გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/10847-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - დ-----------–---–ი
მოპასუხე - ლ-–- ე----–---–ი, ქ------- ს------–---–ი
მოპასუხე ლ-–- ე----–---–ის წარმომადგენელი - გ----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ-–- ე----–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 162 654.88 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 50 000 აშშ დოლარი შეადგენს დავალიანების ძირითად თანხას, 66 789.87 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელს (ვადის ბოლომდე), 45 865.01 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს.
1.2. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ქ------- ს------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ს------–----------ი, საკადასტრო კოდი #0---------------. ხოლო, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხე ლ-–- ე----–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
1.3. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 14 ივნისს სს "ს----------–--------სა" და ლ-–- ე----–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება #5-------ა, რომლის ფარგლებშიც გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ძალით გაიცა კრედიტი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვის ვადით, წლიური 20%-ის დარიცხვით.
საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა #5-------1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ------- ს------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება სარეგისტრაციო კოდით #0---------------. სესხი ჩაირიცხა ლ-–- ე----–---–ის საბანკო ანგარიშზე G------------------------. სესხი ჩაირიცხა ორ ნაწილად (2 ტრანშად), 37 000 დოლარი 14.06.2017 წელს და 13 000 აშშ დოლარი 16.06.2017წ.-ს.
მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც დასტურდება ანგარიშის ამონაწერით, რომელზეც ხდებოდა და უნდა მომხდარიყო სესხის დაფარვები "სესხების დაფარვებით" დასტურდება, რომ მსესხებელმა მხოლოდ ერთხელ შეიტანა თანხა 26.10.2017წ.-ს 50 აშშ დოლარი, რომელიც დიდი ვადაგაცილებიდან გამომდინარე მიმართულ იქნა პირგასამტეხლოში. არც ძირითადი თანხა და არც პროცენტი გადახდილი არ არის.
მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობით შეტყობინებები ბანკისთვის ცნობილ და სარჩელში მითითებულ მისამართებზე. შეტყობინება ჩაბარდა მხოლოდ მ-----– ნ-----ეს (იპოთეკის საგნის მესაკუთრე სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის). გენერალური საკრედიტო ხაზის No5-------ა ხელშეკრულების დანართის - "ხელშეკრულების სტანდარტული და დამატებითი პირობების" 6.3. პუნქტით შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ლ-–- ე----–---–მა და მ-----– ნ-----ემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).
ლ-–- ე----–---–ის წარმომადგენლის მიერ სასამართლო განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე მიეთითა, რომ ეთანხმება სესხის ძირითად თანხას, თუმცა მოთხოვნილი საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო, არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი და უსამართლოა.
2.2. 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მ-----– ნ-----ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ------- ს------–---–ი. ქ------- ს------–---–ს რაიმე სახის დამატებითი პოზიცია, შედავება საქმეში არ წარმოუდგენია და სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 14 ივნისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ლ-–- ე----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეებს შორის საკრედიტო ხაზის პირობები: მოქმედების ვადა - 300 თვე, კრედიტის მოცულობა - 150 000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, საპროცენტო სარგებელი კრედიტით, საკრედიტო ხაზით და ოვერდრაფტით სარგებლობაზე წლიური 0 %-დან 5 %-მდე, პირგასამტეხლო გენერალური საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ხელშეკრულების შეწყვეტისთვის მოცულობის 0 %-დან 7 %-მდე.
ხელშეკრულების 2.1.1 და 2.1.2 პუნქტების თანახმად, ბანკმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების მე-3 მუხლით დადგენილი გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში, შეუზღუდავად განიხილოს კლიენტის მოთხოვნები, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე და პირობებით, კლიენტისათვის შემდეგი საბანკო პროდუქტები(1) სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე: კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი და დოკუმენტალური ოპერაციევი (დ:კუმენტალური (სასაქონლო) აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასჯო, საბანკო გარანტია და სხვა დოკუმენტალური ოპერაციები); კლიენტმა აიღო ვალდებულება სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ამავე ხელშეკრულებით ანდა მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესითა და პირობებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 ივნისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18 -21).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით მხარეებმა განსაზღვრეს, კლიენტის ვალდებულება (პუნქტი 4.3.2) ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილი იყო გადახდევინება მიექცია ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენდა უზრუნველყოფის საგანს).
სტანდარტული პირობების 6.3 პუნქტის თანახმად, შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს არიდებს მის მიღებას.
ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების ირგვლივ წარმოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნელივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ. 22-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2017 წლის 14 ივნისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ლ-–- ე----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ბანკმა მსესხებელზე გასცა სესხი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, ორ ტრანშად, პირველი ტრანშის საფუძველზე 37 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ტრანშით 13 000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის 20%-ის დარიცხვის პირობით, გადახდის პერიოდულობა ყოველი თვის 20 რიცხვი, სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვის საკომისიო 8 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის, ვადაგადაცილებული თანხის 1.5%.
მსესხებელს კრედიტის თანხა დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე დართული კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პერიოდულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 33-36);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 37-39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 14 ივნისს გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „ს----------–--------ს" და მეორეს მხრივ ქ------- ს------–---–ს შორის, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ------- ს------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ს------–----------ი, საკადასტრო კოდი #0---------------, დაზუსტებული ფართობი 1600 კვ.მ. მასზე მდგარ შენობა-ნაგებობასთან ერთად.
იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა უზრუნველყოფის ფარგლები, კერძოდ, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ქონების იპოთეკით დატვირთვა უზრუნველყოფდა ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულ(ებ)დან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებულ, სამომავლო ანდა პირობით მოთხოვნებს არსებული ან/და სამომავლო მოვალე(ეებ)ის მიმართ (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი) ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების, და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერ სხვა ხარჯს.
ხელშეკრულების 15.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. ამ გზით ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმე განიხილება სასამართლოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადგილსამყოფლის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-50);
- 08/02/2014 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 51-52);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. 2017 წლის 17 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–----------ი, ნ-----–---- ბ-------–---–ის ქუჩა N59, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0--------------- მესაკუთრე გადხდა მ-----– ნ-----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08/02/2014 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 51-52);
3.1.6. მოპასუხე ლ-–- ე----–---–მა დაარღვია სს ,,ს----------–--------თან“ დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 16 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, გაცემული სესხის და საპროცენტო სარგებლის, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ეტაპობრივად შესრულების თაობაზე, შესაბამისად, ლ-–- ე----–---–ის მიერ ბანკის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება მოცულობა 12/04/2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 104 196.74 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა წარმოადგენს 50 000 აშშ დოლარს, პროცენტი 8 259.73 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს ოდენობა 45 865.01 აშშ დოლარი, საკომისიო 72 აშშ დოლარი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია დავალიანების შესახებ (ს.ფ. 56);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (მოპასუხე მხარეს ვალდებულების დარღვევისა და მისი შეუსრულებლობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ გაუხდია, თუმცა მითითება მოხდა რთული ფინანსური და ოჯახური პრობლემების თაობაზე, რაც შეუძლებელს ხდიდა ვალდებულების შესრულებას).
3.1.6. არსებული მდგომარობით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–----------ი, ნ-----–---- ბ-------–---–ის ქუჩა N59, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0--------------- მესაკუთრეს წარმოდგენს მოპასუხე ქ------- ს------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11/10/2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 103);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–---------ის“ სარჩელი ლ-–- ე----–---–ის და ქ------- ს------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 289-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე,867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს” და მოპასუხე ლ-–- ე----–---–ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. დადგენილია, რომ მოპასუხე (მსესხებელი) მხარის მიერ არ იქნა ვალდებულება შესრულებული ჯეროვნად. სასამართლო განხილვისას მისი ციფრობრივი გამოთვლა სადავო არ გამხდარა თუმცა მიეთითა მის შეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად დიდ ოდენობაზე. წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 50 000 აშშ დოლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ასევე, მართებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში არსებული ოდენობით - 8259.73 აშშ დოლარის ოდენობით მსესხებლისათვის დაკისრების თაობაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, შეადგენს 50 000 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 45 865.01 აშშ დოლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არ არის გონივრულ შესაბამისობაში. შესაბამისად, იგი უნდა შემცირდეს 45 865.01 აშშ დოლარიდან 4586.5 აშშ დოლარამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგენ მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წამოდგენილ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საბანკო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტები და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მხარემ არ დაფარა არსებული დავალიანება. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელი ტვირთის მხარისათვის დაკისრებას და თავის მხრივ არ უნდა აყენებდეს კრედიტოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. საბანკო დაწესებულება, მისი საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა. მოთხოვნის არსიდან გამომდინარე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლომდე საპროცენტო სარგებლის 66 789.87 აშშ დოლარის დაკისრება, რაც სასამართლოს მიხედულებით არაგონივრული თანხაა, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ითხოვს საპროცენტო სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის ერთიანად დაკისრებას, მაშინ როცა, მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში, მსესხებელს აღნიშნული თანხა, გრაფიკით გაწერილი პერიოდულობით უნდა ეხადა, რაც რამდენიმეწლიან დროის მონაკვეთს მოიცავს. მხარისათვის ერთიანად მოთხოვნილი ფულადი თანხა, რაც საკრედიტო დაწესებულების მიერ მოგვიანებით სხვა საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში იქნა გაცემული, თავისთავად ნიშნავს იმავე პერიოდზე მიღებულ სარგებელს, რომელიც ცდება მიუღებელი შემოსავლის ცვენას და იწვევს კრედიტორის უსააფუძვლო გამდიდრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნა ვადის ბოლომდე დაანგარიშებული საპროცენტო სარგებლის მიუღებელი ზიანის სახით მოთხოვნასთან (58530.14 აშშ დოლარი) დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხე ლ-–- ე----–---–ის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ს----------–---------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის მოხდა პირდაპირი წერილობითი შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ლ-–- ე----–---–ს და ქ------- ს------–---–ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის (დაკმაყოფილდა სრული მოთხოვნის 38.63%) შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით 1932 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
1. მოსარჩელე სს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ლ-–- ე----–---–ს სს "ს----------–--------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 62846.23 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირს შეადგენს - 50 000 აშშ დოლარი, დარიცხულ სარგებელს - 8259.73 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს - 4586.5 აშშ დოლარი.
3. მოსარჩელე სს "ს----------–--------ი"-ს სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით - 58530.14 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით - 41278.51 აშშ დოლარის მოპასუხე ლ-–- ე----–---–ისთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, ქ------- ს------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს------–----------ი, ნ-----–---- ბ-------–---–ის ქ. N59. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ლ-–- ე----–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
5. მოპასუხე ლ-–- ე----–---–ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1932 ლარის ანაზღაურება.
6. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე