განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
010100119003029921
დავის ტიპი
238 (1) 1
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003029921

საქმე N1-451/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09.07. 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ლე-------------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გი---------–----ძე

მამის სახელი: ნ----ი

დაბადებული: 2--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები: ქ. წყალტუბო, სოფელი გვ-–----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171200419007

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი გი---------–----ძე, ნასამართლობის გაქარწყლებამდე ატარებდა ცივ იარაღს დანას, რაც 2019 წლის 12 აპრილს, ქ.ბათუმში ბა--------------------–----–----–ას ქუჩების კვეთაში, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მისი პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის

ნასამართლევი პირის მიერ

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეებში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 28 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით Nც------- 18.04.2019წ, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (იხ. ს.ფ 20-22).

 

2.4. გი---------–----ძეს 2015 წლის 12 თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლებით ჩაეთვალა პირობით 03 წლის გამოსაცდელი ვადით. 25.05.2017 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით. სსკ-ის 67-ე მუხლით, სსკ-ის 59-ე მუხლით აღნიშნული სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1--10.2015 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წელი და 11თვე და 20 დღე თ/ა და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წელი 11 თვე და 20 დღე თ/ა. რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 სთ. 03 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

2.5 საქართველოს სსკ-ის 79 მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე;

 

პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;

 

2.6. გი---------–----ძეს ცივ იარაღის - დანის ტარება დაუდგინდა 2019 წლის 12 აპრილს; იმერეთის პრობაციის ბიუროს მომართვით დასტურდება, რომ 2019 წლის 24 აპრილის მდგომარეობით გი---------–----ძე იმყოფებოდა აღრიცხვაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენის საფუძველზე, შესაბამისად მას ამ დროისთვის ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ ჰქონდა;

 

2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: გი---------–----ძის ადმინისტრაციული დაკავების, ზედაპირული შემოწმების, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმები, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რა-----------ს გამოკითხვის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენი, წერილი პრობაციის, ბიუროდან ნივთის ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი---------–----ძემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევმა პირმა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი---------–----ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2019 წლის 12 აპრილს ქ. ბათუმში, ბა----------------------------–----–ას ქუჩების ცივი იარაღის - დანის - ტარებით, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 -ე მუხლის მე-1 ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული გი---------–----ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; მისივე განმარტებით, მისთვის უცნობი იყო დანის ტარებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ და მის შემდეგ აღარც დაურღვევია კანონით დადგენილი წესი;

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიან----ების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გი---------–----ძის მიერ ჩადენილი ქმედება მისი წარსულის მახასიათებლების გათვალისწინებით არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი;

 

ასევე მხედველობაში მისაღები, რომ გი---------–----ძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდით განესაზღვრა 06 (ექვსი) თვე, ხოლო 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით იგივე გამოსაცდელი ვადით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 01 მაისიდან; (იხ განაჩენი 24.06.2019წ)

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენის საფუძველზე სასჯელის მოხდის მიზნით ის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილის დანაწესის თანახმად ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

საბოლოო სასჯელის განსაზრვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზ/მითითებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული დანაწესი;

 

ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გიორგი ნიჯარაძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გი---------–----ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას წინა განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი; აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: 2019 წლის 12 აპრილს გი---------–----ძის პირადი გასინჯვისას ამოღებული ცივი იარაღი დანა ერთ პაკეტში, რომელიც დალუქული ინახება პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული გი---------–----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნულმა საბოლოო სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის გამოყენებით, ჩათვლილია პირობით 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრულმა ჯარიმამ - 3000 (სამი ათასი) ლარი - შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - და საბოლოოდ გი---------–----ძეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი;

 

მსჯავრდებულ გი---------–----ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს - პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 01 მაისიდან 2019 წლის 09 ივლისის ჩათვლით პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 09 ივლისიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 12 აპრილს გი---------–----ძის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებული ცივი იარაღი დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შ.ს სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შ.ს. სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე