გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32123-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელე მ--–---------------ე
მოპასუხე დ--–---------ა
დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2----–-–-- 15----------ის, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით (საქმე #2/2-----1-), მახარეებს შორის დამტკიცებული მორიგების აქტით, მ--–---------------ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 200 (ორასი) ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-ს 2-----–-სს დაბადებული ე-- კ---------ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან, 2--- წლის 0- ნ--------დან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
სარჩელის საფუძვლები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, 2----–-–-- 15----------ის, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით (საქმე #2/2-----1-), მ--–---------------ეს და დ--–---------ას შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვით მ--–---------------ეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი, ამავე განჩინებით მ--–---------------ემ იკისრა ვალდებულება, 2----–-–-ს 2-----–-სს დაბადებული ე-- კ---------ის სასარგებლოდ გადაეხადა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარი, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე;
ამის შემდგომ, მხარეებს ჰქონდათ მცდელობა შერიგებულიყვნენ და ერთ ოჯახად ეცხოვრათ, რათა შვილი ოჯახურ გარემოში გაეზარდათ, თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდა. ამ პერიოდში მოსარჩელეს ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა შეექმნა და აიღო არა ერთი სასესხო ვალდებულება. დღეის მდგომარეობით, მ--–---- კ---------ეს ერიცხება ვალდებულება სს „-------- ბ---–ი - 8---- (რ---------) ლარის ოდენობით. მოსარჩელის განცხადებით, მისი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და იგი ვეღარ ახერხებს შვილისთვის ალიმენტის სახით ყოველთვურად 200 (ორასი) ლარის გადახდას. მიუხედავად ამისა, იგი მუდმივად უზრუნველყოფს ბავშვს საყოფაცხოვრებო ნივთებით და საკვებით. მ--–---------------ეს ფინანსური შესაძლებლობა არ უწყობს ხელს ყოველთვიურად გადაიხადოს საალიმენტო ვალდებულებით გათვალისწინებული თანხა, რადგან საარსებოდ მინიმალური სახსრები მასაც ესაჭიროება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მუშაობს შპს ,,ალგანში“ დ-–--------------ში 2--- წლის ოქტომბრის თვიდან და საშუალოდ მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 300-400 ლარს, მცირე ხელფასი აქვს, რადგან სამსახურში დადის პერიოდულად, ვინაიდან არ ცხოვრობს თბილისში და დადის რაიონიდან, კერძოდ ხაშურიდან-
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ--–---------ამ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მ--–---------------ე სრული გულგრილობით ეკიდება შვილს, ბავშვის რჩენა და აღზრდა დიდ საჭიროებასთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნავს, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში, სასამართლოს მორიგების აქტით გათვალისწინებული საალიმენტო ვალდებულება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით არ შეუსრულებია მ--–---------------ეს. მოსარჩელე ცრუობს, როდესაც უთითებს, რომ მხარეებს შერიგების მცდელობა ჰქონდათ, ასევე რეალობას არ შეესაბამება ფაქტი, რომ მუდმივად უზრუნველყოფდა შვილს საყოფაცხოვრებო ნივთებით და საკვებით. იგი იშვიათად ნახულობს შვილს, არ ზრუნავს ბავშვზე არც მორალურად და არც მატერიალურად. დ--–---------ა უთითებს, რომ მოსარჩელეს აქვს საკმაოდ დიდი შემოსავალი, ჰყავს შეძლებული ოჯახი და კრედიტი რომელზეც იგი საუბრობს, იმ სასამართლო წარმოების დროსაც გააჩნდა, როდესაც მორიგების აქტით განესაზღვრა ალიმენტის ოდენობა.
მხარეები განქორწინდნენ 2--- წელს, ხოლო სასესხო ვალდებულება აიღო შემდგომ, შვილისთვის არ დაუხარჯავს არანაირი თანხა. თანაცხოვრების პერიოდში, მ--–---------------ე, არამიზნობრივად ხარჯავდა ოჯახის საერთო ქონებას, რადგან იგი დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, ჯამში ოჯახის დანაზოგიდან დაახლოებით 3--- ლარზე მეტი აქვს გაფლანგული. დ--–---------ასთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული 1---- აშშ დოლარი, რომელიც გათვალისწინებული ჰქონდათ მხარეებს, საცხოვრებელი სახლის დაგირავების მიზნით, ასევე გაფლანგა აზარტულ თამაშებში. როდესაც ე-- კიპაროიძეს 5-–-–-ს ასაკში დასჭირდა ოპერაციული ჩარევა, აღნიშნული ხარჯების დაფარვა დ--–---------ას მოუწია, ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად უწევს მკურნალობა, დიაგნოსტიკური კვლევა, რის ხაჯებსაც, იღებს თავად.
მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეს, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შესახებ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. როგორც მოპასუხისთვის არის ცნობილი, მოსარჩელე დასაქმებულია ს------------- დ-–--------------ში და აქვს საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ გაიღოს შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტით გათვალისწინებული თანხა. თავად მოპასუხე დასაქმებულია მ------------------------ში, სადაც მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 600 ლარს.
მოპასუხე დ--–---------ამ მიუთითა, რომ თანახმა არის 2----–-–-ს 2-----–-სს დაბადებული ე-- კ---------ის სასარგებლოდ, მ--–---------------ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - 200 ლარი შემცირდეს მხოლოდ 1-0 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე-- კ---------ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 2----–-–-ს 2-----–-სს, ქალაქ თბილისში, მის მშობლები არიან მამა - მ--–---------------ე (პ/ნ 5----------) და დედა - დ--–---------ა (პ/ნ 6----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (იხ.ს.ფ. 20)
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 15 ნ--------ს საოქმო განჩინების თანახმად, სამოქალაქო საქმეზე №2/2-----1- (მ--–---------------ის სარჩელი მოპასუხე დ--–---------ას მიმართ, არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით), დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მხარეები შეთანხმდნენ, რომ მ--–---------------ის (პირადი N5----------) ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან ე-- კ---------ესთან (დაბადებული 2----–-–-ს 2-----–-სი) განისაზღვროს შემდეგი სახით: კვირაში ერთი დღე შ----------------- 13:00 საათიდან -15:00 საათამდე ერთი საათის განმავლობაში დედის (დ--–---------ას) ან ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს მამა-შვილის ურთიერთობისათვის განსაზღვრული დღე. დღის შეცვლის შემთხვევაში მხარეები იღებენ ვალდებულებას აღნიშნულის შესახებ რამდენიმე საათით ადრე აცნობონ ერთმანეთს. მ--–---------------ემ (პირადი N5----------) აიღო ვალდებულება არასრულწლოვანი შვილის - ე-- კ---------ის (დაბადებული 2----–-–-ს 2-----–-სი) სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რომლის ათვლა დაიწყოს 2----–-–-- 01 დ----------ან, საალიმენტო თანხა ჩაირიცხოს ყოველი თვის 15 რიცხვში დ--–---------ას (პირადი N6----------) საბანკო ანგარიშზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არასრულწლოვანი ე-- კ---------ის (დაბადებული 2----–-–-ს 2-----–-სი) ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებენ თანაბარწილად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 15 ნომებრის საოქმო განჩინება. (იხ.ს.ფ. 21-24);
3.1.3. დ--–---------ა დასაქმებულია მ------------------------ში, სადაც მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 600 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს 06.0--2----–-–-ს ცნობის თანახმად, ე-- კ---------ეს აღენიშნება: ახალშობილთა ტვინის დარღვევა დაუზუსტებელი, ახალშობილთა სხვა რესპირატორული დისპრესი, შეამერთებელი და სხვა რბილი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე მარჯვენა მხრის და ზურგის არეში.პერინატალური პერიოდისთვის დამახასიათებელი ინფექციები.
1--0--2----–-–-ს ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევის მიხედვით ე-- კ--------- აღენიშნება სინოვური სარკომა.
2--0--2----–-–-ს ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევის თანახმად ე-- კ--------- აღენიშნება კაპოშიფორმული ჰემაგიოენდოთელიომა ICD-O-CODE9130/1.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა (იხ.ს.ფ. 66-67)
- შ.პ.ს ნ-ყ---–---- ს----–------–--------–------------------------- კლინიკის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტის ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევა (იხ.ს.ფ. 65)
- შ.პ.ს ნ-ყიფშიძის ს----–------–--------–------------------------- კლინიკის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტის ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევა (იხ.ს.ფ. 71)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--1--2--- წლის ინფორმაციით, 1--1--2--- წლის მდგომარეობით, მ--–---------------ის (პ/ნ 5----------) დარიცხული შემოსავალი 2--- წლის იანვრის თვიდან - 2--- წლის ი--–-სის თვის ჩათვლით შეადგენს 7077.36 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი - 141--49 ლარი, შესაბამისად მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 471.82 ლარს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა (იხ.ს.ფ.35-37)
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--1--2--- წლის ინფორმაციით, 1--1--2--- წლის მდგომარეობით, დ--–---------ას (პ/ნ 6----------) დარიცხული შემოსავალი 2--- წლის იანვრის თვიდან - 2--- წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგენს 5.386.2- ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი - 1.071.26 ლარი.შესაბამისად მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 359.58 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა (იხ.ს.ფ.35-36)
3.2.3. ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------ს კადრების მთავარი სამმართველოს 04.09.2----–-–-- ცნობის თანახმად, მ--–---------------ე 2005-–-–-ს 10-------------ნ დასაქმებული არის ს----–-–---------–-------–---–---- სამსახურში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------ს ცნობა (იხ.ს.ფ. 62).
3.2.4. საბანკო კრედიტის #2-----------1-2 ხელშკრულების დანართის - კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, სს ,,თ----------–ი“, 2--- წლის 09 სექტემბრიდან - 20-0 წლის 15 სექტემბრამდე, მ--–---------------ის საკრედიტო ვალდებულებაზე (კრედიტის ოდენობა -8--- ლარი), ყოველთვიურად შესატანი თანხა შეადგენს - 247 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის #2-----------1-2 ხელშკრულების დანართის - კრედიტის დაფარვის გრაფიკი (იხ.ს.ფ. 25-26).
3.2.5. 21.0--2--- წლის გულმკერდის რენტგენოგრაფიის (პორტატული) კვლევის თანახმად, ე-- კ---------ის ფილვტების მდგომარეობა მეტად შეესაბამება ბრონქიტის რენტგენელოგიურ სურათს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩხერის ს-------------------–---–--------- გაერთიანების 31.0--2--- წლის გამოკვლევის შედეგი. (იხ.ს.ფ 63)
3.2.6. 18.01.2019 წლის პაციენტის დანიშნულების ფურცელის მიხედვით ე-- კ---------ეს აღენიშნება მწვავე ბრონქიტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ.ს.ს.უ-ის ჟ------------–----------------იის აკადე--ური კლინიკის პაციენტის დანიშნულების ფურცელი. (იხ.ს.ფ 64)
3.2.7. 23.01.2--- წლის რადიოლოგიური დეპარტამენტის კველვის თანახმად, ე-- კ---------ეს აღენიშნება გაფართოებული ჰილუსები, ბრონქოპულმონარული ლიმფური კვანძები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აკადემიკოს ვ-----------------–---–-ს კლინიკა (იხ.ს.ფ. 68)
3.2.8. 1--0-.2--- წლის კუნთების და რბილი ქსოვილის ულტრაბგერითი კვლევის ოქმის თანახმად ე-- კ---------ეს აქვს მარჯვენა მხრის გარე ზედაპირზე პალპირებადი წარმონაქმნი, კვნაძის სახით, სავარაუდოდ წარმოადგენს ოპერაციის შემდგომ ნაწიბურს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თსსუ გ.ჟ------------–----------------იის აკადე--ური კლინიკის კუნთების და რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი კლევის ოქმი. (იხ.ს.ფ. 70);
3.2.9. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მ--–---------------ე, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის - 200 ლარის დაკისრების შემდგომ, იმ მიზეზიდან გამომდინარე , რომ მას გააჩნია საკრედიტო ვალდებულება სს,,თ----------–ი“ 8--- ლარის ოდენობით, ვეღარ ახერხებს შვილისათვის ალიმენტის დადგენილი ოდენობით გადახდას, რადგან სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ აღნიშნული საკრედიტო ვალდებულება სს ,,თ----- ბანკიდან“ აიღო 2--- წელს (საბანკო კრედიტის #2-----------1-2 ხელშკრულება) და შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება მას გააჩნდა ასევე იმ პერიოდისათვის (2----–-–-- 15----------ი), როდესაც მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი და მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის - ე-- კ---------ის მიმართ დაეკისრა ალიმენტი - 200 ლარის ოდენობით, ამასთან რაიმე ახალი მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მისი მდგომარეობიდან და შემოსავლებიდან გამომდინარე არის მძიმე მდგომარეობაში და არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ აღარ შეუძლია დადგენილი ოდენობით ალიმენტის გადახდა არ წარმოუდგენია.
3.2.1-- საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ--–---------------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 15 ნ--------ს განჩინების მიღების შემდეგ, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სისტემატურად უზრუნველყოფდა შვილს რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და საკვებით. მოპასუხემ გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო მისი დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--103-ე მუხლების შესაბამისად.ხოლო მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება, სადავოობის შემთხვევაში, ვერ მიიჩნევა სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა, ამასთან, ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე,“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1231-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს მორიგების აქტით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2----–-–-- 15 ნ--------ს განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის დაკისრების შემდეგ, შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა, მას აქვს საკრედიტო ვალდებულება, 2--- წლის აგვისტოს თვიდან აღარ აქვს სტაბილური სამსახური, რამაც გამოიწვია ფინანსური სახსრების შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ-
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან-
აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ ე-- კ---------ე წარმოადგენს მცირეწლოვანს. იგი ცხოვრობს დედასთან, დ--–---------ასთან ერთად, რომლიც დასაქმებულია მ------------------------ში და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს - 600 ლარს.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 15 ნ--------ს საოქმო განჩინების თანახმად, სამოქალაქო საქმეზე №2/2-----1- (მ--–---------------ის სარჩელი მოპასუხე დ--–---------ას მიმართ, არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით), დამტკიცდა მორიგება და მ--–---------------ემ (პირადი N5----------) აიღო ვალდებულება არასრულწლოვანი შვილის - ე-- კ---------ის (დაბადებული 2----–-–-ს 2-----–-სი) სასარგებლოდ ალიმენტის- 200 (ორასი) ლარის გადახდის თაობაზე, რომლის ათვლა დაიწყო 2----–-–-- 01 დ----------ან, საალიმენტო თანხის ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 15 რიცხვში დ--–---------ას (პირადი N6----------) საბანკო ანგარიშზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არასრულწლოვანი ე-- კ---------ის (დაბადებული 2----–-–-ს 2-----–-სი) ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებენ თანაბარწილად.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.1--2--- წლის ინფორმაციით, დადგენილია ასევე, რომ 1--1--2--- წლის მდგომარეობით, მ--–---------------ის (პ/ნ 5----------) დარიცხული შემოსავალი 2--- წლის იანვრის თვიდან - 2--- წლის ი--–-სის თვის ჩათვლით შეადგენს 7077.36 ლარს, ხოლო დაკავეული გადასახადი - 141--49 ლარი, შესაბამისად მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 471.82 ლარს,მ--–---------------ე (პ/ნ 5---------) 2--- წლის 01 იანვრიდან დასაქმებულია საქართველოს ს----–-–---------–-------–---–---- სამსახურში, სადაც მის ყოველთვიური სარგო შეადგენს მინიმუმ - 394.54 ლარს და მაქსიმუმ - 1135.89 ლარს, ხოლო დ--–---------ას (პ/ნ 6----------) დარიცხული შემოსავალი 2--- წლის იანვრის თვიდან - 2--- წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგენს 5.386.2- ლარს, ხოლო დაკავეული გადასახადი - 1.071.26 ლარი. მისი განმარტებით ის მუშაობს მ------------------------ში და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს -600 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით მისი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, მან აიღო სასესხო ვალდებულება სს ,,თ----- ბანკიდან“, რადგან გასასტუმრებელი ჰქონდა ვალები, იგი დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე და უნდა გაესტუმრებინა წაგებული თანხა, საქმის მასალებში წარმოდგენილია საბანკო კრედიტის #2-----------1-2 ხელშკრულების დანართი - კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლის მიხედვით, სს ,,თ----------–ი“, 2--- წლის 09 სექტემბრიდან - 20-0 წლის 15 სექტემბრამდე, მ--–---------------ის საკრედიტო ვალდებულებაზე (კრედიტის ოდენობა -8--- ლარი) ყოველთვიურად შესატანი თანხა შეადგენს - 247 ლარს.
სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ მცირეწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის დადგენის შემდგომ, იმდენად შეიცვალა და გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა, რომ მას არ გააჩნია იმ ოდენობის შემოსავალი, რომ გადაიხადოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. სასამართლო მიუთითებს, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, იმ ფაქტობრივ გარემობას, რომ მოსარჩელე ვერ იხდის კრედიტს, აღარ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი არ წარმოუდგენია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის აღება არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე გადახდისუუნაროა, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ალიმენტის დაკისრების შემდგომ წარმოიშვა ისეთი ახალი გარემოება, რომელიც აშკარა გავლენას ახდენს მოსარჩელის, როგორც ალიმენტვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან- მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. ე-- კ---------ე მცირეწლოვანია, მას აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, სტაბილურად მაღალი შემოსავლის არქონის ფონზე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 100 (ასი) ლარი, საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით მცირეწლოვანისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება დედასთან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=1-8&lang=geo ), რაც გაზრდილია 2----–-–-ს მონაცემთან შედარებით და საშუალო მომხმარებლისათვის 2019 წლის თებერვლის თვისათვის შეადგენს - 1-9.1 ლარს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი, მინიმალური პირობების შექმნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ, ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე და გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე თანახმაა მხარეთა შორის მორიგების აქტით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 200 ლარი შემცირდეს - 30 ლარით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 30 (ოცდაათი) ლარით და მისი ოდენობა სარჩელის აღძვრიდან, 2--- წლის 0- ნ--------დან განისაზღვროს 1-0 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან- თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან-
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე მ--–---------------ის მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო დ--–---------ამ სარჩელი ცნო 30 ლარის ნაწილში, დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციული, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 40.20 (ორმოცი ლარი და 20 თეთრი) ლარის ოდენობით დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 1--80 (ათი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე, 53-ე, 55-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ--–---------------ის სარჩელი დ--–---------ას მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მ--–---------------ეს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-ს 2-----–-სს დაბადებული ე-- კ---------ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2----–-–-- 15----------ის, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით, მახარეებს შორის დამტკიცებული მორიგების აქტით, მ--–---------------ისთვის დადგენილი ალიმენტის ოდენობა - 200 (ორასი)ლარი შეუმცირდეს 30 (ოცდაათი) ლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 1-0 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2--- წლის 0- ნ--------დან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. მ--–---------------ის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 40.20 (ორმოცი ლარი და 20 თეთრი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მ--–---------------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს ე-----------------–---–ის მიერ, 0-/11/2--- წ. გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 1--80 (ათი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი (საგადასახადო დავალება #0, სახაზონო კოდი 300773150, გადამხდელის ბანკი - სს,,თ-----“ ბანკი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: დალი აბჟანდაძე