გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3529-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.09.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–--------------
სხდომის მდივანი- თ-------–---–---------–----
მოსარჩელე - ი--------–----
წარმომადგენელი - ი-----------–---
მოპასუხე - ჯ--–--ა დ------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რეგრესის წესით, იპოთეკის საგნის მესაკუთრის, მოსარჩელის ი--------–----ს სასარგებლოდ მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–ზე 4546.00 აშშ დოლარის დაკისრება
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 30 აპრილს მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–მა სს „საქართველოს ბანკი“-დან აიღო სესხი 13.000.00 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელის უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ქუთაისი, მელიქიშვილის ქ N8/10 საკადასტრო კოდი: 0304.01.025.01.010. მოპასუხემ ნაწილობრივ არ შეასრულა სასესხო ვალდებულება და რათა აეცილებინა უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია გადაიხადა 9087.20 აშშ დოლარი, აქედან მოპასუხემ დაუბრუნა 4541,12 აშშ დოლარი და დღემდე არ უნაზღაურებს დარჩენილ 4546 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე და განმარტა, რომ გადაუხდის მოსარჩელეს 4546 აშშ დოლარს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს საქართველოს ბანკს“ და ჯ--–--ა დ------–---–ს შორის 2014 წლის 30 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N CAH000062432 რომლითაც მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–მა სს „საქართველოს ბანკი“-დან აიღო სესხი 13000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელის უძრავი ქონებით, მდებარე ქ.ქუთაისი, მელიქიშვილის ქ N8/10 საკადასტრო კოდი: 0304.01.025.01.010.
მტკიცებულება: ხელშეკრულება N CAH000062432 და საჯარო რეესტრის ამონაწერი(ს/ფ 18-24 და 33-34)
3.1.2. მოვალის ნაცვლად მოსარჩელე ი--------–---- 2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–-ს ნაცვლად იხდიდა ყოველთვიურ სესხის თანხას.
მტკიცებულება: საგადახადო დავალებები (ს/ფ 2532)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნო.
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 4546.00 აშშ დოლარი, მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 626-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 372-ე მუხლით - თუ კრედიტორი მიმართავს იძულებით აღსრულებას მოვალის კუთვნილ ნივთზე, მაშინ ყოველი პირი, რომელსაც ექმნება საფრთხე, რომ იძულებითი აღსრულებით შეიძლება დაკარგოს უფლება ამ ნივთზე,უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი. როცა მესამე პირი დააკმაყოფილებს კრედიტორს, მაშინ მოთხოვნის უფლება გადადის ამ პირზე.
-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ გულნარა ტყეშელიაძეს და შემდეგ მის თავდებ პირებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის, მიერ სრულად იქნა შესრულებული მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება. საკუთარი ქონების რეალიზაციის თავიდან აცილების მიზნით, გადაიხადა მოპასუხის დავალიანება და რეალიზაციის გან დაიხსნა საკუთრება.
კერძოდ:
6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს საქართველოს ბანკს“ და ჯ--–--ა დ------–---–ს შორის 2014 წლის 30 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N CAH000062432 რომლითაც მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–მა სს „საქართველოს ბანკი“-დან აიღო სესხი 13000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელის უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ქუთაისი, მელიქიშვილის ქ N8/10 საკადასტრო კოდი: 0304.01.025.01.010.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ არ შეასრულა სასესხო ვალდებულება და რათა აეცილებინა უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია მოსარჩელემ გადაიხადა 9087.20 აშშ დოლარი, აქედან მოპასუხემ დაუბრუნა 4541,12 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 4546 აშშ დოლარი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატის მომსახურების გაწევის შესახებ საგადახადო დავალება წარმოადგინა და ითხოვა 500 ლარის მოპასუხეზე დაკისრება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 371.90 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია 50 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხმ ცნო სარჩელი. შესაბამისად, გადახდილი ბაჟი 371.90 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან, საგადახადო დავალება #4. 24.11.2017 წელი. ხოლო მოპასუხე უნდა გათავისუფლდნენ ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 50 ლარი, რომელიც მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–ს გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სსს კოდექსის 199.1. მუხლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–ს უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა, მდებარე წყალტუბო, კოლხეთის ქ N10/14; ს/კ 2------------------ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ი--------–----ს სარჩელი.
2. დაეკისროს მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–ს პ/ნ 6---------- მოსარჩელე ი--------–----ს სასარგებლოდ 4546 (ოთხიათას ხუთას ორმოცდაექვსი) აშშ დოლარის გადახდა.
3. დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, წყალტუბო, კოლხეთის ქ. №10/14; საკადასტრო კოდი: (ს/კ 2------------------) რეალიზაცია.
4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი 371.90 ლარი, ანგარიშიდან -300183150, საგადახადო დავალება #4. 24.11.2017 წელი; გადამხდელი ი--------–---- (პ/ნ 6----------). გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“
5. დაეკისროს მოპასუხე ჯ--–--ა დ------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და საადვოკატო მომსახურების თანხის 500 (ხუთასი) ლარის გადახდა.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მ--–--------------