გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
820210019002968641
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210019002968641

№2-219/19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

მოსარჩელე - ხ--–----------------–----–--------------ა

წარმომადგენელი - მ------- ვ-–-----ე

 

მოპასუხე - სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ი“

წარმომადგენელი - ლ---- მ---------–-ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საავანსო საგარანტიო თანხის 36880 ლარის ოდენობით გადახდა.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე:

2015 წლის 21 აპრილს ხ--–----------------–----–--------------ასა და შპს „რ-------ს“ შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება სოფელ კ-------ის საბავშვო ბაღის მოწყობის მე-2 ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე, რომელის შესრულების ვადა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვე, ანუ 2015 წლის 21 ოქტომბრამდე. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 246998.80 ლარს. ხელშეკრულების თანახმად შპს „რ-------მა“ წარმოადგინა სს „ სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის“ მიერ 2015 წლის 20 აპრილს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (ფ----------) 24700 (ოცდაოთხიათას შვიდასი) ლარის ოდენობით, რომლითაც სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ი“ გახდა შპს „რ-------ის“ გარანტი და პასუხისმგებელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე 30 სამუშაო დღის მანძილზე სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ი “ გადაიხდიდა საგარანტიო თანხას. ასევე აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად შპს „რ-------მა“ წარმოადგინა სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის“ მიერ 2015 წლის 01 მაისს გაცემული საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა (ფ----------) 49400 (ორმოცდაცხრაათასოთხასი) ლარის ოდენობით, რომლითაც სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ი“ გახდა შპს „რ-------ის“ გარანტები და პასუხისმგებლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე, კერძოდ ავანსად გაცემული თანხის არამიზნობრივი გახარჯვის შემთხვევაში გამგეობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის მანძილზე აანაზღაურებდა საგარანტიო თანხას. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წლის 22 ივლისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად შპს „რ-------ს“ პირველ ეტაპზე შესრულებული აქვს 50079.94 (ორმცდაათი ათას სამოცდაცხრამეტი ლარი და 94 თეთრი) ლარის სამუშაო, რომელზეც საგადასახადო მოთხოვნა №00011 აუნაზღაურდა 37560 (ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას სამოცი) ლარი, ხოლო 12519,94 (თორმეტი ათას ხუთასცხრამეტი ლარი და 94 თეთრი) ლარი დაუკავდა ავანსად გაცემული თანხის ნაწილი. 2015 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად შპს „რ-------მა“ მეორე ეტაპზე შეასრულა 41485.18 (ორმოცდაერთი ათას ოთხას ოთხმოცდახუთი ლარი და 18 თეთრი) ლარის სამუშაოები რომელზეც საგადასახადო მოთხოვნა №00013-ით აუნაზღაურდა 41485.18 (ორმოცდაერთი ათას ოთხას ოთხმოცდახუთი ლარი და 18 თეთრი) ლარი, სულ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად შპს „რ-------ს“ შესრულებული აქვს 91565.18 (ოთხოცდათერთმეტი ათას ხუთას სამოცდახუთი ლარი და 18 თეთრი) ლარის სამუშაოები, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული არის 128445.18 (ას ოცდარვა ათას ოთხას ორმოცდახუთი ლარი და 18 თეთრი) ლარით. 2015 წლის 21 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და შპს „რ-------ს“ შორის გაფორმებული №-- ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 21 ნოემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, ხოლო შპს „რ-------ს“ შესრულებული სამუშაოების შესახებ დამატებითი მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოუდგენია გამგეობისათვის, აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რ-------მა“ არამიზნობრივად გამოიყენა ავანსად გაცემული თანხა და შესაბამისად გამგეობის მიმართ სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის“ მიერ დაბრუნებული დარჩა საავანსო საგარანტიო 36880 ( ოცდათექვსმეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი.

 

2016 წლის 19 თებერვლის №---- წერილით შპს „რ-------მა“ მიმართა ხ--–----------------–----–--------------ას და წარუდგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის საფუძველზედაც მოითხოვა 17496,65 ლარის სამუშაოების შესრულებულად ცნობა და ანაზღაურება. აღნიშნული განცხადების განხილვის მიზნით გამგებლის 2016 წლის 31 მარტის №302 ბრძანებით დაწყებული იქნა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და გამგებლის 2016 წლის 3 მაისის №453 ბრძანებით შპს „რ-------ს“ უარი ეთქვა სამუშაოების მიღებაზე და შესაბამისად თანხის ანაზღაურებაზეც. აღნიშნულის შესახებ სს „სადაზღვევო კომპანია -ჯ------------–-----ს “ არაერთხელ ეცნობა გამგეობისგან წერილობით (0----------–-–------------------------–-–-----------------------–-–-------------------------–-–----------- წერილები), მაგრამ დღემდე არ განხორციელებულა საავანსო საგარანტიო თანხის 36880 (ოცდათექვსმეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რ-------მა“ ვერ შეასრულა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც შეწყდა მასთან გაფორმებული №-- ხელშეკრულება და აღნიშნულის შესახებ არაერთხელ ეცნობა წერილობით გარანტორ ორგანიზაციას, მაგრამ მის მიერ არ განხორციელებულა საავანსო საგარანტიო თანხის 36880 ლარის ჩამორიცხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საავანსო საგარანტიო თანხის 36880 (ოცდათექვსმეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარის გადახდა. 2015 წლის 01 მაისის გაცემული N ფ---------- საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფის (საბანკო გარანტიის) საფუძველზე

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი, ნაწილობრივ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მოპასუხეს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში საავანსო საგარანტიო თანხის ჩარიცხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ არ მოუთხოვია,3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.2015 წლის 21 აპრილს ხ--–----------------–----–--------------ასა და შპს „რ-------“-ს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება სოფელ კ-------ის საბავშვო ბაღის მოწყობის მე-2 ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე, რომელის შესრულების ვადა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვე, ანუ 2015 წლის 21 ოქტომბრამდე. სახელშეკრულებიო ღირებულება შეადგენდა 246998.80 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

2015 წლის 21 აპრილს ხ--–----------------–----–--------------ასა და შპს „რ-------“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებაა. (დანართი)

 

3.2. ხელშეკრულების თანახმად შპს „რ-------მა“ წარადგინა ს.ს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის“ მიერ 2015 წლის 20 აპრილს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (ფ----------) 24700 (ოცდაოთხიათას შვიდასი) ლარის ოდენობით, რომლითაც ს.ს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ი“ გახდა შპს „რ-------ის“- გარანტი და პასუხისმგებელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის მანძილზე ს.ს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის“ მიერ საგარანტიო თანხის გადახდაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

ს.ს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის“- მიერ 2015 წლის 20 აპრილს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა ფ----------საბანკო გარანტია.

 

3. 3.ფაქტობრივი გარემოება

 

ხელშეკრულების თანახმად შპს „რ-------მა“- 2015 წლის 4 მაისს N------ წერილით წარმოადგინა ს.ს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის“- მიერ 2015 წლის 01 მაისს გაცემული საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა (ფ----------) 49 400 (ორმოცდაცხრაათასოთხასი) ლარის ოდენობით, რომლითაც ს.ს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ი“ გახდა შპს „რ-------ის“ გარანტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე, ავანსად გაცემული თანხის არამიზნობრივი გახარჯვის შემთხვევაში გამგეობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის მანძილზე საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე. აღნიშნული საბაკო გარანტია მოქმედებდა 2015 წლის 01 მაისიდან 2015 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

შპს „რ-------“-ის 2015 წლის 4 მაისის N------ წერილით წარმოდგენილი ს.ს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ი“-ს მიერ 2015 წლის 01 მაისს გაცემული საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა ფ---------- (საბანკო გარანტია).

 

3.4.ფაქტობრივი გარემოება

 

2015 წლის 21 აპრილს ხ--–----------------–----–--------------ასა და შპს „რ-------ს“ შორის გაფორმებული N-- ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 21 ნოემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

2015 წლის 21 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და შპს „რ-------ს“-ს შორის გაფორმებული შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება.

 

3.5. .ფაქტობრივი გარემოება

 

2016 წლის 19 თებერვლის 1462 წერილით შპს „რ-------“-მა მომართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და წარმოადგინა ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის საფუძველზედაც მოითხოვა 17496,65 ლარის სამუშაოების შესრულებულად ცნობა და ანაზღაურება. აღნიშნული განცხადების განხილვის მიზნით გამგებლის 2016 წლის 31 მარტის N302 ბრძანებით დაწყებული იქნა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და გამგებლის 2016 წლის მაისის N453 ბრძანებით შპს „რ-------ს“- უარი ეთქვა სამუშაოების მიღებაზე და შესაბამისად თანხის ანაზღაურებაზეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

შპს „რ-------ის“- 2016 წლის 19 თებერვლის N1462 წერილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 მარტის N302 და 2016 წლის 3 მაისის N453 ბრძანებით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ს.ს სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს“, როგორც გარანტორს, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნები (0----------–-–------------------------–-–--------------------------–-–--------------------------–-–------------ წერილები), საავანსო საგარანტიო თანხის 36880 ლარის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვაზე გარანტიის მოქმედების ვადაში არ ჩაბარებია.

.

მხარეთა შორის სადავო გახლავთ გარანტიის მოქმედების ვადაში ანუ 2015 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით ჩაბარდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნები.

 

საქმეში წარმოდგენილია ხელვაჩაურის მუნიცეპალიტეტის გამგეობის 0----------–-–------------------------–-–--------------------------–-–--------------------------–-–------------ წერილები, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება, რომ აღნიშნული წერილები გაეგზავნა და ჩაბარდა მოპასუხეს სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა კი უარყო ხსენებული წერილების მიღების ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს ერთი სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.

 

საბანკო გარანტიით, გარანტის/მოპასუხის ვალდებულებას წარმოშობდა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.

 

შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გარანტს ბენეფიციარის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნები თანხის ანაზღაურებაზე გარანტიის მოქმედების ვადაში არ ჩაბარებია .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

0----------–-–------------------------–-–--------------------------–-–--------------------------–-–------------ წერილები

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე, 885-ე, 887-ე, 51-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პრინციპალსა (შპს „რ-------ს“) და ბენეფიციარს/ მოსარჩელეს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის უზრუნველსაყოფადაც, გარანტმა/მოპასუხემ გასცა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია.

 

მხარეთა მიერ გაფორმებული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია მისი შინაარსიდან გამომდინარე ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც წარმოშობს მხოლოდ გარანტის ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე და ბენეფიციარის მიერ მისი წარდგენა იწვევს გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულების უპირობო შესრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.

 

საქმეში წარმოდგენილი საბანკო გარანტიის თანახმად, „გარანტი კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნოს მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისთვის გადახდილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი მე-2 თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. დასახელებული ნორმით რეგლამენტირებულია საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან გარანტის გათავისუფლების პირობები, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მოთხოვნის წარდგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. კანონმდებელი ნების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს - გარანტის წინაშე მის გამოვლენას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით, ანუ ნების ნამდვილობა პირდაპირ კავშირშია ადრესატის მიერ მისი მიღების ობიექტურ შესაძლებლობასთან. ასეთ ვითარებაში კი, ურთიერთობის მარეგულირებლად გვევლინება სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა (ის. სუსგ 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე Nას-1595-1498-2012).

 

განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 01 მაისს გაცემული ფ---------- საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იყო 01.05.2015-დან 20.12.2015-ის ჩათვლით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის სადავოდ არ იყო გამხდარი. სადავო იყო მხოლოდ მოსარჩელის მხრიდან საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში მოთხოვნის წარდგენის ფაქტი, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ წერილობითი მოთხოვნა მოპასუხეს სამჯერ გაუგზავნა, მოსარჩელის განმარტებით მათ მოთხოვნები არ ჩაბარებიათ. ვინაიდან სასამართლოში არ წარმოდგენილა ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, სასამართლომ მოპასუხის პოზიცია გაიზიარა და დადგენილად მიიჩნია, რომ გარანტს წერილობითი მოთხოვნა არ ჩაბარებია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მოსარჩელე ხ--–----------------–----–--------------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე არ დაეკისრება მისი ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

ხ--–----------------–----–--------------ის სარჩელი სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე ხ--–----------------–----–--------------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი