გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN231210019003039709-2/136-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,29” ივლისი, 2019 წელი ქ. ბორჯომი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე
მოსარჩელე - ნა---- იჭ----ე
წარმომადგენელი - ჯუ----- ქა-------–-–---–ი
მოპასუხე - ოთ--- ჩუ-----ე
მა----- სტ------ე
ზუ---- ჩუ-----ე
ელ---- გე-–-–---–ი
ნი--- ჩუ-----ე
წარმომადგენლი - მა---- ჯა------–---–ი
დავის საგანი - სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ოთ--- ჩუ-----ეს, მა----- სტ------ეს, ზუ---- ჩუ-----ეს, ელ---- გე-–-–---–ს და ნი--- ჩუ-----ეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 1351 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ბო-------–-, და---–-------ში, და----------–-----–-ს ქ.N29-ში მდებარე 600 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 165,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლი 2013 წლის 22 აპრილიდან არის დარეგისტრირებული ნა---- იჭ-----ს საკუთრებაში. მოპასუხეები მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს ამ უძრავ ქონებაში და უარს აცხადებს ამ ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარებაზე.
მოპასუხეები: მა----- სტ------ე, ზუ---- ჩუ-----ე, ელ---- გე-–-–---–ი და ნი--- ჩუ-----ე დარეგისტრირებულნი არიან ბო-------–-, და---–-------ში, და----------–-----–-ს ქ. N29-ში მდებარე მოსარჩელის უძრავ ქონებაში. 2014 წლის 08 აგვისტოს, ნ. იჭ----ემ მომართა სამოქალაქო რეესტრს ამ მოპასუხეთა რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რაზეც 21 აგვისტოს უთხრეს უარი იმის გამო, რომ მოპასუხეები ცხოვრობენ ამ მისამართზე არსებულ სახლში. ნ. იჭ----ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ, შევიდა კანონიერ ძალაში.
2019 წლის 03 მაისს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა ქონების (ბო-------–-, და---–-------ში, და----------–-----–-ს ქ. N29-ში მდებარე 600 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის და მასზე არსებულია 165,8 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის) შეფასების აქტი, რომლის მისაღებად მან შპს ,,შ----------------------–---–-----------------------–--“-ს 17.04.2019წ. გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაუხადა 300 ლარი.
მოსარჩელემ, სააღსრულებო მოსაკრებლის სახით 1051 ლარი გადაუხადა სახელმწიფო ბიუჯეტს.
თავიანთ ქმედებებით (მოსარჩელის საკუთრებაში დარეგისტრირებულ უძრავ ქონებაში მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრება და მოსარჩელის იძულება თავისი უფლებების სამართლებრივი გზით დასაცავად გაეღო ხარჯები) მოპასუხეებმა ნა---- იჭ----ეს მიაყენეს 1351 (300+1051) ლარის ზიანი. ზიანის ეს ოდენობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მათი განზრახი ქმედების შედეგს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ზუ---- ჩუ-----ემ, ოთ--- ჩუ-----ემ, ელ---- გე-–-–---–მა და ნი--- ჩუ-----ემ არ ცნეს სარჩელი და სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეწინააღმდეგება მორალურ პრინციპებს.
მოპასუხე მა----- სტ------ის მიერ სასამართლოში შესაგებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე ნი--- გრ---–---ს, მა----- სტ------ის, ზუ---- ჩუ-----ის, ელ---- გე-–-–---–ის, ნი--- ჩუ-----ის და ოთ--- ჩუ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ბო--------ს რაიონი და---–-------ი, და----------–-----–-ს ქ. N29-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით N6-----------) და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს – ნა---- იჭ----ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.15-16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, მიღებული იქნა მოსარჩელე ნა---- იჭ-----ს განცხადება, მოპასუხე ნი--- გრ---–---ს, მა----- სტ------ის, ზუ---- ჩუ-----ის, ელ---- გე-–-–---–ის, ნი--- ჩუ-----ის და ოთ--- ჩუ-----ის უკანონოდ მფლობელობიდან ბო--------ს რაიონი და---–-------ი, და----------–-----–-ს ქ.N29-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვისა და უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის, ასევე მოპასუხეების მიერ ნა---- იჭ-----ს სასარგებლოდ დაკისრებული საპროცესო ხარჯის ანაზღაურების აღსრულების თაობაზე. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად დაერთო ქონების შეფასების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი N4-------- (ს.ფ. 17-18);
3.1.3. კრედიტორის ნა---- იჭ-----ს მიერ, სააღსრულებო ბიუროში საქმის წარმოების დაწყებისათვის 2019 წლის 05 მაისს გადახდილი იქნა 1051 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი N4-------- (ს.ფ. 17-18);
- სალაროს შემოსავლის ორდერი N1------- (ს.ფ. 19)
3.1.4. მოსარჩელე ნა---- იჭ----ესა და შპს ,,შ----------------------–---–------------------------–--“-ს შორის 2018 წლის 17 აპრილს გაფორმდა ერთჯერადი საშემფასებლო მომსახურების გაწევის შესახებ NB--------------- ხელშეკრულება, რომლის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს - საკონსულტაციო და საშემფასებლო დასკვნის გაცემა ს/კ N6----------- წარდგენილი ფოტო მასალისა და საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთმა შემსრულებელს გადაუხადა გაწეული მომსახურების ზეპირი ან/და წერილობითი კონსულტაციის საფასური 300 (სამასი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება NB----------------(ს.ფ. 20-21);
- 2019 წლის 02 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 22)
- სს ,,თ------------“ ქვითარი, საგადასახადო დავალება N1--------- (ს.ფ. 23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა---- იჭ-----ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 317-ე, 408-ე მუხლებi; სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებლო ფურცელი.
6.3. სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).
ამავე კანონის მეხუთე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები (შემდგომ – აღმასრულებელი).
დადგენილია, რომ 2019 წლის 03 მაისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა კრედიტორმა ნა---- იჭ----ემ და მოითხოვა მოპასუხე ნი--- გრ---–---ს, მა----- სტ------ის, ზუ---- ჩუ-----ის, ელ---- გე-–-–---–ის, ნი--- ჩუ-----ის და ოთ--- ჩუ-----ის უკანონოდ მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ბო--------ს რაიონი და---–-------ი, და----------–-----–-ს ქ.N29-ში მდებარე უძრავი ქონება, ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა და მოპასუხეების მიერ ნა---- იჭ-----ს სასარგებლოდ დაკისრებული საპროცესო ხარჯის ანაზღაურებია.
სააღსრულებო ბიუროში, კრედიტორის მიერ გადახდილი იქნა აღსრულების საფასური 1051 ლარი. ასევე უძრავი ქონების ერთჯერადი შეფასებისათვის გადახდილი იქნა 300 (სამასი) ლარი.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 1417-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით.
ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
ამავე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილის თანახმად საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მეათე ნაწილის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმის/ნივთის გადაცემის შესახებ საქმის, რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისაგან სასამართლო წესით მოითხოვოს.
6.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ''სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ №144 ბრძანების მე-3 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის ან გამოსახლებისას, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟისას და მშენებარე შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟისას აღსრულების საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნის შესაბამისად (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, როდესაც სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის და უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე არსებული წარმოების საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაეყრდნობა ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასებს მას). კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორი ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ოდენობა, მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნისა, არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში კრედიტორის მიერ მოხდა წინასწარ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, აღსრულების საფასურის 1051 ლარის ჩარიცხვა, ასევე უძრავი ქონების საშემფასებლო მომსახურების გაწევისათვის მოსარჩელე ნა---- იჭ-----ს მიერ შპს ,,შ----------------------–---–------------------------–--“-ს სასარგებლოდ გადახდილი იქნა 300 ლარი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები და მოპასუხეებს ოთ--- ჩუ-----ეს, მა----- სტ------ეს, ზუ---- ჩუ-----ეს, ელ---- გე-–-–---–ს და ნი--- ჩუ-----ეს მოსარჩელე ნა---- იჭ-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ - 1351 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნა---- იჭ-----ს სარჩელი მოპასუხეებს ოთ--- ჩუ-----ის, მა----- სტ------ის, ზუ---- ჩუ-----ის, ელ---- გე-–-–---–ის და ნი--- ჩუ-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ოთ--- ჩუ-----ეს, მა----- სტ------ეს, ზუ---- ჩუ-----ეს, ელ---- გე-–-–---–ს და ნი--- ჩუ-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ნა---- იჭ-----ს (პ/ნ-6----------) სასარგებლოდ 1351 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ოთ--- ჩუ-----ეს, მა----- სტ------ეს, ზუ---- ჩუ-----ეს, ელ---- გე-–-–---–ს და ნი--- ჩუ-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ნა---- იჭ-----ს (პ/ნ-6----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლუიზა თოდუა