გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1345-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ვ-–--------–-ა
წარმომადგენელი - ლ--------–---------–----
მოპასუხე - საქართველოს უზენაესი სასამართლო
წარმომადგენელი - ლ-----------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 იანვრის №ო------- აქტი, ვ-–--------–-ასათვის წარდგინების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ვ-–--------–-ას სახელზე წარდგინების გაცემა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1990 წლის 27 დეკემბრიდან 1991 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თ-----------------------–----------–---. 2019 წლის 14 იანვარს მისმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, შესაბამისი წარდგინების გაცემა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მისი მოსაზრებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. იგი დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, შესაბამისად, მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 27 დეკემბრის №8---- დადგენილებით ვ-–--------–-ა არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თ-----------------------–----------–---.
ვ-–--------–-ა უზენაესი სასამართლოს თ-----------------------–----------–--- მუშაობდა 1990 წლის 27 დეკემბრიდან 1991 წლის 21 ნოემბრამდე (საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება; ბ-----------------------წ).
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 25 ნოემბრის №8----- დადგენილებით ვ-–--------–-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს რესპუბლიკის გ-------–---------------------- დანიშვნასთან დაკავშირებით.
ვ-–--------–-ას სახელზე დარიცხული ხელფასი შეადგენდა 710,00 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 27 დეკემბრის №8---- დადგენილება (ს.ფ. 56);
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 1----–-–----------------- ბრძანება (ს.ფ. 57);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის №თ------- ცნობა (ს.ფ. 21);
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 25 ნოემბრის №8----- დადგენილება (ს.ფ.58);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის №ო------- ცნობა (ს.ფ. 59).
3.2. ვ-–--------–-ას წარმომადგენელმა - ლ--------–---------–---მა 2019 წლის 14 იანვრის №ზ----- განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ვ-–--------–-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების/ცნობის გაცემა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის №ო------- აქტით ვ-–--------–-ას წარმომადგენელს ლ--------–---------–---ს უარი ეთქვა ვ-–--------–-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წარდგინების გაცემაზე. მითითებულ წერილობით უარში აღნიშნულია შემდეგი: ვ-–--------–-ა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა 1990 წლის 27 დეკემბრიდან 1991 წლის 25 ნოემბრამდე (10 თვე და 28 დღე), „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.05.1999 წლის მდგომარეობით, ამჟამად ძალადაკარგულია) 36-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან პენსიაში გასვლისას ენიშნებოდა სამისდღეშიო პენსია. ამჟამად, აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა მოწესრიგებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლით, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას. აღნიშნული კანონის ნორმები 1991 წელს გათავისუფლებულ მოსამართლეებზე არ ვრცელდება („უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ამოქმედდა 1999 წლის 15 მაისიდან). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა წარდგინების გაცემასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ-–--------–-ას წარმომადგენელის ლ--------–---------–----ს 2019 წლის 14 იანვრის №ზ----- განცხადება (ს.ფ. 53);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის №ო------- აქტი (ს.ფ. 54-55).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის №ო------- გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
განსახილველ შემთხვევაში, ვ-–--------–-ას მიერ სასამართლოში სარჩელი ასევე აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - დაევალოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ვ-–--------–-ას სახელზე წარდგინების გაცემა.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის განსაკუთრებული სამსახურის გავლის მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.
სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თ-----------------------–----------–---. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, რომლის მიხედვითაც კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში იგი შეძლებს სოციალური დაცვის გარანტიით სარგებლობას.
6.4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ვ-–--------–-ას წარმომადგენელმა ლ--------–---------–---მა 2019 წლის 14 იანვრის №ზ----- განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ვ-–--------–-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, წარდგინების/ცნობის გაცემა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის №ო------- აქტით, ვ-–--------–-ას წარმომადგენელს - ლ--------–---------–---ს უარი ეთქვა ვ-–--------–-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ ვ-–--------–-ა მოსამართლედ მუშაობდა 1990 წლის 27 დეკემბრიდან 1991 წლის 25 ნოემბრამდე (10 თვე და 28 დღე), ხოლო 1991 წელს გათავისუფლებულ მოსამართლეებზე არ ვრცელდებოდა არც „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.05.1999 წლის მდგომარეობით, ამჟამად ძალადაკარგულია) 36-ე მუხლი და არც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლი.
სასამართლო კვლავ მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე და მე-11 მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. ეს უკანასკნელი კი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტით ადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით, ხოლო 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაიანგარიშება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებზე სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა ხდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მითითებული მუხლების გათვალისწინებით, რომლებიც თავის მხრივ იმპერატიულად ადგენს კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეს. კერძოდ, კომპენსაცია შეიძლება დაენიშნოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც ამოეწურათ უფლებამოსილების ვადა, მიაღწიეს საპენსიო ასაკს, 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პირადი განცხადებით შეუწყდათ უფლებამოსილება.
ამრიგად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ ყოფნისას ნებისმიერ შემთხვევაში არ ენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა დამოკიდებული იყო უფლებამოსილების განხორციელებასა და მისი შეწყვეტის საფუძველზე.
სასამართლო მხარეთა ყურადღება გაამახვილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის 70-ე მუხლი ვრცელდება 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საგულისხმოა, რომ მითითებული ჩანაწერი დაკავშირებულია „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან. კერძოდ, მითითებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამოქმედდა 1999 წლის 15 მაისს, 36-ე მუხლით (პირვანდელი რედაქცია) ადგენდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან პენსიაში გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად. ეს ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის იმ მუხლით, რომელიც ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაფინანსებას. მითითებულ ნორმაში 2005 წლის 23 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება და საკითხი დარეგულირდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის იდენტურად, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1999 წლის 15 მაისიდან დავის გადაწყვეტამდე მოქმედი კანონმდებლობა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას უპირობოდ უკავშირებს მითითებულ პერიოდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის განხორციელებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ვ-–--------–-ა უზენაესი სასამართლოს თ-----------------------–----------–--- მუშაობდა 1990 წლის 27 დეკემბრიდან 1991 წლის 25 ნოემბრამდე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 25 ნოემბრის №8----- დადგენილებით ვ-–--------–-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს რესპუბლიკის გ-------–---------------------- დანიშვნასთან დაკავშირებით.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა მითითებული სამართლებრივი ნორმებით აღიარებული სოციალური გარანტიის - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს, ვინაიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სამოსამართლო უფლებამოსილება შეწყდა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებამდე.
ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად საკანონმდებლო რეგულაციისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სოციალური გარანტიით უზრუნველყოფა არ შეიძლება დაკავშირებული იყოს სამოსამართლო საქმიანობის 1999 წლის 15 მაისამდე და 1999 წლის 15 მაისის შემდეგ განხორციელებასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. როგორც უკვე აღინიშნა, პირისთვის კომპენსაციის დანიშვნა ხდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებზე. ეს უკანასკნელი კი იმპერატიულად მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ხდება 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე საქართველოს უზენაესი სასამართლო მოქმედებდა რა კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოკლებული იყო შესაძლებლობას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებიდან გამომდინარე ვ-–--------–-ას სახელზე წარდგენება გაეცა.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ვ-–--------–-ას მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის №ო------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ვ-–--------–-ას სახელზე წარდგინების გაცემის დავალების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით ლ--------–---------–----ს მიერ 2019 წლის 22 თებერვალს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა (მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თვითმმართველი ქალაქი თბილისი, მიმღების ანგარიში - 300773150; ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–--------–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს ლ--------–---------–----ს მიერ 2019 წლის 22 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თვითმმართველი ქალაქი თბილისი, მიმღების ანგარიში - 300773150; ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე