გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2019
საქმის ნომერი
831210019002902864
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
22.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210019002902864

საქმე №2/36-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - პ----- გა--------

მოპასუხეები - 1. ნ------- გა--------

2. შპს ე----------------

წარმომადგენელი - თ------ გე-----

დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კუთვნილი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2017 წლის 11 აგვისტოს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ--–---- ცხ--–-–---–-- ყადაღა დაადო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს:

1. მუსიკალური ცენტრი ,,სონის’’ ფირმის სამი დინამიკით შავ და რუხ ფერებში - 1ც.

2. კომპიუტერის კომპლექტი, მონიტორი ,,ელჯის’’ ფირმის, კლავიატურა ქეისი (კლავიატურა ,,ჯენიუსის’’ ფირმის), ,,მაუსი’’, შავი ფერის.

3. სამეული ნაჭრის ხის სახელურებით, ყავისფერი.

4. კედლის კარადა ე.წ.,,სტენკა“ ღია ფერის და დახურული სათავსოებით მუქი ყავისფერი.

5. ხის სკამი რბილი დასაჯდომით და საზურგით ყავისფერი - 5 ც.

6. ტელევიზორი ,,სამსუნგის’’ ფირმის ვერცხლისფერი - 1 ც. ;

7. გაზქურა ,,ეუროსტარტის“ ფირმის - 1ც.;

8. ტელევიზორის მაგიდა ყავისფერი ვერცხლისფერი კანტებით - 1ც.;

9. მაცივარი ,,ტოშიბას“ ფირმის ვერცხლისფერი - 1ც. ;

10. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის, თეთრი ფერის - 1ც.

11. ,,ზალის’’ მაგიდა ყავისფერი გასაშლელი - 1 ცალი.

 

2019 წლის 07 თებერვალს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ--–---- ცხ--–-–---–-- კვლავ დააყადაღა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები:

1. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი ,,ტოშიბა“ - 1ც.;

2. პლაზმური ტელევიზორი ,,TCL“ შავი ფერის - 1ც.;

3. ხის მაგიდა გასაშლელი ყავისფერი - 1ც.;

4. პერსონალური კომპიუტერის - მონიტორი შავი ,,ლჯ“, კლავიატურა შავი ,,ჯენიუსი“ ქეისი შავი დაუდგენელი ფირმის, სამი დინამიკი შავი წითელი დეტალებით.

5. გაზქურა ,,ეუროსტარტის“ შავ და რუხ ფერებში - 1ც.;

6. ჭურჭლის კედლის კარადა ე.წ.,,სტენკა ყავისფერი - 1ც.;

7. მართკუთხა ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1ც. ;

8. ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის ზედაპირით - 3 ც.;

9. სამეული ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი 1 ც.;

10. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ რუხი ფერის - 1ც.;

11. ტელევიზორის მაგიდა შავ და რუხ ფერებში - 1ც.;

12. მრგვალი მაგიდა ყავისფერი -1ც.;

13. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის - 1ც.;

14. გაზის გამათბობელი ,,აკოგი’’ თეთრი ფერის - 1ცა-–-.

 

მოსარჩელის განმარტებით, ნივთები არის მისი შეძენილი და ნ------- გა--------ს მის შეძენაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ------- გა--------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

2.1. მოსარჩელე პ----- გა--------სა და მოპასუხე შპს ,,ბ-----------------’’ წარმომადგენელს შორის შედგა მორიგება და მოთხოვნის ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

 

2.2. მოპასუხე შპს ე------------------ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას, ამასთან მოსაჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ ნივთებზე მისი საკუთრების უფლებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მიერ გაცემული #2/56-17 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ნ------- გარუჩავს დაეკისრა თანხის გადახდა შპს ე------------------ სასარგებლოდ.

 

3.1.2. 2019 წლის 07 თებერვალს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ--–---- ცხ--–-–---–-- მიერ ქ. ბაღდათში, შ. რ---------–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა მოძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება. კერძოდ, დაყადაღებული იქნა: 1. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი ,,ტოშიბა“ - 1ც.; 2. პლაზმური ტელევიზორი ,,TCL“ შავი ფერის - 1ც.; 3. ხის მაგიდა გასაშლელი ყავისფერი - 1ც.; 4. პერსონალური კომპიუტერის - მონიტორი შავი ,,ლჯ“, კლავიატურა შავი ,,ჯენიუსი“ ქეისი შავი დაუდგენელი ფირმის, სამი დინამიკი შავი წითელი დეტალებით. 5. გაზქურა ,,ეუროსტარტის“ შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 6. ჭურჭლის კედლის კარადა ე.წ.,,სტენკა ყავისფერი - 1ც.; 7. მართკუთხა ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1ც. ; 8. ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის ზედაპირით - 3 ც.; 9. სამეული ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი 1 ც.; 10. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ რუხი ფერის - 1ც.; 11. ტელევიზორის მაგიდა შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 12. მრგვალი ხის მაგიდა ყავისფერი -1ც.; 13. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის - 1ც.; 14. გაზის გამათბობელი ,,აკოგი’’ თეთრი ფერის - 1ცალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 30-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 07 თებერვლის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები 2019 წლის 26 თებერვლის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეფასდა 2310 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 30-31);

- აუდიტორული დასკვნა (იხ. ს.ფ. 32-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთები არ შეუძენია მოპასუხე ნ------- გა--------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: 1. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი ,,ტოშიბა“ - 1ც.; 2. ხის მაგიდა გასაშლელი ყავისფერი - 1ც.; 3. პერსონალური კომპიუტერის - მონიტორი შავი ,,ლჯ“, კლავიატურა შავი ,,ჯენიუსი“ ქეისი შავი დაუდგენელი ფირმის, სამი დინამიკი შავი წითელი დეტალებით. 4. გაზქურა ,,ეუროსტარტის“ შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 5. მართკუთხა ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1ც. ; 6. ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის ზედაპირით - 3 ც.; 7. სამეული ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი 1 ც.; 8. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ რუხი ფერის - 1ც.; 9. ტელევიზორის მაგიდა შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 10. მრგვალი ხის მაგიდა ყავისფერი -1ც.; 11. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის - 1ც.; არის მოსარჩელე პ----- გა--------ს შეძენილი და ეკუთვნის პ----- გა--------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 30-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმე მა---- მა--------- და და-–- კ------- ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: ც.; 1. პლაზმური ტელევიზორი ,,TCL“ შავი ფერის - 1ც.;“, 2. ჭურჭლის კედლის კარადა ე.წ. ,,სტენკა ყავისფერი - 1ც.; 3. გაზის გამათბობელი ,,აკოგი’’ თეთრი ფერის - 1ცალი არის მოსარჩელის შვილის, ნე--- გა--------ს შეძენილი და შესაბამისად ეს ნივთები არ წარმოადგენენ პ----- გა--------ს საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 30-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმე მურმან კოხოძის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2019 წლის 07თებერვლის აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე მოპასუხე ნ------- გა--------ს არ გააჩნია საკუთრების უფლება. 1. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი ,,ტოშიბა“ - 1ც.; 2. ხის მაგიდა გასაშლელი ყავისფერი - 1ც.; 3. პერსონალური კომპიუტერის - მონიტორი შავი ,,ლჯ“, კლავიატურა შავი ,,ჯენიუსი“ ქეისი შავი დაუდგენელი ფირმის, სამი დინამიკი შავი წითელი დეტალებით. 4. გაზქურა ,,ეუროსტარტის“ შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 5. მართკუთხა ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1ც. ; 6. ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის ზედაპირით - 3 ც.; 7. სამეული ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი 1 ც.; 8. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ რუხი ფერის - 1ც.; 9. ტელევიზორის მაგიდა შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 10. მრგვალი მაგიდა ყავისფერი -1ც.; 11. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის - 1ც. ეკუთვნის მოსარჩელე პ----- გა--------ს. ხოლო 1. პლაზმური ტელევიზორი ,,TCL“ შავი ფერის - 1ც.;“, 2. ჭურჭლის კედლის კარადა ე.წ.,,სტენკა ყავისფერი - 1ც.; 3. გაზის გამათბობელი ,,აკოგი’’ თეთრი ფერის - 1ცალი- ეკუთვნის ნე--- გა--------ს. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი აღძრა მხოლოდ პ----- გა--------მ, ხოლო ნე--- გა--------ს არ მოუმართავს სასამართლოსთვის მისი კუთვნილი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლებაზე. აღნიშნული გარე---ებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ვარაუდი შესაძლებელია გავრცელდეს მოსარჩელის მიმართ, რადგან ის ნივთები, რაზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე, განთავსებულია მის საცხოვრებელ სახლში და შეძენილია მის მიერ. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრე პ----- გა--------მ სადავო მოძრავი ნივთები გადასცა მოპასუხე ნ------- გა--------ს. რაც შეეხება სხვა ნივთებს, კერძოდ 1. პლაზმური ტელევიზორი ,,TCL“ შავი ფერის, 2. ჭურჭლის კედლის კარადა ე.წ.,,სტენკა ყავისფერი; 3. გაზის გამათბობელი ,,აკოგი’’ თეთრი ფერის, აღნიშნულის საკუთრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა. პირიქით, მის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა დაკითხვით დგინდება, რომ ეს ნივთები შეძენილია და ეკუთვნის მოსარჩელის შვილს, ნე--- გა--------ს, რომელსაც არ მოუმართავს სასამართლოსთვის სარჩელით ამ ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით. შესაბამისად პ----- გა-------- ამ ნაწილში მიჩნეული უნდა იქნეს არასათანადო მოსარჩელედ და უარი უნდა ეთქვას ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო. 6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება, კერძოდ: 1. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი ,,ტოშიბა“ - 1ც.; 2. ხის მაგიდა გასაშლელი ყავისფერი - 1ც.; 3. პერსონალური კომპიუტერის - მონიტორი შავი ,,ლჯ“, კლავიატურა შავი ,,ჯენიუსი“ ქეისი შავი ფერის,დაუდგენელი ფირმის, სამი დინამიკი შავი წითელი დეტალებით. 4. გაზქურა ,,ეუროსტარტის“ შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 5. მართკუთხა ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1ც. ; 6. ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის ზედაპირით - 3 ც.; 7. სამეული ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი 1 ც.; 8. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ რუხი ფერის - 1ც.; 9. ტელევიზორის მაგიდა შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 10. მრგვალი მაგიდა ყავისფერი -1ც.; 11. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის - 1ც. შეძენილია მის მიერ და არა მოპასუხე ნ------- გა--------ს მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- გა-------- არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ნ------- გა--------ს ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 7. საპროცესო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მის მიერ გაღებული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის - 50 ლარი, საიდანაც 36.35 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე შპს ევროკრედიტ+-ს, ხოლო 13.65 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

დადგენილია, რომ ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2019 წლის 26 თებერვლის აქტში მითითებული ნივთების რეალიზაცია.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი. კერძოდ: 1. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი ,,ტოშიბა“ - 1ც.; 2. ხის მაგიდა გასაშლელი ყავისფერი - 1ც.; 3. პერსონალური კომპიუტერის - მონიტორი შავი ,,ლჯ“, კლავიატურა შავი ,,ჯენიუსი“ ქეისი შავი დაუდგენელი ფირმის, სამი დინამიკი შავი წითელი დეტალებით. 4. გაზქურა ,,ეუროსტარტის“ შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 5. მართკუთხა ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1ც. ; 6. ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის ზედაპირით - 3 ც.; 7. სამეული ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი 1 ც.; 8. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ რუხი ფერის - 1ც.; 9. ტელევიზორის მაგიდა შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 10. მრგვალი მაგიდა ყავისფერი -1ც.; 11. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის - 1ც.-ის ნაწილში.

 

სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. პ----- გა--------ს სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ--–---- ცხ--–-–---–-- მიერ 2019 წლის 07 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები:

 

1. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი ,,ტოშიბა“ - 1ც.;

2. ხის მაგიდა გასაშლელი ყავისფერი - 1ც.;

3. პერსონალური კომპიუტერის - მონიტორი შავი ,,ლჯ“, კლავიატურა შავი ,,ჯენიუსი“ ქეისი შავი დაუდგენელი ფირმის, სამი დინამიკი შავი წითელი დეტალებით.

4. გაზქურა ,,ეუროსტარტის“ შავ და რუხ ფერებში - 1ც.;

5. მართკუთხა ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1ც. ;

6. ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის ზედაპირით - 3 ც.;

7. სამეული ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი 1 ც.;

8. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ რუხი ფერის - 1ც.;

9. ტელევიზორის მაგიდა შავ და რუხ ფერებში - 1ც.;

10. მრგვალი მაგიდა ყავისფერი -1ც.;

11. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის - 1ც.

3. პ----- გა--------ს სარჩელი 1. პლაზმური ტელევიზორი ,,TCL“ შავი ფერის, 2. ჭურჭლის კედლის კარადა ე.წ.,,სტენკა ყავისფერი; 3. გაზის გამათბობელი ,,აკოგი’’ თეთრი ფერის, ყადაღისგან გათავისუფლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

4. მოპასუხე შპს ევროკრედიტ+ს“ პ----- გა--------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 36.35 ლარის გადახდა.

 

5. ნაწილობრივ გაუქმდეს ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინება, ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ--–---- ცხ--–-–---–-- მიერ 2019 წლის 07 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი ,,ტოშიბა“ - 1ც.; 2. ხის მაგიდა გასაშლელი ყავისფერი - 1ც.; 3. პერსონალური კომპიუტერის - მონიტორი შავი ,,ლჯ“, კლავიატურა შავი ,,ჯენიუსი“ ქეისი შავი დაუდგენელი ფირმის, სამი დინამიკი შავი წითელი დეტალებით. 4. გაზქურა ,,ეუროსტარტის“ შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 5. მართკუთხა ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1ც. ; 6. ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის ზედაპირით - 3 ც.; 7. სამეული ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი 1 ც.; 8. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ რუხი ფერის - 1ც.; 9. ტელევიზორის მაგიდა შავ და რუხ ფერებში - 1ც.; 10. მრგვალი მაგიდა ყავისფერი -1ც.; 11. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის - 1ც.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე