გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2019
საქმის ნომერი
330210118002545330
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21243-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

სა---------–ოს სახელით

 

02 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - შპს “ვე-------ი“

წარმომადგენლები - ნა------------ე, და-----------–---–ი

 

მოპასუხე - შპს „ოპ-----ი“

წარმომადგენელი - შო---------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 74 125,29 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული ტვირთის გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და განაცხადის (O-- – O- – 2017-10-27-1) საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ტვირთის, 22 000 კგ პირველი ხარისხის თხ--–-------–ის გადაზიდვისა, ტვირთის ღირებულებამ შეადგინა 127 600 აშშ დოლარი.

 

შეთანხმებული პირობების თანახმად, მოპასუხემ უშუალოდ აიღო პასუხისმგებლობა ტვირთის გადაზიდვაზე და მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ტვირთის შენახვისა დატვირთვის მომენტიდან მიმღებისათვის ჩაბარებამდე. ტვირთის გაგზავნისა და გაუჩინარების შემდეგ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მიმართა მესამე პირს, რის თაობაზე მოსარჩელე ინფორმირებული არ ყოფილა.

 

მოპასუხემ უხეშად დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, მან არ უზრუნველყო დანიშნულების ადგილამდე ტვირთის დანაკლისის გარეშე დროული ჩატანა. მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, მცდარი მონაცემები ფოტოს სახით. მოსარჩელემ დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო ტვირთის უკან დაბრუნება. სატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად, ბუ-–-------ში საბაჟოზე აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მიერ დატვირთული პროდუქციის გარდა, განსხვავებული ფერის ტომრებში მოთავსებული იყო გაურკვეველი წარმოშობის სხვა პროდუქტიც. მოსარჩელემ საკუთარი ხარჯით დაიბრუნა ტვირთი.

 

მოსარჩელემ განიცადა ზიანი შემდეგი ოდენობით: ტვირთის თხ--–-------–ი პირველი ხარისხი დანაკლისი 3122,4 კვ, დაბრუნებული ტვირთის ტრანსპორტირების ხარჯი, საბროკერო მომსახურების ხარჯი, საგადასახადო ხარჯები, ტვირთის შემოწმების ხარჯი, ბუ-–-------ში მივლინებისა და მანქანის სადგომზე გადახდილი ხარჯი. ასევე, მოსარჩელეს მოუწია არსებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში სასყიდლიანი კრედიტის აღება 127 600 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 7,2%-ის დარიცხვით და 5 თვის განმავლობაში მოსარჩელეს მიუწია ყოველთვიურად შესაბამისი საპროცენტო სარგებლისა და ძირი თანხის გადახდა, რამაც შეადგინა ჯამში 3825,9 აშშ დოლარი, ამ ხარჯის მოსარჩელის მიერ გაღება პირდაპირ კავშირშია მოპასუხის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობასთან და მოსარჩელის მიერ 5 თვის განმავლობაში გადახდილი საპროცენტო სარგებელი ექვემდებარება მოპასუხის მიერ ანაზღაურებას. მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი ზიანი შეადგენს 74 125,59 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ექსპედიტორის ვალდებულებას პირადად გადაეზიდა ტვირთი სა----------ში, ამასთან, ხელშეკრულების დადების მიუხედავად ექსპედიტორს არ გადასცემია ტვირთი, არამედ ტვირთი ჩატვირთა თავად დამკვეთმა გადამზიდავი კომპანიის სატრანსპორტო საშუალებაში.

 

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების დადებისთანავე დამკვეთმა თავად დაარღვია ხელშეკრულება, რადგან სატვირთო ავტომანქანაში მალულად ჩატვირთა აღურიცხავი საქონელი (გარგლის კურკები), რაც გამოავლინეს ბუ-–-------ის საბაჟო ტერმინალის თანამშრომლებმა.

ხელშეკრულება ითვალისწინებდა დამკვეთის ვალდებულებას შეევსო და გაემზადებინა საგზაო ფურცლები, გადაზიდვის ზედნადებები და გადაზიდვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტები, მათ შორის, შეევსო განაცხადი სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხელშეკრულებითვე იყო გათვალისწინებული დამკვეთის ვალდებულება საკუთარი ძალებითა და საშუალებით განეხორციელებინა ტვირთის ჩატვირთვა.

 

ექსპედიტორის მიერ სხვა საექსპედიციო კომპანიის დახმარებით მოძიებული იქნა გადამზიდავი კომპანია, რომელმაც უშუალოდ გააფორმა ხელშეკრულება დამკვეთთან, შესაბამისად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულება აქ ამოიწურა და მას რეალური სახე არ მიუღია, რადგან საქმეში წარმოდგენილი გადაზიდვის ზედნადებები მოწმობს, იმას, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულება გადაზიდვების შესახებ გააფორმა სხვა გადამზიდავ კომპანიასთან და გადაზიდვის საფასურიც მას გადაუხადა. სატრანსპორტო ზედნადები თავისი ბუნებით სწორედ გადაზიდვის ხელშეკრულების ტოლფასი დოკუმენტია.

 

არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს მოსარჩელის მიერ რაიმე ზიანის მიღების ფაქტს. ამასთან, მხარეთა შორის ხელშეკრულებას რეალური სახე რომც მისცემოდა და მართლაც მისდგომოდა მოსარჩელეს რაიმე სახის ზიანი, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 6.5 პუნქტი იმთავითვე გამორიცხავდა ექსპედიტორის მიერ რაიმე სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ტვირთი გაჩერებული იქნა ბუ-–-------ის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე, ხოლო ხელშეკრულების დასახელებული პუნქტის მიხედვით: ექსპედიტორმა არ იკისრა პასუხისმგებლობას ავტოტრანსპორტით დაგვიანებით მიწოდებაზე როგორც დატვირთვის, ასევე დაცლის დროს, იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანება გამოწვეული იქნებოდა საზღვარზე გადასვლისას მისგან დამოუკიდებელი მიზეზით.

 

ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება ეკისრებოდა არა ექსპედიტორს არამედ გადამზიდავ კომპანიას, რამეთუ ტვირთის გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება (სატრანსპორტო ზედნადები) გაფორმდა გადამზიდავ კომპანიასთან შპს "მა-----------------"-თან.

 

განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ტვირთის გადაზიდვის ფაქტს, არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს, რომ გადამზიდავი წარმოადგენდა მოპასუხის კონტრაქტორ კომპანიას ან მძღოლი წარმოადგენდა მოპასუხის მიერ დასაქმებულ ფიზიკურ პირს. ეს გარემოებები კი არ შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით, რადგან საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტაცია ადასტურებს მოსარჩელის მიერ ტვირთის გადამზიდავი კომპანიისათვის და არა მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტს.

 

მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი შემდეგი გარემოებები: 1) მოპასუხისათვის ტვირთის გადაცემის ფაქტი და ამ აუკანასკნელის ვალდებულება ტვირთის დანიშნულების ადგილზე პირადად ან სხვა პირის მეშვეობით ჩატანის თაობაზე. 2) ტვირთის მოპასუხის "ხელში" დაზიანების ფაქტსი და 3) ზიანის ოდენობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

:

3.1.1. 2017 წლის 26 ოქტომბერს შპს „ვე-------ს“ („დამკვეთსა“) და შპს „ოპ-----ის“ („ექსპედიტორი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება №O--2017-10-13-1 ტვირთის გადაზიდვის შესახებ, რომლის თანახმად, „ექსპედიტორმა“ აიღო ვალდებულება მიეღო და მიეწოდებინა „დამკვეთის“ ან „დამკვეთის“ მითითებით მესამე პირის მიერ მითითებული ტვირთი დანიშნულების პუნქტში და გადაეცა აღნიშნული ტვირთი მის მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის (ხელშეკრულების 1.1 პუნქტი).

 

დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება იმ ოდენობით, რა ოდენობაც მითითებული იქნებოდა განაცხადში, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადში მითითებული პირობები განსხვავდებოდა ხელშეკრულების პირობებისაგან, ან არ იყო მოცემული ხელშეკრულებაში, მხარეები ვალდებულნი იყვნენ ეხელმძღვანელათ განაცხადში მითითებული პირობებით (ხელშეკრულების 1.2 პუნქტი).

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლით მხარეებმა შეათანხმეს მხარეთა ვალდებულებები.

 

„დამკვეთი“ ვალდებული იყო გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა გაეფორმებინა და მიეწოდებინა „ექსპედიტორისათვის“ შევსებული განაცხადი სატრანსპორტი მომსახურებაზე ხელშეკრულების №1 დანართში მითითებული ფორმის შესაბამისად. ამასთან, ერთად „დამკვეთის“ ოფიციალური განაცხადი წარმოადგენდა მის დავალებას ექსპედიტორზე ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებისა და მათი ტრასპორტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციების შესრულებაზე; „დამკვეთი“ ვალდებული იყო უზრუნველეყო „ექსპედიტორისათვის“ საგზაო ფურცლების, ყველა აუცილებელი სასაქონლო - სატრანსპორტო ზედდებულისა და სხვა თანხმლები საბუთების დროული და სათანადო წესით გაფორმება; „დამკვეთი“ ვალდებული იყო დროულად მიეწოდებინა „ექსპედიტორისათვის“ ტვირთები იმ ნომენკლატურისა და რაოდენობის მიხედვით, რაც მითითებულია განაცხადში, ტარაში და შეფუთვაში; „დამკვეთი“ ვალდებული იყო „ექსპედიტორის“ მიერ სატრანსპორტო საშუალების დატვირთვისათვის მიწოდებამდე, დროულად მოემზადებინა ტვირთი ტრანსპორტირებისათვის და მიეცა შესაბამისი მითითებები ტვირთის გამომგზავნისათვის; „დამკვეთი“ ვალდებული იყო საკუთარი ძალებითა და საშუალებებით, ან ტვირთის გამომგზავნის ძალებითა და საშუალებებით დროულად უზრუნველეყო ტვირთის დატვირთვა და ყველა საჭირო სასაქონლო-სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება „ექსპედიტორის“ მიერ სატრანსპორტო საშუალების დასატვირთავად მიწოდებიდან 48 საათის განმავლობაში; „დამკვეთი“ ვალდებული იყო საკუთარი ძალებითა და საშუალებებით დროულად უზრუნველეყო ტვირთის დაცლა და ყველა საჭირო სასაქონლო-სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის, ტვირთის საბაჟო გაფორმება; „დამკვეთი“ ვალდებული იყო უზრუნველეყო ტვირთის დაზღვევა საკუთარი სახსრებით;

 

„ექსპედიტორი“ ვალდებული იყო დაედასტურებინა დამკვეთის მიერ მიწოდებული განაცხადი მისი მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში, დასვენების დღეებისა და დღესასწაულების გამოკლებით და შეესრულებინა „დამკვეთის“ მხრიდან მიწოდებული და „ექაპედიტორის" მიერ დადასტურებული განაცხადი სრული მასშტაბით და ვადებით; „ექსპედიტორი“ ვალდებული იყო განაცხადში მითითებულ თარიღში დასატვირთად უზრუნველეყო გამართულ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც პასუხობდა დამკვეთის ტვირთის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელ ტექნიკურ და სანიტარულ მოთხოვნებს; „ექსპედიტორი“ ვალდებული იყო სატრანსპორტო საშუალების მიწოდებამდე გონივრულ ვადაში, მიეწოდებინა „დამკვეთისათვის“ სატრანსპორტო საშუალებაზე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნებოდა შესაბამისი სასაქონლო სატრანსპორტო დოკუმენტაციის გასაფორმებლად. ასევე უზრუნველეყო მძღოღის მიერ საერთაშორისო გადაზიდვისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის ფლობა; „ექსპედიტორი“ ვალდებული იყო უზრუნველეყო ტვირთების გადაზიდვის პროცესის ოპერატიული კონტროლი და დაუყოვნებლივ ეცნობებინა „დამკვეთისათვის“ ყველა იმ ცვლილებებზე, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა ტვირთის უსაფრთხოდ დაცვასა და მის დროულად მიწოდებაზე; „ექსპედიტორი“ ვალდებული იყო უზრუნველეყო საკუთარი სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა ან პასუხისმგებლობის დაზღვევა „დამკვეთის“ ტვირთის გადაზიდვისას, რომლის მოსარგებლეც იქნებოდა „დამკვეთი“; „ექსპედიტორი“ ვალდებული იყო უზრუნველეყო ტვირთვის დროული ჩატანა დანიშნულების ადგილას დანაკლისის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებოდა მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგომ მტკიცებულებას:

 

ხელშეკრულება №O--2017-10-13-1 (ს.ფ. 25-28).

 

3.1.2. 2017 წლის 27 ოქტომბრის №O---O--2017-10-27-1 განაცხადის თანახმად, დამკვეთს წარმოადგენდა შპს „ვე-------ი“, განისაზღვრა დატვირთვის თარიღი და დრო - 29/10/2017 – 30/10/2017, გადმოტვირთვის ადგილი - სა----------ი, მარშრუტი - სა---------–ო - სა----------ი, ტვირთის აღწერილობა - თხ--–-------–ი, 22 ტონა, დაფასოება - ქაღალდის ტომრებში, პალეტებზე; ტვირთის ღირებულება ინვოისის მიხედვით - 127 600 აშშ დოლარი, სატრანსპორტო საშუალების ნომერი - C---------------, მძღოლის მონაცემები - ბე–------–----ა (BE-------------A), ტრანსპორტირების ღირებულება - 3 800 ევრო, ტვირთის მიწოდების ტრანზიტული ვადა - ტვირთის აღებიდან 10 დღე.

 

განაცხადი დამოწმებულია შპს „ოპ-----ის“ მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2017 წლის 27 ოქტომბრის №O---O--2017-10-27-1 განაცხადი (ს.ფ. 29-30).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს „ოპ-----ის“ მიერ შპს “ვე-------ისათვის“ გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადამზიდავის ვალდებულებების დარღვევით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 74 125,29 ლარს.

 

სსკ-ის 668-ე მუხლის თანახმად, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, – გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში – იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.

 

მხარეთა შორის არსებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერით, რაც დადასტურებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციით (ს.ფ. 186-219), დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ გაგზავნილი ტვირთი არ მივიდა (ვადაში) დანიშნულების ადგილზე და ტვირთი მიმღებს არ გადასცემია, ასევე დგინდება, რომ ტვირთი გაჩერებულიყო ბუ-–-------ის საზღვართან. ეს გარემოებები მხარეთა შორის სადავო არც ყოფილა (არამედ მოპასუხემ სადავოდ მოპასუხისათვის ტვირთის გადაცემისა და მოპასუხის მიერ ტვირთისათვის ზიანის მიყენების ფაქტები და ზიანის ოდენობა).

 

საქმეში წარმოდგენილი „ჩატვირთვის ფორმით“ (დადასტურებული მხარეთა ბეჭდებით; ს.ფ. 64) დგინდება, რომ 2017 წლის 29 ოქტომბერს კონტეინერში ნომრით C--------------- (რითიც შეთანხმებული განაცხადის თანახმად, უნდა გადაზიდულიყო 22 000 კგ თხ--–-------–ი სა----------ში; იხ. 3.1.2 ფაქტობრივი გარემოება) შპს „ვე-------მა“ ჩატვირთა 22 000 კგ თხ--–-------–ი (880 ტომარა); გამგზავნის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის, ბე–------–----ას მიერ ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ტექსტით (ს.ფ. 68) ამ უკანასკნელმა დაადასტურა ტვირთის მიღების ფაქტი და იკისრა ვალდებულება ტვირთის შემოწმებისა (მომავალში). ამდენად, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, გამგზავნის მიერ გადამზიდველისათვის ტვირთის გადაცემის ფაქტი.

ამასთან, მოპასუხე არ შედავებია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამგზავნა უზრუნველყო ტვირთის დაბრუნება. შპს „ალ------------------------სის“ 2018 წლის 28 მარტის შემოწმების აქტით (ს.ფ. 41-45) დგინდება, რომ სა---------–ოში დაბრუნებული ტვირთის დანაკლისი შეადგენდა 3688,250 კგ-ს.

 

განსახილველ შემთხვევაში გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე პასუხს იძლევა სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 687-ე მუხლი, რომელიც მტკიცების ტვირთს გადამზიდველს აკისრებს. კერძოდ, სსკ-ის 687-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სამართალწარმოების საპროცესო ელემენტს შეიცავს, ამგვარი სამართალურთიერთობის მონაწილეებისთვის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ სტანდარტს ადგენს: „იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გამგზავნის ბრალეულობამ, ეკისრება გადამზიდველს“.

 

შესაბამისად, სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებისას ხელმძღვანელობს იმ სტანდარტისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილეთათვის კანონითა დადგენილი.

 

სსკ-ის 686-ე და 687-ე მუხლების შესაბამისად, გადამზიდველის პასუხისმგებლობის საერთო პირობას წარმოადგენს მისი ბრალი. გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისათვის, თუ არ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია უფლებამოსილი პირის (გამგზავნი, მიმღები) ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს. აგრეთვე თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებითაა გამოწვეული რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა. ამგვარად, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს მისი ბრალის არ არსებობა ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებაზე მითითებით, რათა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ტვირთი დანიშნულების ადგილზე არ მივიდა (ვადის გადაცილება) და გამგზავნმა უზრუნველყო ტვირთის დაბრუნება, ამასთან, გამგზავნმა ტვირთი დაიბრუნა დანაკლისით, რაც გამოიხატა პროდუქციის (თხ--–-------–ის) შემცირებაში, 3688,25 კგ-ით (რის ანაზღაურებასაც მოსარჩელე, სხვა ხარჯებს შორის, მოითხოვს). გადამზიდველმა სსკ-ის 686-ე და 687-ე მუხლების შესაბამისად ვერ უზრუნველყო დადასტურება იმ ფაქტებისა, რომ ტვირთის დაკარგვა ან/და მიტანის ვადის გადაცილება მოხდა უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებდა.

 

დამატებით აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ, გადამზიდველმა მიუთითა გარემოებაზე, რომ ბუ-–-------ში საბაჟოზე დგომა განაპირობა იმან, რომ გამგზავნის მიერ ჩატვირთულ და გაგზავნილ ტვირთში აღმოჩნდა შეთანხმებული პროდუქციის გარდა, სხვა პროდუქციაც (გარგლის კურკები). სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ პოზიციას და მის მიერ მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: გამგზავნს კანონი აკისრებს ვალდებულებას, რომ გადასაზიდად ტვირთის მიღების დროს შეამოწმოს ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნული მონაცემების სისწორე, ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა (სსკ-ის 676-ე მუხლი); გამგზავნს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მისთვის ნაკისრი ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა, ამასთან, გამგზავნის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის, ბე–------–----ას მიერ ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ტექსტით (ს.ფ. 68) ამ უკანასკნელის მიერ დადასტურებულია ტვირთის მიღების ფაქტი და ნაკისრია ვალდებულება ტვირთის შემოწმებისა (მომავალში). ამდენად, სადავო გარემოების დადგენისას, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის მიერ მითითებულ, აღნიშნულ გარემოებას. უფრო მეტიც, გამგზავნის მიერ დადასტურება ფაქტებისა სსკ-ის 676-ე მუხლის შესაბამისად, მას შემდგომში მაინც წარმოუშობდა სსკ-ის 686-ე და 687-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ზიდვის ვალდებულებას.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გადამზიდველმა დაარღვია გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა ტვირთის მიმღებისათვის ვადაში მიუწოდებლობასა და ტვირთის დაკარგვით, დანაკლისით.

 

ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას - საბაზრო ფასით, თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ - მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.

 

განსახილველ შემთხვევაში გამგზავნმა ტვირთი დაიბრუნა დანაკლისით, რაც გამოიხატა პროდუქციის (თხ--–-------–ის) შემცირებაში 3688,25 კგ-ით (რის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს). მოცემულ შემთხვევაში, ზიანი უნდა განისაზღვროს ტვირთის საბაზრო ღირებულებით: მხარეთა შორის შეთანხმებული განაცხადის შესაბამისად, ტვირთის ღირებულება (ინვოისის მიხედვით) შეადგენდა 127 600 აშშ დოლარს, თხ--–-------–ის წონა 22 ტონას, შესაბამისად, 3688,25 კგ თხ--–-------–ის ღირებულება შეადგენს 21 391,85 აშშ დოლარს.

 

სსკ-ის 692-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და უფლებამოსილი პირი დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზიანი, გადამზიდველმა უნდა აანაზღაუროს იგი მხოლოდ ამ ტვირთის ღირებულების ოდენობამდე. მეტის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა 694-? ?????? თანახმად არსებობდა განსაკუთრებული ინტერესი ამ გადაზიდვის მიმართ, ან მითითებული იყო ტვირთის ღირებულება.

 

გადამზიდველის პასუხისმგებლობას იწვევს ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებაც. იმის მტკიცება, რომ ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებამ ზიანი გამოიწვია, ეკისრება უფლებამოსილ პირს, მოცემულ შემთხვევაში გადამზიდველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს მხოლოდ ამ ტვირთის ღირებულების ოდენობამდე. კანონმდებელი ითვალისწინებს მეტი ანაზღაურების მოთხოვნის მხოლოდ ერთ შემთხვევას, კერძოდ, როცა ზედნადებში გაკეთებულია აღნიშვნა გადაზიდვის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის არსებობის შესახებ, ან მითითებულია ტვირთის ღირებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ტვირთის მიტანის ვადა გადაცილებულია (ტვირთი მიმღებმა ვერ მიიღო), მოსარჩელე კი მოითხოვს იმ ხარჯების ანაზღაურებას, რაც მან გასწია ტვირთის დასაბრუნებლად: ტრანსპორტირების ხარჯი (ბუ-–-------ი სა---------–ო), საბროკერო მომსახურების ხარჯი, საგადასახადო ხარჯები, ტვირთის შემოწმების ხარჯი, ბუ-–-------ში მივლინებისა და მანქანის სადგომზე გადახდილი ხარჯი, ისევე როგორც აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის გადახდით გამოწვეული ხარჯი. მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს (აღნიშნული ხარჯების გაწვას) შორის კავშირის არსებობა შეიძლება შემოწმდეს „რომ არა“ ტესტით - conditio sine qua non - ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა: გადამზიდავის მიერ ტვირთის მიმღებისათვის მიწოდების (ვადაში მიწოდების) შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მოუწევდა აღნიშნული ხარჯების გაღება; ამასთან, მოსარჩელეს არ მოუწევდა არსებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში სასყიდლიანი კრედიტის აღება 127 600 აშშ დოლარის ოდენობით და წლიური 7,2%-ის 5 თვის განმავლობაში გადახდა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია გამგზავნისათვის, მოსარჩელისათვის გადამზიდველის მიერ გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით 74 125,29 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, მათ შორის, დანაკლისის (21 391,85 აშშ დოლარი) ჩათვლით.

 

(74 125,29 ლარიდან 21 391,85 აშშ დოლარის გარდა, ეს ხარჯები როგორ ნაწილდება ზუსტად, რომ აღვწერო, მასალებით ვერ ვახერხებ განსაზღვრას, მათ შორის კურსის გათვალისწინებით)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სა---------–ო სამოქალაქო კოდექსის 668-ე, 669-ე, 686-ე, 687-ე, 692-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება გადაზიდვის ხელშეკრულებისათვის სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას.

 

სსკ-ის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც რეალური კონსტრუქცია, რადგან გადამზიდველს პასუხისმგებლობა წარმოშობა მხოლოდ ისეთი ტვირთის მიმართ, რომელიც გადასცა გამგზავნმა და მიიღო გადამზიდველმა დანიშნულების ადგილზე გადასატანად. ასეთ დროს სახეზეა ორმხრივი სახელშეკრულებო ვალდებულება.

 

განსახილ შემთხვევაში მხარეთა შორის 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული ტვირთის გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, გადამზიდველმა, მოპასუხემ აიღო ვალდებულება მიეღო და მიეწოდებინა გამგზავნის, მოსარჩელის ან მისი მითითებით მესამე პირის მიერ მითითებული ტვირთი დანიშნულების პუნქტში და გადაეცა აღნიშნული ტვირთი მის მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის (ხელშეკრულების 1.1 პუნქტი). გამგზავნი ვალდებული იყო გადაეხადა ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება იმ ოდენობით, რა ოდენობაც მითითებული იქნებოდა განაცხადში, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ხელშეკრულებისა და 2017 წლის 27 ოქტომბრის განაცხადის შესაბამისად, გადამზიდველმა იკისრა ვალდებულება ტვირთის მირებიდან (2017 წლის 29 ოქტომბერი) 10 დღის ვადაში 127 600 აშშ დოლარის ღირებულების 22 ტონა თხ--–-------–ი მიეწოდებინა ტვირთის მიმღებისათვის, შეთანხმებულ ადგილას, სა----------ში. დადგენილია, რომ რომ 2017 წლის 29 ოქტომბერს გადამზიდველმა მიიღო შეთანხმებული ტვირთი.

 

განსახილველი დავა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადამზიდველის მიერ ვალდებულებების დარღვევით გამოწვეულ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას შეეხება.

სსკ-ის 669-ე მუხლი განსაზღვრავს გადამზიდველის პასუხისმგებლობის ზოგად საფუძვლებს: გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის; პასუხისმგებლობა არ დადგება, თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით; გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია გადამზიდველის პასუხისმგებლობის საფუძვლები და დადგენილია, რომ იგი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე _ მიტანის ვადის გადაცილებისათვის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა. ამავე კოდექსის 687-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-? ?????? ??-2 ??????? აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს.

 

გადამზიდველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივი ნორმების ობიექტური შემადგენლობის არსებობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმატების განმაპირობებელ გარემოებათა კვლევა გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნის (ასევე მოთხოვნის გამომრიცხველ) მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის შემოწმებას, სარჩელში მითითებული (და დადგენილად მიჩნეული) გარემოებები რამდენად უზრუნველყოფენ მოთხოვნის დაკმაყოფილების მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის ობიექტურ შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, ტვირთის გამგზავნის (მოსარჩელის) ბრალეულობას გადამზიდველი (მოპასუხე) ვერ ადასტურებს, იგი არ მიუთითებს ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ, ობიექტურ შემადგენლობაზე.

 

გააანსახილველ შემთხვევაში გადამზიდველმა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სსკ-ის 686-ე და 687-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და ვერ დაადასტურა გადამზიდველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინაპირობების არსებობს: მან ვერ უზრუნველყო დადასტურება იმ ფაქტებისა, რომ ტვირთის დაკარგვა ან/და მიტანის ვადის გადაცილება მოხდა უფლებამოსილი პირის ბრალით ან/და ამავე პირის ისეთი მითითებით, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებდა.

 

დადგენილია, რომ გადამზიდველმა დაარღვია გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებაში/მიუწოდებლობასა და ტვირთის დაკარგვაში (3688,250 კგ თხილის დანაკლისი).

 

სსკ-ის 408-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ზოგად წესთან შედარებით, სსკ-ის 692-ე მუხლი ითვალისწინებს ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში და ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებისა და ღირებულების განსაზღვრის წესს. სსკ-ის 692-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით; ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას - საბაზრო ფასით, თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ - მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად; სსკ-ის 692-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და უფლებამოსილი პირი დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზიანი, გადამზიდველმა უნდა აანაზღაუროს იგი მხოლოდ ამ ტვირთის ღირებულების ოდენობამდე. მეტის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა 694-? ?????? თანახმად არსებობდა განსაკუთრებული ინტერესი ამ გადაზიდვის მიმართ, ან მითითებული იყო ტვირთის ღირებულება.

 

დადგენილია, რომ სსკ-ის 692-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადამზიდავის ვალდებულებების დარღვევით (რაც გამოიხატა ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებასა/მიუწოდებლობასა და ტვირთის დაკარგვაში) მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 74 125,29 ლარს. მოპასუხე სსკ-ის 669-ე, 686-ე, 687-ე, 692-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი 74 125,29 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 2 224 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება იურიდიული მომსახურების ღირებულების 2 456.90 ლარის გადახდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ვე-------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე შპს „ოპ-----ის“ მოსარჩელე შპს „ვე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 74 125.29 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „ოპ-----ის“ მოსარჩელე შპს „ვე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 2 456.90 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს „ოპ-----ის“ მოსარჩელე შპს „ვე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 2 224 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე