გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2019
საქმის ნომერი
110210119002814687
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 11-21-119002814687

N2/25-2019

გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.09.2019 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე შპს ”მ------------–ი”,წარმომადგენელი ხ--------------------ე,მოპასუხე ნ--------------ე,ი-------------ე,მ-------------ე,ნ-----------ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს ნ-------------ეს, ი------------ეს, მ-------------ეს და ნ-----------ეს შპს ,,მ------------–ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1444 ლარის გადახდა. (აქედან სესხის ძირითადი თანხა არის 1011 ლარი, პროცენტი - 273 ლარი, პირგასამტეხლო 160 ლარი) და სახელმწიფო ბაჟის -50 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე მიუთითებს: 2018 წლის 25 ივნისს ნ-------------ესა და შპს ,,მ------------–ს'' შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თაანხმადაც მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი 1750 ლარის ოდენობით. სესხით სარგებლობისათვის მხარეების მიერ გათვალისწინებული იქნა სარგებელი, რაც შეადგენა 472.50 ლარს. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სარგებლისა და სესხის თანხის გადახდას ყოველდღიურად 24.69 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.7 მუხლის თანახმად, თანხის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისა და ვალის წარმოშობის შემთხვევაში ,,მსესხებელი'' ვალდებულებას კისრულობდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით გადაეხადა 5 ლარი.

 

ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 25 ივნისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები ი------------ესთან, მ-------------ესთან და ნ-----------ესთან. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, თავდებებმა ვალდებულება იკისრეს მსესხებელთან ერთად თანაბარწილად, სოლიდარულად აენაზაღურებინათ წარმოშობილი დავალიანების თანხა, რითც ისინი სოლიდარულად გახდნენ ვალდებულნი სესხის, სარგებლისა და ჯარიმის გადახდაზე.

 

2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება შპს ,,მ------------–ის'' მიმართ შეადგენს 1444 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1011 ლარი, სარგებელი 273 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 160 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

მოპასუხე ნ-------------ემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თუმცა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მან სრულად ცნო სარჩელი და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხეებმა ი------------ემ, მ-------------ემ და ნ-----------ემ შესაგებელი არ შემოიტანეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე ნ-----------ემ სარჩელი სრულად ცნო.

 

მოპასუხეები ი------------ე და მ-------------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 25 ივნისს ნ-------------ესა და შპს ,,მ------------–ს'' შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თაანხმადაც მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი 1750 ლარის ოდენობით. სესხით სარგებლობისათვის მხარეების მიერ გათვალისწინებული იქნა სარგებელი, რაც შეადგენა 472.50 ლარს. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სარგებლისა და სესხის თანხის გადახდას ყოველდღიურად 24.69 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულება.

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2018 წლის 25 ივნისს შპს ,,მ------------–სა'' და მოპასუხეებს ი------------ეს, მ-------------ეს და ნ-----------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებებმა იკისრეს სრულად პასუხისმგებლობა ნ-------------ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 25 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებები;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.3 მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა განმარტება;

- გრაფიკი ფაქტიურად განხორციელებული გადახდებისა და დავალიანების თაობაზე.

 

3.1.4. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეების დავალიანება შპს ,,მ------------–ის’’ მიმართ შეადგენს 1444 ლარს, საიდანაც (აქედან სესხის ძირითადი თანხა არის 1011 ლარი, პროცენტი - 273 ლარი, პირგასამტეხლო 160 ლარი)

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- გრაფიკი ფაქტიურად განხორციელებული გადახდებისა და დავალიანების თაობაზე.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,მ------------–ის ’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 70-78-ე, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსამზადებელ და სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები სოლიდარული თავდები პირები ი------------ე, მ-------------ე და ნ-----------ე არ გამოცხადდა. მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა მათ მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეებმა ი------------ემ, მ-------------ემ და ნ-----------ემ შესაგებლები არ წარმოადგინეს. ნ-----------ემ სასამართლოს სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო. ი------------ე და მ-------------ე არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ. მათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ეცნობა სასამართლო უწყებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უწყება ჩაბარებულად ითვლება. მოპასუხე ი------------ეს და მ-------------ეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. შესაბამისად, სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მატერიალური კანონი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა უკავშირებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მიზნად აქვს დასახული მოსარჩელეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გამომრიცხავი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად გამართლებულია, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316, 361 463-ე, 623, 891, 895 896-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სარჩელის მოთხოვნას. შესაბამისად მოსარჩელის შუამდგომლობა ი------------ისა და მ-------------ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ნ-------------ემ და ნ-----------ემ სრულად ცნეს სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხოლო ი------------ის და მ-------------ის შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, შესაბამისად შპს ,,მ------------–ის’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ნ-------------ემ და მ-------------ემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე მთლინად ცნეს სარჩელი, ი------------ე და მ-------------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, შესაბამისად ნ-------------ე და ნ-----------ე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხეებს ი------------ეს და მ-------------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღურება შპს ,,მ------------–ისათვის.''

 

8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები .

 

საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნ-------------ისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვით აკრძალვა უნდა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ------------–ის'' (ს/კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ნ-------------ეს (----------------, ი------------ეს (პ/ნ 1----------) , მ-------------ეს (პ/ნ1----------) და ნ-----------ეს (პ/ნ 1----------) შპს ,,მ------------–ის'' (ს/კ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის თანხის 1444 (ათას ოთხას ორმოცდაოთხი ლარი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 1011 ლარი, პროცენტი - 273 ლარი, პირგასამტეხლო 160 ლარი.

 

3. მოპასუხეები ნ-------------ე და ნ-----------ე განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. მოპასუხეებს ნ-------------ეს (----------------, ი------------ეს (პ/ნ 1----------) , მ-------------ეს (1----------) და ნ-----------ეს (პ/ნ 1----------) შპს ,,მ------------–ის'' (ს/კ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ქონებაზე აკრძალვის დადებისათვის გადახდილი ბაჟი 50 ლრის გადახდა;

 

5. მოპასუხეებს ი------------ეს (პ/ნ 1----------) და მ-------------ეს (1----------) შპს ,,მ------------–ის'' (ს/კ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ-------------ეს (---------------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ზ----------–ი, ჩ---–---- ქუჩა N6, ს/კ 3-.1-.0-.0--.0-----) გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. გადაწყვეტილება ნ-------------ის და ნ-----------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. მოპასუხეებს ი------------ეს და მ-------------ეს გაეგზავნოთ გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ მათ გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე