გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210019002841171 (2-67/19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - სს ”ლი------------ი”
წარმომადგენელი - ან-----------ი
მოპასუხე - გი----------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გი----------------ეს მოსარჩელე სს „ლი------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 სექტემბრის N 1------- საკრედიტო ხელსეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 23881.17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 20384.57 ლარი, პროცენტი 3216.35 ლარი, ჯარიმა 110.25 ლარი, ხარჯი 170 ლარი.
1.2. მოხდეს გირავნობით დატვირთული ქონების ავტომანქანა Nissan 370Z სახ. ნომ. U------ რეალიზაცია, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების თანხის დასაფარად, აღსრულება მიექცეს მსესხებლის სხვა ქონებაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე გი----------------ეს ერიცხება დავალიანება 23881.17 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 20384.57 ლარი, პროცენტი 3216.35 ლარი, ჯარიმა 110.25 ლარი, ხარჯი 170 ლარი. მოპასუხემ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ უზრუნველყო მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება და დარიცხული დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გი----------------ეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, რომ აღიარებს ფაქტობრივ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ აქვს გადასახდელი მოთხოვნილი თანხა, მაგრამ, ამ ეტაპზე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს თანხის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 სექტემბერს სს „ლი------------სა“ და გი----------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 1------- , რომლის თანახმად კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 21 600 ლარით, მოქმედების ვადა განისაზღვრა 26/09/2022 წლამდე. წლიური საპროცენტო სარგებელი 48 %-ი, პირგასამტეხლო 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საკრედიტო ხელშეკრულება;
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 26 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა ავტომანქანა Nissan 370Z სახ. ნომ. U------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გირავნობის ხელშეკრულება;
3.1.3. გი----------------ეს მიღებული კრედიტის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა გაცემის დღიდან სესხზე გადახდა არ განხორციელებულა და საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 23881.17 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 20384.57 ლარი, პროცენტი 3216.35 ლარი, ჯარიმა 110.25 ლარი, ხარჯი 170 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლი------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 254-ე, 276-ე, 623-624-ე, 405-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის
სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. თუ მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების დღიდან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს სს „ლი------------სა“ და გი----------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 1-------, რომლის თანახმად კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 21 600 ლარით, მოქმედების ვადა განისაზღვრა 26/09/2022 წლამდე. წლიური საპროცენტო სარგებელი 48 %-ი, პირგასამტეხლო 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოპასუხე გი----------------ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზედაც მოსარჩელემ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მას და აცნობა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.
მოსარჩელემ, სესხთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დადებისა და თანხის გადაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სესხად მიღებული თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს გრაფიკის მიხედვით არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
6.4. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის კრედიტის სახით გადაცემული აქვს 21 600 ლარი. მოპასუხემ ისარგებლა საკრედიტო პროდუქტით, აითვისა ხელშერულებით გათვალისწინებული თანხა. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო მიღებული თანხა სარგებელთან ერთად გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. მან ნაკისრი ვალდებულება არ შესარულა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე გაცილებით მეტი პერიოდი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ, გრაფიკის მიხედვით თანხის მოსარჩელეზე დაუბრუნებლობა ეწინააღმდეგება საკრედიტო ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას.
წარმოდეგენილ საბუღალტრო დაანგარიშებით დადგენილია, რომ გი----------------ის დავალიანება შეადგენს 23881.17 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 20384.57 ლარი, პროცენტი 3216.35 ლარი, ჯარიმა 110.25 ლარი, ხარჯი 170 ლარი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის თანახმად დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა ავტომანქანა Nissan 370Z სახ. ნომ. U------.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ მოპასუხე სრულად აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას კრედიტის ძირ თანხასთან და მასზე დარიცხულ სარგებელთან დაკავშირებით, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვითაც, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელის მოთხოვნას, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სარჩელის მოთხოვნა სცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რის გათვალისწინებითაც მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი, ხოლო ნახევარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს „ლი------------ის” მოთხოვნა, მოპასუხე გი----------------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე გი----------------ეს მოსარჩელე სს „ლი------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 სექტემბრის N 1------- საკრედიტო ხელსეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 23881.17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 20384.57 ლარი, პროცენტი 3216.35 ლარი, ჯარიმა 110.25 ლარი, ხარჯი 170 ლარი.
3. მოხდეს გირავნობით დატვირთული ქონების ავტომანქანა Nissan 370Z სახ. ნომ. U------ რეალიზაცია, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების თანხის დასაფარად, აღსრულება მიექცეს მსესხებლის სხვა ქონებაზე.
4. მოპასუხე გი----------------ეს მოსარჩელე სს „ლი------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 717 ლარის ნახევარის 356.50 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე სს “ლი------------ს“ (სადენ. N 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 6 თებერვალს N 5152326889 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 717 ლარის ნახევარი - 356.50 ლარი, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300733150.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე