გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
421210019003061990
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 421210019003061990

N2/128-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.09.2019 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე - აკ--- აგ-----–--ლი;

წარმომადგენელი - გი------ ბე----–--ლი;

მოპასუხე - ნი--- თა------ძე;

წარმომადგენელი - თა----- ჭუ---–--ლი

დავის საგანი - მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოპასუხეს დაეკისროს უძრავი ნივთის, მიწის ნაკვეთის, შესაძენად გადახდილი 1000 ლარის, ამ თანხის სესხის აღების გამო გადახდილი პროცენტი 205 ლარი, მიწის ნაკვეთის გასუფთავების ხარჯები 815 ლარი, რომელიც უნდა გამრავლდეს ოთხზე, რადგან ოთხჯერ ჩაატარა მიწის ნაკვეთის მიმართ სხვადასხვა სამუშაოები. ასევე მოითხოვა ადვოკატისათვის გადახდილი თანხის 350 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის, სულ მოსარჩელემ მოითხოვა 4575 ლარის დაკისრება მოპასუხის მიმართ.

 

მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 18 დეკემბერს მეზობელს ნი--- თა------ძეს შინაურული ხელწერილის საფუძველზე, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში 486კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში გადაუხადა 1000 ლარი. მოსარჩელემ გაასუფთავა მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკალ-ბარდით იყო დაფარული. გაასუფთავა ქვისაგან და შემოღობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გააერთიანა თავის მიწის ნაკვეთთან. მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხე მიწის ნაკვეთის გადაცემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი მაშინ, როდესაც მისარჩელეს თითქოს მიჰყიდა მიწის ნაკვეთი, უკვე მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა და გადაფორმებული თავის შვილზე. ამ ეტაპზე კი ნი--- თა------ძე და მისი შვილი უარზე არიან მიწა გადაუფორმონ მოსარჩელეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასეხე ნი--- თა------ძის წარმომადგენელმა თა----- ჭუ---–--ლმა სარჩელი ნაწილობრივ სცნო, კერძოდ: მან აღნიშნა, რომ მოპასუხეს ნამდვილად აქვს მოსარჩელის ვალი 1000 ლარის ოდენობით, ასევე მოპასუხე მზად არის გადაიხადოს ათასი ლარის სესხად აღებისათვის 205 ლარი, მაგრამ არ სცნო სარჩელი 3370 ლარის ნაწილში, რადგან მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის მიმართ არ ჩაუტარებია ის სამუშაოები, რასაც აღნიშნავს. ასევე ხეები, როლებიც მოჭრა სამასალე იყო და გამოიყენა. ამიტომ მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელეს 3370 ლარის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ეთქვას უარი.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული იყო წერილობითი, შინაურული სახის ხელშეკრულება უძრავი ნივთის, 486 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ. ოქმი)

- ხელწერილი ( საქმის ფ. 16)

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელემ მოითხოვა მიწის ნაკვეთის გაწმენდითი სამუშაოების, ადვოკატის და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარის ახსნა-განმარტება ( იხ. ოქმი)

 

3.2.2. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას მიწის შესყიდვისათვის 1000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, რადგან უძრავი ნივთის ამ შემთხვევაში 486 კვ.მ მიწის შესყიდვა ნამდვილად ვერ ჩაითვლება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად: უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოიშობა მიწის ნაკვეთის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად. ვინაიდან არც ერთი მხარე არ უარყოფს, რომ შინაურული ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე იღებს ვალდებულებას, რომ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცეს მოსარჩელეს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. ამდენად ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის მიმართ არ არის დადებული. საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 976-მუხლის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

 

ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

სასამართლო სდომაზე დადასტურდა და მოპასუხემაც აღიარა, რომ მან მოსარჩელისაგან აიღო 1000 ლარი, მიწის ნაკვეთი კი არ გადაუცია, უფრო მეტიც თავის შვილს გადასცა საკუთრებაში. აქედან გამომდინარე რადგან მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მას უნდა დაეკისროს 1000 ლარის ანაზრაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

3.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმადე: ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა 1000 ლარის სესხისათვის 205 ლარის გადახდის ფაქტი აღიარა და ამ ნაწილში სარჩელი სცნო. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 205 ლარის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის თანახმად: თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად. კანონის ამ დანაწესის თანახმად, როგორც ზემოთ აღინიშნა უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ვინაიდან უძრავი ნივთის მიმართ წერილობითი გარიგება არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და შესაბამისად არც ხელშეკრულება არ დადებულა, უსაფუძვლო გამდიდრების გამო ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას ექვემდებარება, მაგრამ ვინაიდან გადაცემული ნივთი, ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი არ შეიძლება, რომ სამუდამოდ შეძენილად ყოფილიყო მიჩნეული და აქედან გამომდინარე მასზე გაწეული ხარჯი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

3.2.5.სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ უნდა ანაზღაურდეს ადვოკატის 350 ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. მოსარჩელის მოთხოვნა გაწეული და გასაწევი ხარჯების ანაზღაურების მიზნით მითითებული ფაქტები, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარემ გამოთქვა აზრი, რომ მოსარჩელეს რაიმე მტკიცება, თუ რა ოდენობის ხარჯი გასწია მოსარჩელემ ადვოკატის მომსახურებაზე, არ წარმოუდგენია. აღნიშნულ მოთხოვნას სჭირდება მტკიცებულებები, ხოლო მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მოსარჩელის მხარეზეა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომელზედაც ამყარებს იგი თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაადსატურებდა, რომ მან ნამდვილად გასწია ხარჯი და შემოფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადაო ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადაო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გრემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე აკ--- აგ-----–--ლის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები კერძოდ, ადვოკატის მომსახურების თაობაზე, არ არის დასაბუთებული მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 976-ე, 980-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე, 131-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად: უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 976-მუხლის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

 

ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის თანახმად: თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმადე: რთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელე აკ--- აგ-----–--ლსა და მოპასუხე ნი--- თა------ძეს შორის დადებული იყო შინაურული სახის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლიც არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ამდენად ხელშეკრულება არ შეიძლება დადებულად ჩაითვალოს, ასევე მხარეები ადასტურებენ, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან აიღო 1000 ლარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ეს თანხა დაბრუნებას ექვემდებარება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკამრის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხემ სარჩელი 205 ლარის დაკისრების ნაწილში სცნო. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის 1000 ლარის სესხად აღებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 205 ლარის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მიწის ნაკვეთის მიმართ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლით მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, რომელიც იმ უძრავ ნივთზე დაიხარჯა, რომელიც შეიძლება სამუდამოდ შეძენილად ყოფილიყო მიჩნეული. ამ შეთხვევაში კი მიწის ნაკვეთი არ შეიძლება სამუდამოდ შეძენილად იქნას მიჩნეული და შესაბამისად არც მასზე გაწეული დანახარჯები არ უნდა ანაზღაურდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აკ--- აგ-----–--ლს გადახდილი აქვს ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. დავის საგანი წარმოადგენს 4575 ლარს, მოსარჩელეს გადაეხადილი აქვს 75 ლარი, უნდა გადაეხადა 68 ლარი. მოსარჩელე აკ--- აგ-----–--ლს ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6 ლარი და 38 თეთრი, ასევე დაუბრუნდეს 18 ლარი და 07 თეთრი, ხარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და 17 თეთრი დარჩეს ხაზინაში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-217-ე, 243, 248, 249, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე აკ--- აგ-----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ნი--- თა------ძეს (პ/ნ 4----------) დაეკისროს მოსარჩელე აკ--- აგ-----–--ლის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ 1205 ( ათას ორას ხუთი ლარი) ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელე აკ--- აგ-----–--ლს (პ/ნ 4----------) 3370 ( სამიათას სამას სამოცდაათი ლარი) ლარის ანაზღაურებაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.

 

4. მოსარჩელე აკ--- აგ-----–--ლს (პ/ნ 4----------) ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6 ლარი და 38 თეთრი, ასევე დაუბრუნდეს 18 ლარი და 07 თეთრი, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და 17 თეთრი დარჩეს ხაზინაში გადახდილად. (სს ,,ლიბერთი ბანკი" გადახდილი 2019 წლის 24 ივნისს, გადამხდელი გი------ ბე----–--ლი პ/ნ 4----------, სახაზინო კოდი 300563150)

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ყვარლის მაგისტრატის სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების 6-ე ნაწილში მითითებული წესის დაცვით.

 

6. გასაჩივრების მსურველ მხარეს, თუ იგი ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების დრო, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30- ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე.