გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N820210118002606157 (2-534/2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019.წ. ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
მოსარჩელე - შპს ,,ა----“
წარმომადგენელი - ე-----------ე და ნ--------------ე
მოპასუხე - ი/მ ქ-----–----–--ე
წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეს ი/მ ქ-----–----–--ეს დაევალოს მოსარჩელე შპს ,,ა----’’-ს გადაუხადოს დარჩენილი დავალიანება 21915.00 (ოცდაერთი ათას ცხრაას თხუთმეტი) ლარი.
1.2. მოპასუხეს ი/მ ქ-----–----–--ეს, მოსარჩელე შპს ,,ა----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო და სასამართლო გარეშე ხარჯების ანაზღაურება: სასამართლოს ბაჟისა და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 642,30+150=792,30 ლარის და იურდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 642,30 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 15 ივნისს ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ N1---- და 1---- ხელშეკრულებების თანახმად ერთის მხრივ ი.მ ქ-----–----–--ე (ს/კ 6----------, შემდგომში შემსყიდველი), წარმოდგენელი დირექტორის ქ-----–----–--ის სახით და მეორეს მხრივ შპს „ა----“ (ს/კ 4--------) შემდგომში მიმწოდებელი წარმომადგენელ დირექტორი ნ----------------ის სახით, შეთანხმდნენ შედეგებზე:
N1---- ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის ს. რ------ს საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა ამ ხელშეკრულების შესაბამისად. N1---- ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის ს. ბ------------–-ს საჯარო სკოლის ნაწილობრივ რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
N1---- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 94776 ლარს, ხოლო 1---- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 95983 ლარს. ორივე ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს სამუშაოების სრულყოფილ შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და კომუნალურ გადასახადებს.
მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
ორივე ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების პარალელურად მოახდინოს სამუშაოების შემოწმება, რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან. ამასთანავე, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს შემსყიდველთან მშენებლობის პროცესში გამოსაყენებელი მასალების ხარისხი. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი სამუშაოებს ასრულებს ეტაპობრივად: I ეტაპი - 30 კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის სამუშაოების წარმოდგენა. II ეტაპი - 30 კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის შესრულების წარდგენა. III ეტაპი - 30 კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა საბოლოო ეტაპი.
N1---- ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან და დაასრულოს არაუგვიანეს 2017 წლის 16 სექტემბრამდე. 1---- ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან და დაასრულოს არაუგვიანეს 2017 წლის 15 სექტემბრამდე.
„შემსყიდველი“ შესყიდვის ობიექტების მიღებას მოახდენს სამუშაოების დასრულების შემდეგ. შესყიდვის ობიექტები ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ აქტის გაფორმება მოხდება „ი.მ ქ-----–----–--ე“ - ის დირექტორსა და შპს „ა----ს“ დირექტორს შორის. შპს „ა----“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა მთლიანად, რაზეც გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტები. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, არ გადაუხადა დარჩენილი 21915 ლარი, რის გამო მოსარჩელეს ადგება მატერიალური ზიანი, რომელსაც დენადი ხასიათი აქვს. მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან იყო არაერთი მოლაპარაკება საქმის მორიგებით დასრულებაზე, რამაც არავითარი შედეგი არ გამოიღო, მოპასუხე შეგნებულად თავს არიდებს მხარის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და შეგნებულად არ უხდის დარჩენილ თანხას, რის გადახდასაც მოითხოვს მოსარჩელე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ნაწილობრივ სცნო სარჩელი 12 000 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ მათ რაიმე დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ აქვთ, ერთადერთი, რაზეც შეიძლება მხარეს პრეტენზია ჰქონდეს ესაა საგარანტიო თანხა, რაც ჯამურად შეადგენს 10 000 ლარს, ამჟამად მათ ანგარიშზეა განთავსებული 11 000 ლარი, თუმცა ადევს ყადაღა, რის გამოც არ შეუძლიათ ჩაურიცხონ მოსარჩელეს. მათ მიერ მოსარჩელეზე სრულადაა გადახდილი თანხები, ნაწილი გადარიცხვით და ნაწილი ხელზე. მხედველობაშია მისაღები, რომ ორივე ობიექტზე ჩატარდა ექსპერტიზები, რომლის ხარჯი იყო 4000 ლარი, რაც მოსარჩელეს არ აქვს გათვალისწინებული და გამოკლებული.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 15 ივნისს ერთის მხრივ ი.მ ქ-----–----–--ეს (ს/კ 6----------, შემდგომში შემსყიდველი, წარმოდგენელი დირექტორის ქ-----–----–--ის სახით) და მეორეს მხრივ შპს „ა----ს“ (ს/კ 4--------, შემდგომში მიმწოდებელი, დირექტორი ნ----------------ე) შორის გაფორმდა ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ N1---- და 1---- ხელშეკრულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 15 ივნისის ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ N1---- და 1---- ხელშეკრულებები.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.2. N1---- ხელშეკრულების თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის ს. რ------ს საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა, ხოლო N1---- ხელშეკრულების თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის ს. ბ------------–-ს საჯარო სკოლის ნაწილობრივ რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 15 ივნისის ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ N1---- და 1---- ხელშეკრულებები.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.3. N1---- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 94776 ლარს, ხოლო 1---- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 95983 ლარს. ორივე ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს სამუშაოების სრულყოფილ შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და კომუნალურ გადასახადებს. მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში, საბანკო რეკვიზიტზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 15 ივნისის ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ N1---- და 1---- ხელშეკრულებები.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვები.
3.1.4. ხელშეკრულებების თანახმად შემსყიდველის მიერ შესყიდვის ობიექტების მიღება მოხდება სამუშაოების დასრულების შემდეგ. შესყიდვის ობიექტები ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ 30 სამუშაო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 15 ივნისის ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ N1---- და 1---- ხელშეკრულებები.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.5. ხელშეკრულებებით მიმწოდებელი და შემსყიდველი ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 15 ივნისის ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ N1---- და 1---- ხელშეკრულებები.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.6. მოსარჩელე შპს ,,ა----ს“ მიერ დათქმულ დროსა და ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული იქნა
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 15 ივნისის ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ N1---- და 1---- ხელშეკრულებები.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- მიღება-ჩაბარების აქტები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „ა----“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა მთლიანად, რაზეც გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტები. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, არ გადაუხადა დარჩენილი 21915 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 15 ივნისის ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ N1---- და 1---- ხელშეკრულებები.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვები.
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები
- ამონაწერი შპს ,,ა----ს“ ანგარიშიდან
- მიღება-ჩაბარების აქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ მიერ მოსარჩელეზე სრულადაა გადახდილი თანხები, ნაწილი გადარიცხვით და ნაწილი ხელზე. მხედველობაშია მისაღები, რომ ორივე ობიექტზე ჩატარდა ექსპერტიზები, რომლის ხარჯი იყო 4000 ლარი, რაც მოსარჩელეს არ აქვს გათვალისწინებული და გამოკლებული.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომ მათ მიერ მოსარჩელეზე სრულადაა გადახდილი თანხები, ნაწილი გადარიცხვით და ნაწილი ხელზე. ასევე მოსარჩელეს არ აქვს გათვალისწინებული და გამოკლებული ობიექტზე ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯები 4000 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული N1---- და 1---- ხელშეკრულებები. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 15 ივნისს ერთის მხრივ ი.მ ქ-----–----–--ეს და მეორეს მხრივ შპს „ა----ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის ს. რ------ს საჯარო სკოლის და შუახევის მუნიციპალიტეტის ს. ბ------------–-ს საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა, ხელშეკრულების ღირებულებაზე, სამუშაოთა შესრულების ვადაზე და ანაზღაურების წესზე. დადგენილია, რომ N1---- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 94776 ლარს, ხოლო 1---- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 95983 ლარს. ორივე ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს სამუშაოების სრულყოფილ შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და კომუნალურ გადასახადებს. მხარეთა შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობა ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და რომ დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია ანდა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ არის მოპასუხის ბრალით. მოპასუხე მხარე სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და სცნობს სარჩელს 12 000 ლარის ნაწილში. მათ მიერ მოსარჩელეზე გადახდილია თანხები, ნაწილი გადარიცხვით და ნაწილი ხელზე, ასევე მოსარჩელეს არ აქვს გათვალისწინებული და გამოკლებული ობიექტებზე ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯები 4000 ლარი. როგორც ზემოთ აღინიშნა ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესზე - მხარეთა შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და არა ხელზე, ისე როგორ ამას მოპასუხე მხარე მიუთითებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს გარდა ახსნა-განმარტებისა, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების თანხების ნაწილი ხელზე გადასცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად სასამართლო ვერ მიიჩნევს ვალდებულებას სრულყოფილად შესრულებულად. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ღირებულებაზე, რომელიც მოიცავს სამუშაოების სრულყოფილ შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და კომუნალურ გადასახადებს. შესაბამისად მხარეთა შეთანხმებისამებრ ყველა ხარჯში იგულისხმება ობიექტებზე ჩატარებული ექსპერტიზების ხარჯებიც, რის გამოც უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მითითება, რომ მოსარჩელის მიერ არაა გათვალისწინებული ექსპერტიზის ხარჯები. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესით. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო 12 000 ლარის მოცულობით და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ბაჟის თანხის ნაწილის 330,50 ლარის გადახდა (21 915 - 12 000 = 9915 - 3% = 330,50) ხოლო მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, დარჩენილი თანხა 311,8 ლარი (642,30- 330,50 = 311,8) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-317-ე, 327-328-ე, 361-ე, 417-418-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ა----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ი/მ ქ-----–----–--ეს, შპს ,,ა----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს თანხის 21 915 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ი/მ ქ-----–----–--ეს შპს ,,ა----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 642,30 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე ი/მ ქ-----–----–--ეს შპს ,,ა----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხიდან 642,30 ლარიდან 330,50 ლარის გადახდა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 150 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე შპს ,,ა----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 642,30 ლარიდან - 311,8 ლარი (სს ,,საქართველოს ბანკი", საგადასახადო დავალება N10, გადახდის თარიღი 15.08.2018).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი № 358) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით გელაშვილი