გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/7619-20-- 11 ივნისი 20-9 წელი
ქ.თ---–---
შესავალი ნაწილი
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე დირექტორი წარმომადგენელი მოპასუხე წარმომადგენელი შ.პ.ს. ,,გ---“ თ-----------–-----–-ძე გ----------–-----ა ს.ს. ,,თ--–---“ ზ------------
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შ.პ.ს. ,,გ---“ ითხოვს: 1) ს.ს. ,,თ--–--ს“ დაევალოს შ.პ.ს. ,,გ---ს“ საკუთრებაში არსებულ ფართში მდებარე _ ქ. თ---–--–-, კოსმონავტების სანაპირო 6--ში, საკადასტრო კოდებით: 0-.1--02.0--.0--, 0-.1--0-.0--.0--, 0-.1--0-.0--.0-- განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის N20-2 და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟი, აღნიშნული ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა გამოთავისუფლებელ მდგომარეობაში; 2) ს.ს. ,,თ--–--ს“ შ.პ.ს. ,,გ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 581 000 ლარის გადახდა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მიზნით; 3) ს.ს. ,,თ--–--ს“ შ.პ.ს. ,,გ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 3 740 ლარის გადახდა ყოველთვიურად, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელის მითითებით, შ.პ.ს. ,,გ---ს” საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება მდებარე - ქ. თ---–---, კ------------------------ო 6--ში, საკადასტრო კოდიებით: 0-.1--0-.0--.0--, ს/კ, 0-.1--0-.0--.0--,ს/კ 0-.1--0-.0--.0--, მიწის საერთო ფართობი 1690 კვადრატული მეტრი, შენობა-ნაგებობები 1, 2, 3 - საერთო ფართობი 852.41 კვადრატული მეტრი. მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ კომერციულ ობიექტზე 1999 წლიდან განთავსებულია სს ,,თ--–---ს“ დროებით სარგებლობაში გადაცემული სატრანსფორმატორო ქვესადგური #20-2 თავისი საკაბელო მეურნეობით, რომელიც მათი მიწის ნაკვეთის 187 კვ.მ-ზე არის განლაგებული. მოპასუხე ს.ს. ,,თ--–---“ ვალდებულია გამოათავისუფლოს შ.პ.ს. ,,გ---ს“ საკუთრებაში არსებულ კუთვნილი ფართი და განხორციელდეს სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟი. გარდა ამისა უკანონოდ დაკავებული ფართი არის კომერციული დანიშნულების და მოპასუხე მხარე ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საიჯარო ქირა მისი სარგებლობისათვის, როგორც განვლილ პერიოდზე ასევე სამომავლოდ. შპს ,,გ---მ“ არაერთხელ მიმართა სს ,,თ--–--ს“ განცხადებით რომ მოეხდინათ მათ სარგებლობაში არსებული ქვესადგურის და საკაბელო მეურნეობის სხვა ტერიტორიაზე გადატანა, ან კონკრეტული შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ელექტროენერგიის გატარების საფასურის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. მიუხედავად აღნიშნულისა, მათი მოთხოვნის იგნორირება მოხდა სს ,,თ--–---ს“ მიერ. 20-8 წლის 25 აპრილს სს ,,თ--–--მა“ პასუხი გასცა ერთ-ერთ განცხადებაზე, რომელშიც ცალსახად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნამდვილად მათ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ქვესადგური და საკაბელო მეურნეობა, კონკრეტული ობიექტი არის გადაცემული სს ,,თ--–---სთვის“ 2000 წელს და მასზე გამოცემულია ბრძანება 2000 წლის 17 აპრილს. სს ,,თ--–--ს“ აღნიშნული სატრანსფორმატორო ჯიხური დროებით სარგებლობაში გადაეცა შპს ,,გ---ს“ ერთ ერთი დამფუძნებლისგან კ--------------–-----–--ისგან, რომელიც მოცემული პერიოდისათვის საერთოდ არ იყო კომპანიის დირექტორი. მათ არაერთი განცხადებით მიმართეს თ--–--ს სხვადასხვა პერიოდში თუმცა, დღემდე გრძელდება მათ საკუთრებაში არსებული კომერციული ფართით სარგებლობა, სატრანსფორმატორო ჯიხურით და თავისი საკაბელო მეურნეობით, რომელიც დროებით სარგებლობაში იყო გადაცემული იმ პირობით რომ მოხდებოდა ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ან განისაზღვრებოდა საიჯირა ქირა, რომელიც გამოითვლებოდა და შეფასდებოდა შესაბამისი აუდიტის მიერ. მოცემულ ადგილზე არის განთავსებული შპს ,,გ---ს“ კომერციული დანიშნულების ბიზნესცენტრი (კრაისლერის ოფისი). აგრეთვე ეზოში განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ობიექტები, რომლებიც იჯარით არის გაცემული. აუდიტის დასკვნით ერთი კვადრატული მეტრის საიჯარო ფასი შეფასებულია 2008 წლამდე 20 ლარად ხოლო 2008 წლიდან დღემდე 25 ლარად. სს ,,თ--–---“ 18 წლის განმავლობაში კომერციული მიზნებით იყენებს სატრანფორმატორო ქვესადგურს კერძოდ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას აბონენტებისათვის რის სანაცვლოდ იღებს საფასურს. სს ,,თ--–---ს“ მიერ გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ ისინი ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებენ იურიდიულ და ფიზიკურ სუბიექტებზე. მოპასუხე მხარე უარს აცხადებს შპს ,,გ---ს“ კუთვნილი ფართის დაცლაზე.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, მოსარჩელის საკუთრებაში არებულ უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. თ---–---, კ------------------------ო N6--ში სს „თ--–---ს" მიერ არ განხორციელებულა ს/ქ - 20-2-ის 187კვ.მ-ზე განთავსება. აღნიშნული სატრანსფორმატორო ქვესადგური თავისი საკაბელო მეურნეობით განთავსებულია თვით მოსარჩელის მიერ და მათ მიეწოდებათ ელექტროენერგია მათივე საქმიანობის უზურნველსაყოფად და ს/ქ-20-2 ემსახურება მათ მიზნებს. თვით მოსარჩელეც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ქვესადგური 2000 წელს შპს „გ---ს" დირექტორის კო------------–-----–--ის მიერ გადაეცა სს „თ--–--ს" ექსპლუატაციისთვის. სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადაცემის მიზეზი იყო ის, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა განაწილების ლიცენზიატს და როგორც მომეტებული საფრთხის მქონე ობიექტი საჭიროებდა სპეციალურ გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებიც მათ არ ჰყავდათ და ასევე ქვესადგურის ექსპლუატაცია და მისი შენახვა დაკავშირებული იყო დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 1998 წლის 22 მაისის N27 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების” 2.2.6 და 2.5.6 პუნქტების და სემეკის 18.09.2008 წლის მე-20 დადგენილების მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქსელის მოწყობაზე, მის გამოსწორებაზე და გამართულ მუშაობაზე, პაუსიხმგებლობა ეკისრება ქსელის მესაკუთრეს. იმ შემთხვევაში თუ სატრანსფორმატორო ქვესადგური დარჩებოდა მათ ბალანსზე, მთელი ხარჯები უნდა გაეწია მოსარჩელეს, რის გამოც შ.პ.ს. „გ---ს'' თანხმობით ს.ს. „თ--–--ს" 2000 წლიდან გადაეცა ბალანსზე ს/ქ-20-2 და მართლზომიერად ფლობს და ს.ს. „თ--–---ს" მხრიდან ადგილი არ აქვს მოსარჩელის მიმართ ხელშეშლას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც თუ მოსარჩელის მიერ არ იქნებოდა ს/ქ-20-2 გადაცემული და ადგილი არ ექნებოდა მართლზომიერ ფლობას, მოსარჩელის საკუთრების უფლება კანონისმიერ არის შეზღუდული განაწილების ლიცენზიანტი პირის მიერ მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით ქსელით ფლობისა და სარგებლობის თმენის ვალდებულებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008 წლის დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის სიმძლავრის მიწოდებისა და მოხმარების წესები” არეგულირებს ურთიერთობებს, ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და მომხმარებელს შორის. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს, მაგრამ ჰქონდა სატრანსფორმატორო ქვესადგური და საკაბელო მეურნეობა, რომელიც მოწყობილი იქნა მათივე მიზნებისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. ამდენად, ს/ქ-20-2–ის გადატანის ვალდებულება, რომელიც მოწყობილი იქნა თვით მოსარჩელის მიერ, სს ,,თ--–--ს“ არ აქვს. ამასთან, სარჩელით მოთხოვნილი თანხა გაანგარიშებულია 2000 წლიდან 20-9 წლის მარტის ჩათვლით პერიოდზე, რაც მიუთითებს მის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან სს „თ--–---“ და მოსარჩელე იმყოფებიან ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ვრცელდება 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სს ,,თ--–---ს“ მხრიდან მოსარჩელის მიმართ ხელშეშლას და ზიანის მიყენებას ადგილი არ აქვს, ვინაიდან შპს „გ---ს" თანხმობით სს „თ--–---'' 2000 წლიდან მართლზომიერად ფლობს ს/ქ20-2-ს და ეწევა სქ-20-2 მოვლა-პატრონობას და სს ,,თ--–---“ არ არის ვალდებული გადაიხადოს რაიმე საზღაური. მოპასუხე არ ეთანხმება აუდიტის დასკვნას საიჯარო ქირასთან დაკავშირებით, რამდენადაც ს/ქ-20-2 წარმოადგენს სატრანსფორმატორო ქვესადგურს და დამონტაჟებული საკაბელო მეურნეობა, მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე შეუძლებელია გამოყენებული იქნეს სხვა მიზნებისთვის და კომერციულ ფართთად ვერ მიიჩნევა. სატრანსფორმატორო ქვესადგურის დანიშნულებიდან გამომდინარე შეუძლებელია მოსარჩელეს მისი გაქირავება მოეხერხებინა, როგორც კომერციული ფართი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,გ---ს“ საკუთრებად რეგისტრირებულია შემდეგი უძრავი ქონება: 1) ქ. თ---–--–-, კ------------------------ო N6--ში, შენობა-ნაგებობა N1-2-3, საერთო ფართი 852.41 კვ.მ. საკადასტრო კოდით #0-.1--0-.0--.0-- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ქ.თ---–---ს სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლი ინსპექციის მიერ 1998 წლის 7 დეკემბერს გაცემული N--- მშენებლობის დაწყების ნებართვა; გადაწყვეტილება NM150--108/3, დამოწმების თარიღი: 09/02/20-5, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საქართველოს კანონი ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწი კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ; ქ.თ---–---ს მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 29 ივნისს N1--21.552 დადგენილება) (ს.ფ. 25-26); 2) ქ. თ---–--–-, მ-----------------–-------------ო, გ----------------ის მიმდებარედ, შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართი 115.50 კვ.მ, საკადასტრო კოდით #0-.1--0-.0--.0-- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ქ.თ---–---ს მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 29 ივნისს N1--21.552 დადგენილება; საქართველოს კანონი ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ) (ს.ფ. 27-28); 3) ქ. თ---–--–-, კ------------------------ო N6-ბ-ში, დაზუსტებული ფართობი 287 კვ.მ. საკადასტრო კოდით #0-.1--0-.0--.0-- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 1999 წლის 2 ნოემბერს დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (რ---------–-------------------------------------–----)); გადაწყვეტილება NM150--108/3, დამოწმების თარიღი: 09/02/20-5, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) (ს.ფ. 29-30). 3.1.2 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შ.პ.ს. ,,გ---“ რეგისტრირებულია 1998 წლის 25 თებერვალს, საიდენტიფიკაციო ნომერი: 2-------3, საზოგადოების დირექტორი არის თ-----------–-----–-ძე, პარტნიორები არიან: კ--------------–-----–--ე (33.33%), თ-----------–-----–-ძე (33.34%), დავით სილაგავა (16.66-%), მ---------–----ა (16.66-%) (ს.ფ. 53-54). 3.1.3 ს.ს. ,,თ--–---ს“ ქსელების პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის 2000 წლის 17 აპრილის #52 ბრძანების მიხედვით, შ.პ.ს. ,,გ---“-ს დირექტორის (კ.შ-----–--ე) თანხმობით #19 28.03.2000, გადაცემული იქნა თ--–---ს მომსახურეობაში გ----------------ის მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგური სიმძლავრით 250 კვა, მიწის ფართი და მისი მკვებავი მაღალი ძაბვის კაბელი ფ---------------------- სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან და ასევე დაბალი ძაბვის კაბელი ობიექტამდე. უნომრო გადასატან სატრანსფორმატორო ქვესაგურს მიენიჭა საქსელო ნომერი 20-2. თ--–---ს მომსახურე პერსონალს მიეცა უფლება დამატებითი აბონენტების მიერთება სატრანსფორმატორო ქვესადგურზე (ს.ფ. 51). 3.1.4 ს.ს. ,,თ--–---ს“ 20-- წლის 29 სექტემბრის განკარგულების თანახმად, სადისპეტჩერო მართვის სამსახურს დაევალა ძალოვანი ტრანსფორმატორის ს/ქ #20-2-ში ძაბვის ქვეშ დააყენება (ს.ფ. 211). 3.1.5 ს.ს. ,,თ--–---“-ს წერილობითი ინფორმაციებით (22.02.20-7 N0222/733; 07.06.20-8 N0607/262/18) და სქემატური ნახაზებით დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,გ---ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 0-.1--0-.0--.0--, განთავსებულია ს.ს. ,,თ--–---ს“ საკუთრებაში არსებული ს/ქ 20-2, მიწის ნაკევთებზე საკადასტრო კოდებით: 0-.1--02.0--.0--, 0-.1--0-.0--.0--, განთავსებულია ს.ს. ,,თ--–---ს“ საკუთრებაში არსებული საკაბელო მეურნეობა, რომლის საშუალებით მიეწოდება ელექტროენერგია ს.ს. ,,თ--–---“-ს აბონენტებს (ს.ფ. 38). 3.1.6 შ.პ.ს. ,,გ---ს“ 20-7 წლის 20 თებერვლის, 20-7 წლის 24 თებერვლის, 20-7 წლის 0- სექტემბრის, 20-8 წლის 10 აპრილის წერილებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ს.ს. ,,თ--–--ს“ მიწის ნაკვეთიდან ელექტროტრანსფორმატორის და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟის და გადატანის მოთხოვნით. (ს.ფ. 61-64). 3.1.7 ს.ს. ,,თ--–---“-ს 20-8 წლის 06 სექტემბრის ინფორმაცით დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,გ---“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ტრანსფორმატორი ს.ს. ,,თ--–--მა“ შეცვალა 20-5 წელს უფრო მძლავრი ტრანსფორმატორით (ს.ფ. 78), 20-- წელს განხორციელდა შ.პ.ს. ,,გ---ს“ მიწის ნაკვეთზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის სარემოტნო სამუშაოები (ს.ფ. 214).
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 შ.პ.ს. ,,რ---–----------ს“ მიერ 20-8 წელს შედგენილი აუდიტორული დასკვნის მიხედვით, შ.პ.ს. ,,გ---ს“ (ს/კ 2-------3) კუთვნილ ქონებაზე ს.ს. ,,თ--–---ს“ მიერ განთავსებული ელექტრო მოწყობილობების მიერ დაკავებული ფართის საბაზრო-საიჯარო ფასი 2000-20-8 წლის 0- ივნისამდე განისაზღვრა 581 960 ლარით. (ს.ფ. 31-37); 3.2.2 ,,ე------ თ--–---ს“ ქსელების პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის 2000 წლის 17 აპრილის N52 ბრძანების მიხედვით, შპს ,,გ---ს“ დირექტორის კ.შ-----–--ის თანხმობით, 2000 წლის 28 მარტს გადაცემული იქნა ,,ე------ თ--–---ს“ მომსახურეობაში დიდუბის რაიონში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გ----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგური სიმძლავრით 250 კვა თავისი მიწის ფართი და მისი მკვებავი მაღალი ძაბვის კაბელი ფ---------------------- სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან და ასევე დაბალი ძაბვის კაბელი ობიექტამდე. (ს.ფ. 51-52). სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შპს ,,გ---“ არის N0-.1--0-.0--.0--, N0-.1--0-.0--.0-- და N0-.1--0-.0--.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის ქონებას, სარჩელი სატრანსფორმატორო ქვესადგურის და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟის შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება შპს ,,გ---ს“ მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე, 979-ე, 982-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 6.4 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია მესაკუთრის უფლებები, საკუთარი შეხედულებისამებრ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით ისარგებლოს (მათ შორის არ ისარგებლოს) საკუთრების ობიექტით და ნორმით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ჩარევა განხილულ უნდა იქნას საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლად. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ ქ------–--–ი, კ------------------------ო N6--ში, შენობა-ნაგებობა N1-2-3, საერთო ფართი 852.41 კვ.მ. საკადასტრო კოდით #0-.1--0-.0--.0--; ქ. თ---–--–-, მ-----------------–-------------ო, გ----------------ის მიმდებარედ, შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართი 115.50 კვ.მ, საკადასტრო კოდით #0-.1--0-.0--.0-- და ქ. თ---–--–-, კ------------------------ო N6-ბ-ში, დაზუსტებული ფართობი 287 კვ.მ. საკადასტრო კოდით #0-.1--0-.0--.0-- რეგისტრირებულია შპს ,,გ---ს“ საკუთრებად. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ს.ს. ,,თ--–---ს“ სატრანსფორმატორო ქვესადგური და საკაბელო მეურნეობა. ს.ს. ,,თ--–---“ მიუთითებს სადავო ქონების კ--------------–-----–--ის თანხმობით დაუფლებაზე, მაგრამ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კ--------------–-----–--ე კომპანიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა, მიუხედავად ამისა, არც რაიმე წერილობითი შეთანხმება არის წარმოდგენილი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოპასუხის მფლობელობასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს და მოპასუხეებს შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობას არ ადასტურებს მის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ 2000 წელს დროებით სარგებლობაში გადაეცა სადავო ქონება. მხარეთა შორის ურთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს მოპასუხის მიერ მითითებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”, რადგან მითითებული წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ელექტროენერგიის ქსელის მფლობელი არალიცენზიატის თმენის ვალდებულებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. ,,გ---“-სთან მიმართებაში ადგილი არ აქვს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე უშვებს სატრანსფორმატორო ქვესადგურის და საკაბელო მეურნეობის გადატანის შესაძლებლობას, მხოლოდ მოსარჩელის სახსრებით და ალტერნატიული ფართის უზრუნველყოფით და მიუთითებს საქართველოს მთავრობის 20-3 წლის 24 დეკემბრის N366-ე დადგენილების მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და არ გაიზიარა მხარის პოზიცია ტრანსფორმატორის მოსარჩელის ხარჯით გადატანასთან დაკავშირებით (იხ. ს.უ.ს.გ. #ას-1088-1008-20-7 18/10/20-7; #ას-690-660-20-4 10/03/20-5). ამდენად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მოპასუხის ტრანსფორმატორი და საკაბელო მეურნეობა. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახის ხელშეკრულება მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესახებ. მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთით და უკანონო მოქმედების გამო მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში, რის გამოც ს.ს. ,,თ--–--ს“ უნდა დაევალოს სატრანსფორმატორო ქვესადგურის N20-2 და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟი შ.პ.ს. ,,გ---“-ს საკუთრებაში არსებულ ქ------–--–ი, კ------------------------ო 6--ში #0-.1--0-.0--.0--, #0-.1--0-.0--.0--, #0-.1--0-.0--.0-- საკადასტრო კოდები რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და მიწის ნაკვეთები თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე შ.პ.ს. ,,გ---“-ს. შ.პ.ს. ,,გ---“-ს სარჩელი უსაფუძვლო გამდიდრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწლის მიხედვით, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით. მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოპასუხის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მფლობელობას, რითაც მოსარჩელემ დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით. 6.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 2000 წლიდან ქონების გათავისუფლებამდე ყოველთვიურად შ.პ.ს. ,,რ---–----------ს“ დასკვნით განსაზღვრული საიჯარო ქირის გათვალისწინებით. შ.პ.ს. ,,რ---–----------ს“ დასკვნაში შეფასების საგანი აღნიშნულია სხვადასხვა შემთხვევებში ,,ფართი“, ,,ობიექტი“, ,,ქონება“, ქონების შემადგენლობაში მითითებულია: ,,დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართზე ს.ს. ,,თ--–---“-ს მიერ განთავსებული ელექტრო/საკომუნიკაციო მოწყობილობები“ და საბოლოოდ, როგორც დასკვნიდან ირკვევა, განსაზღვრულია ამ ობიექტის საიჯარო ფასი, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მიწის ნაკვეთის სარგებლობიდან გამომდინარე ზიანის გაანგარიშებას, კერძოდ, დასკვნაში ასახული არ არის იმ მიწის ნაკვეთის საიჯარო ღირებულება, რაც დაკავებული აქვს ს.ს. ,,თ--–---“-ს ელექტროსაკომუნიკაციო მოწყობილობებს და რომელი მიწის ნაკვეთის უკანონო სარგებლობიდანაც გამომდინარე ითხოვს მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებზე ვრცელდება 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და თანხის დაკისრების მოთხოვნა 2000 წლიდან 20-0 წლამდე ხანდაზმულია. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე ნაკვეთის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოპასუხეს მიმართავს მხოლოდ 20-7 წლის 24 თებერვალს და მანამდე პერიოდში დაფიქსირებული რაიმე პრეტენზიის შესახებ საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მესაკუთრე ეთანხმებოდა მოპასუხე მხარის მიერ ქონების უსასყიდლოდ ფლობას. როდესაც მოსარჩელემ მოითხოვა ნაკვეთის გათავისუფლება და ს.ს. ,,თ--–--მა“ უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მხოლოდ მას შემდეგ წარმოიშვა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ანალოგიური კატეგორიის დავასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა: ,,მიწით სარგებლობის ქირის გადახდის თაობაზე, მოსარჩელეს არ შეუთავაზებია მოპასუხისათვის მიწის სარგებლობის საიჯარო ხელშეკრულების დადება და მხარეთა შოროს შეთანხმება არ შემდგარა ხელშეკრულების არსებით პირობებზე და საიჯარო ქირაზეც. აღნიშნულის გათვალისწინებით, საიჯარო ქირის ყოველთვიურად მოთხოვნა უნდა მიქცეულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ხოლო თუკი მოპასუხე უარს განაცხადებდა საიჯარო ქირის გადახდასა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაშინ მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა მოპასუხისაგან კომპენსაცია, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით უკანონო სარგებლობისთვის (იხ. ს.უ.ს.გ. #ას-615-577-20-0 30/09/20-0). ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შ.პ.ს. ,,გ---“-ს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 60 ლარს. ვინაიდან, დაკმაყოფილდა შ.პ.ს. ,,გ---“-ს სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხე ს.ს. ,,თ--–--ს“ შ.პ.ს. ,,გ---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60(სამოცი) ლარის ოდენობით, რაც შეეხება დარჩენილ სახელმწიფო ბაჟს (4940 ლარი), არ ანაზღაურდება, რადგან არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ.პ.ს. ,,გ---“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაევალოს ს.ს. ,,თ--–--ს“ სატრანსფორმატორო ქვესადგურის (N20-2) და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟი ქ------–--–ი, კოსმონავტების სანაპირო #---ში, #0-.1--0-.0--.0--, #0-.1--0-.0--.0--, #0-.1--0-.0--.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ შ.პ.ს. ,,გ---“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე და მიწის ნაკვეთები თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე შ.პ.ს. ,,გ---“-ს.
3. შ.პ.ს. ,,გ---“-ს სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. ს.ს. ,,თ--–--ს“ შ.პ.ს. ,,გ---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 60 (სამოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თ---–---, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი