვევა მის პირადობის მოწმობაში აღნიშნულ სახელს ,,დ-----“.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ვანის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ვანის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

შენიშვნა:

 

განმცხადებლის თხოვნით, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე

როინ კახიძე