გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210014449139
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3511-14

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - მ------ ხ----------–---–ი

წარმომადგენელი - ს--–----------–--ე

 

მოპასუხე - რ----- ფ---–--ე, ნ----- ლ---------–---ი, ა------- ვ--------–---–ი, რ--------- ვ--------–---–ი, კ------- გ-------, გ----–- ა------–---–ი, მ----- რ---–---–ი, უ-- ჩ-----–--ე, ნ---- ფ---–---–---, თ------- ა--–--ე, ი----- გ-----–--ე, კ---- ნ------ე, ს-----–--- გ----------ე, დ----- რ-–---ე, თ----- შ----–----ე, ა---------ე

წარმომადგენელი - ნ---- გ------–--ე, რ-----------–-----ე, ვ-----------–-–---–ი

 

დავის საგანი - ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,შ------------“-ის ამხანაგობის წევრთა 2011 წლის 06 მაისის, 19 მაისის და 25 მაისის #1 კრების ოქმები ფართების განაწილების თაობაზე, #7 ბინის ნაწილში.

 

1.2. გაუქმდეს მოპასუხე ა---------ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე: თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მდებარე კორპუსის #7 ბინაზე, ფართი 152.66 კვ.მ., საკადასტრო კოდი #0-------------------------.

 

1.3. მოსარჩელე მ------ ხ----------–---–ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: თბილისი, შ------ის ქ. #20, ბინა #7, საკადასტრო კოდი #0-------------------------, ფართი 152.66 კვ.მ. მესაკუთრედ.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2006 წლის 10 აპრილს, თბილისში შ------ის, იგივე ბ-------–-ს ქ. #20-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "შ------------", რომლის შემადგენლობაში შევიდნენ რ----- ფ---–--ე, კ------- გ-------, ხ------- თ---–--ე, ს------- მ--–--------ი, რ----- და ა------- ვ--------–---–ები, ვ---- ფ------–-–---–ი, მ------ ტ------–---–ი, ზ----- ც----------ე, ი----- ა--------ე და მ-----ა გ--------–---–ი. ამხანაგობის მიზანი იყო შენობის აშენება თბილისში, შ------ის, ახლანდელი ბ-------–-ს ქ. #20-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე წევრები იყვნენ რ----- ვ--------–---–ი და ვ---- ფ------–-–---–ი, რომელთაც შენატანი განახორციელეს უძრავი ქონების სახით და მათ სხვა რაიმე ვალდებულება ფულადი შენატანის სახით აღარ ეკისრებოდათ. დანარჩენ წევრებს წესდების 3.2 პუნქტის საფუძველზე შენატანი უნდა განეხორციელებინათ წესდების შესაბამისად თითოეული მათგანისათვის განსაზღვრული ფართის ოდენობის 40 ლარზე გამრავლებული თანხების ოდენობით ამხანაგობაში შეტანა. შესაბამისად, რ----- ფ---–--ეს, კ------- გ-------ს, ა------- ვ--------–---–ს, ხ------- თ---–--ეს, ს------- მ--–--------ს, მ------ ტ------–---–ს, ზ----- ც----------ეს, ი----- ა--------ესა და მ-----ა გ--------–---–ს ამხანაგობაში უნდა შეეტანათ ფულადი თანხები, რომ მიეღოთ ამხანაგობის 3.2. პუნქტში მითითებული ფართები.

 

2007 წლის 25 ივნისს ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა #3 კრების მიერ დადგინდა, რომ ვინაიდან ზ----- ც----------ე ვერ იხდიდა მშენებლობის თანხებს მან დათმო ამხანაგობისათვის 150.00კვ.მ. ფართი ნ---- ფ---–---–---სათვის გადასაცემად და ზ----- ც----------ის წილზე ამხანაგობაში გაწევრიანდა ნ---- ფ---–---–---. დანარჩენი ფართი კი დაუთმო ამხანაგობას, რა ფართიც მას მისაღები ჰქონდა თანხა რომ შეეტანა ამხანაგობაში წესდების 3.2 პუნქტის საფუძველზე. 2007 წლის 26 ივნისს ნ---- ფ---–---–---სთან გაფორმდა წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება ზუსტად ისეთივე ტექსტით, როგორიც გაფორმებულია მოსარჩელესთან 2007 წლის 17 ივლისს. ამ კრების ოქმის მიუხედავად ამხანაგობამ კიდევ იმსჯელა ზ----- ც----------ის წილზე და ამ პირის თაობაზე არსებობს ორი კრების ოქმი 2011 წლის 14 აპრილსა და ამავე წლის 25 მაისს გაფორმებული, რითაც დასტურდება, რომ ზ----- ც----------ე გავიდა ამხანაგობიდან და მისი უფლებამონაცვლეა მხოლოდ ნ---- ფ---–---–---.

 

2007 წლის 28 ივნისს #4 კრების ოქმით დადგინდა, რომ ამხანაგობის წევრის მ-----ა გ--------–---–ის წილს ეს უკანასკნელი დაუთმობდა ამხანაგობას, ხოლო ამხანაგობა ამ წილს გაასხვისებდა უ-- ჩ-----–--ეზე. შესაბამისად, ამ დროიდან უკვე მ-----ა გ--------–---–ი აღარ არის ამხანაგობის წევრი და მისი უფლებამონაცვლეა უ-- ჩ-----–--ე.

2009 წლის 3 აპრილს ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების მიერ მიღებული #7 ოქმით დადგინდა, რომ ამხანაგობის წევრი მ------ ტ------–---–ი გადიოდა ამხანაგობიდან და მის ნაცვლად მის წილზე ამხანაგობაში შედიოდა მ----- რ---–---–ი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, ზუსტად ისეთივე შინაარსის, როგორიც გაფორმებულია მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის. შესაბამისად ამ დღიდან ამხანაგობის წევრი გახდა მ----- რ---–---–ი.

 

2007 წლის 7 აგვისტოს ამხანაგობის დამფუძნებელ #7 კრებაზე გადაწყდა, რომ ი----- ა--------ის 100 კვ.მ. ფართის ნაწილი დაბრუნებოდა ამხანაგობას გ----–- ა------–---–ზე გადასაცემად, ხოლო დანარჩენი წილი კომერციულ ფართსა და ავტოფარეხის ნაწილზე გადაეცა ამხანაგობას. გ----–- ა------–---–სა და ამხანაგობას შორის გაფორმებულია სწორედ იმავე ტექსტისა და შინაარსის ხელშეკრულება, როგორიც გაფორმებულია მოსარჩელესთან. ი----- ა--------ის ამხანაგობიდან გასვლა გაფორმებულია მითითებული დოკუმენტების საფუძველზე და ამხანაგობაში მის უფლებამონაცვლედ დარჩა გ----–- ა------–---–ი.

 

2010 წლის 16 დეკემბერს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის ვ---- ფ------–-–---–ისაგან გ----–- ა------–---–მა ასევე შეიძინა 18 კვ.მ. ფართი ავტოსადგომი, რაზეც გაფორმებულია ხელშეკრულებაც. 2010 წლის 14 აპრილს ამხანაგობას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება წილის უფლების გასხვისების თაობაზე ს-----–--- გ----------ესთან, რაზეც ზედმიწევნით ისეთივე შინაარსის ხელშეკრულებაა შედგენილი მხარეთა შორის, როგორიც მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ს-----–--- გ----------ე გახდა ამხანაგობის წევრი.

 

2009 წლის 8 აპრილს ნოტარიულად გაფორმებული წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად რ----- ფ---–--ემ მთელი თავისი კუთვნილი წილი, რომელიც მას მიეკუთვნა 2006 წლის 10 აპრილის სადამფუძნებლო ხელშეკრულების 3.2. პუნქტის საფუძველზე გადაუფორმა კ---- ნ------ეს. ამ უკანასკნელმა შემდეგ 150.00 კვ.მ. ოდენობის კომერციულ ფართზე უარი განაცხადა ამხანაგობის სასარგებლოდ, რის შემდეგაც ამხანაგობიდან რ----- ფ---–--ემ საკუთარ თავთან დადო გარიგება და თავის სახელზე გაიფორმა კომერციული ფართი 195.00 კვ.მ.-ს ოდენობით. რ----- ფ---–--ემ 2010 წლის 08 ოქტომბერს თავის სახელზე გაფორმებული კომერციული ფართი რამდენიმე დღეში, 2010 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებით დაუთმო დ----- რ-–---ეს, რომელიც გახდა ამხანაგობაში რ----- ფ---–--ის წილის უფლებამონაცვლე კ---- ნ------ესთან ერთად.

 

2010 წლის 22 ოქტომბერს ხელშეკრულებაა შედგენილი ამხანაგობასა, რომელსაც წარმოადგენდა ყველა ხელშეკრულების შედგენის დროს რ----- ფ---–--ეს და არასრულწლოვან თ----- შ----–----ის დედის ე-----------ს შორის, რითაც თ----- შ----–----ე გახდა ამხანაგობის წევრი.

 

2010 წლის 23 დეკემბერს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრთა კრებაზე გადაწყდა კ------- გ-------სათვის ფართის გადაცემისა და დარჩენილ ფართზე დამატების საკითხი. მას ამხანაგობის დაფუძნების აქტის 3.2 პუნქტის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა მიეღო 250კვ.მ. საცხოვრებელი შავი კარკასი. თუმცა ვინაიდან კ------- გ------- ვერ იხდიდა ამხანაგობაში შენატანის სახით თანხებს მის მიერ 160.00 კვ.მ. ფართზე დათმობილი იქნა წილის უფლება ამხანაგობისათვის 2007 წლის 17 ივლისს, რომელი წილის უფლებაც გადაეცა მ------ ხ----------–---–ს ანუ მოსარჩელე მხარეს, მაგრამ 2010 წლის 23 დეკემბერს ამხანაგობამ ისევ დაადგინა, რომ კ------- გ-------ს დამატებოდა ამხანაგობის კუთვნილი ფართებიდან წილი და მას წილი განესაზღვრა ნაცვლად დარჩენილი 90 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა 235.00 კვ.მ. ფართითა და 18 კვ.მ. ავტოფარეხის ფართის ოდენობით.

 

2008 წლის 08 თებერვალს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრთა კრების #1 ოქმის შესაბამისად დადგინდა, რომ ვინაიდან ამხანაგობის წევრები ს------- მ--–--------ი და ხ------- თ---–--ე ვერ იხდიდნენ ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულების 3.2 პუნქტით დადგენილ შესაბამის თანხებს, ისინი თმობდნენ თავიანთ წილებს და გადიოდნენ ამხანაგობიდან. შესაბამისად ამხანაგობაში მათი კუთვნილი წილი ორივე წევრისა ერთიანად შეადგენდა 250.00 კვ.მ.-ს, ხოლო თითოეულისა ცალ-ცალკე შეადგენდა 125.00 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს და 18 კვ.მ. ოდენობის ავტოფარეხს, უნდა გადაცემოდა შპს "შ----ის," რომელმაც მოგვიანებით ვერ შეძლო თანხების შეტანა ამხანაგობაში და მანაც დატოვა ამხანაგობა, ხოლო ხ------- თ---–--ისა და ს------- მ--–--------ის წილები დარჩა ამხანაგობას და ამ დარჩენილ წილებზე მოგვიანებით რ----- ფ---–--ემ გააფორმა ხელშეკრულება სხვა პირებთან. საგულისხმო ფაქტია, რომ 2008 წლის 8 თებერვლის დამფუძნებელი კრების #1 ოქმის შედგენიდან ამხანაგობის წევრებად აღარ ითვლებოდნენ უკვე ხ------- თ---–--ე და ს------- მ--–--------ი, რა დროიდანაც რამდენიმე თვეში, 2008 წლის დეკემბერში ხ------- თ---–--ე გარდაიცვალა. ხ------- თ---–--ეს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ჰქონია თავისი სამომავლო უფლება და ეს უფლება უკანონოდ დაირეგისტრირა მისი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მისმა დედამ და ხ------- თ---–--ის არასრულწლოვანი შვილის ა---------ის ბებიამ ი----- თ--–-----ემ.

 

მოსარჩელე მ------ ხ----------–---–ს ამხანაგობის წევრების წარმომადგენელ რ----- ფ---–--ესთან ხელშეკრულება წილის უფლების თაობაზე გაფორმებული აქვს ისეთივე წესით, როგორადაც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დარეგისტრირებამდე სხვა წევრებს ჰქონდათ გაფორმებული. უფრო მეტიც, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ 2007 წლის 17 ივლისს შედგენილი კრების ოქმი #6 ამავე დღეს გაფორმებული წილის უფლების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ტექსტი სწორედ ისეთივე შინაარსისაა, როგორადაც ამხანაგობის წევრები, წარმოდგენილნი ამავე ამხანაგობის თავმჯდომარე რ----- ფ---–--ის სახით, აფორმებდნენ სხვა მოპასუხეებთან ხელშეკრულებებსა და კრების ოქმებს. თუმცა ერთი განსხვავებით, რომ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა, რომელიც შეადგენს 40 000 აშშ დოლარს არ არის სწორად მითითებული და მოსარჩელეს ბინის მისაღებად გადახდილი აქვს 80 000 აშშ დოლარი, რომელიც გადანაწილებული იქნა თავად წილის უფლების დათმობის ხელშეკრულებასა და სესხის ხელშეკრულებაში. სესხის ხელშეკრულება დადებულია მ------ ხ----------–---–სა და ფიზიკურ პირ რ----- ფ---–--ეს შორის, იმის საგარანტიოდ, რომ თუ შენობა ვერ აშენდებოდა წინასწარ გადახდილი სრული თანხებიდან ნაწილის ამოღება მაინც შეძლებოდა მ------ ხ----------–---–ს თავად რ----- ფ---–--ისაგან. თუმცა მ------ ხ----------–---–მაც კარგად უწყოდა და რ----- ფ---–--ემაც, რომ მ------ ხ----------–---–ს გადახდილი აქვს 80 000 აშშ დოლარი სრულად და იგი რ----- ფ---–--ემ მოახმარა ამხანაგობა "შ------------"-ის მშენებლობის განხორციელების დაფინანსებას. სადავო არ არის და ყველა მოპასუხე დაადასტურებს, რომ სადავო ფართი მდებარე IV სართულზე, 160 კვ.მ. ოდენობით არის მ------ ხ----------–---–ის მფლობელობაში ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოდან. მოპასუხეებს შედგენილი აქვთ ასევე წერილობით დადასტურება იმ ფაქტისა,რომ მოსარჩელეს მფლობელობაშია ბინა. სადავო არ არის ასევე ის ფაქტი, რომ მასთან დადებულია ხელშეკრულება ფართის გადაცემის თაობაზე, რისთვისაც მ------ ხ----------–---–ის მიერ გადახდილია სრულად თანხები ამხანაგობის წარმომადგენელსა და ამხანაგობის წევრების მიერ ამხანაგობის თავმჯდომარედ დანიშნულ პირთან რ----- ფ---–--ესთან და მათ ეს თანხები მოხმარებული აქვთ ამ ამხანაგობის მშენებლობის დაფინანსებისათვის. შესაბამისად მოსარჩელეს რაიმე შესასრულებელი ვალდებულება არ ჰქონია ამხანაგობის წინაშე და მოსარჩელეს დარჩა უფლება მოეთხოვა ამხანაგობის წევრებისათვის მისთვის საკუთრებად დაერეგისტრირებინათ ის ბინა, რომელიც მას გადასცა ამხანაგობას მფლობელობაში, რის საპირისპიროდაც ამხანაგობას ჰქონდა ვალდებულება მ------ ხ----------–---–ისათვის გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ანუ 160 კვ.მ. ფართი საცხოვრებელი ბინა არა მხოლოდ მფლობელობაში, არამედ საკუთრებაშიც.

მიუხედავად ამისა 2011 წლის 6 მაისს ამხანაგობის წევრებს, რომლებიც დასახელებულნი არიან მოპასუხე მხარედ, გარდა ვ---- ფ------–-–---–ისა, რომლის მემკვიდრეა რ--------- ვ--------–---–ი და რომელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება: რ----- ფ---–--ე, რ----- ვ--------–---–ი, ვ---- ფ------–-–---–ი, ა------- ვ--------–---–ი, ნ----- ლ---------–---ი, გ----–- ა------–---–ი, მ----- რ---–---–ი, უ-- ჩ-----–--ე, ნ---- ფ---–---–---, წარმოდგენილი მ------------–--ს სახით, თ------- ა--–--ე, ი----- გ-----–--ე, კ------- გ-------, კ---- ნ------ე, ს-----–--- გ----------ე, თ----- შ----–----ე, დ----- რ-–---ისა და არასრულწლოვანი ა---------ის წარმომადგენელი ი----- თ--–-----ის მონაწილეობით, შეუდგენიათ კრების ოქმი #1, რითაც IV სართულზე არსებული და მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ბინა გადაუციათ ამხანაგობიდან გასული, ამხანაგობისათვის არცერთი თეთრის გადამხდელი პირის და გარდაცვლილი ყოფილი წევრის ხ------- თ---–--ის არასრულწლოვანი შვილისა და მემკვიდრის ა---------ისათვის.

 

2011 წლის 06 მაისის კრების ოქმში #7 ბინის მოცულობად მითითებულია 164.13 კვ.მ. ფართი. ამხანაგობის წევრთა იმავე შემადგენლობას 2011 წლის 06 მაისიდან რამდენიმე დღეში, 19 მაისს ასევე შეუდგენიათ #1 ოქმი, სადაც IV სართულზე მდებარე მ------ ხ----------–---–ის მფლობელობაში არსებული #7 ბინის ფართად მიეთითება 85.53 კვ.მ. და ამ მოცულობის ფართი #7 ბინად არის გაფორმებული და მის მესაკუთრედ ასევე მითითებულია ა---------ე. ხოლო რაგინდ გასაკვირიც უნდა იყოს ამავე ამხანაგობის ამავე შემადგენლობას უკვე 2011 წლის 25 მაისს შედგენილი აქვს ასევე #1 კრების ოქმი, ისევ ნუმერაციით #1, სადაც V სართულზე მდებარე #7 ბინის ფართი განისაზღვრა 129.91 კვ.მ. საცხოვრებელი და 22.75 კვ.მ. საზაფხულო ფართის, რაც ერთობლიობაში შეადგენდა 152.66 კვ.მ.-ს, რომელი კრების ოქმითაც დარეგისტრირდა უკვე მოპასუხეთა სახელზე უძრავი ქონება და ამ კრების ოქმითაც #7 ბინის მესაკუთრედ სრულიად უკანონოდ და მოსარჩელის უფლებების უხეში ხელყოფის ხარჯზე, მიეთითება ა---------ე.

ყველა მოპასუხე ამხანაგობის წევრმა ამხანაგობიდან მისაღები ფართები დაირეგისტრირა საკუთრების უფლებით საბოლოო 2011 წლის 25 მაისის No1 კრების ოქმით. მათ შორის უძრავი ქონება #7 ბინის სახით დარეგისტრირდა ა---------ის სახელზეც, რაშიც არც მას, არც მის გარდაცვლილ დედას და არც მის მეურვედ განსაზღვულ ი----- თ--–-----ეს არაფერი გადაუხდიათ. ა---------ის ამ კრების ოქმში დაფიქსირება როგორც შემდგომ გაირკვა მოხდა იმის გამო, რომ რ----- ფ---–--ე როგორც ა---------ის მამის ბიძაშვილი ენდობოდა ა---------ის ბებიას, რომელსაც სხვა მისამართზე სთავაზობდა ბინას, ოღონდაც მოეხსნა მის მიერ 2011 წლის მაისამდე უკანონოდ დარეგისტრირებული სამომავლო საკუთრების სანივთო უფლება, რომელიც მან განახორციელა შვილის გარდაცვალების შემდგომ 2010 წლის 27 ოქტომბერს, განაცხადის რეგისტრაციის ნომრით 882010843134. ფაქტიურად ამხანაგობის წევრები და თავად ამხანაგობის თავმჯდომარე აღმოჩნდნენ დაშანტაჟებული ი----- თ--–-----ის მიერ გაკეთებული სანივთო ჩანაწერის გამო, რომელმაც ისე დაარეგისტრირა სანივთო უფლება 2010 წლის 27 ოქტომბერს, რომ არ უკითხავს მის გარდაცვლილ შვილს ჰქონდა თუ არა რაიმე ვალდებულება შესრულებული ამხანაგობის წინაშე და მის მიერ განხორციელებული ქმედება შეესაბამებოდა თუ არა ამხანაგობის მიერ წარმოებულ დოკუმენტაციას, ან კიდევ მის მიერ ფულადი თანხები შეტანილი იყო თუ არა ამხანაგობაში. ხ------- თ---–--ის გარდაცვალებამდე 2008 წლის დეკემბრამდე თბილისში, ბ-------–-ს ქ. #20-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია 0-------------- არ არსებობდა წინასწარი ჩანაწერი, რითაც ხ------- თ---–--ეს ეკუთვნოდა სამომავლო წილის უფლებით ამხანაგობიდან რაიმე ოდენობის ფართი, ვინაიდან თავად უკეთ უწყოდა, რომ თუ ვერ შეასრულებდა ამხანაგობაში შენატანს უნდა გასულიყო ამხანაგობიდან, რათა ამხანაგობის მიზნებისათვის ხელი არ შეეშალა და მის მაგივრად სხვა დააფინანსებდა ამხანაგობის მშენებლობას, რომელიც დაიკავებდა მის ადგილს ამხანაგობაში. მისი გარდაცვალებისა და არასრულწოვანი ა---------ის მზრუნველად ი----- თ--–-----ის დანიშვნიდან რამდენიმე ხანში, კერძოდ კი 2010 წლის 10 ოქტომბერს ი----- თ--–-----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. კერძოდ მოითხოვა 2006 წლის 10 აპრილს ამხანაგობის დაფუძნების აქტის შესაბამისად ხ------- თ---–--ისათვის გადასაცემ ფართზე სამომავლო უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, ანუ ამხანაგობის მიწის ნაკვეთზე, რაც დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის მხრიდან და გაკეთდა წინასწარი ჩანაწერი მიწის ნაკვეთზე. ვინაიდან ი----- თ--–-----ის ან რ----- ფ---–--ის მიერ არ იქნა წარდგენილი ხ------- თ---–--ის ამხანაგობიდან გასვლის დოკუმენტი და ის ფაქტი არ იქნა გაჟღერებული, რომ ხ------- თ---–--ეს გარდაცვალებამდე უკვე რამდენიმე ხნით ადრე დათმობილი ჰქონდა თავისი უფლება ამხანაგობისათვის და გასული იყო ამხანაგობიდან, შესაბამისად ამ კრების ოქმის საჯარო რეესტრში წარუდგენლობამ გამოიწვია ის, რომ ი----- თ--–-----ემ მოახერხა და სრულიად დაუმსახურებლად და უკანონო დაარეგისტრირა უკვე არარსებული უფლება, რომელიც მის გარდაცვლილ შვილს აღარ ეკუთვნოდა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე. შესაბამისად, არარსებულ უფლებაზე ვერ გაიხსნებოდა სამკვიდრო. მიუხედავად ამ ფაქტისა, ი----- თ--–-----ემ მოახერხა და გააკეთა ჩანაწერი, რასაც უნდა შეწინააღმდეგებოდა რ----- ფ---–--ე, რომელიც არის ა---------ის ბიძა და ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია ა---------ისა და მისი ბებიის ი----- თ--–-----ის წინააღმდეგ, და ამით ისარგებლა ი----- თ--–-----ემ და რადგან უკვე სანივთო უფლება იყო დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ვერცერთი მოპასუხე ამხანაგობის წევრი ვერ დაირეგისტრირებდა თავის საკუთრებაში მათთვის განკუთვნილ ფართებს, ვიდრე ი----- თ--–-----ე არ მოუწერდა ხელს და არ გათავისუფლდებოდა სანივთო უფლებისაგან უძრავ ქონებას, წინააღმდეგ შემთხვევაში რ----- ფ---–--ეს დავა უნდა წამოეწყო ა---------ის წინააღმდეგ სასამართლოში და სასამართლოს მეშვეობით გაეთავისუფლებინა ა---------ის სამომავლო უფლებისაგან უძრავი ქონება. რ----- ფ---–--ის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მისივე განმარტებით იყო დროებითი და მისი აზრით ი----- თ--–-----ე დამშ----ებული რომ ყოფილიყო, რომ არასრულწლოვან ნათესავს ა---------ეს არ დატოვებდა ფართის გარეშე და მაინც აჩუქებდა ბინას, ა---------ეზე დროებით გააფორმებდა მ------ ხ----------–---–ისათვის გადაცემულ სადავო ბინას, რის შემდეგაც ა---------ისათვის გადასაცემ 125 კვ.მ.-ს ნაცვლად ი----- თ--–-----ეს გადასცემდა 130.00 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ ბინას ბ-------–-ს ქ. #36-ში, სადაც ასევე იყო ამხანაგობსი თავმჯდომარე და წილსი მფლობელი, რის შესაბამისადაც ა---------ის საკუთრებიდან მ------ ხ----------–---–ზე გადმოაფორმებდა სადავო ბინას. მიუხედავად იმისა, რომ ი----- თ--–-----ესთან გაფორმებული იქნა რ----- ფ---–--ის მითითებით ბ-------–-ს ქ. #36-ში 130.00 კვ.მ. ფართის ბინა, დღემდე არ თმობს ი----- თ--–-----ე მ------ ხ----------–---–ის ბინას და იმასაც კი მიაღწია, რომ სასამართლოს მეშვეობით გამოსახლების გადაწყვეტილებაც კი არსებობს ამ წლების განმავლობაში. თუმცა მ------ ხ----------–---–მა მიმართა პროკურატურას საკითხის გასარკვევად, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დღეის მდგომარეობითაც მიმდინარეობს გამოძიება. ფაქტიურად ი----- თ--–-----ემ რ----- ფ---–--ე მოატყუა და ისე გააფორმებინა სადავო ბინა, რის შემდეგაც რ----- ფ---–--ემ ვეღარ მიაღწია ამ ბინის დაბრუნებას და მ------ ხ----------–---–ზე გადაფორმება ა---------ისაგან.

 

საინტერესო ფაქტია, ხ------- თ---–--ეს 2006 წლის 10 აპრილის დაფუძნების აქტის 3.2. პუნქტით განესაზღვრა 125.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის გადაცემა. მისი ამხანაგობიდან გასვლისა და გარდაცვალების შემდეგ, იმ ფონზე, რომ მას არ გადაუხდია არცერთი თეთრი ამხანაგობაში, მისმა შვილმა მიიღო 152.66 კვ.მ. #7 ბინაზე საკუთრება, ანუ 125 კვ.მ. ფართზე მეტი ფართით რატომ დააჯილდოვა ამხანაგობამ გაუგებარია და არ გამომდინარეობს არც ამხანაგობის დოკუმენტაციითა და არც კანონმდებლობის შესაბამისად.

მოსარჩელის წარმომადგენმელმა მიუთითა, რომ წინამდებარე სარჩელის საფუძველზე უნდა მოხდეს უკანონო კრების ოქმების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ითხოვს 2011 წლის 6, 19 და 25 მაისის #1 კრების ოქმების იმ ნაწილში ბათილად ცნობას, რომლითაც ამხანაგობის წევრობიდან გასული ხ------- თ---–--ის შვილს ა---------ეს საკუთრებაში გადაეცა #7 ბინა 152.66 კვ.მ. ფართის ოდენობით. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის 6 მაისისა და 19 მაისის კრების ოქმები არ გამხდარა საფუძველი საჯარო რეესტრში სანივთო უფლების დარეგისტრირებისა, ამ ოქმების გადაწყვეტილებანი #7 ბინის ნაწილში უნდა იქნეს ცნობილი ბათილად, ვინაიდან ისინი მიღებულია ამხანაგობის წევრის მ------ ხ----------–---–ის წინააღმდეგ და მისი უფლებების ხელყოფის ხარჯზე და შესაბამისად ამხანაგობას საკუთრება გადაცემული აქვს ისეთი პირისათვის, რომლის წინაშეც ამხანაგობას არ გააჩნდა არანაირი ვალდებულება. ამხანაგობის წევრის კ------- გ-------ს უფლებამონაცვლეს რომ წარმოადგენს კ------- გ-------ს წილის ნაწილზე მ------ ხ----------–---–ი ეს სადავო არ არის და 2007 წლის 17 ივლისის კრების ოქმი ამხანაგობის არცერთ წევრს სადავოდ არ გაუხდია. საუბარია იმაზე, რომ ფაქტიურად კ------- გ-------ს წილიდან ნაწილის უფლებამონაცვლე დადგინდა 2007 წლის 17 ივლისს და ის აღარ შეცვლილა. არც ამხანაგობის რომელიმე წევრს მოუთხოვია მისი ბათილად ცნობა და ის დღემდე ძალაშია. შესაბამისად იმისა, რომ მ------ ხ----------–---–ს თანხები გადახდილი აქვს და ამ ფაქტის დამადასტურებლად მას გადაეცა სადავო ბინის ფართი ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს და ის უწყვეტად ფლობს ამ ფართს 2008 წლიდან დღემდე, სწორედ ამ გარემოებებისა და იმის გამოა, რომ მოსარჩელეს ამხანაგობის წინაშე შესრულებული აქვს ფულადი ვალდებულება და სხვა ვალდებულება მას არ ეკისრებოდა, ესეც დადგენილია.

ამასთანავე მოსარჩელეს რომ ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად ამხანაგობის წინაშე, ამ ფაქტს ადასტურებს თავად რ----- ფ---–--ე მისი დაკითხვის ოქმით სისხლის სამართლის საქმეზე. მოსარჩელის სასარგებლოდ წილის დათმობასა და მის მიერ სადავო ფართის ფლობის ფაქტს ადასტურებენ ასევე მოწმის სახით დაკითხული კ------- გ------- და რ----- ვ--------–---–ი, ხოლო მოწმის სახით დაკითხული ი----- თ--–-----ე აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი არ არის მისი შვილის მიერ გადახდილია თუ არა რაიმე თანხა, ასევე მისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტიც, რომ ხ------- თ---–--ე გასული იყო ამხანაგობიდან, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად მან დაარეგისტრირა სამომავლო უფლება უძრავ ქონებაზე გარდაცვლილი შვილის მემკვიდრის ა---------ის სასარგებლოდ 2010 წლის 27 ოქტომბერს და სრულიად უსამართლოდ სურვილი აქვს დაისაკუთროს #7 ბინა, თანაც უკვე გარემონტებული, რომელშიც არც მის შვილს და არც მას თავად ერთი თეთრი არ აქვს გადახდილი, რაც უსამართლობასთან ერთად უკანონობაცაა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ფაქტიურად 2011 წლის 6, 19 და 25 მაისის კრების ოქმების #7 ბინის ნაწილში ბათილად ცნობისთანავე სასამართლოს წესით ითხოვს გააუქმოს ა---------ეზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი და ცნოს მესაკუთრედ მ------ ხ----------–---–ი თბილისში, ბ-------–-ს ქ. #20-ში მდებარე კოპრპუსის No7 ბინაზე ფართით 152.66 კვ.მ. ოდენობით მესაკუთრედ. საგულისხმო ფაქტია, რომ ბინის ფართი არ არის არც 152.66 კვ.მ. და იგი უფრო მეტი მოცულობისაა და მისი ფართი შეადგენს 158.84 კვ.მ.-ს და არა 152.66 კვ.მ.-ს. ეს დადგენილია სადავო ბინის აზომვითი ნახაზებითა და დასკვნით უძრავი ქონების შეფასების თაობაზე. მიუხედავად ამ გარემოებისა ი----- თ--–-----ე თანახმა იყო მიეღო 2011 წლის 6 მაისის კრების ოქმის შესაბამისად #7 ბინა ფართით 164.13 კვ.მ. მოცულობით, 2011 წლის 19 მაისის კრების ოქმით #7 ბინა უნდა ყოფილიყო 85.83 კვ.მ. ოდენობის ფართით, ხოლო 2011 წლის 25 მაისის კრების ოქმით #7 ბინის ფართი განისაზღვრა 152.66 კვ.მ. ფართით, სინამდვილეში ბინის ფართი შეადგენს კედლების ფართის ჩათვლით 167.00 კვ.მ.-ს ხოლო კედლების გარეშე 158.84 კვ.მ. ფართს. ისმის კითხვა, რომელი კანონის, ან ხელშკრულების საფუძველზე გაუნაწილა ამხანაგობამ მ------ ხ----------–---–ისათვის გადაცემული და მის მფლობელობაში არსებული გარემონტებული სხვა ფართის ბინა და არა 152.66 კვ.მ. ფართის ბინა ა---------ეს? ბუნებრივია საქმე გვაქვს სწორედ იმ გარემოებასთან, რითაც ი----- თ--–-----ის მიერ მიზანმიმართულად გაკეთებულმა არასწორმა ჩანაწერმა ამხანაგობა და მისი წევრები აიძულა შეედგინათ 2011 წლის 6, 19 და 25 მაისის კრების ოქმები, რამაც გამოიწვია მ------ ხ----------–---–ის საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა.

რ----- ფ---–--ემ და ი----- თ--–-----ემ იმისათვის, რომ გაეფორმებინათ სადავო ბინა ა---------ეზე არ წარადგინეს საჯარო რეესტრში 2008 წლის 8 თებერვლის კრების ოქმი, რის საფუძველზეც ამხანაგობიდან გავიდა ს------- მ--–--------ი და მოგვიანებით, 2011 წლის 4 აპრილს, კიდევ ერთხელ დააწერინეს ს------- მ--–--------ს განცხადება ამხანაგობის სახელზე, რის საფუძველზეც თითქოსდა ამხანაგობის წევრებმა ვ---- ფ------–-–---–მა, რ----- ვ--------–---–მა და რ----- ფ---–--ის ხელმოწერით დაადასტურეს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრთა კრების ოქმი 2011 წლის 14 აპრილს ს------- მ--–--------ის გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული პიროვნება ამხანაგობიდან უკვე გასული იყო 2008 წლის 08 თებერვლის კრების ოქმის საფუძველზე, რა დროსაც გავიდა გარდაცვლილი ხ------- თ---–--ეც. 2008 წლის 8 თებერვლის კრების ოქმი რომ გამოეჩინა რ----- ფ---–--ეს, მაშინ გამოჩნდებოდა ხ------- თ---–--ის გასვლის ფაქტი და ამის გამო მოუხდათ ი----- თ--–-----ესა და რ----- ფ---–--ეს ს------- მ--–--------ის თაობაზე დამატებითი დოკუმენტის ხელმეორედ შექმნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა---------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2006 წ.10.04 რომ დაფუძნდა ამხანაგობა ,,შ------------“ აღნიშნული ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები,რომ იყო ამხანაგობა,,შ------------“ დაფუძნების შესახებ 2006 წ. 10.04 სანოტარო აქტი მუხ.3-ში მითითებული პირები აღნიშნული მუხლით განისაზღვრა ასევე დამფუძნებელთა შენატანი ამხანაგობაში და სხვა ვალდებულებები:ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად კი ამხანაგობის წევრებს: ხ------- თ---–--ის, ს------- მ--–--------ის ზ----- ც----------ის, კ------- გ-------ს, რ----- ფ---–--ის, მ------ ტ------–---–ის, ა------- ვ--------–---–ის, ი----- ა--------ის, მ-----ა გ--------–---–ის შენატანი კი ამხანაგობაში შეადგენს სამშენებლო მასალების თანხას მისაღები ფართის რაოდენობისათვის, გამრავლებული 40 ლარზე, ხ------- თ---–--ეს უნდა გადასცემოდა 125კვ.მ საცხოვრებელი თეთრი კარკასი და ავტოფარეხი 18კვ.მ და ა.შ.

 

მოსარჩელის განცხადებით ის დაუკავშირდა ამხანაგობას ბინის შეძენის მიზნით და მას შესთავაზეს 160კვ.მ საცხოვრებელი ფართის გადაცემა 80 000 ა.შ.შ. დოლარის სანაცვლოდ. კ. გ-------ს წილის ნაწილზე 2007 წ. 17 ივლისს შედგა ამხანაგობის დამფუძნებელთა #6 კრება,საიდანაც ჩანს, რომ ამხანაგობის წევრმა კ------- გ-------მ თავისი მისაღები 250კვ.მ საცხოვრებელი ფართიდან დაუთმო ამხანაგობას 160 კვ.მ ფართი რომელიც უნდა გასხვისებულიყო მ------ ხ----------–---–ზე რაც საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება რადგან, 2007 წ.17.07 #6 კრების ოქმის თანახმად (თუ ასეთს მართლა ჰქონდა ადგილი) ხ----------–---–ს უნდა გადასცემოდა კ------- გ-------ს კუთვნილი ფართიდან 160 კვ.მ ფართი ანუ მითითებული #6 კრების ოქმიდან თვალნათლივ სჩანს ფართის მიზნობრივი დათმობა რაც ფაქტიურად არ მომხდარა, რადგან გ-------მ მოგვიანებით სრულად დაირეგისტრირა თავისი კუთვნილი ფართი, ასევე არსად არ არის დაფიქსირებული, რომ 160კვ.მ საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოხდებოდა 80 000 ა.შ.შ. დოლარის სანაცვლოდ როგორც ამის შესახებ სარჩელში ფიქსირდება ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამხანაგობის #6 კრების ოქმიდან თვალნათლივ სჩანს რომ, კ. გ-------მ თავისი კუთვნილი ფართიდან 160 კვ.მ ფართი ამხანაგობისათვის კი არა, არამედ მიზნობრივად მ. ხ----------–---–ის სასარგებლოდ დათმო მაგრამ საქმის მასალებიდან ასევე თვალნათლივ სჩანს, რომ არც აღნიშნული ოქმის და არც სხვა საბუთების საფუძველზე მ.ხ----------–---–ის ამხანაგობაში გაწევრიანება არ მომხდარა, რადგან კანონის ნორმის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში, ბინის მესაკუთრის გარდაცვალების, იურიდიული პირის ლიკვიდაციის, ბინის გასხვისების ან სხვა მიზეზით საკუთრების უფლების შეწყვეტის მომენტიდან შესაბამისი პირის ბინათმესაკუთრეობა, ამხანაგობის წევრობა წყდება ამ პირის სამართალმემკვირე ან ქონების შემძენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან ( საბინაო სამართლის მუხ.19 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა პუნქტი 1;5) შესაბამისად მოსარჩელე მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა ამხანაგობის წევრი თუ ის ანუ მ. ხ----------–---–ი ამხანაგობის წევრად იქნებოდა მიღებული ამხანაგობის წევრთა კრების საფუძველზე, ან ის საკუთრების უფლებით დაირეგისტრირებდა საჯარო რეესტრში გარკვეულ ფართს, რის საფუძველზეც ის ავტომატურად გახდებოდა ამხანაგობის წევრი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად იმის მტკიცება, რომ მ. ხ----------–---–ი იყო შ------------ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. უფრო მეტიც, მ------ ხ----------–---–ი არის არასათანადო მოსარჩელე რადგან მართალია #6 კრების ოქმის საფუძველზე უნდა დადებულიყო კ------- გ-------ს კუთვნილ 160 კვ.მ ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 2007 წლის 17 ივლისს რ----- ფ---–--ესა და მ------ ხ----------–---–ს შორის დადებული იქნა წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება რ----- ფ---–--ის კუთვნილ ფართზე, რის საფუძველზეც რ----- ფ---–--ემ თავისი კუთვნილი წილიდან 160 კვ.მ ფართზე წილის უფლება მშენებარე კორპუსში შ------ის ქ. # 20 გადასცა მ------ ხ----------–---–ს. აღნიშნული ხელშეკრულებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ რ----- ფ---–--ემ როგორც წილის უფლების გამყიდველმა მიჰყიდა მისი კუთვნილი წილის უფლება თბილისში შ------ის ქ. # 20-ში მშენებარე კორპუსში ხოლო მ------ ხ----------–---–მა იყიდა აღნიშნული წილის უფლება 160 კვ.მ ფართზე თეთრი კარკასით, გასხვისებული წილის უფლება მხარეთა მიერ შეფასებული იქნა 40 000 ა.შ.შ. დოლარად და არა 80 000 ა.შ.შ. დოლარად, როგორც მიუთითებს მოსარჩელე და სურს თავის პოზიციაში დაარწმუნოს როგორც სასამართლო ასევე მოწინააღმდეგე მხარეები ან მითითებული თანხის გადახდა მოხდებოდა ნაწილ-ნაწილ ან 40 000 აშშ დოლარზე დაიდებოდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად რ----- ფ---–--ეს 40 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა მ------ ხიდირბეგიშბვილისათვის, 2008 წლის მარტის ბოლომდე, მაგრამ აღსანიშნავი და საყურადღებო ფაქტია სწორედ იმ 160 კვ.მ ფართზე წილის უფლება რის საფუძველზეც დღესდღეობით მ.ხ----------–---–მა დღის წესრიგში დააყენა და სადაოდ ხდის მთელ რიგ ამხანაგობის კრების ოქმებს 2007 წლის 17 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული უფლებამოსილება 2010 წელს გაასხვისა ვინმე სოსო ადანაიაზე და აღნიშნულ ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით მხარეთა შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება, რომელიც დავაში გადაიზარდა სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა სადაც დავა მხარეთა შორის მორიგებით დამთავრდა.თვით ,,შ------------“-ს ამხანაგობის თვმჯდომარე რ----- ფ---–--ემ გამოძიების პროცესში გამოძიებისას აღიარა, და როგორც მიუთითებს ხ----------–---–ის თხოვნით 40 000ა.შ.შ. დოლარზე მას უფრო დაცულად, რომ ეგრძნო თვი გააფორმეს სესხის ხელშკერულება (მაგრამ თუ რას გულისხმობს დაცულად ყოფნა ცნებაში გაუგებარია) მაშინ როცა იმავე 2007 წ.17 ივლისს მ------ ხ----------–---–ის მიერ დაწერილი იქნა ხელწერილი, რომ 2008 წლის მარტის ბოლოს 40 000 აშშ დოლარის სესხის გადაუხდელობის გამო მას არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა რ----- ფ---–--ის მიმართ. ამდენად იმის გათვალისწინებით, რომ მ------ ხ----------–---–ს 2010 წლიდან ამხანაგობა შ------თან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს, მოპასუხე თვლის, რომ იგი არის არაუფლებამოსილი პირი და არასათანადო მოსარჩელე.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ვერ დაეთანხმება მოსარჩელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ #7 ბინის მესაკუთრედ უკანონოდ და მოსარჩელის უფლებების უნეში ხელყოფის ხარჯზე გადაეცა ა-----ეს და ამის გამო პრეტენზია აქვს ა---------ის მიმართ, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მიუღებელია, რადგან ანი ა-----ის კანონიერების უფლება #7 ბინაზე შესწავლილია და დადასტურებულია სასამართლოს სამივე ისტანციის გადაწყვეტილებით, რაზედაც გაიცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება და აღნიშნულის საფუძველზე გაცემულია 2015წ. 13.03-ს სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად, რაც დღეის მდგომარეობით წარმოებაში აქვს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რის საფუძველზეც გამოთხოვილ უნდა იქნას ა---------ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისი, შ------ის ქ. #20-ში, მე-4 სართულზე მდებარე ბინა #7 მ------ ხ----------–---–ის, ნ------- ბ------ის და მ-----– ბ-----ის უკანონო მფლობელობიდან და ა---------ეს ბინა უნდა გადაეცეს გამონთვისუფლებულ მდგომარეობაში ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს და ამხანაგობის წევრები ს------- მ--–--------ი და ხ------- თ---–--ე რომ ვერ იხდიდნენ ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულების 3.2 პუნქტით დადგენილ შესაბამის თანხებს სწორედ ამის გამო ორივე პირმა დათმო წილები 125,00 კვ.მ, 125.00კვ.მ საცხოვრებელი ფართები ერთიანად, რომელმაც შეადგინა 250.00 კვ.მ და 18 კვ.მ ავტოფარეხი და აღნიშნული ფართი უნდა გადაცემოდა შპს,,შ----ის“ წარმომადგენელს მაგრამ იმის გამო, რომ მოგვიანებით აღნიშნული შპს-ს მხრიდან არ მომხდარა თანხების შეტანა ან რა თანხების შეტანაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, როგორც ამას მოსარჩელე აცხადებს იმის გამო, რომ შპს „შ----ის“ წარმომადგენლის ვ-----ის მიერ თანხების შეტანა ამხანაგობაში არ მომხდარა, მანაც დატოვა ამხანაგობა, ხოლო ხ------- თ---–--ისა და ს------- მ--–--------ის წილები დარჩა ამხანაგობას და მითითებულ წილებზე მოგვიანებით რ----- ფ---–--ემ გააფორმა ხელშეკრულება სხვა პირებთან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან აღნიშნულის დამადასტურებლად არანაირი საბუთი არ მოიპოვება, ხოლო ის 2008 წლის 8 თებერვალს არანაირი კრების ჩატარებას ადგილი არ ჰქონია ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ოქმი არსად არ ფიქსირდება და რაიმე სამართლებლივი შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, შპს,,შ----ის“ წარმომადგენლის ი-----–--------ის განცხადებით (ვის სასარგებლოდაც თითქოსდა დათმეს მ--–--------მა და თ---–--ემ თავ-თვიანთი კუთვნილი წილები) როგორც ზ. აღინიშნა ის ამხანაგობის კრებას არ დასწრებია, მაშინ როცა კრების ოქმში პირიქით ფიქსირდება თითქოსდა ი. ვ-----ე ესწრებოდა კრებას, არ მომხდარა მისი ამხანაგობაში გაწევრიანება, არც ფართის მიღებასთნ დაკავშირებით არ ჰქონია არანაირი მოლაპარაკება და არანაირ საბუთზე მას ხელი არ მოუწერია, აღნიშნულ ამხანაგობის ხელმძღვანელობასთან და წევრებთნ არანირი არც ნაცნობობა და არც შეხება არ ჰქონია, მაშინ როცა ასევე მოსარჩელე ვერც იმაზე მიუთითებს თუ ვისთნ გააფორმა რ----- ფ---–--ემ თ---–--ისა და მ--–--------ის კუთვნილ წილებზე ახალი ხელშეკრულებები ამხანაგობა ,,შ-----------“-ის კრების 2011 წლის 25.05-ს #1 ოქმის თანახმად, რომელიც ჩატარდა დღის წესრიგით ამხანაგობა ,,შ------------“-ის წევრების დაზუსტების ასევე 2006 წლის 10 აპრილს ამხანაგობის დაფუძნების სანოტარო აქტის მე-6-ე მუხლის 6.1; 6.3; 6.4 პუნქტების თანახმად მოეხდინათ ამხანაგობის წევრებს შორის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (მ.შ. ავტოსადგომების) განაწილება ამხანაგობის თვმჯდომარის მიერ წარმოდგენილი დამტკიცებული პროექტისა და დამოწმებული სანოტარო აქტების შესაბამისად 2006 წლის 10 აპრილს ამხანაგობის დაფუძნების სანოტარო აქტის მეორე მუხლის 2.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად საჯარო რეესტრში წარდგენის მიზნით.

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ აღნიშნულ კრებაზე ა---------ე მიწვეული იქნა და იგი კრებას ესწრებოდა როგორ ამხანაგობის წევრის ა/წ გარდაცვლილი ხ------- თ---–--ის მემკვიდრე, მაგრამ აღნიშნულ 2011 წ.25.05-ს კრების ოქმში არსად არ ფიგურირებს მ------ ხ----------–---–ის ამხანაგობაში გაწევრიანების და არც ამხანაგობის კრების 2008 წლის 08 თებერვლის ოქმი და არც აღნიშნული კრების საფუძველზე მიღებულ გადაწვეტილებებზე რაიმე ინფორმაცია მოიპოვება თუმცა მოსარჩელე მხარე მაინც ცდილობს იმაში დაგვარწმუნოს, რომ თითქოსდა თ---–--ემ და მ--–--------მა აღნ. კრების ოქმის საფუძველზე დათმეს თავთავიანთი კუთვნილი საცხოვრებელი ფართები, 125 კვ.მ 125 კვ.მ ოდენობით მაშინ როცა ასევე საპირისპიროს დამადასტურებელია 2011 წლის 04 აპრილით სანოტარო წესით დამოწმებული ს------- მ--–--------ის განცხადება ამხანაგობიდან გასვლის თაობაზე და წილის უფლების 125 კვ.მ-ზე ამხანაგობაში დათმობის თაობაზე რადგან თუ ს------- მ--–--------მა და თ---–--ემ 2008 წლის 08 თებერვალს მართლა მოახდინეს ფართების დათმობა ისმის კითხვა რამ განაპირობა იგივე სახის მოთხოვნის განცხადება დაეწერა 2011 წლის 04 აპრილს და რატომ არსად არ ფიგურირებს თ---–--ის ფართის დათმობის განცხადება.

ასევე გაუგებარია მოსარჩელის განცხადება იმის შესახებ თითქოსდა 2007 წ. 17.07 - ს მოსარჩელემ წილის უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, შ------ის ქ #20 ში ფართით 160 კვ.მ შეიძინა 109 000 ა.შ.შ. დოლარად თუმცა აღნიშნულის დამადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია მაშინ როცა კანონის ნორმის თანახმად მხარემ საქმის გარემოებები რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სამოქ. საკ. კოდ. 102მუხ. პუნქტ.3). მოცემულ შემთხვევაში კი ხ----------–---–ს ზ/მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. უფრო მეტიც თვდაპირველად მოსარჩელის განცხადებით 160 კვ.მ საცხოვრებელი ფართის გადაცემა უნდა მომხდარიყო 80 000 ა.შ.შ. დოლარის სანაცვლოდ მოგვიანებით კი აცხადებს რომ შ------ის ქ. #20-ში 160 კვ.მ ფართი მან შეიძინა 109 000 ა.შ.შ დოლარად რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. მაშინ როცა 2007 წლის 17 ივლისს წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასით 160 კვ.მ მხარეთა მიერ შეფასებული იქნა 40 000 აშშ დოლარად (იხ.ხელშეკრულება მუხ.3) რაზედაც მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დაიდო 2007 წ. 17.07 -ის წილის უფლების ნასყიობის ხელშეკრულება რ----- ფ---–--ესა და მ------ ხ----------–---–ს შორის თანხა მას უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ამდენად წარმოდგენილი საბუთებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, რომ მოსარჩელეს ამხანაგობის თავმჯდომარეს რ----- ფ---–--ესთან გაფორმებული ჰქონდა თეთრ კარკასზე ხელშეკრულება და გასათვალისწინებული თანხა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით სესხით გათვალისწინებული თანხა რომელიც დადებულია თითქოსდა იმავე 2007წ. 17.07 40 000 ა.შ.შ. დოლარზე ლარებში ურთიერთსაწინააღმდეგოა და ვერ დგინდება კონკრეტულად ხ----------–---–მა თუ რეალურად გამოისყიდა კარკასი რამდენი გადაიხადა? რადგან მითითებული მტკიცებულებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი ანუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება მათ შორის დადებული გარიგების ღირებულება, ასევე რითაც დასტურდება, რომ მითითებული გარიგებები არ დადებულა მათ შორის მოსაჩვენებლად და უფრო მეტიც, მათ შორის დადებულ გარიგებებს არანაირი კავშირი არ აქვს მოპასუხე ა---------ის კუთვნილ საცხოვრებელ ფართთან, ხ----------–---–მა და ფ---–--ემ ურთიერთშორის უნდა გაარკვიონ თუ რა მოხდა მათ შორის და ვის ვისი ვალი აქვს.

2.2. მოპასუხეებმა კ------- გ-------მ, კ---- ნ------ემ, თ------- ა--–--ემ, უ-- ჩ-----–--ემ და გ----–- ა------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ არ არიან ინფორმირებული მ------ ხ----------–---–მა რ----- ფ---–--ეს გადასცა თუ არა თანხა. მოსარჩელე მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და მხოლოდ მ-----ა გ--------–---–ის ხელწერილით ცდილობს მხარე აღნიშნულის დადასტურებას. ასევე სიცრუეა ის გარემოება, რომ მ------ ხ----------–---–ის მიერ გადახდილი თანხა მოხმარდა მშენებლობას, რ----- ფ---–--ეს მშენებლობაზე არ დაუხარჯავს თანხა. თითოეულმა ამხანაგობის წევრმა, რომლებიც არიან მოპასუხეები, საკუთარი თანხებით მოახდინეს მშენებლობის დასრულება და უზრუნველყვეს მისი ექსპლუატაციაში მიღება. მათ რიგებში არასდროს ყოფილა მ------ ხ----------–---–ი, ვინაიდან მას სასამართლო დავები გააჩნდა ა---------ესთან და დაკავებული იყო სხვა პირადი საქმეებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი ამხანაგობის წევრი მოსარჩელეს ფიზიკურად არც კი იცნობს. ასევე, წარმოდგენილი არ არის მისი მხრიდან ამხანოგობისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების სარწმუნო მტკიცებულება.

 

2.3. მოპასუხე ს-----–--- გ----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არის ინფორმირებული მ------ ხ----------–---–მა რ----- ფ---–--ეს გადასცა თუ არა თანხა. მოსარჩელე მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და მხოლოდ მ-----ა გ--------–---–ის ხელწერილით ცდილობს მხარე აღნიშნულის დადასტურებას. ასევე სიცრუეა ის გარემოება, რომ მ------ ხ----------–---–ის მიერ გადახდილი თანხა მოხმარდა მშენებლობას, რ----- ფ---–--ეს მშენებლობაზე არ დაუხარჯავს თანხა. თითოეულმა ამხანაგობის წევრმა, რომლებიც არიან მოპასუხეები, საკუთარი თანხებით მოახდინეს მშენებლობის დასრულება და უზრუნველყვეს მისი ექსპლუატაციაში მიღება. მათ რიგებში არასდროს ყოფილა მ------ ხ----------–---–ი, ვინაიდან მას სასამართლო დავები გააჩნდა ა---------ესთან და დაკავებული იყო სხვა პირადი საქმეებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი ამხანაგობის წევრი მოსარჩელეს ფიზიკურად არც კი იცნობს. ასევე, წარმოდგენილი არ არის მისი მხრიდან ამხანოგობისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების სარწმუნო მტკიცებულება.

2.4. მოპასუხე ნ---- ფ---–---–---მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არის ინფორმირებული მ------ ხ----------–---–მა რ----- ფ---–--ეს გადასცა თუ არა თანხა. მოსარჩელე მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და მხოლოდ მ-----ა გ--------–---–ის ხელწერილით ცდილობს მხარე აღნიშნულის დადასტურებას. ასევე სიცრუეა ის გარემოება, რომ მ------ ხ----------–---–ის მიერ გადახდილი თანხა მოხმარდა მშენებლობას, რ----- ფ---–--ეს მშენებლობაზე არ დაუხარჯავს თანხა. თითოეულმა ამხანაგობის წევრმა, რომლებიც არიან მოპასუხეები, საკუთარი თანხებით მოახდინეს მშენებლობის დასრულება და უზრუნველყვეს მისი ექსპლუატაციაში მიღება. მათ რიგებში არასდროს ყოფილა მ------ ხ----------–---–ი, ვინაიდან მას სასამართლო დავები გააჩნდა ა---------ესთან და დაკავებული იყო სხვა პირადი საქმეებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი ამხანაგობის წევრი მოსარჩელეს ფიზიკურად არც კი იცნობს. ასევე, წარმოდგენილი არ არის მისი მხრიდან ამხანოგობისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების სარწმუნო მტკიცებულება.

 

2.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

2.2.1. მოპასუხე მ------ ხ----------–---–ს მოსარჩელე ა---------ის სასარგებლოდ დაეკისროს, ბინის ქირის საფასურის გადახდა, ყოველთვიური 450 აშშ დოლარის ოდენობით, 2012 წლის მაისიდან 2014 წლის მაისამდე დროის პერიოდზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 10 800 აშშ დოლარს.

2.2.2. მოპასუხე მ------ ხ----------–---–ს მოსარჩელე ა---------ის სასარგებლოდ დაეკისროს, ბინის ქირის საფასურის გადახდა, ყოველთვიური 450 აშშ დოლარის ოდენობით, ბინის გამოთავისუფლებამდე არსებულ პერიოდზე, რაც ერთ წელზე შეადგენს 5400 აშშ დოლარს.

შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2006 წლის 10 აპრილს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა „შ------------". აღნიშნული ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი იყო ა.ა-----ის დედა ა/წ გარდაცვლილი ხ------- თ---–--ე, შესაბამისად ბინა #7 ფართით 152,66კვ.მ ასევე 18კვ.მ ავტოფარეხი არის სამკვიდრო ქონება, რომელიც ა---------ეს საკუთრების უფლებით გადაეცა და საჯარო რეესტრში მის სახელზე დარეგისტრირდა 2012 წლის აპრილის თვის ბოლოს. მიუხედავად ამისა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში შეიჭრა მ.ხ----------–---–ი, რომელიც ამავე მისამართზე არსებულ კორპუსში პრეტენზიას აცხადებდა საცხოვრებელ ფართზე, თუმცა სასამართლოს 2014 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მ. ხ----------–---–მა 2007 წლის 17 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა რ----- ფ---–--ის კუთვნილი წილის უფლება შ------ის ქ. #20 მდებარე მშენებარე კორპუსში ფართით 160კვ.მ ფართი დარეგისტრირება უნდა მოეხდინა ფ---–--ეს თუმცა. რ.ფ---–--ეს მ.ხ----------–---–ის სახელზე ფართი არ დაურეგისტრირებია რის გამოც მ.ხ----------–---–ი უკანონოდ შეიჭრა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს მათ კთვნილ უძრავ ქონებას - ბინას, რითაც ა.ა-----ეს ხელი ეშლება დაეუფლოს თავის კუთვნილ ბინას.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს 2014 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ანა ასანაძის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მაგრამ მ.ხ----------–---–ი მოსარჩელის კუთვნილ ბინას ნებაყოფლობით არ ანთავისუფლებს, პირიქით სხვადასხვა მოტივებით დრო გაჰყავს რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება, ფლობდეს და სარგებლობდეს კუთვნილი ბინით, მაშინ როცა კანონის ნორმების თანახმად მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს კუთვნილი ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, და განკარგოს იგი. აღნიშნულის დამადასტურებელია ის ფაქტი რომ მ.ხ----------–---–მა ერთის მხრივ საქალაქო სასამართლოში დღის წესრიგში დააყენა 2007 წლის 17 ივლისის ოქმიდან, როგორც ხელშეკრულებიდან და 2007 წლის 17 ივლისის წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და ამხანაგობა ,,შ------------ში გადახდილი 80 000 აშშ დოლარის და რემონტზე გახარჯული 40000 აშშ დოლარის ოდენობით ჯამში 120000 აშშ დოლარის დაბრუნებას დამატებული „ზიანი'' მთლიანობაში 189 319 აშშ დოლარს მეორეს მხრივ კი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014წლის 08.01 გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ა---------ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

2.3.1. მოპასუხე მ------ ხ----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ა---------ის დედა ხ------- თ---–--ე იყო ამხანაგობა "შ------------"-ის დამფუძნებელი წევრი, თუმცა იმის გამო, რომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და ვერ შეიტანა ამხანაგობაში შენატანი, მან თავისი წილის უფლება დაუთმო ამხანაგობას და 2008 წლის 8 თებერვალს შედგენილი #1 კრების ოქმის თანახმად ის გასული იყო ამხანაგობიდან მის გარდაცვალებამდე.

 

ა---------ის ბებიას ი----- თ--–-----ის მიერ ამხანაგოობა იქნა პროვოცირებული იმით, რომ მან მოახერხა და სანივთო უფლება დაარეგისტრირა თავისი გარდაცვლილი შვილის უფლებაზე მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა, თუმცა არ წარადგინა 2008 წლის 8 თებერვლის ოქმი, რის გამოც ამ სანივთო უფლების გაუქმებას თუკი ი----- თ--–-----ე თავისით არ გააუქმებდა ესაჭიროებოდა სასამართლო პროცესები და ვინაიდან ამხანაგობის სხვა წევრებმა მოახერხეს და დაარეგისტრირეს თავისი უფლებები ი----- -თ--–-----ის ხელმოწერით მას გაუფორმდა სწორედ სადავო ბინა, თუმცა გაუგებარია 125 კვ.მ. ბინის ღირებულება რომ ვერ გადაიხადა იმიტომ გავიდა ამხანაგობიდან ხ------- თ---–--ე გარდაცვალებამდე და რომელი შენატანის საფუძველზე დასაჩუქრდა მისი მემკვიდრე 152.66 კვ.მ. ფართით.

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მართალია ფორმალურად არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა---------ეს არ მოუპოვებია საკუთრება კანონიერი გზებით, ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების საფუძველზე:

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2006 წლის 10 აპრილს, ხ------- თ---–--ემ, ს------- მ--–--------მა, ზ----- ც----------ემ, კ------- გ-------მ, რ----- ფ---–--ემ, მ------ ტ------–---–მა, ვ---- ფ------–-–---–მა, ა------- ვ--------–---–მა, რ----- ვ--------–---–მა, ი----- ა--------ემ და მ-----ა გ--------–---–მა დააფუძნეს ამხანაგობა ,,შ------------“, რომლის მიზანს წარმოადგენდა, მშენებლობის დაწყებიდან 12 თვეში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება მისამართზე: ქ. თბილისი, შ------ის ქ. #20.

ამხანაგობის დამფუძნებლების ვ---- ფ------–-–---–ის და რ----- ვ--------–---–ის შენატანი შეადგენდა მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს მდებარე: თბილისი, საბურთალო, ფართობი 480 კვ.მ.

ამხანაგობის წევრების - ხ------- თ---–--ის, ს------- მ--–--------ის, ზ----- ც----------ის, კ------- გ-------ს, რ----- ფ---–--ის, მ------ ტ------–---–ის და ა------- ვ--------–---–ის, ი----- ა--------ის, მ-----ა გ--------–---–ის შენატანი ამხანაგობაში შეადგენდა სამშენებლო მასალების თანხას მისაღები ფართის რაოდენობისთვის, გამრავლებულს 40 ლარზე.

ხელშეკრულების თანახმად, ხ------- თ---–--ეს გადაეცემოდა 125 კვ.მ. საცხოვრებელი თეთრი კარკასი და ავტოფარეხი 18 კვ.მ., ს------- მ--–--------ს გადაეცემოდა 125 კვ.მ. საცხოვრებელი თეთრი კარკასი და ავტოფარეხი 18 კვ.მ. რ----- ვ--------–---–ს გადაეცემოდა 100 კვ.მ. საცხოვრებელი თეთრი კარკასი და ავტოფარეხი 18 კვ.მ. ვ---- ფ------–-–---–ს გადაეცემოდა 100 კვ.მ. საცხოვრებელი თეთრი კარკასი და ავტოფარეხი 18 კვ.მ. მ------ ტ------–---–ს გადაეცემოდა 100 კვ.მ. საცხოვრებელი თეთრი კარკასი და ავტოფარეხი 18 კვ.მ. კ------- გ-------ს გადაეცემოდა 250 კვ.მ. საცხოვრებელი თეთრი კარკასი და ავტოფარეხი 38 კვ.მ. ზ----- ც----------ეს გადაეცემოდა 300 კვ.მ. საცხოვრებელი შავი კარკასი, 100 კვ.მ. კომერციული ფართი და ავტოფარეხი 38 კვ.მ. რ----- ფ---–--ეს გადაეცემოდა 350 კვ.მ. საცხოვრებელი შავი კარკასი, 150 კვ.მ. კომერციული ფართი და ავტოფარეხი 38 კვ.მ. ი----- ა--------ეს გადაეცემოდა 100 კვ.მ. საცხოვრებელი შავი კარკასი, 100 კვ.მ. კომერციული და 38 კვ.მ. ავტოფარეხი, მ-----ა გ--------–---–ს გადაეცემოდა 100 კვ.მ. საცხოვრებელი შავი კარკასი და 38 კვ.მ. ავტოფარეხი.

ამხანაგობის დამფუძნებლებმა ვ---- ფ------–-–---–მა და რ----- ვ--------–---–მა განაცხადეს, რომ ამხანაგობაში მათ შენატანს აფასებენ 100 000 ლარად.

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, თითოეულ მხარეს ერთობლივ საქმიანობაში თავისი წილი უფლება შეეძლო გადაეცა მესამე პირისთვის წილის დათმობის გზით. 5.1 პუნქტის თანახმად, დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობას გაუძღვებოდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ამხანაგობის თავმჯდომარედ დამფუძნებლებმა აირჩიეს რ----- ფ---–--ე.

ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე წარმოადგენდა ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებდა გარიგებებს ამხანაგობის სახელით, ამასთან, თავმჯდომარე ერთპიროვნულად იყო უფლებამოსილი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ მიუღებელ საცხოვრებელ სახლში იმ ბინებზე უფლების გასხვისებაზე, რომელიც იქნებოდა ამხანაგობის დამფუძნებელთა საერთო საკუთრება. ეს წესი არ ეხებოდა უფლებას იმ ბინებზე, რომლებიც ბინების განაწილების შემდეგ იქნებოდა დამფუძნებელთა ინდივიდუალურ საკუთრებაში და რომლებიც წინასწარი ჩაწერით რეგისტრირებული იქნებოდა საჯარო რეესტრში.

ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებული საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოებისა და ამხანაგობის საქმიანობის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისათვის. 5.4 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია კეთილსინდისიერად და გულისხმიერებით გაუძღვეს ამხანაგობის საქმიანობას. იგი პასუხს აგებს ამხანაგობის ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2006 წლის 10 აპრილის ხელშეკრულება ამხანაგობა ,,შ------------“-ის დაფუძნების შესახებ (ტომი III, ს.ფ. 93-100);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2007 წლის 25 ივნისს, შედგა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები: ხ------- თ---–--ე, კ------- გ-------, ს------- მ--–--------ი, რ----- ფ---–--ე, მ------ ტ------–---–ი, ვ---- ფ------–-–---–ი, ა------- ვ--------–---–ი, რ----- ვ--------–---–ი, ი----- ა--------ე, მ-----ა გ--------–---–ი, ზ----- ც----------ე.

აღნიშნულ კრებაზე ამხანაგობამ დაადგინა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე რ----- ფ---–--ემ გაასხვისოს ზ----- ც----------ის კუთვნილი ფართიდან 300 კვ.მ.-დან გაასხვისოს 150 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი 38 კვ.მ. ნ---- ფ---–---–---ზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 25 ივნისის კრების ოქმი #3 (ტომი III, ს.ფ. 101-103);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2007 წლის 26 ივნისს, რ----- ფ---–--ეს, როგორც წილის უფლების გამყიდველს და ნ---- ფ---–---–---ს შორის, როგორც წილის უფლების მყიდველს შორის დაიდო წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილის უფლების გამყიდველმა წილის უფლების მყიდველს მიჰყიდა კუთვნილი წილის უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,შ------ის“ კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ფართზე 150 კვ.მ.-ზე თეთრი კარკასით, 2 ავტოფარეხზე 38 კვ.მ-ზე.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წილის უფლების გამყიდველი ვალდებულია 18 თვის განმავლობაში ჩააბაროს წილის უფლების მყიდველს მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართი 150 კვ.მ.-ზე თეთრი კარკასით, ორ ავტოფარეხზე 38 კვ.მ.-ზე.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გასასხვისებელი წილის უფლება მხარეთა შორის შეფასებულია 84 600 აშშ დოლარად, ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 141 282 ლარს, რომელსაც წილის უფლების მყიდველი გადაიხდიდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.

 

დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ რ----- ფ---–--ის მიერ, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მის კომპეტენციის ფარგლებში ამხანაგობის კუთვნილი წილის გასხვისება ნ---- ფ---–---–---ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 26 ივნისის წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 105-109);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. ამხანაგობა ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა 2007 წლის 28 ივნისის კრების ოქმით, ამხანაგობამ დაადგინა, მ-----ა გ--------–---–ის ამხანაგობიდან გასვლა და მის მაგივრად უ-- ჩ-----–--ის შესვლა, ასევე მ-----ა გ--------–---–ის წილის უ-- ჩ-----–--ეზე გასხვისება ამხანაგობის თავმჯდომარე რ----- ფ---–--ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 28 ივნისის კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 116-117);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა კრების2007 წლის 07 აგვისტოს #7 ოქმის თანახმად, ამხანაგობამ დაადგინა, ი----- ა--------ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართის 100 კვ.მ. გასხვისება გ----–- ა------–---–ზე, ხოლო 100 კვ.მ. კომერციული ფართის და 36 კვ.მ. ფართის ავტოფარეხის გადასვლა ამხანაგობა ,,შ------------“-ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 07 აგვისტოს კრების ოქმი #7 (ტომი III, ს.ფ. 127-128);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.6. 2007 წლის 07 აგვისტოს, რ----- ფ---–--ეს, როგორც წილის უფლების გამყიდველს და გ----–- ა------–---–ს შორის, როგორც წილის უფლების მყიდველს შორის დაიდო წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილის უფლების გამყიდველმა წილის უფლების მყიდველს მიჰყიდა კუთვნილი წილის უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,შ------ის“ კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ფართზე 100 კვ.მ.-ზე თეთრი კარკასით.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წილის უფლების გამყიდველი ვალდებულია 18 თვის განმავლობაში ჩააბაროს წილის უფლების მყიდველს მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართი 100 კვ.მ.-ზე თეთრი კარკასით.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გასასხვისებელი წილის უფლება მხარეთა შორის შეფასებულია 25 000 აშშ დოლარად, რომელსაც წილის უფლების მყიდველი გადაიხდიდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.

 

დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ რ----- ფ---–--ის მიერ, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მის კომპეტენციის ფარგლებში ამხანაგობის კუთვნილი წილის გასხვისება გ----–- ა------–---–ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 07 აგვისტოს წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 132-136);

- 2010 წლის 05 ნოემბრის დამატებითი ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 129-131);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. ამხანაგობა ,,შ------------“-ის 2007 წლის 17 ივლისის #6 კრების ოქმის თანახმად, განსახილველ საკითხს წარმოადგენდა იბა ,,შ-----------“-ის წევრის კ------- გ-------ს კუთვნილი ფართის 160 კვ.მ გასხვისების, ხოლო 90 კვ.მ და ავტოფარეხის 38 კვ.მ ისევ კ------- გ-------ს სახელზე დატოვების თაობაზე.

კრების ოქმის საფუძველზე დასტურდება, რომ კ------- გ------- კუთვნილი შენატანების გადაუხდელობის გამო თანახმაა ისი კუთვნილი წილის ნაწილის - 160 კვ.მ-ს გასხვისების.

 

საბოლოოდ კრების ოქმის შესაბამისად დადგენდა შემდეგი - იბა ,,შ-----------“-ის თავმჯდომარემ რ----- ფ---–--ემ გაასხვისოს კ------- გ-------ს კუთვნილი გართი 160 კვ.მ მ------ ხ----------–---–ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 17 ივლისის კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 183);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.8. 2007 წლის 17 ივლისს, რ----- ფ---–--ეს, როგორც წილის უფლების გამყიდველს და მ------ ხ----------–---–ს შორის, როგორც წილის უფლების მყიდველს შორის დაიდო წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამხანაგობა ,,შ------------“-ის კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მდებარე მშენებარე კორპუსში, საცხოვრებელ ფართზე 160 კვ.მ. თეთრი კარკასით.

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წილის უფლების გამყიდველი ვალდებულია 18 თვის განმავლობაში ჩააბაროს წილის უფლების მყიდველს მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში, საცხოვრებელ ფართი 160 კვ.მ. თეთრი კარკასით.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გასასხვისებელი წილის უფლება მხარეთა შორის შეფასებულია 40 000 აშშ დოლარად, ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 62 625 ლარს, რომელსაც წილის უფლების მყიდველი გადაიხდიდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იბა ,,შ------------“-ის თავმჯდომარესა და მოსარჩელე მ------ ხ----------–---–ს შორის ამხანაგობა ,,შ------------“-ის კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მდებარე მშენებარე კორპუსში, საცხოვრებელ ფართზე 160 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენდა მითითებული ხელშეკრულებაში მონაწილე რ----- ფ---–--ის სტატუსი. კერძოდ, მისი როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის სახელით თუ როგორც ფიზიკური პირი (მისი კუთვნილი წილიდან) რ----- ფ---–--ის მიერ აღნიშნულ ხელშეკრულებაში მონაწილეობის ფაქტი. სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები და საქმეში არსებული ხელშეკრულებები და დადგენილად მიიჩნევს სწორედ ამხანაგობის კუთვნილ წილზე და შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარის რ----- ფ---–--ის მიერ მოხდა მ------ ხ----------–---–თან კონკრეტული უძრავი ქონების წილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა საწინააღმდეგო მითითებას, ვინაიდან თავად მოპასუხეთა დიდ ნაწილთან სწორედ მითითებული შინაარსის ხელშეკრულებებია გაფორმებული და რ----- ფ---–--ის სტატუსი იმ შემთხვევებში სადავო არაა გამხდარი (მაგ. იდენტური ხელშეკრულებები ნ---- ფ---–---–---სთან, გ----–- ა------–---–თან, ს-----–--- გ----------ესთან, მ----- რ---–---–თან და სხვა). საქმეზე ცალსახად დგინდება, რომ ნოტარიუს ქ. ხ---------თან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება იდენტურია და იცვლება მხოლოდ ნასყიდობის ქონებისა და მათი მყიდველების რეკვიზიტები. ყველა მითითებულ შემთხვევაში ხდება ნოტარიუსის მიერ ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შემოწმება სადამფუძნებლო დოკუმენტთან და არცერთი ხელშეკრულება, გარდა მოსარჩელესთან გაფორმებულისა სადავოს არ წარმოადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 17 ივლისის კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 183);

- 2007 წლის 17 ივლისის წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 184-187);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.9. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იბა ,,შ------------“-სა (თავმჯდომარე რ. ფ---–--ე) და მ------ ხ----------–---–ს შორის დადებული 2007 წლის 17 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 80 000 აშშ დოლარის, რომელიც სრულად არის გადახდილი მოსარჩელე მ------ ხ----------–---–ის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სადავო ფაქტობრივ გარემოებას და მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის შედავების არსებით გარემოებას წარმოადგენდა მოსარჩელესა და ამხანაგობის თავმჯდომარეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების არსებობისა და თავად მოსარჩელე მხარის მიერ რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის გარემოება. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებული საბანკო გადარიცხვისა და ამხანაგობა ,,შ------------“-ის ანგარიშზე მოსარჩელე მხარის მიერ ფულადი თანხის შეტანის ფაქტს. მოპასუხეთა მხარის მიერ შედავება განხორციელდა მითითებული გადარიცხვის რეალურობის და აღნიშნული თანხის სწორდ ამხანაგობის ანგარიშზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

სასამართლო მითითებული განმარტებების და არსებული მტკიცებულებების ფარგლებში დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 17 ივლისს განხორციელდა ფულადი გადარიცხვა ბინის მშენებლობის საფასურის გადახდის მიზნით 49710 ლარის ოდენობით ამხანაგობის ანგარიშზე, ხოლო ნაწილის გადახდა განხორციელდა ამხანაგობის თავმჯდომარესთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით. უპირველესად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2019 წლის 22 თებერვლის ბანკი ,,ქ-------ს“ წერილზე, სადაც ცალსახად დასტურდება ფულადი თანხის ამხანაგობის ანგარიშზე ჩარიცხვისა და მეტიც, დამატებით, საიდენტიფიკაციო კოდების ცვლილების თაობაზე. საკრედიტო დაწესებულებიდან გამოთხოვილი ამონაწერის შესაბამისად, მითითებული ფულადი თანხის ჩარიცხვა და სხვა ფულადი თანხების ბრუნვა ანგარიშზე დასტურდება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მოსაზრებას, რომ მათთვის უცნობია ეს ანგარიში და თავმჯდომარის მიერ შესაძლებელია გახსნილიყო არაერთი მსგავსი ამხანაგობის ანგარიშები. სწორედ მითითებული ანგარიშიდან ამონაწერით ვლინდება, რომ გარდა მოსარჩელისა ფულადი თანხისა ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშზე განხორციელებულია მოპასუხე ნ---- ფ---–---–---ს მიერაც.

ფულადი ვალდებულებების შესრულების საკითხის გამოკვლევისას სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ ანგარიშსწორება ხდებოდა თავმჯდომარესთან ნაღდი ფულის გადაცემის გზით. საფინანსო-საბუღალტრო უფლებამოსილების საკითხი ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებაში ცალსახად გაიწერა. თავად ამხანაგობის თავმჯდომარის რ----- ფ---–--ის მიერ დადასტურებული იქნა მოსარჩელე მხარისაგან ფულადი ვალდებულების სრულად 80 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ნათელია, რომ სწორედ ნაღდი ანგარიშსწორებით ახდენდნენ სხვა წევრებიც ვალდებულების შესრულებას და მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს.

აქვე, რაც შეეხება 2007 წლის 17 ივლისს, რ----- ფ---–--ეს და მ------ ხ----------–---–ს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მ------ ხ----------–---–მა რ----- ფ---–--ეს გადასცა 40 000 აშშ დოლარის, ხელშემკვრელი მხარეების მიერ დადასტურებული როგორც გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით ისე სასამართლო განხილვისას აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების მიზანია და მისი ხასიათი. ამ მხრივ სასამართლოსათვის საინტერესო და მნიშვნელოვანია თავად ის მტკიცებულებები რომელიც ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტს ადასტურებს, და რომელთა მითითება უკვე მოხდა, კერძოდ: ფულადი თანხის ნაწილობრივ გადარიცხვა ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე, თავად ფულადი თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირის არაერთი ჩვენება დარჩენილი თანხის ბინის ნასყიდობის საფასურში მიღების თაობაზე და მოპასუხეთა მითითება, რომ მათი მხრიდანაც ფულადი ვალდებულებების შესრულება სწორედ ამხანაგობის თავმჯდომარესთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით ხდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.07.2007 წლის საგადახდო დავალება (ტომი V, ს.ფ. 279);

- სს ბანკი ქ-------ს 2019 წლის 22 თებერვლის წერილი, ამონაწერი ანგარიშიდან, საგადახდო დავალება (ტომი VI, ს.ფ. 76, 77-81, 82);

- 2007 წლის 17 ივლისის სესხის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 188-190);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.10. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩლე მ------ ხ----------–---–ს სადავო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, შ------ის ქუ-- N20, სართული N4, ბინა N7, ფართი 152.66 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0------------------------- მფლობელობაში გადაეცა 2008 წლიდან. მითითებული უძრავი ქონება გარემონტებულია მის მიერ და 2008 წლიდან დღემდე ფლობს, ცხოვრობს მითითებულ ფართში.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ ერთობლივ გაცხადებაზე, რომელზეც ხელმოწერა მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა. კერძოდ, რ----- ფ---–--ემ, ვ---- ფ------–-–---–მა, ა------- ვ--------–---–მა, რ----- ჭ----–--ემ, ნ----- ლ---------–---მა, გ----–- ა------–---–მა, მ----- რ---–---–მა, ნ---- ფ---–---–---მ, თ------- ა--–--ემ, კ---- ჩხაიძის მინდობილმა პირმა თ-----------ემ, კ------- გ-------მ, კ---- ნ------ემ, ს-----–--- გ----------ემ, თ----- შ----–----ემ, როგორც ამხანაგობა ,,შ------------“-ს მობინადრეებმა დაადასტურეს, რომ ამხანაგობის წევრი მ------ ხ----------–---–ი ნამდვილად ცხოვრობს ბინაში მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------ის ქ. 20, მე-4 სართული, საცხოვრებელი ფართი 175 კვ.მ., რომელიც შეიძინა წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებით (დამოწმებული 17.07.2007 წელს, ნოტარიუს ქ. ხ---------ის მიერ რეესტრით #1-----) და ამხანაგობა ,,შ------------“-ის კრების ოქმით #6.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მოსარჩელის ოჯახის წევრებთან ცხოვრებისა და შემდგომ გადაწყვეტილების შესაბამისად მათი გამოსახლების თაობაზე სარჩელზე მსჯელობის ფარგლებში მათი ცხოვრების ფაქტი.

აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარის მიერ კონკრეტული ფართის დაკავების სამართლებრივი საფუძვლებს ედავება მოპასუხე მხარე და არა მისი ფაქტობრივი ფლობის ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ერთობლივი განცხადება (ტომი III, ს.ფ. 191-192);

- სასამართლოს 08.01.2014 წლის გადაწყვეტილება (ტომი IV,ს.ფ. 75-81);

- 18.03.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი (ტომი IV, ს.ფ. 83);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.11. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ამხანაგობა ,,შ------------“-ის წევრების ხ------- თ---–--ისა და ს------- მ--–--------ის 2008 წლის 08 თებერვალს ამხანაგობიდან გასვლისა და მათი წილის დათმობის ფაქტს.

 

აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეში არსებული მხარეთა ახსნა-განმარტებებით, 2008 წლის ნოტარიულად დადასტურებული კრების ოქმის, კალიგრაფიული ექსპერტიზისა და ს------- მ--–--------ის ჩვენებით.

 

საქმეში წარმოდგენილი ამხანაგობა ,,შ------------“-ის 2008 წლის 08 თებერვლის ნოტარიულად დადასტურებული #1 კრების ოქმის თანახმად, დაკმაყოფილდა ხ------- თ---–--ისა და ს------- მ--–--------ის ამხანაგობიდან გასვლის სურვილი; მოქალაქე ი-----–--------ე, როგორც შპს ,,შ----ის“ წარმომადგენელი, მიღებულ იქნა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,შ------------“-ის წევრად; ი-----–--------ეს, როგორც შპს ,,შ----ის“ წარმომადგენელს ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,შ------------“-ის კუთვნილ მშენებარე კორპუსში გადაეცა სადამფუძნებლო ხელშეკრულების მიხედვით ხ------- თ---–--ის (125 კვ.მ.) და ს------- მ--–--------ისათვის (125 კვ.მ.) გასანაწილებელი ფართი (სულ 250 კვ.მ.).

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ოქმზე ხელმოწერის დადასტურება მოხდა ნოტარიუსის მიერ (ხელმომწერი პირები: ა------- ვ--------–---–ი, რ----- ვ--------–---–ი, ხ------- თ---–--ე, ს------- მ--–--------ი).

ასევე, დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტმა შეკითხვაზე, 2008 წლის 08 თებერვლის ი.ბ.ა. ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა კრების ოქმი #1 ხ------- თ---–--ის სახელით შესრულებული ხელმოწერა და ნოტარიუს ქ------- ხ---------ისგან დათვალიერებით ამოღებული 2006 წლის 10 აპრილის სანოტარო აქტი #1---- და 2006 წლის 06 აპრილის კრების ოქმი #1 ხ------- თ---–--ის მიერ შესრულებული ხელმოწერები არის თუ არა შესრულებული ერთი პირის მიერ, ექსპერტმა უპასუხა, რომ არსებული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ.

ასევე, 2012 წლის 29 ნოემბერს მოწმის სახით გამოკითხული ს------- მ--–--------ის მიერ დადასტურებული იქნა, რომ ვინაიდან ამხანაგობაში გაწევრიანებიდან 6 თვის შემდგომ შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ ასრულებდა ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებს აცნობა რ----- ფ---–--ეს და განუმარტა, რომ ნებისმიერ დროს დათმობდა კუთვნილ წილს ამხანაგობაში. დიდი დროის გასვლის გამო ზუსტად გახსენების შეუძლებლობის მიუხედავად, ს------- მ--–--------მა დაადასტურა ხელმოწერა და მიუთითა, რომ ეჭქვეშ არ აყენებს მითითებულ 2008 წლის 08 თებერვლის ოქმზე მის ხელმოწერის ნამდვილობას და მისი გაფორმების თაობაზე უბრალოდ მას არ ახსოვს დეტალები. მიუხედავად 2011 წელს ს------- მ--–--------ის მიერ დამატებით გასვლის ნების დაფიქსირებისა, ნათელია 2008 წლის 08 თებერვლის ოქმზე მისი ნება და აღნიშნული მისი მხრიდან არ ყოფილა სადავო გამხდარი.

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ი----- თ--–-----ის ჩვენების შესაბამისად, მის შვილს (ხ------- თ---–--ეს) არ დაუტოვებია ამხანაგობა და აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი იქნებოდა. აღნიშნული ჩვენების მიუხედავად საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შესაბამისად, ხ------- თ---–--ის ნება ნათლად არის ასახული და მისი ნების ნამდვილობა (ხელმოწერის) დადასტურებულია სათანადო მტკიცებულებით. ოქმზე ხელმომწერი სხვა პირების მიერ მათი ხელმოწერა და ოქმის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2008 წლის 08 თებერვლის კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 179-180);

- 2015 წლის 30 სექტემბრის დასკვნა (ტომი V ს.ფ. 273-277);

- ს------- მ--–--------ის განცხადება (ტომი III, ს.ფ. 110-112; 267-269);

- მოწმის სახით ს------- მ--–--------ის დაკითხვის ოქმი (სისხლის სამართლის მასალების ტომი I, ს.ფ.197-199);

- მოწმე ი----- თ--–-----ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.12. ხ------- თ---–--ე გარდაიცვალა 2008 წლის 21 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.07.2009 წლის სამკვიდრო მოწმობა (ტომი III, ს.ფ. 327-330);

- 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება (ტომი III, ს.ფ. 229-230);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.13. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, მოქალაქე ი----- თ--–-----ე დაინიშნა შვილიშვილის არასრულწლოვანი ა---------ის მზრუნველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება (ტომი III, ს.ფ. 229-230);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.14. 2009 წლის 6 ივლისის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ა---------ემ, ხ------- თ---–--ის პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილმა), დედის გარდაცვალების შემდეგ, მზრუნველის ი----- თ--–-----ის მიერ სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის საფუძველზე მიიღო დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.07.2009 წლის სამკვიდრო მოწმობა (ტომი III, ს.ფ. 327-330);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.15. ამხანაგობა ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა 2009 წლის 03 აპრილის კრების ოქმით, ამხანაგობამ დაადგინა, მ------ ტ------–---–ის ამხანაგობიდან გასვლა და მის მაგივრად მ----- რ---–---–ის შესვლა, ასევე მ------ ტ------–---–ის წილის მ----- რ---–---–ზე გასხვისება ამხანაგობის თავმჯდომარე რ----- ფ---–--ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 03 აპრილის კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 118-119);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.16. 2009 წლის 03 აპრილს, რ----- ფ---–--ეს, როგორც წილის უფლების გამყიდველს და მ----- რ---–---–ს შორის, როგორც წილის უფლების მყიდველს შორის დაიდო წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილის უფლების გამყიდველმა წილის უფლების მყიდველს მიჰყიდა კუთვნილი წილის უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,შ------ის“ კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ფართზე 100 კვ.მ.-ზე თეთრი კარკასით.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წილის უფლების გამყიდველი ვალდებულია 6 თვის განმავლობაში ჩააბაროს წილის უფლების მყიდველს მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართი 100 კვ.მ.-ზე თეთრი კარკასით.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გასასხვისებელი წილის უფლება მხარეთა შორის შეფასებულია 40 000 ლარად, რომელსაც წილის უფლების მყიდველი გადაიხდიდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.

 

დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ რ----- ფ---–--ის მიერ, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მის კომპეტენციის ფარგლებში ამხანაგობის კუთვნილი წილის გასხვისება მ----- რ---–---–ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 03 აპრილის წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 120-126);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.17. 2009 წლის 08 აპრილს, რ----- ფ---–--ეს, როგორც წილის უფლების გამყიდველს და კ---- ნ------ეს შორის, როგორც წილის უფლების მყიდველს შორის დაიდო წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილის უფლების გამყიდველმა წილის უფლების მყიდველს მიჰყიდა კუთვნილი წილის უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,შ------ის“ კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში, მე-6 სართულზე საცხოვრებელ ფართზე 350 კვ.მ. თეთრი კარკასით, მე-2 სართულზე მდებარე 150 კვ.მ. კომერციული ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობაში და ავტოფარეხი 38 კვ.მ.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წილის უფლების გამყიდველი ვალდებულია 6 თვის განმავლობაში ჩააბაროს წილის უფლების მყიდველს მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში, მე-6 სართულზე საცხოვრებელ ფართზე 350 კვ.მ. თეთრი კარკასით, მე-2 სართულზე მდებარე 150 კვ.მ. კომერციული ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობაში და ავტოფარეხი 38 კვ.მ.

 

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გასასხვისებელი წილის უფლება მხარეთა შორის შეფასებულია 130 000 აშშ დოლარად, რომელსაც წილის უფლების მყიდველი გადაიხდიდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 08 აპრილის წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 151-156);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.18. 2010 წლის 14 აპრილს, რ----- ფ---–--ეს, როგორც წილის უფლების გამყიდველს და ს-----–--- გ----------ეს შორის, როგორც წილის უფლების მყიდველს შორის დაიდო წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილის უფლების გამყიდველმა წილის უფლების მყიდველს მიჰყიდა კუთვნილი წილის უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,შ------ის“ კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ფართზე 110 კვ.მ.-ზე თეთრი კარკასით და ავტოსადგომი 16 კვ.მ.

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წილის უფლების გამყიდველი ვალდებულია 1 თვის განმავლობაში ჩააბაროს წილის უფლების მყიდველს მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართი 110 კვ.მ.-ზე თეთრი კარკასით და ავტოსადგომი 16 კვ.მ.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გასასხვისებელი წილის უფლება მხარეთა შორის შეფასებულია 38 500 აშშ დოლარად, რომელსაც წილის უფლების მყიდველი გადაიხდიდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 14 აპრილის წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 146-150);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.19. 2010 წლის 23 ივლისს, კ---- ნ------ემ უარი განაცხადა ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მდებარე მრავალფუნქციურ სახლში კომერციულ ფართზე (ფართით 150 კვ.მ.) წილის უფლებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 23 ივლისის თანხმობა (ტომი III, ს.ფ. 157-158);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.20. 2010 წლის 08 ოქტომბერს, ამხანაგობა ,,შ------------“-ის ამხანაგობის თავმჯდომარე რ----- ფ---–--ეს და ამხანაგობის წევრს რ----- ფ---–--ეს შორის დაიდო უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამხანაგობა ,,შ------------“-ის ამხანაგობის თავმჯდომარე რ----- ფ---–--ემ ამხანაგობის წევრს რ----- ფ---–--ეს, მის მიერ ამხანაგობაში განხორციელებული ფულადი შენატანის სანაცვლოდ გადასცა ამხანაგობის კუთვნილი კომერციული ფართი, ფართით 104 კვ.მ.-ის პირველ სართულზე და 195 კვ.მ.-ს მეორე სართულზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, შ------ის ქ. #20.

 

ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, გადასაცემი საგნის ღირებულება მხარეთა შეთახმებით შეადგენდა 210 000 აშშ დოლარს, ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 380 079 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 08 ოქტომბრის უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 161-165);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.21. 2010 წლის 15 ოქტომბერს, რ----- ფ---–--ეს, როგორც წილის უფლების გამყიდველს და დ----- რ-–---ეს შორის, როგორც წილის უფლების მყიდველს შორის დაიდო სამომავლო საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილის უფლების გამყიდველმა წილის უფლების მყიდველს მიჰყიდა კუთვნილი წილის უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,შ------ის“ კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში, მეორე სართულზე, კომერციული ფართი 195 კვ.მ.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წილის უფლების გამყიდველი ჩააბაროს წილის უფლების მყიდველს მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში, მეორე სართულზე, კომერციული ფართი 195 კვ.მ.

 

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გასასხვისებელი წილის უფლება მხარეთა შორის შეფასებულია 136 500 აშშ დოლარად, რომელსაც წილის უფლების მყიდველი გადაიხდიდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 10 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 15 ოქტომბრის სამომავლო საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 166-170);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.22. 2010 წლის 22 ოქტომბერს, რ----- ფ---–--ეს, როგორც წილის უფლების გამყიდველს და თ----- შ----–----ეს შორის, როგორც წილის უფლების მყიდველს შორის დაიდო სამომავლო საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილის უფლების გამყიდველმა წილის უფლების მყიდველს მიჰყიდა კუთვნილი წილის უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,შ------ის“ კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მშენებარე კორპუსში, პირველ სართულზე, კომერციული ფართი 104 კვ.მ.

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეთა განცხადებით სამომავლო ნასყიდობის საგანი გაიყიდა 60 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა ხელშეკრულების დამოწმებამდე მიიღო გამყიდველმა მყიდველისაგან ნოტარიუსისგან დაუსწრებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 22 ოქტომბრის სამომავლო საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 171-175);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.23. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა კრების 2010 წლის 05 ნოემბრის #7 ოქმის თანახმად, ამხანაგობამ დაადგინა, გ----–- ა------–---–ის მიერ ამხანაგობაში წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის საკუთრებაში გადაცემა საცხოვრებელი ფართის მდებარე: ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში, 100 კვ.მ. მესამე სართულზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 05 ნოემბრის კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 137-139);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.24. 2010 წლის 16 დეკემბერს, ვ---- ფ------–-–---–ს და გ----–- ა------–---–ს შორის დაიდო სამომავლო საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ---- ფ------–-–---–მა გაყიდა, ხოლო გ----–- ა------–---–მა იყიდა უფლების გამყიდველის კუთვნილი სამომავლო საკუთრების უფლება ინიდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,შ------------“-ის კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მდებარე მშენებარე კორპუსიში ავტოსადგომი, ფართით 18 კვ.მ.

 

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გასაყიდი უფლება მხარეთა მიერ შეფასდა 5000 აშშ დოლარად, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის ეროვნული ბანკის იერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 8819 ლარს, რომელიც მყიდველმა გადაიხადა ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 16 დეკემბრის სამომავლო საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 141-144);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.25. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა კრების 2010 წლის 23 დეკემბრის ოქმის თანახმად, ამხანაგობამ დაადგინა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე რ----- ფ---–--ე ამხანაგობის წევრს კ------- გ-------ს გადასცემდა საცხოვრებელ ფართს მდებარეს მისამართზე: თბილისი, შ------ის ქ. #20, მე-7 სართულზე, 145 კვ.მ. ფართით. ოქმში მითითებულია, რომ სადამფუძნებლო ხელშეკრულების მიხედვით, წილის გასხვისების შემდეგ კ------- გ-------ს ამხანაგობა ,,შ------------“-ში აქვს 235 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი 18 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 23 დეკემბრის კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 176-178);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.26. ამხანაგობა ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა 2011 წლის 14 აპრილის კრების ოქმით, ამხანაგობამ დაადგინა, რომ ამხანაგობა ,,შ------------“-ს გადასცემოდა ზ----- ც----------ის კუთვნილი 150 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის, 100 კვ.მ. კომერციული ფართის და ავტოსადგომის 38 კვ.მ.

 

ამხანაგობა ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა 2011 წლის 14 აპრილის კრების ოქმით, ამხანაგობამ დაადგინა, რომ ამხანაგობა ,,შ------------“-ს გადასცემოდა ს------- მ--–--------ის კუთვნილი 125 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის და ავტოსადგომი 38 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 14 აპრილის კრების ოქმები (ტომი III, ს.ფ. 110-112; 264-266);

- ს------- მ--–--------ის განცხადება (ტომი III, ს.ფ. 110-112; 267-269);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.27. 2011 წლის 15 აპრილს, შ---- ა-----ეს, არასრუწლოვან ა---------ეს და მის მზრუნველ ი----- თ--–-----ეს შორის დაიდო სამომავლო საკუთრების გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, წილის უფლების გადამცემი გადასცემდა, ხოლო უფლების მიმღები იძენდა კუთვნილ სამომავლო საკუთრების უფლებას ამხანაგობა ,,ბ-------–------“-ს კუთვნილ ქ. თბილისში, ბ-------–-ს ქ. #34-36-ში მდებარე მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართით 295 კვ.მ.-დან, სამომავლო საკუთრების უფლებით გადასცემდა მეორე სართულზე 130 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს, თეთრ კარკასს, ხოლო 25 კვ.მ. დარჩა შ---- ა-----ეს.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, სამომავლო წილის უფლება მხარეთა მიერ შეფასდა 39 000 აშშ დოლარად, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 68 640 ლარს, რომელიც მყიდველმა გადაიხადა ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე.

 

2012 წლის 22 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა შ---- ა-----ემ და ი----- თ--–-----ემ გააუქმეს 2011 წლის 15 აპრილს, ქ. თბილისის ნოტარიუს ქ------- ხ---------ის მიერ დამოწმებული ი----- თ--–-----ის და შ---- ა-----ის ხელმოწერები სანოტარო აქტზე #1-------8.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 22 აპრილის შეთანხმება ხელმოწერების გაუქმების შესახებ (ტომი III, ს.ფ. 243);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.28. 2011 წლის 15 აპრილს, ი----- თ--–-----ემ და შ---- ა-----ემ ნოტარიუს ქ------- ხ---------ის მიერ დამოწმებული შეთანხმების საფუძველზე, გააუქმეს 2011 წლის 17 მარტის სამომავლო საკუთრების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა შ---- ა-----ეს და ი----- თ--–-----ეს შორის. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ი----- თ--–-----ე ხელშეკრულების გაუქმებით ამხანაგობა ,,ბ-------–------“-ის წევრობიდან გადის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 15 აპრილის შეთანხმება (ტომი III, ს.ფ. 235-236);

- 17/03/2011 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი III, ს.ფ. 232-234);

- ი----- თ--–-----ის განცხადება (ტომი III, ს.ფ. 237);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.29. 2011 წლის 06 მაისს, ამხანაგობა ,,შ------------“-ს #1 კრების ოქმის თანახმად, რომლის დღის წესრიგსაც წარმოადგენდა ამხანაგობის ,,შ------------“-ის წევრების დაზუსტება, ასევე 2006 წლის 10 აპრილის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დაფუძნების სანოტარო აქტის მე-6 მუხლის 6.1.6.3.6.4 პუნქტების თანახმად, მოეხდინათ ამხანაგობის წევრებს შორის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების (მათ შორის ავტოსადგომების) განაწილება ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი დამტკიცებული პროექტისა და დამოწმებული სანოტარო აქტების შესაბამისად 2006 წლის 10 აპრილის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დაფუძნების სანოტარო აქტის მე-2 მუხლის 2.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, საჯარო რეესტრში წარდგენის მიზნით.

 

ამხანაგობის ოქმში გადაწყვეტილების სახით მითითებულია, რომ ვინაიდან ამხანაგობის წევრებთან გაფორმებული წილის გასხვისების შესახებ კრების ოქმისა და წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების მომენტისათვის არ იყო დასრულებული მშენებარე ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაცია და არ იყო დაზუსტებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, მათ შორის ავტოფარეხების რაოდენობა, უნდა განხორციელებულიყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების განაწილება, დაზუსტება და ინდივიდუალურ საკუთრებაში განსაზღვრა ამხანაგობის წევრებს შორის სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად, ქ. თბილისში, ბ-------–-ს (შ------ის) ქ. #20-ში მშენებარე საცხოვრებელ სახლში.

 

აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად, განისაზღვრა ა---------ის წილი შემდეგი სახით: ბინა #7, ფართით 164.13 კვ.მ., და ერთი ავტოსადგომი 5-7-ზ ღერძებს შორის -3.00 ნიშნულზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 06 მაისის კრების ოქი #1 (ტომი III, ს.ფ. 193-199);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.30. 2011 წლის 19 მაისს, ამხანაგობა ,,შ------------“-ს #1 კრების ოქმის თანახმად, რომლის დღის წესრიგსაც წარმოადგენდა ამხანაგობის ,,შ------------“-ის წევრების დაზუსტება, ასევე 2006 წლის 10 აპრილის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დაფუძნების სანოტარო აქტის მე-6 მუხლის 6.1.6.3.6.4 პუნქტების თანახმად, მოეხდინათ ამხანაგობის წევრებს შორის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების (მათ შორის ავტოსადგომების) განაწილება ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი დამტკიცებული პროექტისა და დამოწმებული სანოტარო აქტების შესაბამისად 2006 წლის 10 აპრილის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დაფუძნების სანოტარო აქტის მე-2 მუხლის 2.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, საჯარო რეესტრში წარდგენის მიზნით.

 

ამხანაგობის ოქმში გადაწყვეტილების სახით მითითებულია, რომ ვინაიდან ამხანაგობის წევრებთან გაფორმებული წილის გასხვისების შესახებ კრების ოქმისა და წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების მომენტისათვის არ იყო დასრულებული მშენებარე ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაცია დაა რ იყო დაზუსტებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, მათ შორის ავტოფარეხების რაოდენობა, უნდა განხორციელებულიყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების განაწილება, დაზუსტება და ინდივიდუალურ საკუთრებაში განსაზღვრა ამხანაგობის წევრებს შორის სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად, ქ. თბილისში, ბ-------–-ს (შ------ის) ქ. #20-ში მშენებარე საცხოვრებელ სახლში.

 

აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად, განისაზღვრა ა---------ის წილი შემდეგი სახით: მე-4 სართული, +10.50 ნიშნულზე, ბინა #7, საცხოვრებელი ფართი 85.83 კვ.მ., და #6 ავტოსადგომი 5-7 ღერძებს შორის -3.00 ნიშნულზე, ფართით 18.კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 19 მაისის კრების ოქი #1 (ტომი III, ს.ფ. 200-208);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.31. ამხანაგობა ,,შ------------“-ის დამფუძნებელთა 2011 წლის 25 მაისის კრების ოქმით, ამხანაგობამ დაადგინა, რომ ამხანაგობა ,,შ------------“-ს გადასცემოდა ზ----- ც----------ის კუთვნილი 150 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 100 კვ.მ. კომერციული ფართი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 25 მაისის კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 113-115);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.32. 2011 წლის 25 მაისს, ამხანაგობა ,,შ------------“-ს #1 კრების ოქმის თანახმად, რომლის დღის წესრიგსაც წარმოადგენდა ამხანაგობის ,,შ------------“-ის წევრების დაზუსტება, ასევე 2006 წლის 10 აპრილის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დაფუძნების სანოტარო აქტის მე-6 მუხლის 6.1.6.3.6.4 პუნქტების თანახმად, მოეხდინათ ამხანაგობის წევრებს შორის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების (მათ შორის ავტოსადგომების) განაწილება ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი დამტკიცებული პროექტისა და დამოწმებული სანოტარო აქტების შესაბამისად 2006 წლის 10 აპრილის ამხანაგობა ,,შ------------“-ის დაფუძნების სანოტარო აქტის მე-2 მუხლის 2.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, საჯარო რეესტრში წარდგენის მიზნით.

 

ამხანაგობის ოქმში გადაწყვეტილების სახით მითითებულია, რომ ვინაიდან ამხანაგობის წევრებთან გაფორმებული წილის გასხვისების შესახებ კრების ოქმისა და წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების მომენტისათვის არ იყო დასრულებული მშენებარე ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაცია დაა რ იყო დაზუსტებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, მათ შორის ავტოფარეხების რაოდენობა, უნდა განხორციელებულიყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების განაწილება, დაზუსტება და ინდივიდუალურ საკუთრებაში განსაზღვრა ამხანაგობის წევრებს შორის სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად, ქ. თბილისში, ბ-------–-ს (შ------ის) ქ. #20-ში მშენებარე საცხოვრებელ სახლში.

 

აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად, განისაზღვრა ა---------ის წილი შემდეგი სახით: მე-4 სართული, +10.50 ნიშნულზე, ბინა #7, საცხოვრებელი ფართი 129.91 კვ.მ., საზაფხულო ფართი 22.75 კვ.მ., და #6 ავტოსადგომი 5-7-ზ ღერძებს შორის -3.00 ნიშნულზე, ფართით 18 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 25 მაისის კრების ოქი #1 (ტომი III, ს.ფ. 209-215);

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ტომი III, ს.ფ. 216-222);

- განცხადების მიღების ბარათები (ტომი III, ს.ფ. 223-228);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.33. 2012 წლის 01 აგვისტოს რ----- ფ---–--ეს, როგორც ამხანაგობა .,ბ-------–------“-ის თავმჯდომარეს და ამხანაგობა ,,ბ-------–------“-ს წევრ ი----- თ--–-----ეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც რ----- ფ---–--ე, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე ი----- თ--–-----ეს 2013 წლის აპრილის ბოლომდე, ჩააბარებდა მე-2 საცხოვრებელ სართულზე, ბინა #6-ში, 128 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს თეთრი კარკასით და 18 კვ.მ. ფართის ავტოფარეხს მდებარეს მისამართზე: თბილისი, ბ-------–-ს ქ. #34-36.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 01 აგვისტოს შეთანხმება (ტომი III, ს.ფ. 238-239);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.34. ამხანაგობა ,,შ------------“-ს დამფუძნებელი წევრი რ----- ვ--------–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 02 მაისს, რომლის მემკვიდრესაც წარმოადგენს რ--------- ვ--------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ტომი V, ს.ფ. 21);

- 10.10.2013 წლის სამკვიდრო მოწმობა (ტომი V ს.ფ. 22-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.35. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, ა---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ა---------ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისი, შ------ი ქ.#20, მე-4 სართულზე მდებარე, ბინა #7 მოპასუხეების: მ------ ხ----------–---–ის, ნ------- ბ------ის და მ-----– ბ------ის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეს გადაეცა გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში. გადაწვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს 08.01.2014 წლის გადაწყვეტილება (ტომი IV,ს.ფ. 75-81);

- 18.03.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი (ტომი IV, ს.ფ. 83);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა მ------ ხ----------–---–ის სარჩელი და ა---------ის შეგებებული სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 485-ე, 183-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი თავს იჩენს თუ ხდება იმ ფასეულობათა დარღვევა, როგორიცა - კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესისა თუ აკრძალვის დარღვება გულისმოხბს, ყველა იმ გარემოებას, რომელსაც გააჩნია ბათილობის კანონით განსაზღვრული საერთო საფუძველი, ასევე, ცალკეული გარემოებებისათვის დამახასიათებელი სპეციალური საფუძველი. რაც შეეხება საჯარო წესრიგს, მასში იგულისხმება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ინტერესთა ერთობლიობა. საჯარო წესრიგის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა პრინციპული სამართლებრივი ფასეულობათა უარყოფაში. ასევე, რაც შეეხება ზენობის ნორმების დარღვევას, აღნიშნული შეფასებითი საკითხია. გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობას, როცა იგი დადგენილი ზენობით აკრძალული მოქმედების შესრულებას ითავლისწინების, ანდა პირიქით, განზრახ აბრკოლებს ზენობის შესატყვისი მოქმდების განხორციელებას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, 2011 წლის 06 მაისის, 19 მაისის და 25 მაისის ამხანაგობის კრების ოქმებით უგულებელყოფილი იქნა ყველაზე მთავარი - კონკრეტულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელესთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და მისთვის უფლების მინიჭება დაუფლებოდა საცხოვრებელ ფართს, რაც ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო წესრიგს. მოპასუხეთა მიერ მოხდა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების შემდგომ ამავე უძრავი ქონების სხვა პირისათვის გადაცემა, რაც ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო ურთიერთობის პრინციპს. ზემოჩამოთვლილი გარემოებები კი წარმოადგენს საფუძველს კრების ოქმების ბათილობისათვის.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლოს მიერ თარიღების მიხედვით ქრონოლოგიურად დადგენილია ყველა მოვლენა, რაც სადავო უძრავ ქონების საკუთრებაში გადაცემას უძღვოდა წინ. სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხარეებს მოეთხოვებათ საკუთარი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ თითოეულმა მათგანმა სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებთან დაკავშირებით, ამასთან, მხარეს არ შეიძლება მტკიცების ტვირთი გადაეკისროს იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი აქვს დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულება - ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო დავალება ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე, ხელშეკრულება დადებულია ამხანაგობასთან უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე, თავმჯდომარის მიერ დადასტურება/ცნობა ფულადი ვალდებულების სრულად შესულების თაობაზე, დადგენილია სადავო ფართის ფლობის ფაქტი 2008 წლიდან დღემდე.

აღნიშნული მოცემულობის პარალელურად, 2011 წლის 06 მაისის, 19 მაისის და 25 მაისის ამხანაგობის კრების ოქმების საფუძველზე სადავო ფართი განაწილდა ა---------ეზე.

შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც ამხანაგობამ მოსარჩელესთან დადო ხელშეკრულება და მიიღო უძრავი ქონების საფასური, ამასთან, მხარეს მიანიჭა კონკრეტული უძრავი ქონების დაუფლების უფლება და აღნიშნულის შემდგომ კიდევ ერთხელ განახორციელა მისი განკარგვა ასეთ პირობებში, სასამართლო სამართლიანად მიიჩნევს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მიენიჭოს მას ვისთანაც უპირველესად განხორციელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, მით უფრო იმ პირობებში როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა მამკვიდრებლის ხ------- თ---–--ის მიერ კუთვნილი წილის დათმობის თაობაზე სადავო ფაქტობრივი გარემოება.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მიუხედავად 2014 წლის 08 იანვრის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწვეტილებისა, აღნიშნული გადაწყვეტილებით სადაოდ ქცეული და შესაბამისად, დასადგენი ფაქტობრივი გარემოებები არ შეფასებულა დამთავრებული სამოქალაქო საქმის ფარგლებში. სარჩელის დაკმაყოფილების მთავარი საფუძველი არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორე, მის მიმართ სათანადო პროცესუალური ფორმით შედავების არ არსებობაა. წარმოდგენილ შემთხვევაში ა---------ის საკუთრების წარმომშობი ხელშეკრულების ბათილობის შემოწმებისას დგინდება და კვლევა ხდება ყველა არსებითი ასპექტის, შეთანხმების, ამხანაგობის ოქმების.

 

საქმეზე ცალსახაა რომ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოუწესრიგებლად, არაორგანიზებულად ხდებოდა მთელი რიგი გადაწყვეტა, გაწერა. თავად სადავო ოქმები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ გაუგებარი და ბუნდოვანი იყო ა---------ისათვის გადასაცემი ქონების ზუსტი მახასიათებლები და მათი ცვლა ხდებოდა სამივე ოქმებში განსხვავებული კვადრატულობით. საბოლოოდ არსებული თავისუფალი (არარესგისტრირებული) ფართის პირობებში მოხდა სწორედ მოსარჩელის კუთვნილი და ფაქტობრივ ფლობაში არსებული ფართის მოპასუხე ა---------ეზე აღრიცხვა, იმის უგულებელყოფითაც კი რომ თავად მამკვიდრებელს (2008 წლის 08 თებერვლის ოქმის არ არსებობის პირობებში) მხოლოდ 125 კვ.მ ფართის მიღების შესაძლებლობა გააჩნდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 485-ე მუხლის დეფინიციის შესაბამისად, ქონებაზე რამდენიმე პირის საკუთრების უფლების პრეტენზიის არსებობის პირობებშიც, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ - მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ------ ხ----------–---–თან ხელშეკრულება დაიდო 2007 წლის 17 ივლისს და ამ ხელშეკრულებს მიხედვით, მას უნდა გადასცემოდა ამხანაგობა ,,შ------------“-ის კუთვნილ ქ. თბილისში, შ------ის ქ. #20-ში მდებარე მშენებარე კორპუსში, საცხოვრებელ ფართზე 160 კვ.მ. თეთრი კარკასით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი აქვს 80 000 აშშ დოლარი. საცხოვრებელი ფართი მოსარჩელეს მფლობელობაშია და ცხოვრობს იქ. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო უძრავ ქონებაზე მის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ხ----------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, ვინაიდან სასამართლომ სრულად გაიზიარა ძირითადი სარჩელის მოთხოვნები, არ არსებობს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ა---------ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ვინაიდან მ------ ხ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ნ----- ლ---------–---ს, ა------- ვ--------–---–ს, რ--------- ვ--------–---–ს, კ------- გ-------ს, გ----–- ა------–---–ს, მ----- რ---–---–ს, უ-- ჩ-----–--ეს, ნ---- ფ---–---–---ს, თ------- ა--–--ეს, ი----- გ-----–--ეს, კ---- ნ------ეს, ს-----–--- გ----------ეს, დ----- რ-–---ეს, თ----- შ----–----ეს და ა---------ეს მ------ ხ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 3000 ლარის ანაზღაურება. ხოლო ვინაიდან, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ა---------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1039 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, მ------ ხ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც ა---------ეს პ/ნ 0---------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, შ------ის ქ. №20, სართული 4, ბინა №7, რომლის საკადასტრო კოდია: №0------------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მ------ ხ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი იბა ,,შ------ო 2006“-ის ამხანაგობის წევრთა 2011 წლის 6 მაისის, 19 მაისის და 25 მაისის N1 კრების ოქმები ფართების განაწილების თაობაზე N7 ბინის ნაწილში.

1.2. გაუქმდეს ა---------ის (პ/ნ 0----------) საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, შ------ის ქუჩა N20, სართული N4, ბინა N7, ფართი 152.66 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-------------------------.

1.3. მ------ ხ----------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, შ------ის ქუჩა N20, სართული N4, ბინა N7, ფართი 152.66 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0------------------------- მესაკუთრედ.

 

2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ა---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. ნ----- ლ---------–---ს, ა------- ვ--------–---–ს, რ--------- ვ--------–---–ს, კ------- გ-------ს, გ----–- ა------–---–ს, მ----- რ---–---–ს, უ-- ჩ-----–--ეს, ნ---- ფ---–---–---ს, თ------- ა--–--ეს, ი----- გ-----–--ეს, კ---- ნ------ეს, ს-----–--- გ----------ეს, დ----- რ-–---ეს, თ----- შ----–----ეს და ა---------ე მ------ ხ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 3000 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გeადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე