გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №284244-2/060-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 აგვისტო 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ლ----------------
წარმომადგენელი - კა-------------–---–ი
მოპასუხე - ა-------------
წარმომადგენელი - ლ-------–--–-----
თარჯიმანი - ლ---------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა-------------ს ლ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 23000 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ლ----------------ი მეუღლე ა---------------––---- და მათ არასრულწლოვან შვილთან ერთდ ცხოვრობენ ქალაქ ა---––---–ი ე------------------–- მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში, რომელიც ფაქტიურად იყიდეს 2006 წელს ა-------------ისგან.
ა-------------სა და ლ----------------ს შორის მოხდა ზეპირი გარიგება და გაყიდული საცხოვრებელი სახლის მთლიანი ღირებულება მხარეებს შორის განისაზღვრა იმ დღისათვის არსებული გასაყიდი ბინების საბაზისო ღირებულების მოცემულობიდან გამომდინარე 4800 აშშ დოლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ ქალაქ ა---––---–ი ე------------------–- მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლი არ იყო რეგისტრირებული ოფიციალურად და ვერ მოხდა გადაფორმება, ამიტომაც გამყიდველმა მხარემ ა-------------მა აიღო გაყიდული საცხოვრებელი სახლის მთლიანი ღირეულების ნახევარი - 2400 აშშ დოლარი და დაპირდა მყიდველ ლ----------------ს, რომ უახლოეს მომავალში, კერძოდ კი მიმდინარე წლის ბოლომდე დროულად მოახდენდა გაყიდული სახლის სათანადო დოკუმენაციის მოწესრიგებას, რის საფუძველზეც მყიდველი მხარე უპრობლემოდ უზრუნველყოფდა შეძენილი ბინის გაფორმებას და სწორედ ამ პროცედურების, კერძოდ კი გადაფორმების მერე მოხდებოდა გაყიდული საცხოვრებელი სახლის მთლიანი ღირებულების ნახევარის დარჩენილი 2 400 აშშ დოლარის გადაცემა.
გაყიდული საცხოვრებელი სახლის ყოფილმა მესაკუთრემ ა-------------მა დათქმული და შეთანხმებული ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა დროულად გონივრულ ვადებში. მეტიც 2018 წლის ზაფხულში მოახდინა გაყიდული საცხოვრებელი სახლის ოფიციალური რეგისტრაცია და ამჟამად კი არაკეთილსინდისიერად უარს აცხადებს 2006 წელს დაპირებული და შეთანხმებული ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
უკვე ათეული წლებია, რაც ლ----------------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, უვლის და პატრონობს სადავო საცხოვრებელ სახლს, სადაც აქვს ასევე იმ პერიოდიდან არის ჩაწერილი ამ მისამართზე - კერძოდ: ქალაქ ა---––---–ი ე------------------–-. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა ა-----------ს ოჯახმა გადაწყვიტა არაკეთილსინდისიერად უსაფუძვლო გამდიდრება, რატომღაც გვერდი აუარა ნაკისრ ვალდებულებებს და 2018 წლის 07 ნოემბერს წარადგინა სარჩელი გამოსახლების თაობაზე.
2019 წლის 14 იანვრის ა---––---- რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა-------------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ლ----------------ის და მისი არასრულწლოვანი შვილის სადავო საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების თაობაზე. რაც შეეხება მიღებული თანხის დაბრუნებას მხარე არ აპირებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ----------------ი და მისი შვილი მათ ბინაში ნების საწინააღმდეგოდ ნამდვილად ცხოვრობენ, რაც შეეხება ა---------------––- იგი ხან ცხოვრობდა და ხან არა, სახლი მათ არ უყიდიათ, სახლში დროებით შეუშვეს 2003 წელს, ა------–---------------------------------–- შორის იმ მოხდა ზეპირი შეთანხმება, პირობით, რომ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდიდნენ მთლიან 4800 აშშ დოლარს, რის გადახდის შემდეგაც მათ მისცემდნენ გენერალურ მინდობილობას და და იგი თავისივე ხარჯებით გადაიფორმებდა აღნიშნულ ბინას, სახლი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ა------–------------- და სახლის მოსარჩელე მხარეზე საკუთრების უფლებით გადაფორმებას ხელს არაფერი უშლიდა გარდა თანხის სრულად გადახდისა, ამასთან სახლის გაყიდვა, გადაწყვიტეს იმის გამო, რომ საცხოვრებლად გადავიდნენ შვილთან რ-------- ფედერაციაში დ------------------ ოლქში. მოპასუხის მეუღლე გარდაიცვალა 2004 წლის 02 მარტს. ლ----------------ის მამამ ა-–------------------ა 2006 წლის გაზაფხულზე რ------–- ჩაუტანა 2400 აშშ დოლარი და განუცხადა, რომ ეს ფული გამოიტანა ა---------------––-- და იყო ბინის ფული, ხოლო დანარჩენი 2400 აშშ დოლარს მისცემდა იმავე წლის შემოდგომაზე, მაგრამ 2006 წლის გაზაფხულიდან გავიდა სამი წელიც და 12 წელიც მაგრამ არანაირი თანხა არ მოუღიათ, ვინაიდან ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა ყოველ წელს თხოვდნენ მოსარჩელეს და მის მეუღლეს, რომ ან დარჩენილი თანხა მიეცათ ან ბინა გადაეფორმებინათ ან კიდევ დაუბრუნებდნენ მიცემულ თანხას და სახლი დაეცალათ, რათა აღნიშნული ბინა გაექირავებინათ ან გაეყიდათ, მათ არც თანხა დააბრუნეს და არც ფული, არც სახლი არ გაანთავისუფლეს.
2017 წლის შემოდგომაზე ისევ გამოაგზავნა შვილი ო---------------- საქართველოში და მოსარჩელეს მისი მეშვეობით კატეგორიულად მოსთხოვა გაენთავისუფლებინა სახლი, მოსარჩელემ არც აღნიშნულ მოთხოვნას ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა სახლში უკანონოდ ცხოვრება, ვინაიდან ამ დავას ბოლო არ უჩანდა 2018 წლის აპრილის თვეში შვილთან ო------------------- ერთად დაბრუნდა საქართველოში, მოსარჩელემ თანხის აღებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან წასავლელი არსად ჰქონდა, ამიტომ 2018 წლის 15 ოქტომბერს დაირეგისტრირა აღნიშნული ბინა და სხვა მიწის ნაკვეთებიც, რომლებსაც ასევე მოსარჩელე უკანონოდ ფლობდა.
რაც შეეხება თანხის დაბრუნებას, აღნიშნული მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან 2012 წლის მაისის თვის ბოლოს, როცა ა---------------––- ჩავიდა რ------–-, მას უთხრეს, რომ სახლს აღარ მიყიდდნენ, გადიოდნენ შეთანხმებიდან და მიცემული თანხა უკან მიეღო, რაზეც მან უარი განახადა და ფული არ აიღო. 2012 წლის 30 მაისიდან მათთვის ცნობილი იყო, რომ ბინის ყიდვა-გაყიდვა აღარ შედგებოდა 2400 აშშ დოლარის უკან დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის დინება დაიწყო 2012 წლის 30 მაისს, რის შემდეგაც გასულია შვიდი წელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ა---––--------------------- დაზუსტებული ფართობი 1305.00 კვ.მ., ს/კ 6-----------, წარმოადგენს ა-------------ის საკუთრებას, უფლების რეგისტრაციის თარიღია 19.07.2018წ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობა N---------, მიღება-ჩაბარების აქტი N-- და საარქივო ცნობა N--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:აღნიშნული
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 2006 წელს ა-------------სა და ლ----------------ს შორის გაფორმდა ზეპირი გარიგება, კერძოდ ა-------------ი 4800 აშშ დოლარის სანაცვლოდ საცხოვრებელ ბინას მდებარე ქალაქ ა---––---–ი ე------------------–- გადაუფორმებდა ლ----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით განისაზღვრა, რომ საცხოვრებელი სახლის მთლიანი ღირეულების გადახდის შემდგომ მოხდებოდა სახლის გადაფორმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.4. ა-------------ს დარჩენილი 2400 აშშ დოლარი ლ----------------ისაგან არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
- მოწმე ო----------------ს ჩვენება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.5.უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ა---––--------------------- დაზუსტებული ფართობი 1305.00 კვ.მ., ს/კ 6-----------, ა-------------ზე რეგისტრაცია განხორციელდა 19.07.2018წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.17-18 );
3.1.6. 2018 წლის 07 ნოემბერს ა-------------მა აღძრა სარჩელი ლ----------------ის მიმართ და მოითხოვა ლ----------------ი და მის შვილი გამოსახლებულ იქნენ ქ. ა---––--------------------- დაზუსტებული ფართობი 1305.00 კვ.მ., ს/კ 6-----------, მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით კი ა-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (იხ. ს.ფ. 19-31 );
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული, რადგან 2012 წლის მაისის თვეში მოსარჩელე მხარემ უკვე იცოდა, რომ ა-------------ი სახლს აღარ ყიდდა, გადიოდა შეთანხმებიდან და მიცემული თანხა უკან მიეღო, რაზეც მან მოსარჩელე ლ----------------ის მეუღლემ უარი განაცხადა და ფული უკან არ დაიბრუნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“.
მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნის წარმოშობის დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს ის დრო, როდესაც ა-------------მა დაირეგისტრირა საცხოვრებელი სახლი და მიმართა სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით - 2018 წელი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ლ------------------- სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ----------------ი და ა-------------ი შეთანხმდნენ, რომ 2006 წელს ა-------------სა და ლ----------------ს შორის გაფორმდა ზეპირი გარიგება, კერძოდ ა-------------ი 4800 აშშ დოლარის სანაცვლოდ საცხოვრებელ ბინას მდებარე ქალაქ ა---––---–ი ე------------------–- გადაუფორმებდა ლ----------------ს.
დადგენილია, რომ 2006 წლის გაზაფხულზე მოსარჩელემ ლ----------------მა მამის ა-–------------------ მეშვეობით რ------–- გაუგზავნა და მოპასუხეს გადასცა ბინის ღირებულების მხოლოდ ნახევარი 2400 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ ლ----------------მა დარჩენილი 2400 აშშ დოლარი ა-------------ს არ გადაუხადა, რის გამოც 2012 წელს ა-------------მა შესთავაზა აღებული თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მოსარჩელემ უარი განაცხადა და გააგრძელა ა-------------ის საცხოვრებელ ბინაში ცხოვრება, რაზეც 2018 წლის 07 ნოემბერს ა-------------მა აღძრა სარჩელი ლ----------------ის მიმართ და მოითხოვა ლ----------------ი და მის შვილი გამოსახლებულ იქნენ ქ. ა---––--------------------- დაზუსტებული ფართობი 1305.00 კვ.მ., ს/კ 6-----------, მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით კი ა-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ამავე კოდექსის 508-ე მუხლის თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისას თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეებმა თავად განსაზღვრეს სადავო ურთიერთობის გადაწყვეტის წესი, ამ წესის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი 2400 აშშ დოლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ მოსარჩელემ ნამდვილად გადაუხადა მოპასუხეს მითითებული თანხა, მხარეებმა ხელშეკრულების პირობით, თავად განსაზღვრეს გადახდილი ავანსის დაბრუნების წესი და პირობები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა განხილულ უნდა იქნეს სწორედ ხელშეკრულების აღნიშნული პირობის შესაბამისად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ა-------------ს უნდა დაეკისროს 2400 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 690 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ა-------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (2400 აშშ დოლარი), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 210.24 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის N----------------–. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ა-------------ს (პ/ნ 4----------) აეკრაძლა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე, ქ. ა---––--------------------. ს.კ. 6----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის N----------------–. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ----------------ის სარჩელი ა-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ა-------------ს (პ/ნ4----------) მოსარჩელე ლ----------------ის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ დაეკისროს - 2400 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხე ა-------------ს (პ/ნ4----------) მოსარჩელე ლ----------------ის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 210.24 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე