გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210118002346024
საქმე №2/504-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - სს ”ს----------–--ს ბანკი”
წარმომადგენელი - ი-----–ი გ-----–-ა
მოპასუხე - ვ-–------რ ჯ------–---–ი, მ--ი ბ----–---–ი, ვ--ო უ----–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეეებს ვ-–------რ ჯ------–---–ს, მ--ი ბ----–---–ს და ვ--ო უ----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკი”-ს სასარგებლოდ ფულადი დავალიანების გადახდა 13052.08 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 10 949.91 ლარი, პროცენტი 1282.64 ლარი, პირგასამტეხლო - 819.53 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 11 სექტემბერს სს ”ს----------–--ს ბანკსა” და ვ-–------რ ჯ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NCA000116356-3043878 და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 900 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 24 %, 60 თვის ვადით, ვადაგადაცებული თანხის ყოველდღიური 0.5%.
იმავე დღეს 2015 წლის 11 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სხვა მოპასუხეებთან მ--ი ბ----–---–თან და ვ--ო უ----–---–თან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოპასუხეების სახელზე არსებული დავალიანება სარჩელის აღძვრის მომენტისათვის შეადგენს 13052.08 ლარს, რომელიც მათ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ 7000 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 11 სექტემბერს სს ”ს----------–--ს ბანკსა” და ვ-–------რ ჯ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NCA000116356-3043878 და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 900 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 24 %, 60 თვის ვადით, ვადაგადაცებული თანხის ყოველდღიური 0.5%.
3.1.2. 2015 წლის 11 სექტემბერს მ--ი ბ----–---–ს, ვ--ო უ----–---–სა და სს ”ს----------–--ს ბანკსა” შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც სოლიდარულმა თავდებებმა სრული პასუხისმგებლობა აიღეს ვ-–------რ ჯ------–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.
3.1.3. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს.
3.1.4 საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობით 2018 წლის 06 მარტის მდგომარეობით ვ-–------რ ჯ------–---–ის დავალიანება სს "ს----------–--ს ბანკის" მიმართ შეადგენს 13052.08 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 10 949.91 ლარი, პროცენტი 1282.64 ლარი, პირგასამტეხლო - 819.53 ლარი.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო საქმის მასალების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ ბანკის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მხარეებს შესრულებული არა აქვთ, ამასთან მოპასუხეები სოლიდარული ვალდებულების შესახებ მათთან დადებული ხელშეკრულებებზე ხელმოწერით დაეთანხმნენ ამ ხელშეკრულებების შინაარს და ამდენად, მათ იცოდნენ სადავო გარიგების საფუძველზე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს ვ-–------რ ჯ------–---–ს, მ--ი ბ----–---–ს და ვ--ო უ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ფულადი დავალიანების გადახდის ვალდებულება.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, 7000 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ შესასრულებელი ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოაპსუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი როგორც ძირი თანხა - 10 949.91 ლარი, პროცენტი 1282.64 ლარი საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 6734 ლარის გადახდის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 819.53 ლარი, სესხის ძირი თანხისა (10 949.91 ლარი) და პროცენტის (1282.64 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 100 ლარით, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.3 სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.
2015 წლის 11 სექტემბერს მხარეებს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც თავდებებმა პირებმა სრული პასუხისმგებლობა აიღეს ვ-–------რ ჯ------–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
უდავო გარემოებაა, რომ ძირითადმა მოვალემ ვ-–------რ ჯ------–---–მა გადააცილა გადახდის ვადას რამდენჯერმე.
სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია სოლიდარული თავდებობით, რაც წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს.
ამდენად, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სოლიდარული თავდებებისათვის თანხის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, რაც გულისხმობს კრედიტორის მიმართ.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 7000 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 391.56 ლარიდან მას უნდა დაუბრუნდეს 210 ლარი, დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 160 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი თანხა 50 ლარი, სულ 210 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ”ს----------–--ს ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ვ-–------რ ჯ------–---–ს, მ--ი ბ----–---–ს და ვ--ო უ----–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ჯამში 12 332.55 (თორმეტიათას სამასოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
4. მოპასუხეებს ვ-–------რ ჯ------–---–ს, მ--ი ბ----–---–ს და ვ--ო უ----–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, სულ 210 (ორას ათი) ლარი;
5. მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკს” (ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 06 მარტს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 391.56 (სამას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარიდან 210 (ორას ათი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე