განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-----------------
საქმე N 1-2---19
განაჩენი
საქართველოს სახელით
03.09.2019 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მ---ამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: შ-----------ე, ნ------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: გ--------------–--ე
საპროცესო წარმომადგენელი: ც------------–--ე
ფსიქოლოგი: ნ-----------–-----ა
დახურულ სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: ვ-–----–--ე
მამის სახელი: მ---ე
დაბადებული: 2-.0-.2--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ქ-------ი, თ------–---–ის ქუჩა N1--, ბ.3-
რეგისტრირებული: ქ-------ი, თ------–---–ის ქუჩა N1--, ბ.3-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტები, მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენით ვ-–----–--ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და არ ჰქონდა მოხსნილი და გაქარწყლებული აღნიშნული განაჩენით დადგენილი ნასამართლობა, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ქურდობა არაერთგზის, კერძოდ 2017 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე ლ--------ის მუნციპალიტეტის სოფელ შ-------ში, საავტომობილო გზის გვერდულზე ვ-–----–--ე და ა---------–------------ძე წინასწარი შეთანხმებით, რ----–-----–---ის კუთვნილი ,,ჰ-----’’-ს მარკის თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ორ ცალ აკუმულატორს, საერთო ღირებულებით 800 (რვასი) ლარი, რომლებიც გადამალეს ა---------–------------ძის კუთვნილ, ,,ბ--’’-ს მარკის, H--8---Q- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანაში, რის შემდეგ მათთან ერთად მანქანაში მყოფ ჯ----–----------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედებით, რ----–-----–---ს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენით ვ-–----–--ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და არ ჰქონდა მოხსნილი და გაქარწყლებული აღნიშნული განაჩენით დადგენილი ნასამართლობა, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ქურდობა არაერთგზის, კერძოდ 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე ქ. ბ------ში, ინასარიძის ქუჩაზე ვ-–----–--ემ და ა---------–------------ძემ უკანონოდ შეაღწიეს შპს ,,მ----------------’’-ის შენობაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების კომპიუტერულ ტექნიკას, საერთო ღირებულებით 2350 ლარის, რომლებიც გადამალეს ა---------–------------ძის კუთვნილ, ,,ბ--’’-ს მარკის, H--8---Q- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანაში, რის შემდეგ მათთან ერთად მანქანაში მყოფ ჯ----–----------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედებით კი, შპს ,,მ----------------’’-ის მიადგა 2350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.3. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენით ვ-–----–--ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და არ ჰქონდა მოხსნილი და გაქარწყლებული აღნიშნული განაჩენით დადგენილი ნასამართლობა, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ქურდობა არაერთგზის, კერძოდ 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე ქ. ქ------–---ში, ვ-–----–--ე და ა---------–------------ძე წინასწარი შეთანხმებით, გ--------------ის ,,დ---’’-ის მარკის ავტომანქანიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ორ ცალ აკუმულატორს, საერთო ღირებულებით 500 ლარი, რომლებიც გადამალეს ა---------–------------ძის კუთვნილ ,,ბ--’’-ს მარკის, H--8---Q- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანაში, რის შემდეგ მათთან ერთად მანქანაში მყოფ ჯ----–----------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედებით კი, გ--------------ეს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
2.1. 2019 წლის 28 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მ---აზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვ-–----–--ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ვ-–----–--ემ წარდგენილ ბრალდებები თავი სცნო დამნაშავედ და დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ვ-–----–--ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მ---ამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მ---ამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამ---ილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ-–----–--ის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდების 2017 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდში: გ---------------–--ის პატაკი, 112-დან მიღებული შეტყობინება, ა---------–------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ჯ----–---------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, რ----–-----–---თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ავტომანქანის ამოღების ოქმი, დადგენილება საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, რ----–-----–---ის მონაწილეობით ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მოწმეების: გ---------------–--ის, ა---------–------------ძის, ჯ----–---------–---–ის, გ---------------ის, ე-–--------------–ია -კ-----–--ას, გ-----------იძის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება რ----–-----–---ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ რ----–-----–---ის გამოკითხვის ოქმები, თვით ვ-–----–--ის გამოკითხვის ოქმი, ვ-–----–--ის მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; 2017 წლის 15 სექტემბერს ქ. ბ------ში ჩადენილი ქურდობის ეპიზოდში: გ---------------–--ის პატაკი, 112-დან მიღებული შეტყობინება, ა---------–------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ა---------–------------ძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ჯ----–---------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ავტომანქანის ამოღების ოქმი, დადგენილება საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, მ--–----------------ის მონაწილეობით ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მოწმეების: გ---------------–--ის, ა---------–------------ძის, ჯ----–---------–---–ის, გ---------------ის, გ-----------იძის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება შპს ,,მ----------------’’-ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულის წარმომადგენლის მ--–----------------ის გამოკითხვის ოქმები, თვით ვ-–----–--ის გამოკითხვის ოქმები, ვ-–----–--ის მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენი, ბ---------------ის ხელწერილი ნივთის დაბრუნების შესახებ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ხოლო 2017 წლის 15 სექტემბერს ქ. ქ------–---ში ჩადენილი ქურდობის ეპიზოდში:
გ---------------–--ის პატაკი, 112-დან მიღებული შეტყობინება, ა---------–------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ა---------–------------ძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ჯ----–---------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ავტომანქანის ამოღების ოქმი, დადგენილება საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, გ--------------ის მონაწილეობით ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მოწმეების: გ---------------–--ის, ა---------–------------ძის, ჯ----–---------–---–ის, გ-----------იძის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება გ--------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ გ--------------ის გამოკითხვის ოქმები, თვით ვ-–----–--ის გამოკითხვის ოქმები, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ვ-–----–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამ---ატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
აღნიშნული ქმედებები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით, რის გამოც ვ-–----–--ე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვ-–----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, არასრულწლოვანია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ვ-–----–--ეს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების მიხედვით, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პოზიტიური ზომების განხორციელებას, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ მოზარდის კეთილდღეობას კანონის მხრივ ჩარევის აუცილებლობის შესამცირებლად და ეფექტურად, სამართლიანად და ჰუმანურად მოეპყრონ მოზარდს, რომელიც კანონთან კონფლიქტშია... მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, პირველ ყოვლისა, მიმართულია არასრულწლოვნის კეთილდღეობისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ არასრულწლოვან სამართალდამრღვევებზე ზემოქმედების ყოველგვარი ღონისძიება ყოველთვის შეესატყვისებოდეს როგორც პიროვნების თავისებურებებს, ისე სამართალდარღვევის გარემოებებს.
2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
აღიშნული კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.
ამასთან, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, ის გარემოება, რომ ვ-–----–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.
ამდენად, ვ-–----–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვ-–----–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვ-–----–--ეს, როგორც 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნს უნდა შეუმცირდეს 1/3-ით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, ვ-–----–--ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
დადგენილია, რომ ვ-–----–--ემ ქურდობის სამივე ეპიზოდი ჩაიდინა 2017 წლის 14 და 15 სექტემბერს. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით კი, ვ-–----–--ე გასამართლებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (11) ეპიზოდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა", "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამ---აცდელი ვადით.
ამდენად, აღნიშნული განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ ვ-–----–--ეს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59.4 მუხლის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია საბოლოო სასჯელში ჩათვალოს სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. სასამართლო ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, მიაჩნია, რომ ვჟა კაცაძის მიმართ ამ განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, უნდა შთანთქას ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ვ-–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (11) ეპიზოდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა", "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამ---აცდელი ვადით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. სამი ცალი მონიტორი, ერთი ცალი რესივერი, ერთი ცალი ნოუთბუქი, ერთი ცალი პულტი, ერთი ცალი ადაპტორი, ორი ცალი ტყავის შალითა, ორი ცალი მიკროფონი, ერთი ცალი მრავალფუნქციური კომბაინი, ორი ცალი პროცესორი, ერთი ცალი ტელევიზორი, და ხელის ორი რადიოსადგური, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდა შპს "მ----------------"-ის დირექტორს, ბ---------------ეს, უნდა დარჩეს შპს "მ----------------"-ის მფლობელობაში. ორი ცალი აკუმულატორი, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა რ----–-----–---ს, უნდა დარჩეს მის მფლობელობაში. გ--------------ის კუთვნილი ორი ცალი აკუმულატორი, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს გ--------------ეს. ა---------–------------ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანა B--, სახელმწიფო ნომრით H--820-Q-, რომელიც დგას ლ--------ის რაიონული სამმართველოს ეზოში, უნდა დაუბრუნდეს ა---------–------------ეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით, საქართველოს - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ-–----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
1.1. ვ-–----–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით (2017 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.
1.2. ვ-–----–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "ბ", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", ქვეპუნქტებით (2017 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი, ბ------ში ჩადენილი ქმედება) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.
1.3. ვ-–----–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით (2017 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი, ქ------–---ში ჩადენილი ქმედება) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.
1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და ვ-–----–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.
1.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, შთანთქას ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ვ-–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (11) ეპიზოდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა", "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამ---აცდელი ვადით.
1.6. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით, ვ-–----–--ის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 6 მარტიდან.
2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
2.1. სამი ცალი მონიტორი, ერთი ცალი რესივერი, ერთი ცალი ნოუთბუქი, ერთი ცალი პულტი, ერთი ცალი ადაპტორი, ორი ცალი ტყავის შალითა, ორი ცალი მიკროფონი, ერთი ცალი მრავალფუნქციური კომბაინი, ორი ცალი პროცესორი, ერთი ცალი ტელევიზორი, და ხელის ორი რადიოსადგური, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდა შპს "მ----------------"-ის დირექტორს, ბ---------------ეს, დარჩეს შპს "მ----------------"-ის მფლობელობაში.
2.2. ორი ცალი აკუმულატორი, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა რ----–-----–---ს, დარჩეს მის მფლობელობაში.
2.3. გ--------------ის კუთვნილი ორი ცალი აკუმულატორი, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ--------------ეს.
2.4. ა---------–------------ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანა B--, სახელმწიფო ნომრით H--820-Q-, რომელიც დგას ლ--------ის რაიონული სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს ა---------–------------ეს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მ---ამართლე ბიძინა სტურუა