განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/5391-18
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, რომეო ტყეშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-----–----–---–--ე
სტაჟიორ- პროკურორები - კ-------------, გ--------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ--–------------------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ს-----ს რაიონი, სოფელი ზ---.
ადვოკატი - ნ------–-------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
დისპოზიცია: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის; მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–-ს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ვ--–----------–---–მა განიზრახა, თითქოს დროებითი სარგებლობისათვის დაექირავებინა სხვისი კუთვნილი ავტომობილი, რომელსაც შემდეგ გაყიდდა და სანაცვლოდ აღებულ ფულს მიისაკუთრებდა. ამ მიზნით, 2018 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,-----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ--–----------–---–მა, ვ--–------------–---–ისგან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამი დღით იქირავა 13 000 ლარად ღირებული „------------ მარკის, „---------- მოდელის წითელი ფერის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - H--------- რის სანაცვლოდაც ადგილზევე გადაიხადა ორი დღის საფასური - 110 ლარი. ამის შემდეგ, ვ--–----------–---–მა წინასწარი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომობილი, წინასწარ განზრახული გეგმის შესაბამისად, გაასხვისა გამოძიებით დაუდგენელ პირზე. ვ--–----------–---–ის ქმედებით ვ--–------------–---–ს მიადგა 13 000 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–-ს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ვ--–----------–---–მა 2----–-–--------------ერს, ქ. თბილისში, ა-----–---------–--------------–- იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იქირავა ი-----–----------ის კუთვნილი, ამ უკანასკნელის მიერ 9500 ლარად შეძენილი, „------------ მარკის, „---------- მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - I--------- რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა უკვე მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი ი-----–---------ის ავტომობილი. ვ--–----------–---–ის ქმედებით ი-----–---------ეს მიადგა 9500 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით.
თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის;
2.1. დაზარალებულ ვ--–------------–---–ის განმარტებით, 2018 წლის დასაწყისში შეიძინა წითელი ფერის „--------------------- სახ. #H--------- რაშიც შეძენის, ტრანსპორტირებისა და შეკეთების ხარჯების გათვალისწინებით დახარჯა 4800 აშშ დოლარამდე. ავტომანქანა მუშა მდგომარეობაში იყო, ჰქონდა მცირე ნაკაწრი და ამოღებული იყო კატალიზატორი. დაზარალებულმა გადაწყვიტა შეძენილი ავტომანქანის გაქირავება და შესაბამის ვებგვერდზე განათავსა განცხადება. 2018 წლის 10 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ვ--–------------–---–ს დაუკავშირდა ვ--–----------–---–ი, რომელსაც სურდა ავტომანქანის დაქირავება. მხარეები შეთანხმდნენ პირობებზე და გააფორმეს იჯარის ხელშეკრულება, რის შემდეგაც ვ--–------------–---–მა ვ--–----------–---–ს გადასცა ავტომანქანა, რომელიც ამ უკანასკნელს სამი დღის შემდეგ უნდა დაებრუნებინა. დაზარალებულმა ბრალდებულს და მის პირადობის მოწმობას გადაუღო ფოტოსურათი და შეინახა მობილურ ტელეფონში. 2018 წლის 14 ოქტომბერს, გამოჩნდა ავტომანქანის დაქირავების ახალი მსურველი, რის შემდეგაც დაზარალებული დაუკავშირდა ვ--–----------–---–ს, რომ გაეგო სად იმყოფებოდა იგი. ბრალდებულმა დაზარალებულს უპასუხა, რომ ხაშურში იმყოფებოდა, თუმცა, დაზარალებულის განმარტებით, ავტომანქანაში დამონტაჟებული ჯიპიესი აჩვენებდა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა სოფელ წ---––-----აში იმყოფებოდა. როდესაც ვ--–------------–---–მა ბრალდებულს ჰკითხა, თუ რატომ ატყუებდა, ვ--–----------–---–მა განუმარტა, რომ ჩაეძინა და ბ------იდან დროზე გამოსვლა ვერ მოახერხა; ასევე დაჰპირდა, რომ რამდენიმე წუთში დაიძვრებოდა თბილისისკენ. დაახლოებით ნახევარი საათი შემდეგ, დაზარალებული კვლავ დაუკავშირდა ბრალდებულს, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დაზარალებულმა მაშინვე მიმართა პოლიციას და განაცხადა მომხდარის შესახებ; მან სცადა წ---––-----აში ავტომანქანის მოძებნა, თუმცა ვერ მოახერხა. დაზარალებულის განმარტებით, ჯიპიესის მოწყობილობა ავტომანქანის გაჩერების ადგილებს აფიქსირებს; ვინაიდან ჯიპიესის მეხსიერება შეიძლება გადავსებულიყო, მან მობილურ ტელეფონში შეინახა ე.წ. „სქრინშოტები“. დაზარალებული იმყოფებოდა ქ. ბ------ში, ავტომანქანის გაჩერების ერთ-ერთ ადგილზე, სადაც აღმოჩნდა ჯართის მიმღები პუნქტი. მან შეამჩნია, რომ ჯართის გროვას ზემოდან ედო ახალდაჭრილი წითელი ფერის „------------------. ჯართის მიმღებ პუნქტში მომუშავე პიროვნებამ უთხრა, რომ მიიყვანდა ადამიანთან, რომელიც ავტომანქანებს შლიდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულმა დარეკა 112-ში, გამოიძახა პოლიცია და დაბრუნდა თბილისში. მან გამომძიებელს წარუდგინა მის ხელთ არსებული ავტომანქანის დოკუმენტაცია და ჯიპიესის მონაცემები; ასევე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის ამოცნობაში, რა დროსაც თავისუფლად ამოიცნო ვ--–----------–---–ი. დაზარალებულის განმარტებით, გაქირავებისას ავტომანქანა ტექნიკურად გამართული იყო, ხოლო ზარალი დღეის მდგომაროებით ანაზღაურებული არ არის.
2.2. 2018 წლის 16 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროს ინსპქეტორ - გამომძიებელ ი---------–----ის მიერ, ე-------------–--ის მონაწილეობით, ქ. ბ------–-------------–----------------–- მდებარე ჯართის მიმღები პუნქტიდან ამოღებულ იქნა წითელი ფერის „--------------------- მარკის ავტომობილის კორპუსი დაჭრილ მდგომარეობში, რომელსაც ამოჭრილი ჰქონდა ე.წ. ვინკოდი.
2.3. 2018 წლის 16 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროს ინსპქეტორ - გამომძიებელ ი---------–----ის მიერ, ბ-----------ის მონაწილეობით, ქ. თბილისში, ს-----------------------–-, ამ უკანასკნელის სახლის პირველ სართულზე, ეზოდან ამოღებულ იქნა წითელი ფერის ავტომანქანის ნაწილები, ავტომანქანის ორი ცალი ფრთა, ოთხი ცალი წითელი ფერის კარი, ავტომანქანის წითელი ფერის წინა და უკანა ბამპერი, ერთი ე.წ. ბალკა, ორი ცალი წინა და ორი ცალი უკანა მაშუქები, წითელი ფერის საბარგულის ხუფი, თავისივე საქარე მინით და საწმენდით, ავტომანქანის საჭე, ერთი ცალი შავი ფერის „--------------------- ტორპედო, წინა საქარე მინის საწმენდი, ავტომანქანა ,-------------------- შიდა მხარეს არსებული ე.წ. საყრდენი სტოიკის პლასტმასის ხუფი, ასევე ამოღებულ იქნა ავტომანქანის სხვა წვრილმანი დეტალები, მათ შორის ოთხი ცალი საბურავი დისკებით.
2.4. 2018 წლის 25 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამამრთველოს გ-–-------------–-----------------------–--ის გამომძიებელ თ----------------–ის მიერ, ვ--–------------–---–ისგან ამოღებულ იქნა 2018 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული, ვ--–------------–---–სა და ვ--–----------–---–ს შორის გაფორმებული ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულება.
2.5. 2018 წლის 11 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ვ--–------------–---–ი, დროებითი სარგებლობისა და ექსპლოატაციის მიზნით, ვ--–----------–---–ს გადასცემს „--------------------- მოდელის წითელი ფერის ავტომანქანას, გამოშვების წელი 2008, სანომრე ნიშნით - H--------- გაუწევს მომსახურებას მისი მართვისა და ტექნიკური ექსპლოატაციის თვალსაზრისით. ვ--–----------–---–ი (მოიჯარე) კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს მეიჯარეს საიჯარო ქირა და იჯარის ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნოს მას ავტომობილი იდენტურ, იჯარით გადაცემამდე არსებულ მდგომარეობაში. მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს ავტომობილს ხელშეკრულებიდან ხელმოწერიდან ორი დღის განმავლობაში.
2.6. 2018 წლის 25 ოქტომბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ თ----------------–ის მიერ, ვ--–------------–---–ისგან გამოთხოვილ იქნა, მის კომპიუტერში არსებული ინფორმაცია ავტომობილის გადადგილების შესახებ, ფოტოსურათების სახით.
2.7. 2018 წლის 25 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ თ----------------–ის მიერ, ვ--–------------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ლაზერული დისკი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია, ავტომანქანა „--------------------- სახელმწიფო ნომრით - H-------- ადგილმდებარების შეახებ. აღნიშნული დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 0------- საათზე, ავტომანქანა გადის თბილისი, მეტრო ,-----------–--- ტერიტორიიდან, გაივლის 2------ კილომეტრს და ჩერდება 1------- საათზე ქუთაისში, 9-------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე; 1------- საათზე გადის 3----- კილომეტრს და 1------- საათზე ჩერდება ქ. ს-----------–------------ის ტერიტორიის მიმდებარედ, საიდანაც 1------- საათზე გადის 1------ კილომეტრს და 1------- საათზე ჩერდება ქ. ბ------–-------------ის ქუჩაზე; აღნიშნულიდან 1------- საათზე გადის 0---- კილომეტრს და 13:28:16 საათზე ჩერდება იმავე ქუჩაზე; 16:31:54 საათზე ჩერდება ბ------–--------------ის ქუჩასათან, რის შემდეგაც მოძრაობას იწყებს 2018 წლის 12 ოქტომბერს, 16:31:49 საათზე, გადის 1----- კილომეტრს და 17:03:38 საათზე ჩერდება ბ------ში, ჩ---–----–---–ისა და დ-----------------------–ის ქუჩების კვეთაზე; 2018 წლის 13 ოქტომბერს, 04:35:41 საათზე გადის 4----- კილომეტრს და ჩერდება 05:15:38 საათზე წ---––-----ასთან, რის შემდეგაც ჯიპიესის მიხედვით მისი ადგილმდებარეობა არის წ---––-----ა.
2.8. 2018 წლის 30 ოქტომბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ--–------------–---–მა მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო რიგით პირველი პიროვნება სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, ოვალური ფორმის ღია ხორბლისფერი პირისახით, მუქი წაბლისფერი თმებით, ყავისფერი თვალებით, ოდნავ ფართო ცხვირით, თხელი ტუჩებით, ტანის აგებულებით.
2.9. 2018 წლის 3 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ თ----------------–ის მიერ, ვ--–------------–---–ისგან ამოღებულ იქნა, ავტომობილის შეძენის დამადასტურებელი ქვითარი, საგარანტიო მომსახურების ქვითარი, განბაჟების დოკუმენტი, 2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით ავტომანქანის შეფასების ფურცელი და შეძენის დროინდელი ფოტოსურათები.
2.10. 2018 წლის 8 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ თ----------------–ის მიერ, ვ--–------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ავტომანქანის შეძენის დროინდელი ფოტოსურათები - 6 ცალად.
2.11. საქართველოს შ----------------------------------------–----------------------------------–-–----------------------- საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანა ,----------------------, სახ. ნომრით - H--------- საიდენტიფიკაციო კოდით -J----------------, საბაზრო ღირებულება შეადგენს - 13 000 ლარს.
2.12. ექსპერტმა - შ---------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.13. დაზარალებულ ი-----–---------ის განმარტებით, 2018 წლის სექტემბრის თვეში, 9500 ლარად შეიძინა ავტომანქანა „-------------------- სახ. - #--------- და გადაწყვიტა აღნიშნული ავტომანქანის გაქირავება, რის შესახებაც განცხადება განათავსა შესაბამის ვებგვერდზე. 2018 წლის 2 ოქტომბერს, მას დაუკავშირდა ვ--–----------–---–ი, რომელსაც ავტომანქანა მოეწონა და შეთანხმდნენ პირობებზე. 3 ოქტომბერს, მხარეებმა გააფორმეს ერთწლიანი იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც დაზარალებულმა ბრალდებულს გადასცა ავტომანქანა. მოლაპარაკებების პროცესს ესწრებოდა დაზარალებულის ცოლისძმა - გ-----------------–---–ი. შეთანხმების თანახმად, ერთი წლის მანძილზე, ვ--–----------–---–ს ყოველდღიურად 40 ლარი უნდა გადაეხადა. ბრალდებული თანხას 2018 წლის 11 ოქტომბრამდე პატიოსნად იხდიდა. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, 2018 წლის რვა ან ცხრა ოქტომბერს (ზუსტად არ ახსოვს), მას დაუკავშირდა ბრალდებული და შეუთანხმდა, რომ მის მიერ ნაქირავები ავტომანქანით ტურისტებს წაიყვანდა ბ------ში. ჯიპიესის მონაცემების მიხედვით, რომელიც განთავსებული იყო ავტომობილის ე.წ. „ბარდაჩოკში“, ავტომანქანა სამი დღე იმყოფებოდა ბ------ში. ჯიპიესმოწყობილობის აპლიკაცია დაზარალებულს მობილურ ტელეფონში ჰქონდა გადმოწერილი. 2018 წლის 12 ოქტომბერს დაზარალებული დაუკავშირდა ვ--–----------–---–ს და ჰკითხა, ჩამოვიდა თუ არა თბილისში. ბრალდებულის თქმით, იგი საავადმყოფოში იმყოფებოდა, რამდენიმე წუთში მოიცლიდა და თავად დაუკავშირდებოდა დაზარალებულს. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულთან კავშირი გაწყდა. დაზარალებულმა შეამოწმა ჯიპიესის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულთან ბოლო საუბრის შემდეგ, ავტომანქანა დაიძრა ფ-----სკენ და გაჩერდა მ--–-----ის ხიდის ქვეშ. დაზარალებულის განმარტებით, ავტომობილი, მისი ბოლო გაჩერების ადგილზე, ქ. ბ------–---------------------------–- აღმოჩნდა, დაშლილ მდგომარეობაში. სპეციფიკური დაზიანებების მიხედვით, დაზარალებულის მეგობარმა მალევე ამოიცნო მწვანე ფერის „--------------------. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა იგი მოატყუა: უთხრა, რომ თბილისში იმყოფებოდა, მაშინ როდესაც ავტომანქანა ბ------ში იდგა. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებისას, ვ--–----------–---–ს პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის ასლები და პატრულის ცნობა ჰქონდა თან. დაზარალებული ფიქრობს, რომ ავტომანქანიდან ჯიპიესი მოხსნეს და გადააგდეს მ--–-----ის ტერიტორიაზე.
2.14. მოწმე გ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად, მისი დის მეუღლემ - ი-----–---------ემ, 2018 წლის სეტქმბრის თვეში შეიძინა სალათისფერი ავტომანქანა „--------------------- სახ. #---------- 95000 ლარად. ავტომობილს გააჩნდა ტყავის სალონი, ჰქონდა დაბალი გარბენი და გავლილი ჰქონდა ტექნიკური დათვალიერება. 2018 წლის 2 ოქტომბერს, ვებგვერდ my.auto.ge-ზე ი-----–---------ემ განათავსა განცხადება ავტომანქანის გაქირავების თაობაზე, რასაც გამოეხმაურა ვ--–----------–---–ი, რომელთანაც გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება 2----–-–--------------ერს, ერთი წლის ვადით, დღეში 40 ლარის გადახდის პირობით. ვ--–----------–---–ი 11 ოქტომბრის ჩათვლით პატიოსნად იხდიდა თანხას. 2018 წლის რვა ან ცხრა ოქტომბერს (ზუსტად არ ახსოვს), ბრალდებული შეუთანხმდა ი-----–---------ეს, რომ ბ------ში ტურისტებს წაიყვანდა. 11 ოქტომბერს, ი-----–---------ემ დაურეკა ბრალდებულს, ჰკითხა თუ სად იმყოფებოდა და სთხოვა მანქანაში მოთავსებული ზეთის ჭურჭლის გადაცემა. ვ--–----------–---–მა მას უპასუხა, რომ თბილისში იმყოფებოდა, რამდენიმე წუთში გათავისუფლდებოდა და თავად დაუკავშირდებოდა. აღნიშნული საუბრის შემდეგ ვ--–----------–---–თან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. მოწმის განმარტებით, ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ჯიპიესი, რომლის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვ--–----------–---–ი ბ------იდან დაიძრა, რამდენიმე დღე ბ------–--------------ის ქუჩაზე იდგა, შემდეგ წავიდა ფ-----ს მიმართულებით და მ--–-----ის პლაჟზე დაფიქსირდა. ავტომანქანის გადაადგილების შემოწმება ხდებოდა აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც სიგნალით ატყობინებდა ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტს, ნახევარ საათში ერთხელ. ი-----–-- მამამ და მეგობარმა შეამოწმეს მ--–-----ის ტერიტორია, თუმცა ავტომანქანა ვერ იპოვეს. საბოლოოდ, ავტომანქანა აღმოჩნდა ბ------ში, დაშლილ მდგომარობაში, რომელიც აღმოაჩინა დაზარალებულის მეგობარმა და გადაუღო ფოტოსურათები. მისი ამოცნობა ადვილად მოხდა, ვინაიდან ჰქონდა სპეციფიკური დაზიანებები. მოწმის განმარტებით, იმ დროს, როდესაც ი-----–---------ე დაუკავშირდა ვ--–----------–---–ს, ავტომანქანა ბ------ში იმყოფებოდა ჯიპიესის მონაცემების მიხედვით.
2.15. მოწმე ბ-----------ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქ. ბ------ში, ს-----------------------–-. იგი ყიდულობს და ნაწილებად შლის ავტომანქანებს, რის შემდეგაც ახდენს ავტონაწილების რეალიზაციას. ბ-----------ესთან ერთად მუშაობს მისი ბიძაშვილი - ი-----–---------ე. 2018 წლის ოქტომბრის თვეში, მეგობარ ზ-----–--–---–--ისგან და მისი თანმხლები მ----------------ისგან, ბ-----------ემ ჩაიბარა სალათისფერი ავტომანქანა „--------------------- მოგვიანებით კი ჩაიბარა მოწითალო ფერის ავტომანქანა, ასევე „--------------------- მოდელის. ბ-----------ემ ორივე ავტომანქანაში ჯამში 5000 აშშ დოლარი გადაიხადა; თანხა გადასცა ზ-----–--–---–--ეს და მ----------------ეს, რომლებთანაც მოწმეს ხშირი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. მოწმის განმარტებით, ავტომანქანები მას ცალ-ცალკე მიუტანეს, ერთი დღის შუალედით და დაჰპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში ავტომანქანების პასპორტებსაც მიუტანდნენ. ბ-----------ემ წითელი ფერის ავტომანქანა სრულად დაშალა ი-----–---------ესთან ერთად. სალათისფერი ავტომანქანის დაშლა დაწყებული ჰქონდათ, როდესაც აღმოჩნდა, რომ იგი დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული. მოწმის ჩვენების თანახმად, წითელი ფერის ავტომანქანა - „------------------ დაშლის შემდეგ ბ------–--------------ის ქუჩაზე მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მას ავტომობილების დოკუმენტაცია არ მიუტანეს, მობილურ ტელეფონში დააფიქსირა მათი მონაცემები. მათი სახელმწიფო ნომრები იყო - H--------------------- აღნიშნული ავტომანქანები პოლიციამ ამოიღო. ისინი დაშლამდე ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა, თუმცა კატალიზატორი არ ჰქონდათ.
2.16. მოწმე ი-----–---------ის განმარტებით, მუშაობს ქ. ბ------ში, ს-----------------------–-, სადაც ბ-----------ესთან ერთად ნაწილებად შლის ავტომანქანებს. 2018 წლის ოქტომბრის თვეში (რიცხვი არ ახსოვს), ეზოში დახვდა დაახლოებით 2005-2009 წელს გამოშვებული, წითელი ფერის „--------------------- რომელიც დაშალა. მოწმის განმარტებით, ავტომანქანების მოძიებას ბ-----------ე უზრუნველყოფს, თვითონ მხოლოდ მანქანების დაშლით არის დაკავებული. ი-----–---------ემ ავტომანქანა მთლიანად დაშალა. მისი განმარტებით, ნაწილები სარეალიზაციოდ ვარგისი იყო; დარჩენილი ძარა დაჭრეს და ე-------------–--ის ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. ასევე დასაშლელი იყო სალათისფერი ავტომანქანა - „--------------------- რაც ვერ მოასწრო, ვინაიდან აღმოჩნდა ,,პრობლემური“ და იგი პოლიციამ ამოიღო.
2.17. მოწმე ე-------------–--ის განმარტებით, ქ. ბ------–-------–--------------– ნომერში გააჩნია ჯართის მიმღები პუნქტი. 2018 წლის 14-15 ოქტომბერს, მას დაუკავშირდა ი-----–---------ე და უთხრა, რომ ავტომანქანის ძარის ჩაბარება უნდოდა. ე-------------–--ე საკუთარი ავტომანქანით მივიდა ადგილზე და წამოიღო ჯართი, რაც შესაბამის ჟურნალში გაატარა. რამდენიმე დღის შემდეგ, მოწმესთან მივიდა პიროვნება, რომელმაც უთხრა,რომ დაშლილი ავტომანქანა მისი საკუთრება იყო. შემდეგ ადგილზე მივიდა პოლიცია და დაკითხეს მოწმის სახით. მოწმის ჩვენების თანახმად, ი-----–---------ეს საკუთარი სახელოსნო გააჩნია, სადაც ნაწილებად შლის ავტომანქანებს; იგი ხშირად აბარებს ჯართს ე-------------–--ის კუთვნილ ჯართის მიმღებ პუნქტში.
2.18. მოწმე დ--------------–---–ის განმარტებით, ცხოვრობს ქ. თბილისში, ს------------ ქუჩაზე. ბ-----------ე მისი მეზობელია, რომელიც ავტომანქანებს ნაწილებად შლის და მათ რეალიზაციას ახდენს. 2018 წლის შემოდგომაზე (თვე და რიცხვი არ ახსოვს), დ--------------–---–ს ეზოში დახვდა ნახევრადდაშლილი, სალათისფერი ავტომანქანა - „--------------------- რომლის სალონში იდო ორი კარი, ხოლო უკანა საბარგულს სახურავი ჰქონდა ახდილი. ავტომანქანა დაახლოებით 10 დღე იდგა ეზოში, შემდეგ გამომძიებლები მივიდნენ, გამოკითხეს და ავტომანქანა წაიღეს. შედგა დოკუმენტი, რომელსაც დ--------------–---–მა ხელი მოაწერა.
2.19. მოწმე ე-–------------–---–ის განმარტებით, ჯიპიეს მოწყობილობა დაამონტაჟა წითელი ფერის „--------------------- მარკის ავტომანქანაზე. აღნიშნული მოწყობილებით, მფლობელი ახდენს ავტომანქანის გადაადგილების მონიტორინგს. ჯიპიესში იდება მობილური ტელეფონის სიმბარათი, რომელიც ინტერნეტით გადასცემს მფლობელს ავტომანქანის ადგილმდებარეობას. ჯიპიესს ასევე აქვს ფუნქცია შეტყობინების გაასაგზავნად. მოწმის განმარტებით, ჯიპიეს მოწყობილობაში არსებული ინფორმაცია დაახლოებითი ორი კვირის განმავლობაში ინახება; ჯიპიესს გააჩნია აკუმულატორი, რომელიც ამოღების შემდეგ აგრძელებს მუშაობას.
2.20. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროსმა ინსპქეტორ - გამომძიებელმა - ნ-----–--–---–---–მა დაადასტურა ვ--–----------–---–ის დაკავების კანონიერება. მოწმის განმარტებით, ვ--–----------–---–ი დაკავებულ იქნა ამოცნობის დასრულების შემდეგ, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია მისი მხრიდან დაფიქსირებული არ ყოფილა.
2.21. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროსმა ინსპქეტორ-გამომძიებელმა - ი---------–----ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. გამომძიებლის განმარტებით, მოწმეების დაკითხვა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. იგი იმყოფებოდა ბ------ში, სადაც ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, საჯართე პუნქტში ჩაბარებული ავტომანქანა „---------- წითელი ფერის კორპუსი, ასევე ერთ-ერთი პიროვნების სახლიდან ამოიღო დაშლილი ავტომანქანის ნაწილები.
2.22. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის გამომძიებელმა - თ----------------–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
2.23. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს დ--------------------------------------–--ის უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა - რ----------–-–--–---–მა, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება.
2.24. 2018 წლის 19 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს დ--------------------------------------–--ის უბნის უფროს -ინსპექტორ - გამომძიებელ რ----------–-–--–---–ის მიერ, ი-----–---------ისგან ამოღებულ იქნა 2----–-–--------------ერს, ი-----–---------ეს და ვ--–----------–---–ს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება.
2.25. 2----–-–--------------ერს დადებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ი-----–---------ე ვ--–----------–---–ს დროებით სარგებლობასა და ექსპლოატაციისთვის გადასცემს ავტომობილს „--------------------- გამოშვების წელი 2--------------------- რეგისრტაციის მოწმობის გაცემის თარიღი - 2----–-–--------------ერი. ხელშეკრულებით მეიჯარე ვალდებულია, მომსახურება გაუწიოს ავტომობილს ტექნიკური ექსპლოატაციის თვალსაზრისით, გადაუხადოს მეიჯარეს საიჯარო ქირა და იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, დაუბრუნოს ავტომობილი ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. მოიჯარეს კატეგორიულად ეკრძალება ავტომობილის მესამე პირზე გადაცემა. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, 2----–-–--------------რიდან 2019 წლის 3------------ამდე.
2.26. 2018 წლის 25 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს დ--------------------------------------–--ის უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ - რ----------–-–--–---–ის მიერ, ბ------–--------------------------–-- ამოღებულ იქნა მწვანე ფერის ავტომანქანის - „--------------------- ძარა, ოთხი ბორბლით, სალონში მოთავსებული ერთი კარით, წინა ბამპერითა და ძრავით.
2.27. 2018 წლის 21 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ თ----------------–ის მიერ დათვალიერებულ იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- მფლობელად მითითებულია ვ--–-----------–---–ი; აღნიშნულ ნომერზე 2018 წლის 9 ოქტომბრიდან 2018 წლის 16 ოქტომბრამდე შემავალი და გამავალი ზარი დაფიქსირებული არ ყოფილა. აღნიშნული ნომერი მოთავსებულ იქნა ვ--–------------–---–ის ავტომანქანაში, ნომრით - H-------- და მასში მითითებულია მანქანის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია; 2018 წლის 11 ოქტომბერს, 0------- საათზე, ავტომანქანა ფიქსირდება ს-------ის, შემდეგ დ-----ს ტერიტორიაზე და მიემგზავრება დასავლეთ საქართველოს მიმდებარე ტერიტორაზე, ასევე იგი ფიქსირდება აჭარაში, მ–---------–--------------- საათზე და ბ------ის სხვადასხვა ქუჩებზე.
2.28. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–------------------------- დასკვნის თანახმად, 2----–-–--------------რით დათარიღებულ იჯარის ხელშეკრულებაზე, მეორე ფურცელზე, გრაფაში - ,,მოიჯარე“ ვ-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა, სავარაუდოდ შესრულებულია ვ--–----------–---–ის მიერ.
2.29. ექსპერტმა - თ--------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული გრაფიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ექსპერტის განმარტებით, სავარაუდო პასუხი გამოიწვია გამოსაკვლევი გრაფიკული მასალის სიმცირემ.
2.30. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–---------------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის -„-------------------- საიდენტიფიკაციო კოდით - T---------------------- საბაზრო ღირებულება, საორიენტაციოდ, შეადგენს 12 000 ლარს.
2.31. ექსპერტმა - ზ-------–----ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.32. თბილისის საქალქო სასამართლოს 2----–-–-----------–------------- განაჩენით, ვ--–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობთ და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით.
დაცვის მხარის პოზიცია
2.33. ბრალდებულმა ვ--–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და დაადასტურა, რომ ნამდვილად იქირავა ავტომანქანები ი-----–---------ისგან და ვ--–------------–---–ისგან, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, იგი აღმოჩნდა თაღლითობის მსხვერპლი და ვინმე დ----------–----ის მეშვეობით დაკარგა ორივე ავტომანქანა. ამასთან, ავტომანქანების გამართულობასთან და ფასთან დაკავშირებით გააჩნია პრეტენზია და ფიქრობს, რომ მათი ღირებულება გაცილებით ნაკლებია დაზარალებულის მიერ მითითებულს ფასთან შედარებით.
2.34. დაცვის მხარის მოწმის - ე-–--------------------–---–ის განმარტებით, ვ--–----------–---–ი მისი მეუღლეა. ოჯახის ძირითადი მარჩენალი ბრალდებულია. იგი ავტომანქანებს ქირაობს და ტურისტებს ემსახურება. ვ--–----------–---–ს სურდა სამუშაოდ ბ------ში გადასვლა, რასაც მოწმე არ დაეთანხმა. მოწმემ დაადასტურა, რომ მისმა მეუღლემ ნამდვილად იქირავა წითელი და სალათისფერი ავტომანქანები, მაგრამ უცნობია, თუ როგორ დაიკარგა ისინი. მან მეუღლისგან იცის, რომ წითელი ფერის ავტომანქანასთან დაკავშირებით მეუღლეს პრობლემა ჰქონდა და ეძებდა მას. სხვა დეტალების მისთვის უცნობია.
2.35. დაცვის მხარის მოწმის - ი-----–-----ის ჩვენების თანახმად, დაახლოებით 6 წელია იცნობს ვ--–----------–---–ის ოჯახს და მის მეუღლესთან მეგობრული ურთიერთობა გააჩნია. ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო ბრალდებულის ტაქსის მძღოლად მუშაობისას გამომუშავებული თანხა იყო. მისთვის ცნობილია, რომ ვ--–----------–---–ს და მის მეუღლეს საცხოვრებლად ბ------ში სურდათ გადასვლა.
2.36. დაცვის მხარის მოწმე ა---------ემ დაადასტურა, რომ ვ--–----------–---–ის ოჯახს ორი წელია იცნობს და მათთან ახლო ურთიერთობა გააჩნია. ოჯახის შემოსავლის წყარო იყო ბრალდებულის მიერ ტაქსის მძღოლად მუშაობისას მიღებული თანხა. მისთვის ცნობილია, რომ ვ--–----------–---–ი ქირაობდა ავტომანქანებს და ბოლოს გააჩნდა ღია ფერის ავტომანქანა. როგორც მოწმისთვის ცნობილია, ვ--–----------–---–ს საცხოვრებლად ბ-----–- უნდოდა გადასვლა, თუმცა მეუღლე არ თანხმდებოდა.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ვ--–----------–---–ის მიერ თაღლითობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, არაერთგზისა და მითვისების ჩადენა, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს, ვ--–----------–---–მა, ვ--–------------–---–ისგან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამი დღით იქირავა 13 000 ლარად ღირებული „------------ პრიუსის მოდელის წითელი ფერის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით - H--------- რის სანაცვლოდაც ადგილზევე გადაიხადა ორი დღის საფასური 110 ლარი. ამის შემდეგ, ვ--–----------–---–მა წინასწარი განზრახვით, ავტომობილი წინასწარ განზრახული გეგმის შესაბამისად, გაასხვისა გამოძიებით დაუდგენელ პირზე. ასევე დადგენილ იქნა, რომ ვ--–----------–---–მა, 2----–-–--------------ერს, ქ. თბილისში, ა-----–---------–--------------–- იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, იქირავა ი-----–---------ის კუთვნილი, ამ უკანასკნელის მიერ 9500 ლარად შეძენილი, „------------ მარკის, პრიუსის მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - I--------- რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა უკვე მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი ი-----–---------ის ავტომობილი. ვ--–----------–---–ის ქმედებით ი-----–---------ეს მიადგა 9500 ლარის ქონებრივი ზიანი.
3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია ვ--–----------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
· სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, თითქოს ბრალდებულს თაღლითობისა და მითვისების განზრახვა არ ჰქონია და ორივე შემთხვევაში ავტომანქანა დაკარგა ვინმე დ----------–----ის გამო, რომელსაც ვერსად მიაგნო. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებებით, არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან და წარმოადგენს ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისგმებლობისგან თავის არიდების მცდელობას. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიანიშნებს ვინმე დ----------–----ეზე. ამასთან, დაცვის მხარის ვერსიის გაზიარების შემთხვევაში, ჩნდება კითხვა, პრობლემების აღმოჩენისთანავე, რატომ არ შეატყობინა ვ--–----------–---–მა ორივე დაზარალებულს და რატომ არ განუცხადა, რომ გახდა ,,შემთხვევის მსხვერპლი“, როგორც ამას თავად ბრალდებული ამტკიცებს?!
· სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, თითქოს საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა და ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებებს, ვინაიდან განსხვავებული გარემოებები დადასტურდა საქმის არსებითი განხილვისას. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები და საქმეში არსებული წერილობითი მასალები ცალსახად ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. არცერთი წონადი არგუმენტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების წინააღმდეგ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ ის გარემოება, რომ ვ--–----------–---–მა შეატყობინა პოლიციას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების და მართვის მოწმობის დაკარგვის შესახებ და მიმართა შესაბამის სამსახურებს დოკუმენტების აღდგენისა და სახელის შესწორების მოთხოვნით, თავისთავად არაფერს უარყოფს და ადასტურებს. აღნიშნული პოზიცია არ არის თავსებადი ბრალდებულის მიერ განვითარებულ ვერსიასთან (ვინმე დ----------–----ის მიერ, თაღლითური გზით ავტომანქანების დაკარგვის თაობაზე), რომელიც იწვევს არაერთ ლოგიკურ და პასუხგაუცემელ კითხვას.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი: დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
3.10. რაც შეეხება ვ--–----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:
თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს. განსახილველ შემთხვევაში, ვ--–------------–---–სა და ვ--–----------–---–ს შორის, 2018 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,-----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიდო ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულება, რა დროსაც ვ--–----------–---–მა წინასწარ გადაიხადა ავტომანქანის ქირავნობის ორი დღის საფასური - 110 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ, 13 000 ლარად ღირებულ „--------------------- მოდელის წითელი ფერის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - H--------- რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით - ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ვ--–----------–---–ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალი შეადგენს ჯამში 13 000 ლარს, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. სუბიექტის მოქმედება კი მიმართულია ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისკენ. პირი, ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობისა თუ სპეციალური დავალების სახით. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის ან სხვა პირთა სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას: პირს შეგნებული აქვს რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
მოცმეულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–--------------ერს, ქ. თბილისში, ა-----–---------–--------------–-, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ვ--–----------–---–მა დაიქირავა, ი-----–---------ის კუთვნილი „------------ მარკის, „---------- მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - I--------- რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
მითვისება დიდი ოდენობით: ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებითა და ავტომანქანის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტით დადგენილ იქნა, რომ ი-----–---------ემ „------------ მარკის, „---------- მოდელის ავტომანქანა შეიძინა 9 500 ლარად, რაც ნაკლებია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარზე - 10 000 ლარზე; აღნიშნულ ნაწილში, სასამართლო არ იზიარებს საქართველოს შ----------------------------------------–-----------------------------------–-–------------------------------ას, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის -„-------------------- საიდენტიფიკაციო კოდით - T---------------------- საბაზრო ღირებულება, საორიენტაციოდ, შეადგენს 12 000 ლარს და განმარტავს, რომ ექსპერტმა მოცემული ავტომანქანის ფასი დაადგინა საორიენტაციოდ, ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით და არა უშუალოდ ავტომანქანის რეალური ღირებულებით (რაც ვერ მოხდებოდა, ვინაიდან ავტომანქანა დაშლილი იყო ნაწილებად); ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (მნიშვნელოვანი ზიანი).
მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც გამოიწვია ვ--–----------–---–ის მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ, ავტომანქანა ,---------------------- მითვისებით, დაზარალებულისთვის მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 9 500 ლარი; შესაბამისად, სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის ფაქტი.
· თაღლითობა და მითვისება ჩადენილი არაერთგზის:
საქართველოს სისხლის სამართლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–-ს განაჩენით, ვ--–----------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ; ამასთან, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საქართველოს სსკ-ის 180-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები; შესაბამისად, სახეზეა ვ--–----------–---–ი მიერ თაღლითობისა და მითვისების ჩადენა არაერთგზის.
3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.13. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ვ--–----------–---–ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ვ--–----------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ხოლო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ვ--–----------–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ--–----------–---–ის მიმართ, სახელმწიფოს მხრიდან წარსულში უკვე გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათი პირობითი მსჯავრის სახით, თუმცა აღნიშნულმა ვერ გამოიღო შედეგი და გამოსაცდელი ვადის პერიოდში მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმაღთული იგივე ხასიათის დანაშაულები; დაზარალებულისთვის ერთ შემთხვევაში მიყენებულია დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, ხოლო მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი, რაც არ არის ანაზღაურებული; ამასთან, ბრალდებულის წარსული ნასამართლობის გამო, სასამართლო არ მსჯელობს სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია სასჯელის - ჯარიმის აღუსრულებლობის პერსპექტივა.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ--–----------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–----------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება. ასევე, ვ--–----------–---–ი ცნობილი უნდ აიქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
5.6. თბილისის საქალქო სასამართლოს 2----–-–-----------–------------- განაჩენით, ვ--–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელისა ხედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობთ და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინების თანახმად, ვ--–----------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით, შეიცვალა ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.
5.7. ვინაიდან ვ--–----------–---–მა, პირობითი მსჯავრის მოხდისას ჩაიდინა ახალი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
5.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად უნდა დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი დამატებითი სასჯელი - სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით შეცვლილი და მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ--–----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას - სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ე------------–--ისგან ამოღებული ავტომობილის დაჭრილი კორპუსი (3 ნაწილად), ბ-----------ისგან ამოღებული ავტონაწილები და ამოღებული ავტომობილი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ვ--–------------–---–ისგან გამოთხოვილი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ბ-----------ის მოწმის სახით დაკითხვის ამსახველი 2 (ორი) სხდომის ოქმის აუდიოვერსია ჩაწერილი 02 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე; მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ი-----–---------ის მოწმის სახით დაკითხვის სხდომის ოქმის აუდიოვერსია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „-------------დან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „--------–---დან (სს „---–-------) გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „-------------დან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „--------–---დან (სს „---–-------) გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ვ--–------------–---–ისგან ამოღებული 06 (ექვსი) ცალი ნაბეჭდი ფოტოსურათი; შპს „--------–---დან (სს „---–-------) გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ვ--–----------–---–ისგან აღებული ხელწერის ნიმუშები; ვ--–----------–---–სა და ი-----–---------ეს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ--–----------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე;
2. ვ--–----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება;
3. ვ--–----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი დამატებითი სასჯელი - სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით შეცვლილი და მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ--–----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
7. მსჯავრდებულ ვ--–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 ოქტომბრის 23:06 საათიდან.
8. მსჯავრდებულ ვ--–----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
9. მსჯავრდებულ ვ--–----------–---–ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ე------------–--ისგან ამოღებული ავტომობილის დაჭრილი კორპუსი (3 ნაწილად); ბ-----------ისგან ამოღებული ავტონაწილები; ამოღებული ავტომობილი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ვ--–------------–---–ისგან გამოთხოვილი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ბ-----------ის მოწმის სახით დაკითხვის ამსახველი 2 (ორი) სხდომის ოქმის აუდიოვერსია ჩაწერილი 02 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე; მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ი-----–---------ის მოწმის სახით დაკითხვის სხდომის ოქმის აუდიოვერსია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „-------------დან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „--------–---დან (სს „---–-------) გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „-------------დან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „--------–---დან (სს „---–-------) გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ვ--–------------–---–ისგან ამოღებული 06 (ექვსი) ცალი ნაბეჭდი ფოტოსურათი; შპს „--------–---დან (სს „---–-------) გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ვ--–----------–---–ისგან აღებული ხელწერის ნიმუშები; ვ--–----------–---–სა და ი-----–---------ეს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე