გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
080210117002179408
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3474-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გ---- დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე: შპს ,,G--“;

წარმომადგენელი: დ----- მ--–----, ლ--–- ბ-----–--ე;

მოპასუხეები: ი----- ბ-----, გ---- ჯ---------ე;

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გ---- ჯ---------ესა და ი----- ბ-----ს შორის 2016 წლის 19 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი გარიგება და უძრავი ქონება, მდებარე: ხობი, სოფელი პ------–------ი ს/კ 4----------- აღირიცხოს საჯარო რეესტრში გ---- ჯ---------ის საკუთრებაში. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 23.07.2016 წელს გ---- ჯ---------ემ განცხადებით მიმართა შპს „G--"-ს და მათ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ---- ჯ---------ემ მიიღო სესხი 1200 ლარის ოდენობით, თვი----- სარგებელი - 16.67%. ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 24 ივლისიდან ყოველდღიურად დღეში 40 ლარის გადახდით ისე, რომ სესხის ბოლო თანხა გამსესხებელს უნდა დაბრუნებოდა 2016 წლის 28 აგვისტოს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. სესხის გადახდაზე მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ბ------ ჯ---------ემ. მიუხედავად მოთხოვნისა მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება. გ---- ჯ---------ის მიერ ხელმოწერილი ხელწერილის თანახმად, მან აიღო ვალდებულება, რომ მოსარჩელესთან დადებული სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მის დასრულებამდე არ გაასხვისებდა თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ხობი, სოფელი პ------–------ი ს/კ 4-----------. მიუხედავად ამისა მან სესხის დაფარვის ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით 2016 წლის 19 აგვისტოს მოჩვენებითი გარიგება გააფორმა თავის ახლო მეგობართან და მეზობელთან ი----- ბ-----სთან და გადაუფორმა უძრავი ქონება.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ი----- ბ-----მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ

მისთვის უცნობი იყო გ---- ჯ---------ესა და შპს ,,G--“-ს შორის არსებული ვალდებულების შესახებ. მისთვის აღნიშნული ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც სარჩელს გაეცნო. აღნიშნულ პირებთან გარდა საქმიანი ურთიერთობისა სხვა შემხებლობა არ ჰქონია. მოსარჩელის მოსაზრება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, რადგან იმ ადამიანის მის მეგობრად მოხსენიება, რომელსაც თავად მართებს მისი არაერთი ვალი, მოსარჩელის მხრიდან შეურაცხმყოფელია მისი იმ სტატუსით მოხსენიება თითქოს ის იყოს იმ ბუნების მატარებელი, რომელსაც შეუძლია მოჩვენებით გარიგებებში და სხვა მსგავს მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ის თავად ემსახურებოდა წლების განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებს და ებრძოდა ტყუილსა და უსამართლობას. მისთვის უცნობია გ---- ჯ---------ის განზრახვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, როდესაც მან ყველანაირი სამართლებრივი და მორალური ნორმების დაცვით და საფუძველზე 2016 წლის 19 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ხონი, სოფელი პ------–------ი. მისთვის უცნობია გ---- და ბ------ ჯ---------ეების ფინანსური ვალდებულებების შესახებ. ი----- ბ-----ს განმარტებით მისთვის გაუგებარია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რა შემხებლობაშია მის ყოფილ მესაკუთრეებთან. უძრავი ნივთის შეძენის დროს იყო უნაკლო და შესაბამისად მის საკუთრებაში გადავიდა უნაკლო მდგომარეობაში და არის კეთილსინდისიერი შემძენი, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე გ---- ჯ---------ეს შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო პროცესზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. 23.07.2016 წელს გ---- ჯ---------ემ განცხადებით მიმართა შპს „G--"-ს და მათ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ---- ჯ---------ემ მიიღო სესხი 1200 ლარის ოდენობით, თვი----- სარგებელი - 16.67%. ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 24 ივლისიდან ყოველდღიურად დღეში 40 ლარის გადახდით ისე, რომ სესხის ბოლო თანხა გამსესხებელს უნდა დაბრუნებოდა 2016 წლის 28 აგვისტოს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება Nა804 (ს.ფ. 20-22).

 

3.1.2. 2016 წლის 23 ივლისს გ---- ჯ---------ემ ხელწერილით იკისრა ვალდებულება, რომ შპს ,,G--“-სთან არსებული სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის დასრულებამდე არ გაასხვისებდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ხობი, სოფელი პ------–------ი ს/კ 4-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 23 ივლისის ხელწერილი (ს.ფ. 22).

 

3.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მ---ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „G--“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

მოპასუხეებს - გ---- ჯ---------ეს და ბ------ ჯ---------ეს სოლიდარულად დაეკისრათ შპს „G--“-ის სასარგებლოდ - 1790 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 1200 ლარი, სარგებელი - 240 ლარი, ჯარიმა - 200 ლარი და ფიქსირებული პირგასამტეხლო - 150 ლარი).

 

მოპასუხეებს - გ---- ჯ---------ეს და ბ------ ჯ---------ეს სოლიდარულად დაეკისრათ შპს „G--“-ის სასარგებლოდ დავალიანების ცნობის გაცემიდან 2017 წლის 17 ნოემბრიდან სესხის ძირ თანხაზე - 1200 ლარზე სარგებლის - თვეში 4%-ის გადახდა აღსრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს 5 თვის განმავლობაში), რაც თვეში შეადგენს 48 ლარს.

 

მოპასუხეებს - გ---- ჯ---------ეს და ბ------ ჯ---------ეს სოლიდარულად დაეკისრათ შპს „G--“-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, ი-----დიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მ---ის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

3.1.4. 2016 წლის 19 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მოპასუხე გ---- ჯ---------ის მამას, ბ------ ჯ---------ეს ი----- ბ-----სათვის გადასახდელი ჰქონდა თანხა, რომლის დაბრუნების შეუძლებლობის გამო მოხდა სადავო ქონების ი----- ბ-----სათვის გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. გ---- ჯ---------ესა და ი----- ბ-----ს შორის 2016 წლის 19 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე: ხობი, სოფელი პ------–------ი (ს/კ 4-----------), აღირიცხა ი----- ბ-----ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28-29).

3.2.2. ხონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თ--------------ას ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 28 ნოემბრის N434 ცნობით დგინდება, რომ ი----- ბ----- მეუღლესთან ერთად 2016 წლის 1 დეკემბრიდან ცხოვრობს თ--------------ას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ,,ო---------–--სის“ დასახლებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თ--------------ას ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 28 ნოემბრის N434 ცნობა (ს.ფ. 73).

 

3.2.3. აბონენტის ბარათით დადგენილია, რომ 2016 წლის 05 დეკემბრიდან ელექტრო ენერგიის გადამხდელ აბონენტად სოფელ პ------– მ---ში რეგისტრირებულია ი----- ბ-----.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 144-147).

 

სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პ------–ი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პ------–ი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელის აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არდაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორიცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,G--“-ის სარჩელით აღძრული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სწორედ სამართალწარმოების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, აუცილებელია შეფასება მიეცეს შპს ,,G--“-ის, მოპასუხეების - გ---- ჯ---------ესა და ი----- ბ-----ს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს, რის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს რამდენად შეესაბამება 2016 წლის 19 აგვიტოს ხელშეკრულება ამ გარიგებისათვის დადგენილ ნამდვილობის პირობებს და დადგინდეს არის თუ არა ი----- ბ----- სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს მისი მოჩვენებითი და თვალთმაქცური (რის შესახებაც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო) გარიგების დადების საფუძვლით და განმარტავს, რომ ვინაიდან გ---- ჯ---------ეს შპს ,,G--“-ის დავალიანება ჰქონდა, მან მოჩვენებით მოსარჩელის ვალის გასტუმრების თავის ასარიდებლად გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ი----- ბ-----სთან და რეალურად ყიდვას ადგილი არ ჰქონია.

6.2. სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ბათილი გარიგების სხვადასხვა სახეებს. ისეთი გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგებებია. ბათილი გარიგებების მეორე ჯგუფს განეკუთვნება გარიგებები, რომელთა ბათილობა დამოკიდებულია იმაზე, შეცილებული (გასაჩივრებული) იქნება თუ არა ეს გარიგება, ასეთ გარიგებებს საცილო გარიგება ჰქვია. შეცილება იწვევს გარიგების ბათილობას არა შეცილების მომენტიდან, არამედ დადების მომენტიდან (სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

განსახილველი სარჩელით 2016 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულება, საცილოდ არის გამხდარი გამოვლენილი ნების ნაკლის გამო, ხოლო ნების ნაკლს მოსარჩელე მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების ფაქტს უკავშირებს.

 

მოპასუხე ი----- ბ----- არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მოსარჩელის მოსაზრება უსაფუძვლოა, რადგან მისი ვალი ჰქონდა მოპასუხე გ---- ჯ---------ეს და ვალის სანაცვლოდ მოხდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და არანაირ მოჩვენებით ხელშეკრულებას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- ჯ---------ესა და ი----- ბ-----ს შორის 2016 წლის 19 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე: ხობი, სოფელი პ------–------ი ს/კ 4-----------, საჯარო რეესტრში აღირიცხა ი----- ბ-----ს სახელზე.

 

ამ კუთხით, მხედველობაშია მისაღები სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ ანუ გარიგებით სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი აღწევენ სამართლებრივ შედეგს. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლითაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველმა უნდა გადასცეს ქონება მყიდველს, ხოლო თავის მხრივ მყიდველის ძირითადი ვალდებულებებია ნასყიდობის ფასის გადახდა და ნაყიდი ნივთის მიღება.

 

სასამართლოს განმარტებით, გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია სსკ-ის 54-56-ე, 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, პ------– რიგში, აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენა. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონებაზე საკუთრება გადასცეს მყიდველს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მოვალე მოპასუხეს ქონება არ გაუყიდია და არც შესაბამისი ნება არ გამოუვლენია.

 

სასამართლოს შეფასებით, ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. სამოქალაქო სამართალი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულეს ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა, ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პ------–ში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან, გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში.

 

გარიგების შინაარსს, პ------– რიგში, განსაზღვრავს ოფერენტი. სწორედ წინადადების მიცემაზეა დამოკიდებული თანხმობის შინაარსიც. დაუშვებელია წინადადების მიმცემმა ნება გამოავლინოს ქონების ნასყიდობაზე, მეორე მხარემ მიიღოს ასეთი ნება (თუნდაც თანხის აუცილებლად მიღების მოტივით) და შემდეგ მისი ნების გამოვლენა განმარტოს ისე, როგორც მას აწყობს. გარიგების შინაარსად დადგენილ უნდა იქნეს ის შინაარსი, რაზეც წინადადებაა გამოხატული და რა წინადადებაც მიიღო მეორე მხარემ. ხელშეკრულება არის ორ ან მეტ პირს შორის დადებული გარიგება და მის დასადებად ცალმხრივი ნების გამოვლენა არაა საკმარისი. მისი ნამდვილობისათვის სავალდებულოა ორივე მხარემ ერთმანეთთან შეათანხმოს გარიგების პირობები და, შეთანხმების შემდეგ, ნების გამოვლენის თაობაზე შედგენილ დოკუმენტს მოაწეროს ხელი. ასეთი პირობა გამომდინარეობს სსკ-ის 327-ე მუხლის პ------–ი და მეორე ნაწილებიდან, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი ი-----დიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

მოხმობილი ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი ი-----დიული შედეგები მოჰყვეს(მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები(თვალთმაქცური გარიგება). ამ დანაწესით, გარიგების თვალთმაქცურად მისაჩნევად, უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც, უპ------–ეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნისას, მოთხოვნის მქონე პირმა უნდა ამტკიცოს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა. კერძოდ, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, რომელიც სინამდვილეში მიმართულია სხვა და არა სადავო გარიგების დადების შედეგად მიღწეული მიზნისაკენ.

 

მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეები თანხმდებიან, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ანუ ახდენენ სიმულაციას. ძირითადად მოჩვენებითი გარიგების მიზანი მესამე პირის მოტყუებაა, ეს პირი შეიძლება იყოს კრედიტორი, ისე სახელმწიფოც, ასევე მოჩვენებითი გარიგების მიზანი შეიძლება იყოს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.

 

თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა.

 

მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული, არც პ------– და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი ი-----დიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მოპასუხე გ---- ჯ---------ის მამას, ბ------ ჯ---------ეს ი----- ბ-----სათვის გადასახდელი ჰქონდა თანხა, რომლის დაბრუნების შეუძლებლობის გამო მოხდა სადავო ქონების ი----- ბ-----სათვის გადაცემა. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების ვალში დათმობის სანაცვლოდ, კრედიტორმა (ი----- ბ-----მ) სხვა შესრულების მიღებით დაიკმაყოფილა თავისი მოთხოვნა მოვალის მიმართ (სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლი), რაც წარმოადგენს კრედიტორის უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა ნივთით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგების დადებით მიღწეული სამართლებრივი შედეგი ლეგიტიმურია და არ არსებობს მისი მოსაჩვენებლად და თვალთმაქცურად მიჩნევის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობები.

 

6.5. რაც შეეხება შემძენის კეთილსინდისიერების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია სხვადასხვა სახის პრინციპებზე, რომელთა შორისაა რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით. პრეზუმფცია გულისხმობს ვარაუდს მასზედ, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა მოდავე მხარის მიერ. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიშნული ნორმის დებულება უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, რაც ნიშნავს სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეთა მიმართ ნდობასა და კეთილსინდისიერებას და რაც უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორისა და სისრულის პრეზუმფციით, რაც თავისი ბუნებით წარმოადგენს ი-----დიულ ფიქციას, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. პრეზუმფციის აუცილებლობა ნაკარნახევია ერთ შემთხვევაში იმით, რომ უძრავი ნივთის შეძენისას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს ჰქონდეთ რეესტრის ჩანაწერების მიმართ ნდობა, ხოლო მეორე შემთხვევაში, მათ არ მოეთხოვოთ ისეთი ფაქტების ცოდნა, რაც აღემატება მათ შესაძლებლობებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი ერთმანეთს უპირისპირებს ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესებს და ნამდვილი მესაკუთრის უფლებების დასაცავად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში არ მოქმედებს რეესტრის ჩანაწერების სისწორე, კერძოდ, იმ პირის (შემძენის) სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის საფუძველზე, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, თუმცა ამ ვარაუდს აქარწყლებს კანონის იმავე ნორმით გაგრძელებული დებულება, როცა: 1) რეესტრის ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან 2) შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამდენად, ამ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობა გამორიცხავს პრეზუმფციას და მიუთითებს შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე, თუ დადგინდა, რომ შემძენმა იცოდა უფლების რეგისტრაციის ხარვეზის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ დამტკიცდა რეესტრის უზუსტობა, სადავო საკითხი წყდება შემძენის სასარგებლოდ.

 

აღსანიშნავია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, რომლის მიხედვით, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნულ ნორმაში გამოვლენილია შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია და იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს, რაც ასევე ეფუძნება 312–ე მუხლით გათვალისწინებულ პრეზუმფციას. კეთილსინდისიერება უნდა განიმარტოს პირის ისეთ საქმიანობად, რომლის დროსაც იგი თავის უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებს მხოლოდ კანონების დაცვით, გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ასევე სხვათა უფლებებისადმი პატივისცემით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს, იცოდა თუ არა შემძენმა ი----- ბ-----მ, მოსარჩელესა და გ---- ჯ---------ეს შორის არსებული დავის თაობაზე, რაც მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ვერ იქნა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა 2016 წლის 19 აგვისტოს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პ------–ი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. დავის საგნის ფასის გაანგარიშება წარმოებს საქართველოს სსკ-41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის საფუძველზე. ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა ამიტომ მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მის მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხე ი----- ბ-----ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ხობი, სოფელი პ------–------ი (ს/კ 4-----------) გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა.

 

საქართველოს სსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

წინამდებარე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,G--“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ი----- ბ-----ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ხობი, სოფელი პ------–------ი (ს/კ 4-----------) გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ---- დიდავა