გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310019003114714
საქმე №3/24-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13.09. 2019 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასმართლო
მოსამართლე - ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი - დარეჯან ღამაბშიძე
მოსარჩელე - ხა------ ბ-–--ე
მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა“
წარმომდგენელი: ეკ--------- მე---, თა---- ცუ–------ე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ს.ს.ი.პ.,, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“
დავის საგანი - სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.აღიარებულ იქნეს იქნეს ხა------ ბ-–--ის (პ/ნ 5----------) მიერ ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა ს/ნ2--------) 2000 (1999-200 სასწავლო წელი) წელს სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტი და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
1.2.მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის სრული კურსი, მიიღო სრული ზოგადი განათლების ატესტატი. სკოლის დასრულების შემდეგ, მან რამდენიმეჯერ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი. ამ პერიოდში მოსარჩელემ დაკარგა სკოლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. 2019 წლის 22 მაისს მან განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
2019 წლის 24 ივნისის #01/1-----/გ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა დუბლიკატის გაცემაზე, რადგან „ს.ს.ი.პ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2019 წლის 20 ივნისის M---------------- წერილით ირკვევა, რომ: რესურსცენტრის მიერ გამოგზავნილი სკოლის 2019 წლის 28 მ----- # 6----- წერილით წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი ამავე წერილის თანახმად, მოქალაქის შესახებ სხვა დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება“.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელე მოითხოვს დაკმაყოფილდეს სარჩელი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე- ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა“ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ მოსარჩელე - ხა------ ბ-–--ე სწავლობდა ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლაში მე-10 და მე-11 კლასში, რაც დასტურდება სკოლაში არსებული და საქმეში წრმოდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1998 წლის 27 მ----- N-5 და 24 ივნისის N-6 ოქმები (დასტურდება, რომ ხა------ ბ-–--ე დაშვებულია მე-10 კლასში), ასევე სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნი, სადაც მითითებულია, რომ ხა------ ბ-–--ეზე გაცემულია N------- საშუალო განათლების ატესტატი, რითაც დასტურდება, რომ მას მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, ხოლო, რაც შეეხება სკოლის დირექტორის ბრძანებას ხა------ ბ-–--ის მიერ ს------ საშუალო სკოლის დასრულების შესახებ სკოლაში არ არსებობს (სკოლის მიერ აღნიშნული ბრძანება არც არქივისთვისაა გადაცემული).
მოძიების პროცესში სკოლის მიერ აღმოჩენილი იქნა: ხა------ ბ-–--ის პირადი საქმე, 1999-2000 სასწავლო წლის მე-11 კლასის საკლასო ჟურნალი, სადაც ფიქსირდება ხა------ ბ-–--ის წლიური, საგაზაფხულო გამოცდებისა და საბოლოო შეფასებების შესახებ ინფორმაცია; ასევე 2000 წლის 30 მ----- პედაგოგიური საბჭოს N-6 და 16 ივნისის N-7 სხდომის ოქმები, რომლითაც დასტურდება ხა------ ბ-–--ის მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდებზე დაშვება და მასზე ატესტატის გაცემა. სკოლის ანბანურ წიგნში ასევე ფიქსირდება ინფორმაცია რომ ხა------ ბ-–--ემ 2000 წელს დაამთავრა ს------ საშუალო სკოლა.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირმა - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 2019 წლის 22 მაისს სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის ქ. თბილისის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე ხა------ ბ-–--ემ (პ/ნ 5----------) და მოითხოვა სრულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
ხა------ ბ-–--ის განცხადებით, მან 2000 წელს დაასრულა ჭიათურის რაიონის სოფელი ს------ საშუალო სკოლის სრული კურსი.
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N1---ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (შემდგომში „მართვის სისტემა“) 2019 წლის 24 მაისს N6----- წერილით მიმართა ქ. ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში „რესურსცენტრი“) და სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლიდან (შემდგომში „სკოლა“) გამოითხოვა ხა------ ბ-–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
რესურსცენტრის მიერ გამოგზავნილი სკოლის 2019 წლის 28 მ----- N-6----- წერილით წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. ამავე წერილის თანახმად, მოქალაქის შესახებ სხვა დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება.
დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, მართვის სისტემამ 2019 წლის 28 მაისს გამოითხოვა მოქალაქის შესახებ ინფორმაცია.
არქივის 2019 წლის 03 ივნისის N13/62798 წერილის (მართვის სისტემაში რეგისტრაციის 6-----; 04/06/2019) თანახმად, ქალაქ ჭიათურის განათლების განყოფილების 2000 წლის საშუალო განათლების ატესტატის მისაღები გამოცდების ოქმები, ასევე - სკოლის დოკუმენტაცია არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ შესულა.
ვინაიდან მართვის სისტემის მიერ ვერ მოხერხდა მოქალაქე ხა------ ბ-–--ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელწმიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N1---ნ ბრძანებით დამტკციცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 20 ივნისის 8---- წერილით ეცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქალაქ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
3.2. მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. წარმოდგენილი შესაგებლით დაწესებულებამ სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მიუთითა, რომ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან არ არის აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სკოლასა და მოსარჩელეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა. კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ დავაში სააგენტო არ წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს, მხარის მოთხოვნაა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაიცემა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, მისი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ეს უკანასკნელი კი, დასახელებული დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფენ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ს------ საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის 2000 წლის 16 ივნისის N7 ოქმით დადგენილია, რომ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით ხა------ ბ-–--ეს (პ/ნ 5----------) მიეცა საშუალო განათლების ატესტატი იმის თაობაზე, რომ 2000 წელს ნამდვილად დაამთავრა ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის სრული კურსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოქმი N7 (ს.ფ 197);
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)
3.2. პედაგოგიური საბჭოს 1998 წლის 27 მ----- N5 ოქმის საფუძველზე ხა------ ბ-–--ე დაშვებული იქნა მე-10 კლასის მისაღებ გამოცდაზე. ს------ საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1998 წლის 24 ივნისის ოქმით ხა------ ბ-–--ე გამოცდების შედეგების შესაბამისად ჩარიცხული იქნა მე-10 კლასში. ს------ საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1999 წლის 27 მ----- N7 ოქმით დადგენილია, რომ ხა------ ბ-–--ე გადაყვანილი იქნა მე-10 კლასიდან მე-11 კლასში. პედაგოგიური საბჭოს 2000 წლის 30 მ----- N6 ოქმით დადგენილია, რომ ხა------ ბ-–--ე დაშვებული იქნა მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე. პედაგოგიური საბჭოს 2000 წლის 16 ივნისის ოქმი N7-ით დადგენილია, რომ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხა------ ბ-–--ეს მიეცა საშუალო განათლების ატესტატი. ატესტატების მოწმობებისა ქების სიგელების ბლანკების აღრიცხვის წიგნით დადგენილია, რომ ხა------ ბ-–--ეს მიღებული აქვს საშუალო სკოლის ატესტატი N2----1. საშუალო სკოლის ატესტატების გაცემის წიგნიდან დასტურდება რომ ხა------ ბ-–--ისათვის გაცემული საშუალო სკოლის ატესტატის N2----1 და საშუალო სკოლის ატესტატში ნაჩვენები ცნობები. მათ შორის ცოდნის შეფასება ატესტატის მიხედვით სასწავლო საგნებში.
ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ხა------ ბ-–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ყველა ინფორმაცია. საქმეში წარმოდგენილია ასევე მე-11 კლასის საკლასო ჟურნალი, სადაც ხა------ ბ-–--ეა ასახული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სხდომის ოქმი (ს.ფ 128);
- სხდომის ოქმი(ს.ფ. 134-135)
- სხდომის ოქმი(ს.ფ.148)
- სხდომის ოქმი(ს.ფ.191)
- სხდომის ოქმი(ს.ფ.197)
- საშუალო სკოლის გაცემის ატესტატების გაცემის წიგნი(ს.ფ.202)
- ჯურნალი(ს.ფ.161)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)
3.3. დადგენილია, რომ საშუალო განათლების ატესტატში ასახული საგნების საბოლოო შეფასების მონაცემების თანახმად, ხა------ ბ-–--ემ 2000 წელს (1999-2000სასწავლო) დაამთავრა ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის (ამჟამად ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა) სრული კურსი და საშუალო განათლების ატესტატში ნაჩვენებია ცოდნის შემდეგი შეფასებები: ყოფაქცევა -კარგი, მშობლიური ენა-3, მშობლიური ლიტერატურა-3, რუსული ენა-3 , რუსული ლიტერატურა 3 , ალგებრა 3, გეომეტრია - 3; საქართველოს ისტორია - 3; მსოფლიოს ისტორია - 3; ფიზიკა - 3; ასტრონომია - 3; ქიმია - 3; ბიოლოგია - 3; გეოგრაფია- 4; უცხო ენა
(ინგლისური) - 3; ფიზ. კულტურა - 4; შრომითი სწავლება -4; დაწ. სამხედრო მომზადება - 3; ინფორმატიკა - 4; საზოგადოებათმცოდნეობა-3. სხდომაზე წარმოდგენილმა მოწმეებმა: მე---- ცუ–------ემ, ე-–--- ცუ–------ემ და თ-- ცუ–------ემ ასევე დადასტურეს, რომ ისინი იყვნენ ხა------ ბ-–--ის თანაკლასელები და მათ ერთად დაამთავრეს ს------ საშუალო სკოლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პირადი საქმე (ს.ფ.157)
- წერილობითი დოკუმენტი(ს.ფ.109)
- საშუალო განათლების ატესტატის გაცემის წიგნი(ს.ფ.202-204)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.3. დადგენილია, რომ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2019 წლის 24 მაისს წერილობით მიმართა ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა ხა------ ბ-–--ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
სკოლის 2019 წლის 28 მ----- კორესპოდენციიდან ირკვევა, რომ ხა------ ბ-–--ემ 2000 წელს დაასრულა ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის თერთმეტი კლასი, რაც დასტურდება მასზე გაცემული საშუალო განათლების ატესტატის N2----1 მიღებაზე ხელმოწერით, სხვა დოკუმენტაცია სკოლაში არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.05.2019 წლის სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილები (ს.ფ. 106)
- სოფელ ს------ საჯარო სკოლის წერილი (ს.ფ. 108)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)
3.4. დადგენილია, რომ ხა------ ბ-–--ემ 2019 წლის 22 მ----- N5--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილებით ხა------ ბ-–--ეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, ვინაიდან ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №1---ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა ხა------ ბ-–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ივნისი №01/1-----/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 15)
3.5. ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა“ წარმოადგენს ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ. 67)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას-განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა“-მ წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმეობისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია - შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
6.3.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.
აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს ხა------ ბ-–--ის მიერ - „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის“ (ამჟამად ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა) 1999-200 სასწავლო წელში სრული სასწავლო კურსის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
6.4.სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
6.5.სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ს------ საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის 2000 წლის 16 ივნისის N7 ოქმით დადგენილია, რომ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით ხა------ ბ-–--ეს (პ/ნ 5----------) მიეცა საშუალო განათლების ატესტატი იმის თაობაზე, რომ 2000 წელს ნამდვილად დაამთავრა ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის სრული კურსი.
6.6.პედაგოგიური საბჭოს 1998 წლის 27 მ----- N5 ოქმის საფუძველზე ხა------ ბ-–--ე დაშვებული იქნა მე-10 კლასის მისაღებ გამოცდაზე. ს------ საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1998 წლის 24 ივნისის ოქმით ხა------ ბ-–--ე გამოცდების შედეგების შესაბამისად ჩარიცხული იქნა მე-10 კლასში.
ს------ საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1999 წლის 27 მ----- N7 ოქმით დადგენილია, რომ ხა------ ბ-–--ე გადაყვანილი იქნა მე-10 კლასიდან მე-11 კლასში. ატესტატების მოწმობებისა ქების სიგელების ბლანკების აღრიცხვის წიგნით დადგენილია, რომ ხა------ ბ-–--ეს მიღებული აქვს საშუალო სკოლის ატესტატი N2----1 . საშუალო სკოლის ატესტატების ჩასაწერი წიგნიდან დასტურდება რომ ხა------ ბ-–--ისათვის გაცემული საშუალო სკოლის ატესტატის N2----1 და საშუალო სკოლის ატესტატში ნაჩვენები ცნობები. მათ შორის ცოდნის შეფასება ატესტატის მიხედვით სასწავლო საგნებში.
ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია როინ მუმლაძის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ყველა ინფორმაცია.
6.7.დადგენილია, რომ საშუალო განათლების ატესტატში ასახული საგნების საბოლოო შეფასების მონაცემების თანახმად, ხა------ ბ-–--ემ 2000 წელს (1999-2000სასწავლო) დაამთავრა ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის (ამჟამად ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა) სრული კურსი და საშუალო განათლების ატესტატში ნაჩვენებია ცოდნის შემდეგი შეფასებები: ყოფაქცევა -კარგი, მშობლიური ენა-3, მშობლიური ლიტერატურა-3, რუსული ენა-3 , რუსული ლიტერატურა 3 , ალგებრა 3, გეომეტრია - 3; საქართველოს ისტორია - 3; მსოფლიოს ისტორია - 3; ფიზიკა - 3; ასტრონომია - 3; ქიმია - 3; ბიოლოგია - 3; გეოგრაფია- 4; უცხო ენა
(ინგლისური) - 3; ფიზ. კულტურა - 4; შრომითი სწავლება -4; დაწ. სამხედრო მომზადება - 3; ინფორმატიკა - 4; საზოგადოებათმცოდნეობა-3. სხდომაზე წარმოდგენილმა მოწმეებმა: მე---- ცუ–------ემ, ე-–--- ცუ–------ემ და თ-- ცუ–------ემ ასევე დადასტურეს, რომ ისინი იყვნენ ხა------ ბ-–--ის თანაკლასელები და მათ ერთად დაამთავრეს ს------ საშუალო სკოლა.
დადგენილია, რომ მოცემული შეფასება საბოლოოდ ჩამოყალიბდა გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდგომ. დაფიქსირდა ატესტატში და ატესტატი გაიცა კანონით დადგენილი წესით რაც დასტურდება კიდეც წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
6.8. საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. კერძოდ, ხა------ ბ-–--ეზე (დაბ:10.12.1982 წელს, პ/ნ 5----------) 1999-2000 სასწავლო წელს, „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის“ (ამჟამად ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა) მიერ გაიცა საშუალო განათლების ატესტატი ნომრით N2----1
6.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული სრული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
6.10.ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
6.11.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემო აღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №1---ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სრული განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის ხა------ ბ-–--ის (დაბ:10.12.1982 წელს, პ/ნ 5----------) სახელზე 1999-2000 სასწავლო წელს, ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის (ამჟამად ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა) მიერ გაიცა საშუალო განათლების ატესტატი ნომრით N2----1
6.12. .„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ამდენად, მითითებული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
ხა------ ბ-–--ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს 12340, იღებს შემწეობას. დადგენილია, რომ მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხა------ ბ-–--ის(პ/ნ5----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს ხა------ ბ-–--ის (პ/ნ5----------) მიერ ჭიათურის რაიონის სოფელ ს------ საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ საჯარო სკოლა ს/კ 2--------) 2000 წელს (1999-2000 სასწავლო წელი) სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი