განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100119002990981
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინა მანჯგალაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი ხაჩიძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვუ-----------ის ძე ალ---ი (დაბადებული - 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ--------–--------–----–----------------–---------–--), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატი - კო---------–ია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სხდომის სახე ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. საქართველოს მოქალაქე ვუ---- ალ---მა 2019 წლის მარტის თვეში, ზუსტი დრო დაუდგენელია, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოდან გავიდა აზერბაიჯანში.

 

1.2. საქართველოს მოქალაქე ვუ---- ალ---მა, რომელიც იმყოფებოდა აზერბაიჯანში, 2019 წლის 3---------, დაახლოებით 02:20 საათზე, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად, გადმოკვეთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ვუ---- ალ---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ბა------------------ის, და-----------–იას, ბა----------–---–ის, ირ---–--–--------–ის, ბე---------------–----ის, გი------ სა-----–---–ის, თა---- კა-–-----–--ის, თე----- რე-----–---–ის, ვა-–-------ხლაძის და ია---- მი-–--ის გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 0--------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თანდართული ფოტომასალით, 2010 წლის 0---------დან 2019 წლის 2----------დე პერიოდში ვუ---- ალ---ის საქართველოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის 2019 წლის 1--------–ის წერილს, 2019 წლის 3--------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თანდართული ფოტომასალით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს უფროსის 2019 წლის 0--------–ის წერილს თანდართული ტოპოგრაფიული რუკის ფრაგმენტით, 2019 წლის 0--------–ის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, 2019 წლის 0--------–ის დათვალიერების ოქმს, თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 2--------–ის წერილს, 2019 წლის 19-------–ის სააღრიცხვო რვეულის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მასალას.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ვუ---- ალ---მა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე პირის ფაქტობრივ გადაადგილებაში ნებისმიერი ხერხით. პირმა შეიძლება საზღვარი უკანონოდ გადაკვეთოს ფეხით, ცურვით, საჰაერო ხომალდით და ა.შ. ამასთან, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა გულისხმობს როგორც საქართველოდან გასვლას, ისე საქართველოში შემოსვლას სათანადო დოკუმენტებისა და ნებართვის გარეშე.

 

3.2. რაც შეეხება განსახილველი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ჯგუფურად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში მოცემულია ჯგუფური დანაშაულის სახეები და ცნება, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ხოლო დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების - ბა------------------ის, და-----------–იას, ბა----------–---–ის, ირ---–--–--------–ის, ბე---------------–----ის, გი------ სა-----–---–ის, თა---- კა-–-----–--ის, თე----- რე-----–---–ის, ვა-–-------ხლაძის და ია---- მი-–--ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 0--------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2010 წლის 0---------დან 2019 წლის 2----------დე პერიოდში ვუ---- ალ---ის საქართველოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტით, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის 2019 წლის 1--------–ის წერილით, 2019 წლის 3--------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს უფროსის 2019 წლის 0--------–ის წერილით და თანდართული ტოპოგრაფიული რუკის ფრაგმენტით, 2019 წლის 0--------–ის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 0--------–ის დათვალიერების ოქმით, თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 2--------–ის წერილით, 2019 წლის 19-------–ის სააღრიცხვო რვეულის დათვალიერების ოქმით და თავად ბრალდებულ ვუ---- ალ---ის აღიარებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს მოქალაქე ვუ---- ალ---მა 2019 წლის მარტის პირველ ნახევარში, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოდან გავიდა აზერბაიჯანში. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქე ვუ---- ალ---მა, რომელიც იმყოფებოდა აზერბაიჯანში, 2019 წლის 3---------, დაახლოებით 02:20 საათზე, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად, გადმოკვეთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვუ---- ალ---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (საქართველოდან აზერბაიჯანში გასვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად (აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. ვუ---- ალ---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, საქმეზე არსებული მტკიცებულებები გახადა უდავოდ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.

 

4.6. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

4.7. ვუ---- ალ---ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ მას ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩადენილი აქვს გამოსაცდელი ვადის პერიოდში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----------ის განაჩენით ვუ---- ალ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე და 67-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი, რაც ცხადყოფს იმას, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენებითაც კი მისი სათანადო ქცევა ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მის მიერ ახალი დანაშაულების ჩადენა თავიდან ვერ იქნა აცილებული, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ვუ---- ალ---ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკი.

 

4.8. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0------------ისა და 2018 წლის 0-----------ის განაჩენებით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულების ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - ვუ---- ალ---ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულებისათვის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0------------ის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2018 წლის 0-----------ის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის) და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი; უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ ვუ---- ალ---ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე აქედან, სასამართლო ვუ---- ალ---ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად დადგენილ დანაწესს.

 

4.9. ამასთან, მართალია, ვუ---- ალ---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში, ასევე, ორჯერ განზრახი დანაშაულისათვის, მათ შორის მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლევი პირის მიერ, ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაულები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი.

 

4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვუ---- ალ---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე, ითვალისწინებს მის ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომაზე და მიაჩნია, რომ ვუ---- ალ---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვუ---- ალ---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

4.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვუ---- ალ---ს უნდა განესაზღვროს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და დამატებით სასჯელად ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ვუ---- ალ---ის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვუ---- ალ---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. ვუ---- ალ---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვუ---- ალ---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 0-----------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვუ---- ალ---ს განესაზღვროს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და დამატებით სასჯელად ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. მსჯავრდებულ ვუ---- ალ---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 0--------–იდან.

 

6. მსჯავრდებულ ვუ---- ალ---ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე