გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/278-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.09.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–--------------
სხდომის მდივანი -გ-------------
მოსარჩელე - თ-------------–---
წარმომადგენელი - ირმა ბ-----–--ე
მოპასუხე - წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე ს------------------–-------------------------
წარმომადგენელი -თ--------------ე; მ----------------–---–ი
მოპასუხე: სა---------–-----------------------------------------------------------ო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა. ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებული თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს ა-------------------- 2018 წლის 03 აპრილის №104; 104-32-4-2----------- განკარგულების ბათილად ცნობა.
1.2. წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე ს------------------–-------------------------ზე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენა) პ------ ბ-----–--ის სამკვიდრო ქონების საკუთრების უფლების აღიარებაზე, თ------ ბ-----–--ის მოთხოვნასთან დაკავშირებით;
1.3. სა---------–-----------------------------------------------------------ოს №23/2347 2018 წლის 22 მარტის N23/2347 წერილის ბათილად ცნობა.
დავის არსი:
მოსარჩელის განმარტებით - თ------ ბ-----–--ის წინაპრები, მათ შორის მამა პ------ი ბ-----–--ე, დაიბადა და გაიზარდა წყალტუბოს რაიონის, სოფელ მექვენაში (ვანისჭალა), პ------ი ბ-----–--ეს არასდროს მიუტოვებია მისი კუთვნილი საცხოვრებელი ადგილი, ყოველწლიურად ამუშავებდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასთან ერთად თ-------------–---ც. პ------ი ბ-----–--ე (მამა) გარდაიცვალა 1998 წელს მას შემდეგ მოსარჩელის მიერ ხდებოდა მიწის ნაკვეთის დამუშავება, საკომლო ჩანაწერები ცალკე არ მოიპოვება. აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაკავებაც არ მომხდარა თვითნებურად, იმ დროინდელმა სასოფლო საბჭომ, როგორც მოსარჩელისთვის არის ცნობილი, გამოუყო ცალკე მიწის ნაკვეთი პ------ი ბ-----–--ეს.
იმის გამო, რომ არ მოიპოვებოდა საკომლო ჩანაწერები, მოსარჩელემ მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენა) თ------ ბ-----–--ის და პ------ი ბ-----–--ის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ეღიარებინათ მოსარჩელის საკუთრებად. თ------ ბ-----–--ის მიერ წარდგენილი იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტი სოფელ ვანისჭალის მცხოვრები ორი პიროვნების (სხვა პირი არ ცხოვრობს) ელგუჯა ბ-----–--ის და ოთარი ბ-----–--ის განცხადებები, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ნამდვილად ეკუთვნოდა პ------ი ბ-----–--ეს და თ-------------–---ს (მოსარჩელე).
წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებული მიწის ნაკვეთზე ს------------------–-------------------------მ 2018 წლის 03 აპრილის №104; 104-32-4-2----------- განკარგულების თანახმად, მოსარჩელეს უარი უთხრა მამის პ------ი ბ-----–--ის და მისი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის სიტუაციული ნახაზის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი განეკუთვნება პოტენციური ელექტროსადგურების ტერიტორიას (ენერგეტიკა 2), ასევე სა---------–-----------------------------------------------------------ოს 2018 წლის 22 მარტის №23/2347 წერილის თანახმად, წინააღმდეგია თ------ ბ-----–--ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა, ვინაიდან იგი პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის არეალში მდებარეობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების ა-------------------- განკარგულება და მათ შორის სა---------–-----------------------------------------------------------ოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, საუბარია მხოლოდ სავარაუდო, პოტენციური ჰიდროელექტროსადგურისათვის განკუთვნილ არიალზე. სინამდვილეში აღნიშნული პოტენციური ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს თ------ ბ-----–--ის საკუთრებას და იგი ვერ გახდება ელექტროსადგურისათვის კუთვნილ ტერიტორიად, მითუმეტეს საკუთრება დაცულია კანონით, საქართველოს კონსტიტუციით თუ კი ვინმეს რამე შეხება უნდა ქონდეს, მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და მითუმეტეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს არ უნდა შეეზღუდოს ვარაუდის დონეზე საკუთრების აღიარება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ა-------------------- წარმომადგენელმა - მ----------------–---–მა და თ--------------ემ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ,,ფიზიკურ და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
კომისია მიიჩნევს, იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია, დაადასტუროს, რომ მართალია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ მფლობელობას.
მოპასუხე არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ კომისიის განკარგულება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის სიტუაციური ნახაზის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი განეკუთვნება პოტენციური ელექტროსადგურების ტერიტორიას, ასევე სა---------–-----------------------------------------------------------ოს 2018 წლის 22 მარტის №23/2347 წერილის თანახმად, წინააღმდეგია თ------ ბ-----–--ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა, ვინაიდან იგი პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის არეალში მდებარეობს.
2.2. მოპასუხის პოზიცია:
2.2.1. მოპასუხე: სა---------–-----------------------------------------------------------ოს წარმომადგენელმა ნ----------------ემ სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სა---------–-----------------------------------------------------------ოს 2018 წლის 22 მარტის №23/2347 წერილით ირკვევა, რომ სა---------–-----------------------------------------------------------ომ განიხილა წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს ა-------------------- 2018 წლის 12 მარტის №32/100 წერილი, რომელიც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენას ადმინისტრაციული ერთეული), მოქალაქე თამაზ ბ-----–--ის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და სა---------–-----------------------------------------------------------ოს მიმართ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, სა---------–-----------------------------------------------------------ო წინააღმდეგია განხორციელდეს ზემოთ აღნიშნულ თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს აღიარება, ვინაიდან იგი მდებარეობს პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის არეალში. მხოლოდ მითითებულ წერილზე დაყრდნობით არ მიუღია წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე ს------------------–-------------------------ს გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულმა ორგანომ თვითონ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე არის აწ. გარდაცვლილი პ------ ბ-----–--ის შვილი.
მტკიცებულება: სარჩელი; მოწმეთა ჩვენება.
3.1.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ-------------–--- ცხოვრობს და რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში შ. ნუცუბიძის ქ.N 18-ში.
მტკიცებულება: სარჩელი; მოწმეთა ჩვენება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წლის 29 მარტს წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა (29/11/2017 N502819) თ-------------–--- მიმართ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში საკითხის წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს კომისიაში განსახილველად.
მტკიცებულება: განკარგულება N 104 (ტ.1.გვ.22-23; 25-26).
3.2.2. დადგენილია, რომ წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს ა-------------------- 03.04.2018 წლის N104 განკარგულებით, უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენა) 3522 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
კომისია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო საჯარო რეესტრის 2017 წლის 16 ნოემბრის სიტუაციურ ნახაზს, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი განეკუთვნება პოტენციური ელექტროსადგურების ტერიტორიას (ენერგეტიკა 2). ასევე სა---------–-----------------------------------------------------------ოს 2018 წლის 22 მარტის №23/2347 წერილით ირკვევა, რომ უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის არეალში მდებარეობს.
მტკიცებულება: წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს ა-------------------- 03.04.2018 წლის N104 განკარგულება. (ტ.1.გვ.22-23).
3.2.3. დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ საქმესთან დაკავშირებით, სა---------–-----------------------------------------------------------ოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია (დოკუმენტაცია) სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.
სა---------–-----------------------------------------------------------ოდან შემოსული მასალებით დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენას ადმინისტრაციული ერთეული) ჰესის მშენებლობას ახორციელებს შპს ,,ენკა რინიუებლზი“. მასალებს თან ერთვის ჰესის მშენებლობის სავარაუდო არეალის ნახაზი.
მტკიცებულება: სა---------–-----------------------------------------------------------ოს წერილი. (ტ.1.გვ.).
3.2.4. მოწმედ დაკითხულმა ოთარი ბ-----–--ემ განმარტა, რომ აწ. განსვენებული პ------ ბ-----–--ე ფლობდა მიწის ნაკვეთს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენას ადმინისტრაციული ერთეული). მიწის მიღება - ჩაბარების აქტის გარეშე.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმავე მიწის ნაკვეთს ამუშავებდა აწ. განსვენებული პ------ ბ-----–--ის შვილი - თ-------------–---.
მოწმის განმარტებით, ჰესის მშენებლობის შესახებ მისთვის ცნობილია, თუმცა ამჟამად ჰესის მშენებლობა შეჩერებულია.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.5. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმედ დაკითხულმა ელგუჯა ბ-----–--ემ განმარტა, რომ აწ. განსვენებული პ------ ბ-----–--ე ფლობდა მიწის ნაკვეთს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენას ადმინისტრაციული ერთეული). მიწის მიღება - ჩაბარების აქტის გარეშე.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმავე მიწის ნაკვეთს ამუშავებდა აწ. განსვენებული პ------ ბ-----–--ის შვილი - თ-------------–---.
მოწმის განმარტებით, ჰესის მშენებლობის შესახებ არ იცის.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.6. მოცემულ შემთხვევაში სადავოა გარემოება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ა-------------------- მიერ 03.04.2018 წლის N104 გასაჩივრებული განკარგულების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული განკარგულების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს თ------ ბ-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სა---------–-----------------------------------------------------------ოს მიმართ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სა---------–-----------------------------------------------------------ოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება.
6.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის მიმართვის და საკუთარი უფლებების და თავისუფლებების დაცვის უფლება გარანტირებულია ზემოთ აღნიშნული და სხვა სამართლებრივი აქტებით, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სა---------–-----------------------------------------------------------ოს №23/2347 2018 წლის 22 მარტის N23/2347 გასაჩივრებული წერილი არ წარმოადგენს ინდ. ადმინისტრაციულ აქტს და იგი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის შინაარსის შემცველი დოკუმენტია. გარდა ამისა, სა---------–-----------------------------------------------------------ო, რაიმე ფორმით არ წარმოადგენს არჩევითი ორგანოს ხელმძღვანელ რგოლს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მოხმობილი წერილი ვერ გახდებოდა წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებული თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს ა-------------------- გადაწყვეტილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
-თ------ ბ-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაცია.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე- 4 ნაწილით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს ა-------------------- 03.04.2018 წლის N104 გასაჩივრებული განკარგულება, რომლითაც თ-------------–---ს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენა) მდებარე 3522 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
6...,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
მითითებული ნორმატიული აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე ს------------------–-------------------------, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე ს------------------–-------------------------ს (შემდგომ–კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წლის 29 ნოემბერს წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა (29.11.2017 N 502819) თ------ ბ-----–--ის მიმართ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში საკითხის წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს კომისიაში განსახილველად.
საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე ს------------------–-------------------------ში. კომისიამ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“-ით დადგენილ სტანდარტებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთნ არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს ა-------------------- 03.04.2018 წლის N 104 განკარგულებით, თამაზ ბ-----–--ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენა) მდებარე თვითნებურად დაკავებული 3522 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.
6.6. სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლი ,,ე“ ქვეპუნქტის (ასეთივე პირობას ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი) თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე თ------ ბ-----–--ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, სარგებლობდა თუ არა თვითნებურად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენა) მდებარე თვითნებურად დაკავებული 3522 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. რამეთუ ამ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
6.7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე ს------------------–-------------------------მ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის სიტუაციური ნახაზის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი განეკუთვნება პოტენციური ელექტროსადგურების ტერიტორიას.
ასევე სა---------–-----------------------------------------------------------ოს 2018 წლის 22 მარტის №23/2347 წერილის თანახმად, სამინისტრო წინააღმდეგია თ------ ბ-----–--ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა, ვინაიდან იგი პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის არეალში მდებარეობს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;
მოცემულ შემთხვევაში სა---------–-----------------------------------------------------------ოდან შემოსული მასალებით დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენას ადმინისტრაციული ერთეული) ჰესის მშენებლობას ახორციელებს შპს ,,ენკა რინიუებლზი“. (სა---------–-----------------------------------------------------------ოდან გამოთხოვილ მასალებს თან ერთვის ჰესის მშენებლობის სავარაუდო არეალის ნახაზი).
ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ასევე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ოთარი ბ-----–--ემ, თუმცა განმარტა, რომ ჰესის მშენებლობა ამჟამად შეჩერებულია.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე უნდა იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა.
მფლობელობა , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამგვარად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ „ბატონობას“, ნივთის, როგორც საკუთარის მართვა-გამგეობას გულისხმობს და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით. საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის კი აღნიშნული გარემოების არსებობა უნდა დადგინდეს ზემოთ დასახელებული კანონის ამოქმედების მომენტისათვის. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ თამაზ ბ-----–--ე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე არ ფლობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში (მექვენას ადმინისტრაციული ერთეული) მიწის ნაკვეთს.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევით, მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების ამსახველი ფოტო მასალით, სასამართლოს მიერ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც თ------ ბ-----–--ის მიერ, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტობრივად წარმოადგენს სოფლის ჩვეულებრივ მინდორს, სადაც ხარობს ასეთი ადგილისათვის დამახასიათებელი ხე- ბუჩქები, ნაკვეთი შემორაგული არ არის, ამასთან მოცემულ ტერიტორიას ერთმნიშვნელოვნად არ ეტყობა დამუშავების და ათვისების კვალი. (იხ. ფოტოსურათები. ტ.1. ს.ფ. 98-99).
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება ვერ გახდება მოცემულ შემთხვევაში მიწის თვითნებურად დაკავების დადასტურების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამისილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
მითითებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვინაიდან სრულად და საფუძვლიანად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, მოიძია ყველა არსებითი ხასიათის მტკიცებულება და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2018 წლის 03 აპრილის №104; 104-32-4-2----------- განკარგულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვანისჭალაში (მექვენა) მდებარე 3522.00 კვ. მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნების დაცვით არის მიღებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხი ხელახალ განხილვას არ საჭიროებს, რაც ამ ნაწილში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასევე არ არსებობს იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 262-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-285-ე, 414-416-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, შეწყდეს საქმის წარმოება ადმინისტრაციული საქმეზე 3/278-18 მოსარჩელე - თ------ ბ-----–--ის სარჩელისა გამო, მოპასუხე - სა---------–-----------------------------------------------------------ოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
2.განემარტოს მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
4. უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს თ------ ბ-----–--ის სარჩელი მოპასუხე -წ---–--------------–----–--------------------–----–--------------- არსებული თვითნებურად დაკავებულ მ-–------------------------–---ს ა-------------------- მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. საქმის შეწყვეტის ნაწილში დაიშვება კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე მ--–--------------