გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N521210019002968949 (N2/56-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2--- წელი დ. ჩოხატაური
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - მა------------ა
წარმომადგენელი - და---------------ე
მოპასუხე - მე----------–-ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მე----------–-ას მა------------ას სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით 3108 ლარის გადახდა.
1.2. მე----------–-ას მა------------ას სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მომზადებისათვის 372.96 ლარისა და სპეციალური ავტოსაჯარიმო სადგომი შ------------------------ ავტომანქანის განთავსების ხარჯი 275 ლარის ანაზღაურება;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მიუთითა შემდეგი:
20---–-–-----------რს, მოპასუხე მე----------–-ამ მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა და შეეჯახა მა------------ას კუთვნილ ავტომანქანას ,,N-----------'', სახელმწიფო ნომრით T--------. იმავე დღეს შედგა სამართალდარღვევის ოქმი Nენ 0-----, რომლითაც მოპასუხე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევ პირად.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ავტომანაქანაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა - 3 108 ლარი.
მოსარჩელის ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე, რა დროსაც გადახდილი იქნა - 275 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მე----------–-ამ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი ბრალეულობის ნაწილში და განმარტა, რომ დაზიანებული ავტომობილი იყო შეკეთებადი და მისი ხარჯი არ აღემატებოდა 600 ლარს, შესაბამისად სადავოა ექსპერტიზის დასკვნა, რამდენად რეალურად აღწერს მოპასუხის ქმედების შედეგად მანქანისათვის მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების ოდენობას.
2. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–-----------რს, მოპასუხე მე----------–-ამ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა და შეეჯახა მა------------ას კუთვნილ ავტომანქანას ,,N-----------'', სახელმწიფო ნომრით T------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-13)
- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 2-);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 20---–-–-----------რს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საჯარიმო ქვითარი Nენ 0-----, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 1---- მუხლის 6.2 და 7.8 ნაწილებით, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა მძღოლი მე-----------–ია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საჯარიმო ქვითარი Nენ0----- (ს.ფ. 2-);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2--- წლის 1- თებერვლის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ 2005 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ ,,N-----------''-ზე, სახელმწიფო ნომრით T------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 3108 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2--- წლის 1- თებერვლის N0-------- დასკვნა (ს.ფ. 1--22);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2--- წლის 1- თებერვლის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მა------------ას ავტომანქანაზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 3108 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას მას ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2--- წლის 1- თებერვლისს N0-------- დასკვნით განსაზღვრულია, რომ ა/მანქანაზე მიყენებული ზარალის ოდენობა შეადგენს - 3 108 ლარს (ს.ფ.1--22).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ დაზიანებული ავტომობილის იყო შეკეთებადი და მისი ხარჯი არ აღემატებოდა 600 ლარს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, მოსარჩელე მხარემ დაადასტურა ავტომანქანის დაზიანების ხარისხი, მოცულობა, მისი აღდგენისათვის საჭირო ღირებულება. მოპასუხე კი საპირისპიროს ვერ ადასტურებს. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე 2--- წლის 1- თებერვლისს N0-------- ექსპერტიზის დასკვნით ამტკიცებს ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯების ოდენობას, საპირისპიროს სამტკიცებლად მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მტკიცებულება.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სამართლიანი განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები ა/მანქანაზე მიყენებული დაზიანების ხარისხის, მოცულობის, თუ მისი ღირებულების თაობაზე, მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება, რომ ზიანი იმ ოდენობისა არ არის, როგორც ეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაა განსაზღვრული, არასაკმარისი მტკიცებულებაა.
3.2.2. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სპეციალური ავტოსაჯარიმო სადგომ შპ--------------- 2-“ -ზე ავტომანქანის განთავსებისათვის მა------------ას მიერ გადახდილია - ჯამში 275 ლარი, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მომზადებისათვის 372.96 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-13)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
- მიღება-ჩაბარების აქტი -( ს.ფ.25)
-გადახდის ქითარი - (ს.ფ24-25)
- მიღება-ჩაბარების აქტი -( ს.ფ.22)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------------ას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992, 999.1 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
ამავე კოდექსის 999.1 მუხლის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება, ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე კოდექსის 408.1 მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ ამ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ ზიანი ავტომანქანის მართვისას, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, მე----------–-ას მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია.
მე-----------–--ს ბრალეული ქმედების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა. დელიქტის დროს ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, ვიდრე არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის საკითხს. დაზარალებულმა უნდა დაამტკიცოს ზიანის ფაქტის და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა ადასტუროს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.
6.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2--- წლის 1- თებერვლისს N0-------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ 2005 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ ,,N-----------'', სახელმწიფო ნომრით T------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 3108 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არსებობა არ გაუხდია სადავოდ. მისი მართლსაწინააღმდეგო, გაუფრთხილებელი მოქმედებით კი ზიანი მიადგა მოსარჩელეს 3108 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სახეზეა, დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, სახელდობრ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 3 108 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები _ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხე მე----------–-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
7.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, ასევე ექსპერტიზის ხარჯი - 372.96 ლარი და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომის ხარჯი - 275 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა საჯარო რეესტრში სარჩელის უზრუნველყოფის რეგისტრაციის საფასური - 40 ლარი.
სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, საქმისგანხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.)
ვინაიდან, გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი- 50 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის სანაცვლოდ - 372.96 ლარისა და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომის ხარჯის - 275 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე 2--- წლის 25 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მე----------–-ას (პ/ნ 46001009689) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავ ქონების, მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯვარცხმა, საკადასტრო კოდი N28.10.22.090, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 37-ე, 44-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე მე----------–-ას მა------------ას სასარგებლოდ დაეკისროს - 3108 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე მე----------–-ას მა------------ას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის სანაცვლოდ - 372.96 ლარისა და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომის ხარჯის - 275 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე მე----------–-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე