განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
030100119003023207
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030100119003023207

N1/146-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

19 ივნისი 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

ბრალდების მხარე

პროკურორი ა-–---------- კ-------

დაცვის მხარე

ბრალდებული რ-----–----- ფ-–--

მამის სახელი თ------

დაბადებული 0-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე

განათლება ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა განქორწინებული

პირადი ნომერი 4----------

ნასამართლობა მქონე

მცხოვრები საქართველო, ქ. ფოთი, ფ------- ქ.---

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 04 მაისს, დაახლოებით 20:25 საათზე, ქ. ფოთში, ფ------- ქ.----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ-----–----- ფ-–--მ, ალკოჰოლური სასმელის ყიდვის მიზნით მოსთხოვა თანხა მამას, თ----- ფ-–--ს, რაზეც უარი მიიღო, რითაც ის განაწყენდა და ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში თ----- ფ-–--ს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.2. 2019 წლის 04 მაისს, დაახლოებით 20:25 საათზე, ქ. ფოთში, ფ------- ქ.----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ-----–----- ფ-–--მ, ალკოჰოლური სასმელის ყიდვის მიზნით მოსთხოვა თანხა მამას, თ----- ფ-–--ს, რაზეც უარი მიიღო, რითაც ის განაწყენდა და ამ უკანასკნელს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, რა დროსაც თ----- ფ-–--ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდებულმა რ-----–----- ფ-–--მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.

 

ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული თ----- ფ-–-- არის ბრალდებულ რ-----–----- ფ-–--ს მამა.

 

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ: ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ის, რომ ბრალდებულმა რ-----–----- ფ-–--მ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მამას თ----- ფ-–--ს დაარტყა ხელი სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ რ-----–----- ფ-–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: თ----- ფ-–--ს, ვ------–- ფ-–--ს, გ--–- ქ-----------, რ----- ს------- გამოკითხვის ოქმებით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას (სისტემატური შეურაცხყოფა), შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად.

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

 

საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდებულმა რ-----–----- ფ-–--მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, თუ პირს, რომელსაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული თ----- ფ-–-- არის ბრალდებულ რ-----–----- ფ-–--ს მამა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, რეცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ის, რომ ბრალდებულმა რ-----–----- ფ-–--მ თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, თავის მამას, თ----- ფ-–--ს ალკოჰოლური სასმელის საყიდელი ფულის მიუცემლობის გამო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ რ-----–----- ფ-–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, დადასტურებულია მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: პირთა: თ----- ფ-–--ს, ვ------–- ფ-–--ს, გ--–- ქ-----------, რ----- ს------- გამოკითხვის ოქმებით (ბუნებრივია ისისნი მოწმეებად სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან).

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დამუქრების შედეგად დაზარალებულის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო პროცესუალურად მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად.

 

ყურადსაღებია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 7 მაისის დასკვნით თ----- ფ-–--ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, პირადი გასინჯვისას თ----- ფ-–-- ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, რ-----–----- ფ-–-- მტკიცებულებებს მამისთვის ტკივილის მიყენების თაობაზე პრეიუდიციად მიიჩნევს. სასამართლოზე, ასეთ შმთხვევაში, არც მისი მამა და არც ექსპერტი მოწმის წესით (ცრუ ჩვენების მიცემაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადებით) არ დაკითხულან. ბრალდებულმა თავისი დედ-მამა სასამართლო სხდომაზე არ წარმოადგინა, თუმცა ასეთის შემთხვევაში არსებობს ვარაუდი მშობლებს შვილის მიმართ ჩვენება არ მიეცათ, რაც პრაქტიკაში ხშირად ხდება, შედეგად შესაძლებელია დადგენილიყო გამამართლებელი განაჩენი, ან პირიქით, თუ მშობლემი მისცემდნენ მის საწინააღმდეგო ჩვენებას, მამას უნდა ემტკიცებია, რომ შვილი ხელის გარტყმით განიცადა ტკივილი და მუქარა ალკოჰოლის საყიდლად ფულის მიუცემლობის გამო იყო რეალური, ამასთან რამდენად ჰქონდა ამას სისტემატური ხასიათი. ასეთ ვითარებაში, ბრალდებულმა მშობლები არ ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია, სასამართლომ, პროცესუალური (პრეიუდიცია) თვალსაზრისით, სამართლებრივად სწორად მიიჩნია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარისათვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ რ-----–----- ფ-–--მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის მხოლოდ დამნაშავედ ცნობა.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (პრეიუდიციის გამოყენებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ რ-----–----- ფ-–--ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, რ-----–----- ფ-–-- ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ რ-----–----- ფ-–--ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ-----–----- ფ-–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

 

რ-----–----- ფ-–--ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულისათვის ტანჯვის მიყენება, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სისტემატური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრისათვის, რომელზე ზრუნვაც მას ევალება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტანჯვის და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (გულწრფელად აღიარა და მოინანია დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს), ბრალდებულის პიროვნებას.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

რ-----–----- ფ-–--ს, კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ დაენიშნებოდა პირობითი მსჯავრი, რადგან საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ის წარსულში ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის (სასამართლოს განაჩენები საქმეში არ მოიპოვება, არის ცნობა ნასამართლობის შესახებ). ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ პირი აღიარებს, ინანიებს, სადავოდ არ მიიჩნევს წარდგენილ ბრალდებას, მტკიცებულებებს, ხელი შეუწყო გამოძიებას და ითანამშრომლა, უარი თქვა შემდგომში ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე, რაც დადასტურდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობიდან გათავისუფლების პერიოდიდ უმწიკლო ყოფაცხოვრებით, სურს ოჯახთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და იღწვის ამისთვის, გულწრფელად ინანიებს წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და სურს იცხოვროს ნორმალური, კარგი ყოფაქცევით, მას სჯერა და თხოვს სასამართლოს მისცეს ერთი შანსი და ხელი შეუწყოს გამოსწორებაში, ამ ვითარებაში, როდესაც სახეზეა მთელი რიგი დადებითი მახასიათებლები, რაც გამოარჩევს რიგ სხვა შემთხვევებისაგან, სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალური გამოყენების პრინციპის გათვალისწინებით, მისთვის სასჯელის სახით პატიმრობის შეფარდება სასამართლოს ძალზე სასტიკად, უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, რამეთუ პატიმრობის გამოყენება ხელს შეუშლის პიროვნების გამოსწორებას, რესოციალიზაციას და პირიქით გააძლიერებს მასში უარყოფით ნიჰილისტურ გრძნობებს და დამოკიდებულებას ყველას მიმართ.

 

რაც შეეხება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, როგორც კონკრეტული სასჯელის სახის გამოყენებას (სხვა სანქციიდან გამომდინარე არ ესადაგება), სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-----–----- ფ-–-- ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები. რ-----–----- ფ-–--ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ-----–----- ფ-–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები. რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს რ-----–----- ფ-–--ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამავე დროს სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელთა შეცვლისა და შეჯამების დროს, აგრეთვე სასჯელის ჩათვლისას შეიძლება სასჯელის ვადის გამოანგარიშება დღეებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე - გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.

 

რ-----–----- ფ-–--ს სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში 2019 წლის 04 მაისის 20:55 საათიდან 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით - 37 დღე. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობის ერთი დღე არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი. აქედან გამომდინარე, რ-----–----- ფ-–--ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 37 დღე, ჩაითვლება სასჯელის ვადაში და ეს ვადა უნდა განისაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 185 საათის ვადით. ამ შემთხვევაში, მართალია, სსშ საათები აღემატება დანიშნულ სასჯელს და ის არ მოიხდის მას, მაგრამ, ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, სასამართლო დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ამ წესით და ამ სასჯელის სახით (37 დღე პატიმრობაში უკვე ფაქტობრივად იმყოფებოდა და ეს უნდა ეკმაროს, კიდევ დამატება ზემოთქმულის გამო არ შეიძლება) არის შესაძლებელი მისი რესოციალიზაცია და გამოსწორების მიღწევა, სხვა გზა მისთის კანონისმიერად მისადაგებელი არ არსებობს.

 

მსჯავრდებულ რ-----–----- ფ-–--ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 04 მაისის 20:55 საათიდან - 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით (სსკ-ის 62.3 მუხლი, ანუ 37 დღე, ე.ი. 185 საათი).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ-----–----- ფ-–-- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რ-----–----- ფ-–--ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

რ-----–----- ფ-–--ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ-----–----- ფ-–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

მსჯავრდებულ რ-----–----- ფ-–--ს მიმართ 2019 წლი 10 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს, ასევე გაუქმდეს რ-----–----- ფ-–--ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა.

 

რ-----–----- ფ-–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 04 მაისის 20:55 საათიდან - 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით (სსკ-ის 62.3 მუხლი, ანუ 37 დღე, ე.ი. 185 საათი).

განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ პორტის ქ.N32) მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე