განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
010100119003006175
დავის ტიპი
19 - 177 2 ბ , 19 - 177 2 ა
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003006175

საქმე N1-419/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11.07.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ოლ-----------–---–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული ლა–--–---------ე

მამის სახელი: აკ---

დაბადების თარიღი: 0--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. წყალტუბო, 9-------–-------------

 

ადვოკატი - ნუ-------------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ( ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით,რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171170419002

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 03:20 საათზე, ქალაქ ბათუმში, ჰ. აბ-–---ს ქუჩა N--ის მიმდებარედ განთავსებული შპს ,,თ----------ს’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატში (საცავში) უკანონო შეღწევით ლა–--–---------ე, მართლსაწინააღმდეგო მოსაკუთრების მიზნით, ფარულად ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის შესანახი ყუთისა და მასში არსებული ფულადი თანხის დაუფლებას, რითაც შესაძლებელია დაზარალებულ შპს ,,თ----------ს’’ მისდგომოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, რა დროსაც მას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

2.3. მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

 

ლა–--–---------ემ სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

2.4. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია უდავო მტკიცებულებებით: მოწმეების ამ----------–----ის, არ---–-------------ის, ლა–--------ის და ამ----------–----ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლა–--–---------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით,რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

 

3.სამართლებრივი შეფასება

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მცდელობა, საცავში შეღწევით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია,განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი; მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაული, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

3.4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შესაძლო ზიანს შეადგენდა თანხა, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა 150 ლარიან ნიშნულს;

უდავო მტკიცებულებებით - პოლიციის თანამშრომელთა - ლა–--------ის, ირ---–-------–--ის, ამ----------–----ის, ამ----------–----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ლა–--–---------ეს ქ. ბათუმში ჰა----------–--ის ქ. #--თან, დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს და დააკავეს; მისი პირადი ჩხრეკის დროს სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა სხვადასხვა კუპიურებით სხვადასხვა ადგილზე შენახული თანხა - 790 ლარი, მოყავისფრო საფულე მასში მოთავსებული 1280 ლარით და ტანთცმული სპორტული შარვლის ჯიბიდან - 2560 ლარი;

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

3.6. სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ლა–--–---------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - შპს "თ----------ს’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საცავში უკანონოდ შეღწევით და ფულის შესანახი ყუთის და მასში არსებული იფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების მცდელობით, რითაც შესაძლოა დაზარალებულს მიდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული ლა–--–---------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ლა–--–---------ის მიერ ჩადენილი ქმედება მისი წარსულის მახასიათებლების გათვალისწინებით არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი, რადგან მხედველობაშია მისაღები, რომ იგი ბოლოს გასამართლებულია 2019 წლის 14 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 14 მაისიდან; განაჩენი არ გასაჩივრებულა და ამ დროისთვის გადაწყვეტილება საბოლოოა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილის დანაწესის თანახმად ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზ/მითითებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული დანაწესი;

 

ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ლასა შვანგიორაძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ლა–--–---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას წინა განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი; სასჯელის ვადის ათვლა კი უნდა დაეწყოს ამავე საქმეზე დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან; აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საკეტის გულა, შპს „თ----------ს” კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, სურათი, ორი ბარათი ორი ქაღალდის ჩამონაჭერი, ფოლგის ხვიარა და ფულადი თანხა 1280 ლარი, ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის მიმღები კასეტა - ყუთი და მასში არსებული ფულადი თანხა 790 ლარის ოდენობით, ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სიგარეტის ნამწვავი, სალფეთქი მასზე არსებული წითელი ლაქებით, ლითონის დეტალი, სიგარეტის კოლოფი მასში არსებული სიგარეტის ღერებით, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი მასში არსებული სიმბარათით, შავი ფერის ტყავის ყუთი მასში არსებული ფოლგის და მეტალის ფირფიტებით, ფულადი თანხა 2560 ლარი; ლა–--–---------ის ნერწყვის ნიმუში, ლა–--–---------ისაგან ამოღებული ტანისამოსი, ქუდი და ფეხსაცმელი, რომლებიც ცალ ცალკე დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში;

ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ლა–--–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ლა–--–---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლა–--–---------ეს სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ლა–--–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან.

 

მსჯავრდებულ ლა–--–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ნივთიერი მტკიცებულება - სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საკეტის გულა, შპს „თ----------ს” კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში - ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, სურათი, ორი ბარათი ორი ქაღალდის ჩამონაჭერი, ფოლგის ხვიარა და ფულადი თანხა 1280 ლარი, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად - ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის მიმღები კასეტა - ყუთი და მასში არსებული ფულადი თანხა 790 ლარის ოდენობით, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად - ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სიგარეტის ნამწვავი, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სალფეთქი მასზე არსებული წითელი ლაქებით, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ლითონის დეტალი დალუქული ერთ პაკეტად გაგზავნილია ექსპერტიზისათვის, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სიგარეტის კოლოფი მასში არსებული სიგარეტის ღერებით, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი მასში არსებული სიმბარათით, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის ტყავის ყუთი მასში არსებული ფოლგის და მეტალის ფირფიტებით, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა 2560 ლარი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, ხოლო ლა–--–---------ის ხელის კვლების ნიმუში ინახება ელექტრონულ კაქთოთეკაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--–---------ისაგან ამოღებული ტანიასამოსი, ქუდი და ფეხსაცმელი, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად F-------- ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე