გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
071210019002850467
საქმე #2/18-2019წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.05.2019 წ ქ. საგარეჯო
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი
სხდომის მდივანი ხათუნა ხვთისავრიშვილი
მოსარჩელე: ო----- ჩ--–----–---–-
მოპასუხე: მ----- ჩ--–----–---–-
მოსარჩელის წარმომადგენელი: ი-----–- ჯ-----–---–-
მოპასუხის წარმომადგენელი: თ-- შ-------
დავის საგანი: განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2011 წლის 29 აგვისტოდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხესთან. 2018 წლის აგვისტოდან მხარეთა შორის შეწყდა თანაცხოვრება. ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შესაგებლით სარჩელს დაეთანხმა, თუმცა პირველ სასამართლო სხდომაზე (22.04.2019წ) სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მეუღლეთა შორის ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია.
მოპასუხემ ითხოვა შესარიგებელი ვადის დანიშვნა. შესარიგებელი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ (08.05.2019წ) მოპასუხემ მხარი დაუჭირა შესაგებელს და სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ო----- ჩ--–----–---–- და მ----- ჩ--–----–---–- 2011 წლის 29 აგვისტოდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა.
3.1.2. მხარეებს შეწყვეტილი აქვთ თანაცხოვრება და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.3. სასამართლოს მიერ მხარეებს დაენიშნათ მორიგებისთავის ვადა. მხარეთა შერიგება არ მოხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გერემოებები:
3.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ქორწინების შენარჩუნება შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
გამოკვლეული იქნა რა მხარეთა ქორწინების აღდგენის შესაძლებლობის საკითხი, მხარეთა მოსმენით და მხარეთა პოზიციის შეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოჯახის აღგდენა შეუძლებელია და მათ შორის ქორწინება ამჟამად ატარებს ფორმალურ ხასიათს. მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან ნათლად ჩანს, რომ მეუღლეთა ერთან ცხოვრება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ დანიშნული იქნა შესრიგებელი ვადა მეუღლეებისათვის ოჯახის შენარჩუნების მიზნით, მხარეთა შორის ვერ იქნა მიღწეული მორიგება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარის ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, ო----- ჩ--–----–---–-ს და მ----- ჩ--–----–---–-ს შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტი, 1127-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. სასამართლოს უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვს) თვეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ სასამართლოს მიერ შესარიგებლად მიცემული ვადაში მხარეებმა ვერ შეძლეს ოჯახის შენარჩუნების მიზნით შერიგება.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ოჯახი არის ქორწინებაზე, ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული პირთა თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანაცხოვრება. ამდენად, როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა აუცილებელი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩლე კატეგორიულად წინააღმდეგია ქორწინების შენარჩუნებისა, ვინაიდან მათ შორის ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდა, მიუხედავად სასამართლოს მიერ მიცემული შესარიგებელი ვადისა. ასევე, მეორე სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე დაეთანხმა სარჩელს. ამასთან, მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, რაც ჩანს თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან. სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება და ერთ ოჯახად ცხოვრება წარმოადგენს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხარის ნებათა შერწყმის პროცესს, ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე, ხოლო თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ განქორწინება წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ სწორ გამოსავალს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“
7.2. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ო----- ჩ--–----–---–-ს სარჩელი განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, ამასთან მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო - მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადსხდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელე - ო----- ჩ--–----–---–- უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 14-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ო----- ჩ--–----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ო----- ჩ--–----–---–-ა (პირადი ნომერი: 0----------) და მ----- ჩ--–----–---–- (პირადი ნომერი: 1----------) შორის 2011 წლის 29 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (მოწმობის გამცემი ორგანო: სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური), აქტის ჩანაწერი №-----------.
3. ო----- ჩ--–----–---–- დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: ბანკი: სს საქართველოს ბანკი; ბანკის კოდი: BAGAGE22; გადამხდელის დასახელება: ო----- ჩ--–----–---–-; გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი: 0----------; მიმღები ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების დასახელება: თემი საგარჯო; ანგარიში: 300553150; რეფერენს ნომერი: 7---------; 14 თებერვალი, 2019 წელი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი