გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/11743-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: ბ--------–ი ს------–--ო ფ-----ი ჰ----------ე, ს/ნ 2--------
წარმომადგენელი: ნათია გულიაშვილი
მოპასუხეები: ბმა „ნ----–---–ის 2-“-ის თავმჯდომარე მ-----ე კ--------ე, პ/ნ 2----------, გ--–ა ბ---–--ე, პ/ნ 0----------, მ------–---ა დ---–--ე, პ/ნ 0----------, დ----- შ-----–ია, პ/ნ 01030014338, თ---რ მ-----–-–---–ი, პ/ნ 0----------
მ-----ე კ--------ის წარმომადგენელი: ლ--–- ბ-–--–---–ი
გ--–ა ბ---–--ის წარმომადგენელი: მ-----ე კ--------ე
დავის საგანი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, შეთანხმების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის 2016 წლის 25 ნოემბრის კრების ოქმი N-- და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია N8-----------.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის 2016 წლის 30 ნოემბრის კრების ოქმი N-- და 2016 წლის 7 დეკემბრის შეთანხება მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია N8-----------.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, ნ----–---–ის 2--ში მდებარე უძრავი ნივთი და არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის წევრი. 2016 წელს, ამხანაგობის თავმჯდომარემ თვითნებურად შეადგინა ორი კრების ოქმი და შეთანხმება, რომელთა საფუძველზეც, ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, 34 კვ.მ., საჯარო რეესტრში თავმჯდომარის მეუღლის საკუთრებად დარეგისტრირდა. მოსარჩელის განმარტებით, ამხანაგობის კრებები მოწვეული არ ყოფილა და არ ჩატარებულა, ამხანაგობის არცერთი წევრისთვის არ ყოფილა ცნობილი იმის შესახებ, რომ ამხანაგობის საერთო საკუთრება ერთერთი წევრის სასარგებლოდ განიკარგებოდა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დაირღვა ამხანაგობის მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისთვის „ბინათმესააკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები და ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ განიკარგა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მ-----ე კ--------ემ და გ--–ა ბ---–--ემ სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ მოთხოვნებს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მ-----ე კ--------ემ განმარტა, რომ სადავო 34 კვ.მ. ფართი არის ამხანაგობის ეზოს ნაწილი, რომლითაც მ-----ე კ--------ე და მისი მეუღლე, გ--–ა ბ---–--ე, თავიანთ საცხოვრებელ სახლში შედიან და ამხანაგობის სხვა რომელიმე წევრს პრეტენზია ეზოს სადავო 34 კვ.მ.-ზე არ უნდა ჰქონდეს. მ-----ე კ--------ემ განმარტა, რომ მას სადავო კრების ოქმებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისთვის ამხანაგობის არცერთი წევრის თანხმობა არა აქვს და ვერ წარმოადგენს, თუმცა, ასეთი თანხმობები საჭირო არ არის, რადგან ამხანაგობის წევრებმა მ-----ე კ--------ე ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს, რაც დადასტურებულია წევრთა ხელმოწერებით და დამატებით რაიმე ხელმოწერა სადავო კრების ოქმებისთვის საჭირო აღარ არის. მ-----ე კ--------ემ ასევე განმარტა, რომ ამხანაგობის სადავო კრებებზე ამხანაგობის წევრები არ ყოფილან მოწვეულნი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით - წერილობით და დღის წესრიგზე მითითებით - რადგან ამ წესების დაცვა მოპსუხემ არ მიიჩნია აუცილებლად. მ-----ე კ--------ემ მიიჩნია, რომ სადავო აქტების კანონიერებას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრმა ეს აქტები დაარეგისტრირა და მათი შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო, რასაც საჯარო რეესტრი არ გააკეთებდა, სადავო აქტები კანონდარღვევით რომ ყოფილიყო მიღებული. მ-----ე კ--------ემ განმარტა, რომ ვერავინ ვერ შეძლებს სადავო 34 კვ.მ. ეზოს გამოყენებას, რადგან ამ ტერიტორიას მოპასუხე თავის სახლში შესასვლელად იყენებს და სხვას არავის აყენებინებს მანქანას. მ-----ე კ--------ე მოსარჩელე ფ-----ის მხოლოდ ერთ თანამშრომელს აძლევდა უფლებას, დაეყენებინა მანქანა ეზოს სადავო ნაწილში, რაგან ის თანამშომელი მოსწონდა, თუმცა სხვა ვერავინ შეძლებს სადავო ტერიტორიის გამოყენებას.
2.2. მ------–---ა დ---–--ემ, თ---რ მ-----–-–---–მა და დ----- შ-----–იამ სარჩელი ცნეს და მიიჩნიეს, რომ მოთხოვნები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს (ს.ფ. 99, 108, 117).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის თავმჯდომარეა გ--–ა ბ---–--ის მეუღლე, მ-----ე კ--------ე. ამხანაგობის წევრთა სიით დადგენილია, რომ გ--–ა ბ---–--ე, მ------–---ა დ---–--ე და მოსარჩელე, წარმოდგენილი მისი დირექტორის, როლნდ სტამატოვის მიერ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არიან (ს.ფ. 28, 175).
3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ნ----–---–ის ქუჩა N2-, 346.31 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით N0--------------, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლიდან რეგისტრირებულია ბ--------–ი სამდეიცინო ფოდი ჰ----------ეს სახელზე (ს.ფ. 16).
3.1.3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის 2016 წლის 25 ნოემბრის კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწერბოდა ამხანაგობის ყველა წევრი და ამხანაგობის ყველა წევრმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N0--------------- გაიმიჯნოს ორ ნაწილად და მომზადდეს ორი დამოუკიდებელი საკადასტრო გეგმა 34 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 1366 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.ფ. 31-32).
3.1.4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის 2016 წლის 30 ნოემბრის კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი და ამხანაგობის ყველა წევრმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული, ნ----–---–ის ქუჩა N2--ში მდებარე 34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცეს გ--–ა ბ---–--ეს (ს.ფ. 22-24).
3.1.5. 2016 წლის 7 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელს აწერენ მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარე მ-----ე კ--------ე და მისი მეუღლე, გ--–ა ბ---–--ე, მ-----ე კ--------ემ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ თანახმაა, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცეს 34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გ--–ა ბ---–--ეს (ს.ფ. 25).
3.1.6. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ 2010 წლის 12 ოქტომბრიდან, სადავო 34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის სახელზე, ხოლო 2016 წლის 30 ნოემბრიდან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ--–ა ბ---–--ის სახელზე. გ--–ა ბ---–--ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის კრების ოქმი N-- და 2016 წლის 7 დეკემბრის შეთანხმება მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 19, 26).
3.1.7. მ-----ე კ--------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2016 წლის 25 ნოემბრისა და 2016 წლის 30 ნოემბრის სადავო კრებები არ ყოფილა მოწვეული წერილობით და ამხანაგობის წევრებისთვის კრების დღის წესრიგის წინასწარ მიწოდების გზით და ხელმოწერები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო კრების ოქმებში მითითებულ გარემოებას, რომ სადავო გადაწყვეტილებები ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხად არის მიღებული, არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.
ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებითა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით, კრების დღის წესრიგთან ერთად.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება არის მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს ასევე მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა.შ. რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2016 წლის 25 ნოემბრისა და 2016 წლის 30 ნოემბრის კრებები არ ყოფილა მოწვეული და ჩატარებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, ზემოგანმარტებული წესების დაცვით (დღის წესრიგის ამხანაგობის წევრებისთვის წინასწარ შეტყობინებით კრების წერილობით მოწვევა). მოპასუხე მხარე ვერ ადასტურებს ამხანაგობის ვერცერთი წევრის სადავო გადაწყვეტილებების შინაარსის შესაბამისი ნების გამოვლენის არსებობას, მათ შორის, უდავოა, რომ სადავო კრებებზე მიწვეული არ ყოფილან და სადავო გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ასევე მოსარჩელესა და ამხანგობის წევრს, მ------–---ა დ---–--ეს, რომელიც დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ცნო რა განსახილველი სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება არის მრავალმხრივი გარიგება, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციასა და განვითარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისკენ. ამდენად, ამ გარეიგების ნამდვილობის საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გარიგბის (ნების გამოვლენის) ბათილობისათვის დადგენილი ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და ამხანაგობის სადავო გადაწყვეტილებები ცნობილ უნდა იქნეს ბათილად. ვინაიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის ნება არ გამოუხატავთ, ყოველივე ზემოგანმარტებულიდან გამომდინარე, ბათილია ასევე მ-----ე კ--------ისა და მისი მეუღლის, გ--–ა ბ---–--ის მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს ერთპიროვნულად შედგენილი გარიგება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 300 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 150 ლარი (ს.ფ. 33-34, 52-54). საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელეს საქმეზე გაღებული აქვს ხარჯი 12 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით, მ-----ე კ--------ისა და გ--–ა ბ---–--ისთვის კორესპონდენციის გაგზავნის მიზნით (ს.ფ. 96).
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მ-----ე კ--------ესა და გ--–ა ბ---–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჯის ანაზღაურება 350 ლარის ოდენობით (300+50), ისევე როგორც - მოსარჩელის მიერ საქმეზე გაღებული საფოსტო გზავნილის ხარჯის ანაზღაურება 12 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით. მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 100 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და გ--–ა ბ---–--ეს მის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა (ს.ფ. 55-58).
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის 2016 წლის 25 ნოემბრის კრების ოქმი N-- და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია N8-----------.
3. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ----–---–ის 2-“-ის 2016 წლის 30 ნოემბრის კრების ოქმი N-- და 2016 წლის 7 დეკემბრის შეთანხება მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია N8-----------.
4. მ-----ე კ--------ეს და გ--–ა ბ---–--ეს ბ--------–ი ს------–--ო ფ-----ი ჰ----------ეს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. მ-----ე კ--------ეს და გ--–ა ბ---–--ეს ბ--------–ი ს------–--ო ფ-----ი ჰ----------ეს სასარგებლოდ დაეკისროს საფოსტო გზავნილის ხარჯის ანაზღაურება 12.60 (თორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით.
6. ბ--------– ს------–--ო ფ----- ჰ----------ეს დაუბრუნდეს ნათია გულიაშვილის (პ/ნ 01030022275) მიერ 2017 წლის 24 მაისს სს „თიბისი“ ბანკის საშუალებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 50 ლარი. გადახდის რეკვიზიტებია: მიმღების ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
7. ბ--------– ს------–--ო ფ----- ჰ----------ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 11 მაისს სს „თიბისი“ ბანკის საშუალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი. გადახდის რეკვიზიტებია: მიმღების ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე