გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2019
საქმის ნომერი
330210016001459322
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22011-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

1- ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი - გო---------------–-–---–ი

 

მოპასუხე - შპს „ჯი-------ი“

წარმომადგენელი - გი------------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხის შპს „ჯი-------ისათვის“ მოსარჩელის სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ 2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ზიანის 509 534,00 ლარისა და 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ზიანის 431 220 ლარის, ჯამურად 940 754 ლარის, ანაზღაურების დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო (მიმბარებელი), შპს „ჯი-------ი" (შემნახველი) და შპს „ე----92" (რეზერვუარების მესაკუთრე). შემნახველმა იკისრა ვალდებულება შეენახა მიმბარებლის საკუთრებაში არსებული და ხელშეკრულების პირველ მუხლში ცხრილის სახით მოცემული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნარჩენების ნარევები (ნავთობპროდუქტები სახელმწიფოს გადეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის განაჩენის საფუძველზე), რეზერვუარის მესაკუთრის საკუთრებაში არსებული რეზერვუარების საშუალებით, რომლებიც იყო დალუქულ მდგომარეობაში.

 

სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოსა (მიმბარებელი) და შპს „ჯი-------ის“ (შემნახველი) შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შემნახველს დაეკისრა ვალდებულება შეენახა მიმბარებლის საკუთრებაში არსებული, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნარჩენი 718 700,00 ლიტრი ბლანტი სითხე, რომელიც განთავსებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ათასტონიან რეზერვუარში, დალუქულ მდგომარეობაში (მის: გა--------ი, სოფელი მა---------ი, ვა-----ი, სკ 8-.1-.2-.5--).

 

ხელშეკრულებების თანახმად, შემნახველი ვალდებული იყო უზრუნველეყო მიბარებული ქონების შენახვა და მოვლა-პატრონობა, არ დაერღვია ლუქის მთლიანობა (2.1.1 ქვეპუნქტი), შეენახა მიბარებული ქონება კეთილსინდისიერად, ისევე როგორც საკუთარი ნივთი (2.1.2 ქვეპუნქტი) ეცნობებინა მიმბარებლისათვის მიბარებული ქონების თვისებების ცვლილების ან შესაძლო ცვლილების თაობაზე (2.1.5 ქვეპუნქტი), აუცილებლობის შემთხვევაში, მიმბარებლის თანხმობით შეეცვალა მიბარებული ქონების შენახვის წესი (2.2 პუნქტი); მიმბარებელი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა შემნახველისაგან ქონების მიბარებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება (2.3.1 ქვეპუნქტი), მას შეეძლო შეემოწმებინა მიბარებული ქონების მდგომარეობა (2.3.2 ქვეპუნქტი) და ნებისმიერ დროს მოეთხოვა მიბარებული ქონების დაბრუნება (2.3.3 ქვეპუნქტი). მხარეებმა იკისრეს ვალდებულება აენაზღაურებინათ ერთმანეთისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი (3.1 პუნქტი).

 

საქართველოს შსს ქ.თბილისის პ---–-–---------------------------------------------------–-------------------–-ბის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №0----------, თბილისში, აე-----------ის დასახლების შპს "ე--- 92"-ის ბაზიდან სააგენტოს კუთვნილი ნავთობპროდუქტის (2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული) მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე.

 

2011 წლის მდგომარეობთ, სსიპ ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს დასკვნის თანახმად, ნავთობპროდუქტები და ნავთობშლამები შეფასდა 509 534,00 ლარად.

 

მიბარებული ნავთობპროდუქტების საბაზრო ღირებულებისა და ოდენობის განსაზღვრისათვის, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სააგენტომ მიმართა ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს, რომლის 06.04.16 წლის დასკვნის თანახმად, თბილისში, აე-----------ის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ 21 ცალ ჰორიზონტალურ-ცილინდრულ ვაგონ-ცისტერნაში მოთავსებულმა ბლანტი სითხის მოცულობამ ექსპერტიზის პერიოდში ჯამში შეადგინა 48 365,00 ლიტრი. რაც შეეხება საბაზრო ღირებულების დადგენას, ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ რეზერვუარებში მოშავო ფერის ბლანტი მასა განთავსებული იყო ე.წ "მკვდარი ნაშთის" სახით და შესაბამისად, ექსპერტების მიერ ნიმუშის აღება შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიზანშეუწონლად ჩაითვალა.

 

საქართველოს შ---------------------------------------------–-------–-–-------------------ის გარ------------------–--------------–------------------------–--ის 2016 წლის 16 მაისი №0-------- წერილისა და 2016 წლის 27 მაისის №0--------- წერილის საფუძველზე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოსათვის ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ, ათასტონიან რეზერვუარში მოთავსებულ ნავთობნარჩენების (შლამი) ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება (სისხლის სამართლის №0-----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთან დაკავშირებით.

 

სსიპ ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს 2011 წლის No18443-2011/04/3-03–1-/3 დასკვნის თანახმად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნარჩენი სითხე შეფასდა 431 220,00 ლარად.

 

მოპასუხემ დაარღვია სააგენტოს მიმართ მიბარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიბარებული საქონლის კეთილსინდისიერად მოვლისა და შენახვის უზრუნველყოფის შესახებ, რის გამოც სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხის მიერ 940 754,00 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ მხარეთა შორის მიბარების ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 20 ივნისს და ხელშეკრულების საგანი შემნახველს გადაეცა დალუქულ მდგომარებაში, 2011 წლის №0----------------------- ექსპერტიზის დასკვნის მომზადებიდან 2 წლის შემდგომ. აქედან გამომდინარე, შემნახველისათვის უცნობია ნამდვილად ინახებოდა თუ არა დალუქულ რეზერვუარებში იმ რაოდენობისა და ღირებულების ნავთობპროდუქტები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით იყო შეფასებული, რადგან საგნის გადაცემის მომენტში არ მომხდარა რეზერვუარებისათვის ლუქების ახსნა და მასში არსებული ქონების შეფასება. მხარეთა შორის ასევე არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა 21 ცალ რეზერვუარში არსებული ნავთობპროდუქტების რაოდენობა და ღირებულება.

სსიპ ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს 01.04.2016 წლის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, აე-----------ის დასახლების ტერიტორიაზე, შპს “ე----92“-ის ბაზაზე არსებულ 21 რეზერვუარში აღმოჩნდა ე.წ. „მკვდარი ნაშთის“ სახის, მოშავო ბლანტი მასა. ექსპერტიზით და ასევე სააგენტოს მიერ დადასტურებულია, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ 2013 წლის 20 ივნისის მიბარების ხელშეკრულების საგანს სწორედ აღნიშნული „მკვდარი ნაშთი“ წარმოადგენდა. ამასთან, არ არსებობს მხარეთა შორის გადაცემული ქონების ზუსტი რაოდენობა-ღირებულების დამდგენი დოკუმენტი.

 

სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოსა (მიმბარებელი) და შპს“ ჯი-------ი-ს“ (შემნახველი) შორის შპს ჯი-------ი მ“ უსასყიდლოდ იკისრა ვალდებულება მიბარებული უძრავი ქონების 1-0 (ათას) ტონიანი, დალუქულ მდგომარეობაში მყოფი რეზერვუარის შენახვა, მდებარე გა--------ი, სოფ. მა---------ი, ვა-----ი (ს/კ 8-.1-.2-.5--).

შემნახველისათვის ასევე უცნობია 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული მიბარების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დალუქულ მდგომარეობაში მყოფ ათასტონიან რეზერვუარში ნამდვილად 718 700,00 ლიტრი ბლანტი სითხე ინახებოდა თუ არა. ვინაიდან, ამ შემთხვევაშიც ქონების გადაცემა დალუქულ მდგომარეობაში მოხდა და არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდება მიბარებული ქონების ზუსტი რაოდებობა და ღირებულება. ასევე 2012 წლიდან 2016 წლის 01 აპრილის ჩათვლით დალუქული რეზერვუარების მონიტორინგს დამატებით ახორციელებდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2013 წლის 20 ივნისს სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს (მიმბარებელი), შპს „ჯი-------ისა" (შემნახველი) და შპს „ე----92"-ს (რეზერვუარების მესაკუთრე) შორის გაფორმდა უსასყიდლო მიბარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემნახველმა იკისრა ვალდებულება შეენახა მიმბარებლის საკუთრებაში არსებული, ხელშეკრულებით შეთანხმებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნარჩენების ნარევები რეზერვუარების მესაკუთრის საკუთრებაში არსებული რეზერვუარების საშუალებით, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში იყო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის.

 

ხელშეკრულების თანახმად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნარჩენების ნარევების მთლიანი საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 509 534,05 ლარით.

 

ხელშეკრულების თანახმად, შემნახველი ვალდებული იყო უზრუნველეყო მიბარებული ქონების შენახვა და მოვლა-პატრონობა, არ დაერღვია ლუქის მთლიანობა (2.1.1 ქვეპუნქტი); შეენახა მიბარებული ქონება კეთილსინდისიერად, ისევე როგორც საკუთარი ნივთი (2.1.2 ქვეპუნქტი); ეცნობებინა მიმბარებლისათვის მიბარებული ქონების თვისებების ცვლილების ან შესაძლო ცვლილების თაობაზე (2.1.5 ქვეპუნქტი); მიმბარებალს უფლება ჰქონდა, შეემოწმებინა მიბარებული ქონების მდგომარეობა და განეხორციელებინა აუცილებელი მოქმედებანი (2.3.2 ქვეპუნქტი) და ნებისმიერ დროს მოეთხოვა მიბარებული ქონების დაბრუნება (2.3.3 ქვეპუნქტი).

 

3.1 პუნქტით მხარეებმა იკისრეს ვალდებულება აენაზღაურებინათ ერთმანეთისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი.

 

რეზერვუარები განთავსებული იყო თბილისში, აე-----------ის დასახლების ტერიტორიაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

ხელშეკრულება (46-49).

თბ--–---------–-–-------------------ი წერილი (ს.ფ. 321-322).

 

3.1.2. სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოსა (მიმბარებელი) და შპს „ჯი-------ის“ (შემნახველი) შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შემნახველმა იკისრა ვალდებულება შეენახა მიმბარებლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე მის: გა--------ი, სოფელი მა---------ი, ვა-----ი, სკ 8-.1-.2-.5--) განთავსებულ ათასტონიან რეზერვუარში დალუქულ მდგომარეობაში მყოფი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნარჩენი 718 700,00 ლიტრი ბლანტი სითხე.

 

ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად, აღნიშნული სითხის ღირებულება სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2011 წლის №0------------------ 1-/1 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენდა 431 220,00 ლარს.

 

ხელშეკრულებების თანახმად, შემნახველი ვალდებული იყო უზრუნველეყო მიბარებული ქონების შენახვა და მოვლა-პატრონობა, არ დაერღვია ლუქის მთლიანობა (2.1.1 ქვეპუნქტი); შეენახა მიბარებული ქონება კეთილსინდისიერად, ისევე როგორც საკუთარი ნივთი (2.1.2 ქვეპუნქტი); მიმბარებალს უფლება ჰქონდა, შეემოწმებინა მიბარებული ქონების მდგომარეობა და განეხორციელებინა აუცილებელი მოქმედებანი (2.2 პუნქტი); ნებისმიერ დროს მოეთხოვა მიბარებული ქონების დაბრუნება (2.3 პუნქტი).

 

3.1 პუნქტით მხარეებმა იკისრეს ვალდებულება აენაზღაურებინათ ერთმანეთისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

ხელშეკრულება (ს.ფ. 129-133).

სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2011 წლის №0------------------ 1-/1 ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 274-311).

 

3.1.3. 2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნავთობპროდუქტებისა და ნავთობშლამების საექსპერტო შეფასების მიზნით ავზების განლუქვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ავზები იყო თითქმის ცარიელ მდგომარეობაში.

 

2016 წლის 05 აპრილის წერილით დგინდება, რომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების წარმოებაში იყო სისხლის სამართლის №00---------- საქმე, თბილისში, აე-----------ის დასახლების ტერიტორიიდან შპს „ე--- 92“-ის ბაზიდან სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს კუთვნილი ნავთობპროდუქტის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

გარ------------------–--------------–------------------------–--ის 2016 წლის 16 მაისის №00--------; 2016 წლის 27 მაისის №0--------- და 2016 წლის 01 ივნისის №0--------- წერილებით დგინდება, რომ გამოძიებით დადგენილ ფაქტთან, გარდაბნის რაიონის სოფელ ვა-----ის მიმდებარედ არსებულ ათასტონიან რეზერვუარის (სადაც განთავსებული იყო სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს საკუთრებაში არსებული ნავთობპოდუქტების ნარჩენები) ლუქის ახსნასთან და ასევე შიგნით განთავსებულ ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

მხარეებს შორის არ არის სადავო აღწერილი გარემოებები.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, შესაგებელი; იხ. 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 17:02:41).

გარ------------------–--------------–------------------------–--ის 2016 წლის 16 მაისის №00--------; 2016 წლის 27 მაისის №0--------- და 2016 წლის 01 ივნისის №0--------- წერილები (ს.ფ. 141-142; 144-45).

სა---–-–---------------------–----------------------------------------------------------------------ი 2016 წლის 23 ივნისისა (ს.ფ. 256).

სა---–-–-------------------------–----------ოს 2016 წლის 13 აპრილის წერილი თბ--–---------–-–-------------------ის ისანი სამგორის სამმართველოსადმი (ს.ფ. 255).

თბ--–---------–-–-------------------ი წერილი (ს.ფ. 321-322).

 

3.1.4. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2016 წლის 06 აპრილის №0-------- დასკვნის თანახმად, თბილისში, აე-----------ის დასახლებაში მდებარე ნავთობის რეზერვუარებში განთავსებული ნავთობპროდუქტების საბაზრო ღირებულება ვერ იქნა დადგენილი, რადგან რეზერვუარებში განთავსებული იყო მოშავო ფერის ბლანტი მასა ე.წ. „მკვდარი ნაშთის“ სახით; ამიტომ ექსპერტების მიერ ნიმუშების აღება შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით რეზერვუარებიდან მიზანშეუწონლად ჩაითვალა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 114-120).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს „ჯი-------ის“ მიერ 2013 წლის 20 ივნისისა და 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 509 534,00 ლარს, ხოლო 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 431 220,00 ლარს (ჯამურად, 940 754,00 ლარს).

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მიბარების ხელშეკრულებები შემნახველს აკისრებდა მიბარებული ნივთის მოვლა-პატრონობისა და შენახვის ვალდებულებას, რაც ლოგიკურად ითვალისწინებდა მისი დაცვის ვალდებულებასაც. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიბარებულ საგნებს დღე-ღამის განმავლობაში მეთვალყურეოდნენ სპეციალურად ამ ვალდებულების შესასრულებლად დანიშნული პირები (იხ. 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 17:16:44-17:26:07).

 

მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა შემნახველის მიერ 2013 წლის 20 ივნისისა და 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.

მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მხარეთა შორის მიბარების ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 20 ივნისს და ხელშეკრულების საგანი შემნახველს გადაეცა დალუქულ მდგომარებაში, 2011 წლის ექსპერტიზის დასკვნის მომზადებიდან 2 წლის შემდგომ, აქედან გამომდინარე, შემნახველისათვის უცნობია ნამდვილად ინახებოდა თუ არა დალუქულ რეზერვუარებში იმ რაოდენობისა და ღირებულების ნავთობპროდუქტები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით იყო შეფასებული, რადგან საგნის გადაცემის მომენტში არ მომხდარა რეზერვუარებისათვის ლუქების ახსნა და მასში არსებული ქონების შეფასება. სასამართლო ვერ გაიზირებს მოპასუხის წარმომადგენლის აღნიშნულ მითითებას, იმ გარემობის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებით თავად მხარეებმა ხელშეკრულებაში არსებული ცხრილის სახით განსაზღვრეს ხელშეკრულების საგანი, გაწერეს პროდუქტის სახე და ღირებულება, რაზეც შენახვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება იკისრა შემნახველმა, მოპასუხემ; ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მხარეებმა დაადასტურეს მიბარებული ქონების ღირებულება. ამასთან, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თავად მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2012 წლის 06 მარტის თბილისი საქალაქო სასამართლოს განაჩენით სახელმწიფოსათვის მიკუთვნებული (2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტი) პროდუქტი ბათუმიდან ჩამოიტანა შპს „ე--- 92“-მა და განათავსა თბილისში, აე-----------ის დასახლების ტერიტორიაზე (იხ. 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 16:46:29 - 17:-26:07).

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტები, არ შეიძლება დადასტურებულად ჩაითვალოს მიმბარებლისათვის გადაცემული ნავთობპროდუქტების რაოდენობა და ღირებულება (2013 წლის 20 ივნისისა და 2014 წლის 24 ივნისის ხელშერკულებებიდან გამომდინარე). იმ პირობებში, როცა თავად მხარე აპელირებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას არ მომხდარა ავზებისათვის ლუქის ახსნა, ამასთან, თავად რეზერვუარების მიმბარებლის მფლობელობაში არსებობის ფაქტი სადავო არ არის და მიმბარებლის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრია შეთანხმებული ღირებულების ნავთობპროდუქტების მოვლისა და შენახვის ვალდებულება, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ მითითებას და განმარტავს, რომ ამგვარ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მტკიცების თვალსაზრისით შესაძლოა ყოფილიყო დამატებითი მნიშვნელობის მატარებელი, რაც მიმბარებლის მიერ მიბარების ობიექტის მიღებას დამატებით დაადასტურებდა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებაზე, იმასტან დაკავშირებით, რომ რამდენადაც თბილისში, აე-----------ის დასახლების ტერიტორიაზე, შპს “ე----92“-ის ბაზაზე არსებულ 21 რეზერვუარების ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, 2013 წლის 20 ივნისის მიბარების ხელშეკრულების საგანს სწორედ აღნიშნული „მკვდარი ნაშთი“ წარმოადგენდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერისას შემნახველისათვის მიბარებული ნივთის ღირებულება მხარეთა ხელმოწერებით დადასტურებულია და ამასთან, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს კუთვნილი ნავთობპროდუქტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სწორედ ფარულად დაუფლების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სადავო გარემოების დადგენისას გაითვალისწინოს მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის რეზერვუარებში არ იყო ნარჩენები განთავსებული.

 

სასამართლო გარდაბნის რაიონის სოფელ ვა-----ის მიმდებარედ განთავსებულ ათასტონიან რეზერვუართან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ გამოძიებით დადგენილი ფაქტია რეზერვუარის ლუქის ახსნისა და ასევე შიგნით განთავსებულ ნავთობის დაღვრის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება (3.1.3 ფაქტობრივი გარემოება).

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, შპს „ჯი-------ის“ მიერ 2013 წლის 20 ივნისისა და 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებებით ნაკისრი შემნახველის ვალდებულებების დარღვევა, რამდენადაც მან ვერ უზრუნველყო ქონების მოვლა-პატრონობის, შენახვისა და დაცვის ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, ფაქტობრივად განცდილი დანაკლისი შეადგენს 2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 509 534,00 ლარს, ხოლო 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 431 220,00 ლარს (ჯამურად, 940 754,00 ლარს).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 394-ე, 763-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივნისისა და 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლით მოწესრიგებას.

სსკ-ის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. ამავე კოდექსის 770-ე მუხლის მიხედვით, მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, – იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო.

 

მიბარების ხელშეკრულებით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სასყიდლიანი, ასევე უსასყიდლო, ერთი პირი-შემნახველი, სხვა პირისაგან-მიმბარებლისაგან, იღებს მოძრავ ნივთს და კისრულობს ვალდებულებას შეინახოს იგი (763), გამოიჩინოს ყურადღება მის მიმართ და დააბრუნოს იგი უნაკლოდ, მიმბარებლის მოთხოვნისთანავე (770).

 

განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 20 ივნისისა და 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებებით შპს „ჯი-------იმ“ ,შემნახველმა იკისრა მოსარჩელის, მიმბარებლის საკუთრებაში არსებული ნავთობპროდუქტების შენახვის, მოვლა-პატრონობისა და დაცვის ვალდებულება უსასყიდლოდ. მხარეთა შორის შენახვის ვადა შეთანხმებული არ ყოფილა.

 

შენახვის ვალდებულება მიბარების ხელშეკრულების მთავარი ელემენტებია, რადგან ეს ხელშეკრულება ნივთის ნორმალურ მდგომარეობაში შენახვის გარანტიას ეფუძნება. მიბარების ხელშეკრულება ხელშეკრულებათა ისეთ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლითაც ერთ-ერთ კონტრაჰენტს ისეთი საქმიანობის შესრულება ევალება, რაც დაკავშირებული არ არის განსაზღვრული მატერიალური რეზულტატის მიღწევასთან. ამ ნიშნით განსხვავდება მიბარების ხელშეკრულება სხვა ისეთი ხელშეკრულებებისგან, სადაც ნივთის გადაცემა სახეზეა, მაგრამ სხვა მთავარი ვალდებულების შესრულების მიზნით. ამდენად მიბარებისას სახეზეა ,,წმინდა“ შენახვის უზრუნველყოფის ნება.

 

შემნახველი ვალდებულია განახორციელოს მიბარებული მოძრავი ნივთის შენახვა: უნდა გამოყოს ადგილი ნივთისათვის და იკისროს მისი სათანადო მოვლა. შემნახველის კონტროლი ხორციელდება მთლიან ნივთზე. ცალკეული განსახორციელებელი ქმედებები დამოკიდებულია კონკრეტულ ნივთზე და მხარეთა მიერ შეთანხმებულ წესზე. შემნახველის ვალდებულება მოიცავს ნივთის დაცვას განადგურების, დაკარგვისა და და-----ებისაგან, აგრეთვე ზრუნვას ნივთის შენარჩუნებისათვის. ნივთის და-----ების ან შემთხვევითი დაღუპვის საფრთხის მატარებელი ჩვეულებრივ არის შემნახველი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ჯი-------იმ“ ვერ უზრუნველყო 2013 წლის 20 ივნისისა და 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებებით ნაკისრი შემნახველის ქონების მოვლა-პატრონობის, შენახვისა და დაცვის ვალდებულებების შესრულება, შემნახველის მიერ დაცვის ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, რაც 394.1 და 396-ე მუხლების თანახმად, ქმნის მოპასუხის პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს.

 

სსკ-ს 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

სსკ-ის 394.1-ე მუხლის დანაწესი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს აძლევს უფლებას, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოვალე შემნახველი დაცვის მომსახურებას უზრუნველყოფდა სპეციალურად დანიშნული პირების სადღეღამისო მეთვალყურეობით, თუმცა, მაინც ვერ იქნა უზრუნველყოფილი მიბარებული ნივთის შენახვა და დაცვა.

 

იმ შემთხვევაში თუკი მეთვალყურე პირები წარმოადგენდნენ შემნახველთან შრომით ხელშერკულებაში ან სხვა სამართლებრივ ურთიერთობაში არსებულ პირებს, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, შემნახველს უფლება აქვს სსკ-ის 396-ე მუხლის (მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს) შესაბამისად მოთხოვნა წაუყენოს დასახელებულ პირებს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების გამო, ისევე, როგორც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლით (მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) ბრალეული პირის დადგენის შემთხვევაში - ამ უკანასკნელს, თუმცა, აღნიშნული არ ათავისუფლებს შემნახველს იმ პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მიბარების სამართლებრივ ურთიერთობას ეფუძნება.

 

ამდენად, შემნახველის უშუალო ბრალეულობის გამორიცხვით, სამართლებრივად მაინც არ იცვლება მისი პასუხისმგებლობა თუნდაც შემნახველის მიერ დანიშნული სხვა პირის არაჯეროვანი ქმედებების გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად განცდილი დანაკლისი შეადგენს 940 754,00 ლარს. შესაბამისად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ თანხის ანაზღაურება. იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით, კრედიტორს შესაძლებელია მიეცემა ფულადი ანაზღაურება 2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 509 534,00 ლარის, ხოლო 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 431 220,00 ლარის ოდენობით (ჯამურად, 940 754,00 ლარი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჟეტიდან - ყველა საქმეზე. მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 5 000,00 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხე შპს „ჯი-------ის“ მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ 2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 509 534,00 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს „ჯი-------ის“ მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 431 220 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „ჯი-------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდა დეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე