განაჩენი

სისხლის სამართლის 30.08.2019
საქმის ნომერი
330100119002899998
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/1124-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 აგვისტო 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: გ------- მ----ა

ადვოკატი: გ------- ს----–--

თარჯიმანი: ი---- ე-------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებულ: ს-------–-- კ---------ი

დაბადებული: 2--------- წ.

პასპორტის ნომერი: 7--------

მოქალაქეობა: რ------------------–----------–---

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის მომენტისათვის)

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რუსეთის ფედერაცია, მ------------------------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0--------- წელი (საბოლოო 1---------წ.)

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი

 

ბრალდებული იურიდიული პირი: ,,პ----–-----–--------–--–”

რეგისტრაციის თარიღი: 0---------წ.

ს/კ: 4--------

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნ--–-----------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 1---------წ.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: ს-------–-- კ---------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და იურიდიული პირ ,,პ----–-----–--------–--–ის” მიმართ, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ ს-------–-- კ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბრალდებული იურიდიული პირ - ,,პ----–-----–--------–--–ის” გამოყენებითა და მეშვეობით ჩადენილია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- რუსეთის მოქალაქე ს-------–-- კ---------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში განიზრახა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს შპს „პ----–-----–--------–--–ის“ (ს/კ 4--------) საბანკო ანგარიშების გამოყენებით არარეზიდენტი პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდგომ მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობისა და მასზე საკუთრების უფლების დამალვის გზით, უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა.

- 2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ს-------------------------------–-----------–- ს-------–-- კ---------მა დაარეგისტრირა შპს „პ----–-----–--------–--–ი“ (ს/კ4--------), რომლის დირექტორს, დამფუძნებელს და 100% წილის მფლობელს წარმოადგენდა თავად. რეალურად საწარმოს შექმნა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისაკენ და შემდგომ მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობისა და მასზე საკუთრების უფლების დამალვის გზით, უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემისკენ. წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, ს------–-- კ---------მა სს „თ----------–-“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა შპს „პ----–-----–--------–--–ის“ საბანკო ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა „ი--------------------“ მომხმარებლად.

- 2017 წლის 30 ოქტომბერს, შპს „პ----–-----–--------–--–ს“ სს „თ------------“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ს-----– დ----- (S--------------- მის: 1------------------------------------------------) მიერ ჩაერიცხა 999 940 აშშ დოლარი თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა არარეზიდენტი მოქალაქის ს-----– დ----- მიმართ ს-------–-- კ---------ის და გამოძიებით დაუდგენელ პირების მხრიდან ჰაკერული გზით განხორციელებული თაღლითობა, რომლის დროსაც ფულადი თანხა 999 940 აშშ დოლარი ჩაირიცხა ამ უკანასკნელის კუთვნილი კომპანიის - შპს „პ----–-----–--------–--–ის“ ანგარიშზე.

- 2017 წლის 21 დეკემბერს სს „თ------------“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა გადმორიცხული 999 940 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, რაც ბანკის მიერ ვერ იქნა შესრულებული იმის გამო, რომ თანხა ს-------–-- კ---------ის მიერ შპს „პ----–-----–--------–--–იდან“ უკვე გადარიცხული იყო ჰ------------ მიმართულებით.

- დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღვის მიზნით, შპს „პ----–-----–--------–--–ის“ მეშვეობით ს-------–-- კ---------მა აღნიშნული თანხა დროის უმოკლეს შუალედში დაანააწევრა და 3 ტრანზაქციად 01.11.2017 წ. – 290 000 აშშ დოლარი, 02.11.2017 – 298 500 აშშ დოლარი და 06.11.2017 წ. – 409 750 აშშ დოლარი გადარიცხა ჰ----------–- მდებარე ბანკში კომპანია “W-----------------------------ის” სახელზე გახსნილ ანგარიშზე თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით, რითაც ერთის მხრივ კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე და ს-------–-- კ---------ი ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

- 2018 წლის 26 იანვარს, შპს „პ----–-----–--------–--–ის“ სს „თ------------“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ლ--- ზ----- (L---------------------------------------------------------------) მიერ ჩაირიცხა 242 300 აშშ დოლარი, ამ შემთხვევაშიც თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა ლ--- ზ----- მიმართ განხორციელებული თაღლითობა, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაარწმუნეს, რომ აღნიშნულ თანხას რიცხავდა 7 წლიანი სადეპოზიტო სერთიფიკატის შესაძენად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, კვლავ შპს „პ----–-----–--------–--–ის“ მეშვეობით კომპანიის დირექტორმა და მფლობელმა ს-------–-- კ---------მა მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი - 212 000 აშშ დოლარი, მოკლე დროში 2018 წლის 29 იანვარს, ერთ ტრანზაქციად გადარიცხა ჰ----------–- მდებარე ბანკში კომპანია “W-----------------------------ის” სახელზე გახსნილ ანგარიშზე, თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით, რითაც ერთის მხრივ კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე და ს-------–-- კ---------ი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ მ----------მა განმარტა, რომ წლების განმავლობაში საქმიანობდა კომპანიების რეგისტრაციის მომსახურების კუთხით. 2017 წლის სექტემბერში დაურეკა ვინმე მ-----–მა, იგივე კ------------- ლ---–---მ და სთხოვა რუსეთის მოქალაქისათვის ფირმის დარეგისტრირებაში დახმარება. მოწმემ განუმარტა პირობები და დაახლოებით 2 საათში ი------–--------––- შეხვდა კ------------- ლ---–---ს და ს-------–-- კ---------ს. დაარეგისტრირეს კომპანია, რომლის დამფუძნებელი და დირექტორიც გახდა ს-------–-- კ---------ი. კ------------- ლ---–---მ გაწია თარჯიმნის მომსახურება. მოწმემ ფორმალურად ფი----ს მიანიჭა თავისი იურიდიული მისამართი, მანვე დაუმზადა კომპანიის ბეჭედი, რომელიც უნდა გადაეცა ს-------–-- კ---------ისათვის, თუმცა შეხვედრაზე მივიდა კ------------- ლ---–---. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბუღალტერ - გ------- ხ-----–---–ს, მან თავად გაუწია რეკომენდაცია, როგორც პროფესიონალს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ხ-----–---–მა განმარტა, რომ არის საბუღალტრო-სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანია შპს „F--------------------“ დირექტორი და დამფუძნებელი. 2017 წელს სექტემბრის ბოლოს, თბილისში წ-------–-------------------ში მდებარე ოფისში, მასთან მივიდა ს-------–-- კ---------ი და მ-----– ლ---–---. მათ სურდათ ახლად გახსნილი კომპანიისათვის საბუღალტრო მომსახურების გაწევა. მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანიის საქმიანობა იყო კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობა, როგორც ადგილზე, ისე საზღვარგარეთ. სიტყვიერად შეთანხმდნენ და ჩააბარეს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე წვდომის უფლება, საიდანაც დეკლარაციები უნდა დაეგზავნათ. ს-------–-- კ---------მა დაუტოვა ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლის მეშვეობითაც უნდა ეკონტაქტა, თუმცა ერთი თვის მანძილზე ის არ პასუხობდა წერილებს და არ აწვდიდა კომპანიის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას, უგზავნიდა ნულოვან საბანკო ამონაწერს. საბოლოოდ, მოწმემ გააფრთხილა კ---------ი, რომ თუ არ მიაწვდიდნენ ინფორმაციას, გაწყვეტდა ურთიერთობას და აღარც ნულოვან დეკლარაციას გაგზავნიდა შემოსავლების სამსახურში. აღნიშნულის შემდეგ რუსული ნომრით დაუკავშირდა ს-------–--ი და უთხრა, რომ მივიდოდა მამაკაცი, რომელიც გადაუხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურს და მიაწვდიდა ინფორმაციასაც. მართლაც უცნობმა მამაკაცმა გადასცა თანხა და მიაწოდა იანვრის თვის საბანკო ამონაწერი. ამონაწერში არ ფიქსირდებოდა არანაირი ტრანზაქცია. მომსახურების საფასური შეადგენდა დაახლოებით 1000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. აღნიშნულის შემდეგ ს-------–-- კ---------ი კვლავ გაუჩინარდა და კონტაქტზე აღარ გასულა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------- ლ---–---მ განმარტა, რომ 2017 წელს დაუკავშირდა ბავშვობის მეგობარი - ს------ ნ-------–---ი და უთხრა, რომ მის კლიენტს, რომელსაც სურდა საქართველოში ჩამოსვლა და ბიზნესის დაწყება, დახმარების მიზნით მისცა კ------------- ლ---–---ს ტელეფონის ნომერი. გარკვეული დროის შემდეგ მართლაც დაურეკა ვინმე ა-–---------- ნ-----------მა და დაინტერესდა საქართველოში ფირმის დარეგისტრირების პროცედურებით, რამდენიმე ხნის შემდეგ კი შეატყობინა, რომ თავად ვერ ახერხებდა და საქართველოში მისი თანაშემწე ს-------–-- კ---------ი ჩამოვიდოდა. ამ უკანასკნელს მოწმე დახვდა აეროპორტში. თავის მხრივ კ---------მა უთხრა, რომ უნდა დაერეგისტრირებინა კომპანია, ბანკში გაეხსნა ანგარიში და ევაჭრა კომპიუტერული ტექნიკით. რამდენიმე დღეში მივიდნენ ი------–--------––-, ქალბატონის დახმარებით შეავსეს სარეგისტრაციო დოკუმენტები, დაარეგისტრირეს კომპანია - შპს ,,პ----–-----–--------–--–-“. აღნიშნულის შემდეგ წავიდნენ სს „თ----------–-“ და გახსნეს ანგარიში, ასევე მივიდნენ წ--------–--- მდებარე აუდიტორულ ფი----ში და ს-------–-- კ---------მა გააფორმა ხელშეკრულება საბუღალტრო მომსახურებაზე. მოწმემ განმარტა, რომ რამდენჯერმე შეხვდა ბრალდებულს, ის ეუბნებოდა, რომ კონტრაქტებს აფორმებდა და მალე წინ წავიდოდა საქმე. მოწმემ განმარტა, რომ მან წაიყვანა ს-------–-- კ---------ი აეროპორტში, თუმცა ამ უკანასკნელმა მალევე დაურეკა და უთხრა, რომ არ უშვებდნენ საზღვარზე, გაიგო, რომ დააკავეს. მოწმემ განმარტა, რომ ფირმის რეგისტრაციის პროცესში ა-–--------- ნ-----------მა რამდენჯერმე დაურეკა და კითხა, თუ როგორ მიდიოდა რეგისტრაციის საკითხი, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მას გაუჩნდა შეხედულება, რომ ბიზნესს სათავეში ედგა სწორედ ა-–--------- ნ-----------ი და არა ს-------–-- კ---------ი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მას მიმართავდნენ ზედმეტსახელით - „მ-----–ი“. მ------ მ----------მა კომპანიისათვის ბეჭედი შეუკვეთა---–----–----–-ს ქუჩაზე, რა დროსაც თავადაც მასთან ერთად იმყოფებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- მ---------ემ განმარტა, რომ მუშაობს სს ,,თ----------–-“, შ--------------------------------- განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მის საქმიანობაში სხვა ფუნქციებთან ერთად, შედის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთა. ს-------–-- კ---------ს პირადად არ იცნობს, თუმცა იცის, რომ ბრალდებული ბანკის კლიენტის შპს „პ----–-----–--------–--–ის“ 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორია. მოწმემ განმარტა, რომ რისკების განყოფილების ყურადღება მიიქცია 2017 წლის 30 ოქტომბერს, კომპანიის ტრანზაქციამ, კერძოდ დაფიქსირდა დიდი მოცულობის ჩარიცხვა - 999 940 აშშ დოლარი, ს-----– დ----- მიერ. მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა კითხვები გადარიცხვასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული თანხა ძალიან მოკლე პერიოდში სამ ნაწილად, კერძოდ 1, 2 და 6 ნოემბერს, ერთი და იმავე დანიშნულებით გადაირიცხა ჰ----------–-. მიმღები იყო ჰ----------–- მდებარე ბანკის კლიენტი კომპანია „ვ---------------------“. მოძიებული ინფორმაციის თანახმად შპს „პ----–-----–--------–--–ის“ საქმიანობა მოიცავდა გარკვეული მოწყობილობებით ვაჭრობას, ჩამოტანას და შემდეგ ექსპორტს. მოწმემ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციიდან 2 თვის შემდეგ, 2017 წლის 21 დეკემბერს, „თ------------“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ჩარიცხული თანხა იყო თაღლითური და უნდა დაებრუნებინათ უკან, რაზეც ბანკმა უპასუხა, რომ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო და მიემართათ სამართალდამცავი ორგანოსთვის. გარდა ამისა, 2018 წლის 26 იანვარს შპს „პ----–-----–--------–--–ის“ ანგარიშზე ლ--- ზ-----აგან ჩაირიცხა თანხა, რომლის ნაწილი 212 000 აშშ დოლარი მალევე გადაირიცხა იგივე მიმართულებით - ჰ----------–- მდებარე ბანკის კლიენტი კომპანია „ვ---------------------ს“ ანგარიშზე, ხოლო 7 000 აშშ დოლარი აშშ-ში ,,---------------------“ ანგარიშზე, როგორც მარკეტინგის მომსახურების თანხა. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში სს „თ------------“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ ჩარიცხული თანხა იყო თაღლითური და ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებას. ასევე 29 იანვარს შპს „პ----–-----–--------–--–ის“ ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 200 000 აშშ დოლარი დ----- დ-------- მიერ, თუმცა ბანკმა ამჯერად დაბლოკა და შეტყობინება გაუგზავნა დ----- დ-------- მომსახურე ბანკს, რომელმაც დაადასტურა, რომ თანხა იყო თაღლითური და მოითხოვეს დაბრუნება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა გაყინულია ანგარიშზე. მოწმემ განმარტა, რომ კლიენტი თავად არის პასუხისმგებელი ი-------------------- ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე (ტრანზაქცია და მიმოწერა).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-------- ს---------–---–მა განმარტა, რომ 2009 წლიდან მუშაობს იურისტად, ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს როგორც კლიენტთან კონსულტირებას იურიდიულ საკითხებზე, ასევე წარმომადგენლობას სასამართლოში ყველა ტიპის დავებზე. 2018 წლის აპრილის მეორე ნახევარში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა დ----- დ------ი და თხოვა საგამოძიებო ორგანოებში წარმომადგენლობა, რადგან ის გახდა თაღლითობის მსხვერპლი და უნდოდა თავისი უფლების აღდგენა და თანხის დაბრუნება. მინდობილობის და საჭირო დოკუმენტის შეგროვების შემდეგ მიმართეს პროკურატურას, მისცეს ჩვენებები და დ----- დ------ი ცნობილ იქნა დაზ---ალებულად. მოწმემ განმარტა, რომ კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ის არის ამერიკის მოქალაქე და გარკვეული სარგებლის მიზნით გადაწყვიტა კუთვნილი თანხა განეთავსებინა რომელიმე ბანკში ან ფინანსურ ორგანიზაციაში. 2018 წლის 20 იანვარს ინტერნეტის საშუალებით ეძებდა ფინანსურ ორგანიზაციას, სადაც შეძლებდა თანხის განთავსებას და მაქსიმალური სარგებლის მიღებას. მოიძია ამერიკაში ცნობილი ფინანსური ჯგუფი „პ----–-----–--------–--–--------“. მითითებული ინფორმაციის თანახმად, 2 წლის ვადით თანხის განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა დაახლოებით 2.53 %-ს. აღნიშნული, ამერიკული სტანდარტებით საკმაოდ მაღალ პროცენტად ითვლება, შესაბამისად დაუკავშირდა საიტზე მითითებულ ნომერს და გაესაუბრა პიროვნებას, რომელიც გაეცნო როგორც რ-------- პ---ი, რომელმაც აუხსნა, რა პროცედურები იყო გასავლელი, მათ შორის ისიც, თუ როგორ უნდა დამყარებულიყო ურთიერთობა სამართლებრივად. რამდენიმე დღის შემდეგ, 25 იანვარს დაუკავშირდა იგივე პიროვნება, მიწერა ელექტრონული წერილი, სადაც აღწერილი იყო კონკრეტული მოქმედებები, რაც უნდა განეხორციელებინა ანგარიშის გასახსნელად. ცნობილია, რომ აღნიშნული საკრედიტო დაწესებულება მართავს 500 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს, არის საკმაოდ ცნობილი ჯგუფი და 18 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ამასთან, ყველა მიბმული დოკუმენტი გამოიყურებოდა რეალურად და დამაჯერებლად, შესაბამისად, დ----- დ-------- გაუჩნდა ნდობა და ელექტრონულ მიმოწერისას ჰქონდა განცდა, რომ ესაუბრებოდა ნამდვილად „პ----–-----–--------–--–--------ს“ წარმომადგენელს. შეთანხმების თანახმად, ანგარიშის გახსნა ითვალისწინებდა დაზღვევასაც, კერძოდ კლიენტს უნდა განეთავსებინა 200 000 აშშ დოლარი, რასაც მოჰყვებოდა 250 000 აშშ დოლარიანი დაზღვევა, რომელიც მიღებულ სარგებელს აზღვევდა. 25 იანვარს, მას შემდეგ, რაც ონლაინ რეგისტრაცია გაიარა დ----- დ------იმ, მიიღო დადასტურება, რომ მისი ანგარიში გახსნილი იყო, ამასთან ელექტრონული ფოსტით ეცნობა, რომ ანგარიშიდან თანხა უნდა გადაეტანა ,,C----------“ ანგარიშზე, შესაბამისი ანგარიშის ნომრით, რაც საბოლოოდ აღმოჩნდა სს „თ------------“ ანგარიში. როგორც შემდეგ გაირკვა, ინსტრუქციის თანახმად, მან თანხა არა აშშ-ში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ მისი ანაბრის ანგარიშზე, არამედ საქართველოში ქართული კომერციული ბანკის ანგარიშზე გადარიცხა. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, დ----- დ-------- დაუკავშირდა თავისი მომსახურე ბანკის - ,,С------“ წარმომადგენელი და აცნობა, რომ გახდა თაღლითობის მსხვერპლი, რომ თანხა არ გადაურიცხავს ,,C----------“ ანგარიშზე და ურთიერთობა ქონდა არა „პ----–-----–--------–--–-------თან“, არამედ კომპანიასთან რომელიც სარგებლობდა მსგავსი დასახელებით. დ----- დ------ი შეეცადა დაკავშირებოდა რ-------- პ---ს, თუმცა ტელეფონი უკვე გამორთული იყო.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დ----- დ-------- მიერ მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც: არასდროს ჰქონია ურთიერთობა ს-------–-- კ---------თან, თუმცა საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა კომპანია „პ----–-----–--------–--–-------თან“, რა დროსაც ფიქრობდა, რომ კომპანიისგან ყიდულობდა დეპოზიტის სერტიფიკატს, გარდა ამისა ფიქრობდა, რომ კომპანია, რომელთანაც ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, მდებარეობდა ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში, იყო ამერიკული, შესაბამისად მისი მოსაზრებით, ტრანზაქციებს ახორციელებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოწმის განმარტებით, ელექტრონული ფოსტა არავის გაუტეხავს და თავად ასრულებდა ტრანზაქციებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ის შეიყვანეს შეცდომაში. კერძოდ ფიქრობდა, რომ იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების დეპოზიტის სერტიფიკატს ,,C----------” საშუალებით, თუმცა თანხა - 200 000 აშშ დოლარი მოტყუებით გადაარიცხინეს საქართველოში. კომუნიკაცია ჰქონდა ვინმე რ-------- პ---თან.

 

ს-----– დ----- ჩვენების თანახმად: არ იცნობს და არც არანაირი საქმიანი ურთიერთობა ჰქონია შპს ,,პ----–-----–--------–--–თან“ ან/და ს-------–-- კ---------თან. დაახლოებით 2017 წლის 20 ოქტომბერს ინტერნეტ სივრცის საძიებო პროგრამა ,,GOOGLE-ის“ საშუალებით მოიძია დეპოზიტების განთავსების კომპანია ,,მ----–---------------------------“, დაუკავშირდა საიტზე - m--------------------ზე მითითებულ ნომერს და გაესაუბრა პიროვნებას, რომელიც გაეცნო როგორც რ-------- ჰ--------ი. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ კომპანია ვაჭრობდა ისეთი ბანკების დეპოზიტის სერტიფიკატებით, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ბანკები - ,,C---------“, ,,B--------------”. რ-------- ჰ--------მა შესთავაზა ,,C------- -გან“ 1.98 %-ით სადეპოზიტო სერტიფიკატი, 1 წლიანი დაზღვევით. ს-----– დ---- დასთანხმდა და გახსნა სამი სადეპოზიტო სერტიფიკატი: 500 000 აშშ დოლარიანი, 250 000 აშშ დოლარიანი და 250 000 აშშ დოლარიანი. თანხა გადარიცხა რ-------- ჰ--------ის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად შესაბამის საბანკო რეკვიზიტზე - სს ,,თ-----------“, ანგარიშის ნომერი - G---------------------, მისამართი - საქართველო, თბილისი, მ--------–---–-----------, ბენეფიციარი - შპს „პ----–-----–--------–--–-", ბენეფიციარის მისამართი: 1--------––-----------–--------–----------–--------–----------------, შუამავალი ბანკი ,,C-------“, ნიუ იორკი. ჰ--------მა დაადასტურა, რომ კომპანია ,,მ----–---------------------------“ იყო F--------------------------------------ს წევრი და ი-----------------–--- კორპორაციის (S---) წევრი, სარეგისტრაციო დეპოზიტის სერთიფიკატის ნომერი იყო 4------. დ----მ სთხოვა, გაეგზავნა მისთვის დეპოზიტის სერტიფიკატის ორიგინალი, ჰ--------მა უთხრა, რომ ასლს მიიღებდა 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში. თუმცა აღნიშნულის შემდეგ ჰ--------ი არ პასუხობდა სატელეფონო ზ---ებს. დ----მ მოძებნა დეპოზიტის სარეგისტრაციო ნომერი 4------ ვებ-გვერდზე და აღმოაჩინა, რომ ის ეკუთვნის რ-------- ვ-------------ს, რომელიც მუშაობს ,,ო-–-------“ სადაზღვევო კომპანიაში და არა კომპანია ,,მ----–--------------------------ში“. 2017 წლის 21 დეკემბერს, დ----მ გაანალიზა, რომ ის იყო თაღლითობის მსხვერპლი და დარეკა ჯ-----------------–- პოლიციის დეპარტამენტში და განაცხადა მომხდარის შესახებ. ასევე, დაუკავშირდა მის მომსახურე ბანკს - ,,--------------ს“ და აცნობა მომხდარის შესახებ. მას უკან არ მიუღია თანხა და არც დაზღვევას აუნაზღაურებია. მოწმე განმარტავს, რომ არასდროს შეუძენია და არც უცდია, შეეძინა 3D პრინტერი, საერთოდ არაფერი შეუძენია შპს „პ----–-----–--------–--–-სგან", ხელშეკრულება არის ყალბი, მასზე ხელმოწერა არ ჰგავს მის ხელმოწერას. მისთვის არ იყო ცნობილი მისი ელ-ფოსტების ან სხვა ონლაინ ანგარიშების გატეხვის შესახებ.

 

ლ--- ზ----- ჩვენების თანახმად: მან და მისმა მეუღლემ ჯ-------მა შეასრულეს საბანკო გადარიცხვა 242 300 აშშ დოლარის ოდენობით, 7 წლიანი დეპოზიტის სერტიფიკატის შეძენის მიზნით, თუმცა იმ დროისთვის ფიქრობდნენ, რომ კომპანია „პ----–-----–--------–--–--------“, რომელთანაც ქონდათ ურთიერთობა, მდებარეობდა ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში. რადგან ამ დრომდე ჯ-------ს უკვე ჰქონდა წარმატებული ინტერნეტ ინვესტირების გამოცდილება, არ შეპარვიათ ეჭვი ინტერნეტის მეშვეობით დაკავშირებოდნენ კომპანიას. „პ----–-----–--------–--–--------ს“ ვებგვერდის ნახვის შემდეგ, ჯ-------მა დარეკა მითითებულ ნომერზე და ესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაეცნო რ-------- პ---ის სახელითა და გვარით. საუბრისას ეს უკანასკნელი ჩანდა ფინანსურად გამოცდილი, რამაც ჯ-------ი დაარწმუნა, რომ ესაუბრებოდა ნამდვილ საინვესტიციო ბროკერს. ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმოწერის შემდეგ, დაახლოებით 2018 წლის 19 იანვარს ლ---მ კომპანიაში გადარიცხა 242 300 აშშ დოლარი, იმ დროისათვის ფიქრობდა, რომ რიცხავდა ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში. ლ---მ და ჯ-------მა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს მომხდარი თაღლითობის შესახებ, რაც დაუკავშირდნენ ნ-------- გამოძიების ფედერალური ბიუროდან და წარუდგინეს, სავარაუდოდ სამგანზომილებიანი პრინტერის შეძენის შესახებ დოკუმენტაცია. მოწმე განმარტავს, რომ მას იმ დრომდე ნანახი არ ქონდა ხელშეკრულება, არასდროს შეუძენია პრინტერი. შპს „პ----–-----–--------–--–თან“ ან ს-------–-- კ---------თან რაიმე ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხელშეკრულებაზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მას. ის და მისი მეუღლე შეიყვანეს შეცდომაში და მოტყუებით გადაარიცხინა თანხა ვინმე რ-------- პ---მა, მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე, თითქოსდა დეპოზიტის სერტიფიკატის შეძენის მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის:

- ს-------------------------------–-----------ს ინფომრაციის თანახმად - 2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ს-------------------------------–-----------–- დარეგისტრირდა შპს „პ----–-----–--------–--–ი“ (ს/კ 4--------), რომლის დირექტორს და დამფუძნებელს (100% წილის მფლობელი) წარმოადგენდა ს-------–-- კ---------ი.

- სს „თ-----------დან“ ამოღებული დოკუმენტაციის თანახმად - ს-------–-- კ---------ის მიერ მოხდა სს „თ----------–-“ შპს „პ----–-----–--------–--–ის“ საბანკო ანგარიშების გახსნა სხვადასხვა ვალუტაში.

- 2017 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „პ----–-----–--------–--–ს“ და ს-----– დ----- შორის, რომლის თანახმადაც, ს-----– დ----მ 999.940 აშშ დოლარად თითქოსდა შეიძინა სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა.

- 2017 წლის 27 ოქტომბრის #3--------ის ხელშეკრულების თანახმად, რომლის ხელმომწერი მხარეები არიან შპს „პ----–-----–--------–--–ის“ დირექტორი ს-------–-- კ---------ი და ჩინური კომპანიის „W---------------------------- დირექტორი S---------, გამყიდველი არის - “W----------------------------”, ხოლო მყიდველი - შპს „პ----–-----–--------–--–ი“, წარმოდგენილი ს-------–-- კ---------ის სახით. აღნიშნული ხელშეკრულებით დგინდება თითქოსდა შპს „პ----–-----–--------–--–მა“ ჩინური კომპანიისგან შეიძინა 3D კომპიუტერული ტექნიკა, რომლის ღირებულება ერთიანობაში შეადგენდა 1 855 000 აშშ დოლარს.

- ანგარიშებიდან ამონაწერებითა და საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს შპს „პ----–-----–--------–--–ის“ სს „თ------------“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან (P------------) მოქალაქე ს-----– დ----- (S---------------; მის: 1------------------------------------------------) მიერ ჩაირიცხა 999 940 აშშ დოლარი, საკონტრაქტო დანიშნულებით („R-------------------------------------------------------------”).

თანხის ჩარიცხვიდან მოკლე დროში, აღნიშნული თანხა შპს „პ----–-----–--------–--–ის“ ანგარიშიდან 3 ტრანზაქციად გადაირიცხა ჩინეთში, ჰ----------–- მდებარე ბანკში (H---------------------) კომპანია “W-----------------------------ის” სახელზე გახსნილ ანგარიშზე 7-----------, საკონტრაქტო დანიშნულებით (P--------------------------------------------------------------------------). კერძოდ, 01.11.2017 წ. - 290 000 აშშ დოლარი, 02.11.2017 - 298 500 აშშ დოლარი და 06.11.2017 წ. - 409 750 აშშ დოლარი.

- 2018 წლის 15 იანვრის შპს „პ----–-----–--------–--–სა“ და ფიზიკურ პირ ლ--- ზ----- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, თითქოსდა ლ--- ზ---ა არის სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკის შემძენი, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 242 300 აშშ დოლარს.

- 2018 წლის 26 იანვარს, შპს „პ----–-----–--------–--–ს“ სს „თ------------“ ანგარიშზე (G--------------------) აშშ-ში მდებარე ბანკიდან (W-----------) მოქალაქე ლ--- ზ----- (L---------------------------------------------------------------) მიერ ჩაირიცხა 242 300 აშშ დოლარი, საკონტრაქტო დანიშნულებით (R--------------------------------”). 2018 წლის 29 იანვარს მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი 212 000 აშშ დოლარი კომპანიის ანგარიშიდან ერთ ტრანზაქციად გადაირიცხა ჩინეთში, ჰ----------–- მდებარე ბანკში (H---------------------) კომპანია “W-----------------------------ის” ანგარიშზე 7-----------, საკონტრაქტო დანიშნულებით. ასევე, 7000 აშშ დოლარი კომპანიამ გადარიცხა აშშ-ში M--------------------ის ანგარიშზე.

 

- 2018 წლის 29 იანვარს, შპს „პ----–-----–--------–--–ს“ სს „თ------------“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან (J------------------) მოქალაქე დ----- დ-------- (D----------------------------------------------------------------------) მიერ ჩაერიცხა 200 000 აშშ დოლარი საკონტრაქტო დანიშნულებით (“C-----------------------”).

- ფ--------------------------- სამსახურიდან მიღებული რეპორტებისა და ,,ს------’’ შეტყობინებების თანახმად: 1. შპს „პ----–-----–--------–--–ის“ საბანკო ანგარიშზე (G---------------------) ს-----– დ----- მიერ 999 940 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოხდა თაღლითური გზით და კლიენტმა მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება სს „თ------------“ მიიღო 2017 წლის 21 დეკემბერს შუამავალი ბანკისგან - ,,P------------“; 2. შპს „პ----–-----–--------–--–ის“ საბანკო ანგარიშზე დ----- დ-------- (D-------------) მიერ განხორციელებული 200 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა იყო თაღლითური და კლიენტმა მოითხოვა თანხის დაბრუნება. აღნიშნული შეტყობინება თ------------ მიიღო 2018 წლის 5 თებერვალს შუამავალი ბანკისგან - ,,J-------------------“. სს „თ------------“ უპასუხა, რომ თანხა იყო დაბლოკილი კლიენტის ანგარიშზე და გაუწია რეკომენდაცია მიემართათ სამართალდამცავი ორგანოსთვის;

ფ--------------------------- სამსახურმა ერთ-ერთ რეპორტში (01.02.2018) ყურადღება გაამახვილა საეჭვო ფაქტზე, რომ დ----- დ-------- (D-------------) და ლ--- ზ----- (L-----------) მიერ შპს „პ----–-----–--------–--–ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების S---- გზავნილებში კომპანიის მისამართად დაფიქსირებული იყო აშშ-ის მისამართი - W------------------------------------- და ამის თაობაზე აცნობა გამოძიებას.

- 2018 წლის 2 თებერვალის დადგენილებით ყადაღა დაედო შპს „პ----–-----–--------–--–ის“ (ს/კ 4--------) სს „თ----------–-“ არსებულ საბანკო ანგარიშებს და მასზე არსებულ ნაშთს - 222 950,42 აშშ დოლარს, 369.28 ევროს და 0.26 ლარს.

- შ--------–-------------------- გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ს-------–-- კ---------ს არ უფიქსირდება შემოსავლის მიღება და იგი არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

 

საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირობოდ ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, არამედ თითოეული მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯერ ფაქტის დადგენა და შემდგომ მისი სამართლებრივი შეფასება.

მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს-------–-- კ---------მა ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო იურიდიული პირ ,,პ----–-----–--------–--–ის” გამოყენებითა და მეშვეობით ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლო საკუთარ მსჯელობაში დეტალურად შეეხება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე მათ საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზოგადად ქმედების სამართლებრივ განმარტებას, ასევე, ყველა იმ სადავო შეფასებას, რაც სასამართლო სხდომაზე იქნა მხარეთა მიერ გაჟღერებული.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ, ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა, თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პი---- და დამნაშავეა თუ არა იგი.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის ასევე მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის შეფასებაც, რომელსაც ბრალდებული აწვდის სასამართლოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ს-------–-- კ---------მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, ასევე იურიდიული პირ ,,პ----–-----–--------–--–ის” გამოყენებითა და მეშვეობით იქნა ჩადენილი დანაშაული, კერძოდ:

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დაზ---ალებულ ლ--- ზ----- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი მოატყუა პი----, რომელიც გაეცნო რ-------- პ---ის სახელითა და გვარით, კერძოდ შეცდომაში შეიყვანა და 2018 წლის 19 იანვარს გადაარიცხინა 242.300 აშშ დოლარი შპს „პ----–-----–--------–--–ის“ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა დეპოზიტის სერტიფიკატის შეძენის მიზნით.

დაზ---ალებულისგან მოპოვებული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, კერძოდ: საბანკო გადარიცხვის დოკუმენტებთან, ამონაწერებთან, ელექტრონული ფოსტის მიმოწერებთან, ,,ს------’’ შეტყობინებებთან, ფ--------------------------- სამსახურის რეპორტში ასახულ ინფორმაციასთან.

გარდა ამისა, სს ,,თ------------“ რ----------------- დეპარტამენტის უფროსმა ნ----- მ---------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ბრალდებული ს-------–-- კ---------ი ბანკის კლიენტის შპს „პ----–-----–--------–--–ის“ 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორია. მოწმემ განმარტა, რომ ბანკის კლიენტი თავად არის პასუხისმგებელი ი-------------------- ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის ტრანზაქციებსა და მიმოწერებზე. მანვე, დაადასტურა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს კომპანიის ანგარიშზე მოხდა საეჭვო ჩარიცხვა, კერძოდ 999 940 აშშ დოლარი ჩარიცხა ვინმე ს-----– დ----მ. აღნიშნული თანხა 1, 2 და 6 ნოემბერს, ერთი და იმავე დანიშნულებით გადაირიცხა ჰ----------–-. მოძიებული ინფორმაციის თანახმად შპს „პ----–-----–--------–--–ის“ საქმიანობა მოიცავდა გარკვეული მოწყობილობებით ვაჭრობას, ჩამოტანას და შემდეგ ექსპორტს. ტრანზაქციიდან 2 თვის შემდეგ, 2017 წლის 21 დეკემბერს სს „თ------------“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ჩარიცხული თანხა იყო თაღლითური და უნდა დაებრუნებინათ უკან. გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 26 იანვარს შპს „პ----–-----–--------–--–ის“ ანგარიშზე ლ--- ზ-----აგან ჩაირიცხა თანხა, რომლის ნაწილი 212 000 აშშ დოლარი მალევე გადაირიცხა იგივე მიმართულებით - ჰ----------–- მდებარე ბანკის კლიენტი კომპანია „ვ---------------------ს“ ანგარიშზე, ხოლო 7 000 აშშ დოლარი აშშ-ში ,,---------------------“ ანგარიშზე, როგორც მარკეტინგის მომსახურების თანხა. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში სს „თ------------“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ ჩარიცხული თანხა იყო თაღლითური და ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებას. ასევე, 2018 წლის 29 იანვარს შპს „პ----–-----–--------–--–ის“ ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 200 000 აშშ დოლარი დ----- დ-------- მიერ, თუმცა ბანკმა ამჯერად დაბლოკა და შეტყობინება გაუგზავნა მომსახურე ბანკს, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ თანხა იყო თაღლითური გზით გადარიცხული და მოითხოვეს დაბრუნება, შესაბამისად აღნიშნული თანხა გაყინულია ანგარიშზე.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან ერთად, სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს 2----–-–------------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენზე, რომლის თანახმადაც ს-------–-- კ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სწორედ ს-----– დ----- და დ----- დ-------- მიმართ ჩადენილი თაღლითობისა და 998 250 აშშ დოლარის უკანონოდ ლეგალიზაციისათვის. აღნიშნული განაჩენით სრულად იქნა გაზიარებული ს-----– დ----- და დ----- დ-------- სამართლებრივი დახმარების ფარგლებში წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმები.

აღნიშნულ დაზ---ალებულთა ჩვენებებითა და ასევე დ----- დ-------- წარმომადგენლის ს-------- ს---------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით კი დასტურდება, რომ ისინი შეიყვანეს შეცდომაში იდენტური თაღლითური სქემით, რაც ასევე განხორციელდა ლ--- ზ----- მიმართაც. დაზ---ალებულებმა სწორედ მოტყუებით გადარიცხეს სხვადასხვა ოდენობით თანხები, კერძოდ: 999 940 აშშ დოლარი და 200 000 აშშ დოლარი შპს „პ----–-----–--------–--–ის“ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა დეპოზიტის სერტიფიკატის შეძენის მიზნით. 2018 წლის 29 იანვარს, დ----- დ-------- მიმართ განხორციელებული თაღლითობისას ფიგურირებს იგივე პიროვნება - ვინმე რ-------- პ---ი, როგორც დაზ---ალებულ ლ--- ზ----- შემთხვევაში, ხოლო ს-----– დ----- მიმართ 2017 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებული დანაშაულ---ს ფიგურირებს პიროვნება - რ-------- ჰ--------ი.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზ---ალებულები ფულად თანხას რიცხავდნენ დანაშაულში მყოფი პირების მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე. ამონაწერებით დგინდება, რომ დაზ---ალებულის მიერ მოტყუებით გადარიცხული ფულადი თანხა ყველა შემთხვევაში გადაირიცხა სწორედ სს „თ----------–-“ არსებულ შპს „პ----–-----–--------–--–ის“ ერთსა და იმავე ანგარიშზე. ჩარიცხული თანხები კი მოკლე დროშივე მიედინებოდა ჩინეთში და ირიცხებოდა ერთი და იგივე კომპანიის - W-----------------------------ის” ერთსა და იმავე საბანკო ანგარიშზე, გარდა დ----- დ-------- მიერ ჩარიცხული თანხისა, რადგან აღნიშნული თანხა დაიბლოკა ბანკის მიერ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თანხის წარმომავლობის დასადასტურებლად სამივე შემთხვევაში ბანკს წარედგინა ფიქტიური, ყალბი ხელშეკრულებები, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დროს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმის მასალებით არ დგინდება თუ ვინ წარადგინა შპს „პ----–-----–--------–--–ის“ სახელით დადებული ხელშეკრულებები, რაც თითქოსდა ეჭქვეშ აყენებს მის არსებობას, და ეს მაშინ, როცა დაზ---ალებული ლ--- ზ---ა განმარტავს, რომ მას არასდროს შეუძენია პრინტერი, შპს „პ----–-----–--------–--–თან“ ან ს-------–-- კ---------თან რაიმე ხელშეკრულება არასდროს გაუფორმებია, მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მას. ის და მისი მეუღლე შეიყვანეს შეცდომაში და მოტყუებით გადაარიცხინა თანხა ვინმე რ-------- პ---მა, მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე, თითქოსდა დეპოზიტის სერტიფიკატის შეძენის მიზნით.

ასევე, ს-----– დ---- ჩვენებაში უთითებს, რომ მას არასდროს შეუძენია ან უცდია შეეძინა შპს „პ----–-----–--------–--–-სგან" რაიმე ნივთი, მათ შორის 3D პრინტერი. ხელშეკრულება არის ყალბი, მასზე არსებული ხელმოწერა კი არ ჰგავს მის ხელმოწერას.

შესაბამისად დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ბანკი შპს „პ----–-----–--------–--–ის“ ანგარიშზე ფულადი თანხის ტრანზაქციების კანონიერებით დაინტერესდა, ს-------–-- კ---------ის შიდა საბანკო მიმოწერით ბანკის წარმომადგენელს წარედგინა ყალბი ინფორმაცია და კონტრაქტები. ბრალდებულმა სწორედ აღნიშნული გზით სცადა, შეცდომაში შეეყვანა ბანკი და დაერწმუნებინა, რომ ლ--- ზ-----გან, დ----- დ--------გან და ს-----– დ-----გან მიღებული და შემდგომში ჩინეთში გადარიცხული თანხა იყო ლეგალური. მანვე, ბანკი მოატყუა, თითქოსდა შპს „პ----–-----–--------–--–ი“ ვაჭრობდა 3D კომპიუტერული ტექნიკით, თუმცა რეალურად მსგავსი მომსახურება შპს-ს არც არასდროს განუხორციელებია.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდება, რომ თაღლითობის ჩადენამდე მცირე დროით ადრე, სწორედ ს-------–-- კ---------მა დააფუძნა შპს „პ----–-----–--------–--–ი“, რომლის დირექტორიც და დამფუძნებელიც (100% წილის მფლობელი) თავად იყო. ასევე, დადგენილია, რომ სს „თ----------–-“ მან გახსნა კომპანიის ანგარიშები სხვადასხვა ვალუტაში და კომპანია დაარეგისტრირა „ი--------------------“ მომხმარებლად, ბანკთან დადებული ხელშეკრულების თანახმად კი, კლიენტის ავტორიზაციით შესრულებულ ყველა ტრანზაქციასა და მიმოწერაზე პასუხისმგებელი პირი იყო თავად ს-------–-- კ---------ი და მხოლოდ მას მიუწვდებოდა ხელი ბანკის ანგარიშების მართვაზე, რაც ასევე დაადასტურა ბანკის თანამშრომელმა - ნ----- მ---------ემ.

ნ----- მ---------ის ჩვენებით, სს ,,თ-----------დან“ გამოთხოვილი ინტერნეტ ბანკის მიმოწერებით შპს „პ----–-----–--------–--–ის“ დირექტორთან ს-------–-- კ---------თან და შ--------–-------------------- გამოთხოვილი მასალებით დასტურდება, რომ ს------–-- კ---------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კომპანიას სამეწარმეო საქმიანობა რეალურად არასდროს განუხორციელებია, ს-------–-- კ---------ს არ უფიქსირდება შემოსავლის მიღება და იგი არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

თავის მხრივ, საბუღალტრო-სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანია შპს „F------------------- ს“ დირექტორმა გ------- ხ-----–---–მა განმარტა, რომ საბუღალტრო მომსახურებისთვის მიმართა კლიენტმა ს-------–-- კ---------მა, თუმცა შეთანხმების შემდეგ ის არ პასუხობდა წერილებს და არ აწვდიდა კომპანიის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას, კომპანია უგზავნიდა ნულოვან საბანკო ამონაწერს, შესაბამისად რაღაც პერიოდის მანძილზე თავადაც გზავნიდა ნულოვან დეკლარაციას შემოსავლების სამსახურში. აღნიშნულის შემდეგ ს-------–-- კ---------ი გაუჩინარდა და კონტაქტზე აღარ გასულა.

აღნიშნული მტკიცებულებები და ფაქტები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს-------–-- კ---------ს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ლ--- ზ----- მიმართ ჩადენილ თაღლითობაში, სწორედ მის მიერ დაფუძნებულ კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა და შემდგომ გადაირიცხა ჰ----------–- მოტყუების შედეგად მოპოვებული ფულადი თანხა.

რაც შეეხება იურიდული პირის შპს „პ----–-----–--------–--–ის“ ბრალდებას სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ შპს „პ----–-----–--------–--–ის“, საშუალებით მოხდა ლ--- ზ-----გან და ს-----– დ-----გან დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების (იგულისხმება 999 940 აშშ დოლარი და 212 000 აშშ დოლარი) ჯერ განთავსება კომპანიის ანგარიშზე და შემდგომში მისი ლეგალიზაცია, დროის მოკლე პერიოდში თანხის ჩინეთში გადაგზავნის გზით. აღნიშნული ქმედებით, ერთი მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი წარმოშობის წყარო, ნამდვილი ბუნება, განთავსების ადგილი და რეალური მესაკუთრე.

ს-------------------------------–---------------- და შ--------–-------------------- გამოთხოვილი მასალებით, ასევე გ------- ხ-----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ კომპანია („პ----–-----–--------–--–ი“) რაიმე სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდა და ფიქტიურად იყო შექმნილი, სწორედ ფულადი თანხების მიღებისა და შემდგომი დანაწილების ფუნქციით.

 

მოწმე გ------- ხ-----–---–მა დაადასტურა, რომ ს-------–-- კ---------მა საბუღალტრო კომპანიას დაუმალა ინფორმაცია კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიმდინარე ფინანსური ბრუნვის თაობაზე, რამაც გამოიწვია შემოსავლების სამსახურისთვის ნულოვანი დეკლარაციის წარდგენა 2018 წლის იანვრის მდგომარეობით და ეს მაშინ, როდესაც რეალურად 2017 წლის ოქტომბერში კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა 999 940 დოლარი.

ასევე, ფაქტია რომ შპს „პ----–-----–--------–--–ის“ სახელი შეგნებულად იქნა გამოყენებული ყალბ ხელშეკრულებებში, რომელიც წარედგინა სს „თ----------ს“ დაზ---ალებულებისგან თაღლითურად დაუფლებული ფულადი თანხების წარმომავლობისა და ნამდვილი ბუნების შესანიღბად.

აღნიშული მტკიცებულებების ანალიზით დგინდება, რომ შპს „პ----–-----–--------–--–ის“ მეშვეობით და გამოყენებით ჩადენილ იქნა ჯამში 1 210 250 აშშ დოლარის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეების პირდაპირი ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ აქტიურ წევრს და დანაშაულებრივი სქემის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა ს-------–-- კ---------ი, სწორედ მის მიერ იქნა დარეგისტრირებული შპს ,,პ----–-----–--------–--–ი“, რომლის დირექტორსაც თავად წარმოადგენდა. კონკრეტული პირების დახმარებით კი შეცდომაში შეყავდა დაზ---ალებულები, რომლებსაც მოტყუებით არიცხინებდნენ კონკრეტულ თანხებს კომპანიის ანგარიშზე, თაღლითურად მოპოვებული ფულადი თანხების წარმომავლობის შენიღბვისათვის კი მიღებულ თანხებს რიცხავდა მისთვის სასურველ ანგარიშებზე - ჩინეთში, ხოლო მომსახურე ბანკს აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას და ყალბ ხელშეკრულებებს, რომ თითქოსდა კომპანიას ლეგალურად ერიცხებოდა ანგარიშზე სხვადასხვა ტექნიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები.

 

რაც შეეხება ქმედების სამართლებრივ შეფასებას, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია დაზ---ალებულ---თვის ქონებრივი ზიანის მიყენებისაკენ, რასაც ახერხებს მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია, დამნაშავეს შეგნებული ქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის, ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს, ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისაგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზ---ალებულ---თვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას, ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზ---ალებულის კუთვნილ ქონებაზე.

განსახილველ შემთხვევაში ლ--- ზ----- მიერ თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა მის მიმართ განხორციელებული თაღლითობა, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაარწმუნეს, რომ თანხას რიცხავდა 7 წლიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაძენად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ გარეგნულად თანხების გადარიცხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან მოხდა ნებაყოფლობით, მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი, ფულადი თანხის გადაცემისას, მოტყუება წინ უძღოდა ნივთის დაუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების - თაღლითობის სპეციფიკაც სწორედ ამაში გამოიხატება.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ე.ი. უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, ანდა სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა. იმავე მუხლის შენიშვნის თანახმად განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება – შემოსავალი 50 000 ლარის ზევით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ტრანსნაციონალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, რაც განაპირობებს მის განსაკუთრებულ საშიშროებას. ფულის გათეთრება არალეგალური გზებით მიღებული ფულადი სახსრების ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზებას გულისხმობს, ანუ მათი ჩრდილოვანი, არაფორმალური მდგომაროებიდან ფორმალურში გადაყვანას იმისათვის, რომ ამ სახსრებით ღიად სარგებლობა გახდეს შესაძლებელი, სხვაგვარად, რომ ითქვას ხდება ,,ჭუჭყიანი” - შავი ფულის (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული) „გარეცხვა“ - გათეთრება, რის შედეგადაც უკანონო გზით შეძენილი ქონება, ფაქტობრივად კანონიერი ხდება.

დანაშაულის ობიექტური მხარე ორი ფორმით შეიძლება გამოიხატოს: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ე.ი. უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში, რაც შესაძლებელია გამოიხატოს ქონებით სარგებლობაში, შეძენაში, გადაცემაში ან სხვა მოქმედებაში, მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით ან/და სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სახეს წარმოადგენს ნაღდი ფულის გარდაქმნა სხვა ღირებულებად, მათ შორის უძრავ ქონებად, რომელის შემდგომი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები კანონიერად გამოიყურება.

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური მხარე, გამოიხატება განზრახვაში, ყველა საერთაშორისო აქტი მიუთითებს, რომ ფულის გათეთრების ქმედების ჩადენისას პირს წინასწარ შეცნობილი უნდა ქონდეს, რომ თანხები დანაშაულებრივი გზით არის მიღებული და მიზნად უნდა ისახავდეს მისთვის კანონიერი სახის მიცემას ან/და სხვა პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში დახმარებას. ქონების დაუსაბუთებელი ან უკანონო სახის შენიღბვის მიზანი, შესაძლებელია ამოძრავებდეს, როგორც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრედიკატული დანაშაულის ჩამდენს, ასევე სხვა პირსაც, ხოლო მეორე მიზანი, სხვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში დახმარება გულისხმობს, რომ აღნიშნული მიზანი ამოძრავებს არა იმას, ვინც თავად ჩაიდინა ფულის გათეთრების წინმსწრები დანაშაული, არამედ სხვა პირს, რომელიც დაინტერესებულია, იმით რომ წინარე დანაშაულის ჩამდენმა პი---- თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას. საერთაშორისო აქტების თანახმად უბრალო ინფორმირებულობაც კი იმის შესახებ, რომ ქონება უკანონო გზითაა შეძენილი, საკმარისია, სუბიექტური მხარის დასასაბუთებლად.

ევროსაბჭოს 1990 წლის 8 ნოემბრის ,,ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ” სტრასბურგის კონვენცია აფართოებს უკანონო შემოსავლის ცნებას და აცხადებს, რომ უკანონო შემოსავალი არის სისხლის სამართლის დანაშაულიდან მიღებული ნებისმიერი ეკონომიკური სიკეთე, იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ქონებას, რომელიც არის ნებისმიერი სახის ნივთიერი ან არანივთიერი, მოძრავი ან უძრავი. ასევე მოიცავს სამართლებრივ დოკუმენტებს ან აქტებს, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ ქონებაზე უფლებას. აღნიშნული კონვენცია ხელმომწერი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, რომ შიდა სამართლებრივად დასჯადად გამოაცხადონ ყველა ქმედება, რაც წარმოადგენს ქონების კონვერსიას ან გადაცემას, როდესაც პი---- იცის, რომ ასეთი ქონება არის უკანონო შემოსავალი, იმ მიზნით, რომ დაიფაროს ან შეინიღბოს ქონების არაკანონიერი წარმომავლობა, ან დახმარება გაეწიოს ძირითადი დანაშაულის ჩადენაში ჩარეულ ნებისმიერ პირს, მისი ქმედების იურიდიული შედეგების თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, აღნიშნულში ასევე მოიაზრება ქონების ნამდვილი ბუნების წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის, გადაადგილების მასზე ან მის ფლობაზე უფლებების დამალვა, როდესაც შესაბამისმა პი---- იცის, რომ ეს ქონება არის უკანონო შემოსავალი, ქონების შეძენა, ფლობა, გამოყენება, როდესაც პი---- ქონების მიღების დროს იცის, რომ ასეთი ქონება არის უკანონო შემოსავალი, აღნიშნულ ქმედებების ჩადენაში მონაწილეობის მიღება, ჩადენისათვის ჯგუფში გაერთიანება ან კონსპირაცია, ჩადენის მცდელობა, ან ჩადენაში დახმარება, წაქეზება, ხელის შეწყობა და რჩევების მიცემა.

ფულის გათეთრება, მოიცავს ოპერაციათა რთულ ერთობლიობას, რომლის მიზანია ფინანსური აქტივების წყაროს იმგვარად შენიღბვა, რომ შემდეგში ასეთი აქტივების გამოყენება კომპრომეტაციის გარეშე იყოს შესაძლებელი. ფულის გათეთრება იყოფა შემდეგ სამ ეტაპად: განთავსება, დანაწევრება, ინტეგრაცია. თუმცა ოპერაციათა სირთულიდან გამომდინარე ზღვარის გავლება ამ ეტაპებს შორის საკმაოდ რთულია და დამოკიდებულია ფულის გამთეთრებელი პირის ან/და ჯგუფის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზანია შემოსავლის უკანონო წარმოშობის დაფარვა, რისთვისაც დამნაშავემ შეიძლება განახორციელოს არაერთი ქმედება და გამოიყენოს არაერთი საშუალება. პირველ ეტაპზე იმალება დანაშაულის შედეგად მიღებული ფულის წარმომავლობა, შემდეგ კი ხდება ქონებიდან გარკვეული შემოსავლის მიღება. მოცემული დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის სოციალურად საშიში, ვინაიდან იგი წარმოადგენს დანაშაულის დაფარვის ერთ-ერთ საშუალებას, კერძოდ პირი, რომელიც სჩადის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, იმავდროულად ახდენს მის ან სხვა პირის მიერ პირველად (უკვე ჩადენილ) უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას, საკუთარი ან სხვისი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.

მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით შპს „პ----–-----–--------–--–ის“ მეშვეობით კომაპანიის დირექტორმა და მფლობელმა ს-------–-- კ---------მა ლ--- ზ----- მიერ ჩარიცხული თანხის ძირითადი ნაწილი 212 000 აშშ დოლარი მოკლე დროში 2018 წლის 29 იანვარს ერთ ტრანზაქციად გადარიცხა ჰ----------–- მდებარე ბანკში კომპანია “W-----------------------------ის” სახელზე გახსნილ ანგარიშზე, თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით, რითაც ერთი მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე და ს-------–-- კ---------ი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

შესაბამისად, ცალსახად დგინდება, რომ ს-------–-- კ---------ი მის მიერ დაფუძნებული კომპანია შპს ,,პ----–-----–--------–--–-ს“ მეშვეობით ახდენდა თაღლითურად მოპოვებული და დაუსაბუთებელი ფულადი თანხების საქართველოში გადმორიცხვას, დანაწევრებას და სასურველ ანგარიშზე ჩინეთში გადარიცხვას.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის გამართლებასთან დაკავშირებით იმაზე მინიშნებით, რომ დანაშაულებრივ სქემაში არ დგინდება ს-------–-- კ---------ის უშუალო - აქტიური მოქმედება და მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება. სასამართლო განმარტავს, რომ მსჯელობაში დეტალური ანალიზი გაუკეთდა თითოეული პირდაპირი მოწმის ჩვენებას, რომლებმაც დაადასტურეს ბრალდებულის ჩართულობა და როლი.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს მოცემულ საქმეზე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული დაზ---ალებულების ჩვენებების არასანდოობის, არასრულყოფილების და არასრულფასოვნების შესახებ, იმ მიზეზით, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა დაესვა კითხვები, მათ შორის კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გადარიცხეს საქართველოში არსებულ ანგარიშზე ფულადი თანხები, მაშინ, როცა მიწოდებული ანგარიშის ნომრით დგინდებოდა, რომ თანხა ირიცხებოდა სწორედ საქართველოში და არა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა ლ--- ზ---ა ჩვენებაში განმარტავს, რომ მის მეუღლეს, რომელსაც მსგავსი ინვესტირების გამოცდილება ჰქონდა, ეჭვი არ გასჩენია თაღლითობის შესახებ, რადგან სწორედ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იცოდა, რომ როგორც წესი თანხა ყოველთვის არ მიდიოდა ინვესტირების შტაბ-ბინაში (სათავო ოფისი). შესაბამისად, არ შეშფოთებულან იმ ფაქტით, რომ ინსტრუქციის თანახმად გადარიცხვა უნდა განეხორციელებინათ თბილისში, საქართველოში.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. იმავე ნორმის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის სრული დაცვით, წარმოდგენილია სამართლებრივი დახმარების ფარგლებში და მოწოდებულია ადგილმდებარე ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ და სრულ თანხვედრაში და შესაბამისობაშია სასამართლოზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებების შინაარსთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს-------–-- კ---------ის და იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მხოლოდ ამ მოწმეთა/დაზ---ალებულთა მიერ მიცემულ ჩვენებებს. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უტყუარად ადასტურებენ მათ ბრალეულობას.

გარდა ამისა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრულია და შეესაბამება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციას. შესაბამისად, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება კი როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადაია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია და საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რაც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი მტკიცებულებებით.

სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე, როგორიცაა დიდი ოდენობა და ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის (ფულის, ქონების) საერთო ღირებულებას, კონკრეტული დაზ---ალებულ---თვის მიყენებული ზიანის მოცულობას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზევით, განსახილველ შემთხვევაში თაღლითურად დაუფლებული თანხის ოდენობა გაცილებით აღემატება ამ მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ ნიშნულს.

რაც შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენას, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ ბრალდებული წინასწარ შეკავშირდა კონკრეტულ პირებთან და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს თანმიმდევრული მოქმედებები, ცხადია, მათთვის ცნობილი იყო ქმედების მიზანი - მოტყუებით თანხების მიღება.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, როგორიცაა - ,,რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება’’, მუხლის შენიშვნის თანახმად - განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი 50 000 ლარის ზევით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ს-------–-- კ---------მა ჩაიდინა - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-9 წლამდე. მანვე, ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-12 წლამდე.

სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებული იურიდიული პირ - ,,პ----–-----–--------–--–ის” გამოყენებითა და მეშვეობით ჩადენილი იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ლიკვიდაციას, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს მოცემულ საქმეში ბრალდებულის როლს და ფუნქციებს, რითაც უნდა შეფასდეს მისი ქმედებები და მოხდეს სასჯელის ინდივიდუალიზაცია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ს-------–-- კ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მისი პიროვნების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით მას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას, ხოლო ბრალდებულ იურიდიულ პირ - ,,პ----–-----–--------–--–ის” მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას იურიდიული პირის ლიკვიდაცია, რადგან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი იქნა არა მხოლოდ დანაშაულის ჩადენა, არამედ ის ფაქტი, რომ სწორედ დანაშაულებრივი საქმიანობა წარმოადგენდა აღნიშნული იურიდიული პირის შექმნის და საქმიანობის მიზანს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

იურიდიული პირი - შპს ,,პ----–-----–--------–--–“ (ს/კ 4--------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იურიდიული პირის ლიკვიდაცია.

(ლიკვიდატორი დაინიშნოს კანონმდებლობით დადგენილი წესით).

 

ს-------–-- კ---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ს-------–-- კ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ს-------–-- კ---------ს დაეწყოს - 2019 წლის 30 აგვისტოდან.

ვინაიდან ს-------–-- კ---------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, შესაბამისად სასამართლო არ მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - სს „თ----------–-“ შპს. „პ----–-----–--------–--–ის“ (ს/კ 4--------) საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად თანხას - 22 950,42 აშშ დოლარის, 369,28 ევროს და 0,26 ლარის ოდენობით.

ანგარიშზე არსებული თანხა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოხმარდეს დაზ---ალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დალუქული CD-R დისკი, რომელშიც მოთავსებულია: საქართველოს ფ--------------------------- სამსახურის 22.12.2017 წლის N0----- მომართვაზე თანდართული CD-R დისკზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია; 20.08.2018 წლის N1------- მომართვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული 1 ცალ მეხსიერების ბარათზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია; 26.02.2019 წლის დათვალიერების შესახებ ოქმზე (ექსპერტიზის მიერ მოწოდებული დისკების დათვალიერების ოქმი) თანდართულ 1 ცალ DVD დისკზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია; 27.02.2019 წლის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით გამოთხოვილი 1 ცალ CD-R დისკზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

0--------- წლის ს-------–-- კ---------ის (S-----------------) დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე დართული: შავი ფერის ,,Sony xperia“ მოდელის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმბარათი, ,,Huawei-ს“ ფირმის y5 მოდელის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი, ვერცხლისფერი ,,Macbook Pro”, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

ს-------–-- კ---------ის პასპორტი N7--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე