განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
330100118002743183
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5337-18

(გ---------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ონიანი და ანნა ქოჩიაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ---------–---–-

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--–------------ (დასწრების გარეშე) - დაბადებული 1-----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: გ--–-----------, ს------–------------------;

ადვოკატი - პ------------–---–-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით)

ბრალდებული - ა-–---------------–--- - დაბადებული 1-----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: გ--–-----------, ს------–------------, ფაქტობრივი მისამართი: ზ----------------------------–----–---–----;

ადვოკატი - კ--------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით)

ბრალდებული - კ------------–-–---–- - დაბადებული 1-----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ-------–--------------------–-----------;

ადვოკატი - კ--------–-–---–-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით)

ბრალდებული - მ----------------- - დაბადებული 1-----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ-----–--------------------, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ-------–-------–-------------------------------------------------;

ადვოკატი - ქ------–------–-----

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ავტომობილის მიმართ, არაერთგზის, დიდი ოდენობით)

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

გ--–------------ს ბრალდების ეპიზოდი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის ივნისში გ--–------------მ და ა-–---------------–---მ განიზრახეს შპს „მ------“ და სს „თ-------–--------“ კუთვნილი ა/მანქანების მოტყუებით დაუფლება და დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ა-–---------------–---სთან წინასწარი შეთანხმებით, გ--–------------მ, 2018 წლის 2 ივნისს, ჯერ შპს „მ------თან“ გააფორმა ავტოლიზინგის ხელშეკრულება, ხოლო 2018 წლის 13 ივნისს დადო ასევე, ავტოლიზინგის ხელშეკრულება სს „თ-------–----------“. შპს „მ------თან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გ--–------------მ თითქოსდა მომავალში ეტაპობრივი ანაზღაურების პირობით (საერთო ჯამში 21763,50 ლარის გადახდის ვალდებულებით) ლიზინგით აიღო ,,ფ---–---------” მარკის ,,ც–-----------” მოდელის ა/მანქანა (ს----–-–-------------------------). ა/მანქანაზე საკუთრების უფლება დარჩა შპს „მ------“, ხოლო მფლობელობაში გადაეცა გ--–------------ს, რომელსაც ყოველთვიურად უნდა ეხადა 870,54 ლარი და ლიზინგის საზღაური კომპანიისთვის უნდა დაეფარა 2020 წლის 2 ივლისს. რაც შეეხება სს „თ-------–----------“ დადებულ ხელშეკრულების პირობებს, გ--–------------მ თითქოსდა მომავალში ეტაპობრივი ანაზღაურების პირობით (საერთო ჯამში 15804,35 ლარის გადახდის ვალდებულებით) ლიზინგით აიღო ამჯერადაც ,,ფ---–---------” მარკის ,,ც–-----------” მოდელის ა/მანქანა (ს----–-–-------------------------). ა/მანქანაზე საკუთრების უფლება დარჩა სს „თ-------–-------“ და ხოლო მფლობელობაში გადაეცა გ--–------------ს, რომელსაც ყოველთვიურად უნდა ეხადა 549,51 ლარი და ლიზინგის საზღაური უნდა დაეფარა 2020 წლის 16 ივნისს.

დანაშაულებრივი განზრახვისამებრ, გ--–------------მ და ა-–---------------–---მ არ შეასრულეს სალიზინგო კომპანიების მიმართ არსებული ვალდებულებები და თაღლითურად დაუფლებული დიდი ოდენობით ქონების - ა/მანქანების რეალიზება, 2350 აშშ დოლარისა და 6500 ლარის სანაცვლოდ მოახდინეს მოქალაქე მ-----------------ზე, ხოლო აღნიშნული დანაშაულებრივი შემოსავალი მართლსაწინააღმდეგოდ გაინაწილეს ერთმანეთში. თავის მხრივ, 2----–-–----------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ-----------------სთვის ცნობილი იყო, რომ გ--–------------ს და ა-–---------------–---ს ა/მანქანები მოპოვებული ჰქონდათ დანაშაულებრივი გზით. 2018 წლის ივნისის მდგომარეობით ა/მანქანების ფასისა და ხელშეკრულებების მიხედვით მათი გამოსყიდვისთვის საჭირო თანხების ოდენობებიდან გამომდინარე, შპს „მ------“ კუთვნილი ,,ფ---–---------” მარკის ,,ც–-----------” მოდელის ა/მანქანის (ს----–-–-------------------------) ღირებულება შეადგენდა 15200 ლარს, ხოლო სს „თ-------–--------“ კუთვნილი ,,ფ---–---------” მარკის ,,ც–-----------” მოდელის ა/მანქანის (ს----–-–-------------------------) ღირებულება – 8304 ლარს. შესაბამისად, დაზარალებულ შპს „მ------“ და სს „თ-------–-------“ მითითებული ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

2. 2018 წლის ივნისში ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- განიზრახეს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ა/მანქანების მოტყუებით დაუფლება და მათი დაშლისა და ავტონაწილების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის მიზნით, ხსენებულ პირთა მიერ მოხდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო დანაშაულებრივი საქმიანობის ფორმის და მეთოდის მუდმივობა, ჯგუფის წევრთა შორის როლებისა და ფუნქციების განაწილება.

აღნიშნული განზრახვის ფორმირების შემდგომ ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- 2018 წლის ივნისის ბოლოს დაგეგმეს და განახორციელეს ოთხი ა/მანქანის თაღლითური გზით დაუფლება, შემდეგი ორგანიზებული ფორმით: ა-–---------------–---მ და გ--–------------მ უზრუნველყვეს ოთხი გასაქირავებელი ა/მანქანის შესახებ ინფორმაციის მოძიება; საერთო განზრახვით მოქმედმა გ--–------------მ ა/მანქანების გამქირავებელი ფიზიკური და იურიდიული პირების შეცდომაში შეყვანის გზით - ვითომდა რამდენიმე დღით დაქირავების მიზნით, გააფორმა მათთან შესაბამისი (ქირავნობის, იჯარის) ხელშეკრულებები; აღნიშნულის შემდგომ, გ--–------------მ და ა-–---------------–---მ ოთხივე ავტომანქანა მიიყვანეს თ---–----------------, სადაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გამქირავებელთა მხრიდან ა/მანქანების მოძებნის შეუძლებლობის მიზნით მათ მოხსნეს „GPS-ს“ მოწყობილობები, რომლებიც ალტერნატიული კვების წყაროზე მიერთებული დატოვეს ქ. თბილისში, გ-–--------------–-------- არსებულ ე-–-------------“ ტყეში; ამის შემდგომ მ-----------------მ და კ------------–-–---–-- ასევე ქალაქგარეთ დაშალეს ა/მანქანები ნაწილ-ნაწილ და დაშლილ მდგომარეობაში გადაიტანეს სპეციალურად ამ მიზნით შპს „თ---–------------------’’ ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------–- ნაქირავებ სათავსოში; მცირე დეტალებად დაშლილი ავტონაწილები და მათი რეალიზაციის პროცესში მიღებული უკანონო შემოსავალი ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- მართლსაწინააღმდეგოდ გაინაწილეს ერთმანეთში.

ამგვარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ფორმით ა-–---------------–---, გ--–------------, მ----------------- და კ------------–-–---–- მოტყუების ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთობლივად დაეუფლნენ სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ ოთხ ა/მანქანას, კერძოდ: [1] 2018 წლის 29 ივნისს - შპს „თ----------------–--“ კუთვნილ, 30 000 ლარად ღირებულ „ტ---------“ მარკის „ქ------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [2] 2018 წლის 29 ივნისს - შპს „უ-------------–--“ კუთვნილ, 10 000 აშშ დოლარად ღირებულ „ტ---------’’ მარკის „ქ------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [3] 2018 წლის 29 ივნისს - მოქალაქე ჯ----------------- კუთვნილ, 15 000 ლარად ღირებულ „ტ---------“ მარკის „პ--------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [4] 2018 წლის 30 ივნისს - მოქალაქე თ------------------- კუთვნილ, 6 000 აშშ დოლარად ღირებულ „ფ---–--------- მარკის „პ-------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------).

ა-–---------------–---სგან, გ--–------------სგან, მ-----------------სგან და კ------------–-–---–-სგან შემდგარმა, წინასწარ შეკავშირებულმა და შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის მიზანი იყო ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება, განახორციელა საერთო ჯამში დიდი ოდენობით ქონების - ოთხი ა/მანქანის მოტყუებით დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რომელთა საერთო ღირებულებაც წარმოადგენდა 84244,6 ლარს (დანაშაულის ჩადენის პერიოდისთვის აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ლართან მიმართებაში). შედეგად, დაზარალებულმა პირებმა - შპს „თ----------------–--“, შპს „უ-------------–--“, მოქალაქე ჯ----------------- და მოქალაქე თ------------------- დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი განიცადეს.

3. 2018 წლის ივნისში გ--–------------სთვის და ა-–---------------–---სთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ შპს „მ-----“ დღიურად აქირავებდა თავის მფლობელობაში არსებულ ა/მანქანებს. გ--–------------მ და ა-–---------------–---მ განიზრახეს შპს „მ-----ს“ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის მოტყუებით დაუფლება და დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამ მიზნით, მოქმედებდა რა ა-–---------------–---სთან წინასწარი შეთანხმებით, გ--–------------მ 2018 წლის 30 ივნისს იჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს „მ-----სთან’’. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მან 420 ლარის გადახდის სანაცვლოდ, 4 დღის ვადით, ვითომ იქირავა „ბ---------’’ მარკის „ი------’’ მოდელის ა/მანქანა (ს----–-–------------------------). თანამზრახველებს ავტომანქანა მეიჯარე კომპანიაში უნდა დაებრუნებინათ 2018 წლის 3 ივლისს, თუმცა გ--–------------მ და ა-–---------------–---მ განზრახვისამებრ უგულებელჰყვეს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოტყუებით დაუფლებული 11 000 აშშ დოლარად ღირებული „ბ---------’’ მარკის „ი------’’ მოდელის ა/მანქანა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ლართან მიმართებაში, „ბ---------’’ მარკის „ი------’’ მოდელის ა/მანქანის (ს----–-–------------------------) ღირებულება შეადგენდა არანაკლებ 26950 ლარს. შესაბამისად, გ--–------------ს და ა-–---------------–---ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი თაღლითობის შედეგად დაზარალებულმა შპს „მ-----მ“ დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი განიცადა.

4. 2018 წლის ივნისში, გ--–------------სთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ შპს „ე--------------------“ დღიურად აქირავებდა თავის საკუთრებაში არსებულ ა/მანქანებს. მან განიზრახა აღნიშნული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების, კერძოდ ერთ-ერთი ა/მანქანის მოტყუებით დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამ მიზნით, გ--–------------მ 2018 წლის 30 ივნისს იჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს „ე-----------------------“. აღნიშნულის ხელშეკრულების თანახმად, მან 200 ლარის გადახდის სანაცვლოდ, 4 დღის ვადით, ვითომ იქირავა „ტ---------’’ მარკის „ა-----’’ მოდელის ა/მანქანა (ს----–-–------------------------). გ--–------------ს ა/მანქანა მეიჯარე კომპანიაში უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 4 ივლისს, თუმცა მან ა/მანქანას მოძებნის შეუძლებლობის მიზნით მოხსნა და გადააგდო მასზე დამონტაჟებული „GPS-ის’’ სისტემის მოწყობილობა, ხოლო მოტყუებით დაუფლებული 4 800 აშშ დოლარად ღირებული „ტ---------’’ მარკის „ა-----’’ მოდელის ა/მანქანა განზრახვისამებრ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ლართან მიმართებაში, შპს „ე--------------------ს“ კუთვნილი „ტ---------’’ მარკის „ა-----’’ მოდელის ა/მანქანის (ს----–-–-------------------------) ღირებულება შეადგენდა არანაკლებ 11760 ლარს. შესაბამისად, გ--–------------ს მიერ ჩადენილი თაღლითობის შედეგად დაზარალებულმა შპს „ე---------------------“ დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი განიცადა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობაზე.

სასამართლოს გ--–------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა მ-----------------მ, განმარტა, რომ ავტოსერვის ,,თ---–--–-“ გაიცნო კ------------–-–---–-, ხოლო მოგვიანებით ა-–---------------–---. 2018 წლის მაისში, ა-–---------------–---ს მეშვეობით გაიცნო გ--–------------. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც იმყოფებოდნენ ავტოსერვის ,,თ---–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--–------------მ და ა-–---------------–---მ შესთავაზეს, რომ სხვადასხვა პირებისგან და ორგანიზაციებისგან დაიქირავებდნენ ა/მანქანებს, თუმცა მესაკუთრეებისათვის დაბრუნების ნაცვლად, მათ დაშლიდნენ, საიდენტიფიკაციო დეტალებს მოხსნიდნენ და გაყიდიდნენ ნაწილ-ნაწილ. ა/მანქანების მიყვანისთანავე მ----------------- და კ------------–-–---–- ა-–---------------–---ს და გ--–------------ს გადაუხდიდნენ შესაბამის თანხას. აღნიშნულში კ------------–-–---–-- უარი განაცხადა. მოგვიანებით, ა-–---------------–---მ მასთან მიიყვანა შავი ფერის ,,––--’’ მოდელის ა/მანქანა, ხოლო შემდეგ გ--–------------მ ანალოგიური მოდელის ა/მანქანა. აღნიშნული ა/მანქანებისათვის მათ თავდაპირველად გადაუხადა 2 350 აშშ დოლარი, მოცემული თანხის გადაცემას კი არავინ ესწრებოდა. ხოლო 6 500 ლარი გადასცა გ--–------------ს, რომელიც უნდა გაენაწილებია ა-–---------------–---სთვის. მ-----------------ს განმარტებით ა/მანქანები დაშალა ნაწილებად და მოახდინა ნაწილების რეალიზაცია. როგორც მისთვის ცნობილია ა/მანქანები გამოყვანილი ჰყავდათ შპს ,,მ---------“ და ,,თ-------–-----------’’ და გ--–------------ ზემოაღნიშნული ორგანიზაციებისთვის თანხის გადახდას არ აპირებდა. მ-----------------ს განმარტებით, ასევე მოგვიანებით გარდა ზემოაღნიშნული ორი ა/მანქანისა, გ--–------------მ და ა-–---------------–---მ დაიქირავეს ოთხი ა/მანქანა, კერძოდ მათ მოიძიეს ინტერნეტის მეშვეობით, რომლებიც მიიყვანეს თ---–--------------, სადაც მან და კ------------–-–---–-- მოხსნეს ,,GPS-ები“, რომლებიც მიერთებული იყო კვების წყაროს და გადააგდეს ე-–--------------“ ტყეში. მოცემული ოთხი ა/მანქანის სანაცვლოდ გ--–------------ს და ა-–---------------–---ს უნდა აეღოთ 6 000 აშშ დოლარი. მ------------------ განმარტებით, მან იცოდა, რომ გ--–---------- საქართველოს ტერიტორიის დატოვებას აპირებდა, აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა როდესაც ყოველივე ზემოაღნიშნული დაიგეგმა.

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა კ------------–-–---–--, განმარტა, რომ ავტოსერვის ,,თ---–--–-“ გაიცნო მ-----------------, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა, ხოლო მ-----------------ს მეშვეობით გაიცნო გ--–------------ და ა-–---------------–---. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მ-----------------მ დაურეკა და სთხოვა მისულიყო ავტოსერვის ,,თ---–--–-“, სადაც დახვდა მ-----------------, ა-–---------------–--- და გ--–------------, რა დროსაც მოილაპარაკეს, რომ გ--–------------ მათთან მიიყვანდა ა/მანქანებს, რომლებსაც მ-----------------სთან ერთად დაშლიდა და მოახდენდა ნაწილებად რეალიზაციას. გ--–------------ და ა-–---------------–--- მიიღებდნენ შეთანხმებულ თანხას, ხოლო თვითონ და მ----------------- მიღებულ შემოსავალს გაინაწილებდა. თავდაპირველად უარი განუცხადა აღნიშნულ შემოთავაზებაზე, თუმცა მოგვიანებით დის ავადამყოფობის გამო, დასთანხმდა შემოთავაზებულ წინადადებას და ივნისის ბოლოს შპს ,,თ---–--–-“ მივიდა ა-–---------------–--- და გ--–------------, რომლებმაც უთხრეს, რომ მათთან მიიყვანდნენ ოთხ ა/მანქანას, აღნიშნული ა/მანქანებისთვის მას და მ-----------------ს გ--–------------სთვის და ა-–---------------–---სთვის უნდა მიეცათ 6000 აშშ დოლარი. შეთანხმებისამებრ, დათქმულ დროს გ--–------------მ თ---–-------------- მიიყვანა ოთხი ა/მანქანა, ადგილზე მისვლისას გელამ მას და მ-----------------ს უთხრა, რომ ,,GPS-ის“ მოწყობილობები ისე უნდა მოეხსნათ ა/მანქანებისთვის, რომ არ უნდა გათიშულიყო, ვინაიდან მესაკუთრეებს შესაძლოა გაჩენოდათ ეჭვი. მოხსნილი ,,GPS-ები“ მ-----------------მ ჩააწყო მის მიერ მოყვანილ ვერცხლისფერ ა/მანქანაში და წაიღო. 6 000 აშშ დოლარიდან 3000 აშშ დოლარი გადასცეს გ--–------------ს, ხოლო 2000 აშშ დოლარი ალბერტ ფარულას.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა-–---------------–---მ. მანვე, დამატებით განმარტა, რომ იგი სრულად ეთანხმება მ-----------------ს და კ------------–-–---–-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს. რაც შეეხება, ა/მანქანა ,,ტ--------------სთან“ დაკავშირებულ გარემოებებს, მისთვის არ არის ცნობილი.

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულ სს ,,თ-------–--------“ წარმომადგენელმა ფ----------------–-----, განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივნისს სს ,,თ-------–-------“ და გ--–------------ს შორის გაფორმდა ავტოლიზინგის L------- ხელშეკრულება. ლიზინგის საგანი იყო ,,ფ---–---------” ფირმის ა/მანქანა, ხელშეკრულების გათვალისწინებით გ--–------------ს არ ჰქონდა უფლება ა/მანქანის რაიმე სახით განკარგვის, ვინაიდან ქონება წარმოადგენდა სს ,,თ-------–--------“ საკუთრებას. ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, ლიზინგის მიმღებმა გ--–------------მ მიიღო ლიზინგის საგანი, სალიზინგო ურთიერთობის არსი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ლიზინგის მიმღები იღებს ლიზინგის საგანს, ეს იყო 24 თვიანი ლიზინგის ხელშკერულება. აღნიშნულ პერიოდში ლიზინგის მიმღები სრულად თავისუფლად ახორციელებს ლიზინგის საგნის ფლობას. ლიზინგის საერთო თანხა იყო 15 804,35 ლარი. თანხის „ქეშად“ შეტანა არ განხორციელებულა. ლიზინგის ავანსის თანხა, რაც უნდა ყოფილიყო 2 616,1 ლარი, გ--–------------ს მიერ გადახდილი იყო მომწოდებლისთვის. როგორც ხელშეკრულების დადების ეტაპზე გახდა მათთვის ცნობილი, მომწოდებელი იყო ვინმე ბ-------------- და შესაბამისად, ეს თანხა, რაც ლიზინგის საგნის ფარგლებში ბ--------------ს ჰქონდა გადახდილი, გაიქვითა. ა/მანქანის სახელმწიფო ნომერი მითითებულია ლიზინგის ხელშეკრულების დანართში. იქიდან გამომდინარე, რომ გ--–------------მ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები (გ--–------------ს მიერ არ მომხდარა სალიზინგო საზღაურის გადახდა), 2018 წლის 31 აგვისტოს შეწყდა ლიზინგის ხელშეკრულება. სს ,,თ-------–-------“ მიადგა 8 340 ლარის ოდენობის ზიანი.

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულ შპს ,,მ------“ წარმომადგენელმა მ------------------, განმარტა, რომ ის არის შპს „მ------“ წარმომადგენელი. 2018 წლის 2 ივნისს შპს „მ------“ და გ--–------------ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე გ--–------------ს მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა ,,ფ---–--------––--“ მარკის ა/მანქანა, ს----–-–-------------------------, გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიურად გ--–------------ს 2020 წლის 2 ივლისამდე უნდა გადაეხადა შპს „მ------თვის“ საზღაური, რაც შეადგენდა 870 ლარს და 54 თეთრს. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, პირველივე თვეს მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, კერძოდ არ მომხდარა გ--–------------ს მიერ თანხის გადახდა, მას გადახდილი აქვს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების საკომისიო. წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. ამის შემდგომ, ა/მანქანის დაბრუნება მოითხოვა შპს ,,მ------“, მაგრამ ა/მანქანა შპს ,,მ------“ არ დაბრუნებია. ლიზინგის თანხა იყო ყოველთვიურად 870 ლარი და 54 თეთრი, საკომისიო ხელშეკრულების გაფორმებისას იყო 1516,80 ლარი, ა/მანქანის ღირებულება იყო 15 200 ლარი. შპს ,,მ------თვის“ მიყენებული ზიანი შეადგენს 15 200 ლარს. გ--–------------ს ჰქონდა მხოლოდ ა/მანქანით სარგებლობის უფლება და არა მისი განკარგვის, მათ შორის ნაწილებად დაშლის უფლება.

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულ შპს ,,უ-------------–--“ წარმომადგენელმა ზ---------–--–-–---–--, განმარტა, რომ არის შპს ,,უ-------------–--“ დირექტორი. სასტუმროს მუშაობის პარალელურად ფლობს ა/მანქანებს, რომლებსაც აქირავებს დღიურად. 2018 წლის 29 ივნისს შპს ,,უ-------------––-“ მივიდა გ--–------------, რომელმაც გამოთქვა სურვილი დაექირავებინა ა/მანქანა. რასთან დაკავშირებითაც, მასსა და გ--–------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და ოთხი დღით დაიქირავა ,,ტ-------- ქ------“ მარკის მოდელის ა/მანქანა (ს----–-–------------------------). ქირის ღირებულება იყო 500 ლარი, ხოლო დეპოზიტის თანხა შეადგენდა 200 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, გ--–------------მ ა/მანქანა წაიყვანა 2018 წლის 29 ივნისს და უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 3 ივლისს. ა/მანქანის წაყვანის შემდეგ, დაზარალებულის განმარტებით გ--–------------ს ესაუბრა ორჯერ. პირველ შემთხვევაში ჰკითხა თუ რამდენად იყო ა/მანქანა გამართული, რაზედაც გ--–------------მ უპასუხა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ხოლო მეორე შემთხვევაში 2 ივლისს დაუკავშირდა და ჰკითხა, სურდა თუ არა ხელშეკრულების გაგრძელება და როდის მიუყვანდა ა/მანქანას. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულმა განუმარტა, რომ საღამომდე ესაჭიროებოდა დრო, თუმცა საღამოს მათ შორის კომუნ---ცია არ შემდგარა. 2018 წლის 3 ივლისს, დილით გ--–------------სთან დაკავშირება ვერ მოახერხა, რადგან მობილური ტელეფონის ნომერი იყო გათიშული. დაზარალებულის განმარტებით გ--–------------მ ა/მანქანა ნახა სავარაუდოდ საიტზე: ,,M------------’’. ა/მანქანაში არ იყო დამონტაჟებული ადგილმდებარეობის საკონტროლო სისტემა. ხელშეკრულების თანახმად, გ--–------------ს არ შეეძლო ა/მანქანა განეკარგა. ა/მანქანის ღირებულება შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. გ--–------------მ ხელშეკრულების გაფორმებისას მას წარუდგინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, მან პასპორტში არსებული სურათი მის წარმდგენს შეადარა.

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულ შპს ,,თ-----------------–--“ წარმომადგენელმა თ---------------–---–--, განმარტა, რომ არის შპს ,,თ-----------------–--“ დირექტორი. ამჟამად კომპანიას ჰყავს 12 ა/მანქანა. ხელშეკრულების საფუძველზე, ა/მანქანებს აქირავებენ როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე, იურიდიულ პირებზე. 2018 წლის 29 ივნისს შპს ,,თ-----------------–--“ და შპს ,,ქ------------–---’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ქ------------–---’’ ოთხი დღით დროებით სარგებლობაში გადასცა 2016 წელს გამოშვებული ,,ტ-------- ქ------“ მარკის ა/მანქანა (ს----–-–-------------------------), რომლის ყოველდღიური იჯარის თანხა იყო 125 ლარი - ჯამში 500 ლარი. 2018 წლის 3 ივლისს, მას დაუკავშირდა ი--------------, რომელმაც აცნობა, რომ მისი კომპანიის კუთვნილი ა/მანქანა ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდათ ერთ-ერთ მოქალაქეზე, რომელთან დაკავშირებაც შეუძლებელი იყო და სთხოვა გადაემოწმებინა ა/მანქანაში დამონტაჟებული ,,GPS-ს” მოწყობილობის მეშვეობით თუ სად იმყოფებოდა ა/მანქანა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალური საძიებო პროგრამა ,,S------------“ საშუალებით გადაამოწმა ა/მანქანის მოძრაობა, რა დროსაც ა/მანქანის ადგილმდებარეობა დაფიქსირდა ე-–--------------“ ტყეში. ამის შემდეგ, მის მიერ ამოღებულ იქნა მთლიანი ამონაწერი, რომლის საშუალებითაც შეიტყო, რომ ა/მანქანას დიდი გარბენი არ უფიქსირდებოდა, რაც მოეჩვენა საეჭვოდ და შეატყობინა ი--------------ს, რომელიც თანამშრომლებთან ერთად მივიდა ქ. თბილისში, ე-–--------------“ ტყეში და ადგილზე მისვლისას აღმოაჩინა, რომ მისი კომპანიის კუთვნილი ა/მანქანაში დამონტაჟებული ,,GPS-ების’’ სანავიგაციო სისტემა დამონტაჟებული იყო კვების წყაროზე და ხოლო, ა/მანქანა იქ არ იდგა. როგორც ი--------------სგან იცის ა/მანქანა გაქირავებული ჰქონდათ ფიზიკურ პირზე გ--–------------ზე. ა/მანქანის ღირებულება არის მინიმუმ 30 000 ლარი. 60% აუნაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--------------მ (,,ქ------------–----’’ დირექტორი). მანვე, დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, საგამოძიებო მოქმედება - ხელშეკრულებისა და ვიდეოჩანაწერის ამოღებაში.

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ჯ-----------------, განმარტა, რომ აქირავებდა ავტომანქანებს. 2018 წლის 28 ივნისს, მას კუთვნილ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა უცნობი პირი, როგორც შემდგომ გაირკვა ვინმე გ--–------------, რომელსაც სურდა ოთხი დღით ა/მანქანა ექირავებინა. დაზარალებულის განმარტებით, მან გ--–------------ს აუხსნა ა/მანქანის ქირავნობის პირობები, რაზეც იგი დათანხმდა და შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის 29 ივნისს მივიდოდა მასთან და იქირავებდა ა/მანქანას. ხელშეკრულების გაფორმებისა და გ--–------------ს მიერ ქირავნობის თანხის 320 ლარის გადახდის შემდეგ, მან გადასცა ა/მანქანა ,,ტ-----------------’’ (-----–-–-------------------------). ხელშეკრულების თანახმად, ა/მანქანა უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 3 ივლისს. ასევე, მოწმე მიუთითებს, რომ ა/მანქანაში დამონტაჟებული ჰქონდა ,,GPS-ს’’ მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეეძლო ა/მანქანის გადაადგილების კონტროლი. მას, შემდეგ რაც გ--–------------ს გადასცა ა/მანქანა, მან გააკონტროლა ა/მანქანის გადაადგილების მარშრუტი, რა დროსაც ნახა, რომ შვიდი საათის განმავლობაში, ა/მანქანა ერთ ადგილას იყო გაჩერებული. იგი დაუკავშირდა გ--–------------ს და ჰკითხა თუ რა იყო ა/მანქანის რამდენიმე საათით ერთ ადგილას გაჩერების მიზეზი, რაზეც გ--–------------სგან მიიღო განმარტება, რომ იგი თ---–-------------- იმყოფებოდა და ისვენებდა. აღნიშნული ემთხვეოდა ,,GPS-ს’’ მონაცემებს. ამის, შემდეგ 2018 წლის 3 ივლისს, როდესაც გ--–------------ს ა/მანქანა უკან უნდა დაებრუნებინა, სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა მობილური ტელეფონის ნომერი იყო გათიშული, ხოლო ,,GPS-ს’’ მონაცემების მიხედვით ა/მანქანა იმყოფებოდა ქ. თბილისში, ე-–--------------“ ტყეში. აღნიშნულის შემდეგ, გადაწყვიტა მისულიყო გ--–------------ს მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა მისამართზე არავინ დახვდა. ა/მანქანის ღირებულება შეადგენდა 15 000 ლარს. დაზარალებულის განმარტებით, გ--–------------, რომელთანაც გააფორმა ხელშეკრულება იყო სწორედ ის პიროვნება, რომელმაც წარუდგინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მართვის მოწმობა, რომელიც შეადარა მას და დარწმუნდა მის პიროვნებაში.

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა თ-------------------, განმარტა, რომ ინტერნეტში ერთ-ერთ ვებ გვერდზე განთავსებული ჰქონდა განცხადება მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანის დღიურად გაქირავების შესახებ, ხოლო საკონტაქტო ნომრად მითითებული ჰქონდა მეგობრის - დ---------------–---–- მობილური ტელეფონის ნომერი. დ---------------–---–- დაუკავშირდა ვინმე გ--–------------ და სთხოვა შეხვედრა ა/მანქანის გაქირავებასთან დაკავშირებით. 2018 წლის 30 ივნისს, დ---------------–---–---- ერთად შეხვდა გ--–------------ს, რომელსაც უნდა წაეყვანა ოთხი დღით მის მფლობელობაში არსებული 2011 წელს გამოშვებული ა/მანქანა ,,ფ---–----------------“ (ს----–-–-------------------------’), რის სანაცვლოდაც გ--–------------მ წინასწარ გადაუხადა 400 ლარი. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე განახორციელა ავტომანქანის გაქირავება. გ--–------------ს თანხმობით გადაუღო ფოტოსურათი მის საქართველოს მოქალაქის პასპორტს და მართვის მოწმობას, რითაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად იყო პასპორტში მითითებული პირი და გადასცა ა/მანქანა. ა/მანქანა გ--–------------ს უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 4 ივლისს, 15:00 საათზე. ოთხი დღის შემდეგ, სცადა გ--–------------სთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. თ------------------- განმარტებით, ა/მანქანას დამონტაჟებული ჰქონდა ,,GPS-ს’’ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ა/მანქანა უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ე-–--------------“ ტყეში, თუმცა ადგილზე მისვლისას ვერც ა/მანქანას და ვერც ,,GPS-ს’’ მოწყობილობას მიაგნო. დაზარალებულის განმარტებით ა/მანქანის ღირებულება შეადგენდა 6 000 აშშ დოლარს.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ---------------–---–--.

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულ შპს ,,მ-----ს“ წარმომადგენელმა ნ--------------, განმარტა, რომ არის შპს ,,მ-----ს“ დირექტორი. კომპანიის დაფუძნების მიზანი იყო ა/მანქანების ყოველდღიური გაქირავება. გაქირავების თაობაზე განცხადება გამოქვეყნებული ჰქონდა სოციალურ ქსელში. 2018 წლის ზაფხულში კომპანიის მფლობელობაში იყო თეთრი ფერის ,------------------ მოდელის ა/მანქანა (ს----–-–-------------------------). 2018 წლის 30 ივნისს, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა გ--–------------ (დაზარალებულის განმარტებით გ--–------------ სარგებლობდა ორი ნომრით, რომელიც ამჟამად არ ახსოვს), რომელმაც ,------------------- მოდელის ა/მანქანის დაქირავების სურვილი გამოთქვა. იმავე დღეს, თ---–------------ ახალ დასახლებაში, თავის საცხოვრებელი კორპუსის წინ შეხვდა გ--–------------ს. გ--–------------მ შეამოწმა ა/მანქანა და გამოთქვა სურვილი ა/მანქანის სამი დღით ქირაობის, რადგან მისი განმარტებით რუსეთიდან ჰყავდა სტუმრები და უნდოდა მათთვის დაეთვალიერებინა კახეთი და სამეგრელო. ა/მანქანის წაყვანამდე, გ--–------------მ მას წარუდგინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მასსა და გ--–------------ს შორის ადგილზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ--–------------ს ა/მანქანა უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 3 ივლისს საღამოს რვა საათზე. ნ-------------- განმარტებით, ვინაიდან გ--–------------მ დათქმულ ვადაში ა/მანქანა არ დააბრუნა, სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ, ორივე ნომერი გათიშული იყო. ა/მანქანაზე ,,GPS-ს’’ მოწყობილობა დამონტაჟებული არ ჰქონდა. ა/მანქანის ღირებულება შეადგენს 11 000 აშშ დოლარს.

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულ შპს ,,ე--------------------ს“ წარმომადგენელმა ბ-------------------, განმარტა, რომ არის შპს ,,ე--------------------ს“ მფლობელი და დირექტორი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ა/მანქანების გაქირავებასთან. 2018 წლის 30 ივნისს, გ--–------------მ დარეკა კომპანიის საკონტაქტო პირის გ------------- ნომერზე და ოთხი დღით ა/მანქანის დაქირავების სურვილი გამოთქვა. იმავე დღეს კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--–------------ მივიდა ორ პირთან ერთად, რომელთა ვინაობაც მისთვის უცნობია. გ--–------------სა და კომპანიის წარმომადგენელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რა დროსაც გ--–------------მ გადაიხადა 240 ლარი და წაიყვანა 2012 წელს გამოშვებული ვერცხლისფერი ა/მანქანა ,,ტ--------------“ (ს----–-–-------------------------). ხელშეკრულების თანახმად, გ--–------------ს ა/მანქანა უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 4 ივლისს. ა/მანქანაზე ,,GPS-ს’’ მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ა/მანქანის წაყვანიდან რამდენიმე დღეში გაითიშა ,,GPS-ს’’ მოწყობილობის სისტემა, რის გამოც კომპანიის თანამშრომელი - გ------------ დაუკავშირდა გ--–------------ს და ჰკითხა თუ სად იმყოფებოდა ა/მანქანა, რაზეც გელამ უპასუხა, რომ იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ-–----–-----–-------------“ ტყის მიმდებარედ. გ--–------------ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ფაქტობრივი ადგილმდებარეობა დაემთხვა ერთმანეთს, რის გამოც არ ჩათვალეს ეს ფაქტი, როგორც რისკის შემცველი, ამიტომ გადაწყვიტა დალოდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლას და ა/მანქანის უკან დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც გავიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, დაურეკეს გ--–------------ს, თუმცა ტელეფონი იყო გათიშული, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა. დაზარალებულის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოს წარუდგინა ა/მანქანაზე დამონტაჟებული ,,GPS-ს’’ მოწყობილობის გადაადგილების გრაფიკი, ხელშეკრულება, გ--–------------ს მართვის მოწმობის ასლი და პირადობის მოწმობის ასლი.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის მ--–----------–---------- ჩვენებით დგინდება, რომ საკუთრებაში ჰყავს ორი ევაკუატორი, რომლებსაც აქირავებს. ერთ-ერთ ევაკუატორს, რომლის სახელმწიფო ნომერიც არის A--------, მართავს ბ-–---------–---–-. 2018 წლის ივლისის დასაწყისში დაუკავშირდა უცნობი პიროვნება, რომელსაც სურდა ევაკუარტორის დაქირავება, მისი განმარტებით ქ-------–---------------------–- სურდა ა/მანქანის გადაყვანა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან იგი იყო დაკავებული, მისცა ბ-–---------–---–-ს საკონტაქტო ნომერი. როგორც მოგვიანებით შეიტყო ზემოაღნიშნული პიროვნება დაუკავშირდა ბ-–---------–---–- და 200 ლარის ღირებულების სანაცვლოდ სთხოვა ,------------------- მარკის ა/მანქანის ევაკუატორით გადაყვანა ქ------------–-.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ბ-–---------–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანიის მძღოლი. (მოწმემ დადასტურებულად მიუთითა სასამართლო სხდომაზე მონაწილე ბრალდებულზე - ა-–---------------–---ზე, რომ იცნობს მას, თუმცა არ ახსოვს მისი გვარი). მოწმის განმარტებით, იგი მუშაობდა მ--–----------–----------თან და მართავდა ერთ-ერთ ევაკუატორს. 2018 წლის ივლისის დასაწყისში, ტელეფონზე დაუკავშირდა მ--–----------–--------- და განუცხადა, რომ ქ. თბილისში ელოდებოდა პიროვნება, რომელსაც უნდოდა ქ-------–---------------------–- ა/მანქანის წაყვანა. მ--–----------–---------მ, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიწერა ა-–-------- ნომერი. მითითებულ ნომერზე დაუკავშირდა ა-–------- და შეთანხმდნენ, რომ ქ. თბილისში, ქ------------- მდებარე რესტორან ,,ა----------------“ შეხვდებოდნენ და მიუყვანდა ა/მანქანას. შეთანხმებისამებრ, რესტორან ,,ა------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–-------- მიუყვანა თეთრი ფერის ,------------------ მარკის ა/მანქანა, ასევე გადასცა მომსახურების ღირებულების ნაწილი 100 ლარი, ხოლო ღირებულების მეორე ნახევარს გადასცემდა ვინმე ,,ნ---“, რომელიც დახვდებოდა ქ------------–-. ასევე ჩაანიშნინა აღნიშნული პირის მობილური ტელეფონის ნომერი. ქ------------–- ჩასვლისას, დაუკავშირდა ,,ნ---ს’’, რომელთან შეთანხმებითაც ქ. ს------ მიმართულებით, გზის პირას დატოვა ა/მანქანა, მიიღო თანხის მეორე ნაწილი და დაბრუნდა უკან. მოწმის განმარტებით, ადგილი, სადაც დატოვა ა/მანქანა აჩვენა გამომძიებელს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ვ--------------–---- ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს ,,თ----–----------------“ დირექტორი, სადაც მიმდინარეობს ა/მანქანების სრული შეკეთება, რესტავრირება. ასევე, არის ფართები, რომლის გაქირავებაც ხდება. რაც შეეხება ბრალდებულებთან ნაცნობობას, ისინი მიდიოდნენ მის სერვისში და აკეთებდნენ თავიანთ პირად ა/მანქანებს, საიდანაც მათთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. მოწმემ განმარტა, რომ ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა კ-------- (კ------------–-–---–-), რომელიც არემონტებდა ა/მანქანებს მის სერვისში. მასთან ერთად იყო მ------------------, რომელსაც ,,კ-----“ სახელით იცნობდა. 2018 წლის მაისს - ივნისში, კ---- გამოთქვა სურვილი ექირავა ფართი, საწყობის მიზნით. შეთანხმებისამებრ, ერთი თვის შემდეგ უნდა მომხდარიყო ფართის ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება და საზღაურის გადახდა. როგორც მისთვის ცნობილია, ზემოაღნიშნულ პირებს საწყობში ჰქონდათ ა/მანქანების ნაწილები, წარმომავლობა არ იცის, ასევე აკეთებდნენ ა/მანქანებს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ზ------------------ ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს ,,თ----–--------------–-“ ელექტრიკის პოზიციაზე, სადაც გაიცნო კ------------–-–---–-, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის ივლისის დასაწყისში მასთან მივიდა კ------------–-–---–- და უთხრა, რომ თ---–-------------- გაჩერებული ჰყავდა ა/მანქანები, რომლებიც საჭიროებდნენ შეკეთებას და სთხოვა გაყოლა. ადგილზე მისვლისას, ნახა, რომ იდგა სამი ა/მანქანა: ,,ფ---–---------------“ და ორი ,,ტ-----------------“, ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ მ----------------- (მოწმე იხსენიებს კ----- სახელით) და მისთვის უცნობი პირი, რომლის სახელი არ ახსოვს. ადგილზე მისვლისას მათ უთხრეს, რომ ა/მანქანებიდან უნდა მოეხსნა ,,GPS-ს’’ მოწყობილობები. მოწმემ მხოლოდ ერთი ა/მანქანიდან მოხსნა ,,GPS-ს’’ მოწყობილობა და დაამონტაჟა კვების წყაროზე და ამავდროულად მათ ასწავლა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ აღნიშნული თავად. მოწმის განმარტებით, კ------------–-–---–-- განუცხადა, რომ ზემოაღნიშნული ა/მანქანები შეძენილი ჰყავდათ ორგანიზაციისგან და უნდა დაებრუნებინათ.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჯ-------------–--- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში გამომძიებლად. 2018 წლის 3 ივლისს, შპს ,,თ----------------–-----“ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მან დაიწყო გამოძიება შპს ,,თ----------------–--“ ა/მანქანის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხა შპს ,,ქ------------–----“ წარმომადგენელი ი-------------- და ა/მანქანის მესაკუთრე კომპანიის შპს ,,თ----------------–--“ წარმომადგენელი თი--------------–---–-, ასევე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაათვალიერა შპს ,,ქ------------–----“ ოფისის შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერები, ასევე სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს ,,ქ------------–----“ ოფისიდან ამოიღო ,,ტ-------- ქ------’’ ა/მანქანის ხელშეკრულება დედანის სახით და მოიჯარე პიროვნების პირადობის მოწმობის ასლი. შპს ,,თ----------------–--“ წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე წარდგენილ იქნა ა/მანქანის მარშრუტთან დაკავშირებით მონაცემები. აღნიშნულის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით, გადაიგზავნა თ---–-------------------------–-------------------–------------–---------–--------–---------–----------------–---–-, ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ზ--------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, გ-–----–------------- მიმდებარედ ჩატარებული აქვს საგამოძიებო ექსპერიმენტი ი--------------ს ჩვენების შემოწმების მიზნით, რომელმაც მიუთითა საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებზე. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებულ იქნა ელექტრო მოწყობილობები, რომლებიც ექსპერტების მიერ დაილუქა ადგილზე.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ი-----–------------ ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში გამომძიებლად. 2018 წლის 10 ივლისს, თ------------------- განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და გამოკითხა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი პირები. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცა თ---–-------------------------–-------------------–------------–---------–--------–---------–----------------–----.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის გ---------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში გამომძიებლად. 2018 წლის 10 ივლისს, ზ---------–--–-–---–-- წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, თაღლითობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ზ---------–--–-–---–-, რომელმაც განცხადების საფუძველზე წარუდგინა მასსა და გ--–------------ს შორის დადებული ხელშეკრულება, სადაც მითითებულია გ--–------------ს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. მოწმემ მიმართა შესაბამის უწყებას ზ---------–--–-–---–-- კუთვნილი ა/მანქანის ძებნის თაობაზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადაიგზავნა ქ. თ---–-------------------------–-------------------–------------–---------–--------–---------–----------------–---–-.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის პ----------–--------- ჩვენებით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში მუშაობის პერიოდში განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე ჯ-----------------, მის საკუთრებაში არსებული „ტ------------------“ ა/მანქანის თაღლითურად დაუფლების ფაქტთან დაკავშრებით. აღნიშნული განცხადება საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას. მან მოწმის სახით გამოკითხა ჯ----------------, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს წარუდგინა გ--–------------ს მართვის მოწმობის ასლი. ასევე, წარდგენილ იქნა ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტები, დათვალიერების შემდგომ, დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. მან წერილობით მიმართა შპს ,,ა---------“ კომპანიას, რომელმაც ჯ------------------ ა/მანქანაზე დაამონტაჟა ,,GPS-ს“ მოწყობილობა, საიდანაც მიიღო ინფორმაცია ა/მანქანის გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით. მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით, გადაიგზავნა ქ. თ---–-------------------------–-------------------–------------–---------–--------–---------–----------------–---–-.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის კ------------–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში გამომძიებლად. 2018 წლის 16 ივლისს, მოქალაქე ბ------------------- განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ბ------------------- განცხადების თანახმად, ადგილი ჰქონდა მისი კუთვნილი ავტომანქანის თაღლითურად დაუფლების ფაქტს. მან მოწმის სახით გამოკითხა ბ------------------, რომელმაც წარუდგინა იჯარის ხელშეკრულება და ა/მანქანაზე დამონტაჟებული ,,GPS-ს“ მოწყობილობის გადაადგილების მარშრუტის გრაფიკი. შემდეგ, მოცემული სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა ქ. თ---–-------------------------–-------------------–------------–---------–--------–---------–----------------–---–-.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს-----------–------- განმარტა, რომ ბრალდებულ მ-----------------სგან მიღებული ჩვენების შემოწმების მიზნით, 2018 წლის 22 აგვისტოს ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - საგამოძიებო ექსპერიმენტი, კერძოდ ქ. თბილისში, ზ----------------- ტერიტორიაზე. მ-----------------ს განმარტებით, მითითებულ ადგილას შეხვდა კ------------–-–---–- და გ--–------------ს, სადაც დაახვედრა ოთხი ა/მანქანა და უთხრა, რომ ა/მანქანებს მოსახსნელი ჰქონდა ,,GPS-ს’’ მოწყობილობები. ასევე, მ-----------------მ მიუთითა ადგილზე, სადაც დაშალეს ა/მანქანები. კერძოდ, ქ. თბილისში, გ-–--------------–- არსებულ პ-------–----------–-------–---- მიმდებარე ტერიტორიაზე. მითითებული ტერიტორიიდან ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მის მიერ ამოღებულ იქნა ,,ფ---–---------“ მარკის ა/მანქანის ნაწილები, რომლებიც დაილუქა. ამის შემდეგ, მ-----------------ს მითითებით წავიდნენ ქ. თბილისში, ბ--–--–---–-----------, სადაც ნაქირავები ჰქონდათ ერთ-ერთი ,,ბოქსი“, ადგილზე მისვლისას ,,ბოქსი“ დახვდათ დაკეტილი, რის გამოც არ შესულან შიგნით.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ზ-------–----–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–-------------------–-. (მოწმე უთითებს, რომ ადრე იყო დ------------- სამმართველო, ხოლო დღეს არის საგამოძიებო სამმართველო). 2018 წლის ივლისის ბოლოს 27 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–-------------------–- სხვადასხვა რაიონებიდან გადაიგზავნა ექვსი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც გაუერთიანდა მათთან არსებულ სისხლის სამართლის საქმეს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის განმარტებით მან გამოკითხა რიგი დაზარალებულები და მოწმეები. ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მასთან ერთად მოცემული სისხლის საქმის გამოძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვა გამომძიებლებიც.

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობისას გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (04.07.2018 წელი) დგინდება, რომ 2018 წლის 4 ივლისს, 13:25-15:15 საათზე, შემთხვევის ადგილზე შემოწმდა მოწმე ი--------------ს მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რა დროსაც ი--------------მ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ე-–--------------’’ ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ხის ძირას, მიწის ზედაპირზე ნანახი იქნა შავი ფერის ოთხკუთხედი ფორმის ელექტრომოწყობილობა, რომელიც მიერთებული იყო ასევე, შავი ფერის მასთან შედარებით დიდი ზომის ოთხკუთხედი ფორმის ელექტრომოწყობილობაზე. ი--------------ს განმარტებით სწორედ ზემოაღნიშნული შავი ფერის ოთხკუთხედი ფორმის მოწყობილობა არის ,,GPS“ მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებული იყო იმ ავტომანქანაზე, რომელიც გააქირავა გ--–------------ზე.

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით (04.07.2018 წელი - ს------–------------ მიმდებარე ტერიტორია) დგინდება, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ,,GPS“ მოწყობილობა და მასზე მიერთებული მკვებავი წყარო და ასევე, მუყაოს ქაღალდი, გადაკეცილი დაახლოებით შუა ადგილას.

საგამოძიებო ექსპერიმენტის და ადგილმდებარეობის დათვალიერების კანონით დადგენილი წესით ჩატარება და მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ზ--------------–---–--.

ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმით (17.07.2018 წელი) დგინდება, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისში, ჭ-----------–-----------------ში მდებარე შპს ,,ქ------------–----“ ოფისში დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც ჩაწერილია სამ ფაილად №--------; №-------- და №--------. №-------- ფაილი იწყება 14:15:37 საათზე და დათარიღებულია 29.06.2018 წლით. ფაილის გახსნისას ჩანაწერი არის ფერადი გამოსახულების და ჩანს შპს ,,ქ------------–----“ ოფისის წინა მიმდებარე ტერიტორია და ჭ-----------–-- ქუჩის საავტომობილო გზა. 14:21:51 საათზე საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს ჩნდება ქვეითად მოსიარულე პიროვნება, რომელსაც ტანზე აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მუქი ფერის ზოლებიანი მაისური, მუქი ფერის შარვალი და შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომელზე ი--------------მ განმარტა, რომ არის გ--–------------, რომელიც 14:21:59 საათზე ფეხით კვეთს საავტომობილო გზას და მიემართება შპს ,,ქ------------–----“ ოფისის მიმართულებით. 14:24:35 საათზე ჩანაწერში ჩნდება ლურჯი ფერის ,,ტ----------------“ მარკის ა/მანქანა, რომელიც მოძრაობს უკუსვლით და ჩერდება შპს ,,ქ------------–----“ ოფისის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე და ა/მანქანიდან საჭის მხარეს გადმოდის ახალგაზრდა პიროვნება, რაზეც ი--------------მ განმარტა, რომ არის მისი თანამშრომელი დ-------------–---–- და მიდის ოფისის მიმართულებით. ხოლო 14:25:35 საათზე მთარდება ვიდეო ფაილი. №-------- ფაილის გახსნისას ჩანაწერი არის ფერადი გამოსახულების და ჩანს შპს ,,ქ------------–----“ ოფისის წინა მიმდებარე ტერიტორია, სადაც საავტომობილო გზაზე დგას ლურჯი ფერის ,,ტ-------- ქ------“ მარკის ა/მანქანა, რაზეც ი--------------მ განმარტა, რომ არის მათი ა/მანქანა, რომელიც ხელშეკრულებით დროებით სარგებლობის მიზნით აიყვანეს შპს ,,თ----------------–--გან“. ჩანაწერი იწყება 14:25:36 საათზე და დათარიღებულია 29.06.2018 წლით. 14:34:10 საათზე ჩანაწერში ჩნდება ახალგაზრა გოგო, რომელიც ი--------------ს განმარტებით არის თვითონ და მას, მისი განმარტებით, უკან მიყვება გ--–------------. ისინი მიემართებიან ავტომანქანის მიმართულებით და ი-------------- გ--–------------ს აწვდის ავტომანქანის გასაღებს. შემდეგ გ--–------------ ათვალიერებს ა/მანქანას, რაზეც ი--------------მ განმარტა, რომ გ--–------------ ამოწმებდა ა/მანქანის მდგომარეობას ვიზუალურად. 14:35:14 საათზე გ--–------------ ჯდება ა/მანქანის წინა მარცხენა სავარძელზე საჭის მხარეს და 14:36:36 საათზე მთავრდება ვიდეო ფაილი. №-------- ფაილის გახნისას ჩანაწერში ჩნდება შპს ,,ქ------------–----“ ოფისის წინა მიმდებარე ტერიტორია, ჩანაწერი არის ფერადი გამოსახულების და ჩანს ლურჯი ფერის ,,ტ-------- ქ------“ მარკის ა/მანქანა, სადაც წინა მარჯვენა კართან დგას ი--------------, ხოლო საჭესთან ზის გ--–------------, ჩანაწერი იწყება 14:35:36 საათზე და დათარიღებულია 29.06.2018 წლით. ი-------------- შედის ოფისში, საიდანაც გამოაქვს თეთრი ფერის თაბახის ფურცელი, მიდის გ--–------------სთან და თაბახის ფურცელს აწვდის მას. შემდეგ ისევ ბრუნდება ოფისში. 14:37:36 საათზე გ--–------------ ქოქავს ა/მანქანას და გადის შპს ,,ქ------------–----“ ოფისში დამონტაჟებულ გარე სათვალთვალო კამერის ხედვის არედან. ჩანაწერი მთავრდება 14:38:00 საათზე. დათვალიერება გადაღებულ იქნა ,,S-----------“ მოდელის მობილურის საშუალებით, ხოლო გადაღებული მასალა ერთ ფაილად ჩაწერილ იქნა ორ ცალ DVD-R ფორმატის დისკზე, რომელთაგან დაილუქა ერთი ცალი დისკი და დაისვა ხელმოწერები.

ამოღების ოქმით (17.07.2018 წელი) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ჭ-----------–-----------------ში მდებარე შპს ,,ქ------------–----“ ოფისში ი--------------სგან ამოღებულ იქნა ა/მანქანის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც არის ცხრა პუნქტიანი, დათარიღებული 2018 წლის 29 ივნისით, ხელს აწერს მოიჯარე გ--–------------ პ/------------, შედგენილია სამ თაბახის ფურცელზე, გ--–------------ს პირადობის მოწმობისა და მართვის მოწმობის ქსეროასლები ერთ ცალ თაბახის ფურცელზე.

მითითებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებელმა - ჯ-------------–---.

ამოღების ოქმით (17.07.2018 წელი) დგინდება, რომ მოწმე ნ--------------გან ამოღებულ იქნა იჯარის ხელშეკრულების დედანი და ა/მანქანა ,,-------------- (ს----–-–------------------------) სარეგისტრაციო მოწმობა.

დათვალიერების ოქმით (17.07.2018 წელი) დგინდება, რომ დათვალიერებულ იქნა მოწმე ჯ----------------- მიერ განცხადებით წარდგენილი იჯარის ხელშეკრულების ასლი 3 ფურცლად, ხელშეკრულებაში მითითებულია ხელშეკრულების დადების თარიღი 29 ივნისი, 2018 წელი, ხელშეკრულების დადების ადგილი - ქ. თბილისი, მეიჯარე ჯ---------------- პ--------------. მოიჯარე ბ-------------–- პ--------------. ხელშეკრულების საგანი ,,ტ-----------------“, ფერი შავი, გამოშვების წელი 2010, ს-----------–-------------, ა/მანქანის გადაცემის ვადა 4 დღე, საიჯარო ქირის ოდენობა დღეში 80 ლარი. ხელშეკრულებაში მითითებულია ასევე, მხარეთა პასუხისმგებლობა, ხელშეკრულების ვადა, გაუქმების წესი, დავის გადაწყვეტის წესი, გარდამავლი და დასკვნითი დებულებები, მხარეთა რეკვიზიტები. ხელშეკრულება ხელმოწერილია მეიჯარე ჯ----------------- და მოიჯარე გ--–------------ს მიერ.

მითითებული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებელმა - პ----------–---------.

შპს ,,I--------------------“ დირექტორის დ--------–------- წერილით (16.07.2018 წელი) დგინდება, რომ შპს ,,--------------------“ ,,GPS’’ მომსახურებას უწევს მოქალაქე ჯ----------------- ა/მანქანა ,,ტ-------- პრიუსზე“ (-----–-–-------------------------). ,,GPS’’ მოწყობილობა ა/მანქანაში დამონტაჟდა 2017 წლის 27 ნოემბერს, მოწყობილობა მუშაობდა გამართულად, აღინიშნა კავშირის წყვეტა 2018 წლის 2 ივლისს, დაფიქსირდა 15:00:34-ზე, კოორდინატები 41.8---------, 44.8--------, კავშირი აღდგა იმავე დღის 15:05:32 კოორდინატები 41.8---------, 44.8---------. მოწყობილობა ერთსა და იმავე კოორდინატზე იმყოფებოდა 2018 წლის 2 ივლისს 15:05:32-დან 6 ივლისის 00:10:16სთ-მდე. ,,GPS-ს’’ მოწყობილობის მოხსნა შესაძლებელია განხორციელდეს მათი ტექნიკური ჯგუფის ჩარევის გარეშეც.

ხ----–-----–---–-- საცხოვრებელი სახლის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (17.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ხ--------–-----–---–-- საცხოვრებელ სახელზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეჩანაწერი, ჩაწერლი ერთ ცალ DVD-R დისკზე. დისკზე ჩაწერილია ათი ვიდეო ფაილი. მეექვსე ვიდეო ფაილზე, რომლის დასახელებაც არის 6 02 R 30062018130000.dav და ვიდეო ჩანაწერის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ საათს, დათარიღებულია 30.06.2018 წლით, 13:40:43 საათზე ჩანს ღია ფერის ,,ტ--------------ს“ მოდელის ა/მანქანა, რომელიც მიყვება მოწითალო ფერის ,,ო---–---------“ მოდელის ა/მანქანას და კამერის ხედვის არიალიდან გადის 13:41:05 საათზე.

ა------------------- ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (17.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ქ. თბილისში, კ--–-------------------–- მდებარე ა-------------------- დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეჩანაწერი ჩაწერლი ექვს ცალ DVD-R დისკზე. რომელთაგან ერთ-ერთ დისკზე, რომელსაც ფანქრით აწერია ,---------- ჩაწერილია ათი ვიდეო ფაილი, რომლის დასახელებაც არის K----------------------------------------------------.vai 6 და ვიდეო ჩანაწერის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ საათს და 30 წუთს, დათარიღებულია 30.06.2018 წლით. 13:42:46 საათზე ჩანს ღია ფერის ,,ტ--------------ს“ მოდელის ა/მანქანა, რომელიც გადმოდის გზაჯვარედინზე, აღნიშნული ა/მანქანა, რომელიც მიჰყვება მოწითალო ფერის ,,ო---–---------“ მოდელის ა/მანქანას კვეთს გზაჯვარედინს და კამერის ხედვის არეალიდან გადის 13:43:05 საათზე.

სს ,,ე-–---------------–-–---“ ობიექტის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (17.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ქ. თბილისში, ქ---------------–- მდებარე სს ,,ე-–---------------–-–---“ ობიექტზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეჩანაწერი, ჩაწერლი ერთ ცალ DVD-R დისკზე, სადაც ჩაწერილია ხუთი ვიდეო ფაილი, რომელთაგანაც მე-2 ვიდეო ფაილზე, რომლის დასახელებაცაა c------------------.mp4 და რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 02:43:51 საათს და დათარიღებულია 02.07.2018 წლით, 02:39:15 საათზე გადის თეთრი ფერის, ,------------------- ა/მანქანა, ჩ-----–-- ქუჩაზე არსებულ ,,ს--------’’ ავტოგასამართ სადგურთან გაივლის 02:29:3 საათზე. 02:45:50 საათზე ტრიალდება უკან და შემოდის ავტოსადგომზე. 02:28:17 საათზე გზის მხრიდან ავტომანქანისკენ მიემართება ორი პირი რომელთა იდენტიფიკაციაც შეუძლებელია და მიდიან ა/მანქანასთან. 03:00:03 საათზე ა/მანქანა იძვრება ადგილიდან, მიდის უკუსვლით გადის გზაზე, ტრიალდება და აგრძელებს მოძრაობას.

სს ,,ვ-----–----------–----------------“ ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (17.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ქ. თბილისში, ი-------–---–-------------–- მდებარე სს ,,ვ-----–----------–----------------“ ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეჩანაწერი ჩაწერლი შვიდ ცალ DVD-R დისკზე. დისკზე, რომელზეც ფანქრით აწერია 2 და მასზე ჩაწერილია ოთხი ვიდეო ფაილი, რომლის დასახელებაც არის c------------------.mp4 და ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა შეადგენს 47 წუთს და 05 წამს და დათარიღებულია 30.06.2018 წლით, 11:24:20 საათზე ჩანს შავი ფერის ,,ტ-----------------ს“ მოდელის ა/მანქანა, რომლის ს----–-–--------------------------, აღნიშნული ავტომანქანა მიდის წრიული მოძრაობის მიმართულებით ,,ა-------“ აფთიაქისკენ, წრიულზე ბრუნდება უკან სს ,,ვ-----–----------–----------------“ ავტოგასამართ სადგურისკენ და 11:24:56 საათზე აგრძელებს მოძრაობას სს ,,ვ-----–----------–----------------“ ავტოგასამართ სადგურის მიმართულებით, რის შემდეგაც გადის კამერის ხედვის არეალიდან.

სს ,,ვ-----–----------–----------------“ ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (17.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ქ. თბილისში, ჯ--------------------–- მდებარე სს ,,ვ-----–----------–----------------“ ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი ჩაწერილი ორ ცალ DVD-R დისკზე. დისკზე, რომელზეც ფანქრით აწერია 1 და მასზე ჩაწერილია ხუთი ვიდეო ფაილი. ფაილზე, რომლის დასახელებაც არის c------------------.mp4 და ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა შეადგენს 23 წუთს და 12 წამს, დათარიღებულია 30.06.2018 წლით, 15:58:40 საათზე ჩანს შავი ფერის ,, ფ---–---------------ს“ მოდელის ა/მანქანა, რომელსაც წინა ორი საბურავის დისკი აქვს შავი ფერის, ხოლო უკანა ორი საბურავი აქვს ვერცხლისფერი. აღნიშნული ა/მანქანა მოძრაობს ქვევიდან ზევით მიმართულებით და 15:59:02 საათზე გადის კამერის მხედველობის არეალიდან.

შპს ,,ლ-------–------------’’ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (17.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ქ. თბილისში, გ-------–---–-------------–- მდებარე მეტროსადგურ ,,ღ--------–--“ მიმდებარედ არსებული შპს ,,ლ-------–------------’’ ავტოგასამართ №-- სადგურზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი ორ ცალ DVD-R დისკზე. რომელზეც ლათინური ასოთი ფანქრით აწერია A, ჩაწერილია ოთხი ვიდეო ფაილი. №3 ვიდეოფაილი, რომლის სახელიც არის ch-----------------.mp4 და არსებული ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობაა 01:52:45 საათი, დათარიღებულია 02.07.2018 წლით და 03:01:25 საათზე ჩანს თეთრი ფერის ,------------------ მარკის ა/მანქანა, რომელიც ადის ქ-------------- და აგრძელებს მოძრაობას ხელმარჯვნივ. 04:38:21 საათზე გ-------–---–-- ქუჩაზე შპს ,,ლ-------–------------’’ ავტოგასამართ №-- სადგურის მიმართულებით გამოდის ,,ფ--------“ მარკის მისაბმელიანი ევაკუატორი, რომელზეც განთავსებულია თეთრი ფერის ,------------------ მარკის ა/მანქანა, რომელიც კამერების მხედველობის არეალიდან გადის 04:38:27 საათზე.

ა--------–---------------- ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (18.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ქ. თბილისში, გ-–------------------------------------–- მდებარე აფთიაქ შპს ,,მ----------“ დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი ჩაწერილი 21 ცალ DVD-R დისკზე. ქაღალდში, რომელშიც მოთავსებულია 5 ცალი DVD-R დისკი და ფანქრით აწერია გ-–--------------. 1-------------, აფთიაქი 30 ივნისი, მასში მოთავსებულ ერთ-ერთი DVD-R დისკის დათვალიერებისას აღმოჩნდა 18 ვიდეო ფაილი. მე-9 ვიდეო ფაილზე, რომლის დასახელებაც არის c----------------------- და ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა შეადგენს 17 წუთსა და 06 წამს, 00: 17 წამიდან ჩანს შავი ფერის ,,ფ---–---------------ს“ მოდელის ა/მანქანა, რომელიც მიემართება აფთიაქის მიმართულებიდან წინ მდგარი ჩასარიცხი აპარატის მიმართულებით. აღნიშნულ ა/მანქანის წინა ორი ცალი საბურავის დისკები არის შავი ფერის, ხოლო უკანა საბურავების დისკები არის ვერცხლისფერი, ა/მანქანის ს----–-–----------------------------. ა/მანქანა კამერის მხედველობის არეალიდან გადის 00 წუთზე და 37 წამზე.

,,ს-----------------------–------“ ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (18.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ქ. თბილისში, დ----------–---–-----------------–- მდებარე ,,ს-----------------------–------“ გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი ჩაწერილი ხუთ ცალ DVD-R დისკზე. დისკზე, რომელსაც აწერია 2 და ჩაწერილია ორი ვიდეო ფაილი, პირველ ვიდეო ფაილზე, რომლის დასახელებაც არის g----------------------------------.avi და ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს და 20 წამს და დათარიღებულია 02.07.2018 წლით, 02:59:06 საათზე კამერების წინ ა/მანქანებისთის განკუთვნილი სპეციალურ გასაჩერებელ ზოლზე მოდის თეთრი ფერის ,------------------- მოდელის ა/მანქანა, სადაც ჩერდება და გადმოდის პიროვნება ა/მანქანიდან, ამოდის ტროტუარზე და სწრაფი ნაბიჯით მიემართება მოძრაობის საპირსპირო მიმართულებით. აღნიშნულ დისკზე ჩაწერილ მეორე ფაილზე, რომლის დასახელებაც არის g----------------------------------.avi და რომლის ხანგრძლივობაც არის 01 საათი და 16 წამი და წარმოადგენს წინა ვიდეო ფაილის გაგრძელებას ჩანს თუ, როგორ გადმოდის ა/მანქანიდან ა/მანქანის მძღოლი, კეტავს ა/მანქანას და მიემართება ტროტუარზე მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. აღნიშნული ა/მანქანა გაჩერებულია ადგილზე და მასთან 03:56:08 საათზე ჩერდება ორ მისაბმელიანი ფ-------- ფირმის მარჯვენა საჭიანი ევაკუატორი. ა/მანქანა მთელი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დგას და არ გადაადგილებულა. ევაკუატორის მძღოლი გადმოდის ა/მანქანიდან და ცდილობს გააცალკევოს მისაბმელი ევაკუატორისგან, რის შემდეგაც სრულდება ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულის შემდეგ დისკზე, რომელსაც აწერია 3, მასზე აღმოჩნდა ორი ვიდეო ფაილი, რომლის დასახელებაც არის g----------------------------------.avi და წინა ვიდეო ჩანაწერის გაგრძელებას, ჩანს რომ მას შემდეგ, რაც ევაკუატორის მძღოლმა მოხსნა მისაბმელი ევაკუატორს, ფ-------- ფირმის ევაკუატორი გადმოაყენა ,------------------- წინ და დაიწყო ა/მანქანის ევაკუატორზე აყვანა. იგი აღებს ა/მანქანის კარს, ჯდება ა/მანქანაში, ქოქავს ა/მანქანას და ნელი სვლით მიყავს ა/მანქანა ევაკუატორზე ასასვლელამდე, რის შემდეგაც გადმოდის ა/მანქანიდან, რწმუნდება, რომ ა/მანქანის საბურავები ასასვლელ ზოლზე სწორად დგას, კვლავ ჯდება ა/მანქანაში და ა/მანქანა აჰყავს ევაკუატორზე 04:09:25 საათზე. შემდგომ გადმოდის ა/მანქანიდან და ევაკუატორზე შემოდებულ ,,----------------- ამაგრებს ევაკუატორზე. 04:34:50-ზე იძვრება ადგილიდან. ამავე დისკზე ჩაწერილი მეორე ვიდეო ფაილი, რომლის დასახელებაცაა g----------------------------------.avi და ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობაა 01:00:54 საათი და დათარიღებულია 02.07.2018 წლით, 04:09:29 საათზე გარე პერიმეტრის ვიდეო კამერის მიერ დაფიქსირებულია თუ როგორ დებს ევაკუატორის მძღოლი ევაკუატორზე თეთრი ფერის ,,-----------------, რომლის ს----–-–--------------–------------, 04:34:50 სთ-ზე იძვრება ადგილიდან და ტრიალდება საპირისპირო მხარეს და აგრძელებს სვლას.

ა-------------------------------------------–--- ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (18.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ქ. თბილისში, გ-------–---–-----------------–- მდებარე ავტოგასამართ სადგურზე ,,ს--------------’’ დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეჩანაწერი, ჩაწერლი 3 ცალ DVD-R დისკზე. დიკს №3 ჩაწერილია ექვსი ვიდეო ფაილი, რომელთაგანაც მე-4 ვიდეო ფაილზე, რომლის დასახელებაცაა c------------------.mp4, ხანგრძლივობა შეადგენს 01:19:01 საათს და ვიდეო დათარიღებულია 02.07.2018 წლით. მ-------------------- ასახვევიდან 02:34:44 საათზე ჩამოდის თეთრი ფერის ,------------------- მარკის ა/მანქანა და მოძრაობას აგრძელებს ,,რ------------–--’’ ავტოგასამართ სადგურის მიმართულებით. კამერის მხედველობის არეალიდან გადის 02:34:50 საათზე. იმავე დისკზე არსებულ მეხუთე ფაილზე, რომლის დასახელებაცაა c------------------.mp4 და ხანგრძლივობა შეადგენს 01:27:05 საათს და დათარიღებულია 02.07.2018 წლით 04:37:25 საათზე ,,რ------------–--“ ავტოგასამართ სადგურის მოპირდაპირე მხარეს ჩანს ,,ფ--------“ მარკის მისაბმელიანი ევაკუატორი, რომელზეც განთავსებულია თეთრი ფერის ,------------------- მოდელის ა/მანქანა, რომელიც აგრძელებს მოძრაობას ,,გ-------–---–--’’ მეტროს მიმართულებით და კამერის ხედვის არეალიდან გადის 04:38:40 საათზე.

ავტოგასამართ სადგური ,,ს--------“ ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (18.11.2018) დგინდება, რომ გამომძიებელმა ზ-------–----–---–-- დაათვალიერა ქ. თბილისში, ჩ-----–--------------–- მდებარე ,,ს--------’’ ავტოგასამართ სადგურზე №--1-ზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 3 ცალ DVD-R დისკზე. დიკს №2 ჩაწერილია ორმოცდაათი ვიდეო ფაილი, რომელთაგანაც მე-20 ვიდეო ფაილზე, რომლის დასახელებაცაა E---------------------.avi, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 01 წუთს და 01 წამს, სადაც 00:29:3 საათზე დაფიქსირებულია თეთრი ფერის ,------------------- მარკის ა/მანქანის მოძრაობა.

საგამოძიებო მოქმედება - ვიდეოჩანაწერების კანონით დადგენილი წესით ჩატარება და მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ზ-------–----–---–--.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (22.08.2018 წელი) დგინდება, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, 00:10-02:20 საათზე, შემოწმდა ბრალდებულ მ-----------------ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რა დროსაც მ-----------------მ მიუთითა თ---–--------------, იმ ადგილზე, სადაც შეთანხმებისამებრ ის და კ-------------------–-–---–- ივნისის ბოლოს შეხვდნენ გ--–------------ს, მათ მიერ დათქმულ დროს 17:00 საათზე, სადაც გ--–------------მ მათ დაახვედრა ოთხი ა/მანქანა და უთხრა მათ, რომ სამ ა/მანქანაზე დამონტაჟებული იყო ,,GPS’’ მოწყობილობა და მოსახსნელი იყო. რის შემდეგაც მან კ----, ელექტრიკოს ზ------ დახმარებით ჩახსნა ზემოაღნიშნული მოწყობილობები. შემდეგ მ-----------------ს, მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ქ. თბილისში, გ-–----–-, პ-------–----------–-------–---- მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, სადაც ადგილზე მისვლისას მ-----------------მ განმარტა, რომ მათ სწორედ მითითებულ ადგილას დაშალეს ზემოაღნიშნული ა/მანქანები, სადაც იქვე ეყარა რამდენიმე ა/მანქანის ნაწილი ,,ფ---–---------“ ემბლემით გამოსახული, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ იქნა ამოღებული და დაილუქა. ასევე, მ-----------------მ მიუთითა ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------–-, სადაც მისვლისას მ-----------------ს მიერ მითითებულ იქნა შპს ,,თ----–----------------“ შენობაზე, სადაც მისი განმარტებით და მას და კ--------------- დაქირავებული ჰქონდათ ე.წ ,,ბოქსები“.

საგამოძიებო ექსპერიმენტის კანონით დადგენილი წესით ჩატარება და მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ს-----------–-------.

შპს ,,თ----–----------------“ ტერიტორიაზე არსებული ავტომანქანის ნაწილების მაღაზიის საწყობის ჩხრეკის ოქმით (22.08.2018 წელი) დგინდება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულ იქნა კ------------–-–---–-ს მონაწილეობით, რა დროსაც ამოღებულ იქნა ათი ცალი საბურავი, 10 ცალი კარი, 2 საბარგული, 5 ,,შიტოკი’’, 1 სავარძელი, 1 დიდი საქარე მინა, 2 ,,ტორბედო’’ და სხვა წვრილი ნივთები. რვეული, სადაც ასახულია ა/მანქანების ნაწილები და ნაწილების ღირებულება და ორი ა/მანქანის სა---–-–---------------------------------------.

საქმის არსებითი განხილვისას ადგილზე დათვალიერდა ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------–- მდებარე შპს ,,თ----–----------------“ საცავი, სადაც განთავსებული იყო არაერთი ა/მანქანის ნაწილი და ორი ა/მანქანის სახელმწიფო ნომერი.

პირის ამოცნობის ოქმის (21.08.2018 წელი) თანახმად, ბ-–---------–---–-- ამოიცნო ნ----------, როგორც ის პირი, რომელსაც 2018 წლის 2 ივლისს, დახვდა ქ-------------- შესასვლელთან და საცხოვრებელი სახლის ეზოსთან გადასცა და დაუტოვა ქ.------–------- იმავე დღეს ევაკუატორით წაყვანილი თეთრი ფერის ,------------------ მარკის ა/მანქანა.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (22.08.2018 წელი) დგინდება, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, 01:50-02:25 საათზე, შემოწმდა ბ-–---------–---–-ს მიერ მიცემული ჩვენება, რა დროსაც ბ-–---------–---–-- მიუთითა ქ------------–-, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასაფლაოებზე, სადაც მოწმემ ბ-–---------–---–-- მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 2 ივლისს, მისი ევაკუატორით ჩაიყვანა ა/მანქანა ,,ბ------- იქს5”, რომელიც ქ.------–------- გაატანა მისთვის უცნობმა პირმა თანხის სანაცვლოდ. მისივე განმარტებით აღნიშნულ ადგილსაც მასთან მივიდა ვინმე ,,ნ---’’, რომელმაც იგი წაიყვანა ა----–-----–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩაიყვანა ა/მანქანა ევაკუატორიდან და გადაუხადა კუთვნილი თანხა.

პირის ამოცნობის ოქმის (22.08.2018 წელი) თანახმად, ბ-–---------–---–-- ამოიცნო ა-–---------------–---, როგორც ის პირი, რომელმაც ქ-------–---------------------–- ევაკუატორით გაატანა თეთრი ფერის ,------------------ მარკის ა/მანქანა ნ----------სთვის გადასაცემად.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (27.11.2018 წელი) დგინდება, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს, 14:50-16:20 საათზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, კერძოდ ქ. თბილისში, ა----–-----–------------ არსებულ შპს ,,ტ---------–------------–--–-“ წარდგენილ იქნა მუყაოს ყუთი, რომელშიც გამომძიებელ ზ-------–----–---–--ა და ექსპერტ დ--------------–---- მიერ საექსპერტო კვლევის განხორციელების პროცესში მოთავსებულ იქნა ,,ტ---------“ მარკის ა/მანქანების ელექტრონული ბლოკები. ელექტრონული ბლოკები მოთავსებულია მუყაოს ყუთში, ყუთის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა სამი ელექტონული ბლოკი, შემდეგი საიდენტიფიკაციო ნომრებით: 8----------, 8---------- და 8----------. კომპიუტერული ბლოკი 8---------- შეერთებულ იქნა ,,ტ---------“ მარკის, ,,პ--------“ მოდელის (ს----–-–------------------------) ა/მანქანაზე, აღნიშნული ა/მანქანის ბლოკის მაგიერ. ელექტრონული დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ 8---------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ელექტრონულ ბლოკში დაფიქსირდა შემდეგი ა/მანქანის საიდენტიფიკაციო ვინ-კოდი: J---------------. 8---------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ელექტრონული ბლოკი შეერთებული იქნა ,,ტ--------- ქ------“ მარკის მოდელის (ს----–-–------------------------) ავტომობილზე აღნიშნული ა/მანქანის ელექტრონული ბლოკის მაგიერ. ელექტრონული დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ 8---------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ელექტრონულ ბლოკში დაფიქსირდა შემდეგი ა/მანქანის საიდენტიფიკაციო ვინ-კოდი: 4----------------. 8---------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ელექტრონული ბლოკი შეერთებულ იქნა ,,ტ--------- ქ------“ მარკის მოდელის (ს----–-–------------------------) ა/მანქანაზე, აღნიშნული ა/მანქანის ელექტრონული ბლოკის მაგიერ. ელექტრონული დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ 8---------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ელექტრონულ ბლოკში დაფიქსირდა შემდეგი ვინ-კოდი 4----------------.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (29.11.2018 წელი) დგინდება, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს, 15:10-15:55 საათზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, კერძოდ ქ. თბილისში, ა----–-----–------------ არსებულ შპს ,,ფ---–----------–-------------–--–-“ წარდგენილ იქნა მუყაოს ყუთი, რომელშიც გამომძიებელ ზ-------–----–---–--ა და ექსპერტ დ--------------–---- მიერ საექსპერტო კვლევის განხორციელების დასრულების შემდეგ განცალკევებულ იქნა ,,ფ---–---------“ მარკის ა/მანქანების სამი ცალი ელექტრონული ბლოკი, ელექტრონული ბლოკი მოთავსდა მუყაოს ყუთში. ყუთის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა სამი ელექტრონული ბლოკი, შემდეგი საიდენტიფიკაციო ნომრებით: 0---------, 0--------- და 0---------. კომპიუტერული ბლოკი 0--------- შეერთებულ იქნა ,,ფ---–---------“ მარკის ,,––--“ მოდელის (ს----–-–------------------------) ა/მანქანაზე, აღნიშნული ა/მანქანის ბლოკის მიერ. ელექტრონული დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ 0--------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ელექტრონულ ბლოკში დაფიქსირდა ა/მანქანის შემდეგი ვინ-კოდი: W---------------. კომპიუტერული ბლოკი 0--------- შეერთებულ იქნა ,,ფ---–---------“ მარკის ,,––--“ მოდელის ა/მანქანაზე (ს----–-–------------------------), აღნიშნული ა/მანქანის ელექტრო ბლოკის მაგიერ. ელექტრონული დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ 0---------, საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ელექტრონულ ბლოკში დაფიქსირებულია შემდეგი ა/მანქანის ვინ-კოდი W----------------. 0--------- კომპიუტერული ბლოკი შეერთებულ იქნა ,,ფ---–---------“ მარკის ,,ჯ-----“ მოდელის ა/მანქანაზე აღნიშნული ა/მანქანის ელექტრონული ბლოკის მაგიერ, ელექტრონული დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ 0--------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ელექტრონულ ბლოკში დაფიქსირდა შემდეგი ა/მანქანის ვინ-კოდი V---------------.

ზემოაღნიშნული ელექტრონული ბლოკები სასამართლო სხდომაზე იქნა დათვალიერებული.

გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნითა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ნ----------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი რვეულის პირველ ფურცელზე ზემოდან მე-7 ხაზის ჩათვლით არსებული ჩანაწერები (იწყება პირველ ხაზზე სიტყვებით: მარჯვენა ფარი..., და მთავრდება მეშვიდე ხაზზე სიტყვებით: ... კარი წინა 350ლ.“), მეორე ფურცელზე ზემოდან მე-11 ხაზის ჩათვლით არსებული ჩანაწერები (იწყება პირველ ხაზზე სიტყვებით: კაპოტი... და მთავრდება მე-11 ხაზზე სიტყვებით: ... რადიატორები 400$. წყა.“) და რვეულის ბოლო მე-40 ფურცელზე არსებული ჩანაწერი: 557-57-55-16 გიგი. 2 უკანა ფარი“ შესრულებულია მ-----------------ს მიერ. გამოსაკვლევ რვეულში პირველ ფურცელზე მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 ხაზზე არსებული ჩანაწერები (იწყება მერვე ხაზზე სიტყვებით: აირბაგი 150 ლ. და მთავრდება მე-11 ხაზზე სიტყვებით: ... სტოპი 350 ლარი), მეორე ფურცელზე ზემოდან მე-12 ხაზზე არსებული ჩანაწერი, (კოლექტორი 250ლ.) მე-5 ფურცელზე არსებული ჩანაწერი (პ------- კარი მძღ-850ლ.), მე-6 ფურცელზე არსებული ჩანაწერი (კ----- ახალი 2016) მე-7 ფურცელზე, (კ----- 2014 წ), მე-8 ფურცელზე არსებული ჩანაწერი (იწყება სიტყვებით: პასატი 2012... და მთავრდება სიტყვებით: „ კონდ ტრუბკა) და რვეული ბოლო მე-40 ფურცელზე არსებული ჩანაწერი: ზ------------–- -9970-1ც“ შესრულებულია კ------------–-–---–-ს მიერ.

ზემოაღნიშნული რვეული სასამართლო სხდომაზე იქნა დათვალიერებული.

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიურ ექსპერტიზის №--------- დასკვნითა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ დ--------------–---- ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ იქნა სხვადასხვა მარკა-მოდელის ავტომობილების მაკომპლექტებელი, მეორადი მოხმარების დეტალები, კერძოდ: ძარის ექსტერიერისა და ინტერიერის მაკომპლექტებელი დეტალები, ძარის გვერდითა კარები, ძრავის ხუფები, საბარგულის ხუფები, ავტომობილის წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთები, წინა და უკანა ბამპერები, წინა და უკანა გარე სანათი მოწყობილობები, ძრავის კომპიუტერები, პანელები, მოწყობილობათა მაჩვენებლის დაფები, საჭის მექანიზმები, საჭის ბორბლები, სავალი ნაწილის დაკიდების მაკომპლექტებელი დეტალები, საქარე და გვერდითა მინები, საბურავები და დისკოები, მაკომპლექტებელი დეტალი, გარდა ძრავებისა და გადაცემათა კოლოფებისა. დეტალების დათვალიერებითა და ნაწილობრივ დაკომპლექტებით დადგინდა, რომ გარდა დეტალის ნომრისა, რიგ მათგანს აქვს ქაღალდის მწებავი საინფორმაციო ფირფიტა, რომლებზეც დატანილია შემდეგი ინფორმაცია: ავტომობილის დაკომპლექტების თარიღი და დრო, რომელთა მიხედვითაც ისინი შედარებულ იქნა დადგენილებაში ჩამოთვლილი ავტომობილების საიდენტიფიკაციო ნომრებთან და დეტალების სახეობების, დეტალის ნომრების და დაკომპლექტების თარიღების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი დაჯგუფებულია ცხრილის სახით, მარკა-მოდელისა და ავტომობილების საიდენტიფიკაციო ნომრების მიხედვით, დამზადების თარიღების გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით მათი შესაძლო ურთიერთ კავშირის შესაბამისად (იხ. ცხრილის სახით სამ ფურცლად, დანართში N1). რა შეეხება იმ დეტალებს, რომელთა უშუალო იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, მათი ფორმების ზომების, მოყვანილობისა და მათზე დატანილი ზოგადი ინფორმაციის მქონე მარკირებების დეტალის ნომრების და მწარმოებლის მიხედვით, ისინი ქარხანა დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული, დამზადებული და განკუთვნილია ქვემოთ ჩამოთვლილი ავტომობილების მარკა-მოდელებისათვის: 1.T-----------, 2. T-----------, 3.V----------------, 4.V-------------------.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის ივნისში გ--–------------მ განახორციელა თაღლითობა დაზარალებულთა, კერძოდ სს ,,თ-------–--------“, შპს ,,მ------“, შპს ,,უ-------------–--“, შპს ,,თ----------------–--“, ჯ-----------------, თ-------------------,შპს ,,მ-----ს“ და შპს ,,ე--------------------ს“ მიმართ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გულდასმით მოისმინა დაცვის მხარის მიერ, დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული პოზიცია ბრალდებულ გ--–------------ს უდანაშაულობის შესახებ. ასევე, დაცვის მხარე აპელირებდა, რომ პირი, რომელიც არაერთი დაზარალებულის ა/მანქანას დაეუფლა მოტყუებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ ნამდვილად იყო გ--–------------.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა გ--–------------ს მიერ სს ,,თ-------–--------“, შპს ,,მ------“, შპს ,,უ-------------–--“, შპს ,,თ----------------–--“, ჯ-----------------, თ-------------------, შპს ,,მ-----ს“ და შპს ,,ე--------------------ს“ კუთვნილი ავტომანქანების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების ფაქტი, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს მატერიალური ზიანი.

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (სს ,,თ-------–--------“ და შპს ,,მ------“ ეპიზოდი)

გ--–------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ბრალდებულების - მ-----------------ს, კ------------–-–---–-ს და ა-–---------------–---ს, დაზარალებულების სს ,,თ-------–--------“ წარმომადგენლის ფ----------------–-----, შპს ,,მ------“ წარმომადგენლის მ------------------ ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (შპს ,,უ-------------–--“, შპს ,,თ----------------–--“, ჯ-----------------, თ------------------- ეპიზოდი)

გ--–------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ბრალდებულების - მ-----------------ს, კ------------–-–---–-ს და ა-–---------------–---ს, შპს ,,უ-------------–--“ წარმომადგენლის ზ---------–--–-–---–--, შპს ,,თ----------------–--“ თ---------------–---–--, ჯ-----------------, თ------------------- და მოწმეების - ი--------------ს, დ---------------–---–-ს, ზ------------------, ჯ-------------–---, ზ--------------–---–--, ი-----–------------, გ---------------–---–--, პ----------–--------- და ს-----------–------- ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ხელშეკრულების დათვალიერების ოქმით.

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (შპს ,,მ-----ს“ ეპიზოდი)

გ--–------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ბრალდებულების - მ-----------------ს, კ------------–-–---–-ს და ა-–---------------–---ს, შპს ,,მ-----ს“ წარმომადგენლის ნ--------------, მოწმეების - მ--–----------–---------- და ბ-–---------–---–-ს ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმებით.

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით (შპს ,,ე--------------------ს“ ეპიზოდი)

გ--–------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შპს „ე--------------------ს“ წარმომადგენლის ბ------------------- და მოწმე კ------------–-- ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმებით.

სასამართლო განმარტავს, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ისინი დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ გ--–------------სთან ერთად. ასევე, დაზარალებულებმა - სს ,,თ-------–--------“ წარმომადგენელმა ფ----------------–-----, შპს ,,მ------“ წარმომადგენელმა მ------------------, შპს ,,უ-------------–--“ წარმომადგენლმა ზ---------–--–-–---–--, შპს ,,ქ------------–----“ წარმომადგენელმა ი--------------მ, ჯ-----------------, თ-------------------, შპს ,,მ-----ს’’ წარმომადგენელმა ნ-------------- და შპს ,,ე--------------------ს“ წარმომადგენელმა ბ------------------- დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების დადებამდე მათ გ--–------------ს ვინაობა გადაამოწმეს მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის და მართვის მოწმობის მიხედვით. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარე სასამართლოს სთავაზობს საკუთარ ვერსიას, ვალდებულია წარადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული ვერსია, რომ შესაძლოა გ--–------------ს სახელზე დამზადებული ვინაობის დამადასტურებელი საბუთებით მოქმედებდა სხვა პირი, არის მხოლოდ ვარაუდი. შესაბამისად, იმ პირობებში, რომ საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება გ--–------------ს არსებობა, სასამართლოს დაცვის მხარის პოზიცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულად მიაჩნია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა თანამონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გ--–------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

განსახილველ შემთხვევაში გ--–------------მ მოიპოვა დაზარალებულ სს ,,თ-------–--------’’, შპს ,,მ------’’, შპს ,,თ----------------–--’’, შპს ,,უ-------------–--’’, შპს ,,ე--------------------ს’’ წარმომადგენლების, ასევე, ჯ----------------- და თ------------------- ნდობა და მოტყუების გზით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ორგანიზებულად დაეუფლა მათ კუთვნილ მოძრავ ნივთებს - ა/მანქანებს, რაც შემდგომში დაშალეს და ნაწილებად მოახდინეს მათი რეალიზაცია.

რაც შეეხება წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო მიმოიხილავს თითოეულ მათგანს.

§ თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. გარდა ამისა, - დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიიჩნევა, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. აუცილებელია, რომ წინასწარი შეთანხმება დროში წინ უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებას. განსახილველ საქმეში - დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და ბრალდებულის როლი პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულსა და მის თანამონაწილე პირების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე.

§ თაღლითობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება’’. იმ გარემოებას, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ხდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სასამართლო მიუთითებს „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციაზე, რომლის მიხედვითაც, „დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი“ ნიშნავს ერთი ან რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულ და შეთანხმებულად მოქმედ სტრუქტურული ფორმის მქონე, სამი ან მეტი პირისაგან შემდგარ ჯგუფს, რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელი. სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და მასში არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. ქონება, ეს არის ნებისმიერი სახის აქტივები, მატერიალური ან არამატერიალური, მოძრავი ან უძრავი, გამოხატული ნივთებით ან უფლებებით, აგრეთვე იურიდიული დოკუმენტები ან აქტები, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ აქტივებზე უფლებას ან მათდამი ქონებრივ ინტერესს, ხოლო დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს რაიმე დანაშაულის ჩადენის გზით პირდაპირ ან არაპირდაპირ შეძენილ ან მიღებულ ქონებას.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებული გ--–------------ წინასწარ შეკავშირებულად და შეთანხმებულად მოქმედებდა ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, წინასწარ დაგეგმილი, ერთიანი გეგმით და სქემით, ორგანიზებულად, შესაბამისი ფუნქციების განაწილებით, განახორციელა არაერთი დაზარალებულის კუთვნილი ა/მანქანის მოტყუებით დაუფლება და შემდეგ რეალიზება, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

§ თაღლითობა დიდი ოდენობით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გ--–------------ თაღლითურად, მოტყუებით (მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით) დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ა/მანქანებს, რის შედეგადაც მათ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი დიდი ოდენობით ზიანის 10 000 ლარიან ზღვარს).

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, კერძოდ სს ,,თ-------–-------“ და შპს ,,მ------“ საერთო ჯამში 23 504 ლარის, შპს ,,თ----------------–-“ 30 000 ლარის, შპს ,,უ-------------–-“ 10 000 აშშ დოლარის, ჯ----------------- 15 000 ლარის, თ------------------ 6000 აშშ დოლარის, შპს ,,მ-----ს“ 11 000 აშშ დოლარის და შპს ,,ე-------------------“ 4 800 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ დგინდება.

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--–------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც გ--–------------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი), რომლითაც გ--–------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ--–------------ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გ--–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს გ--–------------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც წინასწარ იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული. ბრალდებულებს შორის არსებული მოლაპარაკება, რომ გ--–------------, მას შემდეგ რაც განახორციელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას გეგმავდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას, რაც განახორციელა კიდეც), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გ--–------------მ დაზარალებულთა ნდობა ბოროტად გამოიყენა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა მათ კუთვნილ ავტომანქანებს), გ--–------------ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულთათვის მიეყენებინა მატერიალური ზიანი), დამდგარ შედეგს (სს ,,თ-------–--------“, შპს ,,მ------“, შპს ,,უ-------------–--“, შპს ,,თ----------------–--“, ჯ-----------------, თ-------------------, შპს ,,მ-----მ’’ და შპს ,,ე---------------------“ განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ფინანსური სარგებლის მიღება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გ--–------------ს თითოეული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, კანონით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ--–------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ა-–---------------–---ს ბრალდების ეპიზოდი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის ივნისში გ--–------------მ და ა-–---------------–---მ განიზრახეს შპს „მ------“ და სს „თ-------–--------“ კუთვნილი ა/მანქანების მოტყუებით დაუფლება და დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ა-–---------------–---სთან წინასწარი შეთანხმებით, გ--–------------მ, 2018 წლის 2 ივნისს, ჯერ შპს „მ------თან“ გააფორმა ავტოლიზინგის ხელშეკრულება, ხოლო 2018 წლის 13 ივნისს დადო ასევე, ავტოლიზინგის ხელშეკრულება სს „თ-------–----------“. შპს „მ------თან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გ--–------------მ თითქოსდა მომავალში ეტაპობრივი ანაზღაურების პირობით (საერთო ჯამში 21763,50 ლარის გადახდის ვალდებულებით) ლიზინგით აიღო ,,ფ---–---------” მარკის ,,ც–-----------” მოდელის ა/მანქანა (ს----–-–-------------------------). ა/მანქანაზე საკუთრების უფლება დარჩა შპს „მ------“, ხოლო მფლობელობაში გადაეცა გ--–------------ს, რომელსაც ყოველთვიურად უნდა ეხადა 870,54 ლარი და ლიზინგის საზღაური კომპანიისთვის უნდა დაეფარა 2020 წლის 2 ივლისს. რაც შეეხება სს „თ-------–----------“ დადებულ ხელშეკრულების პირობებს, გ--–------------მ თითქოსდა მომავალში ეტაპობრივი ანაზღაურების პირობით (საერთო ჯამში 15804,35 ლარის გადახდის ვალდებულებით) ლიზინგით აიღო ამჯერადაც ,,ფ---–---------” მარკის ,,ც–-----------” მოდელის ა/მანქანა (ს----–-–-------------------------). ა/მანქანაზე საკუთრების უფლება დარჩა სს „თ-------–-------“ და ხოლო მფლობელობაში გადაეცა გ--–------------ს, რომელსაც ყოველთვიურად უნდა ეხადა 549,51 ლარი და ლიზინგის საზღაური უნდა დაეფარა 2020 წლის 16 ივნისს.

დანაშაულებრივი განზრახვისამებრ, გ--–------------მ და ა-–---------------–---მ არ შეასრულეს სალიზინგო კომპანიების მიმართ არსებული ვალდებულებები და თაღლითურად დაუფლებული დიდი ოდენობით ქონების - ა/მანქანების რეალიზება, 2350 აშშ დოლარისა და 6500 ლარის სანაცვლოდ მოახდინეს მოქალაქე მ-----------------ზე, ხოლო აღნიშნული დანაშაულებრივი შემოსავალი მართლსაწინააღმდეგოდ გაინაწილეს ერთმანეთში. თავის მხრივ, 2----–-–----------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ-----------------სთვის ცნობილი იყო, რომ გ--–------------ს და ა-–---------------–---ს ა/მანქანები მოპოვებული ჰქონდათ დანაშაულებრივი გზით. 2018 წლის ივნისის მდგომარეობით ა/მანქანების ფასისა და ხელშეკრულებების მიხედვით მათი გამოსყიდვისთვის საჭირო თანხების ოდენობებიდან გამომდინარე, შპს „მ------“ კუთვნილი ,,ფ---–---------” მარკის ,,ც–-----------” მოდელის ა/მანქანის (ს----–-–-------------------------) ღირებულება შეადგენდა 15200 ლარს, ხოლო სს „თ-------–--------“ კუთვნილი ,,ფ---–---------” მარკის ,,ც–-----------” მოდელის ა/მანქანის (ს----–-–-------------------------) ღირებულება – 8304 ლარს. შესაბამისად, დაზარალებულ შპს „მ------“ და სს „თ-------–-------“ მითითებული ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

2. 2018 წლის ივნისში ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- განიზრახეს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ა/მანქანების მოტყუებით დაუფლება და მათი დაშლისა და ავტონაწილების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის მიზნით, ხსენებულ პირთა მიერ მოხდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო დანაშაულებრივი საქმიანობის ფორმის და მეთოდის მუდმივობა, ჯგუფის წევრთა შორის როლებისა და ფუნქციების განაწილება.

აღნიშნული განზრახვის ფორმირების შემდგომ ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- 2018 წლის ივნისის ბოლოს დაგეგმეს და განახორციელეს ოთხი ა/მანქანის თაღლითური გზით დაუფლება, შემდეგი ორგანიზებული ფორმით: ა-–---------------–---მ და გ--–------------მ უზრუნველყვეს ოთხი გასაქირავებელი ა/მანქანის შესახებ ინფორმაციის მოძიება; საერთო განზრახვით მოქმედმა გ--–------------მ ა/მანქანების გამქირავებელი ფიზიკური და იურიდიული პირების შეცდომაში შეყვანის გზით - ვითომდა რამდენიმე დღით დაქირავების მიზნით, გააფორმა მათთან შესაბამისი (ქირავნობის, იჯარის) ხელშეკრულებები; აღნიშნულის შემდგომ, გ--–------------მ და ა-–---------------–---მ ოთხივე ავტომანქანა მიიყვანეს თ---–----------------, სადაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გამქირავებელთა მხრიდან ა/მანქანების მოძებნის შეუძლებლობის მიზნით მათ მოხსნეს „GPS-ს“ მოწყობილობები, რომლებიც ალტერნატიული კვების წყაროზე მიერთებული დატოვეს ქ. თბილისში, გ-–--------------–-------- არსებულ ე-–-------------“ ტყეში; ამის შემდგომ მ-----------------მ და კ------------–-–---–-- ასევე ქალაქგარეთ დაშალეს ა/მანქანები ნაწილ-ნაწილ და დაშლილ მდგომარეობაში გადაიტანეს სპეციალურად ამ მიზნით შპს „თ---–------------------’’ ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------–- ნაქირავებ სათავსოში; მცირე დეტალებად დაშლილი ავტონაწილები და მათი რეალიზაციის პროცესში მიღებული უკანონო შემოსავალი ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- მართლსაწინააღმდეგოდ გაინაწილეს ერთმანეთში.

ამგვარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ფორმით ა-–---------------–---, გ--–------------, მ----------------- და კ------------–-–---–- მოტყუების ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთობლივად დაეუფლნენ სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ ოთხ ა/მანქანას, კერძოდ: [1] 2018 წლის 29 ივნისს - შპს „თ----------------–--“ კუთვნილ, 30 000 ლარად ღირებულ „ტ---------“ მარკის „ქ------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [2] 2018 წლის 29 ივნისს - შპს „უ-------------–--“ კუთვნილ, 10 000 აშშ დოლარად ღირებულ „ტ---------’’ მარკის „ქ------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [3] 2018 წლის 29 ივნისს - მოქალაქე ჯ----------------- კუთვნილ, 15 000 ლარად ღირებულ „ტ---------“ მარკის „პ--------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [4] 2018 წლის 30 ივნისს - მოქალაქე თ------------------- კუთვნილ, 6 000 აშშ დოლარად ღირებულ „ფ---–--------- მარკის „პ-------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------).

ა-–---------------–---სგან, გ--–------------სგან, მ-----------------სგან და კ------------–-–---–-სგან შემდგარმა, წინასწარ შეკავშირებულმა და შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის მიზანი იყო ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება, განახორციელა საერთო ჯამში დიდი ოდენობით ქონების - ოთხი ა/მანქანის მოტყუებით დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რომელთა საერთო ღირებულებაც წარმოადგენდა 84244,6 ლარს (დანაშაულის ჩადენის პერიოდისთვის აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ლართან მიმართებაში). შედეგად, დაზარალებულმა პირებმა - შპს „თ----------------–--“, შპს „უ-------------–--“, მოქალაქე ჯ----------------- და მოქალაქე თ------------------- დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი განიცადეს.

3. 2018 წლის ივნისში გ--–------------სთვის და ა-–---------------–---სთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ შპს „მ-----“ დღიურად აქირავებდა თავის მფლობელობაში არსებულ ა/მანქანებს. გ--–------------მ და ა-–---------------–---მ განიზრახეს შპს „მ-----ს“ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის მოტყუებით დაუფლება და დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამ მიზნით, მოქმედებდა რა ა-–---------------–---სთან წინასწარი შეთანხმებით, გ--–------------მ 2018 წლის 30 ივნისს იჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს „მ-----სთან’’. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მან 420 ლარის გადახდის სანაცვლოდ, 4 დღის ვადით, ვითომ იქირავა „ბ---------’’ მარკის „ი------’’ მოდელის ა/მანქანა (ს----–-–------------------------). თანამზრახველებს ავტომანქანა მეიჯარე კომპანიაში უნდა დაებრუნებინათ 2018 წლის 3 ივლისს, თუმცა გ--–------------მ და ა-–---------------–---მ განზრახვისამებრ უგულებელჰყვეს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოტყუებით დაუფლებული 11 000 აშშ დოლარად ღირებული „ბ---------’’ მარკის „ი------’’ მოდელის ა/მანქანა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ლართან მიმართებაში, „ბ---------’’ მარკის „ი------’’ მოდელის ა/მანქანის (ს----–-–------------------------) ღირებულება შეადგენდა არანაკლებ 26950 ლარს. შესაბამისად, გ--–------------ს და ა-–---------------–---ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი თაღლითობის შედეგად დაზარალებულმა შპს „მ-----მ“ დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი განიცადა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

ა-–---------------–---ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ჯ----------------- და თ------------------- ჩვენებებს, დაზარალებულთა წარმომადგენელების თ---------------–---–--, ზ---------–--–-–---–-- და ნ-------------- ჩვენებებს, მოწმეების - ზ------------------ და ბ-–---------–---–-- ჩვენებებს, ბ-–---------–---–-ს მიერ ბრალდებულ ა-–---------------–---ს ამოცნობის ოქმს, ბრალდებულ მ------------------- ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ბრალდებულების - მ-----------------ს და კ------------–-–---–-ს მფლობელობაში არსებული სათავსოს ჩხრეკის ოქმს, საგამოძიებო ვერსიის შემოწმების მიზნით შპს „ტ---------–-------------–--–-“ და შპს „ფ---–----------–-------------–--–-“ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერტიმენტების ოქმებს, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებს, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, სხვადასხვა ორგანიზაციების გარე-სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებს და სხვა მტკიცებულებებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა-–---------------–---ს მიმართებით სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

განსახილველ შემთხვევაში ა-–---------------–--- და მისი თანამზრახველები შესაბამისი როლების განაწილებით შევიდნენ საქმიან გარიგებაში დაზარალებულ სს ,,თ-------–----------’’, შპს ,,მ------თან’’, შპს ,,თ----------------–----’’, შპს ,,უ-------------–----’’, ჯ-----------------თან და თ--------------------- და მოტყუების გზით დაეუფლნენ მათ კუთვნილ მოძრავ ნივთებს - ავტომანქანებს, რისი ნაწილ-ნაწილ რეალიზაცია განახორციელეს.

რაც შეეხება წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო მიმოიხილავს თითოეულ მათგანს.

§ თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. გარდა ამისა, - დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიიჩნევა, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. აუცილებელია, რომ წინასწარი შეთანხმება დროში წინ უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებას. განსახილველ საქმეში - დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და ბრალდებულის როლი პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულსა და მის თანამონაწილე პირების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე.

§ თაღლითობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება’’. იმ გარემოებას, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ხდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სასამართლო მიუთითებს „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციაზე, რომლის მიხედვითაც, „დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი“ ნიშნავს ერთი ან რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულ და შეთანხმებულად მოქმედ სტრუქტურული ფორმის მქონე, სამი ან მეტი პირისაგან შემდგარ ჯგუფს, რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელი. სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და მასში არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. ქონება, ეს არის ნებისმიერი სახის აქტივები, მატერიალური ან არამატერიალური, მოძრავი ან უძრავი, გამოხატული ნივთებით ან უფლებებით, აგრეთვე იურიდიული დოკუმენტები ან აქტები, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ აქტივებზე უფლებას ან მათდამი ქონებრივ ინტერესს, ხოლო დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს რაიმე დანაშაულის ჩადენის გზით პირდაპირ ან არაპირდაპირ შეძენილ ან მიღებულ ქონებას.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებული ა-–---------------–--- წინასწარ შეკავშირებულად და შეთანხმებულად მოქმედებდა ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, წინასწარ დაგეგმილი, ერთიანი გეგმით და სქემით, ორგანიზებულად, შესაბამისი ფუნქციების განაწილებით, განახორციელა არაერთი დაზარალებულის კუთვნილი ა/მანქანის მოტყუებით დაუფლება და შემდეგ რეალიზება, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

§ თაღლითობა დიდი ოდენობით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ა-–---------------–--- თაღლითურად, მოტყუებით (მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით) დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ მოძრავ ქონებებს, რის შედეგადაც მას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი დიდი ოდენობით ზიანის 10 000 ლარიან ზღვარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა, კერძოდ სს ,,თ-------–-------“ და შპს ,,მ------“ საერთო ჯამში 23 504 ლარის, შპს ,,თ----------------–-“ 30 000 ლარის, შოს ,,უ-------------–-“ 10 000 აშშ დოლარის, ჯ----------------- 15 000 ლარის, თ------------------ 6000 აშშ დოლარის, შპს ,,მ-----ს“ 11 000 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–---------------–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ა-–---------------–--- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-–---------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი), რომლითაც ა-–---------------–---ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ა-–---------------–---ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ა-–---------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), სასამართლო განხილვის დროს გამოავლინა კანონის შესაბამისი და ეთიკურ ქცევა; ასევე, მხედველობაშია მისაღები ბრალდებულის პირადი და მატერიალურ მდგომარეობა, არ არის ნასამართლევი, არის დაოჯახებული, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. სასამართლო ასევე, ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს (დაზარალებულებისთვის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზანი), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (ა-–---------------–--- თანამზრახველებთან ერთად, ორგანიზებულად მოქმედებდა იმ მიზნით, რომ ერთიანი სქემით არაერთი დაზარალებულის ა/მანქანას დაუფლებოდა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულებს - მიადგათ დიდი ოდენობით ზიანი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, ა-–---------------–---ს თითოეული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, კანონით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში მინიმალური ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ა-–---------------–---ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ა-–---------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

მ-----------------ს და კ------------–-–---–-ს ბრალდების ეპიზოდი

საპროცესო შეთანხმების არსი:

სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ------------–-–---–- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ივნისში ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- განიზრახეს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ა/მანქანების მოტყუებით დაუფლება და მათი დაშლისა და ავტონაწილების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის მიზნით, ხსენებულ პირთა მიერ მოხდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო დანაშაულებრივი საქმიანობის ფორმის და მეთოდის მუდმივობა, ჯგუფის წევრთა შორის როლებისა და ფუნქციების განაწილება.

აღნიშნული განზრახვის ფორმირების შემდგომ ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- 2018 წლის ივნისის ბოლოს დაგეგმეს და განახორციელეს ოთხი ა/მანქანის თაღლითური გზით დაუფლება, შემდეგი ორგანიზებული ფორმით: ა-–---------------–---მ და გ--–------------მ უზრუნველყვეს ოთხი გასაქირავებელი ა/მანქანის შესახებ ინფორმაციის მოძიება; საერთო განზრახვით მოქმედმა გ--–------------მ ა/მანქანების გამქირავებელი ფიზიკური და იურიდიული პირების შეცდომაში შეყვანის გზით - ვითომდა რამდენიმე დღით დაქირავების მიზნით, გააფორმა მათთან შესაბამისი (ქირავნობის, იჯარის) ხელშეკრულებები; აღნიშნულის შემდგომ, გ--–------------მ და ა-–---------------–---მ ოთხივე ავტომანქანა მიიყვანეს თ---–----------------, სადაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გამქირავებელთა მხრიდან ა/მანქანების მოძებნის შეუძლებლობის მიზნით მათ მოხსნეს „GPS-ს“ მოწყობილობები, რომლებიც ალტერნატიული კვების წყაროზე მიერთებული დატოვეს ქ. თბილისში, გ-–--------------–-------- არსებულ ე-–-------------“ ტყეში; ამის შემდგომ მ-----------------მ და კ------------–-–---–-- ასევე ქალაქგარეთ დაშალეს ა/მანქანები ნაწილ-ნაწილ და დაშლილ მდგომარეობაში გადაიტანეს სპეციალურად ამ მიზნით შპს „თ---–------------------’’ ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------–- ნაქირავებ სათავსოში; მცირე დეტალებად დაშლილი ავტონაწილები და მათი რეალიზაციის პროცესში მიღებული უკანონო შემოსავალი ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- მართლსაწინააღმდეგოდ გაინაწილეს ერთმანეთში.

ამგვარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ფორმით ა-–---------------–---, გ--–------------, მ----------------- და კ------------–-–---–- მოტყუების ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთობლივად დაეუფლნენ სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ ოთხ ა/მანქანას, კერძოდ: [1] 2018 წლის 29 ივნისს - შპს „თ----------------–--“ კუთვნილ, 30 000 ლარად ღირებულ „ტ---------“ მარკის „ქ------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [2] 2018 წლის 29 ივნისს - შპს „უ-------------–--“ კუთვნილ, 10 000 აშშ დოლარად ღირებულ „ტ---------’’ მარკის „ქ------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [3] 2018 წლის 29 ივნისს - მოქალაქე ჯ----------------- კუთვნილ, 15 000 ლარად ღირებულ „ტ---------“ მარკის „პ--------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [4] 2018 წლის 30 ივნისს - მოქალაქე თ------------------- კუთვნილ, 6 000 აშშ დოლარად ღირებულ „ფ---–--------- მარკის „პ-------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------).

ა-–---------------–---სგან, გ--–------------სგან, მ-----------------სგან და კ------------–-–---–-სგან შემდგარმა, წინასწარ შეკავშირებულმა და შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის მიზანი იყო ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება, განახორციელა საერთო ჯამში დიდი ოდენობით ქონების - ოთხი ა/მანქანის მოტყუებით დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რომელთა საერთო ღირებულებაც წარმოადგენდა 84244,6 ლარს (დანაშაულის ჩადენის პერიოდისთვის აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ლართან მიმართებაში). შედეგად, დაზარალებულმა პირებმა - შპს „თ----------------–--“, შპს „უ-------------–--“, მოქალაქე ჯ----------------- და მოქალაქე თ------------------- დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი განიცადეს.

კ------------–-–---–- წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ-----------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ავტომობილის მიმართ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ივნისშია-–---------------–---მ და გ--–------------მ განიზრახეს შპს „მ------“ და სს „თ-------–--------“ კუთვნილი ა/მანქანების მოტყუებით დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. მოქმედებდა რა ა-–---------------–---სთან წინასწარი შეთანხმებით, გ--–------------მ 2018 წლის 2 ივნისს ჯერ შპს „მ------თან“ გააფორმა ავტოლიზინგის ხელშეკრულება, ხოლო 2018 წლის 13 ივნისს დადო ასევე ავტოლიზინგის ხელშეკრულება სს „თ-------–----------“. შპს „მ------თან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გ--–------------მ თითქოსდა მომავალში ეტაპობრივი ანაზღაურების პირობით (საერთო ჯამში 21763,50 ლარის გადახდის ვალდებულებით) ლიზინგით აიღო „ფ---–---------’’ მარკის „ც–-----------’’ მოდელის ა/მანქანა (ს----–-–-------------------------). ა/მანქანაზე საკუთრების უფლება დარჩა შპს „მ------“ და ხოლო მფლობელობაში გადაეცა გ--–------------ს, რომელსაც ყოველთვიურად უნდა ეხადა 870,54 ლარი და ლიზინგის საზღაური კომპანიისთვის უნდა დაეფარა 2020 წლის 2 ივლისს. რაც შეეხება სს „თ-------–----------“ დადებულ ხელშეკრულების პირობებს, გ--–------------მ თითქოსდა მომავალში ეტაპობრივი ანაზღაურების პირობით (საერთო ჯამში 15804,35 ლარის გადახდის ვალდებულებით) ლიზინგით აიღო ამჯერადაც „ფ---–---------’’ მარკის „ც–-----------’’ მოდელის ა/მანქანა (ს----–-–-------------------------). ა/მანქანაზე საკუთრების უფლება დარჩა სს „თ-------–-------“, ხოლო მფლობელობაში გადაეცა გ--–------------ს, რომელსაც ყოველთვიურად უნდა ეხადა 549,51 ლარი და ლიზინგის საზღაური უნდა დაეფარა 2020 წლის 16 ივნისს. დანაშაულებრივი განზრახვისამებრ, გ--–------------მ და ა-–---------------–---მ არ შეასრულეს სალიზინგო კომპანიების მიმართ არსებული ვალდებულებები და თაღლითურად დაუფლებული ა/მანქანების რეალიზება 2350 აშშ დოლარისა და 6500 ლარის სანაცვლოდ მოახდინეს მ------------------ზე, ხოლო აღნიშნული თანხები მართლსაწინააღმდეგოდ გაინაწილეს ერთმანეთში.

თავის მხრივ, 2----–-–----------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ-------------------თვის ცნობილი იყო, რომ გ--–------------ს და ა-–---------------–---ს ავტომანქანები მოპოვებული ჰქონდათ თაღლითობის შედეგად. ამრიგად, ნასამართლევმა მ-----------------მ კვლავ ჩაიდინა სხვისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შეიძინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ქონება - „ფ---–---------’’ მარკის „ც–-----------’’ მოდელის ორი ა/მანქანა (ს----–-–--------------------------- და Q--------). 2018 წლის ივნისში ა/მანქანების ფასისა და მათი გამოსყიდვისთვის საჭირო თანხების ოდენობიდან გამომდინარე, შპს „მ------“ კუთვნილი „ფ---–---------’’ მარკის „ც–-----------’’ მოდელის ა/მანქანის ღირებულება შეადგენდა 15200 ლარს, ხოლო სს „თ-------–--------“ კუთვნილი „ფ---–---------’’ მარკის „ც–-----------’’ მოდელის ა/მანქანის ღირებულება - 8304 ლარს. მ------------------მ აღნიშნული ა/მანქანები დაშალა ნაწილ-ნაწილ და მოიშორა მათი მაიდენტიფიცირებელი ძირითადი დეტალები, ხოლო დარჩენილი ავტონაწილების რეალიზაციას ახდენდა ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------–- მდებარე შპს „თ---–------------------“ ნაქირავებ სათავსოში.

მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ივნისში ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- განიზრახეს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ა/მანქანების მოტყუებით დაუფლება და მათი დაშლისა და ავტონაწილების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის მიზნით, ხსენებულ პირთა მიერ მოხდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო დანაშაულებრივი საქმიანობის ფორმის და მეთოდის მუდმივობა, ჯგუფის წევრთა შორის როლებისა და ფუნქციების განაწილება.

აღნიშნული განზრახვის ფორმირების შემდგომ ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- 2018 წლის ივნისის ბოლოს დაგეგმეს და განახორციელეს ოთხი ა/მანქანის თაღლითური გზით დაუფლება, შემდეგი ორგანიზებული ფორმით: ა-–---------------–---მ და გ--–------------მ უზრუნველყვეს ოთხი გასაქირავებელი ა/მანქანის შესახებ ინფორმაციის მოძიება; საერთო განზრახვით მოქმედმა გ--–------------მ ა/მანქანების გამქირავებელი ფიზიკური და იურიდიული პირების შეცდომაში შეყვანის გზით - ვითომდა რამდენიმე დღით დაქირავების მიზნით, გააფორმა მათთან შესაბამისი (ქირავნობის, იჯარის) ხელშეკრულებები; აღნიშნულის შემდგომ, გ--–------------მ და ა-–---------------–---მ ოთხივე ავტომანქანა მიიყვანეს თ---–----------------, სადაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გამქირავებელთა მხრიდან ა/მანქანების მოძებნის შეუძლებლობის მიზნით მათ მოხსნეს „GPS-ს“ მოწყობილობები, რომლებიც ალტერნატიული კვების წყაროზე მიერთებული დატოვეს ქ. თბილისში, გ-–--------------–-------- არსებულ ე-–-------------“ ტყეში; ამის შემდგომ მ-----------------მ და კ------------–-–---–-- ასევე ქალაქგარეთ დაშალეს ა/მანქანები ნაწილ-ნაწილ და დაშლილ მდგომარეობაში გადაიტანეს სპეციალურად ამ მიზნით შპს „თ---–------------------’’ ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------–- ნაქირავებ სათავსოში; მცირე დეტალებად დაშლილი ავტონაწილები და მათი რეალიზაციის პროცესში მიღებული უკანონო შემოსავალი ა-–---------------–---მ, გ--–------------მ, მ-----------------მ და კ------------–-–---–-- მართლსაწინააღმდეგოდ გაინაწილეს ერთმანეთში.

ამგვარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ფორმით ა-–---------------–---, გ--–------------, მ----------------- და კ------------–-–---–- მოტყუების ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთობლივად დაეუფლნენ სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ ოთხ ა/მანქანას, კერძოდ: [1] 2018 წლის 29 ივნისს - შპს „თ----------------–--“ კუთვნილ, 30 000 ლარად ღირებულ „ტ---------“ მარკის „ქ------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [2] 2018 წლის 29 ივნისს - შპს „უ-------------–--“ კუთვნილ, 10 000 აშშ დოლარად ღირებულ „ტ---------’’ მარკის „ქ------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [3] 2018 წლის 29 ივნისს - მოქალაქე ჯ----------------- კუთვნილ, 15 000 ლარად ღირებულ „ტ---------“ მარკის „პ--------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------); [4] 2018 წლის 30 ივნისს - მოქალაქე თ------------------- კუთვნილ, 6 000 აშშ დოლარად ღირებულ „ფ---–--------- მარკის „პ-------“ მოდელის ა/მანქანას (ს----–-–-------------------------).

ა-–---------------–---სგან, გ--–------------სგან, მ-----------------სგან და კ------------–-–---–-სგან შემდგარმა, წინასწარ შეკავშირებულმა და შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის მიზანი იყო ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება, განახორციელა საერთო ჯამში დიდი ოდენობით ქონების - ოთხი ა/მანქანის მოტყუებით დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რომელთა საერთო ღირებულებაც წარმოადგენდა 84244,6 ლარს (დანაშაულის ჩადენის პერიოდისთვის აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ლართან მიმართებაში). შედეგად, დაზარალებულმა პირებმა - შპს „თ----------------–--“, შპს „უ-------------–--“, მოქალაქე ჯ----------------- და მოქალაქე თ------------------- დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი განიცადეს.

ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის პროცესში მ----------------- ნასამართლევი იყო 2----–-–------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

მ-----------------ს წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებთ.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

2019 წლის 20 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულებს კ------------–-–---–- და მ-----------------ს (მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების კ--------–-–---–-ს და ქ------–------–------ მონაწილეობით) და თ---–-------------------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–------------------------------–---–- შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და უთანხმდებიან პროკურორს სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებულები გაფრთხილებულ იქნენ საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულებს ასევე განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ, საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებთ მათ სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება დაიდო ადვოკატების უშუალო მონაწილეობით და მის დადებაზე ბრალდებულების წინასწარი თანხმობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმები, რომელთა ასლები გადაეცათ ბრალდებულებს და მათ ადვოკატებს და მიეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნების გამოთქმის უფლება. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან, აგრეთვე მ-----------------სთან მიმართებით ს----------–------------–--------------------------------–-----------------------–---–----.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას, შუამდგომლობებით მომართა თ---–-------------------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–--------------------------------–---–-- ბრალდებულებთან კახაბერ ყავლაშვილთან და მ-----------------სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

სასამართლო სხდომაზე თ---–-------------------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–--------------------------------–---–-- მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობებს და ითხოვა სისხლის სამართლის #------------ საქმეზე, მასსა და ბრალდებულებს კ------------–-–---–- და მ-----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იმის თაობაზე, რომ მ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ------------------- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ-----------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ-----------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ------------------- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი;

კ------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კ------------–-–---–- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი;

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე ბრალმდებელმა ბ---------–---–--, ბრალდებულებმა კ------------–-–---–-- და მ-----------------მ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა კ--------–-–---–-- და ქ------–------–-----მ.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და განმარტებები და მიაჩნია რომ მტკიცებულებები: დაზარალებულ შპს „მ------“ წარმომადგენელ მ------------------ ჩვენება, დაზარალებულ სს „თ-------–--------“ წარმომადგენელ ფ----------------–----- ჩვენება, დაზარალებულების - ჯ----------------- და თ------------------- ჩვენებები, დაზარალებულის წარმომადგენელ თ---------------–---–-- ჩვენება, დაზარალებულის წარმომადგენელ ზ---------–--–-–---–-- ჩვენება, დაზარალებულის წარმომადგენელ ნ-------------- ჩვენება, დაზარალებულის წარმომადგენელ ბ------------------- ჩვენება, მოწმეების - ზ------------------ და ბ-–---------–---–-- ჩვენებები, ბ-–---------–---–-ს მიერ ბრალდებულ ა-–---------------–---ს ამოცნობის ოქმი, ბრალდებულ მ------------------- ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბრალდებულების - მ-----------------ს და კ------------–-–---–-ს მფლობელობაში არსებული სათავსოს ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ვერსიის შემოწმების მიზნით შპს „ტ---------–-------------–--–-“ და შპს „ფ---–----------–-------------–--–-“ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერტიმენტების ოქმები, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნები, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სხვადასხვა ორგანიზაციების გარე-სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები და აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, 2----–-–------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი მ------------------- მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულებმა კ------------–-–---–-- და მ-----------------მ ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაული.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით. ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს და სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მათ ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ისინი აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან. ბრალდებულები ასევე აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ დაცვის, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლებები. ისინი ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ამასთან, საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

იმ გარემოებების გასარკვევად ბრალდებულები რეალურად აცნობიერებდნენ, თუ არა ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა ბრალდებულებისაგან შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. ბრალდებულებმა სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცეს.

ამასთან, სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, კი კანონიერი და სამართლიანია. ამდენად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებას „საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისობასთან დაკავშირებით, რაც დადგენილია საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ( #9043/05, 2014 წლის 24 აპრილი, §90-91): „სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო... საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის... სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ---–-------------------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–------------------------------–---–-- შუამდგომლობები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცპაკეტები, რომლებშიც მოთავსებულია ბრალდებულ გ--–------------სა და დაზარალებულთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცპაკეტები, რომლებშიც მოთავსებულია ბრალდებულების მ-----------------ს და კ------------–-–---–-ს ხელწერის ნიმუშები და მათ მფლობელობაში არსებული სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული რვეული - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· ლაზერული კომპაქტდისკები, რომლებზეც დაფიქსირებულია ,,10’’ ფიზიკური და იურიდიული პირის გარე-სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი ვიდეოჩანაწერები (ლაზერული კომპაქტდისკები შესაბამისი წესით დალუქული ,,10’’ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში) - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· მ-----------------ს სარგებლობაში არსებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათთან ერთად - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ა-–---------------–---ს სარგებლობაში არსებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათთან ერთად - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას - მ------------------- და კ------------–-–---–-ს მფლობელობაში არსებული სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნაწილებს (მათ შორის ,,ტ---------“ და ,,ფ---–---------“ მარკის ა/მანქანების ,,6’’ კომპიუტერულ ბლოკს. აგრეთვე, სხვადასხვა ა/მანქანის ნაწილებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრებს, რაც შესაბამისი წესით დალუქულია და ინახება აღმოჩენის ადგილზე - ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------–- მდებარე შპს ,,თ---–---------------“ ტერიტორიაზე არსებულ საცავში - პროკურორმა იშუამდგომლა, რომ აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, გადაწყვეტილების მიღების დროს, რასაც სრულად დაეთანხმა დაცვის მხარე. ამდენად, სასამართლო ნივთიერი მტკიცებულების - მ------------------- და კ------------–-–---–-ს მფლობელობაში არსებული სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნაწილების (მათ შორის ,,ტ---------“ და ,,ფ---–---------’’ მარკის ა/მანქანების ,,6’’ კომპიუტერული ბლოკის, აგრეთვე სხვადასხვა ა/მანქანის ავტონაწილების და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრების (რაც შესაბამისი წესით დალუქულია და ინახება აღმოჩენის ადგილზე - ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------–- მდებარე შპს ,,თ---–---------------“ ტერიტორიაზე არსებულ საცავში) თაობაზე მოცემულ შემთხვევაში არ იმსჯელებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ---–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–--------------------------------–---–-- შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს თბ--–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–-------------------------------–---–- და ბრალდებულებს მ-----------------ს და კ------------–-–---–- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

1.1 მ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ------------------- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ-----------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ------------------- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ-----------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ------------------- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი;

მ------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან;

მ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ მ------------------- ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2.1 კ------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კ------------–-–---–- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი;

კ------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან;

კ------------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ კ------------–-–---–-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.1 ა-–---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ------“ და სს ,,თ-------–--------“ ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,თ----------------–--“, შპს ,,უ-------------–--“, ჯ----------------- და თ------------------- ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ--------“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ------“ და სს ,,თ-------–--------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,თ----------------–--“, შპს ,,უ-------------–--“, ჯ----------------- და თ------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ--------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,თ----------------–--“, შპს ,,უ-------------–--“, ჯ----------------- და თ------------------- ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ------“ და სს ,,თ-------–--------“ ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ--------“ ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---------------–---ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

ა-–---------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან;

ა-–---------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

4.1 გ--–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ------“ და სს ,,თ-------–--------“ ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,თ----------------–--“, შპს ,,უ-------------–--“, ჯ----------------- და თ------------------- ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ--------“ ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ე--------------------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ------“ და სს ,,თ-------–--------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,თ----------------–--“, შპს ,,უ-------------–--“, ჯ----------------- და თ------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ--------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ე--------------------ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,თ----------------–--“, შპს ,,უ-------------–--“, ჯ----------------- და თ------------------- ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ------“ და სს ,,თ-------–--------“ ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ--------“ ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ე--------------------ს“ ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ--–------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

გ--–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

გ--–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცპაკეტები, რომლებშიც მოთავსებულია ბრალდებულ გ--–------------სა და დაზარალებულთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცპაკეტები, რომლებშიც მოთავსებულია ბრალდებულების მ-----------------ს და კ------------–-–---–-ს ხელწერის ნიმუშები და მათ მფლობელობაში არსებული სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული რვეული - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· ლაზერული კომპაქტდისკები, რომლებზეც დაფიქსირებულია ,,10’’ ფიზიკური და იურიდიული პირის გარე-სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი ვიდეოჩანაწერები (ლაზერული კომპაქტდისკები შესაბამისი წესით დალუქული ,,10’’ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში) - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· მ-----------------ს სარგებლობაში არსებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათთან ერთად - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ა-–---------------–---ს სარგებლობაში არსებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათთან ერთად - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:

მსჯავრდებულებს მ-----------------ს და კ------------–-–---–- უფლება აქვთ, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულებს შეეზღუდათ დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

განაჩენი ა-–---------------–---ს მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მსჯავრდებულ გ--–------------ს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი