განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
190100118002725219
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-811-18

(N092210814006)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

03 ივლისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გიორგი ჯავარაშვილი

 

დაცვის მხარე: ადვოკატები - არჩილ ცაგურია, მარინე ფხალაძე

 

1. ბრალდებული: ზ------------–---–ი

დაბადებული: 05.12.1--- წ.

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი განათლებით

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. თბილისი, ს--------–----------------------------–----------ში.;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, კერძოდ მას ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

2. ბრალდებული: ჯ----------–--–-–---–ი

დაბადებული: 20.09.1--- წ.

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი განათლებით

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. თბილისი, ს------–-------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, კერძოდ მას ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

3. ბრალდებული: ჯ---------–---ი

დაბადებული: 18.09.1--- წ.

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი განათლებით

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. დ----------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, კერძოდ მათ ბრალად ედება თაღლითობაში დახმარება, ესე იგი დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

სხდომის სახე: ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

 

ნ ა წ ი ლ ი

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

1.1. ბრალდებული ზ------------–---–ის მიმართ:

 

2011 წლის 18 აგვისტოს დ-----ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი S-----------, რომელიც ითვალისწინებდა ქ. დ-----ში სხვადასხვა სახის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ფ--------’’-მა და 2011 წლის 27 სექტემბერს დ-----ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ფ--------’’-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N197-ე ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს დ-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება დაევალა დ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, მთავარ არქიტექტორს, ჯ---------–---ს.

 

შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, არასრულყოფილად შეასრულა N197-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ასევე დ-----ის მუნიციპალიტეტში 2011 წლის 09 დეკემბრიდან 2011 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით წარადგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საერთო ღირებულებად მიუთითა ჯამში 202 677 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის მისაღები 89 560,68 ლარისა. შესაბამისად, შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორი ზ------------–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 113116,32 ლარს. აღნიშნული ქმედებით დ-----ის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა დიდი ოდენობით ქონებივი ზიანი.

 

1.2. ბრალდებული ჯ----------–--–-–---–ის მიმართ:

 

2011 წლის 18 აგვისტოს დ-----ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი S-----------, რომელიც ითვალისწინებდა ქ. დ-----ში სხვადასხვა სახის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ფ--------’’-მა და 2011 წლის 27 სექტემბერს დ-----ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ფ--------’’-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N197-ე ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს დ-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება დაევალა დ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, მთავარ არქიტექტორს, ჯ---------–---ს.

 

2011 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა გააფორმა მინდობილობა ჯ----------–--–-–---–ზე, რომელსაც მიეცა შპს ,,ფ--------’’-ის სრულად მართვის, განკარგვის და წარმომადგენლობის უფლება. შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორის მინდობილმა პირმა ჯ----------–--–-–---–მა ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, არასრულყოფილად შეასრულა N197-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ასევე დ-----ის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 01 თებერვლიდან 2012 წლის 27 ივლისის ჩათვლით წარადგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საერთო ღირებულებად მიუთითა ჯამში 183 446 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის მისაღები 153 110,74 ლარისა. შესაბამისად, შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორის მინდობილი პირი ჯ----------–--–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 30 335,26 ლარს. აღნიშნული ქმედებით დ-----ის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა დიდი ოდენობით ქონებივი ზიანი.

 

1.3. ბრალდებული ჯ---------–---ის მიმართ:

აგვისტოს დ-----ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოაცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი S-----------, რომელიც ითვალისწინებდა ქ. დ-----ში სხვადასხვა სახის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ფ--------’’-მა და 2011 წლის 27 სექტემბერს დ-----ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ფ--------’’-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N197-ე ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს დ-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა.

 

2011 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა გააფორმა მინდობილობა ჯ----------–--–-–---–ზე, რომელსაც მიეცა შპს ,,ფ--------’’-ის სრულად მართვის, განკარგვის და წარმომადგენლობის უფლება. ამავე ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმომწერ უფლებამოსილ პირად განისაზღვრა დ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, მთავარ არქიტექტორი, ჯ---------–---ი.

 

შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა ასევე მისმა მინდობილმა პირმა ჯ----------–--–-–---–მა ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, არასრულყოფილად შეასრულეს N197-ე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები. ზ------------–---–მა 2011 წლის 09 დეკემბრიდან 2011 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით დ-----ის მუნიციპალიტეტში წარადგინეს მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო ჯ----------–--–-–---–მა 2012 წლის 01 თებერვლიდან 2012 წლის 27 ივლისის ჩათვლით დ-----ის მუნიციპალიტეტში წარადგინეს მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, მთავარი არქიტექტორის, ჯ---------–---ისათვის წინასწარ ცნობილი იყო არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების ფაქტები, მან ზ------------–---–ისათვის და ჯ----------–--–-–---–ისათვის თაღლითობაში დახმარების მიზნით შეგნებულად დამალა აღნიშნული და 2011 წლის 09 დეკემბრიდან 2012 წლის 27 ივლისის ჩათვლით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები დაადასტურა თავისი ხელმოწერით. ამ გზით შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორს ზ------------–---–ს ჩაერიცხა 202 677 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის მისაღები 89 560,68 ლარისა. შესაბამისად, ზ------------–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 113 116,32 ლარს, ხოლო შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორის მინდობილ პირს ჯ----------–--–-–---–ს ჩაერიცხა 183 446 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის მისაღები 153 110,74 ლარისა. შესაბამისად, ჯ----------–--–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 30 335,26 ლარს. აღნიშნული ქმედებით დ-----ის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა დიდი ოდენობით ქონებივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის, ა----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2014 წლიდან მუშაობს დ-----ის მუნიციპალიტეტში. სადავო ხელშეკრულება 2011 წელს არის გაფორმებული. ჯ---------–---მა მიმართა მერიას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დანიშნულ დროში არ იყო შესრულებული და ხელშეკრულება შეწყდა. ინიციატორი იყო ჯ---------–---ი. ჯ---------–---ის მიმართ პრეტენზია გაჩნდა იმის გამო, რომ შეუსრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები დაადასტურა თავისი ხელმოწერით, რის გამოც გადაირიცხა თანხები და სახელმწიფომ მიიღო ზიანი (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ზ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არის შპს ,,ფ--------’’-ს დამფუძნებელი და დირექტორი. 2011 წლის 18 აგვისტოს დ-----ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მისმა ფირმამ. ტენდერი ითვალისწინებდა ქ. დ-----ში სხვადასხვა სახის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 2011 წლის სექტემბერში დ-----ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ფ--------’’-ს შორის გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ადასტურებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული არ არის, მაგრამ მასალა მიტანილი იყო. მისივე განმარტებით, იმაზე მეტი სამუშაო დახვდა, ვიდრე გათვალიწინებული იყო. ადასტურებს ასევე, რომ ზედმეტად და წინასწარ მიუთითა იმის შესრულება და ჩაერიცხა თანხები იმაში, რაც შემდეგ უნდა შესრულებულიყო. ფინანსურ პოლიციასთან პრობლებების გამო წავიდა საქართველოდან.

მისი განმარტებითვე, არანაირი თანხა არ შეუთავაზებია ჯ---------–---ისთვის, რაიმე ფორმის მოლაპარაკება მასთან არ ჰქონია. ეს უკანასკნელი ენდობოდა, რომ წინსწრებით დარიცხული თანხით ხელფასს გადაუხდიდა მუშებს და მიტანილი მასალებით დაასრულებდა სამუშაოს. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ჯ----------–--–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტა, 2011 წ. დ-----ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ფ--------’’-მა, რომლის დირექტორი იყო ზ------------–---–ი. ტენდერი ითვალისწინებდა ქ. დ-----ში სხვადასხვა სახის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 2011 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა მას მინდობილობით მისცა შპს ,,ფ--------’’-ის სრულად მართვის, განკარგვის და წარმომადგენლობის უფლება. იმის გამო, რომ მუშები ხელფასის მოთხოვნით ხშირად იფიცებოდნენ, იგი იძულებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, არასრულყოფილად შესრულებული და ასევე შეუსრულებელი სამუშაოები დასრულებულად ეჩვენებინა, ხელოვნურად გაეზარდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და დ-----ის მუნიციპალიტეტში 2012 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით წარადგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები. ეს მოხდა იმის გამო, რომ მუშებისთვის ხელფასი მიეცათ და თანხა აღარ რჩებოდა სამუშაოების შესასრულებლად. პრაქტიკულად, დაუსრულებელ სამუშაოებს თვლიდნენ დასრულებულად. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერდა ჯ---------–---ი, რომლის ინტერესი იყო მხოლოდ ხელფასის გაცემა მუშებზე. მიღება-ჩაბარების აქტების ნაწილი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე ჯ---------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მუშაობდა დ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტად და არქიტექტორად. ბრალდებულები ჯ----------–--–-–---–ი და ზ-------------–---–ი გაიცნო 2011 წელს სამსახურეობრივი ურთიერთობის დროს. მას ევალებოდა ტექნიკური ზედამხედველობა შპს ,,ფ--------’’-ის შესრულებულ სამუშაოებზე. ტენდერით გათვალისწინებული საქმე რომ დასრულებულიყო, წინასწარ ხდებოდა მის მიერ ხელმოწერა შეუსრულებელ სამუშაოებზე. ხელმოწერის შემდეგ ხდებოდა სამუშაოების შესრულება ძალდატანებით. თავს ცნობს დამნაშავედ, რომ მისი წინსწრებით ხელმოწერის შემდეგ სახელმწიფომ მიიღო ზიანი. მისივე განმარტებით, მას რაიმე მატერიალური ან სხვაგვარი დაინტერესება არ ჰქონია(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. საინჟინრო ექსპერტიზის №002908714 დასკვნის თანახმად შპს ,,ფ--------“ -ს მიერ, 2011 წლის 27 სექტემბერის N197 ხელშეკრულებით (2012 წლის 31 დეკემბრის N2, 2012 წლის 08 მაისის შეთანხმება N1), კერძოდ : ა) ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებულ შენობაზე რიტუალების სახლის მოსაწყობად განხორციელებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების; ბ) ქ.დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებული ხელოვნების სკოლაში განხორციელებული გათბობის სისტემის მოწყობითი სამუშაოების; გ) ქ. დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებული კულტურის სახლში წარმოებული შიდა სარემონტო სამუშაოების; დ) ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებულ შენობაზე საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად განხორციელებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცულობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N2-ებში მოცემულ სამუშაოთა მოცულობებს; ასევე, საკვლევი ობიექტების შესწავლის დროს დადგინდა, რომ კულტურის სახლის იატაკზე ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობითი სამუშაოები წარმოებულია უხარისხოდა და არ შეესაბამება სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, შესაბამისად აღნიშნული სამუშაო ექსპერტიზის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. შპს ,,ფ--------“-ს მიერ, აღნიშნულ ობიექტებზე წარმოებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჯამური ღირებულება, წარმოებული სამუშაოების მოცულობებისა და მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით სულ შეადგენს 136510,20 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, რაც წარმოდგენილ ფორმა N2-ებით მოცემულ სამუშაოთა ჯამურ ღირებულებაზე 386123,00 ლარზე- 249612,80 ლარით ნაკლებია, დღგ-ს ჩათვლით(იხ. დასკვნა, ტომი 1, ს.ფ. 271-309).

 

2.6. საინჟინრო ექსპერტიზის N000158115 დასკვნის თანახმად, შპს ,,ფ--------“-ის მიერ, საკვვლევ ობიექტებზე, კერძოდ: ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებულ შენობაზე რიტუალების სახლის მოსაწყობად განხორციელებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე; ქ. დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებული ხელოვნების სკოლაში განხორციელებულ გათბობის სისტემის მოწყობით სამუშაოებზე; ქ. დ-----ი, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებული კულტურის სახლში წარმოებულ შიდა სარემონტო სამუშაოებზე; ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებულ შენობაზე საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად განხორციელებულ სამუშაოებზე წარმოებული სამშენებლო-სარემონტო-სარეკუნსტრუქციო სამუშაოების ფაქტიური მოცულობები არ შეესაბამება 2011 წლის 9 დეკემბერის, 2011 წლის 12 დეკემბერის, 2011 წლის 29 დეკემბრის, 2012 წლის 3 თებერვლის, 2012 წლის წლის 8 თებერვლის, 2012 წლის 1 თებერვლის, 2012 წლის 4 აპრილის, 2012 წლის 15 მაისის, 2012 წლის 14 ივნისის, 2012 წლის 25 ივნისისა და 2012 წლის 17 ივლისის შესრულებულ სამუშაოთა აქტებში (ფორმა N2-ებში) მოცემულ სამშენებლო-სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოთა მოცულობებს.

 

აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემებით დადგინდა, რომ შპს ,,ფიჯი- 777“-ის დირექტორის ზ------------–---–ის მიერ ხელმოწერილ სამუშაოთა შესრულებისს აქტებში და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული სამუშაოთა მოცულობები, რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება საკვლევ ობიქტებზე რეალურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებს, კერძოდ: ქ. დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებულ ხელოვნების სკოლის დარბაზში საერთოდ არ არის მოწყობილი კედლის ფანკოილი 3 ცალი - თანხით 2105,60 ლარზე.

 

ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებული შენობის რიტუალების სახლის მოსაწყობად საერთოდ არ არის მოწყობილი იატაკის ქვეშ ღორღის მოწყობა 72 მ3- თანხით 2520 ლარზე; საერთოდ არ არის შესრულებული გარე კედლების ჩამოსუფთავება 520 მ2- თანხით 1040 ლარზე; საერთოდ არ არის შესრულებული შიგა კედლების ჩამოსუფთავება 380 მ2 - თანხით 760 ლარზე; საერთოდ არ არის შესრულებული მესამე კატეგორიის გრუნტის დამუშავება ექსკავატორით 300 მ3 თანხით 9000 ლარზე; საერთოდ არ არის შესრულებული ზედმეტი გრუნტის გაზიდვა 5 ჯმ-მდე 70 ტ. თანხით 2100 ლარზე; საერთოდ არ არის შესრულებული ღორღის ფენილის მოწყობა 95 მ3- თანხით 2850 ლარზე.

 

ქ. დ-----ში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული შენობის საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად შიდა კედლების ლესვითი სამუშაო ნაცვლად 526 კვ.მ-ს შესრულებულია 182 კვ.მ, შესაბამისად ნაცვლად 87,20 კვ.მ-ს შესრულებულია 81 კვ.მ, შესაბამისად ნაცვლად 6976 ლარის შესრულებულია 6480 ლარის სამუშაო; მე-3 კატეგორიის გრუნტის დამუშავება ექსკავატორით 126 მ3- თანხით 2520 ლარზე საერთოდ არ არის შესრულებული; ზედმეტი გრუნტის გატანა 5კმ-მდე 105 ტ. თანხით 2100 ლარზე საერთოდ არ არის შესრულებული.

 

ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებული შენობის რიტუალების სახლის მოსაწყობად მონოლითური ლენტური საძირკვლის მოწყობითი სამუშაოს ნაცვლად 15,40 მ3-ს შესრულებულია 4,50 მ3, შესაბამისად ნაცვლად 7760,0 ლარის შესრულებულია 1800,00 ლარზე; კედლების ამოშენება სამშენებლო ბლოკით ნაცვლად 42,54 მ3 -სა შესრულებულია 10მ3, შესაბამისად ნაცვლად 8528 ლარის შესრულებულია 2000,00 ლარზე; საერთოდ არ არის შესრულებული შემდეგი სამუშაოები: რკინა-ბეტონის მონოლითური სარტყელის მოწყობა 6, 2 მ3- თანხით 811,20 ლარზე; არმატურა 14 A–III კლასი, 192 მ3- თანხით 1977,60 ლარზე; არმატურა 8 A –I კლასი, 204 მ3 -თანხით 2040,00 ლარზე ; მეტალოპლასტმასის ფანჯრის ბლოკების მოწყობა 20 მ2 თანხით 1600,00 ლარზე; მეტალოპლასტმასის ვიტრაჯების მოწყობა 83,5 მ2- თანხით 6513,00 ლარზე; სახურავის დაზიანებული საფარის აყრა რელონური მასალისგან 585 მ2- თანხით 1755,00 ლარზე, სახურავის რელონური გადახურვის მოწყობა რუბეროიდით სამ ფენად 585მ2- თანხით 8775,00 ლარზე.

 

ქ. დ-----ში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული შენობის საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად საერთოდ არ არის შესრულებული სახურავის დაზიანებული საფარის აყრა რელონური მასალისგან 468 მ2 - თანხით 468,00 ლარზე; სახურავზე ქვიშა- ცემენტის ხსნარის მოწიმვა სისწით 20მმ-ზე 468 მ2- თანხით 2340,00 ლარზე.

 

შესაბამისად: შპს ,,ფ--------“- ს დირექტორის ზ------------–---–ის მიერ ხელმოწერილი ფორმა N2 -ების თანახმად, ქ. დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებულ ქუჩაზე არსებულ სენობაში (ხელოვნების სკოლაში), ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებულ შენობაში(სარიტუალო დარბაზი) და ქ. დ-----ში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებულ შენობაში (საჭიდაო დარბაზში), უნდა შესრულებულიყო 202677,00 ლარის სამუშაო, შესაბამისი დარიცხვების ჩათვლით, ხოლო ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის, აღნიშნულ ობიექტებზე წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მონაცემების თანახმად, შესრულებულია 89560,68 ლარის სამუშაო, შესაბამისი დარიცხვების ჩათვლით, რაც ფორმა N2-ებით მოცემულ 202677,00 ლარზე - 113116,32 ლარით ნაკლებია.

 

აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემებით დადგინდა, რომ შპს ,,ფიჯი- 777“-ის დირექტორის მინდობილი პირის ჯ----------–--–-–---–ის მიერ ხელმოწერილ სამუშაოთა შესრულების აქტებში და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული სამუშაოთა მოცულობები, რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება საკვლევ ობიექტებზე რელურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებს, კერძოდ: ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებული შენობის რიტუალების სახლის მოსაწყობაად საერთოდ არ არის შესრულებულ;ი იატაკზე ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობითი სამუშაო 345 მ2-ზე - თანხით 13110,00 ლარზე, ასევე იგივე სამუშაო 213 მ2-ზე-მ თანხით 8094,00 ლარზე.

 

ქ. დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებულ კულტურის სახლში, იატაკზე ხელოვნური გრანიტის მოწყობითი სამუსაო 639,66 მ2 თანხით 24307,08 ლარზე, არ შეესაბამება სამსენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, შესრულებულია უხარისხოდ, რაც ექპერტიზის მიერ არ იქნა ჩათვლილი.

 

ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებული შენობის რიტუალების სახლის მოსაწყობად საერთოდ არ არის შესრულებული შემდეგი სამუშაოები: ჭერზე თაბაშირ-მუყაოს ფილების მოწყობა 540 მ2-ზე - თანხით 5400 ლარზე; კაფელის გაკვრა კედელზე 85მ2-თანხით 1020 ლარზე.

 

ქ. დ-----ში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე არსებული შენობის საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად კედლების მოპირკეთება თაბაშირ მუყაოს ფილებით ნაცვლად 360 მ2-სა მოწყობილია 300მ2, შესაბამისად; ნაცვლად 3600 ლარისა შესრულებულია 3000 ლარის სამუშაო.

 

ქ. დ-----ში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული შენობის საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად საერთოდ არ არის შესრულებული იატაკის ქვეშ თბოიზოლაციის მოწყობა 432 მ2 - თანხით 3456 ლარზე; კედელზე კაფელის გაკვრა 54 მ2 - თანხით 648,00 ლარზე.

 

ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებული შენობის რიტუალების სახლის მოსაწყობად საერთოდ არ არის შესრულებული 3 ცალი გმათბობები ქვაბის ,,არისტონი’’- ს მოწყობითი სამუშაო - თანხით 3885,00 ლარზე, 4 კომპლექტი ბოილერის მოწყობიტი სამუშაო - თანხით 3360,00 ლარზე, 1 ცალი ცხელი წყლის მოცულობითი ბოილერის მოწყობითი სამუშაო ტევადობით 100 ლიტრზე - თანხით 1500,00 ლარზე, 6 ცალი პანელური რადიატორების მოწყობითი სამუშაო ზომით 12000X600 - თანხით 720,00 ლარზე, არ არის მოწყობილი შესაბამისად ვენტილები, მილები და ფასონური ნაწილები-საერთო თანხით 1994,00 ლარზე.

 

ქ. დ-----ში, ვაჟა-ფშველას ქუჩაზე არსებული შენობის საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად საერთოდ არ არის შესრულებული 4 ცალი ფანკოილი-თანხით 3360,00 ლარზე, ცხელი წყლის მოცულობითი ბოილერი 1 ცალი- თანხით 1500,00 ლარზე, 2 ცალი პანელური რადიატორის მონტაჟი ზომით 1200X600-თანხით 240,00 ლარზე, არ არის მოწყობილი შესაბამისად ვენტილები, მილები და ფასონური ნაწილები - საერთო თანხით 1643,00 ლარზე.

 

ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებული შენობის რიტუალების სახლის მოსაწყობად საერთოდ არ არის შესრულებული 6 ცალი ჭერზე ასაკრავი 100 ვტ-იანი სანათი ნათურა- თანხით 90,00 ლარზე, 87 ცალი ჭერზე ასაკრავი 60 ვტ-იანი სანათი ნათურა - თანხით 1805,00 ლარზე, 3 ცალი ჭერზე ასაკრავი 150 ვტ-იანი სანათი ნათურა - თანხით 45,00 ლარზე.

 

ქ. დ-----ში, ვაჟა-ფშველას ქუჩაზე არსებული შენობის საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად საერთოდ არ არის შესრულებული 13 ცალი ჭერზე ასაკრავი 100 ვტ-იანი სანათი ნათურა- თანხით 195,00 ლარზე, 7 ცალი ასაკრავი 60 ვტ-იანი სანათი ნათურა - თანხით 105,00 ლარზე 59 ცალი, ჭერზე ასაკრავი 150 ვტ-იანი სანათი ნათურა- თანხით 885,00 ლარზე.

 

ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებული შენობის რიტუალების სახლის მოსაწყობად საერთოდ არ არის შესრულებული მეტალოპლასმასის ფანჯრის ბლოკების მოწყობითი სამუშაო 12 მ2- თანხით 900,00 ლარზე, მეტალოპლასმასის კარის ბლოკების მოწყობითი სამუშაო 19,7 მ2- თანხით 2856,00 ლარზე.

 

ქ. დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებულ კულტურის სახლში, იატაკზე ხელოვნური გრანიტის მოწყობითი სამუშაო 535 მ2-თანხით 5360,00 ლარზე, ასევე 40,26 მ2- თანხით 402,60 ლარზე არ შეესაბამება სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, შესრულებულია უხარისხოდ, რაც ექსპერტიზიდ მიერ არ იქნა ჩათვლილი.

 

შესაბამისად: შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორის მინდობილი პირის ჯ----------–--–-–---–ის მიერ ხელმოწერილი ფორმა N2-ების თანახმად, ქ. დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებულ შენობაში (ხელოვნების სკოლაში), ქ. დ-----ში, აღორძინების ქუჩაზე არსებულ შენობაში (სარიტუალო დარბაზი) და ქ. დ-----ში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებულ შენობაში (საჭიდაო დარბაზში), უნდა შესრულებულიყო 183446,00 ლარის სამუშაო, შესაბამისი დარიცხვების ჩათვლით, ხოლო ექპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის, აღნიშნულ ობიექტებზე წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მონაცემების თანახმად, შესრულებულია 46949,52 ლარის სამუშაო, შესაბამისი დარიცხვების ჩათვლით, რაც წარმოდგენილი ფორმა N2-ებით მოცემულ 183446,00 ლარზე-136496,48 ლარით ნაკლებია.

 

გამოსაკვლევ ობიექტებზე, აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემებისა და წარმოდგენილ საკვლევ დოკუმენტაციაში მოცემულ მონაცემების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ შპს ,,ფ--------“-ს მიერ ქ. დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებული ხელოვნების სკოლის დარბაზში, ქ. დ-----ში, აღორძნების ქუჩაზე არსებულ შენობაში (სარიტუალო დარბაზში) და ქ. დ-----ში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებულ შენობაში (საჭიდაო დარბაზში) შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2011 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ N197 ხელშეკრულებას, 2012 წლის 8 მაისის შეთანხმებას და 2012 წლის 31 დეკემბრის შეთანხმებას, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმებით, ტექნიკურ დავალებაში შესული ცვლილებები, რომელიც ჩამოყალიბებულია თანდართული რედაქციით, არ არის შესრულებული.

 

გამოსაკვლევი ობიქტების ადგილზე შესწავლით დადგინდა, რომ შპს ,,ფ--------“-ის მიერ შეძენილი და 2011 წლის 27 სექტემბერს გააფორმებული N197 ხელსშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დარჩენილი გამოუყენებელი მასალების მოცულობები (რაოდენობა) შეესაბამება ქ. დ-----ის საკრებულოს თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 13 მარტს შედგენილ აღწერის აქტში დაფიქსირებულ მონაცემებს; შესაბამისად აღნიშნული დასაწყობებული სამშენებლო მასალის ღირებულება დადგენილ იქნა დასაწყობებული საშენ მასალათა ფაქტიური მოცულობებისა და ფორმა N2-ებში დაფიქსირებული საშენ მასალათა ღირებულებების გათვალისწინებით, რა დროსაც დარჩენილ (დასაწყობებული) მასალათა ღირებულებამ შეადგინა 63242.02 ლარი; მასალების ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ აღნიშნულ დასაწყობებულ საშენ მასალებს არ აღენიშნება რაიმე სახის დაზიანებები, ინახება მშრალ ადგილას, შესაბამისად ვიზუალურად ვარგისია ისინი დღეის მდგომარეობით გამოსაყენებლად.

 

საკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული მონაცმებით დადგინდა, რომ შპს ,,ფ--------’’-ის მიერ, ქ. დ-----ში, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებულ კულტურის სახლში წარმოებული იატაკის ხელოვნური გრანიტის ფილებით მოპირკეთებითი სამუშაო, საერთო თანხით 30069,68 ლარზე რეალურად შესრულებულია, მაგრამ უხარისხოდ, რაც არ შეესაბამება სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, შესაბამისად აღნიშნული სამუშაო, როგორც შესრულებული, ექსპერტიზის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად: ისეთ სამუშაოებზე გაწეული რეალური ხარჯი, რომლებიც მათი ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის დროს ექსპერტიზის მიერ არ იქნა გაზიარებული როგორც შესრულებული სამუშაო, თანხობრივად შეადგენს 30069,68 ლარს(იხ. დასკვნა, ტ.2.ს.ფ.280-289).

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო საექსპერტო ბიუროს ექსპერტმა ბ-------------------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა - დ-------------ემ და ნ-------–-------ემ, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები; დაკითხული იქნენ დ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები: თ---------------–-–---–ი, პ---–--------–---–ი და ლ-----------–-–---–ი; ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, ანუ სხვისი ქონების დასაუფლებლად, დამნაშავე იყენებს მასა და დაზარალებულს შორის არსებულ ურთიერთობას (ნდობას) და ქონებას ეუფლება მოტყუების გზით. მოტყუებაში იგულისხმება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება ანდა გარკვეული გარემოებების განზრახ დაფარვას აქვს ადგილი, ორივე შემთხვევაში კი შედეგად მესაკუთრეს ადგება ზიანი. ამასთან, ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

განხილულ გარემოებებთან მიმართებაში ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავის ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის განხორციელების გარდაუვალობას. მოცემულ შემთხვევაშიც თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ერთერთი ელემენტი - სისხლისსამართლებრივი ბრალეულობა, ანუ განზრახვა არსებობს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, არამედ მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებდა ანდა შეეძლო გაეთვალისწინებინა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობა.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და "ბ" ქ/პუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ თაღლითობას, დიდი ოდენობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ სპეციფიკას, რაც ახასიათებს სხვისთვის თაღლითობით მიყენებულ დიდი ოდენობით ზიანს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. ამავე შენიშვნის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით არაერთგზისობად ითვლება თუ წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა. თუ ფასი ვერ დადგინდა, ქონების ღირებულება განისაზღვრება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სახემწიფო მოხელე, არამედ კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელიც, რომელიც სხცის ნივთ მოტყუებით დაეუფლა.

 

საქართველოს სსკ-ს 24-ე მუხლით განსაზღვრულია თანამონაწილის სახეები. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის თანხმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ჯ----------–--–-–---–ის, ზ------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, და ჯ---------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით სწორად არის დაკვალიფიცირებული, რის გამოც ისინი ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ჯ----------–--–-–---–ის, ზ------------–---–ის და ჯ---------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოებები - საქმეში არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს ჯ----------–--–-–---–ს, ზ------------–---–ს და ჯ---------–---ს საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც დაკავშირებული არ იქნება მათ იზოლაციასთან და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ რესოციალიზაციას.

 

7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ზ------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს;

 

ჯ----------–--–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო უნდა გაუქმდეს (გადაუხდელია);

 

ჯ---------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის სრულად გადახდის შემდგომ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ზ------------–---–ის მიმართ პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 07 დეკემბრიდან დღემდე, ანუ განაჩენის დადგენამდე) გათვალისწინებით, შემცირებული იქნეს ჯარიმის ოდენობა და განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ზ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

3. ჯ----------–--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. ჯ----------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს (გადაუხდელია).

 

5. ჯ---------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6. ჯ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის სრულად გადახდის შემდგომ.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს „ლიბერთი ბანკიდან“, შპს „მაგთიკომიდან“, „თიბისი“ ბანკიდან და „საქართველოს ბანკიდან“ საქმეზე გამოთხოვილი დისკები(ერთვის სს საქმეს) - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი