გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
330210019002924137
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6997-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

27 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - სს "ს--------------------------------ი"

წარმომადგენელი - ს--–------------–-–---–ი

 

მოპასუხე - რ----- მ------–---–ი

წარმომადგენელი - დ---------–---

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ----- მ------–---–ს სს ,,ს--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2857.50 ლარის გადახდა.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ს--------------------------------სა და ს----------–-----------–-----------–-------ოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალება H-------------- სახ. ნომერი B----- დაზღვეული იყო სს ს--------------------------------ში. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაზიანება მიაყენა მოქალაქე რ----- მ------–---–მა რაც დასტურდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრით, რომლის თანახმადაც რ----- მ------–---–ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ა.ს.კ.-ის 121-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომისათვის, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემით, რ----- მ------–---–ის და ა------ მ-------–---–ის ახსნა-განმარტებებით. 2018 წლის 14 თებერვალს ს----------–-----------–-----------–----------მ განაცხადით მიმართა მზღვეველ კომპანიას სს ს--------------------------------ი“-ს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების თაობაზე ხსენებული ავტომანქანის აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 2857 ლარი, რაც დასტურდება 2018 წლის 15 თებერვლის შპს ჯ----------სი-ის ინვოისით, მაშინ როდესაც შპს ჰ------------ოს ონვოისის მიხედვით ავტომანქანის კალკულაცია შეადგენდა 3871.25 ლარს.

 

სადაზღვევო კომპანიამ 2018 წლის 20 თებერვლის სადაზღვევო შემთხვევის აქტის საფუძველზე 21.02.2018წ. აუნაზღაურა დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალი. შესაბამისად, სს ,,ს--------------------------------ს“ მოპასუხის მიმართ გააჩნია თანხის რეგრესული წესით მოთხოვნის უფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე რ----- მ------–---–მა სს ,,ს--------------------------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ, 1422 ლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ ბევრად დაბალ ფასად შესაძლებელი იყო აღნიშნული დაზიანების აღდგენა. მეტიც, შესაძლებელი იყო უკანა ბამპერისა და სხვა დაზიანებული ნაწილების აღდგენა და არ საჭიროებდა ახლით შეცვლას. სარჩელით მოთხოვნილი თანხა ბევრად აღემატება ამ ნაწილებისა და შეკეთების საბაზრო ღირებულებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,ს--------------------------------ს“ და ს----------–-----------–-----------–-------ოს შორის დაიდო ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ს----------–-----------–-----------–--მა საბჭომ სს ,,ს--------------------------------ში“ დააზღვია მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები, მათ შორის ავტომანქანა შემდეგი მახასიათებლებით: მარკა, მოდელი - H-------------, სახელმწიფო ნომერი #B-----.

ავტომობილის დაზღვევის პირობების შესაბამისად გაიცა ავტომობილის დაზღვევის პოლისი #M-------, რომლის საფუძველზე განისაზღვრა სადაზღვევო თანხა სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) მიმართ 383 333.31 ლარის ოდენობით, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართ 10 000 ლარის ოდენობით, მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის მიმართ 10 733.33 ლარის ოდენობით. დაზღვევის ტერიტორია - საქართველო, დაზღვევის პერიოდი 2018 წლის 21 იანვრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 17-18);

- დანართი #1 (ს.ფ. 19);

- 17.01.2018 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 20-27);

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 28);

- დაზღვევის პირობები (ს.ფ. 29)-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 13 თებერვალს, ქ. თბილისში, ბ--–--–---–------------ მიმდებარედ, რ-------ის გამზირის მიმართულებით, მოძრაობდა ს----------–-----------–-----------–----------ს, საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უფროსი ა------ მ-------–---–ი, რომლის მართვის ქვეშ მყოფ, გაჩერებულ ავტომანქანას უკნიდან დაეჯახა ტოიოტას მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით M--------, რომლის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი, მარცხენა ფრთა, უკანა ბამპერი (შიტოკი), უკანა მარცხენა ფარი, რომელსაც მართავდა მოპასუხე რ----- მ------–---–ი.

პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა რ----- მ------–---–ი, რომელიც დაჯარიმდა 1000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 43);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების სქემა (ს.ფ. 45);

- ა------ მ-------–---–ის და რ----- მ------–---–ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 42; 44);

- ფოტო-მასალა (ს.ფ. 48-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. შპს ,,ჯ----------ის“_ის მიერ 15/02/2018 წელს გაცემული აქტის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის მარკა, მოდელი - H-------------, სახელმწიფო ნომერი #B----- აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2857.5 ლარი.

სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ფრანშიზის გათვალისწინებით სადაზღვევო ანაზღაურებამ შეადგინა 2857.50 ლარი, რაც სს ,,ს--------------------------------მა“ დამზღვევს აუნაზღაურა 2018 წლის 21 თებერვალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სადაზღვევო შემთხვევის აქტი (ს.ფ. 61);

- შპს ,,ჯ----------ის“ შეფასების კალკულაცია #1 (ს.ფ. 60);

- საგადახდო დავალება #1534 (ს.ფ. 62);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------ის“ მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით, მზღვეველისთვის ანაზღაურებული ზიანი 2857.50 ლარი, არ წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული, დაზღვეული ავტომანქანის თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად გასაწევი აუცილებელი ხარჯების რელევანტურ და საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში არსებულ ოდენობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ჯ----------ის“ მიერ 15/02/2018 წელს გაცემული აქტი, რომლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის მარკა, მოდელი - H-------------, სახელმწიფო ნომერი #B----- აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2857.5 ლარი. სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ფრანშიზის გათვალისწინებით სადაზღვევო ანაზღაურებამ შეადგინა 2857.5 ლარი, რაც სს ,,ს--------------------------------მა“ დამზღვევს აუნაზღაურა 2018 წლის 21 თებერვალს.

სასამართლო აღნიშნული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ დამზვევისათვის ანაზღაურებული ზიანის ოდენობის რელევანტურობას არსებულ საბაზრო ფასებთან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ასევე ის გარემოება, რომ დაზიანებული ავტომანქანის თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად ზუსტად ამ ოდენობის ხარჯების გაწევა იყო საჭირო. სასამართლო აღნიშნული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ დამზვევისათვის ანაზღაურებული ზიანის ოდენობის რელევანტურობა არსებულ საბაზრო ფასებთან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ასევე ის გარემოება, რომ დაზიანებული ავტომანქანის თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად ზუსტად ამ ოდენობის ხარჯების გაწევა იყო საჭირო. ზიანის კონკრეტული ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელე მხარს, რომლის მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის ზიანის სახით მოპასუხისათვის დაკისრებას. წარმოდგენილ შემთხვევაში კონკრეტული სერვის-ცენტრიდან (რომელიც შესაძლებელია დამზღვევსა და მზღვეველს შორის იყო ხელშეკრულებით შეთანხმებული) არ წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობის განმსაზღვრელ სარწმუნო დოკუმენტს, არამედ კონკრეტულად ცენტრში ნაწილებისა და სამუშაოების კონკრეტულ ჩამონათვალს. სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ოდენობის თაობაზე სადავო ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს და მხოლოდ ერთი ცნობის წარმოდგენა არ ათავისუფლებს და შესაბამისად, არ ახდენს მტკიცების ტვირთის გადატანას მეორე მხარეზე. უფრო მეტიც, წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შპს ,,პ----------------------------იას“ მიერ შედგენილი შეფასების აქტით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იგივე ავტომანქანისთვის მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭიროა 14422 ლარის ღირებულების ავტონაწილები და მომსახურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დანართი #1 (ს.ფ. 19);

- 17.01.2018 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 20-27);

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 28);

- დაზღვევის პირობები (ს.ფ. 29)-39);

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 43);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების სქემა (ს.ფ. 45);

- ა------ მ-------–---–ის და რ----- მ------–---–ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 42; 44);

- ფოტო-მასალა (ს.ფ. 48-54);

- სადაზღვევო შემთხვევის აქტი (ს.ფ. 61);

- შპს ,,ჯ----------ის“ შეფასების კალკულაცია #1 (ს.ფ. 60);

- საგადახდო დავალება #1534 (ს.ფ. 62);

- შპს ,,პ----------------------------იას“ შეფასების აქტი (ს.ფ. 110);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,ს--------------------------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე რ----- მ------–---–ს უნდა დაეკისროს 1422 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 1422 ლარის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს.ს „ს--------------------------------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ „აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).

ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი ერთმანეთს უკავშირებს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო-სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.

 

როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, ს/ს „ს--------------------------------ს“ და დამზღვევს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებით და სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების წესი, კერძოდ, ზარალის შეფასების აქტის (ხარჯთაღრიცხვის) შედგენის შემდეგ დგება სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომელიც არის მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი და რომლითაც მხარეები თანხმდებიან სადაზღვევო ანაზღაურების საბოლოო მოცემულობაზე, რის შემდეგაც ანაზღაურების თანხა, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, გადაირიცხება დამზღვევის (მოსარგებლის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ჯ----------ის“_ის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, ზარალის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 2857.50 ლარი. ხოლო სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა ზიანი, ფრანშიზის გათვალისწინებით, 2857.50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 2857.50 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შედავებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.

 

როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისათვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილ პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია. დანაკლისის განსაზღვრის სტანდარტი შემოიფარგლება საბაზრო ღირებულების შეფასების კრიტერიუმით. განსახილველ შემთხვევაში, სს „ს--------------------------------ის“ მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია შპს ,,ჯ-----------ის“ მიერ შედგენილი აქტი, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ უზრუნველყო საკუთარი ვალდებულების შესრულება დაზღვევის ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიმართ. ზემოთ სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი მოდელით ზიანის მოცულობას განაპირობებს მხარეთა შეთანხმება, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით (ერთ შემთხვევაში მომსახურების ხარისხი, რასაც უკავშირდება შესატყვისი სადაზღვევო პრემია). ამ სქემით ზიანის ანაზღაურება მისაღებია დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებისათვის, თუმცა ვერ იქნება ავტომატურად მბოჭავი მესამე პირებისათვის, რომელთა სამართლებრივი მდგომარეობა ვალდებულებითია. ამავდროულად, შპს ,,ჯ----------ის“ ფასების გაანგარიშების ცხრილი წარმოადგენს არა საბაზრო ღირებულების მაჩვენებელს, არამედ ერთ-ერთი კონკრეტული მეწარმე სუბიექტის მიერ შემოთავაზებულ ფასების ჩამონათვალს, რაც არ უნდა იქნეს უპირობოდ გაზიარებული სასამართლოს მიერ და არ უნდა იქნეს გამოყენებული სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლად. ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შპს ,,პ----------------------------იას“ მიერ შედგენილი შეფასების აქტით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იგივე ავტომანქანისთვის მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭიროა 1422 ლარის ღირებულების ავტონაწილები და მომსახურება.

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ნაცნობი ნაწილის მიღმა, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების სფეროში შემავალი, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. შესაბამისად, არ არსებობს დელიქტურ-სამართლებრივი ვალდებულების სავალდებულო ელემენტი და ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხე რ----- მ------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 ლარის ნაწილი, 24.88 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან, სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25.12 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „ს--------------------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე რ----- მ------–---–ს მოსარჩელე სს „ს--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1422 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე სს „ს--------------------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა 1435.5 ლარის მოპასუხე რ----- მ------–---–ზე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სს „ს--------------------------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 3/20/2019 წლის №1-- საგადახდო დავალებით სს „ტ---------ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი - 24.88 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე