განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/4050-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ლ-–- ა-------–---–-, ლ---- კ-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ა-------- ტ-------ი - დაბადებული 1--- წლის 4-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ--------------–----------------------.
კვალიფიკაცია:
ა-------- ტ-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2006 წლის 1------------ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ა-------- ტ-------ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია) განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1---------ს განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით. ა-------- ტ-------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 15 მარტს
2019 წლის 11 მარტს, მ-----– ხ-------–---–მა თავისი კუთვნილი 1500 (ათას ხუთასი) ლარად შეძენილი ,,ვაზ 21213’’ (ნივა) მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით N--------- ქ.თბილისში, რ------------------–--–ზე მდებარე ავტოსახელოსნოში დაუტოვა ა-------- ტ-------ს. ამ უკანასკნელმა დაათვალიერა ავტომანქანა და გადაწყვიტა თაღლითურად დაუფლებოდა, რის შემდეგაც მ-----– ხ-------–---–ს შეუთანხმდა, რომ თითქოსდა ავტომანქანას 2019 წლის 29 მარტამდე შეაკეთებდა 400 ლარად, რაზეც მ-----– ხ-------–---–ი დაეთანხმა და ა-------- ტ-------ს წინასწარ 200 (ორასი) ლარი გადასცა, რასაც ა-------- ტ-------ი ავტომანქანასთან ერთად თაღლითურად დაეუფლა.
აღნიშნულმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ მ-----– ხ-------–---–ისათვის 1700 (ათას შვიდასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2019 წლის 12 მარტს, ა-------- ტ-------ი ტელეფონით დაუკავშირდა მ-----– ხ-------–---–ს და განუცხადა თითქოს ავტომანქანისთვის საჭირო იყო გარკვეული დეტალების შეძენა, რის გამოც 100 ლარი მოსთხოვა, ამის შემდეგ ქ. თბილისში, რ------------------–--–ზე მდებარე თავის საცხოვრებელ N----- კორპუსთან, მან ა-------- ტ-------ს 40 (ორმოცი) ლარი გადასცა, რასაც ა-------- ტ-------ი თაღლითურად დაეუფლა.
აღნიშნულის შემდეგ 2019 წლის 14 მარტს, ა-------- ტ-------მა თაღლითურად დაუფლებული ზემოხსენებული ავტომანქანა ქ . თბილისში, კ----------------–--–------ მიმდებარე ე.წ „მ--------–--------------------ზე“ დასაშლელად ჩააბარა დ----- ქ---------–-–---–ს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით
2.1. ბრალდებულმა ა-------- ტ-------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 11 მარტს, მ-----– ხ-------–---–მა თავისი კუთვნილი 1500 (ათას ხუთასი) ლარად შეძენილი ვაზ 21213 (ნივა) მარკის ავტომანქანა ქ.თბილისში, რ------------------–--–ზე მდებარე ავტოსახელოსნოში დაუტოვა ა-------- ტ-------ს. ამ უკანასკნელმა დაათვალიერა ავტომანქანა და თაღლითურად დაეუფლა მას და ავტომანქანის შესაკეთებლად დატოვებულ თანხას 200 ლარს. ასევე, ა-------- ტ-------ი 2019 წლის 12 მარტს თაღლითურად დაეუფლა მ-----– ხ-------–---–ის მიერ მანქანის შესაკეთებლად გადაცემულ თანხას 40 ლარს. 2019 წლის 14 მარტს, ა-------- ტ-------მა ზემოხსენებული ავტომანქანა ქ. თბილისში, კ----------------–--–------ მიმდებარე ე.წ „მ--------–--------------------ზე“ დასაშლელად ჩააბარა დ----- ქ---------–-–---–ს.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-------- ტ-------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანია გამოწვია
2.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა-------- ტ-------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ მ-----– ხ-------–---–ისათვის 1700 (ათას შვიდასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.
2.6. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-------- ტ-------მა ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის
2.7. 2006 წლის 1------------ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ა-------- ტ-------ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი დანაშაულებისთვის, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების დადგენილი წესის შესაბამისად, ა-------- ტ-------ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი.
2.7.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის ზომად შეეფარდა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც აღსრულებულ იქნა 30/08/2010 წელს.
2.8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3-----–---ს განაჩენით ა-------- ტ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის 55-ე მუხლს გამოყენებით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2.8.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა-------- ტ-------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1------------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცა ამავე განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით.
2.8.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 03(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად მიემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1------------ს განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-------- ტ-------ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით და ჯარიმა 7000 (შვიდი) ათასი ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3--------–-ს განაჩენით ა-------- ტ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.10. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1-------------ს დადგენილებით მსჯავრდებულ ა-------- ტ-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3--------–-ს განაჩენით დანიშნული სასჯელი 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3-----–---ს განაჩენით დანიშნული სასჯელი 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეიკრიბა და მსჯავრდებულ ა-------- ტ-------ს განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლით 07 (შვიდი) დღითა და 06 (ექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
2.11. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1---------ს განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა-------- ტ-------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼ -ით. „ ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე: ა-------- ტ-------ი მთლიანად განთავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2-----–---ს განაჩენით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან; ასევე მთლიანად განთავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3-----–---ს განაჩენით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; ასევე ა-------- ტ-------ი მთლიანად განთავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1------------ს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ა-------- ტ-------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1------------ს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 01 (ერთ) წელს და ამ დანაშაულისათვის მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ა-------- ტ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 06 მარტიდან დაკავების დღიდან.
2.12. ა-------- ტ-------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 15 მარტს. აღნიშნული ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი.
2.13. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.14. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ა-------- ტ-------ი, ამჟამად ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედების ჩადენისას ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ადასტურებს, რომ ა-------- ტ-------მა ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ა-------- ტ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ მ-----– ხ-------–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მოწმეების მ-----–-----–---–-ს, ზ------ ჩ--------ს, გ---- ჩ-----–---–ის, ი---- წ----–-–---–ის, დ----- ქ---------–-–---–ის მოწოდებული ინფორმაციები, ამოღების ოქმი, ამოღებული ავტომანქანის დარჩენილი დეტალები, ა-------- ტ-------ს პირადობის მოწმობის და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლები, 2006 წლის 1------------ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, 2010 წლის 3--------–-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, 2010 წლის 3-----–---ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, 2010 წლის 1-------------ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დადგენილება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის განჩინება ,,ამინისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი გამოყენების თაობაზე, ნასამართლეობის ცნობა და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-------- ტ-------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი არაერთგზის, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით, ასევე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა-------- ტ-------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ა-------- ტ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ა-------- ტ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ა-------- ტ-------ი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; იგი არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილი პირი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ა-------- ტ-------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, ა-------- ტ-------ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
7.1. ავტომანქანის „ნივა’’ (ვაზ 21213) ორი ცალი წინა ხიდი მასზე ამოკაწრული ნომრებით N-------, ორი ცალი ე. წ „კარდანი“ და ერთი ცალი ე. წ „აპორონი დისკი“ ( დალუქული სახით ინახება საგამოძიებო ორგანოში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 255-ე, 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა-------- ტ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2.ა-------- ტ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. ა-------- ტ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4.ა-------- ტ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელი შთანთქავს თანაბარს და საბოლოოდ, ა-------- ტ-------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
6. ა-------- ტ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7.ა-------- ტ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 23 ივლისიდან.
8. ნივთმტკიცება:
8.1. ავტომანქანის „ნივა’’ (ვაზ 21213) ორი ცალი წინა ხიდი მასზე ამოკაწრული ნომრებით N-------, ორი ცალი ე. წ „კარდანი“ და ერთი ცალი ე. წ „აპორონი დისკი“ ( დალუქული სახით ინახება საგამოძიებო ორგანოში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/