გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210118002450427
№2/2060-2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - „ათ-–----–--------------------–-----–--------------------თ’’
წარმომადგენელი - ზუ---ბ თო----ა, რო-------------–ი
მოპასუხე - შპს "GE-------I"
წარმომადგენელი (დირექტორი) - ბა---------------ე
წარმომადგენელი - გე-–----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (21.03.2019წ მოსამზადებელი სხდომა)
მოპასუხე შპს "GE-------I"-ს დაეკისროს მოსარჩელე „ათ-–----–--------------------–-----–--------------------თის’’ სასარგებლოდ 660 141 აშშ დოლარის გადახდა.
2. მხარეთა პოზიცია:
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე თურქული კომპანია „ათ-–----–--------------------–-----–--------------------თ’’, 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მოპასუხე შპს "GE-------I"-ს, სისტემატუ---დ აწოდებდა სხვადასხვა დასახელების სამეურნეო პრო----ქციას, სასაქონლო ინვოისების საფზველზე. ამ პერიოდის მანძილზე მოსარჩელემ მიაწოდა, ხოლო მოპასუხემ მიიღო 2 468 782 აშშ დოლარის სამეურნეო საქონელი. შპს "GE-------I"-მა აანაზღაურა მხოლოდ 1 808 641 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 660 141 აშშ დოლარს.
მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მართალია, 2011-2017 წლებში „ათ-–----–--------------------–-----–--------------------თისგან“ მიიღო გარკვეული სახის საქონელი, მაგრამ მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეებს შორის არსებობდა სასყიდლიანი გარიგება-ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ვალდებულების მოცულობას, შესრულების დროს, და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების დადასტურების გარეშე შეუძლებელია განისაზღვროს მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. ამასთან, მოპასუხის აზრით არასახელმწიფო ენაზე წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციები ვერ ჩაითვლება საქონლის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. 1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს აწევთ დასადგენი ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი, ხოლო აღნიშნული ტვირთის რეალიზება ხდება სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.
ამავე დროს, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხარეთ შორის დადებული გარიგების იურიდიული ბუნება. მოსარჩელის განმარტებით, ნასყიდობის ხელშკრულების ფარგლებში მან მიაწოდა მოპასუხეს მოძრავი ნივთები. მოპასუხე არ უარყოფს საქონლის მიღების ფაქტს, თუმცა, უარყოფს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების ზემოაღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, ხელშეკრულების დადების მტკიცების ტვირთის მატარებელია მოსარჩელე.
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 2450834.87 აშშ დოლარის ღირებულების მოძრავი ნივთი, ხოლო მოპასუხემ მიიღო ნასყიდობის საგანი.
დადგენილია, რომ 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მოსარჩელე თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სამეწარმეო იურიდიული პირი ახდენდა სხვადასხვა დასახელების საქონლის ექსპორტს და აწოდებდა აღნიშნულ საქონელს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს შპს "GE-------I"-ს. საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა სასაქონლო ინვოისების საფუძველზე. დადგენილია, რომ შპს "GE-------I" ახდენდა იმპორტირებული საქონლის განბაჟებას, იხდიდა საბაჟო გადასახადს, დღგ-ს. მოპასუხემ სადავო გახადა აღნიშნული ოპერაციის შინაარსი. კერძოდ, მისი განმარტებით თურქულ ენაზე შესრულებული საქონლის ინვოისებით და საბაჟო დეკლარაციებით ვერ დადასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამასთან, წარმომადგენლის განმარტებით სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთ შორის სასყიდლიანი გარიგების არსებობას, საქმეში წარმოდგენილი არა არის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ პოზიციას და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი მოძრავ ნივთებზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით, რაიმე სპეციალურ დათქმას არ შეიცავს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სასაქონლო ინვოისებით და საბაჟო დეკლარაციებით დასტურდება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 დეკემბრის N21-02-1/146273 მომართვაზე დართული CD დისკი, 2011-2017 წლებში მოსარჩელის მიერ იმპორტირებული საქონლიდან, მოპასუხე შპს "GE-------I" -ის მიერ, 2011-2017 წლებში განბაჟებული სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებისა და თანდართული მასალების ასლებით. ყოველი ფაილი, წლების მიხედვით, შეიცავს: მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულ საქონელზე გამოწერილ სასაქონლო ინვოისს, საბაჟო დეკლარაციას, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ინვოისის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (თარიღი, ნომერი, მიწოდებული საქონლის ღირებულება), შემოსავლების სამსახურის მიერ ამოწერილ დამატებული ღირებულების გადასახადის გაანგარიშებას და მოპასუხის წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებულ სხვა საბაჟო დოკუმენტაციას, რომლითაც მოპასუხის მიერ სასაქონლო ინვოისით მიწოდებული საქონლის განბაჟება დასტურდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მულის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სასაქონლო ინვოისებით, საბაჟო დეკლარაციებით და საქონლის განბაჟების დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2011 წლის განმავლობაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო 9 ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის ღირებულება ჯამში განისაზღვრა 458883.65 აშშ დოლარითა და 3007.73 ლირით; 2012 წლის განმავლობაში- 7 ნასყიდობის ხელშეკრულება, ღირებულებით-377659.86 აშშ დოლარი; 2013 წლის განმავლობაში - 9 ნასყიდობის ხელშეკრულება, ღირებულება - 416619.2 აშშ დოლარი; 2014 წლის განმავლობაში - 8 ნასყიდობის ხელშეკრულება, ღირებულებით 498166.66 აშშ დოლარი; 2015 წლის განმავლობაში - 5 ნასყიდობის ხელშეკრულება, ღირებულებით - 295544.08 აშშ დოლარი; 2016 წლის განმავლობაში - 3 ნასყიდობის ხელშეკრულება, ღირებულებით-165704.89 აშშ დოლარი და 2017 წლის განმავლობაში- 5 ნასყიდობის ხელშეკრულების ხელშეკრულება, ღირებულებით 238256.53 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 2 450 834.87 აშშ დოლარი და 3007.73 ლირა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თითოეული საბაჟო დეკლარაციის 31-ე გრაფაში (საქონლის აღწერა და რაოდენობა) მითითებულია სასაქონლო ინვოისის ნომერი, ხოლო 22-ე გრაფაში საქონლის საერთო ფაქტობრივი ღირებულება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოსარჩელის, ისე შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში სასაქონლო ინვოისები თურქულ ენაზეა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, თითოეული ინვოისის მიხედვით, უდაოდ დადასტურებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 0---------–-–------------------ მომართვა
-სასაქონლო ინვოისები:
2011 წელი
1. ინვოისის №------, თარიღი 2---------წ, (CD-ზე A---);
2. ინვოისის №4----, თარიღი 0---------წ, (CD-ზე A---);
3. ინვოისის №4-----, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A----);
4. ინვოისის №4-----, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A----);
5. ინვოისის №3-----, თარიღი 2---------წ, (CD-ზე A-----);
6. ინვოისის №3-----, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A-----);
7. ინვოისის №5-----, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A-----);
8. ინვოისის №4-----, თარიღი 3---------წ, (CD-ზე A-----);
9. ინვოისი №5-----, თარიღი 2---------წ. (CD-ზე A-----)
2012 წელი
1. ინვოისის №7-----, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A----);
2. ინვოისის №7-----, თარიღი 2---------წ, (CD-ზე A-----);
3. ინვოისის №7-----, თარიღი 0---------წ, (CD-ზე A-----);
4. ინვოისის №7-----, თარიღი 2---------–, (CD-ზე A------;
5. ინვოისი N7-----, თარიღი 0---------წ. (CD-ზე A-----)
6. ინვოისის №7-----, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A-----);
7. ინვოისის №1---, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A-----);
2013 წელი
1. ინვოისის №5---, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A----);
2. ინვოისის №0----, თარიღი 0---------წ, (CD-ზე A----);
3. ინვოისი № E------, თარიღი 2---------წ. (CD-ზე A----);
4. ინვოისი № E------, თარიღი 2---------წ. (CD-ზე A----);
5. ინვოისი № 1----, თარიღი 0---------წ. (CD-ზე A----);
6. ინვოისი № 1----, თარიღი 0---------წ. (CD-ზე A-----);
7. ინვოისი № E------, თარიღი 0---------წ. (CD-ზე A-----);
8. ინვოისის №1----, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A-----);
9. ინვოისის № E------, თარიღი 1---------წ, (CD-ზე A-----);
2014 წელი
1. ინვოისის № E------, თარიღი 0--------- წ, (CD-ზე A----);
2. ინვოისის № E------, თარიღი 0--------- წ, (CD-ზე A----);
3. ინვოისი №9-----, თარიღი 2---------, (CD-ზე A----)
4. ინვოისის №9-----, თარიღი 0---------წ. (CD-ზე A----);
5. ინვოისის №9-----, თარიღი 2--------- წ, (CD-ზე A-----);
6. ინვოისის №9-----, თარიღი 2--------- წ, (CD-ზე A-----);
7. ინვოისის №6-----, თარიღი 1--------- წ, (CD-ზე A-----);
8. ინვოისის №6-----, თარიღი 1--------- წ, (CD-ზე A-----);
2015 წელი
1. ინვოისის №6-----, თარიღი 1--------- წ, (CD-ზე A----);
2. ინვოისის №7-----, თარიღი 2--------- წ, (CD-ზე A----);
3. ინვოისის №4-----, თარიღი 0--------- წ, (CD-ზე A-----);
4. ინვოისის №4-----, თარიღი 2--------- წ, (CD-ზე A-1----);
5. ინვოისის №4-----, თარიღი 2--------- წ, (CD-ზე A-----);
2016 წელი
1. ინვოისის №5-----, თარიღი 2--------- წ, (CD-ზე A----);
2. ინვოისის №5-----, თარიღი 0--------- წ, (CD-ზე A------);
3. ინვოისის №5-----, თარიღი 2--------- წ, (CD-ზე A-2----);
2017 წელი
1. ინვოისის №5-----, თარიღი 0--------- წ, (CD-ზე A-------------);
2. ინვოისის №5-----, თარიღი 1--------- წ, და № 2-------- თარიღი 1---------წ.(CD-ზე A-----);
3. ინვოისის №5------ თარიღი 2--------- წ, (CD-ზე A------;
4. ინვოისის №I----------- თარიღი 2------- წ, და № 4------ (CD-ზე A-----);
5. ინვოისის №I---------------, თარიღი 1--------- წ, (CD-ზე A------;
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება 660 141 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება სათანადო მტკიცებულებებით.
შესაგებელში და ახსნა-განმარტების ეტაპზე მოპასუხემ საკუთარი პოზიცია ააგო მხოლოდ იმაზე, რომ მხარეთა შორის ნასყიდობით-სამართლებრივი ურთიერთობა არ ყოფილა და შესაბამისად, არ ეკისრებოდა არავითარი ვალდებულება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2001 წლიდან 2017 წლის ჩათვლით რამოდენიმეჯერ დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ერიცხება შეუსრულებელი ვალდებულება 660141 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ფულადი ვალდებულების შესრულების დამდასტურებელ მტკიცებულებათა სახე, ვალდებულების შესრულების მიღების ფორმები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. კერძოდ, საქართველოს სკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმავე კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, კი კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არის კრედიტორის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, შესაბამისი შინაარსით. ამასთან, კანონის შესაბამისად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონი მოვალეს ანიჭებს უფლებას, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ხასიათის გათვალისწინებით, მოპასუხე ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელის პოზიციის გასაქარწყლებლად. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, შესაგებელში და ახსნა განმარტების ეტაპზე მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ არასოდეს რაიმე სახის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ შეუსრულებია. საქმის მასალებში არ მოიპოვება ფულადი ვალდებულების შესრულების კანონით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულებას - ნასყიდობის საგნის ღირებულების მოსარჩელისათვის გადახდას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული მოპასუხის ფულადი ვალდებულების არსებობა, მოსარჩლის მიმართ, ვინაიდან, მოპასუხემ არ მოახდინა საკუთარი პროცესუალური უფლების რეალიზება და არ დაამტკიცა ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი
-მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია. მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 660 141 აშშ დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2001 წლიდან 2017 წლამდე სისტემატურად აწოდებდა მოპასუხეს სხვადასხვა სახის საქონელს, მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხე განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. მართალია, მან მიიღო მითითებული საქონელი, მაგრამ წარმოადგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გარიგება იყო სასყიდლიანი.
საქმეში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა მოძრავ ნივთს. ამდენად, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი უფლება ნივთზე და ნივთის გადაცემა. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ შპს "GE-------I" -ს მოსარჩელის ნებითი მოქმედებით ფაქტობრივად გადაეცა ნასყიდობის საგანი. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ შპს "GE-------I"-მა მიწოდებულ საქონელზე საკუთრების უფლება მოიპოვა.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლზე, რომლის თანახმად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის გარიგების სპეციალური ფორმა დადგენილი არ არის. ამდენად, სადავოობისას, ნასყიდობის ხელშერულების დადების ფაქტი ბიზნეს-სუბიექტებს შორის შესაძლებელია დადასტურდეს სასაქონლო ინვოისით ან/და საბაჟო დეკლარაციით.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ა) ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტით საბაჟო დეკლარაცია წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველს. ამავე კოდექსის 173-ე მუხლის თანახად საბაჟო დეკლარაცია წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტსაც, მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საბაჟო დეკლარაციით დასტურდება დეკლარანტის მიერ, თავისი სახელით სასაქონლო პარტიის მიწოდება ერთი მიმღების მისამართით. ამდენად, საბაჟო დეკლარაცია შეიცავს სასაქონლო ინვოისის მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მიწოდებული საქონლის მოექცევა საბაჟო რეჟიმში. ეს არის მონაცემები, რომლებიც საბაჟო დეკლარაციაში გადმოტანილია სასაქონლო ინვოისიდან. რეალურად საბაჟო დეკლარაცია ასახავს ნასყიდობის ხელშეკრულების მონაცემებს საქონლის ფასს და ნასყიდობის საგანს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა წარმოდგენილი სასაქონლო ინვოისები თარგმნილი ქართულ ენაზე, რაზედაც ძირითადად ამყარებდა საკუთარ პოზიციას მოპასუხე, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული თითოეული საბაჟო დეკლარაცია შეიცავს სათანადო ინფორმაციას ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესახებ: სასაქონლო ინვოისის ნომერს და თარიღს, მიწოდებული საქონლის დასახელებას და ფასს. საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე იმპორტირებული საქონლის განბაჟება ხდება მყიდველის (იმპორტიორის) მიერ და ამავე დეკლარაციის საფუძველზე ხდება გადასახადის დარიცხვა. ამდენად, უტყუარად ივარაუდება, რომ პირმა, რომელმაც საბაჟო რეჟიმში მოახდინა საქონლის იმპორტი და გადაიხადა საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ, იმპორტირებული საქონელი იყიდა. სასამართლოს დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2011 წლიდან 2017 წლამდე დაიდო 48 ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო სარწმუნოდ არ მიჩნია მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ გარიგება იყო უსასყიდლო. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარიგების შინაარსი განპირობებულია მხარეთა ნამდვილი ნების შინაარსით, ხოლო სადავოობისას ნება დგინდება იმ ფაქტობრივი წინამძღვრების გაანალიზებით, რაც მოდავე მხარეთა ურთიერთობის მიზანსა და შინაარსს განაპირობებს. მოპასუხე აცხადებს, რომ საქონელი უსასყიდლოდ მიიღო. სასამართლო მიიჩნევს, რომ უსასყიდლო გარიგების დადება, სამეწარმეო სუბიექტებს შორის, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, გარკვეულ წინაპირობებთანაა დაკავშირებული.
მოცემულ შემთხვევაში, სამართალურთიერთობის მხარეები არიან სამეწარმო საქმიანობის მიზნით შექმნილი და მოქმედი იურიდიული პირები. მათი საქმიანობის მიზანია მოგების მიღება. არც ერთ მათგანს არ აქვს ჰუმანიტარული პირის სტატუსი. მოპასუხე მითითებულ ოპერაციებზე არ არის განთავისუფლებული იმპორტის გადასახადისაგან, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც ჰუმანიტარული ტვირთის იმპორტიორი. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ დამატებული ღირებულების დარიცხვის და გადახდის დამადასტურებელი დოკუმემენტაცია. ამდენად, სადავო გარიგება ვერ იქნება მიჩნეული უსასყიდლო გარიგებად (ჩუქების ხელშკრულებად).
6.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 477- ე მუხლის მე-2 ნაწილით მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე. საკასაციო სასამართლომ, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებით განმარტა: „ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა ფასზე შეთანხმებაა (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პიველი ნაწილი, 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის საკმარისია მის სასყიდლიანობაზე და არა ზუსტ ფასზე შეთანხმება, რაც მას განასხვავებს ქონების საკუთრებაში გადაცემის სხვა ხელშეკრულებებისაგან.“ (საქმე სუსგ. №ას-863-809-2012).
დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ნასყიდობის საგანი. დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე, რაც შეადგენდა 2 450 834.87 აშშ დოლარს და 3007.73 ლირას. ამდენად, მოპასუხეს წარმოეშვა ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხარა ნასყიდობის ფასი სრულად და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 660 141 აშშ დოლარს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპი ავალდებულებს მოვალეს უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს ვალდებულების შესრულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება. მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელსა და ახსნა-განმარტებაში მიუთითა იმაზე, რომ არავითარი ვალდებულება მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე არ შეუსრულებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხემ დაადასტურა, რომ ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ შეუსრულებია, რაც სასამართლოსთვის ვალდებულების აღიარების ტოლფასია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს "GE-------I"-ის მიმართ 660 141 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველსაყოფად -100 ლარი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება სრულად და მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (გადახდილია - 100 ლარი) ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
8.1. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით (საქმე N №2-2060/18) დაკმაყოფილდა რა „ათ-–----–--------------------–-----–--------------------თის“ წარმომადგენლის ზუ---ბ თო----ას შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ყადაღა დაედო შპს ,,GE-------I"-ის (ს/კ 2--------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ფერია (ს/კ 2-----------).
ასევე ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რიცხულ შემდეგ ავტომობილებს:
- O--------- სახ.ნომერი U------- გამოშვების წელი 1---- საიდენტიფიკაციო ნომერი, W----------------, ფერი - თეთრი, სარ. მოწმ. B--------.
- M----------------------ს სახ. ნომერი X------- გამოშვების წელი 2---- საიდენტიფიკაციო ნომერი, W----------------- ფერი- თეთრი, სარ.მოწმ. B--------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინენის) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „ათ-–----–--------------------–-----–--------------------თის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს შპს "GE-------I"-ს „ათ-–----–--------------------–-----–--------------------თის’’ სასარგებლოდ 660 141 აშშ დოლარის გადახდა;
3. დაეკისროს შპს "GE-------I"-ს „ათ-–----–--------------------–-----–--------------------თის’’ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბჟი 5000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
4. მოსარჩელეს „ათ-–----–--------------------–-----–--------------------თს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 1---------–---- საგადახდო დავალებით, სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (გადახდილია - 100 ლარი) 50 ლარი. (გადამხდელის დასახელება - სს ,,თიბისი ბანკი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 693 150; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე