გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2019
საქმის ნომერი
330210117002018834
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/30714-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს „ზი-ო“

წარმომადგენელი - ზვ------------ე

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - თბ--–----------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ბა--------------ე

დავის საგანი (თავდაპირველი და შეგებებული სარჩელებით) - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. შპს „ზი-ოს“ სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1.1. თბ--–----------–----–--------------ისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიით ჩამორთმეული თანხის 40 346.90 ლარის შპს „ზი-ოს“ სასარგებლოდ გადახდის დაკისრება;

 

1.1.2. თბ--–----------–----–--------------ისათვის შპს „ზი-ოს“ მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების 342 924.92 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება;

 

1.1.3. თბ--–----------–----–--------------ისათვის შპს „ზი-ოს“ სასარგებლოდ ზიანის 68 604.84 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

1.2. თბ--–----------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.2.1. შპს "ზი-ოსათვის" თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ 161 387,59 ლარის გადახდის დაკისრება;

 

1.2.2. შპს "ზი-ოსათვის" თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ 806,94 ლარის გადახდის დაკისრება.

 

შპს „ზი-ოს“ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლები:

 

თბ--–----------–----–--------------ასა (დამკვეთი) და შპს „ზი-ოს“ (შემსრულებელი) შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის (თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა) საერთო ღირებულება შეადგენდა 1,613,875.91 ლარს. სამუშაოთა დასრულების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 2016 წლის 18 ნოემბრამდე. დამკვეთმა ავანსის სახით ჩარიცხა 322,775.18 ლარი.

 

ხელშეკრულების დადებისას შპს „ზი-ომ“ დამკვეთს წარუდგინა სს „ბა----------უს“ მიერ გაცემული საავანსო გარანტია (№5---------) 161,387.59 ლარზე და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (№5---------) - 40,346.90 ლარზე. გარანტიების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით, თუმცა, შემდგომში ორჯერ გაიზარდა დამკვეთის თხოვნით, ჯერ 2017 წლის 01 ივნისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)ი.პ. თბ--–----------–----–-------–-------------ია, რომელთანაც 2016 წლის 21 ოქტომბერს, 2016 წლის 26 და 17 ნოემბერს და 2017 წლის 20 აპრილს გაფორმდა შესრულებული სამუშაოს მიღების აქტები, რომელთა მიხედვით შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 577,887.39 ლარი.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, სწორედ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში მითითებული თარიღი ითვლებოდა სამუშაოს დასრულების ვადად. შპს „ზი-ომ“ ანგარიშსწორებისათვის არაერთხელ წარუდგინა დამკვეთს ხელშეკრულების 6.2. პუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნები, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთმა არ გააფორმა. შესაბამისად, არ მომხდარა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება.

 

2017 წლის 27 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვას დაემატა ახალი სამუშაოები შესასრულებლად. 2017 წლის 16 ივნისს წარდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნაზე 2017 წლის 21 ივნისს დამკვეთის მიერ გამოთქმული შენიშვნები შემსრულებელმა განმარტებისთვის 2017 წლის 22 ივნისს გაუგზავნა ექსპერტიზას.

 

საბოლოოდ, დამკვეთმა 2017 წლის 22 ივნისს შპს „ზი-ოს“ შეუწყვიტა ხელშეკრულება, გაითხოვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 40,346.90 ლარი და დააკისრა ჯარი-ა 806.94 ლარის ოდენობით. ამასთანავე, თბ--–----------ამ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოში გაგზავნა შეტყობინება კომპანიის „შავ სიაში“ რეგისტრაციის მოთხოვნით. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად დამკვეთს მითითებული აქვს სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცილება 2016 წლის 18 ნოემბრიდან 10 დღეზე მეტი ვადით. გაურკვეველია, როგორ უნდა დაესრულებინა კომპანიას 2016 წლის 18 ნოემბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, როდესაც 2017 წლის 27 მარტს ხელშეკრულებას დაემატა ახალი სამუშაოები. ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობისა და ანგარიშწორების განუხორციელებლობის გამო კომპანიას სრული უფლება ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 390-ე და 369-ე მუხლების შესაბამისად უარი ეთქვა სამუშაოების წარმოებაზე.

 

მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „ზი-ოს“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ი- შემთხვევაში, თუ თბ--–----------ას შესრულებულ სამუშაოებს აანაზღაურებდა და კომპანია დაასრულებდა სამუშაოებს, შპს „ზი-ო“ მიიღებდა მოგებას 8%-ის ოდენობით - 100 262,88 ლარს, როგორც ეს განსაზღვრული იყო ხარჯთაღრიცხვით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 504 312,51 ლარს, რაშიც მოგება გათვალისწინებულია 31 658,84 ლარის ოდენობით. სხვაობა აღნიშნული მოგების თანხებს შორის (100 262,88 - 31 658,84 ლარი) შეადგენს 68 604,84 ლარს.

 

თბ--–----------–----–--------------ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

მხარეებს შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად უნდა დამთავრებულიყო 2016 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, თუმცა მხარის მიერ სამუშაოები 2017 წლის 22 ივნისისთვისაც (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) არ იყო დასრულებული, რის გამოც თბ--–----------–----–--------------ის მიერ ცალმხრივად შეწყდა ზემოხსენებული ხელშეკრულება.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიხატა არა მხოლოდ ვადის დარღვევაში, არამედ შესრულებული სამუშაოს ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტობრივ დანახარჯებთან შესაბამისობის დაუდასტურებლობაში.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია თბ--–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წერილები, რომლითაც შპს "ზი-ოს“ განემარტა, რომ თბ--–----------–----–--------------ა მოკლებული იყო შესაძლებლობას ეხელმძღვანელა და აენაზრაურებინა შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, ვინაიდან საექსპერტო დასკვნები ვერ პასუხობდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნებს №02.1-.0-------- ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შესაბამისად.

 

საავანსო ანგარიშწორების მიზანია ჩარიცხული თანხის მიზნობრივი გახარჯვა, რომელიც უზრუნველყოფს სახელშეკრულებო პირობების შესრულებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს თბ--–----------–----–--------------ისთვის 161,387.59 ლარის ანაზღაურება (მისთვის ავანსად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება).

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიხატა არა მხოლოდ ვადის დარღვევაში, არამედ შესრულებული სამუშაოს ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტობრივ დანახარჯებთან შესაბამისობის დაუდასტურებლობაში, კერძოდ, თბ--–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წერილებით შპს "ზი-ოს“ განემარტა, რომ თბ--–----------–----–--------------ა მოკლებული იყო შესაძლებლობას ეხელმძღვანელა და აენაზრაურებინა შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, ვინაიდან საექსპერტო დასკვნები ვერ პასუხობდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნებს №02.1-.0-------- ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შესაბამისად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შპს "ზი-ოს" მხრიდან სახეზეა ვალდებულებათა შეუსრულებლობა, რის გამოც ხელშეკრულების 8.2 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო 806,94 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. თბ--–----------–----–--------------ის შესაგებელი შპს „ზი-ოს“ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით:

 

თბ--–----------–----–--------------ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ არ არსებობს შპს „ზი-ოს“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბ--–----------–----–--------------ასა და შპს "ზი-ოს" შორის 2013 წლის 1- ივლისს გაფორმებული №02.1-.0-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების შესრულების უპირობო გარანტია.

 

თბ--–----------–----–--------------ა სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს, რამდენი-ე გარემოებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გახდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩამოჭრის წინაპირობა, კერძოდ, №02.1-.0-------- ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმადაც, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 9.5 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მი-წოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადის 10 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად უნდა დამთავრებულიყო 2016 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, თუმცა შემსრულებელმა სამუშაოები 2017 წლის 22 ივნისისთვისაც (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) ვერ დაასრულა, რის გამოც თბ--–----------–----–--------------ის მიერ ცალმხრივად შეწყდა ზემოხსენებული ხელშეკრულება.

 

თბ--–----------–----–--------------ა ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მსჯელობას ი- გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 27 მარტის შეთანხმებით მხარეს გადაუვადდა სამუშაოთა შესრულების ვადა. აღნიშნული შეთანხმება შეეხებოდა კონკრეტულ მონაკვეთს, სადაც განხორციელდა მცირეოდენი დამატებითი სამუშაოები, რომლებიც ისედაც რამდენიმე თვის წინ უნდა ყოფილიყო დასრულებული.

 

მოსარჩელე ვერ ადასტურებს შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიურ დანახარჯებს. შესაბამისად, უსაფუძვლოა ი-აზე აპელირება, რომ მხარემ სრულყოფილად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

 

2.2. შპს „ზი-ოს“ შესაგებელი მერიის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

შპს „ზი-ომ“ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. შესაგებელში განმარტებულია, რომ ავანსის თანხის დაბრუნება, შპს „ზი-ოს“ სარჩელით მოთხოვილია ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და საავანსო თანხის სხვაობა, შესაბამისად, უნდა მოხდეს ვალდებულებათა გაქვითვა; პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 1- ივლისს თბ--–----------–----–--------------ასა (შემსყიდველი) და შპს „ზი-ოს“ (მი-წოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (2016 წლის 07 ივლისის №1--- სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს თავმჯდომარის განკარგულება).

 

ხელშეკრულება ძალაში შედიოდა გაფორმებისთანავე და მოქმედებდა 2018 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით (ხელშეკრულების 1.6 პუნქტი).

 

შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება შეადგენდა 1 613 875,91 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით (ხელშეკრულების 1.2 პუნქტი) .

 

სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 კალენდარული დღე (ხელშეკრულების 3.1. პუნქტი), 2016 წლის 18 ნოემბრამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

შპს „ზი-ოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-9).

თბ--–----------–----–--------------ის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ს.ფ. 184-188).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-28).

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა მი-წოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) წესები:

 

5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებდა შემსყიდველი;

 

5.2 პუნქტის თანახმად, მი-წოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებდნენ თბ--–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას- ა(ა)იპ თბ--–----------–----–-------–-------------ია;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-28).

 

3.1.3. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესზე:

 

6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლებოდა „შესრულებული სამუშაოების აქტში“ (ფორმა №-) მითითებული სამუშაოთა დასრულების თარიღი;

 

6.2 პუნქტის თანახმად, მი-წოდებელი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიურ დანახარჯებთან შესაბამისობის შესახებ (ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებდა შემსყიდველი, სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვაში ამ მიზნით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად);

 

6.3 პუნქტის თანახმად, ი- შემთხვევაში, როდესაც ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობების ცვლილება არ იწვევდა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას, აღნიშნული სამუშაოების მოცულობები შესაძლებელია შეცვლილიყო (დაზუსტებულიყო), აღმოჩენილი შესასრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრულ პირ(ებ)თან მიღწეული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რაზეც გაფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი;

 

6.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე, ტექნიკურ ზედამხედველობაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში მითითებული პირები;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-28).

 

3.1.4. მხარეები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ანგარიშსწორების წესზე:

 

7.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ უნაღდო ანგარიშსწორების წესზე;

 

7.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდებოდა 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში;

 

7.3 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრებოდა შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით;

 

7.5 პუნქტის თანახმად, წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელი იყო საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას) ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. მიმწოდებელს ავანსის თანხები უნდა გამოეყენებინა მხოლოდ ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად;

 

7.6 პუნქტის თანახმად, წინასწარი გადახდის თანხების (ავანსი) დაკავება განხორციელდებოდა თბ--–----------–----–--------------ს 2014 წლის 4 სექტემბრის №508 ბრძანების შესაბამისად - „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების შესახებ“;

 

7.7 პუნქტის თანახმად, უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-28).

 

3.1.5. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას მხარისათვის დასაკისრებელი სანქციების პირობები:

 

8.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები;

 

8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (გარდა მიწოდების ვადის დარღვევისა) მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით;

 

8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების დაწყების 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით;

 

8.4 პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

8.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-28).

 

3.1.6. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის წესზე:

 

9.1 პუნქტის თანახმად, ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებლის შემთხვევაში მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ;

 

9.2 პუნქტის თანახმად, მი-წოდებელი ვალდებული იყო შეეტყობინებინა შემსყიდველისათვის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, ხოლო შემსყიდველს უნდა ეცნობებინა მი-წოდებელისათვის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ამოქმედების თარიღი;

 

9.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის, შემდეგ შემთხვევებში: ა) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში; ბ)მი-წოდებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების დაწყების 10 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში; გ) მი-წოდებლის მიერ სამუშაოს საბოლოო შესრულების ვადის 10 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში; დ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მი-წოდებლის მიერ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდიდა ნორმალური სახელშეკრულებო. ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევდა შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი;

 

9.6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 9.5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მი-წოდებლისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-28).

 

3.1.7. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის პირობებზე:

 

10.1 პუნქტის თანახმად, ი-ისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მი-წოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმი - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომელიც უნდა წარედგინა მი-წოდებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 201- წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მი-წოდებელი უფლებამოსილი იყო წარემოადგინა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია განახევრებული ოდენობით), რომლის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულების ვადას;

 

10.2 პუნქტის თანახმად, მი-წოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდებოდა მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;

 

10.3 პუნქტის თანახმად, მი-წოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო მი-წოდებლის მოთხოვნისთანავე დაებრუნებინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-28).

 

3.1.8. 2017 წლის 27 მარტს თბ--–----------–----–--------------ასა (შემსყიდველი) და შპს „ზი-ოს“ (მი-წოდებელი) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, თბ--–----------–----–--------------ასა და შპს „ზი-ოს“ შორის, 2016 წლის 1- ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებით (ქ. თბილისში, წყნეთი ახალდაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა) გათვალისწინებული სამუშაოების მი-დინარეობისას, ადგილზე არსებული ფაქტიური მდგომარეობისა და საჭიროების გათვალისწინებით, ასევე, უკეთესი ხარისხის უზრუნველსაყოფად, საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების განხორციელება, კერძოდ, პკ 21-ზე მოსაწყობია დამატებითი მილი დ=1 მ სიგრძით 10 მ, და 365 გრ/მ 15X30-ზე ბეტონის ბორდიური (პკ9+00 - პკ 9+70; პკ13+80 - პკ 16+10; პკ24+80 - პკ 25+45).

 

ვინაიდან, აღნიშნული სამუშაოების შესრულება გათვალისწინებული არ იყო სახელშეკრულებო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, აუცილებელი გახდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება (დამატებით მოსაწყობი ბორდიურის და თანმდევი სამუშაო მოცულობების ზრდა) და ახალი სამუშაო პოზიციის დამატება (პკ 21-ზე დამატებით მოსაწყობი მილი დ=1მ სიგრძით 10მ), აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაცია შპს „საქექსპერტიზას“ მიერ განსაზღვრული ერთეული ფასის შესაბამისად, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში, რომლის ანაზღაურებაც მოხდება გაუთვალისწინებელი სამუშაოებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ლი-იტიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, ცვლილებების შეტანაზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება დარჩებოდა უცვლელი და სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა ჩამოყალიბდებოდა თანდართული რედაქციით; შეთანხმებას თან ერთვოდა სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (დანართი №1).

 

შეთანხმების მოქმედების ვადა განისაზღვრა შეთანხმებაზე ხელის მოწერის დღიდან.

 

შეთანხმება წარმოადგენდა მხარეთა შორის 2016 წლის 1- ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებდა მასთან ერთად; ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა რჩებოდა უცვლელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

შეთანხმება (ს.ფ. 29).

 

3.1.9. 2016 წლის 18 ივლისს გარანტის სს“ ბა----------უს“ მიერ გაიცა ბენეფიციარის თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ საბანკო გარანტია (№5---------) 161 387,59 ლარი, თბ--–----------–----–--------------ასა და შპს „ზი-ოს“ შორის 2016 წლის 1- ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულების (ქ. თბილისში, წყნეთი ახალდაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა) პირობების თანახმად, ბენეფიციარი ავანსის სახით ჩაურიცხავდა პრინციპალს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს ი- შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნებოდა საბანკო გარანტია ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე, პრინციპალის მხრიდან ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, წინამდებარე საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადო შესრულებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და პრინციპალის თხოვნით, სს „ბა----------უმ“ (გარანტმა) იკისრა უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულება ყოველგვარი დაგვიანების გარეშე, ბენეფიციარის საგადახდო მოთხოვნის მიღების თარიღიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, გადაეხადა ნებისმიერი თანხა ან თანხები რომელიც (რომლებიც) ჯამში არ აღემატებოდა ავანსად ჩარიცხული თანხის 161 387,59 ლარის) ოდენობას. წინამდებარე საბანკო გარანტია ძალაში იყო 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

 

2017 წლის 16 იანვრის საბანკო გარანტიის №5--------- ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულების პირობების თანახმად, პრინციპალის სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადო შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 18 ივლისს სს „ბა----------უს“ მიერ გაცემულ საბანკო გარანტიაში №5--------- (თანხით 161,387.59 ლარი), რომელიც ძალაში იყო 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით, განხორციელებული ცვლილების თანახმად, სს „ბა----------უ“, როგორც გარანტი, აგრძელებდა ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადას, კერძოდ, №5--------- საბანკო გარანტია ძალაში იყო 2017 წლის 01 ივნისის ჩათვლით.

 

2017 წლის 18 ივლისს საბანკო გარანტიის №5--------- ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულების პირობების თანახმად, პრინციპალის სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადო შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 18 ივლისს სს „ბა----------უს“ მიერ გაცემულ საბანკო გარანტიაში №5--------- (თანხით 161,387.59 ლარი), რომელიც ძალაში იყო 2017 წლის 01 ივნისის ჩათვლით, განხორციელებული ცვლილების თანახმად, სს „ბა----------უ“, როგორც გარანტი, აგრძელებდა ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადას, კერძოდ, №5--------- საბანკო გარანტია ძალაში იყო 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

2016 წლის 18 ივლისს გარანტის სს“ ბა----------უს“ მიერ გაიცა ბენეფიციარის თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ საბანკო გარანტია (№5---------), რომლის თანახმად, თბ--–----------–----–--------------ასა (ბენეფიციარსა) და შპს „ზი-ოს“ (პრინციპალს) შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან (ქ. თბილისში, წყნეთი ახალდაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა) გამომდინარე პრინციპალის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გარანტმა გასცა საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით; სს„ბა----------უმ“ იკისრა უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულებას ყოველგვარი დაგვიანების გარეშე, ნებეფიციარის საგადახდო მოთხოვნის მიღების თარიღიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, გადაეხადა ნებისმიერი თანხა ან თანხები, რაც ჯამში არ აღემატებოდა 40,346.90 ლარს.

 

2017 წლის 16 იანვრის საბანკო გარანტიის №5--------- ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულების პირობების თანახმად, პრინციპალის სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადო შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 18 ივლისს სს „ბა----------უს“ მიერ გაცემულ საბანკო გარანტიაში №5--------- (თანხით 40, 346.90 ლარი), რომელიც ძალაში იყო 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით, განხორციელებული ცვლილების თანახმად, სს „ბა----------უ“, როგორც გარანტი, აგრძელებდა ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადას, კერძოდ, №5--------- საბანკო გარანტია ძალაში იყო 2017 წლის 01 ივნისის ჩათვლით.

 

2017 წლის 29 მაისის საბანკო გარანტიის №5--------- ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულების პირობების თანახმად, პრინციპალის სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადო შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 18 ივლისს სს „ბა----------უს“ მიერ გაცემულ საბანკო გარანტიაში №5--------- (თანხით 40, 346.90 ლარი), რომელიც ძალაში იყო 2017 წლის 01 ივნისის ჩათვლით, განხორციელებული ცვლილების თანახმად, სს „ბა----------უ“, როგორც გარანტი, აგრძელებდა ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადას, კერძოდ, №5--------- საბანკო გარანტია ძალაში იყო 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

საბანკო გარანტიები და შეტყობინებები (ს.ფ. 33-38).

 

3.1.10. თბ--–----------–----–--------------ასა და შპს „ზი-ოს“ შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული 2016 წლის 21 ოქტომბრის შესრულებული სამუშაოების №1 აქტის (ფორმა №-) თანახმად, დასრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 306,323.80 ლარი.

თბ--–----------–----–--------------ასა და შპს „ზი-ოს“ შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თბილისში, წყნეთი ახალდაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული 2016 წლის 17 ნოემბრის შესრულებული სამუშაოების №3 აქტის (ფორმა №-) თანახმად, დასრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 157,153.09 ლარი.

თბ--–----------–----–--------------ასა და შპს „ზი-ოს“ შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თბილისში, წყნეთი ახალდაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული 2016 წლის 26 ნოემბრის შესრულებული სამუშაოების №- აქტის (ფორმა №-) თანახმად, დასრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 93,544.78 ლარი.

 

თბ--–----------–----–--------------ასა და შპს „ზი-ოს“ შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თბილისში, წყნეთი ახალდაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული 2017 წლის 20 აპრილის შესრულებული სამუშაოების №4 აქტის (ფორმა №-) თანახმად, დასრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 20,865.72 ლარი.

 

აღნიშნული აქტებით 2017 წლის 20 აპრილის პერიოდისათვის შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 577, 887.39 ლარი.

 

აქტები დადასტურებულია თბ--–----------–----–-------–-------------იისა და შპს „ზი-ო“ წარმომადგენლების ხელმოწერებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

შესრულებული სამუშაოების აქტები (ს.ფ. 40-63).

 

3.1.1-. 2017 წლის 15 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხს წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების)ფაქტიურ დანახარჯებთან შესაბამისობის დადგენა) თბ--–----------–----–--------------ის დაკვეთით სს „ზი-ოს“ მიერ თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოების ჯამური ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ფასების ფარგლებში, დ.ღ.გ-ის ჩათვლით და საექსპერტო მომსახურების გარეშე შეადგენს 504 312,51 ლარს, რაც შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა №-) მოცემული ჯამურ ღირებულებაზე (508,927,16 ლარი) ნაკლებია 4,614.65 ლარით.

 

ექსპერტიზისათვის წარდგენილი იყო №02.1-.0-------- ხელშეკრულება, 2017 წლის 27 მარტის შეთანხმება კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა №-) საერთო ღირებულებით 508,927.16 ლარი (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით და საექსპერტო მომსახურების გარეშე), შეძენილი მასალების და ხელფასის ანაზღაურების ნუსხა, ქვეკონტრაქტორის მიერ მიწოდებული მასალების ნუსხა.

2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის №52 და №55 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად ფორმა №- დაკორექტირება 1992 წლამდე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, ტექნიკური რეგლამენტის და სხვა დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, მოცემული მასალების ერთეული ღირებულებები დაკორექტირებულ იქნა წარდგენილი შეძენილი მასალების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად (ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ფასების ფარგლებში). აღსანიშნავია რომ რიგ მასალები არ იყო წარდგენილი შეძენილი მასალების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებული სამუშაოების აქტში (№4) გამოყოფილია ყვითელი ფერით. ი- ეტაპზე გაზიარებული იქნა წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტში მოცემული ერთეული ღირებულებები. აღნიშნულ სამუშაოებზე შეძენილი მასალების დამადასტურებელი დოკუმენტაცის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მასალების ერთეული ღირებულებების დაკორექტირება.

 

ექსპერტიზის დასკვნა ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოს ოთხივე აქტს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

შპს „ზი-ოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:42:51).

ექსპერტიზის დასკვნა, შესრულებული სამუშაოების აქტი №4 (ს.ფ. 128-150).

 

3.1.12. 2016 წლის 26 ივლისის ბენეფიციარის თბ--–----------ამ შპს „ზი-ოს“ სასარგებლოდ გადარიცხა 322,775.18 ლარი, წყ----------–------ დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიიტაციის მიზნით, საავანსო თანხის სახით.

 

2017 წლის 26 ივლისის ბენეფიციარის თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ №5--------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე სს „ქართუ ბანკმა“ გადარიცხა 161,387.59 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

შპს „ზი-ოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-9).

თბ--–----------–----–--------------ის ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ 348-355).

საგადახდო მოთხოვნა №00074 (ს.ფ. 255).

საგადახდი დავალება №1 (ს.ფ. 216).

 

3.1.13. 2017 წლის 29 ივნისს №5--------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე შპს „ზი-ომ“ გადაიხადა 40,346.90 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

მემორიალური ორდერი №415182 (ს.ფ. 155).

 

3.1.14. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამკვეთს შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით ანგარიშსწორება არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

შპს „ზი-ოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-9).

თბ--–----------–----–--------------ის ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ 348-355).

 

3.1.15. მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება ი-ის შესახებ, რომ შპს „ზი-ოს“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები არ დაუსრულებია.

 

შპს „ზი-ოსთან“ ხელშკერულების შეწყვეტის შემდგომ წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა მესამე პირმა.

 

თბ--–----------–----–--------------ის წარმომადგენელს აღნიშნული გარემოებები სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

შპს „ზი-ოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2019 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:02:46)

 

3.1.16. შესრულებული სამუშაოს მიღების აქტები გაფორმდა 2016 წლის 21 ოქტომბერს, 2016 წლის 26 და 17 ნოემბერს და 2017 წლის 20 აპრილს.

 

შპს „ზი-ომ“ ანგარიშსწორებისათვის პირველად 2016 წლის 27 დეკემბერს წარუდგინა დამკვეთს შესრულებული სამუშაოს მიღების აქტის ინსპექტირების/ექსპერტიზის ანგარიში ანაზღაურების მიზნით.

 

2017 წლის 16 ივნისის წერილით შპს „ზი-ომ“ თბ--–----------–----–--------------ას წარუდგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 ივნისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა (იხ. 3.1.1- ფაქტობრივი გარემობა).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

შესრულებული სამუშაოს მიღების აქტები (ს.ფ. 40-63).

2016 წლის 27 დეკემბერს წერილი (ს.ფ. 64).

შესრულებული სამუშაოს მიღების აქტის ინსპექტირების/ექსპერტიზის ანგარიში (ს.ფ. 65-71).

2017 წლის 16 ივნისის წერილი (ს.ფ. 126).

 

3.1.17. 2017 წლის 22 ივნისის წერილით თბ--–----------–----–--------------ამ შპს „ზი-ოს“ შეუწყვიტა ხელშეკრულება, გაითხოვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნვეყოფის საბანკო გარანტია 40 346.90 ლარი 2016 წლის 1- ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით და მოითხოვა შემსრულებლისაგან პირგასამტეხლოს 806.94 ლარის გადახდა, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტზე მითითებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2017 წლის 22 ივნისის წერილი (ს.ფ. 154).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება შპს „ზი-ოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6.2. პუნქტის დარღვევის ფაქტი.

 

მხარეებს შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს შპს „ზი-ოს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტობრივ დანახარჯებთან შესაბამისობის დაუდასტურებლობა და შესაბამისად, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მი-წოდებლის მიერ შესრულების ფაქტი, კერძოდ, სადავოა გარკვეულ მასალებზე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობა და ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ (შპს „ბლ------------ი“) შესრულებულ სამუშაოებში მანქანა-მექანიზმებისათვის ზედნადები ხარჯისა და მოგების დარიცხვის საკითხი (იხ, თბილისის მინიციპალიტეტის მერიის შესაგებელი ს.ფ. 184-188, ასევე, 2019 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, შპს „ზი-ოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 14:42:54-დან; თბ--–----------–----–--------------ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 15:39:35-დან).

როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, მი-წოდებელი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიურ დანახარჯებთან შესაბამისობის შესახებ (ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებდა შემსყიდველი, სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვაში ამ მიზნით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად).

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებისა და „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 10 ივლისის საქართველოს მთავრობის №346 დადგენილების პირველი მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებისა და „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №481 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის № 55 დადგენილებით დამტკიცებული “ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვისას „შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის/შესყიდვისათვის დადგენილი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც მი-წოდებელი გათავისუფლებულია ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვალდებულებისაგან, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მი-წოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში, პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.2 პუნქტის (3.1.3. ფაქტობრივი გარემოება) თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასის ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, რაც გულისხმობს ი-ას, რომ ფაქტიური დანახარჯები შეზღუდული იყო ერთეულის ფასით, დადგენილების აღნიშნული დანაწესის შესაბამისად.

 

2017 წლის 16 ივნისის წერილით შპს „ზი-ომ“ თბ--–----------–----–--------------ას წარუდგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 ივნისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა (3.1.1- ფაქტობრივი გარემობა).

თბ--–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 ივნისის №1------------ წერილით შპს „ზი-ოს“ განემარტა, რომ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან (შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიურ დანახარჯებთან შესაბამისობის შესახებ) დაკავშირებით კეთილმოწყობის სამსახურს გააჩნდა შესაბამისი შენიშვნები: საექსპერტო დასკვნა ვერ პასუხობდა ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას, საექსპერტო დასკვნაში შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიურ დანახარჯებთან შესაბამისობის ნაცვლად, აღინიშნული იყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების (რაც უკვე დადასტურებული იყო თბ--–----------–----–-------–-------------იის მიერ) ჯამურ ღირებულებაზე, რაც არ წარმოადგენდა ესპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხს; რიგ მასალებზე წარდგენილი არ იყო შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნაში ყვითელი ფერით აღნიშნული ერთეულის ღირებულებები ვერ იქნებოდა მიჩნეული შპს „ზი-ოს“ მიერ გაწეულ ფაქტიურ დანახარჯად; ექსპერტიზის დასკვნიდან ვლინდებოდა, რომ სამუშაოების გარკვეული ნაწილი შესრულებული იყო ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ, ექსპერტიზის დასკვნაში არ ჩანდა ქვეკონტრაქტორი კომპანის მიერ შესრულებულ სამუშაოებში ერიცხებოდა თუ არა მანქანა-მექანიზმებს (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად) ზედნადები ხარჯი და მოგება; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბ--–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ეხელმძღვანელა და შესრულებულ სამუშაოებზე ანაზღაურება განეხორციელებინა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა ვერ პასუხობდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნებს №02.1-.0-------- ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შესაბამისად.

 

შპს „კომპანია ბლ------------ის“ (შპს „ზი-ოს“ ქვეკონტრაქტორი; იხ. შპს „ზი-ოსა“ და შპს „ბლ------------ს“ შორის 2016 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება; ამავე მხარეებს შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული შესრულებული სამუშაოების აქტი №1; ამავე მხარეებს შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი; საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ეა-08 0606292; (ს.ფ. 305-216)) 2017 წლის 16 ნოემბრის წერილით შპს „ზი-ოს“ განემარტა, რომ შპს “კომპანია ბლ------------სა“ და შპს „ზი-ოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „კომპანია ბლ------------ის“ მიერ ნაწარმოები დაბა წყნეთისა და სოფ. ახალდაბის დამაკავშირებელი გზის საფუძვლის ფენების მოწყობისა და ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული ყველა ძირითადი სამშენებლო მასალა იწარმოებოდა კომპანიის მიერ. შპს „კომპანია ბლ------------ის“ 2018 წლის 12 იანვრის წერილით შპს „ზი-ოს“ განემარტა, რომ მასალის წარმოება ხდებოდა შპს „კომპანია ბლ------------ის“ წარმოებაში მისივე დანადგარებით, შესაბამისად, მზა მასალის - შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მას არ გააჩნდა; ხოლო ნედლეულისა და წარმოებული პროდუქციის დეტალური დიზაინი და წარმოებაზე გაწეული დანახარჯები წარმოადგენდა კომპანიის კომერციულ საიდუმლოს და ვერ გადაეგზავნებოდა მესამე პირს.

 

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 ივლისის (№5---------) წერილის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის (2017 წლის 26 აპრილის №ზ-121/17 მომართვის საფუძველზე დანიშნული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა (ბიუროს რეგისტრაციის №1003027617)) მომზადების პერიოდში კითხვაზე (შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიური დანახარჯებთან შედარების დადგენა) პასუხის გასაცემისას ექსპერტი ხელმძღვანელობდა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა №-) (მოცულობები დადასტურებული იყო ა(ა)იპ თბ--–----------–----–-------–-------------ის მიერ) სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვისა და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით; აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, რიგ შემთვევაში დაკორექტირდა შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა №-) (მოცულობები დადასტურებული იყო ა(ა)იპ თბ--–----------–----–-------–-------------ის მიერ) მოცემული ერთეული ღირებულებები, ხოლო მოცულობები გაზიარებულ იქნა ა(ა)იპ თბ--–----------–----–-------–-------------იის მიერ დადასტურებული მოცულობების შესაბამისად; შესრულებული სამუშაოს აქტში (ფორმა №-) მიღებული ერთეული ღირებულებები შედარდა სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ ერთეულ ღირებულებებს; 2017 წლის 15 ივნისს გაცემულ №0-------- დასკვნაში თბ--–----------–----–--------------ის დაკვეთით შპს „ზი-ოს“ მიერ თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიურ დანახარჯებთან შედარების დადგენისას, დაკორექტირებული იყო მხოლოდ ერთეული ფასები, ხოლო მოცულობები გაზიარებულ იქნა უცვლელად (გაზიარებულია ა(ა)იპ თბ--–----------–----–-------–-------------იის მიერ დადასტურებული მოცულობები); წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა №-) (მოცულობები დადასტურებული იყო ა(ა)იპ თბ--–----------–----–-------–-------------ის მიერ) რიგ მასალებზე არ იქნა წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტის მიერ ვერ მოხდა ერთეული ფასების იდენტიფიცირება (კორექტირება) (ექსპერტიზა ვერ უარყოფდა და ვერც ადასტურებდა აღნიშნულ ერთეულის ფასებს) და გაზიარებული იყოს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში მოცემული ერთეული ღირებულებები; ექსპერტიზაზე კვლევისას ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მანქანა-მექანიზმებზე (პირდაპირ დანახარჯებზე) დარიცხულია №-.1-.2/10/387 1-/07/2016 ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული მოგების და ზედნადების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბერის №481 დადგენილების (მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) შესაბამისად.

 

ამდენად, აღნიშნული წერილისა და 2017 წლის 15 ივნისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დასკვნის მომზადებისას შედარდა, რა შესრულებული სამუშაოს აქტში (№4) მიღებული ერთეული ღირებულებები სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ ერთეულ ღირებულებებს, სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიურ დანახარჯებთან შედარების დადგენისას, დაკორექტირდა მხოლოდ ერთეული ფასები (მათ შორის გათვალისწინებული იქნა 2017 წლის შეთანხმება და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა; იხ. 3.1.1- ფაქტობრივი გარემოება, მეორე აბზაცი), ხოლო ი- ნაწილში სადაც ვერ მოხდა ერთეული ფასების იდენტიფიცირება (შეძენილ მასალებთან დაკავშირებით), გაზიარებული იქნა წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში მოცემული ერთეული ღირებულებები, რა ნაწილიც, ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მანქანა-მექანიზმებზე (პირდაპირ დანახარჯებზე), დარიცხული იყო 2016 წლის 1- ივლისის №02.1-.2/10/387 ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული მოგებისა და ზედნადების ფარგლებში.

 

ამდენად, დასახელებული მასალებით დგინდება, რომ ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მანქანა-მექანიზმებზე (პირდაპირ დანახარჯებზე) დარიცხულია 2016 წლის 1- ივლისის №02.1-.2/10/387 ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული მოგების და ზედნადების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბერის №481 დადგენილების (მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) მიხედვით.

 

შესაბამისად, თბ--–----------–----–--------------ის წარმომადგენლის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებები, კერძოდ, №02.1-.2/10/387 ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი დანახარჯების დასაბუთების მოთხოვნის შპს „ზი-ოს“ მიერ დარღვევა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა.

 

შესაბამისად, სასამართლო, შპს „ზი-ოს“ მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ოდენობის განსაზღვისას, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ფასების ფარგლების გათვალისწინებით, იზიარებს 2017 წლის 15 ივნისს გაცემულ №0-------- ექსპერტიზის დასკვნას. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 15 ივნისის №0-------- დასკვნის თანახმად, სს „ზი-ოს“ მიერ თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოების ჯამური ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ფასების ფარგლებში, დ.ღ.გ-ს ჩათვლით და საექსპერტო მომსახურების გარეშე შეადგენს 504 312,51 ლარს, რაც შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა №-) მოცემული ჯამურ ღირებულებაზე (508,927,16 ლარი) ნაკლებია 4,614.65 ლარით.

 

დამატებით აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა შპს „ზი-ოს“ მიერ (2016 წლის 1- ივლისისა და 2017 წლის 27 მარტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე) შესრულებული სამუშაოს მოცულობა, რაც, თავის მხრივ, დადასტურებულია შესრულებული სამუშაოების აქტებით, ა(ა)იპ თბ--–----------–----–-------–-------------ის მიერ, 2016 წლის 1- ივლისის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად (ასევე 2017 წლის 21 ივნისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წერილით (ს.ფ. 153)).

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ზი-ოს“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6.2. პუნქტი არ დაურღვევია, ხოლო სს „ზი-ოს“ მიერ შესრულებული თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოების ჯამური ღირებულება, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ფასების ფარგლებში, დ.ღ.გ-ს ჩათვლით და საექსპერტო მომსახურების გარეშე, შეადგენს 504 312,51 ლარს.

 

3.2.2. შპს „ზი-ომ“ გადააცილა 2016 წლის 1- ივლისის №02.1-.0-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშკრულებით შეთანხმებული მოცულობის სამუშაოს შესრულების ვადას.

 

როგორც აღინიშნა, 2016 წლის 1- ივლისს თბ--–----------–----–--------------ასა და შპს „ზი-ოს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 კალენდარული დღე 2016 წლის 18 ნოემბრამდე.

 

ამავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)ი.პ. თბ--–----------–----–-------–-------------ია, რომელთანაც 2016 წლის 21 ოქტომბერს, 2016 წლის 26 და 17 ნოემბერს და 2017 წლის 20 აპრილს გაფორმდა შესრულებული სამუშაოს მიღების აქტები, რომელთა მიხედვით შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 577,887.39 ლარი.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად სწორედ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში მითითებული თარიღი ითვლებოდა სამუშაოს დასრულების თარიღად, შესყიდვის ობიექტი კი მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ჩაითვლებოდა. სამუშაოების მიწოდების ვადა (2016 წლის 18 ნოემბერი) კი შესაბამისად მოიცავდა სამუშაოების დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას.

 

მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდებოდა საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, შესყიდვის ობიექტი კი მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ჩაითვლებოდა (6.1 და 6.2 პუნქტები), შესრულებულ სამუშაოთა აქტებში მითითებული თარიღი კი ითვლებოდა სამუშაოს დასრულების ვადად.

 

შპს „ზი-ომ“ ანგარიშსწორებისათვის პირველად 2016 წლის 27 დეკემბერს წარუდგინა დამკვეთს შესრულებული სამუშაოს მიღების აქტის ინსპექტირების/ექსპერტიზის ანგარიში ანაზღაურების მიზნით, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის არ გაფორმებულა. შესრულებული სამუშაოს მიღების აქტები კი გაფორმდა 2016 წლის 21 ოქტომბერს, 2016 წლის 17 და 26 ნოემბერს და 2017 წლის 20 აპრილს.

 

ამდენად, შესრულებული სამუშაოს მიღების ყველა აქტი არ გაფორმებულა 2016 წლის 18 ნოემბრამდე, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების მიზნით შემსრულების მიერ დამკვეთისათვის დასკვნების წარდგენაც განხორციელდა 2016 წლის 18 ნოემბრის შემდგომ. ამდენად, 2016 წლის 1- ივლისის ხელშეკრულების 3.1 და 6.1 პუნქტების შესაბამისად, შპს „ზი-ოს“ სამუშაოები არ შეუსრულებია და არ მიუწოდებია შემკვეთისათვის 2016 წლის 18 ნოემბრამდე. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს 2016 წლის 1- ივლისის №02.1-.0-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშკრულებით შეთანხმებული მოცულობის სამუშაოს ვადაში შესრულებულად.

 

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებმა 2017 წლის 27 მარტს გააფორმეს დამატებითი სამუშაოების შესრულების შესახებ შეთანხმება, რომლითაც შეთანხმებულ სამუშაოების მოცულობა, ადგილზე არსებული ფაქტიური მდგომარეობისა და საჭიროების გათვალისწინებით, დამატებითი სამუშაოების განხორციელებისა და ახალი სამუშაო პოზიციის დამატების საჭიროებით, გაიზარდა ისე, რომ არ გაზრდილა 2016 წლის 1- ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება. დამატებითი სამუშაოების შესრულებისათვის მხარეებს შესრულების ვადა არ განუსაზღვრავთ. შეთანხმებით შემსრულებელს მიეცა დამატებითი სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. მიუხედავად ი-ისა, რომ 2016 წლის 1- ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება არ გაზრდილა, ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოების მოცულობის შესრულება მი-წოდებელს 2016 წლის 18 ნოემბრამდე ევალებოდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შპს „ზი-ოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბ--–----------–----–--------------ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე, 417-ე, 629-ე, 636-ე, 879-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხის დაკისრების შპს „ზი-ოს“ მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი დანაწესიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წანამძღვრები არ არის სადავო. მხარეთა შორის სადავო გარემობას წარმოადგენდა შპს „ზი-ოს“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ოდენობა, შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, ფაქტობრივ დანახარჯებთან დაკავშირებით.

 

შპს „ზი-ოს“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ოდენობის სწორად განსაზღვრისათვის შეფასებას საჭიროებს ამ ღირებულების განსაზღვრის წესი, რაც მოცემულ შემთთხვევაში გულისხმობდა, როგორც მხარეებს შორის 2016 წლის 1- ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშკრულების პირობებს (მე-6 მუხლის დანაწესები) ასევე გამარტივებული შესყიდვებისას 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით გათვალისწინებულ წესებს (იხ, 3.2.1 ფაქტობრივი გარემოება).

 

მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ანგარიშსწორების ფაქტობრივ საფუძველს საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო სამართლებრივ საფუძველს, ტექნიკური რეგლამენტი წარმოადგენდა.

 

მხარეებმა ანაზღაურების წინაპირობად განსაზღვრეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

რასაც საფუძვლად უნდა დასდებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიურ დანახარჯებთან შესაბამისობის შესახებ.

 

2017 წლის 16 ივნისს შპს „ზი-ომ“ შემკვეთს წარუდგინა 2017 წლის 15 ივნისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად თანახმად, ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხს წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტიურ დანახარჯებთან შესაბამისობის დადგენა) თბ--–----------–----–--------------ის დაკვეთით სს „ზი-ოს“ მიერ თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოების ჯამური ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ფასების ფარგლებში, დ.ღ.გ-ის ჩათვლით და საექსპერტო მომსახურების გარეშე შეადგენს 504 312,51 ლარს (ექსპერტიზის დასკვნა ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოს ოთხივე აქტს).

 

თბ--–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 ივნისის №1------------ წერილით შპს „ზი-ოს“ განემარტა წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კეთილმოწყობის სამსახურის შენიშვნები რიგ მასალებზე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნაში ყვითელი ფერით (შესრულებული სამუშაოს აქტი №4) აღნიშნული ერთეულის ღირებულებების ფაქტობრივ დანახარჯებად მიჩნევის დაუსაბუთლობისა და ქვეკონტრაქტორი კომპანის მიერ შესრულებულ სამუშაოებში მანქანა-მექანიზმებისათვის ზედნადები ხარჯი და მოგების დაუდასტურებლობის შესახებ (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად).

მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ანგარიშსწორების ფაქტობრივ საფუძველის - საექსპერტო დასკვნებისა და სამართლებრივ საფუძვლის - ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სასამართლო, სსკ-ის 102-ე 105-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, იზიარებს 2017 წლის 15 ივნისს გაცემულ №0-------- დასკვნასა და ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2017 წლის 25 ივლისის (№5---------) განმარტებას (კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 ივნისის წერილით მითითებულ შენიშვნებზე). თავად საექსპერტო დასკვნების შედგენაზე უფლებამოსილმა და პასუხისმგებელმა ორგანომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ, დასკვნების შედგენისას გათვალისწინა შესაბამის პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტი - „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისა და ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის დადგენილება, 2016 წლის 1- ივლისისა და 2017 წლის 27 მარტის შეთახმებები და ხარჯთაღრიცხვები (მათ შორის 2017 წლის 27 მარტის შეთანხმებით კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა), შესრულებული სამუშაოს ოთხივე აქტი და დაადგინა, რომ შპს „ზი-ოს“ მიერ თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოების ჯამური ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ფასების ფარგლებში, დ.ღ.გ-ს ჩათვლით და საექსპერტო მომსახურების გარეშე შეადგენს 504 312,51 ლარს.

 

ამასთან, ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის (შპს „კომპანის ბლექ სი ჯგუფის“) მიერ შესრულებული სამუშაოების პირდაპირ დანახარჯებზე დარიცხულია №02.1-.2/10/387 1-/07/2016 ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული მოგების და ზედნადების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბერის №481 დადგენილების (მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) შესაბამისად.

 

ამდენად, თბ--–----------–----–--------------ის მიერ შპს „ზი-ოსათვის“ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ იქნა დადასტურებული; შპს „ზი-ოს“ მიერ შესრულებული სამუშაოები, 2016 წლის 1- ივლისის 6.2 და 7.3 პუნქტებისა და 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების შესაბამისად, შეადგენს 504,312.51 ლარს.

 

სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილების ხელშეკრულების შეწყვტის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სსკ-ის 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

2017 წლის 22 ივნისს შემკვეთმა შეწყვიტა 2016 წლის 1- ივლისის ხელშეკრულება, მიუთითა ვადის დარღვევაზე, თუმცა მი-წოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, რაც გულისხმობდა ვადის გადაცილების გარდა ხელშეკრულების დარღვევის სხვა შემთხვევას (ხელშეკულების ღირებულების 0,05% - 806,94 ლარი).

 

მერიის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა 6.2 და 8.2 პუნქტების მიხედვით (იხ. 2016 წლის 06 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:12:30).

 

სსკ-ის 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

2016 წლის 1- ივლისის ხელშეკრულების 9.6 პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ ამ მუხლის 9.5 პუნქტში (შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვტის უფლებამოსილების შემთხვევები) მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მი-წოდებლისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ი- შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა შემსრულებლის მიერ 6.2 პუნქტის დარღვევა და შემკვეთი უფლებამოსილი იქნებოდა მითითებული საფუძვლით შეეწყვიტა ხელშეკრულება, თბ--–----------ა ვალდებული იქნებოდა აენაზღაურებინა შემსრულებლისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

 

შპს „ზი-ოს“ წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა განსაზღვრა მთლიანი შესრულების ღირებულებისა (504312.51 ლარი) და არაუზრუნველყოფილი ავანსის თანხის (161,387.59) სხვაობით, 342 924.92 ლარით.

 

დადგენილია, რომ ავანსის სახით ჩარიცხული თანხა შეადგენს 322,775.18 ლარს, საიდანაც საბანკო გარაანიით მერიას დაუბრუნდა 161,387.59 ლარი. შესაბამისად, შპს „ზი-ოს“ შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა აუნაზღაურდებს შესრულებული სამუშაოების ღირებულების 504,312.51 ლარისა და ავანსის სახით შპს „ზი-ოსათვის“ გადახდილი თანხის 161,387.59 ლარის სხვაობით, რაც შეადგენს 342,924.92 ლარს.

 

ამდენად, თბ--–----------–----–--------------ამ შპს „ზი-ოს“ უნდა აუნაზღაუროს შესრულებული სამუშოაობის ღირებულება 342,924.92 ლარის ოდენობით.

 

შპს „ზი-ოს“ აღნიშნული მოთხონის დაკმაყოფილება საფუძველს აცლის და გამორიცხავს თბ--–----------–----–--------------ის პირველი შეგეგბებული მოთხოვნის (161,387.59 ლარის, დარჩენილი ავანსის შპს „ზი-ოსათვის“ გადახდის დაკისრების შესახებ) დაკმაყოფილებას, შესაბამისად, სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ი-სჯელოს დამატებით აღნიშნულ მოთხოვნაზე.

 

6.2. თბ--–----------–----–--------------ის (შემსყიდველის) წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა პირგასამტეხლოს 806,94 ლარის გადახდის შემსრულებლისათვის დაკისრება, რის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა, შემსრულებლის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნების შეუსაბამობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნებთან და №02.1-.0-------- ხელშეკრულების 6.2 პუნქტთან (შესრულებული სამუშაოს ღირებულების (ერთეული ფასების) ფაქტობრივ დანახარჯებთან შესაბამისობის დაუდასტურებლობა) და მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევა აუცილებელი წინაპირობაა პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (თუ ნაკისრი შესრულება არ მდგომარეობს მოქმედებისაგან თავის შეკავებაში) ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული.

 

სახელმწიფო შესყიდვის ხელეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (გარდა მიწოდების ვადის დარღვევისა) მი-წოდებელს დაეკისრებოდა ჯარი-ის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით;

 

აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს მიწოდების ვადის დარღვევის გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მი-წოდებლის მი-ართ მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.

 

ი-ის გათვალისწინებით, რომ არ დადასტურდა 2016 წლის 1- ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შპს „ზი-ოს“ მიერ დარღვევის ფაქტი, ამდენად, არ არსებობს ამავე ხელშეკრულების 8.2 პუქნტის საფუძვლით შემსრულებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სახელშეკრულებო საფუძველი. შესაბამისად, თბ--–----------–----–--------------ის შეგებებული მოთხოვნა პირგასამტეხლოს შპს „ზი-ოსათვის“ დაკისრების შესახებ მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულების უპირობო, გამოუთხოვად გარანტიაზე, ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ი-ყოფებოდნენ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხელშეკრულების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილ იქნა (გარდა პირგასამტეხლოსა) საბანკო გარანტიით (2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით, საბოლოოდ გარანტიის მოქმედება გაგრძელდა 2017 წლის 30 სექტემბრამდე).

2017 წლის 22 ივნისს შემკვეთმა 2016 წლის 1- ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და და 8.5. პუნქტზე მითითებით ჩამოართვა შემსრულებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნვეყოფის საბანკო გარანტია 40 346,90 ლარი. 2017 წლის 29 ივნისს №5--------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე შპს „ზი-ომ“ გადაიხადა 40,346.90 ლარი. მერიის მუნიციპალიტეტის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვა განხორციელდა შეთანხმებულ ვადაში.

 

დადგენილია, რომ შპს „ზი-ომ“ გადააცილა 2016 წლის 1- ივლისის №02.1-.0-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშკრულებით შეთანხმებული მოცულობის სამუშაოს შესრულების ვადას; მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება ი-ის შესახებ, რომ შპს „ზი-ოს“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.1-.0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თბილისში, წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები არ დაუსრულებია; შპს „ზი-ოსთან“ ხელშკერულების შეწყვეტის შემდგომ წყ----------–------ დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა მესამე პირმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი განსაზღვრავს საბანკო გარანტიის ელემენტებს და ადგენს, რომ საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის ხსენებული საშუალება გარკვეულწილად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ი-გვარი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისი კრედიტორის ინტერესებს.

 

საბანკო გარანტიის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის დამოუკიდებლობაა პრინციპალსა და ბენეფიციარს შირის არსებული ვალდებულებისაგან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული ი- ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. გარანტიის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ბენეფიციარის მოთხოვნის შესრულების წესი, კერძოდ, ამავე კოდექსის 887-ე მუხლი ანაზღაურების წინაპირობას ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გარანტიის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მოთხოვნის განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ფაქტს უკავშირებს, უფრო მეტიც, ი- შემთხვევაშიც კი, თუ გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეწყდა შესრულებით, სხვა საფუძვლით ან თუნდაც ბათილია, ბენეფიციარის მხრიდან განმეორებითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, გარანტს ნაკისრი ვალდებულების უპირობოდ შესრულება ევალება.

 

საბანკო გარანტიის ინსტიტუტის მარეგულირებელი არცერთი ნორმა არ შეიცავს ბენეფიციარისათვის გარანტიის საფუძველზე გადაცემული შესრულების გამოთხოვის შესაძლებლობას, მით უფრო ი- პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ვალდებულება დაირღვა, რომელიც უზრუნვეყოფილი იყო საბანკო გარანტიით, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დაბრუნების მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობით (10.3 პუნქტის თანახმად, მი-წოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო მი-წოდებლის მოთხოვნისთანავე დაებრუნებინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია) გათვალისწინებულ შემთხვევაზე მხარეებს არ მიუთითებიათ (რაც, განსახილველი დავის ფარგლებში, შეიძლებოდა დამატებითი მსჯელობის საგანი ყოფილიყო).

 

თბ--–----------ა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სსკ-ის მუხლის შესაბამისად, შემსრულებლის მიერ შესრულების ვადის გადაცილების გათვალისწინებით, უფლებამოსილი იყო გამოეთხოვა საბანკო გარანტია. ამდენად, იურიდიულად გაუმართლებელია პრინციპალის მოთხოვნა ბენეფიციარის მი-ართ, დააბრუნოს საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული შესრულება.

 

6.4. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „ზი-ოს“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ი- შემთხვევაში, თუ თბ--–----------ა აანაზღაურებდა შესრულებული სამუშაოებს და შპს „ზი-ოს“ დაასრულებდა სამუშაოებს, კომპანია მიიღებდა მოგებას 8%-ის ოდენობით - 100 262,88 ლარს, როგორც ეს განსაზღვრული იყო ხარჯთაღრიცხვით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 504 312,51 ლარს, რაშიც მოგება გათვალისწინებულია 31 658,84 ლარის ოდენობით. სხვაობა აღნიშნული მოგების თანხებს შორის (100 262,88 - 31 658,84 ლარი) შეადგენს 68 604,84 ლარს, რა ოდენობითაც უნდა განისაზღვროს მიუღებელი შემოსავალი.

 

მთავარი წინაპირობა სსკ-ის 41--ე მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, „მიუღებელი შემოსავალი“ არის სარგებელი, ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მი-ართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

 

სასამართლო ყურადრებას გაამახვილებს სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესზე, რაც სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას- 901-851-2015, 05.02.2016წ; # ას- 981-926-2015, 1-.03.2016წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოსდასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636 ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათისხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და ი- დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუსგ საქმეზე №ას-697-663-2015, 15.12. 2015).

 

ამ თვალსაზრისით საგულისხმოა გერმანული სამოქალაქო კოდექსის /BGB; შემდეგში - გსკ/ 649-ე პარაგრაფის შინაარსი, რომლის ანალოგია ქართული სსკ-ის 636-ე მუხლი. გსკ-ის 649-ე პარაგრაფი ადგენს შემკვეთის უფლებას მოშალოს ნარდობის ხელშეკრულება „1. შემკვეთს შეუძლია ნაკეთობის დასრულებამდე, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება. 2. თუ შემკვეთი მოშლის ხელშეკრულებას, მენარდე უფლებამოსილია მოითხოვოს შეთანხმებული საზღაური; თუმცა ამ საზღაურს გამოაკლდება ის ხარჯები, რაც მან დაზოგა ხელშეკრულების გაუქმებით ან მუშახელის სხვა ობიექტზე დასაქმებით, ან ი- შემთხვევაში, თუ ის ბოროტი განზრახვით არ შეეცდება ამის გაკეთებას. 3. ივარაუდება, რომ მენარდეს ეკუთვნის სამუშაოს შეუსრულებელი ნაწილისთვის, გათვალისწინებული საზღაურის 5%“. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის ძირითადი სამართლებრივი შედეგია ხელშეკრულების მომშლელი შემკვეთის ვალდებულება, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ დანაწესის მიზანია, რომ მენარდეს არ მიადგეს ზიანი ხელშეკრულების მოშლით, უნდა მოხდეს შემკვეთისა და მენარდის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების დაბალანსება. შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შედეგად მენარდემ არ უნდა მიიღოს არც სარგებელი და არც - ზიანი. გერმანული კანონით მხარეთა ინტერესების გასაწონასწორებლად დადგენილია შემკვეთის ვალდებულება შეუსრულებელი სამუშაოების 5% აუნაზღაუროს მენარდეს ი- ანაზღაურებიდან, რაც ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა. გერმანულ სასამართლო პრაქტიკაში სამშენებლო (ნარდობის) ხელშეკრულების მოშლის შედეგად შეუსრულებელი სამუშაოებისთვის საზღაურის გადახდა გამოიანგარიშება მხოლოდ ხელშეკრულების შედეგად შეთანხმებული შესრულებებისა და ამ შესრულებების შესაბამისად შეთანხმებული საზღაურიდან, შესაბამისად, განცალკევებით არ გამოითვლება მენარდის მიერ მისაღები მოგების ოდენობა (იხ, სუსგ საქმეზე №ას-717-670-2017, 26 აპრილი, 2018 წელი).

 

შპს „ზი-ოს“ წარმომადგენელმა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განსაზღვრა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 504,312,51 ლარის ოდენობაში მოგების 31 658,84 ლარის გამოკლებით შემსრულებლის მიერ მისაღები მთლიანი მოგებიდან (8%) 100 262,88 ლარიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ მისაღები მოგება განცალკევებულად არ გამოიანგარიშება, აღნიშნული ი- საერთო ხარჯთაღრიცხვის ნაწილია, სადაც ყველა სხვა ხარჯია გაწერილი და ზოგადად განეკუთვნება ნარდობის საზღაურს (იხ. სსკ-ის 629.1-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 504,312.51 ლარი, საიდანაც შპს „ზი-ოს“ აუნაზღაურდება, ავანსის სახით გადახდილი თანხის 161,387.59 ლარის სხვაობით, 342,924.92 ლარი. ამ ოდენობაში ასევე შედის მენარდის მიერ მისაღები მოგება და არის ი- საერთო ხარჯთაღრიცხვის ნაწილი, რადაც გაწერილი იყო ყველა სხვა ხარჯი და განეკუთვნებოდა ნარდობის საზღაურს.

 

დამატებით აღსანიშანვია, რომ მხარეები არ შეთანხმებულან ი-გვარ პირობაზე, რაც შემსრულებელს აღჭურავდა შემკვეთის წინაშე მოეთხოვა სამშენებლო სამუშაოების ვადის გაზრდით მიყენებული ზიანის ერთჯერადად (68 604,84 ლარის) მოთხოვნის უფლებამოსილებით (სსკ-ის 319-ე მუხლის ფარგლებში).

 

შპს „ზი-ოს“ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ი- მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება ი- მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის ი- ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა ი- ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

თბ--–----------–----–--------------ა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.

 

შპს „ზი-ოს“ სარჩელთან დაკავშირებით:

 

ვინაიდან შპს „ზი-ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა 342,924.92 ლარის ნაწილში, თბ--–----------–----–--------------ა მოსარჩელეს აუნაზღაურებს სახელმწიფო ბაჟს შესაბამისი პროპორციული ოდენობით - 3,794.00 ლარს. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახლემწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოსარჩელემ მოითხოვა გასაწევი საადვიკატო ხარჯის ანაზრაურება 5,000.00 ლარის ოდენობით. შპს „ზი-ოს“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის თანახმადხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის კლიენტი შემსრულებელს საქმის წარმოების დასრულების შემდეგ გადაუხდიდა 5,000.00 ლარს. მოსარჩელეს, სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების შესაბამისად, უნდა აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯი მოთხოვნილი ოდენობით.

 

თბ--–----------–----–--------------ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

თბ--–----------–----–--------------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა თბ--–----------–----–--------------ის შეგებებულ სარჩელი, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ზი-ოს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე თბ--–----------–----–--------------ას მოსარჩელის შპს „ზი-ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოების ღირებულების 342,924.92 ლარის ანაზღაურება.

 

2. შპს „ზი-ოს“ სასარჩელო მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე თბ--–----------–----–--------------ას მოსარჩელის შპს „ზი-ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 3,794.00 ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხე თბ--–----------–----–--------------ას მოსარჩელის შპს „ზი-ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს იუდიული მომსახურების ხარჯის - 5,000.00 ლარის ოდენობით.

 

5. თბ--–----------–----–--------------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატი-რობაში მყოფი ი- პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე