განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-----------------
განაჩენი
საქართველოს სახელით
20.08.2019 წელი ქ. ო----------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნ------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: გ--------------–-ძე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: ი-----–---------–-–--ლი
მამის სახელი: ი-----–ი
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ო----------ი, სოფელი ს--–-----ი
რეგისტრირებული: ო----------ი, სოფელი ს--–-----ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 1-8–ე მუხლი.
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ო----------ში, ჩ-----------ის ქუჩა N 2-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დ---------------ძეს, ი-----–---------–-–--ლმა განზრახ მოკვლის მიზნით, საოჯახო ტიპის დანით მარჯვნივ პარავერტებრალურ ხაზზე მე-1- და მე-11 ნეკნების დონეზე, მარცხენა ბეჭის არეში და მარცხენა მხარის სარტყლის წინა ზედაპირზე მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა პლევრის დაზიანებით, რის შემდეგაც ჩათვალა რა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილი დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო დ---------------ძის სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა მისთვის დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
განზრახ მკვლელობის მცდელობა.
2.1. ბრალდებულმა ი-----–---------–-–--ლმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა დ---------------ძემ განმარტა, რომ იცნობს ბრალდებულ ი-----–---------–-–--ლს, რომელიც არის მისი ცოლის, ი-------------–-–---–ის, ძმა. დაქორწინების შემდეგ ი-------------–-–---–თან იდეალური ურთიერთობა ქონდა, თუმცა მოგვიანებით მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. მასთან სახლში სასაუბროდ მივიდა ი-------------–-–---–ი, თავის ოჯახის წევრებთან ერთად. თუმცა მათ არ მისცეს ერთმანეთთან საუბრის საშუალება, განსაკუთრებით აქტიურობდა ი-------------–-–---–ის დედა, რის გამოც დაიძაბა ვითარება. თავად ხელში დანა არ აუღია და არც არავის დამუქრებია. ი-----–---------–-–--ლმა კი აიღო დანა და დაარტყა არაერთხელ. დ---------------ძემ აღნიშნა, რომ ი-----–---------–-–--ლის პროვიცირებაში დიდი როლი ითამაშა დედამ, რამაც განაპირობა მისი ასეთი ქცევა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ი-------------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 27 დეკემებრს, თავის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა დეიდასთან სახლში. დ---------------ძე რეკავდა ტელეფონზე, თუმცა არ პასუხობდა, რადგან დ-----თან განქორწინება სურდა. დ---------------ძეს თხოვნის საფუძველზე წავიდნენ დ-----თან სახლში. როდესაც შევიდა სახლში, დ---------------ძეს უთხრა, რომ განქორწინება სურდა. დ-----ი წინააღმდეგი იყო განქორწინების და თქვა, რომ თუ წავიდოდა ცუდად დამთავრდებოდა მათი ურთიერთობა. როდესაც დააპირა წასვლა, დ-----მა ხელში აიღო შავი საგანი, რომელიც ხელჯოხს გავს, თუმცა გახსნის შემდეგ მასში არის დანა. აღნიშნული საგნის დანახვაზე იკივლა, გაიქცა ოთახიდან, გავიდა გარეთ და ჩაჯდა მანქანაში. სახლიდან ასევე გამოვიდა ი-----–---------–-–--ლი და შემდეგ დ---------------ძე, რომელიც მივარდა მანქანასთან და თხოვდა დარჩენას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--–-----------------ძემ განმარტა, რომ არის ი-----–---------–-–--ლის დედა. 2018 წლის 26 დეკემბერს ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკიდან და მეორე დღეს მივიდა თავის დასთან რ----------აძესთან, სადაც ასევე იყვნენ ი-------------–-–---–ი, ი-----–---------–-–--ლი, გ-------------------იძე, რ----------აძე და გ-------–------აძე. დ---------------ძემ არაერთხელ დარეკა ტელეფონზე. დ-----ს ტელეფონზე ესაუბრა გ-------------------იძე, რომელსაც დ-----თმა თხოვა, რომ მისულიყვნენ სასაუბროდ. დ---------------ძესთან წავიდნენ გ-------–------აძის ავტომანქანით. შევიდნენ სახლში, სადაც დახვდათ დ---------------ძე, რომელიც ამბობდა, რომ სურდა ი----ესთან ცხოვრება, თუმცა ი----ას შვილები, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ყავდა, უნდოდა რომ მასთან სახლში არ ყოფილიყვნენ. საუბრის დროს დააპირეს წასვლა და გ-------------------იძე გავიდა გარეთ. უეცრად ი----ამ იკივლა, დაინახა შავი საგანი, რომელიც იარაღი ეგონა და ი----ასთან ერთად გავიდა გარეთ. ოთახში დარჩნენ დ---------------ძე, ი-----–---------–-–--ლი და რ----------აძე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს რ----------აძემ განმარტა, რომ არის ი-----–---------–-–--ლის დეიდა. 2018 წლის 27 დეკემბერს მასთან სახლში იმყოფებოდნენ მეუღლე - გ-------–------აძე, და - ლ--–-----------------ძე, ძმა - გ-------------------იძე, დისშვილი - ი-------------–-–---–ი. დ---------------ძემ დარეკა არაერთხელ. გ-------------------იძე ესაუბრა დ-----ს, რომელმაც მათი ნახვა ისურვა. დასახელებულ პირებთან ერთად წავიდა დ---------------ძესთან. შევიდნენ დ---------------ძის სახლში, სადაც დ-----ი დახვდათ მარტო, იჯდა დივანზე და უყურებდა ტელევიზორს. ი----ამ და დ-----მა დაიწყეს საუბარი. დ-----ი არ აძლევდა ი----ას უფლებას, რომ პირველი ქორწინების დროის შეძენილი შვილები მიეყვანა სახლში. რადგან ვერ შეთანხმდნენ ი----ამ უთხრა რომ აიყვანდა ადვოკატს და სასამართლოს მიმართავდა. დ-----მა უთხრა ი----ას, რომ თუ არ დარჩებოდა მასთან კარგი ამბავი არ მოხდებოდა. ი----ამ დაასრულა საუბარი და უთხრა, რომ რაც უნდოდა ის ექნა, რადგან არ დარჩებოდა მასთან. საუბრის დასრულების გამო ოთახიდან გავიდა გ-------------------იძე. დაინახა, რომ დ-----ი რაღაც საგანს იღებდა დივნიდან, რა დროსაც ოთახიდან გავიდნენ ი----ა მეგრელიშვილი და ლ--–-----------------ძე. ოთახში მასთან ერთად დარჩნენ მხოლოდ ი-----–---------–-–--ლი და დ---------------ძე. ი-----–იმ აიღო ოთახში არსებული მაგიდიდან დანა, მივიდა დ-----თან და დაარტყა დანა. დ-----ის ხელში დანა გახსნილი არ დაუნახავს. ი-----–ის მხრიდან დ-----ისათვის დანის დარტყმის დროს ი-------------–-–---–ი ოთახში არ იმყოფებოდა. ი-----–ის წაართვა დანა, ასევე დ-----ს გამოართვა მის ხელთ არსებული საგანი და ორთავე შეინახა. დანის დარტყმის შემდეგ პირველი ოთახიდან გავიდა ი-----–---------–-–--ლი, ხოლო შემდეგ კი დ---------------ძე, რომელიც მივიდა მანქანასთან, სადაც ი----ა იმყოფებოდა და ითხოვდა ი----ას დარჩენას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-------------------იძემ განმარტა, რომ ბრალდებული ი-----–---------–-–--ლი არის მისი დისშვილი. დაზარალებული დ---------------ძე კი მისი დისშვილის - ი-------------–-–---–ის მეუღლე. 2018 წლის 27 დეკემბერს მივიდა სტუმრად თავის დასთან რ----------აძესთან, სადაც იმყოფებოდნენ რ----------აძე, ლ--–-----------------ძე, ი-------------–-–---–ი, ი-----–---------–-–--ლი და გ-------–------აძე. ი----ეს ტელეფონი ხშირად რეკავდა, თუმცა ი----ე არ პასუხობდა. როდესაც შეიტყო, რომ დ---------------ძე რეკავდა დაელაპარაკა მას, რომელმაც უთხრა, რომ სურდა მათთან შეხვედრა. დასახელებულ პირებთან ერთად წავიდა დ---------------ძეს სახლში. როდესაც მივიდნენ, გ-------–------აძე დარჩა ავტომანქანაში. თავად კი აღნიშნულ პირებთან ერთად შევიდა სახლში. დ-----მა და ი----ამ დაიწყეს საუბარი. ი----ას კითხა თუ რა გადაწყვიტა. ი----ამ კი უთხრა რომ სურდა განქორწინება დ-----თან. დაეთანხმა ი----ეს არჩევას და გადაწყვიტა წასულიყვნენ. დ---------------ძე მას ან ი-----–---------–-–--ლის არ დამუქრებია. პირველი ოთახიდან გამოვიდა თავად. შემდეგ კი ი----ა მეგრელიშვილი და ლ--–-----------------ძე. ოთახში დარჩნენ ი-----–---------–-–--ლი, რ----------აძე და დ-----ი. გაიგონა ხმა და დაბრუნდა ოთახში, სადაც დაინახა, რომ ი-----–ის და დ-----ს შორის იდგა რ----------აძე. ი-----–ი იყო აფექტურ მდგომარეობაში. რადგან სრულ ჭკუაზე არ იყო. როდესაც დაბრუნდა ოთახში მას შემდეგ დანის დარტყმას არ ქონდა ადგილი. ასევე არ დაუნახავს დანა ი-----–ის ან დ-----ის ხელში. დაბრუნდა რა იმავე ოთახში, ი-----–ი გამოწია ხელით, რომელიც შემდეგ გარეთ გაიყვანა დედამ და ი-----–ი და ი----ე ჩასვა მანქანაში. მისი ჩვენებით ესაუბრებოდა დ-----ს, როდესაც დ-----ი გაიქცა მანქანისკენ და ეუბნებოდა ი----ას, რომ არ წასულიყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-------–------აძემ განმარტა, რომ ბრალდებული ი-----–---------–-–--ლი არის მისი მეუღლის დისშვილი. 2018 წლის 27 დეკემბერს, მასთან სახლში იმყოფებოდნენ მეუღლე რ----------აძე, მეუღლის და - ლ--–-----------------ძე, მეუღლის ძმა - გ-------------------იძე, მეუღლის დისშვილები - ი-------------–-–---–ი და ი-----–---------–-–--ლი. უთხრეს, რომ ი----ა უნდა წაეყვანა სახლში. დასახელებული პირები ჩასხდნენ ავტომანქანაში და მიიყვანა დ---------------ძის სახლთან. თავად მანქანიდან არ გადასულა. მანქანაში მსხდომი პირები შევიდნენ სახლში. დაახლოებით 1--15 წუთის შემდეგ ი----ა მივიდა მასთან და ჩაჯდა მანქანაში. შემდგომ მივიდა ი-----–---------–-–--ლი რომელიც ასევე დაჯდა მანქანაში. მათთან ასევე მივიდა დ---------------ძე, რომელიც მიმართავდა ი----ას, რომ ჩასულიყო მანქანიდან. ი----ამ უთხრა რომ გარიდებოდა დ-----ის სახლს და დაძრა ავტომანქანა, წავიდა და რამდენიმე მეტრის მოშორებით გააჩერა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ტ---------–--ემ განმარტა,რომ არის ქირურგი.შემთხვევის დღეს იყო მორიგე. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მიიყვანა დ---------------ძე. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს ნახა, რომ დ---------------ძეს გულმკერდის არეში ქონდა ოთხი ჭრილობა. ორი ერთ მხარეს და ორი მეორე მხარეს. ოთხივე ჭრილობა იყო გულმკერდის არეში. ოთხივე ჭრილობა იყო ნაკვეთი და ჩანდა კანქვეშა ცხიმი. არც ერთი მათგანი არ იყო ნაკაწრი. ტ---------–--ემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე, ასეთი სახის დაზიანებები გამოიწვევდა სიკვდილს.
სასამართლო სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გ--–--------------ემ, მ-----–--------ამ, გ----------–-----ძემ, ნ-–--–--------ძემ, გ-----------–--ემ და ექსპერტმა თ----------------–-ძემ დაადასტურეს, რომ ი-----–---------–-–--ლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა შორის სისხლის სამართლის საქმეზე დასადგენი სადავო ფაქტობრივი გარემოებებისათვის მნიშვნელოვანია სამედიცინო ექსპერტიზის და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) დასკვნები.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, სამედიცინო საბუთების მონაცემებით დ---------------ძე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 27.12.18წ. დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის არეში; მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, სამედიცინო საბუთების მონაცემებით დ---------------ძე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 27.12.18წ. დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის არეში; მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი. აღენიშნებოდა სამი ნაკვეთი ჭრილობა თითოეული ზომით 1X1სმ: 1) მარცხენა ბეჭის არეში; 2) მარცხენა მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე; 3) მარჯვნივ პარავერტებრულ ხაზზე მე-1--11 ნეკნების დონეზე. აღნიშნული ჭრილობები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო 4) ნაკვეთი ჭრილობა, არსებული მარჯვნივ პარავერტებრულ ხაზზე მე-1--11 ნეკნების დონეზე, ზომით 3X1 სმ. მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და მათი ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: "...შავტარიანი დანა ვერცხლისფერი პირით...", მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ---------------ძეს (ობ. N9; პაკეტი, წარწერით: "...დ---------------ძისგან აღებული სისხლის ნიმუში..."). ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N 2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის დ---------------ძეს (ობ. N19), ხოლო მინორული წილი - ი-----–---------–-–--ლს (ობ. N18; პაკეტი წარწერით: "ნერწყვის ნიმუში ...ი-----–---------–-–--ლის პირის ღრუდან.").
- პაკეტში, წარწერით: "...მოშავო ფერის რკინის მილი რომელშიც მოთავსებულია ვერცხლისფერ პირიანი მოგრძო დანა...", მოთავსებული დანის პირზე არსებული მონარინჯისფრო დანაშრევები (ობ. N3) სისხლი არ აღმოჩნდა. დანის პირზე (ობ.N3) და ქარქაშზე (ობ. N5), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N 4) გენეტიკური პროფილი შერეულია და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- და N 0-------- დასკვნებით, დადგინდა, რომ ი-----–---------–-–--ლმა დ---------------ძეს დანით მიაყენა ოთხი ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის არეში, რომელთაგან ერთი მიეკუთვნა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ი-----–---------–-–--ლმა თავის ხელთ არსებული დანით მიაყენა სხვადასხვა ნაკვეთი ჭრილობები დ---------------ძეს, თუმცა აღნიშნა, რომ ი-----–---------–-–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ დ---------------ძის სხეულზე მიყენებული დაზიანებები, დაზიანებების მიყენების დრო და ვითარება, მათი სიმრავლე და ადგილმდებარეობა, მთლიანად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ი-----–---------–-–--ლის მიერ, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, პირველ რიგში, ადასტურებს ბრალდების მოწმეების, ი-----–---------–-–--ლის ოჯახის წევრების ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ი-------------–-–---–ი, თავის ოჯახის წევრებთან ერთად (დედა - ლ--–-----------------ძე, ძმა - ი-----–---------–-–--ლი, დეიდა - რ----------აძე, ბიძა - გ-------------------იძე, დეიდის მეუღლე - გ-------–------აძე) მივიდა დ---------------ძესთან. გ-------–------აძე, დ---------------ძის სახლში არ შესულა და იგი არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე. ბრალდებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შესაფასებელია დ---------------ძის, გ-------------------იძის, ლ--–-----------------ძის, რ----------აძის და ი-------------–-–---–ის ჩვენებები. არც ერთ მოწმეს ჩვენების მიცემის დროს არ უთქვამს, რომ დ---------------ძე სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ი-------------–-–---–ს. მოწმე გ-------------------იძე, თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ კითხა ი----ეს რჩებოდა თუ არა დ-----თან და უარის მიღების შემდგომ გადაწყვიტეს წასვლა და გავიდა ოთახიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ---------------ძეს და ი-------------–-–---–ს შორის კონფლიქტური ვითარების არსებობის შემთხვევაში, ი-------------–-–---–ის ბიძა არ გავიდოდა სახლიდან. გ-------------------იძის ქცევიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------ძეს და ი-------------–-–---–ს შორის მიმდინარე საუბარი არ აძლევდა იქ მყოფ პირებს დ---------------ძის მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედების ჩადენის საფუძველს. გ-------------------იძე მიუთითებს, რომ სახლიდან გამოსვლის დროს მას ასევე გამოყვნენ ი-------------–-–---–ი და ლ--–-----------------ძე და ამის შემდეგ მოესმა ხმა ოთახიდან. გ-------------------იძის ჩვენება თანხვედრაშია ი-------------–-–---–ის და ლ--–-----------------ძის ჩვენებთან. ი-------------–-–---–ი განმარტავს, რომ დაინახა დ---------------ძის ხელში შავი საგანი, რომელიც ხელჯოხს გავს, თუმცა გახსნის შემდეგ მასში არის დანა. აღნიშნული საგნის დანახვაზე იკივლა და გაიქცა ოთახიდან. ი-------------–-–---–ს ჩვენების მიცემის დროს არ უთქვამს, რომ დ---------------ძემ გახსნა აღნიშნული საგანი და ამოიღო დანა. ლ--–-----------------ძემ აღნიშნა, რომ უეცრად ი----ამ იკივლა, დაინახა შავი საგანი, რომელიც იარაღი ეგონა და ი----ასთან ერთად გავიდა გარეთ. რ----------აძე თავის ჩვენებაში ადასტურებს ოთახიდან ი-------------–-–---–ის და ლ--–-----------------ძის გასვლის ფაქტს. რ----------აძე ასევე აღნიშნავს, რომ დ-----ის ხელში დანა გახსნილი არ დაუნახავს. აღნიშნულ მომენტამდე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, შემდეგი გარემოება, ოთახში სადაც საუბრობდნენ დ---------------ძე და ი-----–---------–-–--ლი, დარჩნენ მხოლოდ დ---------------ძე, რომელსაც ხელში სავარაუდოდ უკავია შავი საგანი, რომელიც ოთახში მყოფმა პირებმა სხვადასხვა სახის საგნად აღიქვეს, რ----------აძე და ი-----–---------–-–--ლი. ამ მომენტიდან დ---------------ძესთან ახლოს აღარ იმყოფება, სავარაუდოდ დასაცავი სუბიექტი ი-------------–-–---–ი. სასამართლო აფასებს რა მოწმეთა ჩვენებებს აღნიშნავს, რომ დ---------------ძე თხოვდა ი-------------–-–---–ის შერიგებას და მასთან სახლში დარჩენას, ხოლო წასვლის შემთხვევაში კი თქვა, რომ მათი ურთიერთობა ცუდად დამთავრდებოდა. ამის შემდეგ დ---------------ძე სახლიდან გადის მას შემდეგ რაც უკვე მიყენებული აქვს ჭრილობები და მიდის ავტომანქანასთან, სადაც იმყოფება, როგორც ი-----–---------–-–--ლი ასევე ი-------------–-–---–ი, კვლავ ითხოვს ი-------------–-–---–ის დარჩენას და არ ემუქრება მას სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით. დ---------------ძის ქცევა (შეფასების მიღმა რომ იქნას დატოვებული მისი ჩვენების ის ნაწილი სადაც ის მიუთითებს, რომ ხელში არ ქონდა რაიმე სახის საგანი) რომელიც ი-------------–-–---–ის ოჯახის წევრებმა აღწერეს, არ აძლევს სასამართლოს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ი-------------–-–---–ის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებად მოქმედებდა ი-----–---------–-–--ლი, როდესაც ოთხჯერ დაარტყა დანა გულმკერდის არეში დ---------------ძეს.
რაც შეეხება უშუალოდ ქმედების ჩადენის ფაქტს, ამ დროს დ---------------ძის საცხოვრებელი სახლის ერ-ერთ ოთახში იმყოფებიან მხოლოდ დაზარალებული დ---------------ძე, რ----------აძე და ბრალდებული ი-----–---------–-–--ლი. ბრალდებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს მხოლოდ დ---------------ძის და რ----------აძის ჩვენებებს. რ----------აძემ განმარტა, რომ ი-----–---------–-–--ლმა აიღო ოთახში არსებული მაგიდიდან დანა, მივიდა დ-----თან და დაარტყა დანა. დ-----ის ხელში დანა გახსნილი არ დაუნახავს. ი-----–ის მხრიდან დ-----ისათვის დანის დარტყმის დროს ი-------------–-–---–ი ოთახში არ იმყოფებოდა. ი-----–ის წაართვა დანა, ასევე დ-----ს გამოართვა მის ხელთ არსებული საგანი და ორთავე შეინახა. დ---------------ძეს ჩვენება თანხვედრაშია რ----------აძის ჩვენების იმ ნაწილთან რომელიც ეხება მასთან ი-----–---------–-–--ლის მისვლას და დანის დარტყმას. ჩვენებებიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ დ---------------ძე არ ემუქრება ი-------------–-–---–ს, მხოლოდ თხოვს მას დარჩენას და ამბობს რომ ცუდად დასრულდებოდა მათი ურთიერთობა. ოთახიდან ი----ეს გასვლის შემდეგ დ-----ი, თუნდაც რაიმე საგნით ხელში, არ მისდევს ი----ას და არ ემუქრება მას, იგი არც ი-----–---------–-–--ლის ან სხვა პირის მიმართ გამოხატავს აგრესიას. ი-----–---------–-–--ლი კი მიუხედავად იმისა, რომ დ---------------ძესთან ერთად ოთახში აღარ არის ი-------------–-–---–ი, იღებს მაგიდიდან დანას, მიდის დ---------------ძესთან და ოთხჯერ ურტყამს მას დანას გულმკერდის არეში.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდგომ, გადასაწყვეტია მთავარი საკითხი, რომელსაც დაცვის მხარე მიუთითებს: არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად შეფასებისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28.1 მუხლით, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28.4 მუხლით, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ან სხვა პირის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას, (ხელყოფას). ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტების განმარტება კი მოცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28.4 მუხლში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ვითარებაში ი-----–---------–-–--ლის ქმედება არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად, რადგან აუცილებელი მოგერიების მთავარი კომპონენტები - თავდასხმა და თავდაცვის მიზანი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-------------–-–---–ი გავიდა იმ ოთახიდან, სადაც იმყოფებოდა დ---------------ძე. ი-----–---------–-–--ლი კი იღებს მაგიდიდან დანას, თვითონ მიდის დ---------------ძესთან და არაერთხელ ურტყამს დანას გულმკერდის არეში. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------ძე თუნდაც, რომ წასულიყო ი-------------–-–---–ის მიმართულებით, რომელმაც უკვე დატოვა ოთახი, არ წარმოქმნიდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას, რადგან კონკრეტული პირის მიმართულებით წასვლა, რომელიც აღარ იმყოფებოდა სიახლოვეს, არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (ვინაიდან კანონი არ კრძალავს აღნიშნულ ქმედებას) და არ წარმოშობს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას (თავდასხმას), რაც თავის მხრივ აუცილებელი მოგერიების უფლებას წარმოქმნიდა, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ბრალდებულის მხრიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დ---------------ძის ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლში მოცემული არის განზრახი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიცია, რომლითაც განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
პირდაპირი განზრახვის აუცილებელი ელემენტებია სისხლის სამართლის კანონით აღწერილი ქმედების შემადგენლობის ნიშნების გათვალისწინება და მათი რეალურ ცხოვრებაში განხორციელების სურვილი. პირდაპირ განზრახვას მიეკუთვნება ისეთი შემთხვევაც, როცა მოქმედს არ სურდა თავისი ქმედების შედეგი, მაგრამ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 200-, გვ. 1-1). პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვის განსხვავებაზე მსჯელობის დროს პროფესორი ოთარ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მართალია, არაპირდაპირი განზრახვის დროსაც მოქმედს არ სურს შედეგი, მაგრამ იგი ითვალისწინებს, რომ შედეგი შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება არ განხორციელდეს. მაგრამ იქ, სადაც შედეგის განხორციელების გარდაუვალობაა წარმოდგენილი, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის არაპირდაპირი განზრახვა. აქ სურვილი თუმცა პირდაპირ არ არის გამოხატული, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მოქმედს ამ შედეგის განხორციელება არ უნდოდა. თუ არ არის სურვილი, სამაგიეროდ არის ნდომა. რადგან ნდომის გარეშე, სხვაგვარად მიზანს ვერ მიაღწევს (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 200-, გვ. 1-2).
განზრახ დელიქტებში, ქმედების შემადგენლობის განზრახვა ქმედების მიზანსა და მიმართულებას განსაზღვრავს. როგორც ქმედების პერსონალური უმართლობის ბირთვი, ის უმართლობის სუბიექტური შემადგენლობის ზოგად ნიშანს და ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის სუბიექტური შერაცხვის საფუძველს წარმოადგენს (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ი-----–ი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 118).
ქმედების შემადგენლობის განზრახვა ნების და ცოდნის ელემენტებს შეიცვას. განზრახვაში ნების ელემენტი არსებობს და მის გარეშე ევენტუალური განზრახვისა და შეგნებული გაუფრთხილებლობის აუცილებელ ურთიერთგამიჯვნას ვერ მოვახერხებთ. ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობა, მაგრამ არ სურდეს ის. თუ პიროვნებას სჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და შეძლებს თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების დაზიანება, მაშინ მას არ სურს შედეგი, რომელიც შესაძლოა მაინც დადგეს. მხოლოდ შედეგის შესაძლო დადგომის გაცნობიერება, ევენტუალური განზრახვის დასადასტურებლად, საკმარისი არაა, რადგან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა შეგნებული გაუფრთხილებლობის სფეროში ქმედების შემადგენლობის განზრახვის ღრმად შეჭრას გამოიწვევდა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ქმედების შემადგენლობის განზრახვის წარმოშობის დროის განმსაზღვრელი ელემენტი „ქმედების ჩადენის მომენტია“. (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ი-----–ი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 119).
ქმედების პირდაპირი განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციის დროს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს მოქმედის მიზანს, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის, რადგან მას სურს ადამიანის მოკვლა ანდა ითვალისწინებს, რომ მისი ქმედებით გარდაუვალად დადგება ასეთი შედეგი (პირდაპირი განზრახვა).
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ი-----–---------–-–--ლის მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას, რადგან მას ქონდა კონკრეტული მოტივი რატომ უნდა მოესპო დ---------------ძის სიცოცხლე და მას გამიზნულად, სიცოცხლის მოსპობის მიზნით არაერთხელ დაარტყა დანა გულმკერდის არეში, რაც დასტურდება მხარეთა მონაწილეობით, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ჩადენის მოტივზე და მიუთითებს, რომ ი-----–---------–-–--ლის ქმედებიდან გამომდინარე ჩადენილი დანაშაულის იარაღი, მიყენებულ ჭრილობის ხარისხი, ქმედების ჩადენის შემდგომ ბრალდებულის ქცევა, ამსრულებლის მოქმედების დომინირებულ მოტივზე, ე.ი. ბრალდებულის მოქმედების მამოძრავებელ ძალაზე მიუთითებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში შურისძიება წარმოადგენდა, რაც გამოწვეული იყო დ---------------ძის და ი-----–---------–-–--ლის დას, ი-------------–-–---–ს შორის თანაცხოვრებაზე შეუთანხმებლობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.1 მუხლით, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,1-8-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ხდება ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის ზემოქმედების (მცდელობის) მეშვეობით, რის გამოც ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაციისათვის დამნაშავე სჩადის გაზრახ ქმედებას, თუმცა ვერ აღწევს სასურველ შედეგს.
წინამდებარე შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–---------–-–--ლმა ჩაიდინა განზრახი ქმედება რომელიც მიმართული იყო დ---------------ძის სიცოცხლის მოსპობისაკენ, თუმცა ბრალდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შედეგი, დ---------------ძის გარდაცვალება, სამედიცინო მკურნალობის შედეგად იქნა თავიდან აცილებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 8.1 მუხლით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. ი-----–---------–-–--ლის ქმედებასა და დ---------------ძის სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს შორის, მიზეზობრივი კავშირი დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებითაც დადგენილია, რომ დ---------------ძისათვის მიყენებული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–---------–-–--ლს განზრახ მოქმედებას და დ---------------ძის სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს, შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც ბრალდებულის მოქმედება იყო დ---------------ძის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის აუცილებელი პირობა, ურომლისოდაც აღნიშნული საფრთხე არ შეიქმნებოდა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ი-----–---------–-–--ლის ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ი-----–---------–-–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 1-8 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, საფუძვლიანია.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ი-----–---------–-–--ლმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ი-----–---------–-–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი-----–---------–-–--ლს დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი, არის 21 წლის, სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ დაურღვევია წესრიგი, რის გამოც ი-----–---------–-–--ლს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 1-8-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული მინიმალური სასჯელი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტილო, ქაღალდის ნაჭრები, პოლიეთილენის გახსნილი პაკეტი, მარლა, დ---------------ძისაგან აღებული სისხლის ნიმუში, რ----------აძისაგან ამოღებული ორი ცალი დანა, ი-----–---------–-–--ლისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევის მიზნით უნდა განადგურდეს. ნ-------–--–-----ისაგან ამოღებული დ---------------ძის ტანსაცმელი ("ნაიკის" ფირმის სპორტული ზედა, გრძელსახელოიანი სვიტრი, მაისური და სპორტული შარვალი), უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ დ---------------ძეს. ი-------------–-–---–ისაგან ამოღებული "სამსუნგ გალაქსი ჯ7 ნეოს" ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, უნდა დაუბრუნდეს ი-------------–-–---–ს. ი-----–---------–-–--ლისაგან ამოღებული ტანსაცმელი (ნაჭრის ქურთუკი, ჯინსის შარვალი), უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი-----–---------–-–--ლის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი-----–---------–-–--ლი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 1-8-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
1.1. ი-----–---------–-–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2018 წლის 28 დეკემბრის 03:1- საათიდან.
2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
2.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტილო, ქაღალდის ნაჭრები, პოლიეთილენის გახსნილი პაკეტი, მარლა, დ---------------ძისაგან აღებული სისხლის ნიმუში, რ----------აძისაგან ამოღებული ორი ცალი დანა, ი-----–---------–-–--ლისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევის მიზნით, განადგურდეს.
2.2. ნ-------–--–-----ისაგან ამოღებული დ---------------ძის ტანსაცმელი ("ნაიკის" ფირმის სპორტული ზედა, გრძელსახელოიანი სვიტრი, მაისური და სპორტული შარვალი), დაუბრუნდეს დაზარალებულ დ---------------ძეს.
2.3. ი-------------–-–---–ისაგან ამოღებული "სამსუნგ გალაქსი ჯ7 ნეოს" ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, დაუბრუნდეს ი-------------–-–---–ს.
2.4. ი-----–---------–-–--ლისაგან ამოღებული ტანსაცმელი (ნაჭრის ქურთუკი, ჯინსის შარვალი), დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი-----–---------–-–--ლის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა