განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
330100117001978465
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2854-17

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------–-------ა,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ---------------ე (დაბადებული - 1----–-–------------------------------–----------–-----------------------------–--------------------------------–----–------–------------------------------------ში);

 

გ--------------–-ა (დაბადებული - 1----–-–-------------------------–----------–---------------------------------------–------------------–-------------------------------–-------–---–---------–-------–----------------ში);

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2017 წლის 25 მაისს ქ. თბილისში, ლ. გ------------------, ბ--------ში მდებარე, მ-----------–-–---ს საცხოვრებელ ბინაში, მასთან ქირავნობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, დროებით მცხოვრები დ---------------ე და გ--------------–-ა, მოქმედებდნენ რა საერთო განზრახვით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ამავე საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს მათსავე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მ-----------–-–---ს კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი, რომელიც სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ქ.თბილისში, კ-------------------ში მდებარე ინდ. მეწარმე ,,ი-----------–---–ის“ ლომბარდს. აღნიშნული ქმედებით მ-----------–-–---ს მიადგა 450 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ--------------–-ას მიერ მ-----------–-–---ს კუთვნილი მაცივრის მითვისების ფაქტი.

 

2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 მაისს დ---------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მ-----------–-–---ს კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, კერძოდ, სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ქ. თბილისში, კ-------------------ში მდებარე ინდ. მეწარმე ,,ი-----------–---–ის“ ლომბარდს. აღნიშნული ქმედებით მ-----------–-–---ს მიადგა 450 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.) ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--------------–-ასა და დ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - მ-----–-–--------–ის, მ-----------–-–---ს, ნ-------–---ის, მ----------------ს, ბ--------------------ის, გ-------–---–---–ის, მ----------------ის, თ----------------–---–ის, თ------------------ის, მ-----------------–---–ისა და გ-----------ის ჩვენებები, ლომბარდის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, ამოცნობის ოქმი, ლომბარდიდან მაცივრის, სალომბარდო ხელშეკრულებისა და დ---------------ის ID ბარათის ასლის ამოღების ოქმი, მ-----------–-–---სგან დ---------------ის პირადობის მოწმობის ასლის, გ--------------–-ას სტუდენტური მოწმობის ასლის და ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივრის საგარანტიო ტალონის ამოღების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები და საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ:

 

3.5. 2017 წლის 25 მაისის შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი ბინის) დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის ვ---------------–----–--------------–-------------------–--ის გამომძიებელ გ-------–---–---–ის მიერ, ექსპერტების - თ-------------–-–---–ისა და გ-----------ის მონაწილეობით, დაზარალებულ მ-----------–-–---ს თანდასწრებით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისში, ლ.გ-------------ა, კ------------, ბ-------ში. მ-----------–-–---მ მიუთითა ადგილზე, სადაც განთავსებული იყო მაცივარი, რომელიც ოქმის თანახმად, ბინიდან არის გატანილი. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

3.6. გამომძიებელმა გ-------–---–---–მა და ექსპერტმა გ-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.

 

3.7. სასამართლო აფასებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, გამომძიებელ გ-------–---–---–ისა და ექსპერტ გ-----------ის ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ მოცემული მტკიცებულებებით დასტურდება საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩატარება, შემთხვევის ადგილზე ნივთების განლაგება და ის გარემოება, რომ სადავო მაცივარი შემთხვევის ადგილზე განთავსებული არ არის.

 

3.8. დაზარალებულმა მ-----------–-–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 5 მაისს დ---------------ეს და გ--------------–-ას მიაქირავა მისი კუთვნილი ბინა მდებარე ქ. თბილისი, გ-------------ა, კ------------, ბ-------ში. საცხოვრებელ ბინაში სხვა ავეჯთან და ტექნიკასთან ერთად განთავსებული ჰქონდა ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი. ბინის გაქირავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდა გ--------------–-ას დედა, რომელმაც უთხრა, რომ დავალიანების გამო ბინაში ელექტრო ენერგია იყო გამორთული და სთხოვა თანხის გადახდა. ქალბატონს სთხოვა, რომ თავად გადაეხადათ კომუნალური გადასახადები, რასაც ბინის ქირას გამოაკლებდა. დაზარალებულის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო, რომ წინა მდგმურებმა დატოვეს გადაუხდელი კომუნალური გადასახადი. პოლიციისგან შეიტყო, რომ გ--------------–-ამ და დ---------------ემ დაქირავებული ბინიდან გაიტანეს მისი კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი და ლომბარდში ჩააბარეს. დაზარალებულმა დაადასტურა, გამომძიებლის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილოებით, ქ. თბილისი, გ-------------ა, კ------------, ბ-------ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ფაქტი. მ-----------–-–---ს განმარტებით, გამომძიებელს წარუდგინა მაცივრის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია, რომელიც დაემთხვა ლომბარდიდან ამოღებული მაცივრის მონაცემებს. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ბინა გ--------------–-აზე და დ---------------ეზე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ჰქონდა გაქირავებული. კომუნალური გადასახადის დავალიანების სანაცვლოდ მაცივრის ლომბარდში ჩაბარების უფლება ბრალდებულებისთვის არ მიუცია (არც წერილობით და არც ზეპირად) და აღნიშნულ საკითხზე მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.

 

3.9. მოწმე ნ-------–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა ქ. თბილისში, კ------------ ნომერში მდებარე ინდ. მეწარმე ,,ი-----------–---–ის“ ლომბარდში ოპერატორად. 2017 წლის 25 მაისს მასთან მივიდა კლიენტი (როგორც შემდეგ გაირკვა დ---------------ე) და დასალომბარდებლად მიუტანა ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი. დ---------------ეს მისთვის მაცივრის შესახებ დოკუმენტაცია არ წარუდგენია. მოწმის განმარტებით, შეამოწმა მაცივარი, დ---------------ესთან გააფორმა სალომბარდე ხელშეკრულება და გადასცა 250 ლარი. ლომბარდში დადგენილი წესის შესაბამისად, დ---------------ის მიერ მიტანილი მაცივარი შეფასდა 250 ლარად, მისი ღირებულების მესამედ ფასად. ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ დ---------------ესთან. ბრალდებულს მაცივრის მიტანაში ვინმე ეხმარებოდა თუ არა, არ დაუნახავს. ლომბარდში მასთან ერთად სხვა ვინმე არ ყოფილა. დ---------------ემ წარუდგინა კუთვნილი ID ბარათი, რომლის ასლიც დაურთო სალომბარდო ხელშეკრულებას. ბრალდებულმა განუმარტა, რომ მაცივარს გაიტანდა 3 დღეში. დ---------------ის წასვლიდან დაახლოებით საათნახევარში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოწმის სახით გამოკითხეს. სამართალდამცველებმა დაათვალიერეს აღნიშნული მაცივარი. მეორე დღეს დაიბარეს ამოცნობაზე, სადაც ამოიცნო დ---------------ე. ასევე ლომბარდიდან ამოღებულ იქნა ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, სალომბარდო ხელშეკრულება და დ---------------ის ID ბარათის ასლი. მოგვიანებით, დ---------------ის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული, როგორც ძირი თანხა ასევე პროცენტი. ლომბარდს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

3.10. 2017 წლის 25 მაისის ადგილმდებარეობის (ლომბარდის) დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის ვ---------------–----------------–-------------------–---------------ელ ბ--------------------ის მიერ მოწმე ნ-------–---ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისში, კ-------------------ში მდებარე ინდ. მეწარმე ი-----------–---–ის ლომბარდი, სადაც დათვალიერებული იქნა ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი საიდენტიფიკაციო კოდით 2---------, სალომბარდო ხელშეკრულება №--, სადაც მითითებულია დ---------------ის პირადი ნომერი და მობილური ტელეფონის ნომერი, ასევე დათვალიერებული იქნა დ---------------ის პიროვნების დამადასტურებელი ID ბარათის ასლი.

 

3.11. მოწმე ბ--------------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ადგილმდებარეობის (ლომბარდის) დათვალიერების ოქმის სისწორე.

 

3.12. 2017 წლის 26 მაისის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ნ-------–---ის მიერ ამოცნობილი იქნა მარჯვნიდან მარცხნივ პირველ ადგილზე მდგომი პირი დ---------------ე, რომელიც ამოიცნო სიმაღლით (არის დაახლოებით 180 სმ.), სუსტი აღნაგობით, ქერა საშუალო ზომის თმით, მოწითალო ფერის წვერით, საშუალო ზომის ტუჩებით, ცხვირით და ყურებით.

 

3.13. მოწმე თ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ამოცნობის ოქმის სისწორე.

 

3.14. სასამართლო აფასებს დაზარალებულ მ-----------–-–---ს ჩვენებას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს. მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც მიანიშნებდა დაზარალებულის იმგვარ დაინტერესებაზე ბრალდებულების მიმართ, რაც მ----------–-–---ს ჩვენებას ეჭვქვეშ დააყენებდა. დაზარალებული მისი კუთვნილი მაცივრის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პირადად არ შესწრებია. მ-----------–-–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულებს მიაქირავა მისი კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, გ-------------ა, კ------------, ბ-------ში, სადაც სხვა ნივთებთან ერთად განთავსებული ჰქონდა „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა ბრალდებულ გ--------------–-ას დედასთან საუბარი, რომელიც შეეხებოდა მის მიერ (მ-----------–-–---ს მიერ) ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას. მ-----------–-–---მ კატეგორიულად მიუთითა, რომ მას გ--------------–-ასათვის და დ---------------ისათვის მაცივრის ლომბარდში ჩაბარების უფლება არ მიუცია.

 

3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ნ-------–---ის ჩვენებით ცალსახად დგინდება მ-----------–-–---ს კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივრის დ---------------ის მიერ ლომბარდში ჩაბარების ფაქტი. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულება დ---------------ესთან გააფორმა და სწორედ მას გადასცა 250 ლარი. ნ-------–---ს არ დაუდასტურებია, რომ დ---------------ეს მაცივრის მიტანაში ვინმე (მითუმეტეს გ--------------–-ა) ეხმარებოდა. ის გარემოება, რომ მაცივარი ნ-------–---ის ლომბარდში სწორედ დ---------------ემ ჩააბარა, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ხოლო გ--------------–-ას დახმარება/მონაწილეობა მაცივრის დაქირავებული ბინიდან გამოტანაში და ლომბარდში ჩაბარებაში, არ დასტურდება, არც დაზარალებულის და არც მოწმე ნ-------–---ის ჩვენებით. რაც შეეხება ადგილმდებარეობის დათვალიერებისა და პირის ამოცნობის ოქმებს, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირთა ჩვენებებს, სასამართლოს მოცემული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 26 მაისს ნ-------–---მა მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო დ---------------ე, რომელმაც მას მაცივარი ჩააბარა. გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა მაცივარი და დოკუმენტაცია. გამომძიებლებმა - ბ--------------------მა და თ----------------–---–მა დაადასტურეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასამართლო აღნიშნულ გარემოებებზე დამატებით არ იმსჯელებს.

 

3.16. მოწმე მ----------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისმა დედამ - მ-----------–-–---მ ქ. თბილისში, გ-------------ა, კ------------, ბ------ გააქირავა ორ სტუდენტ ბიჭზე. მოგვიანებით, მ-----------–-–---მ პოლიციისგან შეიტყო, რომ მდგმურებმა მისი კუთვნილი მაცივარი ლომბარდში ჩააბარეს. მოწმის განმარტებით, მაცივრის ღირებულება დაახლოებით 900 ლარს შეადგენდა. ბრალდებულებს მ-----------–-–---სგან მაცივრის ჩაბარების ნებართვა არ ჰქონდათ. კომუნალური გადასახადების დავალიანების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ბრალდებულების სახელები არ იცის. მისთვის ცნობილია მხოლოდ გვარები - ქ-----–-- და ბ--------ე.

 

3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე მ---------------- არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე. ქ. თბილისში, გ-------------ა, კ------------, ბ-------ში, მდებარე ბინის გაქირავების, აღნიშნული ბინიდან მაცივრის გატანისა თუ სხვა გარემოებების შესახებ მან ინფორმაცია მიიღო დედის - მ-----------–-–---სგან. შესაბამისად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით მოწმის ჩვენება არაინფორმაციულია და სასამართლო მასზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს. მოწმემ დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ მ-----------–-–---ს მაცივრის ლომბარდში ჩაბარების ნებართვა მდგმურებისთვის არ მიუცია.

 

3.18. ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 28 მაისს, ვ---------------–----------------–-------------------–---------------ელ თ------------------ის მიერ, ინდ. მეწარმე ,,ი-----------–---–ის“ ლომბარდის ოპერატორ ნ-------–---ისგან ქ. თბილისი, კ-------------------დან ამოღებულ იქნა ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი საიდენტიფიკაციო კოდით 2---------, რომელიც დაილუქა სათანადო წესით, სალომბარდო ხელშეკრულება №-- და დ---------------ის სახელზე გაცემული ID ბარათის ქსეროასლი.

 

3.19. ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 28 მაისს, ვ---------------–----------------–-------------------–---------------ელ თ------------------ის მიერ, მ-----------–-–---სგან ქ.თბილისი, გ-–-----------------------------------------დან ამოღებულ იქნა დ---------------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის ქსეროასლი, გ--------------–-ას სახელზე გაცემული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური ბარათის ასლი და ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივრის საგარანტიო ტალონი.

 

3.20. მოწმე თ------------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ამოღების ოქმების სისწორე.

 

3.21. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამოღების ოქმებითა და გამომძიებელ თ------------------ის ჩვენებით ზოგადად დგინდება, 2017 წლის 28 მაისს, კანონმდებლობის დაცვით, „ჰიტაჩის“ მარკის მაცივრისა და დოკუმენტაციის (სალომბარდე ხელშეკრულება, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტური ბარათის ასლი, მაცივრის საგარანტიო ტალონი) ამოღების ფაქტი. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მათი ჩატარების დროს რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. პირადობის მოწმობის ასლითა და სტუდენტური ბარათის ასლით დგინდება, რომ ბინა იქირავეს დ---------------ემ და გ--------------–-ამ, თუმცა ამ დოკუმენტებით შეუძლებელია დადგინდეს გ--------------–-ას მონაწილეობა მ-----------–-–---ს კუთვნილი მაცივრის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში.

 

3.22. 2017 წლის 30 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N8---- დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მაცივრის ,,HITACHI R----------“, სერიული ნომრით 2--------- საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით 2017 წლის 25 მაისის მდგომარეობით შეადგენს 450 ლარს.

 

3.23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ-----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

3.24. სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ-----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----------–-–---ს კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივრის ღირებულება ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 450 ლარს.

 

3.25. გამომძიებელმა მ----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონთან შესაბამისობა. მოწმის განმარტებით, მ-----------–-–---მ დამატებით დაკითხვისას დაადასტურა, რომ კომუნალური გადასახადების გადახდის მიზნით, საცხოვრებელი ბინიდან ტექნიკის ან ავეჯის გატანის და ლომბარდში ჩაბარების შესახებ ბრალდებულებთან წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი შეთანხმება არ ჰქონია (ამ თემაზე მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა).

 

3.26. გამომძიებელმა მ-----–-–--------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ შედგენილი პატაკისა და გამოკითხვისას გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე.

 

3.27. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამომძიებლების - მ----------------ისა და მ-----–-–--------–ის ჩვენებებით დგინდება მხოლოდ მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

3.28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა პოლიციელებმა და ექსპერტებმა დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომლებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები, ასევე მოწმე მ---------------- არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების მიმართ ან საერთოდ არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას ან წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

3.29. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

3.30. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

3.31. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - მ-----–-–--------–ის, მ----------------ს, ბ--------------------ის, გ-------–---–---–ის, მ----------------ის, თ----------------–---–ის, თ------------------ისა და გ-----------ის ირიბი ჩვენებების (მათ შორის ჩვენებების, რომლებიც არ შეეხება დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებს), საფუძველზე უტყუარად დაადგინოს თუ ვინ და რა ფორმით დაეუფლა მ-----------–-–---ს კუთვნილ ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარს.

 

3.32. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.33. ბრალდებულმა დ---------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის მაისის დასაწყისში გ--------------–-ასთან ერთად მ-----------–-–---სგან, სიტყვიერი შეთანხმებით იქირავა ბინა მდებარე ქ. თბილისი, ლ. გ-------------------ში. დაახლოებით 15 დღეში, წინა მდგმურების მიერ დატოვებული კომუნალური გადასახადის გადაუხდელობის გამო ელექტრო ენერგია გაითიშა. დაურეკეს მ-----------–-–---ს და სთხოვეს ელექტრო ენერგიის დავალიანების გადახდა. მ-----------–-–---მ აღიარა, რომ დავალიანება წინა მდგმურების გადასახდელი იყო, განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში თანხა არ ჰქონდა და სთხოვა გადასახადი მათ გადაეხადათ, გადახდილ თანხას მოგვიანებით ბინის ქირას გამოაკლებდა. მშობლებმა თანხა ვერ გადმოურიცხეს, რის შესახებაც შეატყობინეს მ-----------–-–---ს და უთხრეს, რომ კომუნალური გადასახადს ვერ გადაიხდიდნენ. სთხოვეს, რომ მაცივარს ორი-სამი დღით ლომბარდში ჩააბარებდნენ, რაზეც მ-----------–-–---მ თანხმობა განაცხადა. 25 მაისს ტაქსის მძღოლის დახმარებით მაცივარი ლომბარდში მიიტანა. გამოსვლისთანავე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მესამე დღეს სრულად დაფარა ლომბარდის თანხა პროცენტის ჩათვლით. გ--------------–-ა ლომბარდში არ ყოფილა. მას მოგვიანებით დაუკავშირდა. დაკავებისას შემთხვევით აღმოჩნდა მის გვერდით. მაცივრის მითვისების და გასხვისების მიზანი არ ჰქონია. ნივთი ლომბარდში დროებით დატოვა, კომუნალური დავალიანების გადახდის მიზნით.

 

3.34. ბრალდებულმა გ--------------–-ამ მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ, 2017 წლის აპრილის ბოლოს დ---------------ესთან ერთად იქირავა ბინა მ-----------–-–---სგან, მდებარე ქ. თბილისი, ლ. გ-------------ა 20, ბ------. ბინაში განთავსებული იყო ტექნიკა, მაგრამ არ მუშაობდა ონკანები, მოგვიანებით გაითიშა ელექტრო ენერგია. დაკავების შემდეგ შეიტყო, რომ მ-----------–-–---ს მაცივარი ლომბარდში ჩააბარა დ---------------ემ ელექტრო ენერგიის დავალიანების გადახდის მიზნით. პირადად ესაუბრა მ-----------–-–---ს და უთხრა, რომ ბინაში შუქი გაითიშა დავალიანების გამო, რომელიც არ იყო მათი გადასახდელი. მ-----------–-–---მ შესთავაზა მათ გადაეხადათ გადასახადი, რომელსაც თვის ბოლოს ბინის ქირას გამოაკლებდა. მშობლებს თანხის გამოგზავნის საშუალება არ ჰქონდათ, რაზედაც ორჯერ ან სამჯერ დაურეკეს მ-----------–-–---ს, თუმცა შედეგი არ ჩანდა. დაზარალებული გადასახადს არ იხდიდა. როგორც მისთვის არის ცნობილი, დ---------------ემ შესთავაზა დაზარალებულს, რომ დროებით, 3-4 დღით მის კუთვნილ მაცივარს ჩააბარებდა ლომბარდში. აღებული თანხით კი კომუნალურ დავალიანებას დაფარავდა და ონკანს გააკეთებდა. როგორც გაიგო მ-----------–-–---მ ნებართვა მისცა დ---------------ეს. დ---------------ემ მაცივარი სახლიდან გაიტანა ტაქსის მძღოლის დახმარებით. მაცივრის ჩაბარებისას სახლში არ იმყოფებოდა. გამომძიებელი დაპირდა მათ რომ საქმე რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ბინაში არ შეუშვეს და ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება არ მისცეს. გ--------------–-ას განმარტებით, არც მაცივრის ბინიდან გამოტანაში და არც ლომბარდში ჩაბარებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.35. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა დ---------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას ცალსახად დაადასტურა, რომ 2017 წლის 25 მაისს ლომბარდში ჩააბარა მ-----------–-–---ს კუთვნილი „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი. დ---------------ე არ დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, სადაც აღნიშნულია, რომ მან მესაკუთრის ნებართვის გარეშე გაასხვისა სხვისი კუთვნილი ნივთი. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მას მაცივრის მითვისების განზრახვა არ ჰქონია და ნივთი მესაკუთრის თანხმობით ჩააბარა ლომბარდში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ დ---------------ის ვერსიას თითქოს მას მაცივრის მითვისების განზრახვა არ ჰქონია, ვინაიდან საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაზარალებულმა მ-----------–-–---მ კატეგორიულად უარყო მაცივართან დაკავშირებით ბრალდებულებთან კომუნიკაციის ფაქტი. ანალოგიური გარემოება დაადასტურა მ-----------–-–---ს შვილმა მ----------------მაც.

 

ამდენად, სასამართლოს მოწმეების - მ-----------–-–---ს, მ----------------სა და ნ-------–---ის ჩვენებებით, ამოცნობის ოქმით, დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ---------------ემ მესაკუთრის თანხმობის გარეშე მართლსაწინააღმდეგოდ განკარგა და ლომბარდში ჩააბარა სხვისი კუთვნილი ნივთი - მაცივარი. აღსანიშნავია, რომ მაცივრის ლომბარდში ჩაბარების უფლება დ---------------ეს თავისად დაგულვებულად არ მიუჩნევია, ვინაიდან ამის თაობაზე თავად არ განუცხადებია და აპელირებდა მესაკუთრის თანხმობაზე (მაცივრის ლომბარდში ჩაბარების შესახებ), რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

 

3.36. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ გ--------------–-ას მიერ ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივრის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში თანაამსრულებლობის დასადასტურებლად, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე (მათ შორის ლომბარდის ოპერატორი ნ-------–---ი) არ ადასტურებს რაიმე ფორმით გ--------------–-ას მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში. მხოლოდ ის გარემოება, რომ გ--------------–-ამ დ---------------ესთან ერთად მ-----------–-–---საგან იქირავა ბინა, არ მიუთითებს ავტომატურად მის მონაწილეობაზე დანაშაულის ჩადენაში, მით უფრო, რომ აღნიშნული არცერთი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, გ--------------–-ას მიმართ წარმოდგენილი არ ყოფილა არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არამედ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაც კი, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულის მონაწილეობა მაცივრის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში.

 

3.37. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

3.38. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი და ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.39. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ეკონომიკური დანაშაულის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს და ქმნის უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

 

3.40. მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

3.41. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დასტურდება, რომ დ---------------ემ 2017 წლის 25 მაისს, მართლსაწინააღმდეგოდ, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ბინიდან გამოიტანა და უკანონოდ განკარგა - ნ-------–---ის ლომბარდში ჩააბარა მ-----------–-–---ს კუთვნილი „ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი. რაც შეეხება გ--------------–-ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას, გამოკვლეული მტკიცებულებებით მის მონაწილეობა მაცივრის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დ---------------ის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა მის მიერ დროებით საცხოვრებლად დაქირავებულ ბინაში არსებული ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი, რომლის განკარგვის რაიმე უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მან მესაკუთრის თანხმობის გარეშე ბინიდან გამოიტანა და უკანონოდ განკარგა მ-----------–-–---ს კუთვნილი მაცივარი. შესაბამისად, დ---------------ე არის სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი და სახეზეა დანაშაულის - მითვისების შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

4.3. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედება ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

4.4. დ---------------ისა და გ--------------–-ას მიერ, როგორც სავარაუდოდ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით, სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად დაადგინა, რომ არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გ--------------–-ას მონაწილეობა ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ქმედების ჩადენას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამდენად, ბრალდების მხარის აბსტრაქტული მითითება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენის თაობაზე, არ არის დადასტურებული არცერთი მტკიცებულებით და წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს.

 

4.5. რაც შეეხება მეორე მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედებას რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკური დანაშაულის თავში მნიშვნელოვნად ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივრის ღირებულება არის 450 ლარი, შესაბამისად, სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4.6. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მითვისების შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა აუცილებელი ნიშანი - მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შედეგი - მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. შესაბამისად, დ---------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ დ---------------ის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 182-ე მუხლით სრულ შესაბამისობაშია ამ საკითხზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის №1042აპ განჩინება, სამოტივაციო ნაწილი) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ ,,იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება ავტომობილს, რა დროსაც მას აქვს მისი, როგორც ფაქტობრივად საკუთარის, გამოყენების შესაძლებლობა, არა აქვს მნიშვნელობა, პირი რა სახით გამოიყენებს ავტომანქანას, - მისი დროებით სარგებლობა სურს, თუ ფიქრობს მისი გამოყენების სხვა ფორმებზე, - მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის გამოყენებული ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამისი მუხლით“. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დ---------------ემ მის მართლზომიერ მფლობელობაში (ბინის ქირავნობიდან გამომდინარე მაცივარიც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში) არსებული ნივთი - მაცივარი, მართლსაწინააღმდეგოდ, მესაკუთრის თანხმობის გარეშე გამოიტანა და განკარგა - ჩააბარა ლომბარდში, სახეზეა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და მნიშვნელობა აღარ აქვს ნივთი ლომბარდში დროებით ჩააბარა თუ, საბოლოოდ აღარ აპირებდა ნივთის ლომბარდიდან გამოტანას.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა გ--------------–-ას მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისად, იგი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დ---------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს დ---------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არის ანაზღაურებული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.

 

5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დ---------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისა სხვისი ქონება), დ---------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, მისწრაფებას სხვისი ნივთის დაუფლებით მიეღო ფინანსური სარგებელი), დამდგარ შედეგს (დაზარალებულ მ-----------–-–---ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის სტუდენტი, უმუშევარი), დ---------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/მაცივრის დაუფლება), ასევე დ---------------ის წარსულ ცხოვრებას (საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------ეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

5.7. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

5.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის 5.5.-5.7. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით დ---------------ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ---------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ერთი ცალი მყარი დისკი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო ცხრილით, შენახულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--------------–-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გ--------------–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ--------------–-ას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. დ---------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. დ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

6. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დ---------------ეს დამატებით სასჯელად დაეკისროს სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით.

 

7. დ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

- ერთი ცალი მყარი დისკი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო ცხრილით, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი