გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7938-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი 2019 წელი თბ--–---
შესავალი ნაწილი
თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე შპს „ე-–--ი“
წარმომადგენელი პა------–---–----ე, კა-----–-------ი
მოპასუხე ააიპ „ქ. თბ--–-------------–-------------ი“
წარმომადგენელი გი----------------–-–---–ი
მესამე პირი ააიპ ,,თბ--–----------–------------------------------------ო"
წარმომადგენელი ეთ-------------–---–ი, პა-----------ა, კა----------ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ააიპ „ქ. თბ--–-------------–-------------ი“
შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს „ე-–--ი“
დავის საგანი უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
პირვანდელი სარჩელის ავტორის სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“, შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 7683.25 ლარის გადახდა.
1.2. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“, შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხა - 1897 ლარი.
1.3. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“, შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 511 ლარის გადახდა;
სარჩელის მიხედვით, 20---–-–-----------------ს მოსარჩელესა და ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 247 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო 20---–-–-------------ოს ააიპ „თბ--–----------–------------------------------------ოს“ მიერ გამოცხადებული პროცედურა, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.
ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 247 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 20---–-–-----------------დან 20---–-–---------------ის ჩათვლით. 20---–-–----------------ის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 1897 ლარის ოდენობით.
20---–-–----------------ის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 20---–-–----------რის თვეში გაუწია 7683.25 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა შესაბამისი განცხადებით.
მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით, ასევე განცხადებით მიმართა ააიპ თბ--–----------–------------------------------------ოს. სააგენტოს 20---–-–---------------ის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, ვინაიდან შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად. შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა.
მოსარჩელეს სსიპ „სუ-------------------–------------’’-ს 20---–-–-------------რის წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სუ-------------------–------------’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგ-------------–------–--------ი’’-ს და შპს „ნა--------–--“-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 20---–-–----------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
20---–-–----------------ის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბ--–----------–----–---------------ს ში------------------------------------------–---------------მა 20---–-–----------------–ს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.
1.2. მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში
შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნაა:
შპს „ე-–--ს“, ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 15 880.60 ლარი.
შპს „ე-–--ს“, ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 88.10 ლარი.
შეგებებული სარჩელის მიხედვით, თბ--–----------–------------------------------------ოს მიერ, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების მიზნით, 20---–-–-------------ოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით გამოცხადდა ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა.
გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ე-–--ი’’, რომელთანაც გაფორმდა სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებასა და კვებითი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება 20---–-–-----------------დან 20---–-–---------------ის ჩათვლით პერიოდზე.
შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შპს „ე-–--ს“ გააჩნდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა ყველი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს:
„თითოეული მოწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 52%-ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40 %, მარილი 0,5-1,5 %. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
სა---------–---------------ს 20---–-–-----------–------- დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური რეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, მე-4 მუხლის „ჰ 37“ ქვეპუნქტის თანახმად. ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრად მაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.
სსიპ სუ-------------------–------------დან ში------------------------------------------–---------------ში შემოსული 20---–-–--------------------------- წერილის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავო ფაქტია, რომ შპს „ე-–--ს’’ სა---–-ო ბა-------–ი ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნატურალურ რძეზე, ხოლო რეალურად გამოიყენა აღდგენილ რძეზე დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს თავად ყველის მწარმოებლის „შპს ნა--------–--’’ -ის წერილიც, სადაც „შპს ნა--------–--’’ აღნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდში, ვიდრე ძალაში შევიდოდა მთავრობის ზემოაღნიშნული რეგულაცია, შპს „ე-–--ს“ ამარაგებდა პროდუქტით, რომელსაც წერა „იმერული ყველი’’, თუმცა აღნიშნული პროდუქტიც მზადდებოდა აღდგენილ რძეზე, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს შპს „ე-–--ი’’-ს მიერ შეტანილი პროდუქტის შეუსაბამობას სა---–-ო ბა---------სა და შპს „ე-–--ს“ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან. პროდუქციის მიწოდების სრულ პერიოდზე.
შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე-–--ს“ გააჩნდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა კარაქი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს:
,,თითოეული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (სა---------–---------------ს დადგენილება N1--------–-–----------ლი). შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს“.
სსიპ სუ-------------------–------------დან ქალაქ თბ--–----------–----–---------------ს ში------------------------------------------–---------------ში შემოსული 20---–-–----------------------------–-----–ის თანახმად, წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. აქედან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ შპს „ე-–--ი’’-ს მიერ სა---–-ო ბა---------ში შეტანილი პროდუქტები (ყველი და კარაქი) არ შეესაბამებოდა სა---–-ო ბა---------სა და შპს „ე-–--ს“ შორის კვებით მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. შპს „ე-–--ი’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. აღნიშნულის მიუხედავად, სრულად აუნაზღაურდა მიწოდებული კარაქის და ყველის საფასური. ის, თანხა რაც გადახდილია მოსარჩელის მიერ წარმოადგენს ვალდებულების გარეშე გადახდილს თანხას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად ექვემდებარება დაბრუნებას.
მოსარჩელისთვის, შპს „ე-–--ის“ მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები და მოპასუხე ვალდებულია უკან დაუბრუნოს ვალდებულების გარეშე გადახდილი 15 880.60 ლარი. მასვე უნდა დაეკისროს სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლო 88.10 ლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურება არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად არ წარმოშობილა მომწოდებლის შპს „ე-–--ი’’-სათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც სა---–-ო ბაგა ბაღების მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 20---–-–----------რის თვის კვების მომსახურებაზე შპს „ე-–--თან’’ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება.
შპს „ე-–--ი’’-ს მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შესახებაც სა---–-ო ბაგა-ბაღმა წერილობით აცნობა მიმწოდებელს. ქალაქ თბ--–----------–----–---------------ს ში------------------------------------------–---------------ში სსიპ სუ-------------------–------------დან შემოსული 20---–-–--------------------------- წერილითა და 20---–-–---------------------------–-----–ით დადგინდა, რომ ქა-–--------–----------–----–------ის სა---–-ო ბა---------სა და შპს „ე-–--ს’’ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრები არ იყო დაცული. რითაც შპს „ე-–--ი’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული გახლდათ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.
მოპასუხის მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულება, არ დამდგარა მიღება-ჩაბარების გაფორმების პირობა და გადახდის ვალდებულება, შესაბამისად ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებაც არაა დასაბუთებული რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა უარყო მოთხოვნილი საბანკო განარტის დაკისრების ნაწილშიც და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამორიცხავს საბანკო გარანტიის დაბრუნების ვალდებულებას.
2.2. შპს ,,ე-–--ის“ წარმომადგენელმა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:
მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–--ი’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტების მიწოდების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ე-–--ი’’-ს მიერ კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში მოსარჩელე მხარისათვის მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს.
ქ. თბ--–----------–----–---------------ს ში------------------------------------------–---------------ის 20---–-–----------ის დასკვნით აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება სუ-------------------–------------ს 20---–-–---------------------------–-----–ს, რომლის თანახმად თითქოს შპს „ე-–--ი’’-ს მიერ მიწოდებული კარაქის პარამეტრები არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტის მიმართ დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ სსიპ ,,სუ-------------------–------------’’-ს დასკვნა ეფუძნება 20---–-–----------რის თვეში მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის ეტიკეტს. შესაბამისად, გაუგებარია თუ რის საფუძველზე დგინდება როგორც 20---–-–---------------ს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე 20---–-–------------------------ს თვეებში მიწოდებული კარაქის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი. არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ პასუხობდა ამ სახის პროდუქტისათვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
ქ. თბ--–----------–----–---------------ს ში------------------------------------------–---------------ის დასკვნის თანახმად სამსახურის მიერ შეფასდა წარმოდგენილი კარაქის ეტიკეტი და არა მისი ქიმიური შემადგენლობა და დადგინდა, რომ მისი ეტიკეტი არ შეესაბამებოდა პროდუქტ ,,კარაქისადმი’’ დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს.
საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოპასუხის მხრიდან წარმოებდა მუდმივი მონიტორინგი შპს „ე-–--ი’’-ს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მოწმდებოდა მიწოდებული სურსათის შესაბამისობა სახელშეკრულებო პარამეტრებთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ჩატარებული შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა მიწოდებული კვების პროდუქტების შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნებთან ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით.
მესამე პირი ააიპ ,,თბ--–----------–------------------------------------ო" პირვანდელ სარჩელს არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–-------------ოს ააიპ ,,თბ--–----------–------------------------------------ო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 20---–-–-----------------ს ააიპ ,,თბ--–-------------–-------------სა“ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანია 247 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 62206.95 ლარს.
ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 247 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 20---–-–-----------------დან 20---–-–---------------ის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბ--–------- სა---–-ო ბაგა-ბაღი“ და ააიპ ,,თბ--–----------–------------------------------------ო’’-ს შესაბამისი სამსახურები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1897 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გარიგების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება ( ს.ფ. 17-22);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ. 23-32);
3.1.2. 20---–-–-----------------ს შპს ,,ე-–--ს’’ და ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–--ის’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობაა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (სა---------–---------------ს დადგენილება N1--------–-–----------ლი) განსაზღვრულ მოთხოვნებს.
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ 23-32);
3.1.3. 20---–-–-----------------ს შპს ,,ე-–--ს’’ და ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ,,ე-–--ის’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (სა---------–---------------ს დადგენილება N1--------–-–----------ლი);
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ 23-32);
3.1.4. 20---–-–-----------------ს შპს ,,ე-–--ს’’ და ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 20---–-–-----------------ს გაიცა სს ,,ბაზის ბანკი’’-ს საბანკო გარანტია #BB.14.09/25, სადაც პრინციპალია შპს ,,ე-–--ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 1897 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია (ს.ფ.37);
3.1.5. 20---–-–-----------------ს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 20---–-–----------რის თვეში გაუწია 7683.25 ლარის მომსახურება, რაზეც ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“ წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ 38)
- შედარების აქტი (ს.ფ 39)
3.1.6. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ის“ ადმინისტრაციამ უარი განაცხადა შპს ,,ე-–--თან’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 20---–-–----------რის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ 38)
- შედარების აქტი (ს.ფ 39)
- მიმართვები (ს.ფ 41-44)
3.1.7. თბ--–----------–----–---------------ს ში------------------------------------------–---------------მა ქალ--------–---ს სა---–-ო ბა-------–ი შპს ,,ე-–--ი’’-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა სა---------–----------–------------------------------ს სსიპ სუ-------------------–------------ს.
სა---------–----------–------------------------------ს სსიპ სუ-------------------–------------ს 20---–-–--------------------------- მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა N0------- (ს.ფ 46-47)
3.1.8. სა---------–----------–------------------------------ს სსიპ სუ-------------------–------------ს 20---–-–--------------------------6 მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარმოდგენილი სურსათი კარაქის ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა #09/13126 (ს.ფ 48-50)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს „ე-–--ის“ მიერ მოპასუხეთათვის 20---–-–-----------------ს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, თბ--–----------–----–---------------ს ში------------------------------------------–---------------მა ქალ--------–---ს სა---–-ო ბა---------ში შპს ,,ე-–--ი’’-ს მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა სა---------–----------–------------------------------ს სსიპ სუ-------------------–------------ს. სა---------–----------–------------------------------ს სსიპ სუ-------------------–------------ს 20---–-–--------------------------6 წერილის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე სა---------–---------------ს 20---–-–---------------------- დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ხილა, ნახშირწყლები.“
სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზეა შედგენილი თბ--–----------–----–---------------ს ში------------------------------------------–---------------ის 20---–-–----------ის დასკვნა ქ. თბ--–---ს სა---–-ო ბა---------ის სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. სხვა დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახსაიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა.
ირკვევა, რომ მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან მიმართებით გამოკვლეულია არა უშუალოდ მიწოდებული პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, არამედ ამავე პროდუქციის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
მოსარჩელე შპს ,,ე-–--ის’’ მიერ წარმოდგენილია შპს ,,აგრ-----------–------–-------ის’’ წერილი, სადაც განმარტებულია, რომ 80,0% ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომმა და ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენს 80,0%.
შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხეთა მიერ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნები ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხეთა მიერ მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალ--------–---ს ბაგა ბაღებთან 20---–-–-----------------ს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა #09/13126 (ს.ფ 48-50)
- ქ.თბ--–----------–----–---------------ს ში------------------------------------------–---------------ის 20---–-–----------ის დასკვნა (ს.ფ 137-149)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-–--ის’’ პირვანდელი სარჩელი მოპასუხის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად’
ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 385-ე,405-ე, 417-ე, 418-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 491-ე, 494-ე, 879-ე, 880-ე, 991-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრულია სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, ამ მიზნით კი მათთვის საკვები პროდუქტების მიწოდება.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ 20---–-–-----------------დან 20---–-–---------------ის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე.
მხართა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს ,,ე-–--ის’’ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხის მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი.
ამავდროულად, მოპასუხე ბაგა-ბაღი სადავოდ ხდის მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობას. მოპასუხემ უარი განაცხადა მხოლოდ 20---–-–----------რის თვის მომსახურების ანაზღაურებაზე, თუმცა პროდუქცია ამ თვეშიც მიიღო და მოიხმარა.
20---–-–-----------------ს გაფორმებული ხელშეკრულებების №1 დანართებით (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) განისაზღვრა შპს ,,ე-–--ის’’ მიერ შემსყიდველისთვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებელი.
შპს „ე-–--ის“ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალ--------–---ს ბაგა-ბაღთან 20---–-–-----------------ს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“, ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში, ნაცვლად ნატურალური რძისა დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
სა---------–---------------ს 20---–-–-----------–------- დადგენილებით დამტკიცებულის რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.
საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ე-–--ი’’-ს მიერ მიწოდებული პროდუქტი ,,იმერული’’ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი ადგენს გარკვეულ რეგულაციებს ნივთის ნაკლის გამო მყიდველის უფლებების თაობაზე სსკ 491-494-ე მუხლებით. კერძოდ, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ 491-ე მუხლი). ასევე, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი (სსკ 492-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღო მიწოდებული პროდუქცია, გამოიყენა და მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის ბოლო თვეს განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან და უარი განაცხადა დეკემბრის თვის მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ის ნაკლი, რაც დეკემბერში დააფიქსირა მყიდველმა დატანილია პროდუქციის ეტიკეტზე შესაბამისად მისი დაფიქსირება შესაძლებელი იყო ხელშეკრულების მოქმედების პირველივე ეტაპზე, რაც მყიდველს მისცემდა შესაძლებლობას გამოეყენებინა 352-ე, 405-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები - იმთავითვე მოეშალა ხელშეკრულება, ან მიეცა გამყიდველისათვის დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, რაც ამ შემთხვევაში მყიდველს არ გამოუყენებია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღს მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი.
საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,ე-–--ისთვის’’ ყველის მიმწოდებლის შპს ,,ნა--------–--’’-ის განმარტება, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდის ნაკლიანს და მოპასუხეს გაათავისუფლებს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების სრულად ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მოპასუხის მხრიდან ასევე სადავოა კარაქის მახასიათებლების შეუსაბამობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ბაგა-ბაღთან 20---–-–-----------------ს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ მისი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების 7683.25 ლარის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მხარეთა შორის 201--–-–---------------ერს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. კერძოდ, 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მხრიდან მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვადის გადაცილების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს სახით 1897 ლარის დაკისრების საფუძველს.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგენილია, ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სს ,,ბაზის ბანკის’’ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. განსახილველ შემთხვევაში პირვანდელი სარჩელის მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიას.
სასამართლო განმარტავს, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით, ის ასევე ფარავს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან მოდის წინააღმდეგობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბაღს რაიმე ზიანი არ მისდგომია. შესაბამისად, ბაგა-ბაღი მიღებული საგარანტიო თანხით, კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა ზიანის არარსებობის გამო.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საგარანტიო თანხის მიღებით ბაგა-ბაღი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან პრინციპალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მას რაიმე ფინანსური ზიანი არ განუცდია. რაც შეეხება კომპანია, მას გარანტის მიმართ წარმოეშვა ბენეფიციარისთვის გადახდილი საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით ბაღი 1897 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელე კომპანიის ხარჯზე, შესაბამისად, ბაგა-ბაღს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის პრინციპალისთვის დაბრუნების ვალდებულება.
6.2. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, ვინაიდან მის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულება, რომლის ფარგლებშიც, როგორც შეგებებული მოსარჩელე განმარტავს, მას ვალდებულების გარეშე აქვს გადახდილი თანხა და ეს თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მას, რადგანაც მყიდველის მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული კონდიქციური ვალდებულების წინაპირობების არსებობა (სკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი).
მოცემულ შემთხვევაში უდავოა მყიდველმა მიიღო საქონელი და განკარგა იგი, ხოლო წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ნაკლის არსებობის თაობაზე მის შედავებას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეიძლება, გახდეს საკმარისი შესრულების ნაკლის დადგენისათვის. განვითარებული მსჯელობის შესაბამისად სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებული თანხების უკან დაბრუნების ნაწილში იმ პირობებშიც როდესაც დაკმაყოფილდა ძირითადი მოსარჩელის სარჩელი, რომელიც გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც.
ამდენად, არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. სასამართლო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, შპს „ე-–--ის“ პირვანდელი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 303 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ის“ მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,, ე-–--ი“- ს თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“, შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 7683.25 ლარის გადახდა.
1.2. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“, შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 511 ლარი;
1.3. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“, შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხა - 1897 ლარი.
2. ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ე-–--ის“ მიმართ 15 880.60 ლარის და პირგასამტეხლოს 88.10 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. დაეკისროს ააიპ ,,თბ--–-------------–-------------ს“, შპს ,,ე-–--ი’’-ს სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 303 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი