გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2012-18 (140210118002679518)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივნები: ნანა ხინჩიკაშვილი
სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე - ინდივიდუალური მეწარმე შ--–--------–---–-
წარმომადგენელი - ვ-----------–-–---–-
მოპასუხეები - შპს ”ბ----------”, ზ------------–--, ბ----------------
წარმომადგენლები - ი-----------–--, ი----–-----, ბ-------------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს, შპს ”ბ----------ს”, ზ------------–--სა და ბ----------------ს ი/მ შ--–--------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 330 000 აშშ დოლარის გადახდა;
1.2 მოპასუხეებს, შპს ”ბ----------ს”, ზ------------–--სა და ბ----------------ს ი/მ შ--–--------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 1650 აშშ დოლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 20 000 აშშ დოლარისა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით, ი/მ შ--–--------–---–მა შპს ”ბ----------ს" 2015 წლის 19 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 110 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 115 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 15 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 45 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რომლის სანაცვლოდაც შპს ”ბ----------ს" 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა მიეწოდებინა ი/მ შ--–--------–---–-სათვის თხილი საბაზრო ღირებულების 2.5 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად ერთ კილოგრამ თხილზე.
2017 წლის 28 თებერვალს ი/მ შ--–--------–---–სა და შპს ”ბ----------ს, ასევე "შპს ”ბ----------ის" დამფუძნებლებს, ზ------------–--სა და ბ----------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრამდე დააბრუნონ ი/მ შ--–--------–---–-ს კუთვნილი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ მათ პირად საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებით.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გრაფიკის დარღვევის შედეგად მხარეთა შეთანხმებით გაიზარდა როგორც გადახდის ვადა, ისე გადასახდელი თანხის ოდენობა და შეადგინა 330 000 აშშ დოლარი, 100 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ მოპასუხეებს ორჯერ, 2017 წლის 10 ოქტომბერსა და 2017 წლის 10 დეკემბერს, ხოლო დარჩენილი 130 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2018 წლის 25 თებერვალს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და შესაგებელში განმარტეს, რომ გადასახდელი თანხა შეადგენს 270 000 აშშ დოლარს ვინაიდან მხარეთა შორის პირგასამტეხლოს თაობაზე არ ყოფილა შეთანხმება, გარდა ამისა მათ მოსარჩელისათვის გადახდილი აქვთ 130 000 აშშ დოლარი და მათი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 140 000 აშშ დოლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 19 აგვისტოს ი/მ შ--–--------–---–სა და შპს ”ბ----------ს" შორის დაიდო თხილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი/მ შ--–--------–---–მა შპს ”ბ----------ს" გადაუხადა 110 000 აშშ დოლარი.
3.1.2. 2015 წლის 30 აგვისტოს ი/მ შ--–--------–---–სა და შპს ”ბ----------ს" შორის დაიდო თხილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი/მ შ--–--------–---–მა შპს ”ბ----------ს" გადაუხადა 115 000 აშშ დოლარი.
3.1.3. 2015 წლის 30 აგვისტოს ი/მ შ--–--------–---–სა და შპს ”ბ----------ს" შორის დაიდო თხილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი/მ შ--–--------–---–მა შპს ”ბ----------ს" გადაუხადა 45 000 აშშ დოლარი.
3.1.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე მოსაპუხემ მოსარჩელეს არ მიაწოდა შეძენილი თხილი.
3.1.5. 2017 წლის 28 თებერვალს ი/მ შ--–--------–---–სა და შპს ”ბ----------ს, ასევე "შპს ”ბ----------ის" დამფუძნებლებს, ზ------------–--სა და ბ----------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრამდე დაებრუნებინათ ი/მ შ--–--------–---–-ს კუთვნილი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებდნენ მათ პირად საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს დაუბრუნეს თუ არა მოპასუხეებმა მოსარჩელეს 130 000 აშშ დოლარი უკან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში. ეს ის ნორმებია, რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ.
სახელშეკრულებო სამართალი მტკიცების ტვირთს ანაწილებს ისე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამყიდველს, ხოლო თანხის გადახდის მტკიცების ვალდებულება მყიდველს.
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სადავო 130 000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მათ მიერ მიღებული თანხიდან 270 000 აშშ დოლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნეს 130 000 აშშ დოლარი, ვინაიდან ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, რომელსაც თავის მხრივ მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა მიიღეს ი/მ შ--–--------–---–-საგან 270 000 აშშ დოლარი, მაგრამ სანაცვლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ და არც მიღებული თანხა არ დაუბრუნებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი/მ შ--–--------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 477-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 361-ე, 411-ე მუხლები;
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
მოსარჩელე მხარე მისი უფლებების დარღვევად იმ ფაქტს მიუთითებს, რომ მოპასუხეს გადაუხადა თანხა ნასყიდობის ხეკლშეკრულებიდან გამომდინარე, თუმცა მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და არც გადახდილი თანხა დაუბრუნა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით აღიარებულია სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რაც კერძო სამართლის სუბუექტებს აძლევს შესაძლებლობას ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება გარიგების დადების შესახებ, განსაზღვრონ ამ გარიგების შინაარსი. თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება შეუზღუდავი არ არის, რადგან ამავე ნორმის მიხედვით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლება შეზღუდულია კანონით დადგენილი სავალდებულო, იმპერატიული მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების არსი მდგომარეობს მყიდველის ვალდებულებაში ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება და ამის შესახებ საბუთები გადასცეს მყიდველს, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული ნასყიდობის საფასური.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც ი/მ შ--–--------–---–მა შპს ”ბ----------ს" 2015 წლის 19 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 110 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 115 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 15 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 45 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რომლის სანაცვლოდაც შპს ”ბ----------ს" ი/მ შ--–--------–---–-სათვის უნდა მიეწოდებინა თხილი 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე მაგრამ ვალდებულება არ შეასრულა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
2017 წლის 27 აპრილს ნოტარიუს თ-------------ის მიერ დამოწმებული, 2017 წლის 28 თებერვლის ი/მ შ--–--------–---–სა და შპს ”ბ----------ს, ასევე "შპს ”ბ----------ის" დამფუძნებლებს, ზ------------–--სა და ბ----------------ს თავდებობის შეთანხმების თანახმად, თავდებებმა იკისრეს ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრამდე დააბრუნონ ი/მ შ--–--------–---–-ს კუთვნილი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ მათ პირად საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელ დაცვას, რომელიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან, ხოლო კეთილსინდისიერი შესრულება ნიშნავს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
მოპასუხეებმა შპს "ბ----------მა", ზ------------–--მ და ბ----------------მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს, რომ გამოც ი/მ შ--–--------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, 270 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ 270 000 აშშ დოლარის საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, იგი მიიღებდა შემოსავალს წლიურ 6%-ს პროცენტის სახით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოყვანილი მხოლოდ ეს არგუმენტი, არ წარმოადგენს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საკმარის საფუძველს, ვინაიდან როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მყიდველს 270 000 აშშ დოლარი გადახდილი აქვს თხილის შეძენის მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა თხილის შეძენა და არა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში, იურიდიულად დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიხედვით დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
სარჩელის აღძვროს მომენტისათვის მოსარჩელემ სარჩელის ფასად 341 550 აშშ დოლარი მიუთითა, რისთვისაც სახელმწიფო ბაჟის სახით 3000 ლარი გადაიხადა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 140 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის 140 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნობის გათვალისწინებით ი/მ შ--–-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 200 (ათას ორასი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეებს, შპს ,,ბ----------ს“, ზ------------–--სა და ბ---------------ს ინდივიდუალური მეწარმე შ--–--------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1114.20 ლარის გადახდა, ასევე მის მიერ გადახდილი უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარისა და იუსრიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1500 ლარის გადახდა, სულ ჯამში სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის, 2 664.20 (ორი ათას ექვსას სამოცდაოთხი ლარისა და ოცი თეთრის) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ინდივიდუალური მეწარმე შ--–--------–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს შპს ,,ბ----------ს“, ზ------------–--სა და ბ---------------ს ინდივიდუალური მეწარმე შ--–--------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის გადახდა;
3. მოსარჩელე ინდივიდუალური მეწარმე შ--–--------–---–ს უარი ეთქვას სხვა ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;
4. მოპასუხეებს შპს ,,ბ----------ს“, ზ------------–--სა და ბ----------------ს ინდივიდუალური მეწარმე შ--–--------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის, 2 664.20 (ორი ათას ექვსას სამოცდაოთხი ლარისა და ოცი თეთრის) ლარის ანაზღაურება;
5. მოსარჩელე ინდივიდუალური მეწარმე შ--–--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 200 (ათას ორასი) ლარი, რაც 2018 წლის 17 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალებით განთავსებულ იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. სახაზინო კოდი: 300843150, ბანკის კოდი: TRESGE22;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონულ სასამართლოს მეშვეობით (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქუჩა №30);
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი