განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
020100119002827014
დავის ტიპი
236 4 , 236 3 , 179 3 გ , 179 3 ბ , 179 2 ბ
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002827014

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/47-19 20 სექტემბერი,2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ--------------–---

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ზ-------------------------------------------–-------–-–----------------------------–----------–---------------------------------------–-------------------–-----–----–----------–-------------------------–-----------------------–--------------–-----------------–-------------------------------–-----------------------

 

2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები

ქმედების შემადგენლობა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მორავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით

 

2.1.2ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით

ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა

 

2.1.3ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით

ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება

 

2.2. ადვოკატი ს-----------------–---–-

 

2.3. ბრალდებული ი-----–----–--------------------------------------–-------–-–-------------------------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-----–----–----------–--------–-------------------------------–-----–--------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები

ქმედების შემადგენლობა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მორავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით

 

2.4. ადვოკატი ა----------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ბრალდებულ ზ--------------ის ქმედება

 

1. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება

 

1.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ზ--------------- სროლისათვის ვარგის 9 მმ. ნომინალური კალიბრის N1709-5907 პისტოლეტ ARAL 2071-ს 2018 წლის 22 დეკემბერს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა აბაშის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე.

 

1.2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1.2.1. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

ცეცხლსასროლი იარაღის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, იარაღის შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ცეცხლსასროლი იარაღია პისტოლეტი, რევოლვერი და სხვა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ მ---------------ს ჩვენებით, ბალისტიკური ექპერტიზის დასკვნით და პისტოლეტით დადგენილია, რომ 9მმ. ნომინალური კალიბრის პისტოლეტი ,,ARAL 1071’’ ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო წარმოდგენილი ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. მანვე განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში გაიპარა შეცდომა, როცა მითითებულია, რომ ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. სინამდვილეში ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ისინი დამუხტული არ არის ჭურვებით და ვერ აზიანებს ადამიანს.პაკეტი ექსპერტთან დალუქული მივიდა, ფირნიშზე იყო ხელმოწერები. წარმოდგენილი პისტოლეტი პირველადი სახით არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ გადაკეთებულია და ამიტომ გახდა ცეცხლსასროლი. ის ისვრის ვაზნებს. საწყისი მდგომარეობით ის ხმის გამოსაცემადაა განკუთვნილი, სპეციალური ვაზნები აქვს, რომელიც დამუხტული არ არის. ამ პისტოლეტს ამჟამად სპეციალური მზღუდავი არ აქვს და ისვრის ჭურვებს. ქარხნულად ლულა დახშული იყო და იქიდან რამის გასროლა შეუძლებელი იყო.

დაცვის მხარე სადაოდ ხდის ბრალდებულისგან ამოღებული ნივთის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილებას, ამ დანიშნულებით გამოყენებისთვის ვარგისიანობას და აღნიშნავს, რომ ექსპერტს არ აქვს დადგენილი, დააზიანებდა თუ არა იარაღი ობიექტს, რადგან დამუხტული ჭურვი არ გაუსვრია.

სასამართლო ეყრდნობა რა ექსპერტიზის დასკვნას, პისტოლეტს და ექსპერტის ჩვენებას, განმარტავს, რომ ექსპერტმა ჩაატარა ექსპერიმენტი. კერძოდ, აღნიშნული იარაღიდან გაისროლა 9 მმ კალიბრის ორი ცალი ვაზნა, რითაც დაადგინა აღნიშნული ნივთის ცეცხლსასროლი იარაღისადმი კუთვნილების ფაქტი.მართალია, ექსპერტმა გაისროლა ჭურვით დაუმუხტავი ვაზნები, თუმცა ლულაში ჰაერის გამოტყორცნით დაადგინა იარაღის კუთვნილება ცეცხლსასროლი იარაღების კატეგორიისადმი. ექსპერტი არის სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული გარემოებების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნები. როგორც ჩანს, ექსპერტი იარაღიდან ჰაერის გამოტყორცნის ძალისა და ჭურვის მოქმედების სპეციფიკის მხედველობაში მიღებით მივიდა დასკვნამდე, რომ იმავე იარაღიდან ჭურვი თავისუფლად გამოიტყორცნება იმ ძალით, რომ დააზიანოს ადამიანი. აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ვინაიდან იარაღი გადაკეთებულია, მისგან ჭურვით ქარხნულად დამუხტული ვაზნები ვერ გაიტყორცნება. ამ იარაღიდან შესაძლებელია მისთვის განკუთვნილი ვაზნების ხელოვნურად ჭურვით დამუხტვა და გასროლა. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი ვაზნები კანონიერად არ იყიდება, რის გამოც ექსპერტს არ გააჩნია შესაძლებლობა, მოიპოვოს ასეთი ვაზნები კანონიერად და გაისროლოს ისინი. შესაბამისად, ექსპერტს მხოლოდ ის რჩება, მხედველობაში მიიღოს ლულის ფიზიკური მდგომარეობა, ჰაერის გამოტყორცნის ძალა, ჭურვის მოქმედებაში მოყვანის მექანიზმი და ამ მექანიზმის კონკრეტულ იარაღში ამოქმედების შესაძლებლობა და ამის შედეგად, უშუალოდ ჭურვის გასროლის გარეშე, მიიღოს დასკვნა იარაღის ცეცხლსასროლი იარაღების კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. ამდენად, ის გარემოება, რომ ექსპერტს ჭურვი არ უსვრია ლულიდან, არ აყენებს ეჭვქვეშ ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან ექსპერტს კანონიერად ფაქტობრივად არ შეეძლო ჭურვის გასროლა, ხოლო მისი საექსპერტო მუშაობის გამოცდილება, ცოდნა და უშუალოდ ამ იარაღზე ჩატარებული გასროლები, როგორც გაირკვა, მისთვის საკმარისი აღმოჩნდა დასკვნის გაცემისთვის. გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს საფუძველს მისცემდა, ეჭვი შეეტანა ექსპერტის ჩვენებასა და ექსპერტიზის დასკვნაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, რისი ფაქტობრივი შესაძლებლობას მას ჰქონდა.

რაც შეეხება საბრძოლო მასალას, როგორც ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით ირკვევა, ვაზნები არ წარმოადგენს საბრძოლო მასალას, ხოლო სხვა ნივთების საბრძოლო მასალისადმი კუთვნილება ბრალდებულს არ ედება ბრალად, რის გამოც საბრძოლო მასალის ტარების ნაწილში ბრალდება დაუსაბუთებელია.

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ამოღებული ნივთი წარმოადგენს გამოსაყენებლად ვარგის ცეცხლსასროლ ამასთან, დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული იარაღი არ მიეკუთვნება სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების კატეგორიას.

 

1.2.2. მართლსაწინააღმდეგო ტარება

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: გ---------–-----–---ს, მ--–------–-–-------ს ჩვენებებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. აბაშაში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე გამომძიებელ გ--------–-----–---ს მიერ ჩატარდა ზ--------------ის პირადი ჩხრეკა მისი თანხმობით. ჩხრეკის შედეგად შარვლის ქამრიდან ამოიღეს მოშავო ფერის ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი მოყავისფრო ფერის ტარით მასში მოთავსებული მჭიდით და ოთხი ცალი ვაზნით. ამოღებამდე ამოღებული ნივთები წარედგინათ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, ადგილზე დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ასევე ნივთმტკიცება პისტოლეტი, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა დალუქულ მდგომარეობაში შესაბამისი, მათ შორის ბრალდებულის ხელმოწერებით. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტში აღმოჩნდა პისტოლეტი წარწერით ARAL 1071 N1709-5907.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ზ--------------ის ჩვენების თანახმად, პოლიცია მასზე გადაკიდებული იყო, გამუდმებით აჩერებდნენ, აკავებდნენ, ჩხრეკდნენ, ნარკოლოგიურ კაბინეტში ამოწმებდნენ, ავიწროებდნენ. 2018 წლის 22 დეკემბერს ბენზინ გასამართ სადგურთან დააკავეს, მეორე ავტომანქანაში გადაიყვანეს, აჩვენეს პისტოლეტი, უთხრეს, ეს იარაღი შენიაო. პოლიციაში დაუდეს 2 ფურცელი- ერთი ნარკოტიკის შენახვას ეხებოდა, მეორე - იარაღისტარებას. ნარკოტიკის შენახვას ვერ აიღებდა საკუთარ თავზე და დათანხმდა იარაღის შენახვის აღიარებას. სპეციალურად შეცდომებით დაწერა ჩხრეკის ოქმში მინაწერი, რომ მიენიშნებინა შემდგომში იმაზე, რომ საკუთარი ნებით არ იყო შესრულებული წარწერა. იარაღთან დაკავშირებით დააკავეს და სამმართველოში მიყვანის შემდეგ დაიწყეს ყაჩაღობაზე საუბარი.

ბრალდებულის სხვა ადგილზე დაკავების, ჩხრეკის ჩაუტარებლობის და ჩხრეკის ოქმზე ხელის იძულებით მოწერის, ისევე, როგორც პოლიციის უმიზეზოდ გადაკიდების ვერსიები არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. კერძოდ, როგორც ჩხრეკის ოქმით, ასევე ჩხრეკაში მონაწილეპირების: გ--------–-----–---ს და მ--–------–-–-------ს ჩვენებებით ირკვევა, რომ ბრალდებულს ჩაუტარდა ჩხრეკა, რის შემდგომაც მისგან ამოიღეს იარაღი. მნიშვნელოვანია, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის არ არის წინააღმდეგობა, არც მოწმეთა ჩვენებებსა და ჩხრეკის ოქმს შორის არსებობს წინააღმდეგობა. ჩხრეკაში მონაწილე ორი პირის თანმიმდევრული ჩვენება და ჩხრეკის ოქმი, დალუქულ პაკეტსა და ჩხრეკის ოქმზე არსებული ბრალდებულის ხელმოწერები არ იძლევა ბრალდებულის პოზიციის გაზიარების საფუძველს.

ამასთან დაკავშირებით ბრალდებული აპელირებს იმაზე, რომ მან სპეციალურად გააკეთა ჩხრეკის ოქმზე მინაწერი შეცდომებით, რათა შემდეგ დაედასტურებინა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა, თუმცა ამის დასადასტურებლად დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ბრალდებულის ხელწერის სხვა ნიმუშები, რომ სასამართლოს მათთვის შეედარებინა ჩხრეკის ოქმის მინაწერი და დარწმუნებულიყო, რომ ბრალდებული თავისუფალ ნიმუშებში გაცილებით გამართულად წერს, ვიდრე ჩხრეკის ოქმში. ამის საპირისპიროდ ბრალდებულის წარსული - თვისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გატარებული ათეული წელი, ბრალდებულის ასაკი, მისი საქმიანობა - საქონლის მოვლა, ავტომანქანებით შეკეთება, სატვირთო ავტომანქანების ტარება - იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ მას ცხოვრებაში ხშირად არ უწევს წერა, რის გამოც მინაწერში შეცდომა არ არის გასაკვირი. ესეც რომ არ იყოს, ბრალდებულის გონება მახვილობის და სიფრთხილის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით (მან მოახერხა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის აუდიო ჩაწერა გამომძიებლისგან მალულად, რათა შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, გამოეყენებინა ის; სხვადასხვა დროს შექმნა არაერთი ვიდეოჩანაწერი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მოქმედებების საწინააღმდეგოდ; ახლობელთან საუბარში აღნიშნავდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას ვერასოდეს ვერაფერში გამოიჭერენ და ა.შ.), არ არის გამორიცხული, მას შეცდომები განზრახ დაეშვა შემდგომ ამაზე აპელირების მიზნით. ასეთ ვითარებაში უნდა გაირკვეს, არის თუ არა შეცდომიანი წარწერა ბრალდებულზე ზემოქმედებაზე მიმანიშნებელი.

ბრალდებული აღნიშნავს, რომ მან ხელი მოაწერა ოქმზე, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდა, ამას თუ არ იზამდა, მას ნარკოტიკის შენახვას დააბრალებდნენ, რასაც ვერ აიღებდა საკუთარ თავზე. ამ პოზიციის მიხედვით, ბრალდებულმა აირჩია იარაღის დაბრალება. სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია აღნიშნული, რადგან ბრალდებული, როგორც ცნობილია, აღრიცხვაზე იმყოფება და გადის სპეციალურ მკურნალობის კურსს, სადაც მას ეძლევა გარკვეული ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება პერიოდულად, ფარული აუდიო ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბრალდებულს ხშირი საუბარი აქვს ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით. ამდენად, მისთვის ნარკოტიკული საშუალებები არ არის უცხო, ის უნდა ერკვეოდეს სახეობებში, ოდენობებში, ფასებში, სასჯელებში და ა.შ. ამ ფონზე გაუგებარია, რას გულისხმობს ბრალდებული, როცა ამბობს, რომ ის ნარკოტიკული საშუალების შენახვას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა და ამიტომ არჩია იარაღის ტარების დაბრალება. საქმის მასალებით ცხადია, რომ ეს არ უკავშირდება ბრალდებულის უკიდურეს უარყოფით დამოკიდებულებას ზოგადად ნარკოტიკული საშუალებებისადმი. ეს ასევე არ უკავშირდება ამ ორი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელების სახესა და ზომას შორის დიდ სხვაობასაც (თუ არ არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება). ამასთან, იმ ვითარებაში, რასაც ბრალდებული აღწერს - რომ სამართალდამცავი ორგანოები ცდილობდნენ მის დაკავებას - თუ ამ „სასტიკ“ ორგანოებს ექნებოდათ ფაქტობრივი შესაძლებლობა და სურვილი, ბრალდებული უფრო დიდი ხნით მოექციათ იზოლაციაში - გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა გამოეჩინათ „ჰუმანურობა“ და თავად ბრალდებულისთვის მიეცათ უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის არჩევის საშუალება.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: თავად ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ის არაერთხელ შეაჩერეს სხვადასხვა ქალაქში, გადაამოწმეს ნარკოლოგიურ კაბინეტში, ჩაუტარეს ჩხრეკა, თუმცა ყველა შემთხვევაში ის საბოლოოდ გაათავისუფლეს. ამასვე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებები. ამდენად, თუ „იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით“ ბრალდებულის დაკავება იყო მიზანი, გაუგებარია, რამ შეუშალა ხელი საგამოძიებო ორგანოებს, ეს გაეკეთებინათ მანამდე და რამ შეუწყო ხელი განსახილველ შემთხვევაში. ბრალდებული აპელირებს იმაზე, რომ ის სულ მეუღლესთან ერთად დადიოდა, მეუღლე ტელეფონით იღებდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და ხელს უშლიდა მათ რამის ჩადებაში, თუმცა, როგორც ირკვევა, ბრალდებული ისეთ დროსაც არაერთხელ იქნა შეჩერებული, როცა ის არ იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად, რა დროსაც, ამის მსურველ პირს, ფაქტობრივი შესაძლებლობა ჰქონდა, აღესრულებინა „ავი ზრახვები“, თუმცა ეს მანამდე არ მომხდარა მიუხედავად იმისა, რომ ფარული აუდიო ჩანაწერები ამის საფუძველს მათ აძლევდათ.

ამდენად, ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებული, რომელსაც სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება წლების განმავლობაში ჰქონდა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავი დაეცვა მათი მხრიდან იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებისგან, რომელიც მათთან თითქმის ყველა შეხვედრას ტელეფონით აფიქსირებდა, ხელს არ მოაწერდა მისგან იმ ნივთის ამოღებაზე, რაც მას არ ჰქონია თან და ამით არ იკისრებდა სისხლისსმართლებრივ პასუხისმგებლობას, რისგანაც ამდენი წელი იცავდა თავს.

საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები ბრალდებულზე უსაფუძვლოდ რომ არ იყვნენ გადაკიდებულები, ამას ადასტურებს ფარული ჩანაწერები, სადაც ბრალდებული სხვა პირებს ესაუბრება ნარკოტიკულ საშუალებებზე, იარაღზე, სხვა პირთან ურთიერთობის გარკვევაში დახმარებაზე და ა.შ. აღნიშნული ჩანაწერები ხსნის, თუ რატომ აჩერებდნენ ბრალდებულს ხშირად. კერძოდ, ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარია, რომ ბრალდებული თბილისში უნდა წაყოლოდა სხვა პირს მესამე პირთან ურთერთობის გარკვევისთვის და თან უნდა წამოეღო მისი კუთვნილი ნივთი. ამ საუბრის შემდეგ ბრალდებული მართლა წაყვა აღნიშნულ პირს თბილისში, სადაც ბრალდებული შეაჩერეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი არ აღმოჩნდა და გამოძიება შეწყდა. იყო ასევე შემთხვევა, როცა ბრალდებული, დანიშნულებისამებრ, მივიდა მკურნალობის მორიგი კურსის ჩასატარებლად, სადაც მიიღო მისთვის გამოყოფილი დოზა, საიდან გამოსვლის შემდეგაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები გარკვეული საკითხის გარკვევის მიზნით და ნარკოლოგიურ კაბინეტში გადამოწმებისათვის. იყო ასევე შემთხვევა, როცა ბრალდებულის სახლი გაჩხრიკეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, თუმცა არაფერი ამოღებულა. ამ საქმესთან დაკავშირებით თავად ბრალდებული აღნიშნავს, რომ მან სპეციალურად მიაწოდა კონკრეტულ პირს არასწორი ინფორმაცია მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის თაობაზე, რათა გადაემოწმებინა მისი სანდოობა და ა.შ. ამდენად, ირკვევა, რომ ბრალდებულს მართლაც ჰქონდა ხშირი კონტაქტი სამართალდამცავ ორგანოებთან, თუმცა ამ კავშირების საფუძველი იყო თავად ბრალდებულის მიერ სხვებისთვის მიწოდებული ინფორმაციები კონკრეტულ, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც გადამოწმებას საჭიროებდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამდენად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბრალდებულის ხშირი შეწუხება იყო არა ამ ორგანოების უმიზეზო ქმედებები ბრალდებულის წინააღმდეგ, არამედ თავად ბრალდებულის მიერ გამოწვეული, მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. ასეთ ვითარებაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბრალდებულის ხშირი შეწუხება ვერ იქნება მიჩნეული მისი უმიზეზოდ ამოჩემების დამადასტურებელ გარემოებად, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ცეცხლსასროლი იარაღის ბრალდებულისთვის „ჩადების“ ვერსიის გამამართლებელ გარემოებად.

რაც შეეხება საბრძოლო მასალის ტარების ბრალდებას, ვინაიდან ვაზნები არ განეკუთვნება საბრძოლო მასალას, საბრძოლო მასალის ტარების ნაწილში ბრალდება არ ეყრდნობა წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უარყოფილია დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული ყველა ვერსია და უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული ატარებდა მისგან ამოღებულ, ხელოვნურად გადაკეთებულ და ცეცხლსასროლ იარაღად ქცეულ პისტოლეტს.

 

1.3. სამართლებრივი შეფასება

 

ცეცხლსასროლი იარაღისმართლსაწინააღმდეგო ტარება ისჯება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით. ამ დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ ნივთების მართლსაწინააღმდეგო ტარებას, რაც ნიშნავს მათთან ერთად გადაადგილებას. ამასთან, ეს ნივთები შესაძლოა მოთავსებული იყოს ჩანთაში, ტანსაცმელში, ეჭიროს სუბიექტს ხელში და სხვა. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების ტარებისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა.

საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კანონით არაუფლებამოსილი პირის მიერ ტარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვინაიდან სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის ხელთ არსებული საგანი იყო ცეცხლსასროლი იარაღი,აცნობიერებდა ასევე, რომ საქართველოს კანონმდებლობით მას არ ჰქონდა მისი ტარების უფლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სურდა ამ ქმედების ჩადენა, ე.ი. ის განზრახ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.

ცალკე შეფასებას მოითხოვს ის, თუ რამდენად კანონიერად ატარებდა ბრალდებული ცეცხლსასროლ იარაღს. საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ სპეციალურად ამისთვის უფლებამოსილი პირებისთვის არის ნებადართული მხოლოდ ზოგიერთი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბრალდებული განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაზე მინიჭებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამის თაობაზე არც დაცვის მხარეს განუცხადებია, რის გამოც ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება უტყუარად დადასტურებულია. ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება ბრალდებულს არ ჰქონია, ის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის გამოც მისი ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. რაც შეეხება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, აღნიშნული უნდა ამოირიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან, როგორც დაუსაბუთებელი და მტკიცებულებებზე დაუფუძნებელი ბრალდება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ზ--------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ--------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

1.4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზ--------------ისპასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

ზ--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელგარემოებას წარმოადგენს ნასამართლობა.

 

1.5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთის ტარება), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ცეცხლსასროლ იარაღად გადაკეთებული სასტარტო პისტოლეტის ტარება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას. მოცემული ნორმა ადგენს სასჯელის შეფარდებისას სახელმძღვანელო პრინციპს, რაც ვრცელდება სასჯელის ზომის განსაზღვრაზეც. აღნიშნული პრინციპის თანახმად, სასჯელის გამკაცრების ყოველი შემთხვევა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებით გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არსებობის და მის საფუძველზე სასჯელის დამძიმების აუცილებლობის თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მინიმალურთან მიახლოებულისანქციის განსაზღვრა.

 

1.6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, ნივთმტკიცება: პისტოლეტიმჭიდითდავაზნებით უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის ორგანოს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

2. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა

 

2.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ზ---------------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი 9მმ. ნომინალური კალიბრის პისტოლეტი ARAL 1071 N1709-5907.

 

2.2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.2.1. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

 

ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის ცეცხსასროლი იარაღისადმი კუთვნილებაზე უკვე გაკეთდა დასკვნა ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნაწილში, რაც ვრცელდება იმავე ბრალდებულის მიერ იმავე საგნის შეძენის ქმედებაზეც. ამ ნაწილზე ვრცელდება ასევე მსჯელობა საბრძოლო მასალისადმი ვაზნების კუთვნილების საკითხშიც.

 

2.2.2. მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას. შეძენა გამოიხატება ნებისმიერი ფორმით მათი, როგორც საკუთარის მიღებაში (ყიდვა, საჩუქრის სახით მიღება, პოვნა და სხვა). შენახვა ნიშნავს ადგილსამყოფლის მიჩენას ნებისმიერ ადგილას.

საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ზოგიერთი მათგანის შეძენა და შენახვაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შეძენა და შენახვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.

მოცემულ შემთხვევაში ვინდაიან ბრალდებულ ზ---------------ს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების დადგენის ნაწილში არ აღმოაჩნდა ამოღებული ნივთების ტარების სპეციალური ნებართვა, ხოლო მათი ტარება თავისთავად გულისხმობს მათ შეძენასან დამზადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ტარების ფაქტი იქნებოდა, დღის წესრიგში დგება ამ ნივთების შეძენის და შენახვის სამართლებრივი საფუძვლების საკითხის გარკვევა, ვინაიდან საქართველოში ამ ტიპის ნივთები ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. ზ---------------ს მისგან ამოღებული ნივთების შეძენისა და შენახვის ნებართვა არ გააჩნია, რის გამოც მისი ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ამ ნივთის უკანონო შეძენა.რაც შეეხება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ის წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება საქმის მასალებით ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა. ზ--------------ისგან იარაღი ამოღებულ იქნა მაშინ, როცა ის მას ატარებდა. დაუდგენელია ამ იარაღის შეძენის დრო. შესაბამისად, უცნობია, მან იარაღი შეიძინა უშუალოდ ტარების წინ თუ დიდი ხნით ადრე. ასეთ ვითარებაში არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ბრალდებულმა ეს იარაღი შეიძინა დიდი ხნით ადრე, მას ინახავდა, რის შემდეგაც გამოიტანა სამალავიდან და ატარა. ასეთი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დაუსაბუთებელია ბრალდება ცეცხსასროლი იარაღის შეძენის ნაწილში და აღნშიშნული უნდა ამოირიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან, როგორც უსაფუძვლო. აქვე უნდა ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხზეც: რადგან ამოღებული იარაღი არის გადაკეთებული პისტოლეტი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღად იქცა გადაკეთების შემდეგ, მისი ამ სახით ბრალდებულის ხელში აღმოჩენა შესაძლებელი იყო მომხდარიყო 2 გზით - მისი ბრალდებულის მიერ გადაკეთებით ან უკვე გადაკეთებულის შეძენით. ვინაიდან ამ იარაღის ბრალდებულის მიერ დამზადება, რომელიც უფრო მძიმე დანაშაულია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, მისი შეძენის ნაწილში წარდგენილი ბრალდება სასამართლოს სწორად მიაჩნია.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კანონის გვერდის ავლით შეძენით და შენახვით არღვევდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესს, მაგრამ, აღნიშნულს არ შეუშლიამისთვის ხელი, შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი.

 

2.3. სამართლებრივი შეფასება

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ისჯება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი. სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების შეძენისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის გარეშე იძენს მუხლში ჩამოთვლილ საგნებს, სურს ამ ქმედების ჩადენა ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განზრახ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინაცეცხლსასროლი იარაღი. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება, რის გამოც აღნიშნული ეპიზოდები უნდა ამოირიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ზ--------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ--------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

2.4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

ზ--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს ნასამართლობა.

 

2.5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთის შეძენა), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ცეცხლსასროლ იარაღად ხელოვნურად გადაკეთებული პისტოლეტის შეძენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (ნასამართლობა), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან5 წლამდე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მინიმალურთან მიახლოებული სასჯელის ზომის განსაზღვრა.

 

3. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მორავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ზ---------------მ განიზრახა დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღურად თავს დასხმოდა ი-----–----------თან ერთად მ-----–--------ს ოჯახს. განზრახვის სისხრულეში მოყვანის მიზნით ზ--------------- შეიარაღდაპისტოლეტისმაგვარი საგნით, ნიღბით და 2018 წლის 4 მარტს ი-----–----------თან ერთად მივიდა ქ. აბაშაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N17-ში მდებარე მ-----–--------ს საცხოვრებელ სახლთან და დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწია მ-----–--------ს ოჯახში. ი-----–----------მა მწებავილენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრა და პირი აუხვია მ-----–--------ს მეუღლეს - ლ--–-------------ს და მის არასრულწლოვან შვილს - ზ-------------ს, რომლებიც ერთმანეთზე გადააბა და მიაბა იქვე მისაღებ ოთახში მდგომ მაგიდას. ზ---------------მ დაიწყო ოთახების დათვალიერება, რადროსაც მისაღები ოთახის მაგიდის ქვეშ აღმოაჩინა შპს „თი-ბი-სი“- ფეის კუთვნილი ფულისტომრები. მათ დანის გამოყენებით დაჭრეს აღნიშნული ფულისტომრები, გადმოყარეს ფული იატაკზე და დაიწყეს ქაღალდის კუპიურებისა და ხურდაფულის განცალკევება და დახარისხება, დახარისხებული ფული ჩაყარეს იქვე არსებულ ტომრებსა და პოლიეთილენის პარკებში. რამდენიმე წუთში თავდამსხმელებმა მოაგროვეს და გაიტაცეს 10 ათას ლარზე მეტი ოდენობით ფულადი თანხა, ხოლო მ-----–--------ს მეუღლე - ლ--–------------- და მისი არასრულწლოვანი შვილი- ზ------------- მაგიდაზე მიბმულები დატოვეს და მიიმალნენ შემთხვევისადგილიდან.

 

3.2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.2.1. თავდასხმა, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით

 

მოწმე რ---------–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 მარტს 22:30-დან 23:00 საათამდე დაურეკეს და ჰკითხეს, თუ რა იცოდა აბაშაში თავდასხმაზე. გ----------------ს დაურეკა და მისგან მიიღო დასტური, რომ თავდასხმა სიმართლე ყოფილა.

მოწმე გ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ყაჩაღობის დღეს დაურეკა ა-–------------------–---მ 24:00 საათისთვის და ჰკითხა, მ-----–--------ს სახლში მოხდა თუ არა ყაჩაღობა. დაურეკა მ-----–--------ს, რომელმაც დაუდასტურა აღნიშნული.

მოწმე ი---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ იმ დღეს ჰქონდა ქუთაისში გამოცდა, სადაც წავიდნენ მ-----–--------ს ავტომანქანით, რის მერეც იმუშავეს და თანხა მიიტანეს მ-----–--------ს სახლში. ღამით ურეკავდა მ-----–--------ს ძმა, რომელმაც უთხრა, რომ დაუყაჩაღებიათ მისი ძმა. 70-80 ტერმინალის თანხა იქნებოდა მ-----–--------ს სახლში. 7-8 საათზე მიიტანა თანხა მ-----–--------ს სახლში. ყოველდღე მიჰქონდა ფული. მას, გ-----------------ს, გ--------------ს მიჰქონდა თანხა იქ.

მოწმე გ-----------------ს ჩვენების თანახმად, მ-----–--------მ უთხრა, ავტომანქანით დამხვდიო, რის გამოც 23 საათზე გაიყვანა მ-----–--------ს სახლიდან ავტომანქანა. მ-----–--------ს ბავშვი და მეუღლე იყვნენ სახლში.

მოწმე ა-–-----------------–-ძის ჩვენების მიხედვით,23:30 საათზე მორიგემ დაურეკა და ჰკითხა, თუ რა იცოდა. გ----------------მ უთხრა, ცუდი ამბავიაო.

მოწმე მ-----–--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ დააყაჩაღეს. იქნებოდა 22-23 საათი. სახლში თანხები ეყარა. წინა ოთახში 2 ჩანთა იდო. მეუღლემ თქვა, რომ გვერდითა კარიდან შემოვიდა ორი ნიღბიანი, დანით ჭრიდნენ ჩანთებს. 15-20 წუთი გაგრძელდა თავდასხმა. თავდამსხმელებს უთქვამთ, არ ინერვიულოთ, ფულს წავიღებთ და წავალთო. ერთი ჩანათას ჭრიდა, მეორე იარაღით ადგა თავზე მათ. ზ---------------ს იცნობს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მერე პოლიციამ ი-----–----------- მიიყვანა სახლში, რომელმაც რაღაცეები აღწერა. ამ დროს თვითონ მოშორებით იდგა. ზ--------------- სახლში არ მიუყვანიათ. მის სახლში ფულის მიტანა ტელეფონით ცნობილი გახდა მისთვის. პირველად რომ დაურეკეს თანხის მიტანაზე, შებინდებული იყო. თანხა იყო თიბისი ფეის კუთვნილება. ი---------------მ, კახა კაჭარავამ, გიორგი ჩოჩუამ და გ-----------------მ მიიტანეს თანხები იმ დღეს მის სახლში. ოთახში გადმოიტანეს ჩანთები, იქ დაჭრესო უთხრა მეუღლემ და ბავშვმა. 2 ჩანთა გახსნილი არ იყო.

მოწმე ლ--–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 22:30 საათზე კარები გაიღო და 2 შეირაღებული ნიღბიანი შემოვიდა. თვითონ და ზ------------- უყურებდნენ ტელევიზორს. ბავშვი გაფითრებული იყო. ხმა არ ამოიღოთ, არაფერს დაგიშავებთ, სად არისო თანხა, ჰკითხეს ნიღბიანებმა, სახლი გაჩხრიკეს. ერთი იარაღით დაადგა, მეორე დადიოდა ოთახებში. ერთმა გამოიტანა ტომრები, რომლებიც დანით გადაჭრეს. თანხები ამოჰქონდათ და აწყობდნენ ერთ ტომარაში, უბეშიც იდებდნენ, მერე გავიდნენ, არ იყვიროთო,- დაუბარეს,- და არფერი დაგიშავდებათო. ბავშვმა გაიხსნა სკოჩი და ისიც გაათავისუფლა, რის შემდეგაც ტელეფონით დედამთილს და მეუღლეს დაურეკა. მალევე მოვიდნენ მამამთილი, დედამთილი, მეზობლები და პოლიცია. ბავშვი ცუდად გახდა. თავდამსხმელებს შავები ეცვათ. ერთს სპორტული ზედა ეცვა. ვინც წებოვანი ლენტით მიაბა და ედგა იარაღით, ის ახსოვს უფრო. მას შავი გადაჭრილი ხელთათმანი ეკეთა. იარაღი ორივეს ჰქონდა. ერთმა თანხა გამოიტანა და მოეხმარა მეორე. მარჯვნივ დედამთილი ცხოვრობს, მარცხნივ - არავინ. იმ დღეს 2 ინკასატორი იყო მის სახლში მისული. პოლიციის მერე მალე მივიდა მეუღლეც. აბაშური კილოთი საუბრობდნენ თავდასხმელები. უფრო მეტად ქაღალდის ფული წაიღეს, მაგრამ ხურდაც მიაყოლეს. წვიმა იყო საშინელი. გვერდითა კარი ჩაკეტილი არ იყო, რადგან მეუღლეს ელოდებოდა. პოლიციის ხმა რომ გაიგეს, მეზობლებიც შევიდნენ. პოლიციის მერე 5 წუთში ექსპერტები მივიდნენ. ექსპერტებმა იმ კარის სახელური დაამუშავეს, რომელთანაც შეხება ჰქონდათ თავდასხმელებს. ინკასატორები ყოველდღე არ მიდიოდნენ, რადგან სამუშაო დღეებში თანხას ბანკში აბარებდნენ. თავდამსხმელებიდან ერთი იყო საშუალოზე მაღალი, მეორე - საშუალოზე დაბალი. მისი გაგებით 175 სმ. საშუალოზე მაღალია, 170 სმ. - საშუალოზე დაბალი. ხელი მას და მის შვილსერთმა თავდამსხმელმა შეუკრა. 15 წუთი იყვნენ მასთან თავდამსხმელები. თავდამსხმელებს შორის სიმაღლეში დიდი სხვაობა არ იყო.

მოწმე ი-----–----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ლ---------------ზე ჰქონდა ვულკანიზაცია მიქირავებული. კ---------მ 300 ლარამდე მონეტები მისცა, გადაახურდავა რიკო კრედიტში. სხვა დროს მონეტები არ მიუცია ლ---------------ს მისთვის. 500 ლარი უნდა მიეცა ქირის საფასური, საიდანაც 300 ლარი ხურდა ფულით მისცა. ყოფილა შემთხვევა, ვულკანიზაციაში 1000 ლარიცამოუღიათხურდების სახით 3-4 თვის ნამუშევარი.

მოწმე ნ--------–-----ს ჩვენების და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: ‘’შესასვლელი კარის გარეთა და შიგნითა სახელური და ჭანჭიკები’’ მოთავსებულ ორ ცალ სახელურზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ---------------ს. პაკეტში წარწერით ,,პოლიეთილენის პარკები და ოთხი ცალი ნაჭრის ტომარა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული’’ მოთავსებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკებზე და ასევე პარკის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის ზ---------------ს. მომწვანო ფერის ჩანთაზე, ფლურესენცული ნათების მქონე დანაშრევებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ---------------ს. მეორე მოლურჯო ფერის ჩანთაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ---------------ს. პაკეტში წარწერით ,,ორი ცალი ნაჭრის ტომარა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული’’ მოთავსებულ ორ ცალ ჩანთაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის ზ---------------ს. ექსპერტთან შესადარებლად იგზავნება სისხლი ან ნერწყვის ნიმუშები. პაკეტები დალუქული იყო, მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, შესამჩნევი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

მოწმე გ--–--------ის ჩვენების და შპს ,,თიბისი ფეი’’-დან მიღებული მომართვის თანახმად, შპს ,,თიბისი ფეი’’-ზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 258,427,5 ლარი და 1430 დოლარი, თუმცა უცნობი დარჩა კონკრეტულად ამ თანხის დამაანგარიშებელი პირის ვინაობა და დაანგარიშების წესი. ბანკომატში თანხის შეტანა და გამოტანა ავტომატურად ისახება მათ პროგრამაში. არ იცის, დაზღვეული იყო თუ არა თანხა, რომელიც გაიტაცეს და მიიღო თუ არა ბანკმა ანაზღაურება.

მოწმე ზ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბებიის სახლიდან ახალი მისული იყო სახლში. 10 წუთში მათთან შევიდა 2 ბოროტმოქმედი. მათგან ერთს იარაღი ჰქონდა. მას დედასთან ერთად ხელები შეუკრეს. თავდამსხმელები ოთახებში დადიოდნენ, ფულის მოთავსება დაიწყეს ტომრებში. 15 წუთი იმყოფებოდნენ ისინი მათთან.22:30–23:00 საათი იქნებოდა, როცა თავდამსხმელები მივიდნენ მათთან. ინკასატორი იყო მანამდე მისული მათთან და გასაღები მიიტანა. ინკასატორის წასვლიდან 15 წუთში მივიდნენ ბოროტმოქმედები. წვიმდა. ერთი თავდამსხმელი ხელებს უკრავდა წებოვანი ლენტით, მეორე ოთახებში დადიოდა. წასვლისას თქვეს, არ გაინძრეთ, ისევ დავბრუნდებითო, მუქი ტანსაცმელი ეცვათ. ერთს იარაღი ჰქონდა, მეორეს დანა ეჭირა ტომრების გასახევად. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ქართულად და მეგრულად, სიმაღლით ერთმანეთის ტოლები იყვნენ., სუსტები. ძლიერი წვიმა არ იყო. პოლიცია მივიდა დარეკვიდან 3-4 წუთში, როცა უკვე არ წვიმდა. მათ დაატოვებიეს ოთახი და ექსპერტიზისთვის მომზადება დაიწყეს. ვინც ხელებს უკრავდა, მას ხელთათმანი არ ეკეთა.ორმა ინკასატორმა მიიტანა თანხა იმ დღეს. ჰარი პოტერს უყურებდა, როცა თავდამსხმელები მივიდნენ.

მოწმეების: ლ-----–-----ს, დ---------–-–--ს, გ--------------ს ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს მ-----–--------ს საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ამოიღეს ტომრები, პოლიეთილენის პარკები, წებოვანი ლენტის შეკვრა, კარის სახელურები, ორი ცალი დალუქული ტომარა, მონეტები, ქაღალდის კუპიურები და სხვა ნივთები. ამოღებული ნივთები დაილუქა, ლუქზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით დასტურდება, რომ დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა და ექსპერტს გადაეგზავნატომრები, პარკები, კარის სახელური და სხვა ნივთები.

სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული №1408200206, №1408166426, №1408166846, №1408166847, №1408166867, №140866873, №1408166879, №1408167857, №14081684489 ფონოგრამებით დადგენილია, რომ ზ--------------- დაინტერესებულია ინკასაციაზე, მათ შორის თიბისი-ფეის ინკასაციაზე, ყაჩაღურ თავდასხმაზე, საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული თავდასხმა.

ფარული აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიომასალით, კერძოდ დისკი N77/2ს ფაილი 003.raw დასტურდება, რომ ზ--------------- საუბრობს დიდი ფულის გადახურდავებაზე. კერძოდ: ზ--------------- ამბობს: ,, ბიჭო, როგორ მქონდა იცი, ვინუჟდენი ფულები მქონდა გადასახდელი, გინდა არ გინდა უნდა გადამეხურდავებინა, იმაზე ფული მქონდა 8 ათასი შესატანი მქონდა.’’ ამავე ფონოგრამის საუბარში მოხსენიებულია ლ--------------- იმ კონტექსტში, თუ როგორ დაეხმარა იგი მას, კერძოდ, ქალბატონი ამბობს: ,,ლევანი მაგრად...’’ ზ--------------- პასუხობს: ,,მაგრად ბიჭო ყველაფერი....’’ ამავე ჩანაწერში ზ--------------- საუბრობს: ,,140 ათასი დამრჩა ძმა, 150 ათასი კიდე აქეთ მეკუთვნოდა იქიდან ფული, სტოტიშებში იყო ის, გამომყოლოდა კაროჩე, სტოტიშს აგი წაიღებდა, 50 კიდე ჩემი იქნებოდა იქიდან, წარმოიდიგნე, რა ფული დავკარგე, ხალხი ნატრულობს და გზაში გადამეყარა წარმოიდგინე.“ ,, კაროჩე, 75 ათასი სახლში დავტოვე, 80 ამდე გზაში დავაგდე“. ამავე საუბარში ზ--------------- ყვება: ,,აბა რა, შენი თვალით უყურებ ძმაო. ჩადო მანქანაში.... მე იარაღს მოვკიდე .... უკვე .. და მეთქი დავაჭედებ ამას ამათი... ბოლო შანსია... ასე ხელი მოვატრიალე ... პადიეზდში ვიდექი, ხო დავაგდე ქუჩაში და ხო შევირბინე, გააჩერეს, ხელი მოკიდეს და ჩადეს, მოატრიალეს, უკნიდან ჩემი თვალით ვუყურებდი.“

ფარული აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული დისკის N77/3ს ფაილი 004.raw თანახმად, ზ---------------ს ჰქონდა ბევრი ფული, თუმცა ახლა არაფერი არ აქვს და ლომბარდებში დადის, კერძოდ, ამბობს: ,,ერთ თვეში ფული არ მქონდა...“

მოწმე სამსონ ქარჩილავას ჩვენების მიხედვით, 3700 ლარი 2017 წელს გამოიტანა ბანკიდან და ზ---------------ს გადასცა, რომელიც იხდიდა მის პროცენტებს.ბრალდებულს პირუტყვი ჰყავდა, რომელთათვისაც მომვლელი ყავდა აყვანილი.

მოწმე მ--–-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 4500 ლარი აიღო სესხი და მისცა ზ---------------ს. ის იხიდიდა პროცენტებს. 5--------- მისი ნომერია. ზ----ს ნომერი 09-თი მთავრდება. ბრალდებულს დაურეკა 3 სექტემბერს, რომ მისთვის ყველი წამოეღო. ბრალდებულმა უთხრა, ანჯელში ვარო.

მოწმე ლ-------------–---–-ს ჩვენებითდადგენილია, რომ თავიდან ზ---------------სთან ერთად ცხოვრობდა ილიას ქ-------–----------------------------–-. მისგან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს მ-----–--------. ზ---------------კუბომორფინის პროგრამაზე იმყოფებოდა. პოლიცია აწიოკებდა ზ---------------ს, ქვეყნიდან წასვლასსთავაზობდნენ. აბაშიდან რამდენჯერაც წავიდნენ, იმდენჯერ ავტომანქანიდან ჩამოყარეს უმიზეზოდ. პოლიციაში იბარებდნენ სულ ზ---------------ს. პოლიციის ზეწოლის ფაქტები გადაღებული აქვს. ფოთში ზეწოლის კადრები ბრალდებულის ტელეფონშია, რაც გამომძიებელთან ინახება. მას აქვს აბაშის, სამტრედიის კადრები. იყო შემთხვევა, როცა პოლიცია შეუვარდათ სახლში, ცდილობდნენ რაღაცა ჩაედოთ. მთელი აბაშის პოლიცია შეუვარდა მაშინ, იარაღი გაქვთო. ზ----მ გამოუტანა სათამაშო იარაღი და უთხრა, ვიცი რაზეც მოხვედით, იარაღი ერთთან ვახსენე,მაინტერესებდა დამასმენდა თუ არა და ამიტომო, აგერ არისო ეს იარაღი. სენაკშიც მიუვარდნენ პოლიციელები, წამოდიო პოლიციაში, ხელი არტყმევინეს მანქანის კარზე, დააგდეო ტელეფონი, ეს იყო 2018 წლის ზაფხულში, არ უთხრეს, თუ რატომ მიყავდათ, წაიყვანეს ნარკოლოგიურში, შეამოწმეს. პოლიციამ ბრალდებულს ტანსაცმელი შემოახია და თქვა, თავისით გაიხადაო, წნული შემოახიეს კისერზე. ფოთში ზამთარშიც მოხდა მსგავსი. გადაწყვიტეს, წასულიყვნენ და თავიდან დაეწყოთ ცხოვრება, სატვირთო ავტომანქანა გაყიდეს. ურეკთანაც გააჩერა პატრულმა, სად გეჩქარებაო, დაახეთქეს ასფალტზე, ფეხი დაადგეს სახეზე - 2018 წლის შემოდგომა იყო. სამტრედიის ფაქტის წინ საშუალება არ ჰქონდათ და ტელევიზორიც ლომბარდში ჩააბარეს. 2018 წლის გაზაფხულის მეორე ნახევარში პიკაპმა გზა გადაუჭრა ბრალდებულს და უთხრა, დაკავებული ხარო. არ უთხრეს დაკავების მიზეზი, მიაყენეს შეურაცხყოფა. მან და ბრალდებულმა თავის დროზე გადაწყვიტეს, ძროხები ეყიდათ და მოევლოთ. მერე გაყიდეს ძროხები, სესხი აიღეს, რომ მანქანები ეყიდათ. 2015 წელს ბრალდებულს ჰყავდა მერსედესი, მერე ის გაყიდეს, სესხი აიღეს და იყიდეს ბმვ 2017 წლის 10 მაისს, მეორე ავტომანქანა განვადებით შეიძინეს ზაფხულში,ჰყავდათ სკანიაც, რომელიც 2017 წელს შეიძინეს. ეს იყო ბრალდებულის და ლევან კუჭუხიძის საერთო ავტომანქანა. 2018 წლის თებერვალში ლ---------------ს თავისი წილი დაუბრუნა ბრალდებულმა. პირველ მიცემაზე 15 000 ლარი მისცა, მერე სესხი აიღეს, ბოლო საქონელი გაყიდეს და მისცეს 5000 ლარი. 15 ათასი იყო სესხიდან აღებული, მის სანაცვლოდ სკანია ჩადეს ლომბარდში. სკანიათი ბრალდებული რეისებზე დადიოდა თბილისში, ბაქოშიც. დაფიც ჰყავდათ, ისინი 2017 წელს შეიძინეს. დაფი გაფუჭდა და ვერ გააკეთეს. დღეს მხოლოდ სახლი დარჩათ. ავტომანქანები ლომბარდმა ჩამოართვა. ანჯელის მასივში ჰქონდათ ფერმა. ლაშა ჩოჩია უვლიდა ფერმას. ბრალდებული ხშირად მიდიოდა იქ. ყაჩაღობა რომ მოხდა, ყველამ იცოდა აბაშაში. მალევე ბრალდებული დააკავეს და უთხრეს, რომ მას დააბრალებდნენ ამას. 4 მარტს ბრალდებული იყო ანჯელში და გვიან გამთენიისას დაბრუნდა. ბრალდებულმა თქვა მაშინ, კიდევ კაი იმ დღეს ანჯელში ვიყავიო. კვირა დღე იყო. მაშინ შავი ბმვ ყავდა. ბრალდებულს ანჯელიდან სახლამდე საათნახევარი მოუნდებოდა ავტომანქანით, რადგან ჭაობი იყო, წვიმდა. ბრალდებულმა თქვა, გამიჭირდაო იქიდან გამოსვლა. 22 დეკემბერს ბრალდებულს 12:30 საათიდან გათიშული ჰქონდა ტელეფონი. ავიდა პოლიციის უფროსთან. პოლიციელმა დაურეკა ვიღაცას, ბრალდებულს მეუღლე ეძებსო. მერე ურეკავენ, ბრალდებულს იარაღი ამოვუღეთ და დაკავებულიაო. ღამითრომ მივიდა, ბრალდებულს უღებდნენ როგორ დაიჭირეს და როგორ შეყავდათ. ბრალდებული გამოიყვანეს სამხარეოდან და ეუბნებოდნენ, თითქოს ახლა დავიჭირეთო. იქ უთხრეს, ბრალდებულს ადვოკატი სჭირდებაო და მივიდა სპარტაკ კუპრეიშვილთან. შუაღამეს 24 საათის მერე დაურეკეს. როცა მივიდა, უთხრეს, თქვიო ყაჩაღობა რომ ბრალდებულმა ჩაიდინა და საპროცესო შეთანხმებას გაგიფორმებთო, ეუბნებოდნენ, ბავშვს ვეღარ ნახავ, დაკავებულებს 7-7 წელს მივცემთო; ბრალდებულს აღიარებიეო. მერე ბრალდებულმა თქვა, რადგან ასეთებს მიკეთებენ, ვიტყვიო, რომ მე ჩავიდინეო.ბრალდებულს უთხრეს, შენმა მეუღლემ გარეთ არ თქვასო აქ რაც მოხდა. თითო რეისზე ბრალდებული აკეთებდა 1000-1200 ლარს. დაკავებული ზ--------------- ითხოვდა, ბავშვი მანახეთო. ექსპერიმენტის დროს ანახეს მას ბავშვი. მ-----–--------ს სახლის წინ იდგა ავტომანქანა,სადაც იჯდა ზ---------------, ხოლო ისინი იდგნენ ავტომანქანის წინ.15 წუთის განმავლობაში ჰქონდა მასთან კომუნიკაცია. 2017 წელს იყიდეს ბინა და გამყიდველს თავიდან მისცეს 6000 ლარი, ხოლო დარჩენილი 4000 ლარი ნელ-ნელა აძლევდნენ და 2018 წლის დეკემბრამდე სრულად გაისტუმრეს. 2017 წლის მერე ტელფონი არ უყიდიათ. ბრალდებულს 1 ტელეფონი ჰქონდა დაკავებმადე, მისი ტელეფონითაც სარგებლობდა, როცა ერთად იყვნენ. სხვაგან ბრალდებულს მისი ტელეფონი არ წაუღია. სხვა ტელეფონი მას არ ჰქონია. ბრალდებული ავტომანქანების ჩამოყვანის ბიზნეშიც იყო,ავტომანქანებს აკეთებდა ბრალდებული. ბრალდებულს ლევან კუჭუხიძისთვის არ მიუცია 2-ჯერ 20 000 ლარი, ვალებში იხრჩობოდნენ. 30 კილომეტრია მისი სახლიდან ანჟელამდე, ხრეშიანი და ტალახიანი გზაა. 22 დეკემბერს ბრალდებული უნდა წასულიყო სამტრედიაში. მას სულ სესხები აქვს. კერძო პირებისგანაც ჰქონდათ ვალები. დღეს თანხებს ვერ იხდის, 40 ათასამდე ლარი აქვს ვალები.პირველი ავტომანქანა იყიდეს 17500 ლარად. ბრალდებულს თვეში შემოსავალი ჰქონდა 2500 ლარი სატვირთო ავტომანქანებიდან. პირველი იყიდეს სკანია. მისი წილი სრულად დაფარა ბრალდებულის დედამ. დაფი გაყიდეს ბრალდებულის დაჭერის შემდეგ. 13000 ლარად იყიდესს მეორე ბმვ პირველის ყიდვიდან 2 თვეში. 1900 დოლარად იყიდეს ფოლკსვაგენი 2018 წელს.2500 ლარზე მეტს იხდიდნენ ყოველთვე. სკანია გაყიდეს 11000 დოლარად 2018 წლის ბოლოს. დაფი - 4000 დოლარად 2019 დასაწყიში.

მოწმე მ--------------ს ჩვენებითდასტურდება, რომ პოლიციიდან ზეწოლა იყო ზ--------------ის ციხიდან გამოსვლიდან. ბრალდებულს თანხით ეხმარებოდა მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების ყიდვაში.ავტომანქანები ბრალდებულმა იყიდა განვადებით ბანკების, მისი და სხვების დახმარებით, რაღაცები გაყიდა და ისე. 2018 წლამდე იყიდა ბრალდებულმა ავტომანქანები. მ-----–--------ს სახლი 600 მეტრშია თავისუფლების ქუჩის ბინიდან. ბრალდებულმა უთხრა, მე მედავებიანო მ-----–--------ს ყაჩაღობას. ყველა ამბობდა, შიგნიდან გატყდაო ინფორმაცია ფულის არსებობასთან დაკავშირებით. შაბათი იყო, წვიმდა, ბრალდებულმა თქვა სახლში არ ვიყავი, ფერმაში ვიყავიო წასული. იქიდან გვიან დაბრუნდა - სადღაც 22 საათამდე. ბინა შეიძინეს 2017 წლის დასაწყისში 10 ათასად. ნახევარი მალევე მისცეს, ნახევარი - ცოტ-ცოტათი მისცეს. იყო შემთხვევა, როცა ბრალდებულის სახლი გაჩხრიკეს, ინფორმაცია გვაქვსო და არაფერი ამოუღიათ. მერე ფოთში ავტომანქანა გაჩხრიკეს, წამალი გაქვსო და ვერ ამოიღეს, თბილისში დაიჭირეს და გაუშვეს.

ბრალდებულ ზ--------------ის ჩვენების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამომძიებელმა გზა თვითონ აირჩია, თუ საით წასულიყვნენ. გამომძიებელი ეუბნებოდა, ციხის უსაფრთხოების უფროსი პაპავა ჩემიანიაო და რად გინდაო ჩვენი გადამტერება. გამომძიებელი გზაზე კარნახობდა და ასწავლიდა რა როგორ ეთქვა. 2017 წელს იყიდა სატვირთო მანქანები. 2500–3000 ლარი ჰქონდა რეისებიდან. მისი მეუღლე იყო ინდ. მეწარმე და მას ერიცხებოდა ფული. იმავე წელს იყიდა 2 მსუბუქი მანქანა. ერთის ნომერია 179. ორივე ბმვ-ს მარკის არის. 2018 წელს დამტვრეული ფოლქსვაგენი იყიდა და გააკეთა. მანქანები განვადებით იყიდა. თვეში 4000 ლარს მაინც აკეთებდა რეისიდან, სალიარის გაყიდვით, საქონლით. ხან მეტს, ხან - ნაკლებს. 2018 წელს იყიდა ბინა 10 ათასად.მ-----–--------ზე ყაჩაღობა რომ მოხდა, მას მერე პოლიციელებთან სულ კონფლიქტი ჰქონდა. მთელი პოლიცია მივიდა მათთან სახლში, უზრდელობდნენ, რის გამოც იჩხუბეს;სასაფლაოდანაც წამოიყვანეს, ჭკვიანად იყავი, აქედან წადიო, ეუბნებოდნენ. პოლიციელები სულ აჩერებდნენ. ცოლი ახლდა სულ თან. სენაკში ბუპრენორფინის პროგრამიდან, რომ გამოდიოდა, მაშინ მივიდა პოლიცია. მანამდე 3-4 დღის წინ აბაშის პოლიციამ წაიყვანა. სენაკის ამბავი 2018 წლის ზაფხულში მოხდა. სამტრედიაშიც მიუვარდნენ, დაკავებული ხარ, სახლი უნდა გადაგიმოწმოთ, ვინკოდი უნდა ამოვწეროთო. ცოლი ტელეფონით იღებდა, რის გამოც უთხრეს, წაშალე ვიდეოები, თორემ გართულება მოყვებაო ამას. ფოთშიც მოხდა ინციდენტი, როცა სკანია გაყიდა - იქაც მიუვარდნენ და ნარკოლოგიურში წაიყვანეს. ყოველკვირა მიყავდათ. ეს ყველაფერი ხდება მარტის მერე. თბილისში ლ---------------ს რომ გაყვასაბურავების საკითხზე, იქაც დააკავეს, იარაღს ვეძებთო, მაგრამ ვერაფერი ამოიღეს. ეუბნებოდნენ, რაიონი დატოვეო. ყაჩაღობის დღეს ანჟელის მასივში იყო. 22 საათის მერე წამოვიდა იქიდან.იმ ადგილებში ტალახია. წვიმდა. 23 საათის მერე მივიდა სახლში. ანჟელიდან ყველი მიიტანა მეზობლისთვის.იმიტომ აღიარა ყაჩაღობა თავიდან, რომ მეუღლის და ახლობლის დაჭერით ემუქრებოდნენ. საღეჭ რეზინს ღეჭავდა აბაშის სამმართველოში დაბარებისას. ბევრჯერ დაიბარეს იქ.საღეჭ რეზინს საფერფლეში აგდებინებდნენ და არ იცის, სად მიჰქონდათ. ავტომანქანაში ბევრ ტყუილს ამბობდა და აწვალებდა პოლიციას, რადგან იცოდა, რომ უსმენდნენ. სამხარეოში თვითონ და ი-----–----------- გვერდი-გვერდ ისხდნენ გამოკითხვისას, დაკითხვის ოქმებზე არასწორი საათებია მითითებული მასთან და ი-----–----------თან.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედებამ მოიცვას ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობა, აუცილებელია დადასტურდეს თავდასხმა. სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმა ნიშნავს დაზარალებულისათვის უეცარ, მისკენ მიმართულ აგრესიულ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ასეთის მუქარასთან. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს სწრაფ აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულების ჩვენებებით დადგენილია, რომ სახლში შევიდა ორი ნიღბიანი ადამიანი მოულოდნელად, რომელთაგან ერთს ჰქონდა პისტოლეტისმაგვარი საგანი, ხოლო მეორეს - დანა. მათ თავიდანვე აგრძნობინეს დაზარალებულებს, რომ ფულის წასაღებად იყვნენ მოსულები და იარაღების დემონსტრირებით დაარწმუნეს ისინი, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, რითაც დგინდება, რომ განხორციელდა დაზარალებულებზე თავდასხმა.

რაც შეეხება სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას და ასეთი ძალადობის მუქარას, სასამართლო განმარტავს, რომ მნიშნველოვანია, ძალადობის მუქარა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს და საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს, რომ მუქარა რეალიზებული იქნება. მუქარის შინაარსის დადგენისას მნიშვნელოვანია მუქარის ფორმა და ის სიტყვები ან ჟესტები, რაც მას თან ახლავს. განსახილველ შემთხვევაში თავდასხმელებიდან ერთმა შემოსვლის შემდეგ დაზარალებულები შეკრა წებოვანი ლენტით, თავდამსხმელებმა აჩვენეს დაზარალებულებს, რომ ხელცარიელები არ მისულან და რომ იარაღებით იყვნენ, მიანიშნეს, რომ თანხის წაღება სურდათ, რაც მიუთითებს, რომ თავდასხმელები დაზარალებულების მიერ მათთვის ხელშეშლის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ განახორციელებდნენ მათი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არ არის აუცილებელი ძალადობის მუქარის განხორციელება ვერბალურად. ეს შეიძლება მოხდეს ვითარების ადეკვატური აღქმის შედეგად. ამასთან, მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა აღიქვას შექმნილი მდგომარეობა, როგორც მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი და არ არის აუცილებელი რეალურად არსებობდეს ასეთი საფრთხე. მაგალითად, შესაძლებელია მუქარა განხორციელდეს სათამაშო პისტოლეტით, მაგრამ თუ დაზარალებული მას რეალურად აღიქვამს, მუქარა განხორციელებულად ითვლება. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ შეიარაღებული ნიღბიანები მოულოდნელად შევიდნენ ოთახში. დაზარალებულმა მათ უთხრა, რომ მალე მისი მეუღლე დაბრუნდებოდა, რაზეც შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელებმა უპასუხეს, რომ იცოდნენ, რომ მისი მეუღლე მალე არ დაბრუნდებოდა და ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. ნიღბები მიუთითებდა დაზარალებულს, რომ თავდამსხმელებს არ სურდათ მათი სახის ჩვენება, შეიარაღება მიუთითებდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ, გამოეყენებინათ მათ ხელთ არსებული იარაღი, თუნდაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავის დასაცავად ან თანხის წაღებისას დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში მის გადასალახად. თავდამსხმელებს რომ სურდათ, მათთვის ხელი არ შეეშალათ და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს რომ იზამდნენ, ამაზე მიუთითებდა ისიც, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დაზარალებულები ერთმანეთს და მაგიდის ფეხს მიაბა, რითიც მათ ხმაურის ატეხვის და გადაადგილების საშუალება მოუსპო და გამუდმებით თავზე ადგა დანით ხელში, რაც აღქმულ უნდა იქნეს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მზაობად. ასეთი მზაობის არსებობაში დაზარალებულების დარწმუნების მიზნის არარსებობის შემთხვევაში გაუგებარია, რაში დასჭირდათ თავდამსხმელებს იარაღის დემონსტრირება და იარაღით ოთახში შესვლა, სადაც იცოდნენ, რომ მხოლოდ ქალბატონი და ბავშვი იმყოფებოდნენ. ამდენად, დაზარალებულების ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავდასხმა საქმის მასალებით დადასტურებულია.

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთის მუქარა, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზ---------------მ იძალადა ვინმეზე, რის გამოც ძალადობა უნდა ამოირიცხოს მისთვის წარდგენილი ბრალდებიდან. ასევე არ დასტურდება, რომ ზ--------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვინმეს. მან მხოლოდ იარაღის დემონსტრირება განახორციელა, რაც პირდაპირ არ მიუთითებს მოკვლის მუქარაზე. შესაძლებელია იარაღის დემონსტრირებით ბრალდებულს დაზარალებულებში ჯანმრთელობის დაზიანების შიშის გაჩენა სურდა. ვინაიდან ეს საკითხიც არ არის მტკიცებულებებით გამოკვეთილი, ამდენად, სიცოცხლის მოსპობის მუქარაც უნდა ამოირიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან.

დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმას, რომ აღნიშნული თავდასხმის სუბიექტი იყო ბრალდებული ზ---------------.

დაზარალებულების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთები საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 4 მარტს ღამის საათებში დაზარალებულებზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა.

აღნიშნულის შემდეგ უნდა დადგინდეს, თუ ვინ ჩაიდინა მოცემული ქმედება: ეს იყო ბრალდებული ზ--------------- თუ სხვა პირი. ამ კუთხით აუცილებელია მტკიცებულებების შეფასება სარწმუნოობის თვალსაზრისით.

ყაჩაღობის სუბიექტად ზ---------------, ბრალდების მხარის მტკიცებით, დადგენილია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ოქმით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციებით. ამდენად, უნდა მოხდეს ამ მტკიცებულებების საქმესთან შემხებლობის, კანონიერების, სანდოობისა და უტყუარობის შემოწმება.

ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულების, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალირებაში მონაწილე მოწმეების, მათ შორის გამომძიებლისა და ექსპერტების ჩვენებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის ჩვენება, მ-----–--------ს სახლის შესასვლელი კარის სახელური, სახლიდან ამოღებული ტომრები, პოლიეთილენის პარკები, რომლებზეც არსებული გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა ზ--------------ის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ბრალდებული უთითებს გარკვეულ ადგილებს; ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფრომაციები, სადაც ბრალდებულ ზ--------------ის მიერ საუბარია ინსკასაციის მანქანაზე ყაჩაღურ თავდასხმაზე, ასევე დიდი ოდენობით ხურდა ფულის გადახურდავებაზე, ასი ათასობით თანხის განაწილებაზე, დაკარგვაზე და დაგდებაზე, ნარკოტიკულ საშუალებებზე, იარაღზე და სხვადასხვა საკითხზე.

სასამართლო სდომაზე გამოკვლეულ იქნა სახელურები, ტომრები, პარკები, რომლებიც მოთავსებული იყო დალუქულ პაკეტებში, ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. აღნიშნული დაადასტურა ასევე ბიოლოგიურმა ექსპერტმა, რომლის ლუქიც ედო პაკეტებს და რომელთანაც მივიდა აღნიშნული ნივთები ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტის ჩვენებით, მასთანაც მივიდა დალუქული, მთლიანობადაურღვეველი პაკეტები, რომელიც მან გახსნა გამოკვლევის მიზნით.ექსპერტიზის დადგენილებით და ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ექსპერტის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული ნივთები ექსპერტს გაეგზავნა 2018 წლის 31 ოქტომბერს, როცა ბრალდებულები ჯერ დაკავებულები არ იყვნენ, რაც გამორიცხავს ამ ნივთებზე ბრალდებულის დაკავებისას აღებული რაიმე ნიმუშის მოხვედრის შესაძლებლობას. მართალია, გამომძიებელმა ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ რატომ არ გააგზავნა ექსპერტიზაზე ეს ნივთები უფრო ადრე და რას ელოდებოდა ნახევარი წელი, თუმცა ამ კითხვაზე ნაწილობრივ პასუხს სცემს საქმის მასალები. კერძოდ, ირკვევა, რომ გამოძიება დაიწყო შსს აბაშის განყოფილებამ და საქმის მასალები, მათ შორის ნივთმტკიცებები ინახებოდა ამ განყოფილების გამომძიებელთან. შემდეგ საქმე გამოსაძიებლად გადაეგზავნა სამხარეო სამმართველოს, თუმცა ნივთმტკიცებები სამხარეო სამმართველოს გადაეგზავნა მოგვიანებით - 3 ივლისს. შესაბამისად, ამ დრომდე ნივთმტკიცების ექსპერტიზაზე გადაგზავნის შესაძლებლობა გამომძიებელ ა-----–----------------ს არ ჰქონდა. ირკვევა ასევე, რომ ექსპერტიზის დანიშვნა არ ყოფილა გამომძიებლის ინიციატივა. როგორც ჩანს, ის ბრალდებულების დაკავებამდე არც აპირებდა ექსპერტიზის დანიშვნას, რომ არა 31 ოქტომბრის პროკურორის მითითება, სადაც ახსნილია, რომ დამნაშავე პირების გამოვლენამდეც შესაძლებელია ექსპერტიზის დანიშვნა და პროკურორი ავალებს გამომძიებელს, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან გამოვლენილი ქმედების ჩამდენი პირები და მათი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, მაინც დანიშნოს ექსპერტიზა, რათა დაფიქსირდეს ნივთებზე არსებული კვლები, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს მათი დამტოვებელი პირების გამოვლენა. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა იძლევა პასუხს კითხვაზე, რატომ არ დანიშნა გამომძიებელმა ა-----–----------------მ ექსპერტიზა უფრო ადრე, თუმცა, რასაკვირველია, არსებობდა ფაქტობრივი შესაძლებლობა შსს აბაშის განყოფილების გამომძიებელსვე გამოძიების დაწყებიდან მალევე დაენიშნა ექსპერტიზა და თავად გადაეგზავნა ნივთები ექსპერტიზაზე, რაც დაცვის მხარის ეჭვებს გამორიცხავდა, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული უკავშირდება საგამოძიებო ორგანოში არსებულ პრაქტიკას, როცა ექსპერტიზები ინიშნება უშუალოდ პირის იდენტიფიკაციის მიზნით მას მერე, რაც გამოვლინდება საიდენტიფიკაციო პირი. ასეთი მიდგომა იწვევს დაცვის მხარეში ეჭვებს ბრალდებულების ბიოლოგიური მასალების უკანონო გზით მოპოვებისა და ნივთებზე მათი კონტაქტის შესაძლებლობის შესახებ, რის გამოც ბრალდების მხარემ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ასეთი ეჭვები. ექსპერტიზის დაუყოვნებლივ დანიშვნა ამის გამორიცხვის საუკეთესო გზაა.

მიუხედავად ამისა, მოცემულ საქმეზე გამომძიებლებმა: გ--------------მ და ა-----–----------------მ დაადასტურეს, რომ მათთან ნივთები ინახებოდა ხელუხლებელ ვითარებაში, დალუქულ, პაკეტის მთლიანობადაურღვეველ მდგომარეობაში, მათთან შეხება სხვა პირებს არ ჰქონიათ და ამავე მდგომარეობაში გადაეგზავნა ჯერ გამომძიებელ ჭ-----------ს, შემდეგ - ექსპერტს. ექსპერტმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ პაკეტებს, რომლებიც მან მიიღო, რაიმე შესამჩნევი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ამდენად, დაცვის მხარის ეჭვი, რომ პაკეტებში არსებულ ნივთებზე რაიმე ზემოქმედება მოხდა ექსპერტიზაზე მათ გადაგზავნამდე, არაფრით დასტურდება. მით უფრო, რომ ამ დროისთვის ბრალდებული ჯერ დაკავებული არ იყო. დაცვის მხარე ავითარებს პოზიციას, რომ შესაძლებელია პაკეტებში ნემსის წვერით ბიოლოგიური პროფილის შემცველი გარკვეული სითხის შეყვანა ისე, რომ პაკეტს არაფერი დაეტყობა, თუმცა აღნიშნული ვერსია არ არის დამაჯერებელი, რადგან პაკეტზე ნებისმიერი ზემოქმედება, მათ შორის ნემსის წვერით განხორციელებული მცირე ზომის ნახვრეტიც ამავე პაკეტზე რჩება და შეუძლებელია ის გაქრეს მხოლოდ ხელის გადასმით, როგორც ადვოკატი ამბობს. ამასთან, საუბარია მიკრონაწილაკებზე და დაუჯერებელია ასევე, რომ გარკვეული სითხის შესხურებით თავად ამ ნივთზე არ რჩება რაიმე კვალი ან შემდგომში სითხის აორთქლებით პაკეტის შიდა მხარის მდგომარეობა უცვლელი რჩება. ასეთი ზემოქმედების ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაცვის მხარეს შეეძლო გამოეკვლია პაკეტები და ნივთები სასამართლო სხდომაზე უფრო დეტალურად და დაედგინა მათზე რაიმე ნახვრეტის არსებობა, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ თვალით შეუძლებელი იყო ამის შემჩნევა, მას შეეძლო შესაბამისი ექსპერტიზა დაენიშნა პაკეტებზე დაზიანებების, მათ შიდა მხარეს სითხის აორთქლვის ან მათში მოთავსებულ საგნებზე სითხის მისხურების კვალის აღმოჩენის მიზნით, თუმცა არც ეს განუხორციელებია. ამდენად, იმ პირობებში, როცა გამომძიებლები და ექსპერტები ამტკიცებენ პაკეტების მთლიანობის დაურღვევლობას, როცა პაკეტები სასამართლო სხდომაზე ორივე მხარის მონაწილეობით იქნა გამოკვლეული და დაცვის მხარეს რამე მათზე არ შეუმჩნევია, მხოლოდ ადვოკატის ზეპირი განცხადება, რომ გამომძიებელმა პაკეტზე ნემსით შეიყვანა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, ვერ იქნება გაზიარებული. მით უმეტეს, რომ ბრალდებული ჯერაც არ იყო დაკავებული, როცა ექსპერტიზაზე ნივთები გადაიგზავნა.

ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდებულს ხშირად აჩერებდნენ პოლიციელები, მიჰყავდათ შესამოწმებლად, ჩხრეკდნენ, დაკავების დროს ოფლიც მოწმინდეს, მანამდე პოლიციის სამმართველოში დაბარებების დროს საღეჭ რეზინს და სიგარეტის ნამწვს ნაგვის ურნაში აგდებინებდნენ, საიდანაც შესაძლო იყო ბრალდების მხარეს მოეპოვებინა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ბიოლოგიურმა ექსპერტმა დაცვის მხარეს მიუთითა, რომ ოფლი არ შეიცავს ბიოლოგიურ მასალას თუ მასში კანის ნაწილები არ არის გადასული. ამიტომ ოფლი არ გამოდგება შესადარებელ ნიმუშად. ამ გარემოების მოსმენის შემდეგ დაცვის მხარემ, რომელიც ადრე დაჟინებით მიუთითებდა, რომ ბრალდებულს ოფლი მოწმინდეს და ეს გამოიყენეს მის წინააღმდეგ, დაიწყო ახალი ვერსიის განვითარება საღეჭი რეზინისა და სიგარეტის ნამწვის შესახებ, თუმცა არაფრით დასტურდება, რომ ბრალდებული მართლა საღეჭ რეზინს ღეჭავდა პოლიციის სამმართველოში მისი ყოველი დაბარებისას და რომ მას აგდებდა იქვე არსებულ ურნაში. ეს ვერსია მხოლოდ ექსპერტის დაკითხვის შემდეგ გაჩნდა და მანამდე არ გაჟღერებულა. ეს არც დაცვის მხარის მიერ გამოყენებული ვიდეომასალიდან იკვეთება.

მოვლენების ასე განვითარება დაუჯერებელია რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით: 1. თავად დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდებული ერთხელ უკვე ნასამართლევია ყაჩაღობისთვის და იმ საქმეზე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდა სწორედ სიგარეტის ნამწვებზე არსებულ ბიოლოგიურ მასალებს. ამდენად, ბრალდებულისთვის კარგად იყო ნაცნობი, თუ როგორ შეიძლებოდა საგამოძიებო ორგანოს გამოეყენებინა მისი სიგარეტის ნამწვი და, თუნდაც, საღეჭი რეზინი, რადგან ორივე შემთხვევაში საუბარია ნერწყვიდან დარჩენილ ბიოლოგიურ კვალზე (სიგარეტსაც და საღეჭ რეზინსაც კონტაქტი აქვს პირთან და ნერწყვთან). 2. ბრალდებულმა, მისმა მეუღლემ და დედამ ჩვენების მიცემისას გამოიყენეს ვიდეო მასალა, სადაც აღწერილია, თუ როგორ ცდილობს ბრალდებული და მისი მეუღლე, გადაიღოს პოლიციელებთან ყოველი კონტაქტი, არ მისცეს მათ საშუალება, „ჩაუდონ“ რამე, როგორ იცავენ თავს პოლიციელებისგან ყველა შესაძლო ხერხით, ჩანს, რომ ისინი შეწუხებულები არიან და პოლიციელებისგან შევიწროებულად გრძნობენ თავს. ასეთ ვითარებაში, როცა ბრალდებულმა იცის, რომ პოლიციის თანამშრომლები მას ხშირად აწუხებენ, იცის, რომ ათეული წლის გატარება მოუხდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც დაცვის მხარე მიუთითებს, სიგარეტზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გამო, დაუჯერებელია დაცვის მხარის ვერსია, რომ პოლიციისგან „შევიწროებული“ ბრალდებულის პოლიციის სამმართველოში ყოველი გამოცხადებისას ის საღეჭ რეზინს ტოვებდა იქვე არსებულ სანაგვე ურნაში და არ ფიქრობდა იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს შეეძლოთ ამის მის წინააღდეგ გამოყენება. 3. ესეც რომ არ იყოს, თავად დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდებულის შეჩერება ხდებოდა სხვადასხვა ქალაქში: სამტრედიაში, სენაკში, ბათუმში, თბილისში, ფოთში, სადაც სხვადასხვა რაიონის განყოფილებები მდებარეობს. პროკურორის მიერ წარმოდგენილი, გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებებიც ადასტურებს, რომ ყოველ შემთხვევაში გამოძიებას აწარმოებდა სხვადასხვა რაიონის განყოფილებები. ასეთ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია, სხვა საქმეზე სხვა ორგანოების მიერ გამოძიების წარმოებისას როგორ შეეძლო აბაშის რაიონულ განყოფილებას, და შემდგომ - სამხარეო სამმართველოს მოეპოვებინა უკანონოდ ბრალდებულის რაიმე ნიმუში. ასეთი ვერსია გულისხმობს ყველა რაიონის პოლიციის თანამშრომლების სისტემურ ჩართულობას უკანონო საქმიანობაში, რისი დამადასტურებელი მასალებიც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. მით უმეტეს, რომ ეს ვერსია ეფუძნება დაცვის მხარის მიერ იმის მტკიცებას, რომ პოლიციელები ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უმიზეზოდ ავიწროებდნენ ბრალდებულის ოჯახს, თუმცა ეს ვერსიაც არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან, საქმის მასალებით (ბრალდებულის ჩვენება, ფარული ჩანაწერები) გაირკვა, რომ ბრალდებულის ოჯახის ხშირი შეწუხება ეფუძნებოდა არა მათი შევიწროების მიზანს, არამედ ბრალდებულისგანვე მომდინარე ინფორმაციებს მის მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების თაობაზე, რაზე რეაგირებაც სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებას წარმოადგენს.

ამდენად, ირკვევა, რომ ბრალდებული რიგ შემთხვევებში თავად განზრახ ახდენდა მისი „შევიწროების“ პროვოცირებას ირიბად აწვდიდა რა სამართალდამცავ ორგანოებს არასწორ ინფორმაციას მის მიერვე დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების შესახებ, რათა გამოევლინა ის პირი, ვისაც მიჰქონდა ინფორმაცია სამართალდამცავებთან, რიგ შემთხვევებში კი გაუაზრებლად, სხვასთან სატელეფონო თუ პირადი საუბრისას ახსენებდა ისეთ ფაქტებს, რომლებზეც სამართლებრივი რეაგირება იყო აუცილებელი, ხოლო ეს საუბრები, სასამართლო განჩინებებით, ფარულად ისმინებოდა და საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავ ორგანოებს ამის გარდა სხვა სამართლებრივი საფუძველიც ჰქონდათ, დაემყარებინათ კონტაქტი ბრალდებულთან, მის სახლთან და ავტომანქანებთან. კერძოდ, სასამართლოსვე განჩინებებით გაცემული იყო ნებართვა ავტომანქანასა და სახლში საუბრების მოსმენის შესახებ, რაც გარკვეულ ტექნიკურ უზრუნველყოფას საჭიროებდა, რაც მოითხოვდა ბრალდებულთან და მის ოჯახის წევრებთან გარკვეული კონტაქტის დამყარებას. ამდენად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ბევრი მიზეზი ჰქონდათ იმისათვის, რომ ხშირად შეეწუხებინათ ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები, რაც ვერ აღიქმება მათ მიერ ბრალდებულის უმიზეზო შევიწროებად. ასეთ ვითარებაში კი ბრალდებულის წინააღმდეგ უკანონო მოქმედებების ჩადენის ვერსიაც კარგავს ძალას. მით უმეტეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ თავად ბრალდებულისგან მომდინარე ინფორმაციები მის მიერ სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების თაობაზე, უშუალოდ მათ მიერ იარაღის ან ნარკოტიკის აღმოუჩენლობის ყველა შემთხვევაში გამოძიება შეწყდა და არც ერთ შემთხვევაში მათ არ უცდიათ რაიმე უკანონო გზებით ჩარეულიყვნენ იმ საქმეებზე მტკიცებულებების ერთობლიობის შექმნისა და ზ--------------ის მსჯავრდების მიზნით. ყველა ამ გარემოების ერთობლიობა და დაცვის მხარის უმოქმედობა, მხოლოდ ზეპირი განცხადება, საქმის განხილვის განმავლობაში ვერსიების ცვლა იმის მიხედვით, თუ რომელი ვერსია რომელი მტკიცებულებით გამოირიცხებოდა, მიუთითებს სასამართლოს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია ნივთმტკიცებებზე გამომძიებლის მიერ უკანონოდ ცვლილების მოხდენის და ამის შედეგად მათზე ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოჩენის შესახებ.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს და დაცვის მხარის პოზიციას, თითქოს საგამოძიებო ექსპერიმენტისას მას გამომძიებელი ეუბნებოდა სად წასულიყო, რა ადგილი ეჩვენებინა და აღნიშნული განახორციელა ზეწოლის ქვეშ, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სსსკ-ის 247-ე მუხლის დაცვით საგამოძიებო ექსპერიმენტის გამოკვლეული ნაწილი იმდენად არაინფორმატიულია, რომ ის ვერ იქნება მხედველობაში მიღებული რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტის დასადგენად. ამდენად, ვერც ამ მოქმედების პროცესში მიმდინარე მოვლენებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება. ბრალდებული აქ მხოლოდ ზუგდიდიდან აბაშიშკენ მიმავალ გზაზე, აბაშაში არსებულ რამდენიმე ადგილზე და კონკრეტულ სახლზე მიუთითებს. ეს ის ადგილებია, რომელიც ნებისმიერმა აბაშელმა იცის და ამ ადგილების მითითება ბრალდებულის კავშირს დანაშაულზე არ მიუთითებს. ამიტომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, ამ მტკიცებულების მოპოვებისას დაირღვა თუ არა რაიმე ნორმა, ამის თაობაზე მსჯელობის აუცილებლობაც არ არსებობს. აქვე უნდა ითქვას, რომ ბრალდებულმა არ ისურვა გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის გაჟღერება, რის გამოც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მხოლოდ იმ ნაწილში იქნა გამოკვლეული, რომელიც არ მოიცავდა ბრალდებულის მიერ ვერბალურად მიწოდებულ ინფორმაციებს, ხოლო ამის გარეშე მის მიერ მითითებული ადგილები სასამართლოს არაფერს ეუბნება ბრალად წარდგენილ დანაშაულზე, რადგან გაუგებარია, რა ადგილებია ესენი, რა კავშირი აქვთ ყაჩაღობასთან და მათი ადგილმდებარეობის ცოდნა რატომ არის შეუძლებელი იმ პირების მიერ, ვისაც ყაჩაღობა არ ჩაუდენია.

საყურადღებოა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციების ანალიზი. ირკვევა, რომ ბრალდებული ზ--------------- საუბრობს გარკვეული ოდენობით ფულის გადახურდავებაზე და ამ კუთხით ლევან კუჭუხიძის ფასდაუდებელ დახმარებაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია თავად ლევან კუჭუხიძის გამოკითხვის ოქმთან, რომლის მიხედვითაც ზ---------------მ გადასცა მას დიდი ოდენობით ხურდა ფული, რომელიც გადასცა ირაკლი არახამიას.მართალია, ირაკლი არახამიამ განაცხადა, რომ ამ ოდენობით ხურდა ფული შეიძლებოდა დარჩენილიყო ვულკანიზაციის მუშაობიდან, თუმცა ლ--------------- თავად ასახელებს ამ ხურდა ფულის წყაროდ ზ---------------ს. ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს ფარული ჩანაწერების ის ნაწილი, სადაც ბრალდებული საუბრობს, ასობით ათას ლარზე იყო საუბარი და რომ ყველა ვერ წაიღო, რომ 75 ათასი სახლში დატოვა, 80 ათასი გზაში დააგდო, რაც შესაბამისობაში მომხდარი ყაჩაღობის გარემოებებთან, საიდანაც ირკვევა, რომ მართლაც ასობით ათასი ლარი უნდა ყოფილიყო მ-----–--------ს სახლში, საიდანაც 2 ტომარა ყაჩაღებმა ვერ წაიღეს, ხოლო წაღებულის ნაწილის გზაში დაგდებაზე უთითებს აღნიშნული ჩანაწერი. შემდეგ ბრალდებული საუბრობს, რომ იქვე სადარბაზოდან უყურებდა, თუ როგორ აიღო მისი დაგდებული ფული ავტომანქანამ. სხვაგან ის ახსენებს, რომ დიდი ფული ჰქონდა და 1 თვეში იქიდან არაფერი დარჩა. სხვა ნაწილში კიდევ ამბობს, რომ 10 ათასი დოლარი ბინის ფული გადაიხადა, 20 ათასის სესხი დაფარა და ა.შ., რაც ასევე შესაბამისობაშია ლევან კუჭუხიძის გამოკითხვის ოქმთან, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მარტის დასაწყისში ზ---------------მ დაფარა მისი ვალი 20 ათასი ლარის ოდენობით და დამატებით 20 ათასი ლარი ასესხა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დაცვის მხარის მოწმეები: ბრალდებული, მისი მეუღლე და დედა მიუთითებენ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულსა თუ მათზე მიმდინარე ზეწოლებზე, სადაც მათ სთხოვდნენ, ეღიარებინათ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ყაჩაღობა. აღნიშნული გარემოებების შეფასება სცდება განსახილველი საქმის ფარგლებს, ვინაიდან როგორც ბრალდებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციები სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა და ისინი არ უდევს საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამდენად, მათი მოპოვების წესის შეფასება ამ საქმის განხილვის ფარგლებში ვერ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ რამე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი გამოძიების პერიოდში რომელიმე პირის მიმართ, აღნიშნული სათანადო რეაგირებას მოითხოვს, თუმცა ეს შესაბამისი გამოძიების საგანი შეიძლება გახდეს, რაც დამოუკიდებელი მსჯელობის საგანია.

ამდენად,ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ექსპერტის ჩვენების, გამოკვლეული ნივთების: კარის სახელურის, ტომრებისა და პარკების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და მასში მონაწილე პირთა ჩვენებების, ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმისა და ნერწყვის ნიმუშის, ნივთმტკიცებების მიმოქცევის მიმართვების, ფარული აუდიო ჩანაწერების, ლევან კუჭუხიძის გამოკითხვის ოქმის, დაზარალებულების ჩვენებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ სწორედ ბრალდებულ ზ---------------ს ჰქონდა შეხება მ-----–--------ს სახლის შესასვლელი კარის სახელურთან, საიდანაც შევიდნენ თავდამსხმელები სახლში, ჩანთებთან და პარკებთან, საიდანაც ფული დაცალეს თავდამსხმელებმა, მან მისცა ლ---------------ს დიდი ოდენობით ხურდა ფული, რომელიც გატაცებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან, მან დაფარა ვალების ნაწილი ყაჩაღობის ადგილიდან წამოღებული ფულით, რადგან დიდი ოდენობით შემოსავალი სხვა წყაროდან ყაჩაღობის შემდეგ მას არ ჰქონდა, მან მისცა ლ---------------ს 40 ათასი ლარი გატაცებული თანხიდან, მანვე, ვინმე გელასთან საუბარში, როცა აღწერდა ყაჩაღობის დროს განვითარებულ მოვლენებს, ახსნა, რომ სახლში არსებული ასობით ათასი ლარიდან სახლში დარჩა დიდი ოდენობით თანხა, რომლის წაღებაც ვერ მოახერხა და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი რომ ყოფილიყო, იმასაც წაიღებდნენ, ასევე აუხსნა გელას, რომ სახლიდან წამოღებულის დიდი ნაწილიც გზაში დააგდო, რაც მის თვალწინ სხვამ წაიღო. ის საუბრობს ასევე ბანკის ინკასაციის ყაჩაღობის სხვა შემთხვევების დაგეგმვაზეც.

აქვე უნდა ითქვას, რომ ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს, ვინაიდან 20:28 საათზე ანჯელის მასივში იმყოფებოდა ბრალდებული, ამიტომ ის ვერ ჩაიდენდა ყაჩაღობას. როგორც დაცვის მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, ყაჩაღობის ადგილიდან ანჯელამდე მანძილი 30 კმ-ია, რის გავლასაც არ სჭირდება რამდენიმე საათი. ამდენად, ანჯელის მასივში ყოფნის შემთხვევაშიც კი ბრალდებულს თავისუფლად შეეძლო საკუთარი ავტომანქანით ქალაქში მოხვედრა დროის მცირე მონაკვეთში. ამდენად, ანჯელში შესაძლო ყოფნის დრო, იქიდან ქალაქამდე არსებული მანძილი, ავტომანქანის შესაძლებლობები, გზის მდგომარეობა იძლევა საშუალებას დასკვნისთვის, რომ ანჯელში ყოფნის შემთხვევაშიც კი იქ ყოფნა 20:28 საათზე არ გამორიცხავს გარკვეული პერიოდის შემდეგ მის მიერ ყაჩაღობის ჩადენას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ--------------ისათვის წარდგენილ ბრალდებაში ფიგურირებს ფაქტები, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოდგენილა. მაგალითად, არაფრით დასტურდება, რომ ბრალდებულები ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების ერთობლიობა სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. დაზარალებულების ჩვენებებიდან მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება კატეგორიულად, რომ ერთ თავდამსხმელს პისტოლეტისმაგვარი საგანი ჰქონდა (რომელიც არ არის ცნობილი, პისტოლეტი იყო თუ არა), ხოლო მეორეს - დანა. ასევე არაფრით დასტურდება, თუ სად იყვნენ ბრალდებულები ჩასაფრებულები და სად იცდიდნენ ან იცდიდნენ თუ არა საერთოდ. ბრალდებულებს ამის შესახებ ჩვენება სასამართლოსთვის არ მიუციათ, ხოლო სხვა მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება. ასევე დაუდგენელია თავდასხმის ზუსტი დრო, ვინაიდან ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებები არ არის თანმიმდევრული.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, განსაკუთრებით კი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტის ჩვენებით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაციით, განსაკუთრებით კი ავტომანქანაში ვინმე გელასთან სახლიდან დიდი ოდენობით თანხის წამოღების შესახებ საუბრის ამსახველი მასალით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა ზ---------------მ ჩაიდინა თავდასხმა, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით.

 

3.2.2. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი

 

მიზანი, როგორც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტი, პირის ცნობიერებაში არსებულ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს, რის გამოც მისი დადგენა შეუძლებელია მანამ, სანამ ობიექტურად არ გამოიხატება რაიმე ქმედებაში. მოცემულ შემთხვევაშიც მიზნის არსებობა-არარსებობა უნდა დადგინდეს ჩადენილი ქმედების დეტალების დადგენით.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ--–-------------ს ჩვენებითი რკვევა, რომთავდამსხმელებმა იკითხეს, სად არისო თანხა. ერთმა გამოიტანა ტომრები, დანით გადაჭრეს. თანხები გადაალაგეს ერთ ტომარაში და წაიღეს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ზ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა ფული მოათავსეს ტომრებში და წაიღეს.

კანონის დაცვით, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული დისკი N77/2ს ფაილი 003.raw დგინდება, რომ ზ--------------- საუბრობს დიდი ფულის გადახურდავებაზე კერძოდ:,, ბიჭო, როგორ მქონდა იცი, ვინუჟდენი ფულები მქონდა გადასახდელი, გინდა არ გინდა უნდა გადამეხურდავებინა, იმაზე ფული მქონდა 8 ათასი შესატანი მქონდა’’; ,,140 ათაში დამრჩა ძმა, 150 ათასი კიდე აქეთ მეკუთვნოდა იქიდან ფული, სტოტიშებში იყო ის, გამომყოლოდა კაროჩე, სტოტიშს აგი წაიღებდა მე 50 კიდე ჩემი იქნებოდა იქიდან წარმოიდიგნე, რა ფული დავკარგე, ხალხი ნატრულობს და გზაში გადამეყარა წარმოიდგინე“. ასევე საუბარია იმაზეც, რომ 1 თვეში ფული უკვე არ ჰქონდა, რომ დიდი ოდენობით ვალები გადაიხადა და ფული არ დარჩა, ისევ ვალები შერჩა.

როგორც ფარული ჩანაწერებით და თავად ბრალდებულის, ასევე მისი მეუღლისა და მეზობლების ჩვენებებით ირკვევა, ბრალდებულს დიდი ოდენობით ვალი ჰქონდა როგორც ბანკების, ასევე მეზობლების, გადასახდელი ჰქონდა განვადებები ავტომანქანების და სახლის საფასური, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული ქმნიდა ყაჩაღობის მოტივს. ბრალდებულს თავდასხმის მომენტშივე ამოძრავდებდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზანი, კერზოდ: თავდასხმისთანავე დაზარალებული მიახვედრეს, რომ მათ მხოლოდ ფული უნდოდათ და თუ ხელი არ შეეშლებოდათ, მათ არაფერს დაუშავებნდენ. ბრალდებულის, მისი მეუღლის ჩვენებებით და ფარული ჩანაწერებით, ასევე ლევან კუჭუხიძის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია, რომ 2018 წლის მარტის შემდეგ ბრალდებულმა დავალიანების გარკვეული ნაწილი გაისტუმრა, ხოლო სხვა ნაწილზე თანხები არ ეყო, რის გამოც მხოლოდ სახლის და ერთი ავტომანქანის გარადჩენა შეძლო, სხვა ყველაფერი დაეკარგა ვალების გამო. ამდენად, აუვალი ვალებისგან თავის დაღწევა იყო ყაჩაღობის მოტივი, ხოლო მიზანს წარმოადგენდა დიდი ოდენობით თანხის მისაკუთრება, შემდეგ ამ თანხების გამოყენება საკუთარი შეხედულებისამებრ - ვალების დასაფარად, სახლისა და ავტომანქანის საფასურის გადასახდელად და ა.შ.

ამდენად, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულის მიერ ყაჩაღობის სუბიექტური შემადგენლობის განხორციელება.

 

3.2.3. ჯგუფურად

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად, ჯგუფური დანაშაულის არსებობა მოითხოვს რამდენიმე პირის მიერ დანაშაულის შემადგენლობის ერთდროულად განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში თავდასხმის რამდენიმე პირის მიერ ჩადენა დასტურდება დაზარალებულების ჩვენებებით, რომლებიც მიუთითებენ, რომ თავდამსხმელი იყო 2 პირი, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საიდანაც ირკვევა, რომ 2 პირის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე დატოვებულ ნივთებზე.

კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ--–-------------ს და ზ-------------სჩვენებებით დადგენილია, რომ 2 შეირაღებული ნიღბიანი შევიდა სახლში, ერთი, რომელმაც წებოვანი ლენტით მიაბა ის მაგიდას, თავზე ადგა მათ, მეორე - ოთახებში ფულს ეძებდა. მათ ფულის პოვნის შემდეგ ერთობლივად ჩააწყვეს ისინი ტომარაში და წაიღეს.ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე აღმოჩნდა ზ--------------ისა და ი-----–-----------ს ბიოლოგიური ნიმუშები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ--------------- მოქმედებდა ი-----–----------თან ერთად, მათ ჰქონდათ გადანაწილებული ფუნქციები, ერთმანეთს ეხმარებოდნენ ფულის ჩალაგებასა და წაღებაში.

ამდენად გამოკვლეული მტკიცბეულებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ჯგუფური დანაშაული.

 

3.2.4. ბინაში უკანონო შეღწევით

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ--–-------------ს და ზ-------------ს ჩვენებების თანახმად, თავდასხმის დროს შვილთან ერთად იწვა დივანზე და უყურებდა ტელევიზორს. თავდამსხმელებმა სააბაზანოს კარი გააღეს, სამზარეულოსა და მისაღებშიც შევიდნენ.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ-----–-----ს, დ---------–-–--ს, გ--------------ს და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს მ-----–--------ს საცხოვრებელი სახლი.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ--------–-----ს ჩვენების და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასვკნით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით: ‘’შესასვლელი კარის გარეთა და შიგნითა სახელური და ჭანჭიკები’’ მოთავსებულ ორ ცალ სახელურზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ---------------ს. პაკეტში წარწერით ,,პოლიეთილენის პარკები და ოთხი ცალი ნაჭრის ტომარა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული’’ მოთავსებული: მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკებზე და ასევე პარკის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, ობიექტი N10-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ---------------ს. მომწვანო ფერის ჩანთაზე, ფლურესცენული ნათების მქონე დანაშრევებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ---------------ს. მეორე მოლურჯო ფერის ჩანთაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ზ---------------ს. პაკეტში წარწერით ,,ორი ცალი ნაჭრის ტომარა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული’’ მოთავსებულ: ორ ცალ ჩანთაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ---------------ს.

სასამართლო განმარტავს, რომ ბინა ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შენობა, სადაც ბრალდებულმა შეაღწია, წარმოადგენდა დაზარალებულების ბინას, ისინი მას იყენებდნენ საცხოვრებლად და მასში განთავსებული იყო საცხოვრებლად საჭირო ყველა ოთახი და ნივთი. ბრალდებულმა დაზარალებულის ბინაში უნებართვოდ, ე.ი. უკანონოდ რომ შეაღწია, დადგენილია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით.

 

3.2.5. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია დიდი ოდენობით ზიანის ოდენობა. მნიშვნელოვანი ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბრალდებული ზ--------------- საუბრობს დიდი ოდენობით თანხებზე, ასევე დიდი ოდენობით თანხების დატოვებაზე, ასევე დიდი ოდენობით თანხების ვალის სახით გადახდაზე.

შპს ,,თიბისი ფეი’’-დან მიღებული მომართვის თანახმად, შპს ,,თიბისი ფეი’’-ზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 258,427,5 ლარი და 1430 დოლარი.

სასამართლო აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს ბრალდებულების მიერ დაუფლებული ნივთების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ზუსტად დადგინდეს ბრალდებულის მიერ დაუფლებული თანხის ოდენობა. დაუდგენელია გატაცებული თანხის ზუსტი ოდენობა, რადგან ამის შესახებ საქმეში არსებობს ერთადერთი მომართვა ბანკიდან. ამასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბანკის წარმომადგენელი, თუმცა მან ვერ მიაწოდა სასამართლოს დამაჯერებელი ინფორმაცია ამ თანხის დაანგარიშების წესის შესახებ, ასევე იმის შესახებ, ბანკს აუნაზღაურდა თუ არა ზიანი, იყო თუ არა თანხები დაზღვეული და სხვა. ბანკი არის მკაცრად ორგანიზებული დაწესებულება, სადაც თანხის მიმოქცევასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება მკაცრად რეგულირდება. შესაბამისად, არსებობს ამ თანხის მიმოქცევის შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოწმეებმა განაცხადეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ინკასაციისას რამდენიმე ქვითარს ბეჭდავს, თუმცა ეს ქვითრებიც არ ყოფილა წარმოდგენილი. არც ბანკიდან ყოფილა თანხის შეტანა-გატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დაეთვალა ან გადაემოწმებინა ბანკის ერთადერთ წერილში მითითებული ციფრების სისწორე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცვის მხარე ციფრების დაანგარიშების სისწორესთან ერთად სადავოდ ხდის იმასაც, ინკასატორებმა მიიტანეს თუ არა მათ მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან გამოტანილი თანხები მ-----–--------ს სახლში. დაზარალებულებისა და ინკასაციის მწარმოებელი პირებისგან თანმიმდევრული და ერთმანეთთან შეთანხმებული ინფორმაცია სასამართლომ ვერ მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენმა თანამშრომელმა რამდენი ტომარა მიიტანა შაბათ-კვირას დაზარალებულების სახლში, რა ოდენობით თანხები იყო მოთავსებული თითოეულ ტომარაში, რა პრინციპით ხდება ტომრებში თანხების გადანაწილება და ა.შ. სასამართლოში გამოიკითხა რამდენიმე პირი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კვირას მიიტანეს თანხა დაზარალებულის სახლში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის ძირითადად აღმოჩნდა შაბათის ინკასაციის ქვითრები, რის გამოც აუცილებელი გახდა ინკასაციის განმახორციელებელი ყველა პირის გამოვლენა ან სხვა მტკიცებულებებით შაბათ-კვირას ინკასირებული თანხების შესახებ ინფორმაციების მოძიება, თუმცა ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ინკასაციის განმახორციელებელი პირები თანხებს არ ითვლიდნენ და არ იციან, თუ რა რაოდენობის თანხა მიიტანეს, ხოლო ბანკის წერილის გარდა სხვა მტკიცებულება ამის შესახებ წარმოდგენილი არ არის. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების ყველა ნაწილი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს მტკიცებულებების ერთობლიობა. განსახილველ შემთხვევაში ასეთი დამაჯერებელ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მიყენებული ზიანის ოდენობაში, წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, არც ის არის დადგენილი, სახლიდან წაღებული თანხის რა ნაწილის დაუფლება შეძლო ბრალდებულმა, ვინაიდან ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბრალდებულმა გზაში დააგდო თანხის ნაწილი, რომელიც სხვამ წაიღო. გზაზე რაიმე თანხა აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. დაკარგული თანხის რაიმე ნაწილი გამოძიებას არ აღმოუჩენია არც ბრალდებულთან და არც სხვაგან. ბრალდებული ფარულ ჩანაწერში აღნიშნავს, რომ 5 თვის გადასახადი ერთდროულად გადაიხადა წამოღებული თანხით, სხვასაც მისცა თანხა და ა.შ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ვერ დგინდება კონკრეტული ოდენობა ბრალდებულის მიერ დაუფლებული თანხისა, დადგენილია, რომ ეს თანხა აღემატება 10 ათას ლარს.

ამდენად, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია 10 ათას ლარზე მეტი ოდენობით თანხის გატაცების ფაქტი, აღნიშნული საკმარისია ბრალდებულის ქმედების დიდი ოდენობითმოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის.

 

3.3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ყაჩაღობას, ე.ი. თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითან ძალადობის მუქარით. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს.

სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.

სუბიექტური შემადგენლობის მხრივ სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ მიზანს - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვის არსებობისას.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა დაზარალებულებს ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ზ--------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ--------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ--------------- ნასამართლევია ყაჩაღობისთვის, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს წარმოადგენს. ის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წელს. სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლობის ვადა არის 8 წელი, რომლის ათვლაც იწყება სასჯელის მოხდიდან. ამდენად, ირკვევა, რომ ბრალდებული დღეის მდგომარეობითაც ნასამართლევია, თუმცა მას აღნიშნული გარემოება არ აქვს ბრალად შერაცხული და ეს არ არის ასახული მისი ქმედების კვალიფიკაციაში, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ბრალდების დადგენილებას დაამატოს რაიმე გარემოება, რამაც შეიძლება დაამძიმოს ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა. ამდენად, სასამართლოს სამართლებრივი თვალსაზრისით ერთადერთ სწორ გამოსავლად მიაჩნია გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინოს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში.

 

3.4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

ზ--------------ის პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, საქმის მასალების მიხედვით, ის არის ნასამართლევი, თუმცა, აღნიშნული გარემოება უნდა ყოფილიყო მისი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება და ასეთ ვითარებაში სასამართლო მას ვერ გაითვალსწინებდა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის შეცდომა არ უნდა იქნეს გამოყენებული ბრალდებულის საუარესოდ და იმის გამო, რომ ბრალდების მხარემ მისი ქმედება არ დააკვალიფიცირა არაერთგზის დანაშაულად, იგივე გარემოება არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, მით უმეტეს, რომ (მართალია სხვა ქვეპუნქტები, მაგრამ) სსკ-ის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სადაც ასევე მოთავსებულია არაერთგზისობა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ბრალდებულს ისედაც ედება ბრალად.ამდენად, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

3.5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

ბრალდებულისათვისსასჯელისგანსაზღვრისასსასამართლომხედველობაშიიღებსქმედებისმოტივს (მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა), მიზანს (დიდი ოდენობით თანხისმიღება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირდაპირი განზრახვა), მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას (სხვისი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (საცხოვრებელ ბინაში შეიარაღებული შეღწევა ღამის საათებში დაზარლაებულების ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით),მართლსაწინააღმდეგოშედეგს (შიშისგრძნობისგაჩენა, ემოციური ტრავმის მიყენება, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენება), პირადდაეკონომიკურპირობებს (ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, დიდი ოდენობით სესხების აღების გამო აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა), ყოფაქცევასქმედებისშემდეგ, ბრალდებულისპიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები გათვალისწინებულ სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 12 წლამდე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია 3 დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედება და ბრალდებული არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის,თუმცა, იმის გამო, რომ ეს გარემოება უნდა ყოფილიყო ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება, ხოლო ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი და ნასამართლობა არ ასახა ქმედების კვალიფიკაციაში, განსახილველ შემთხვევაში, რეციდივის არსებობის მიუხედავად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბოლოოდ სასჯელის ზომის განსაზღვრა უნდა მოხდეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

3.6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, ნივთმტკიცებები: ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს; კარის სახელურები, ნაჭრის ტომრები, შემოსავლის ორდერი, ქაღალდის ფურცლები, ტყავისხელჩანთა, ქვითრები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს;დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

II. ბრალდებულ ი-----–-----------სთვის წარდგენილი ბრალდება

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ი-----–----------მა განიზრახა დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღურად თავს დასხმოდა ზ---------------სთან ერთად მ-----–--------ს ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ი-----–----------- შეიარაღდა დანით, წებოვანი ლენტით და 2018 წლის 4 მარტს მივიდა ზ---------------სთან ერთად ქ. აბაშაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N17-ში მდებარე მ-----–--------ს საცხოვრებელ სახლთან და უკანონოდ შეაღწია მ-----–--------ს ოჯახში. ი-----–----------მაწებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრა და პირი აუხვია მ-----–--------ს მეუღლეს - ლ--–-------------ს და მის არასრულწლოვან შვილს - ზ-------------ს, რომლებიც ერთმანეთზე გადააბა და მიაბა იქვე მისაღებ ოთახში მდგომ მაგიდას. ზ---------------მ ოთახები დაათვალიერა, რადროსაც მისაღები ოთახის მაგიდის ქვეშ აღმოაჩინა შპს „თი-ბი-სი“- ფეის კუთვნილი ფულისტომრები. მათ დანის გამოყენებით დაჭრეს აღნიშნული ფულისტომრები, გადმოყარეს ფული იატაკზე და დაიწყეს ქაღალდის კუპიურებისა და ხურდაფულის განცალკევება და დახარისხება. დახარისხებული ფული ჩაყარეს ტომრებსა და პოლიეთილენის პარკებში. დაახლოებით 15 წუთში, თავდამსხმელებმა მოაგროვეს და გაიტაცეს 10 ათას ლარზე მეტი ფულადი თანხა, ხოლო მ-----–--------ს მეუღლე - ლ--–------------- და მისი არასრულწლოვან შვილი-ზ-------------, მაგიდაზე მიბმულები დატოვეს და მიიმალნენ შემთხვევისადგილიდან.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. თავდასხმა, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით

 

მოწმე რ---------–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 მარტს 22:30-დან 23:00 საათამდე დაურეკეს და ჰკითხეს, თუ რა იცოდა აბაშაში თავდასხმაზე. გ----------------ს დაურეკა და მისგან მიიღო დასტური, რომ თავდასხმა სიმართლე ყოფილა.

მოწმე გ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ყაჩაღობის დღეს დაურეკა ა-–------------------–---მ 24:00 საათისთვის და ჰკითხა, მ-----–--------ს სახლში მოხდა თუ არა ყაჩაღობა. დაურეკა მ-----–--------ს, რომელმაც დაუდასტურა აღნიშნული.

მოწმე ი---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ იმ დღეს ჰქონდა ქუთაისში გამოცდა, სადაც წავიდნენ მ-----–--------ს ავტომანქანით, რის მერეც იმუშავეს და თანხა მიიტანეს მ-----–--------ს სახლში. ღამით ურეკავდა მ-----–--------ს ძმა, რომელმაც უთხრა, რომ დაუყაჩაღებიათ მისი ძმა. 70-80 ტერმინალის თანხა იქნებოდა მ-----–--------ს სახლში. 7-8 საათზე მიიტანა თანხა მ-----–--------ს სახლში. ყოველდღე მიჰქონდა ფული. მას, გ-----------------ს, გ--------------ს მიჰქონდა თანხა იქ.

მოწმე გ-----------------ს ჩვენების თანახმად, მ-----–--------მ უთხრა, ავტომანქანით დამხვდიო, რის გამოც 23 საათზე გაიყვანა მ-----–--------ს სახლიდან ავტომანქანა. მ-----–--------ს ბავშვი და მეუღლე იყვნენ სახლში.

მოწმე ა-–-----------------–-ძის ჩვენების მიხედვით, 23:30 საათზე მორიგემ დაურეკა და ჰკითხა, თუ რა იცოდა. გ----------------მ უთხრა, ცუდი ამბავიაო.

მოწმე მ-----–--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ დააყაჩაღეს. იქნებოდა 22-23 საათი. სახლში თანხები ეყარა. წინა ოთახში 2 ჩანთა იდო. მეუღლემ თქვა, რომ გვერდითა კარიდან შემოვიდა ორი ნიღბიანი, დანით ჭრიდნენ ჩანთებს. 15-20 წუთი გაგრძელდა თავდასხმა. თავდამსხმელებს უთქვამთ, არ ინერვიულოთ, ფულს წავიღებთ და წავალთო. ერთი ჩანათას ჭრიდა, მეორე იარაღით ადგა თავზე მათ. ზ---------------ს იცნობს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მერე პოლიციამ ი-----–----------- მიიყვანა სახლში, რომელმაც რაღაცეები აღწერა. ამ დროს თვითონ მოშორებით იდგა. ზ--------------- სახლში არ მიუყვანიათ. მის სახლში ფულის მიტანა ტელეფონით ცნობილი გახდა მისთვის. პირველად რომ დაურეკეს თანხის მიტანაზე, შებინდებული იყო. თანხა იყო თიბისი ფეის კუთვნილება. ი---------------მ, კახა კაჭარავამ, გიორგი ჩოჩუამ და გ-----------------მ მიიტანეს თანხები იმ დღეს მის სახლში. ოთახში გადმოიტანეს ჩანთები, იქ დაჭრესო უთხრა მეუღლემ და ბავშვმა. 2 ჩანთა გახსნილი არ იყო.

მოწმე ლ--–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 22:30 საათზე კარები გაიღო და 2 შეირაღებული ნიღბიანი შემოვიდა. თვითონ და ზ------------- უყურებდნენ ტელევიზორს. ბავშვი გაფითრებული იყო. ხმა არ ამოიღოთ, არაფერს დაგიშავებთ, სად არისო თანხა, ჰკითხეს ნიღბიანებმა, სახლი გაჩხრიკეს. ერთი იარაღით დაადგა, მეორე დადიოდა ოთახებში. ერთმა გამოიტანა ტომრები, რომლებიც დანით გადაჭრეს. თანხები ამოჰქონდათ და აწყობდნენ ერთ ტომარაში, უბეშიც იდებდნენ, მერე გავიდნენ, არ იყვიროთო,- დაუბარეს,- და არფერი დაგიშავდებათო. ბავშვმა გაიხსნა სკოჩი და ისიც გაათავისუფლა, რის შემდეგაც ტელეფონით დედამთილს და მეუღლეს დაურეკა. მალევე მოვიდნენ მამამთილი, დედამთილი, მეზობლები და პოლიცია. ბავშვი ცუდად გახდა. თავდამსხმელებს შავები ეცვათ. ერთს სპორტული ზედა ეცვა. ვინც წებოვანი ლენტით მიაბა და ედგა იარაღით, ის ახსოვს უფრო. მას შავი გადაჭრილი ხელთათმანი ეკეთა. იარაღი ორივეს ჰქონდა. ერთმა თანხა გამოიტანა და მოეხმარა მეორე. მარჯვნივ დედამთილი ცხოვრობს, მარცხნივ - არავინ. იმ დღეს 2 ინკასატორი იყო მის სახლში მისული. პოლიციის მერე მალე მივიდა მეუღლეც. აბაშური კილოთი საუბრობდნენ თავდასხმელები. უფრო მეტად ქაღალდის ფული წაიღეს, მაგრამ ხურდაც მიაყოლეს. წვიმა იყო საშინელი. გვერდითა კარი ჩაკეტილი არ იყო, რადგან მეუღლეს ელოდებოდა. პოლიციის ხმა რომ გაიგეს, მეზობლებიც შევიდნენ. პოლიციის მერე 5 წუთში ექსპერტები მივიდნენ. ექსპერტებმა იმ კარის სახელური დაამუშავეს, რომელთანაც შეხება ჰქონდათ თავდასხმელებს. ინკასატორები ყოველდღე არ მიდიოდნენ, რადგან სამუშაო დღეებში თანხას ბანკში აბარებდნენ. თავდამსხმელებიდან ერთი იყო საშუალოზე მაღალი, მეორე - საშუალოზე დაბალი. მისი გაგებით 175 სმ. საშუალოზე მაღალია, 170 სმ. - საშუალოზე დაბალი. ხელი მას და მის შვილს ერთმა თავდამსხმელმა შეუკრა. 15 წუთი იყვნენ მასთან თავდამსხმელები. თავდამსხმელებს შორის სიმაღლეში დიდი სხვაობა არ იყო.

მოწმე ნ--------–-----ს ჩვენებით და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითირკვევა, რომ პაკეტში წარწერით ,,2 წებოვანი ლენტის ხვეულა’’ მოთავსებულ წებოვანი ლენტის ხვიაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ი-----–----------- გენეტიკური პროფილის თანამონაწილეობა. პაკეტები დალუქული იყო და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

მოწმე გ--–--------ის ჩვენების და შპს ,,თიბისი ფეი’’-დან მიღებული მომართვის თანახმად, შპს ,,თიბისი ფეი’’-ზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 258,427,5 ლარი და 1430 დოლარი, თუმცა უცნობი დარჩა კონკრეტულად ამ თანხის დამაანგარიშებელი პირის ვინაობა და დაანგარიშების წესი. ბანკომატში თანხის შეტანა და გამოტანა ავტომატურად ისახება მათ პროგრამაში. არ იცის, დაზღვეული იყო თუ არა თანხა, რომელიც გაიტაცეს და მიიღო თუ არა ბანკმა ანაზღაურება.

მოწმე ზ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბებიის სახლიდან ახალი მისული იყო სახლში. 10 წუთში მათთან შევიდა 2 ბოროტმოქმედი. მათგან ერთს იარაღი ჰქონდა. მას დედასთან ერთად ხელები შეუკრეს. თავდამსხმელები ოთახებში დადიოდნენ, ფულის მოთავსება დაიწყეს ტომრებში. 15 წუთი იმყოფებოდნენ ისინი მათთან. 22:30–23:00 საათი იქნებოდა, როცა თავდამსხმელები მივიდნენ მათთან. ინკასატორი იყო მანამდე მისული მათთან და გასაღები მიიტანა. ინკასატორის წასვლიდან 15 წუთში მივიდნენ ბოროტმოქმედები. წვიმდა. ერთი თავდამსხმელი ხელებს უკრავდა წებოვანი ლენტით, მეორე ოთახებში დადიოდა. წასვლისას თქვეს, არ გაინძრეთ, ისევ დავბრუნდებითო, მუქი ტანსაცმელი ეცვათ. ერთს იარაღი ჰქონდა, მეორეს დანა ეჭირა ტომრების გასახევად. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ქართულად და მეგრულად, სიმაღლით ერთმანეთის ტოლები იყვნენ., სუსტები. ძლიერი წვიმა არ იყო. პოლიცია მივიდა დარეკვიდან 3-4 წუთში, როცა უკვე არ წვიმდა. მათ დაატოვებიეს ოთახი და ექსპერტიზისთვის მომზადება დაიწყეს. ვინც ხელებს უკრავდა, მას ხელთათმანი არ ეკეთა. ორმა ინკასატორმა მიიტანა თანხა იმ დღეს. ჰარი პოტერს უყურებდა, როცა თავდამსხმელები მივიდნენ.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ-----–-----ს, დ---------–-–--ს, გ--------------ს და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს მ-----–--------ს საცხოვრებელი სახლის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ამოიღეს წებოვანი ლენტის შეკვრა და სხვა ნივთები. ამოღების შემდეგ აღნიშნული ნივთები დაილუქა, ლუქზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ-----–-----ს, ი------------–--ს, ა-----–----------------ს ჩვენებებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ი-----–-----------ს მითითებით მივიდნენ მ-----–--------ს სახლთან, რომელიც მდებარეობს ა--–----------------–-----–-------------–-. ი-----–----------მა უჩვენა გვერდითა ადგილი, მეზობლის მავთულბადის ღობე,მეზობლის ეზოს უკანა ნაწილი, რომელიც ესაზღვრება მ-----–--------ს სახლს, რკინის ღობე, რომელიც ჰყოფს მ-----–--------ს ეზოს და მეზობლის ეზოს, მ-----–--------ს სახლის გვერდითა მხარის წინა შესასვლელი კარები, მ-----–--------ს ეზოში ღობესთან მდგარი რკინის ბაკი, მოწითალო ფერის დივანი, მცირე ზომის მაგიდა, ასევე მაგიდა, რომლის ქვეშაც ინახებოდა ტომრები და სხვა ადგილები. აღნიშნული ადგილები მიუთითებს ბრალდებულის მოძრაობის მიმართულებას და მისი ყოფნის ადგილებს.

მოწმე ი-----–--------ს ჩვენების და ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 23 დეკემბერს ი-----–-----------სგან აიღეს ნერწყვის ნიმუში, რაც მოთავსდა პაკეტში, დაილუქა. ხელები გამომშრალი ჰქონდა მუჯირს და ძნელი ასაღები იყო დაქტილოსკოპიური ნიმუში. ამიტომ თბილი წყლით დაბანა, რომ დარბილებულიყო და ხაზები კარგად გამოჩენილიყო, ჭუჭყი არ დარჩენილიყო.

მოწმე ს--–----------–-–---–-ს ჩვენების მიხედვით,ი-----–-----------ს მამის გარდაცვალებიდან მე-9 დღე იყო - მკლავის გახსნა, ღამით 2-ის ნახევარზე ბრალდებულის დედამ უთხრა, ვიღაცამ წაიყვანა, თან პირადობის მოწმობის წამოღება უთხოვიათ. ბრალდებულს უთქვამს, მეგობრები არიანო, თეთრ პიკაპს მივამგვანეო ავტომანქანა. 3-4სთ.-ვის წავიდა აბაშის პოლიციაში. იქ უთხრეს, ასეთი პირი აქ არ არისო დაკავებული. მერე ზუგდიდიდან დაუკავშირდნენ, დაკავებულიაო ბრალდებული და გააგებინეთო ოჯახს. ბრალდებული ძალიან მთვრალი იყო. მეორე დღეს ადვოკატს გამოატანეს მამის საბუთები. ბრალდებულს 12 სთ-ის მერე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. მას 07:30 სთ-ზე დაურეკეს და უთხრეს, რომ დაკავებული იყო ბრალდებული.

მოწმე მ-------–------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მეუღლის გარდაცვალების მე-9 დღეს აღნიშნავდნენ. ი-----–----------- ნასვამი იყო. დასაწოლად ემზადებოდნენ. ბრალდებულს დაუძახეს. ბრალდებულმა მამის საბუთები წაიღო და წავიდა, თავისი პირადობა არ წაუღია. მეზობელთან მივიდა, წააყვანინა თავი აბაშის პოლიციაში. იქ უთხრეს, არ მოუყვანიათო აქ. 21 დეკემბერი ღამდებოდა. 07:20 საათზე დაურეკა სალომემ და თეამ და უთხრეს, გამომძიებელმა დარეკა, დაკავებულიაო ბრალდებული. ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებული წაიყვანეს, პოლიციის ატრიბუტები, შუქები არ ჰქონდა. სალომესთვის არ უთქვამს, პოლიციის მანქანით წაიყვანესო ი-----–-----------. პირიქით, პოლიციის მანქანას ვერ მიამსგავსა და ეჭვიც არ შეპარვია პოლიციელებზე. მეუღლის პირადობა და ვეტერანის საბუთი წაიღო ბრალდებულმა. ისინი ადვოკატმა დაუბრუნა მეორე დღეს.

ბრალდებულ ი-----–-----------ს ჩვენებით დგინდება, რომ მამის გარდაცვალების გამო მკლავის გახსნის სუფრა ჰქონდა. ყველა რომ წავიდა, ნასვამი იყო ძალიან. უნდა დაწოლილიყო. გარეთ ძაღლის და ფეხის ხმა გაიგო, გავიდა, ტანს ზევით არ ეცვა. პოლიციელები იყვნენ, ფორმა ეცვათ. მამაშენის სამუშაოსთან დაკავშირებით ვართო, საბუთები წამოიღეო და წამოგვყევი, 5 წუთში დაგაბრუნებთო, უთხრეს. მამის საბუთები - ვეტერანის მოწმობა და სხვა წაიღო, ჩაიდო ჯიბეში და წაყვა. აბაშაში მიგვყავხარო უთხრეს და მოტყუებით სამხარეოში წაიყვანეს. გზაში ჩაეძინა. სამხარეოში უთხრეს, ყაჩაღობაზე ხარო დაკავებული. ზეწოლა და ცემა დაუწყეს. გულის რევის შეგრძნება ჰქონდა და ტაშტში თუ ქილაში გადააფურთხებინეს. იარაღი აჩვენეს, ეს უკვე ზ---------------ს ჩავუდევით და იგივე განმეორდებაო შენთანაც. ზ---------------ს შეახვედრეს, რომელსაც უთხრა,შენი ცოლი გაუშვან და მე ჩემს თავზე ავიღებო დანაშაულს. დაკავების ოქმი შეადგინეს 2-3 საათზე. ზეწოლების შესახებ ადვოკატს არ უთხრა, რომ ისევ არ გაეგრძელებინათ იგივე. ექსპერიმენტისას გამომძიებელი ეუბნებოდა, რა უნდა ეთქვა. ადვოკატს არ აუხსნია ნორმალურად რამე. 2018 წლის 4 მარტს ეკლესიასთან საღამოს 22-23 საათზე გაჩხრიკეს, სურათები გადაუღეს, სად მიდიხარ, სად იყავიო, ჰკითხეს. ტელეფონში თანხის ჩასარიცხად იყო გასული, სამმართველოში წაიყვანეს, წვიმდა ძლიერად. გზაზე ვიღაცამ დაურეკა. პოლიციელები ანერვიულდნენ, რაღაც ხდებოდა. დასვეს ქუჩაში და წავიდნენ. ყაჩაღობის შესახებ მე-3 დღეს გაიგო.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედებამ მოიცვას ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობა, აუცილებელია დადასტურდეს თავდასხმა. სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმა ნიშნავს დაზარალებულისათვის უეცარ, მისკენ მიმართულ აგრესიულ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ასეთის მუქარასთან. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს სწრაფ აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულების ჩვენებებით დადგენილია, რომ სახლში შევიდა ორი ნიღბიანი ადამიანი მოულოდნელად, რომელთაგან ერთს ჰქონდა პისტოლეტისმაგვარი საგანი, ხოლო მეორეს - დანა. მათ თავიდანვე აგრძნობინეს დაზარალებულებს, რომ ფულის წასაღებად იყვნენ მოსულები და იარაღების დემონსტრირებით დაარწმუნეს ისინი, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ერთ-ერთმა მათგანმა წებოვანი ლენტით გაკოჭა დაზარალებულები, რითაც დგინდება, რომ განხორციელდა დაზარალებულებზე თავდასხმა.

რაც შეეხება სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას და ასეთი ძალადობის მუქარას, სასამართლო განმარტავს, რომ მნიშნველოვანია, ძალადობის მუქარა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს და საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს, რომ მუქარა რეალიზებული იქნება. მუქარის შინაარსის დადგენისას მნიშვნელოვანია მუქარის ფორმა და ის სიტყვები ან ჟესტები, რაც მას თან ახლავს. განსახილველ შემთხვევაში თავდასხმელებიდან ერთმა შემოსვლის შემდეგ დაზარალებულები შეკრა წებოვანი ლენტით, თავდამსხმელებმა აჩვენეს დაზარალებულებს, რომ ხელცარიელები არ მისულან და რომ იარაღებით იყვნენ, მიანიშნეს, რომ თანხის წაღება სურდათ, რაც მიუთითებს, რომ თავდამსხმელები, დაზარალებულებისგან ხელშეშლის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ განახორციელებდნენ მათი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არ არის აუცილებელი ძალადობის მუქარის განხორციელება ვერბალურად. ეს შეიძლება მოხდეს ვითარების ადეკვატური აღქმის შედეგად. ამასთან, მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა აღიქვას შექმნილი მდგომარეობა. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ შეიარაღებული ნიღბიანები მოულოდნელად შევიდნენ ოთახში. დაზარალებულმა მათ უთხრა, რომ მალე მისი მეუღლე დაბრუნდებოდა, რაზეც შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელებმა უპასუხეს, რომ იცოდნენ, რომ მისი მეუღლე მალე არ დაბრუნდებოდა და ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. ნიღბები მიუთითებდა დაზარალებულს, რომ თავდამსხმელებს არ სურდათ მათი სახის ჩვენება, შეიარაღება მიუთითებდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ, გამოეყენებინათ მათ ხელთ არსებული იარაღი, თუნდაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავის დასაცავად ან თანხის წაღებისას დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში მის გადასალახად. თავდამსხმელებს რომ სურდათ, მათთვის ხელი არ შეეშალათ და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს რომ იზამდნენ, ამაზე მიუთითებდა ისიც, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დაზარალებულები ერთმანეთს მიაბა, რითიც მათ ხმაურის ატეხვის და გადაადგილების საშუალება მოუსპო და გამუდმებით თავზე ადგა დანით ხელში, რაც აღქმულ უნდა იქნეს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მზაობად. ასეთი მზაობის არსებობაში დაზარალებულების დარწმუნების მიზნის არარსებობის შემთხვევაში გაუგებარია, რაში დასჭირდათ თავდამსხმელებს იარაღის დემონსტრირება და იარაღით ოთახში შესვლა, სადაც იცოდნენ, რომ მხოლოდ ქალბატონი და ბავშვი იმყოფებოდნენ. ამდენად, დაზარალებულების ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავდასხმა საქმის მასალებით დადასტურებულია.

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთის მუქარა, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ი-----–----------მა ჯანმრთელობისათვის საშიშიძალადობა გამოიყენა ვინმეზე, რის გამოც ძალადობა უნდა ამოირიცხოს მისთვის წარდგენილი ბრალდებიდან. ასევე არ დასტურდება, რომ ი-----–----------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვინმეს. მან მხოლოდ დანის დემონსტრირება განახორციელა და გაკოჭა დაზარალებულები, რაც პირდაპირ არ მიუთითებს მოკვლის მუქარაზე. შესაძლებელია იარაღის დემონსტრირებით ბრალდებულს დაზარალებულებში ჯანმრთელობის დაზიანების შიშის გაჩენა სურდა. ვინაიდან ეს საკითხიც არ არის მტკიცებულებებით გამოკვეთილი, ამდენად, სიცოცხლის მოსპობის მუქარაც უნდა ამოირიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან.

დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმას, რომ აღნიშნული თავდასხმის სუბიექტი იყო ბრალდებული ი-----–-----------.

დაზარალებულების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთები საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 4 მარტს ღამის საათებში დაზარალებულებზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა.

აღნიშნულის შემდეგ უნდა დადგინდეს, თუ ვინ ჩაიდინა მოცემული ქმედება: ეს იყო ბრალდებული ი-----–----------- თუ სხვა პირი. ამ კუთხით აუცილებელია მტკიცებულებების შეფასება სარწმუნოობის თვალსაზრისით.

ყაჩაღობის სუბიექტად ი-----–-----------, ბრალდების მხარის მტკიცებით, დადგენილია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საგამოძიებო ექსპერიმენტი ოქმით. ამდენად, უნდა მოხდეს ამ მტკიცებულებების საქმესთან შემხებლობის, კანონიერების, სანდოობისა და უტყუარობის შემოწმება.

ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულების, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალირებაში მონაწილე მოწმეების, მათ შორის გამომძიებლისა და ექსპერტების ჩვენებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის ჩვენება, მ-----–--------ს სახლიდან ამოღებული წებოვანი ლენტი, რომელზეც აღმოჩნდა ი-----–-----------სგენეტიკური პროფილი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ბრალდებული უთითებს გარკვეულ ადგილებს.

სასამართლო სდომაზე გამოკვლეულ იქნა წებოვანი ლეტნის ხვია, რომელიც მოთავსებული იყო დალუქულ პაკეტში, ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. აღნიშნული დაადასტურა ასევე ბიოლოგიურმა ექსპერტმა, რომლის ლუქიც ედო პაკეტებს და რომელთანაც მივიდა აღნიშნული ნივთები ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტის ჩვენებით, მასთანაც მივიდა დალუქული, მთლიანობადაურღვეველი პაკეტები, რომელიც მან გახსნა გამოკვლევის მიზნით.

გამომძიებლებმა: გ--------------მ და ა-----–----------------მ დაადასტურეს, რომ მათთან ნივთები ინახებოდა ხელუხლებელ ვითარებაში, დალუქულ, პაკეტის მთლიანობადაურღვეველ მდგომარეობაში, მათთან შეხება სხვა პირებს არ ჰქონიათ და ამავე მდგომარეობაში გადაეგზავნა ექსპერტებს. ექსპერტმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ პაკეტებს, რომლებიც მან მიიღო, რაიმე შესამჩნევი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ამდენად, დაცვის მხარის ეჭვი, რომ პაკეტებში არსებულ ნივთებზე რაიმე ზემოქმედება მოხდა ექსპერტიზაზე მათ გადაგზავნამდე, არაფრით დასტურდება. დაცვის მხარე ავითარებს პოზიციას, რომ შესაძლებელია პაკეტებში ნემსის წვერით ბიოლოგიური პროფილის შემცველი გარკვეული სითხის შეყვანა ისე, რომ პაკეტს არაფერი დაეტყოს, თუმცა აღნიშნული ვერსია არ არის დამაჯერებელი, რადგან პაკეტზე ნებისმიერი ზემოქმედება, მათ შორის ნემსის წვერით განხორციელებული მცირე ზომის ნახვრეტიც ამავე პაკეტზე რჩება და შეუძლებელია ის გაქრეს მხოლოდ ხელის გადასმით, როგორც ადვოკატი ამბობს. ამასთან, საუბარია მიკრონაწილაკებზე და დაუჯერებელია ასევე, რომ გარკვეული სითხის შესხურებით თავად ამ ნივთზე არ რჩება რაიმე კვალი ან შემდგომში სითხის აორთქლებით პაკეტის შიდა მხარის მდგომარეობა უცვლელი დარჩეს. ასეთი ზემოქმედების ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაცვის მხარეს შეეძლო გამოეკვლია პაკეტები და ნივთები სასამართლო სხდომაზე უფრო დეტალურად და დაედგინა მათზე რაიმე ნახვრეტის არსებობა, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ თვალით შეუძლებელი იყო ამის შემჩნევა, მას შეეძლო შესაბამისი ექსპერტიზა დაენიშნა პაკეტებზე დაზიანებების, მათ შიდა მხარეს სითხის აორთქლვის ან მათში მოთავსებულ საგნებზე სითხის მისხურების კვალის აღმოჩენის მიზნით, თუმცა არც ეს განუხორციელებია. ამდენად, იმ პირობებში, როცა გამომძიებლები და ექსპერტები ამტკიცებენ პაკეტების მთლიანობის დაურღვევლობას, როცა პაკეტები სასამართლო სხდომაზე ორივე მხარის მონაწილეობით იქნა გამოკვლეული და დაცვის მხარეს რამე მათზე არ შეუმჩნევია, მხოლოდ ადვოკატის ზეპირი განცხადება, რომ გამომძიებელმა პაკეტზე ნემსით შეიყვანა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, ვერ იქნება გაზიარებული.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს და დაცვის მხარის პოზიციას, თითქოს საგამოძიებო ექსპერიმენტისას მას გამომძიებელი ეუბნებოდა სად წასულიყო, რა ადგილი ეჩვენებინა და აღნიშნული განახორციელა ზეწოლის ქვეშ, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სსსკ-ის 247-ე მუხლის დაცვით გამოკვლეულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს ბრალდებულის მიერ ვერბალურად გაკეთებულ განცხადებებს და შემოიფარგლება მხოლოდ მის მიერ ხელით მითითებული ადგილებით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დაცვის მხარის მოწმეები მიუთითებენ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულზემიმდინარე ზეწოლებზე, იმაზე, რომ ის იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში და სრულად ვერ აცნობიერებდა მიმდინარე მოვლენებს,თუმცა გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მათ შორის ამის ამსახველი ვიდეოფირით, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირთა ჩვენებებით, ასევე დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ბრალდებული არ იყო იმდენად ნასვამი, რომ ვერ გაეცნობიერებინა მიმდინარე მოვლენები, მას ნასვამობა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს არ ეტყობოდა, ბრალდებულს ამ მოქმედების დროს ჰყავდა ადვოკატი. ამდენად, ყველა გარემოება არსებობდა იმისათვის, რომ თუ ბრალდებული ფეხზე ვერ დგებოდა ან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ეს გამოვლენილიყო ვიდეოფირზე, თუმცა მსგავსი რამ არ შეინიშნება.ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის განმავლობაში ბრალდებულმა ი-----–----------მა მიუთითა ადგილები, რაც გაიარეს დაზარალებულის სახლამდე მისასვლელად, მათ შორის მეზობლის სახლი, ეზო, ღობესთან არსებული ადგილი, მ-----–--------ს ეზოში არსებული ბაკი, საიდანაც შევიდნენ დაზარალებულის სახლში, რაც იმ დროისთვის გამოძიებისთვის ცნობილი არ ყოფილა, შესაბამისად, აღნიშნულს გამომძიებელი ვერ უკარნახებდა მას. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბრალდებულ ზ--------------ის ჩვენება, რომელმაც გამოიყენა ვიდეოჩანაწერი, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას ეკითხება ზ--------------- გამომძიებელს, თუ რა თქვა ექსპერიმენტის დროს ი-----–----------მა, რადგან, როგორც ჩანს, ის განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდა კონკრეტულ საკითხზე, ხოლო გამომძიებელი, ი-----–-----------ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით უკმაყოფილო, პასუხობს, რომ ი-----–----------მა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს უთხრა, რომ გვერდიდან შევიდნენ დაზარალებულის სახლში, ამის გამო გამოხატავს უკმაყოფილებას, ამბობს, ამ ინფორმაციის მიწოდების გამო (ი-----–----------ს) „მოუკვდა პატრონი“. ცნობილია, რომ გამომძიებელმა არ იცოდა, რომ ხორციელდებოდა ამ საუბრის ჩაწერა, რის გამოც ის გულწრფელი იყო ზ---------------სთან საუბრისას ი-----–-----------ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის განმავლობაში მისთვის მიწოდებული ინფორმაციისადმი მისი დამოკიდებულების საკითხზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს გამომძიებელმა მიაწოდა ბრალდებულს ინფორმაცია, თუ რა უნდა მიეთითებინა საგამოძიებო ექსპერიმენტისას და რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რის გამოც არ არსებობს საგამოძიებო ექსპერიმენტის სარწმონოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თვითნებურად და კანონის დარღვევით შედგენის სურვილის შემთხვევაში გამომძიებელი მას ისე შეადგენდა, რომ ბრალდებულების პოზიციებს შორის რაიმე სხვაობა არ დაფიქსირდებოდა, თუმცა, ირკვევა, რომ ეს ასე არ მოხდა და გამომძიებელი იმას კი არ ეცადა, ორივე ბრალდებულის საგამოძიებო ექსპერიმენტი ერთნაირად შეედგინა, არამედ ეს ოქმები შეადგინა ისე, როგორც რეალურად განვითარდა მოვლენები, რის გამოც ეს ოქმები ერთმანეთს არ იმეორებს და იმ ნაწილში, რა ნაწილშიც დაცვის მხარემ მისცა სასამართლოს საშუალება, გამოეკვლია ექსპერიმენტის ოქმები, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ზ--------------ის ადვოკატისგან განსხვავებით, რომელმაც წარმოადგინა მტკიცებულება საგამოძიებო ექსპერტიმენტის განმავლობაში ზ---------------სა და გამომძიებელს შორის არსებული დიალოგის შესახებ (ბრალდებულის დეტალური ჩვენება), ი-----–----------სა და მის ადვოკატს ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, თუმცა ამის წარმოდგენა მათ უპრობლემოდ შეეძლოთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. იგულისხმება იმ ადოკატის მოწმის სახით დაკითხვა, რომელიც ესწრებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტს. მიუხედავად იმისა, რომ ის ადვოკატი საქმის კურსშია ამ მოქმედების დროს მომხდარ ფაქტებთან, მათ შორის გამომძიებელსა და ბრალდებულს შორის საუბრებთან დაკავშირებით, ის დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში არ არის. არადა აღნიშნული პირი პირდაპირი მოწმეა იმისა, ხდებოდა თუ არა ბრალდებულზე რაიმე ზეწოლა უშუალოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს და უკარნახა თუ არა გამომძიებელმა რამე ბრალდებულს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამაზე პირდაპირი, ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია ვერც უშუალოდ ბრალდებულმა მიაწოდა სასამართლოს, რომელმაც მხოლოდ ის თქვა, რომ გამომძიებელი მასთანაც ისე იქცეოდა, როგორც ზ---------------სთან, თუმცა ზ---------------სთან გამომძიებელი ვერ მოიქცეოდა ისევე, როგორც ი-----–----------თან, რადგან ზ---------------სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ი-----–----------თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ და იმ დროისთვის გამომძიებელს მეტი ინფორმაცია ჰქონდა კონკრეტულ გარემოებებზე, ვიდრე პირველი ექსპერიმენტის ჩატარების დროს. იმ შემთხვევაში, თუ ი-----–-----------სგან მიღებული ინფორმაცია შეიძლებოდა ეკარნახა გამომძიებელს ზ--------------ისთვის, ი-----–----------ს ასეთ ინფორმაციას ვერ უკარნახებდა, რადგან კონკრეტულ ადგილებზე დეტალური ინფორმაცია ჯერ არავისგან მიუღია. ამდენად, ასეთი ბუნდოვანი განმარტება ვერ იქნება გაზიარებული. ი-----–-----------ს შემთხვევაში თუ ჰქონდა რამე მიუღებელს ადგილი გამომძიებლის მხრიდან, პირველ რიგში თავად ბრალდებულს უნდა ეთქვა ამის შესახებ კონკრეტულად, დაესახელებინა, თუ რაში გამოიხატა ზეწოლა, რა ინფორმაცია უკარნახა გამომძიებელმა, რას შვებოდა ამ დროს ადვოკატი და ა.შ., თუმცა ამ საკითხებზე ბრალდებულს დეტალური ინფორმაცია არ მიუწოდებია. ექსპერიმენტის დროს რაიმე დარღვევა რომ არ მომხდარა, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ დაცვის მხარეს, როგორც ჩანს, არ გასჩენია პრეტენზია ადვოკატის მიმართ, რომელიც იცავდა მაშინ ბრალდებულის ინტერესებს, რადგან მისი უფლებების ჯეროვანი შესრულების მოვალეობის დარღვევის გამო მის წაინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელების თაობაზე ინფორმაცია დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ მოუწოდებია. როგორც ჩანს, იმ ადვოკატის მიმართ რაიმე წარმოება არ მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში კი გაუგებარია დაცვის მხარის პოზიცია, რომ ადვოკატის თანდასწრებით გამომძიებელი ზეწოლას ახორციელებდა ბრალდებულზე.

ამდენად, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ექსპერტის ჩვენების, გამოკვლეული წებოვანი ლენტის ხვიის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და მასში მონაწილე პირთა ჩვენებების, ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმისა და ნერყვის ნიმუშის, დაზარალებულების ჩვენებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ სწორედ ბრალდებულ ი-----–----------- შევიდა მეზობლის სახლის ღობის გავლით მ-----–--------ს სახლში გვერდითა მხრიდან არსებული წინა კარიდან და სწორედ მას ჰქონდა შეხება მ-----–--------ს სახლიდან ამოღებულ წებოვან ლენტთან.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი-----–-----------სთვის წარდგენილ ბრალდებაში ფიგურირებს ფაქტები, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოდგენილა. მაგალითად, არაფრით დასტურდება, რომ ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების ერთობლიობა სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. დაზარალებულების ჩვენებებიდან მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება კატეგორიულად, რომ ი-----–----------ს ჰქონდა დანა. ასევე არაფრით დასტურდება, თუ სად იყვნენ ბრალდებულები ჩასაფრებულები და სად იცდიდნენ ან იცდიდნენ თუ არა საერთოდ. ბრალდებულებს ამის შესახებ ჩვენება სასამართლოსთვის არ მიუციათ, ხოლო სხვა მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება. ასევე დაუდგენელია თავდასხმის ზუსტი დრო, ვინაიდან ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებები არ არის თანმიმდევრული.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, განსაკუთრებით კი საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმით, მასში მონაწილე პირთა ჩვენებებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტის ჩვენებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა ი-----–----------მა ჩაიდინა თავდასხმა, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, განსაკუთრებით კი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა ი-----–----------მა ჩაიდინათავდასხმა, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით.

 

2.2. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი

 

მიზანი, როგორც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტი, პირის ცნობიერებაში არსებულ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს, რის გამოც მისი დადგენა შეუძლებელია მანამ, სანამ ობიექტურად არ გამოიხატება რაიმე ქმედებაში. მოცემულ შემთხვევაშიც მიზნის არსებობა-არარსებობა უნდა დადგინდეს ჩადენილი ქმედების დეტალების დადგენით.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ--–-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა იკითხეს, სად არისო თანხა. ერთმა გამოიტანა ტომრები, რაც დანით გადაჭრეს. თანხები გადაალაგეს ერთ ტომარაში და წაიღეს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ზ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა ფული მოათავსეს ტომრებში და წაიღეს.

მართალია, სასამართლოში არ გამოკვლეულა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა, საბოლოოდ - მ-----–--------ს სახლიდან გასვლის შემდეგ - ი-----–----------- დაეუფლა თუ არა რამე თანხას, თუ ის გადასცა ზ---------------ს ან დააგდო ქუჩაში, ან, თუ დაეუფლა - რამდენს, თუმცა დაზარალებულების ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ თავდამსხმელები მათგან თანხის წასაღებად იყვნენ მისულები. მისაკუთრება გულისხმობს თანხის დაუფლებას და შემდეგ მის განკარგვას საკუთრი ნების შესაბამისად. ეს მოიცავს თანხის სხვისთვის გადაცემას, გადაგდებას, გამოყენებას და ა.შ., ამდენად, ვინაიდან დაზარალებულების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ი-----–----------- მივიდა მათი სახლიდან თანხის წასაღებად ზ---------------სთან ერთად, ამით დადასტურებულად ითვლება მისი მოქმედების მიზანი - სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.

 

2.3. ჯგუფურად

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად, ჯგუფური დანაშაულის არსებობა მოითხოვს რამდენიმე პირის მიერ დანაშაულის შემადგენლობის ერთდროულად განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში თავდასხმის რამდენიმე პირის მიერ ჩადენა დასტურდება დაზარალებულების ჩვენებებით, რომლებიც მიუთითებენ, რომ თავდამსხმელი იყო 2 პირი, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საიდანაც ირკვევა, რომ 2 პირის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე დატოვებულ ნივთებზე.

კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ--–-------------ს და ზ-------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2 შეირაღებული ნიღბიანი შევიდა სახლში, ერთი, რომელმაც წებოვანი ლენტით მიაბა ის მაგიდას, თავზე ადგა მათ, მეორე - ოთახებში ფულს ეძებდა. მათ ფულის პოვნის შემდეგ ერთობლივად ჩააწყვეს ისინი ტომარაში და წაიღეს. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე აღმოჩნდა ზ--------------ისა და ი-----–-----------ს ბიოლოგიური ნიმუშები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ--------------- მოქმედებდა ი-----–----------თან ერთად, მათ ჰქონდათ გადანაწილებული ფუნქციები, ერთმანეთს ეხმარებოდნენ ფულის ჩალაგებასა და წაღებაში.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცბეულებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ჯგუფური დანაშაული.

 

2.4. ბინაში უკანონო შეღწევა

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ--–-------------ს და ზ-------------ს ჩვენებების თანახმად, თავდასხმის დროს შვილთან ერთად იწვა დივანზე და უყურებდა ტელევიზორს. თავდამსხმელებმა სააბაზანოს კარი გააღეს, სამზარეულოსა და მისაღებშიც შევიდნენ.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ-----–-----ს, დ---------–-–--ს, გ--------------ს და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს მ-----–--------ს საცხოვრებელი სახლი.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ--------–-----ს ჩვენების და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასვკნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ წებოვანი ლენტის ხვიაზე აღმოჩნდა ი-----–-----------ს გენეტიკური პროფილი.

სასამართლო განმარტავს, რომბინა ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შენობა, სადაც ბრალდებულმა შეაღწია, წარმოადგენდა დაზარალებულების ბინას, ისინი მას იყენებდნენ საცხოვრებლად და მასში განთავსებული იყო საცხოვრებლად საჭირო ყველა ოთახი და ნივთი. ბრალდებულმა დაზარალებულის ბინაში უნებართვოდ, ე.ი. უკანონოდ რომ შეაღწია, დადგენილია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით.

 

2.5. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია დიდი ოდენობით ზიანის ოდენობა. მნიშვნელოვანი ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

შპს ,,თიბისი ფეი’’-დან მიღებული მომართვის თანახმად, შპს ,,თიბისი ფეი’’-ზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 258,427,5 ლარი და 1430 დოლარი.

სასამართლო აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს ბრალდებულების მიერ დაუფლებული ნივთების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ზუსტად დადგინდეს ბრალდებულის მიერ დაუფლებული თანხის ოდენობა. დაუდგენელია გატაცებული თანხის ზუსტი ოდენობა, რადგან ამის შესახებ საქმეში არსებობს ერთადერთი მომართვა ბანკიდან. ამასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბანკის წარმომადგენელი, თუმცა მან ვერ მიაწოდა სასამართლოს დამაჯერებელი ინფორმაცია ამ თანხის დაანგარიშების წესის შესახებ, ასევე იმის შესახებ, ბანკს აუნაზღაურდა თუ არა ზიანი, იყო თუ არა თანხები დაზღვეული და სხვა. ბანკი არის მკაცრად ორგანიზებული დაწესებულება, სადაც თანხის მიმოქცევასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება მკაცრად რეგულირდება. შესაბამისად, არსებობს ამ თანხის მიმოქცევის შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოწმეებმა განაცხადეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ინკასაციისას რამდენიმე ქვითარს ბეჭდავს, თუმცა ეს ქვითრებიც არ ყოფილა წარმოდგენილი. არც ბანკიდან ყოფილა თანხის შეტანა-გატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დაეთვალა ან გადაემოწმებინა ბანკის ერთადერთ წერილში მითითებული ციფრების სისწორე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცვის მხარე ციფრების დაანგარიშების სისწორესთან ერთად სადავოდ ხდის იმასაც, ინკასატორებმა მიიტანეს თუ არა მათ მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან გამოტანილი თანხები მ-----–--------ს სახლში. დაზარალებულებისა და ინკასაციის მწარმოებელი პირებისგან თანმიმდევრული და ერთმანეთთან შეთანხმებული ინფორმაცია სასამართლომ ვერ მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენმა თანამშრომელმა რამდენი ტომარა მიიტანა შაბათ-კვირას დაზარალებულების სახლში, რა ოდენობით თანხები იყო მოთავსებული თითოეულ ტომარაში, რა პრინციპით ხდება ტომრებში თანხების გადანაწილება და ა.შ. სასამართლოში გამოიკითხა რამდენიმე პირი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კვირას მიიტანეს თანხა დაზარალებულის სახლში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის ძირითადად აღმოჩნდა შაბათის ინკასაციის ქვითრები, რის გამოც აუცილებელი გახდა ინკასაციის განმახორციელებელი ყველა პირის გამოვლენა ან სხვა მტკიცებულებებით შაბათ-კვირას ინკასირებული თანხების შესახებ ინფორმაციების მოძიება, თუმცა ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ინკასაციის განმახორციელებელი პირები თანხებს არ ითვლიდნენ და არ იციან, თუ რა რაოდენობის თანხა მიიტანეს, ხოლო ბანკის წერილის გარდა სხვა მტკიცებულება ამის შესახებ წარმოდგენილი არ არის. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების ყველა ნაწილი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს მტკიცებულებების ერთობლიობა. განსახილველ შემთხვევაში ასეთი დამაჯერებელ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მიყენებული ზიანის ოდენობაში, წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, არც ის არის დადგენილი, სახლიდან წაღებული თანხის რა ნაწილის დაუფლება შეძლო ბრალდებულმა. დაკარგული თანხის რაიმე ნაწილი გამოძიებას არ აღმოუჩენია არც ბრალდებულთან და არც სხვაგან. მიუხედავად ამისა, ზ--------------ის ქმედების შეფასების დროს დადგინდა, რომ დაუფლებული ნივთის ოდენობა აღემატებოდა 10 ათას ლარს. ვინაიდან საუბარია ი-----–-----------სა და ზ--------------ის ერთობლივ ქმედებაზე ერთიანი მიზნით, ამდენად, ამ თანხის ოდენობა ეხება ასევე ი-----–----------საც. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ვერ დგინდება კონკრეტული ოდენობა ბრალდებულების მიერ ერთობლივად დაუფლებული თანხისა, დადგენილია, რომ ეს თანხა აღემატება 10 ათას ლარს.

ამდენად, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია 10 ათას ლარზე მეტიოდენობით თანხის გატაცების ფაქტი, აღნიშნული საკმარისია ბრალდებულის ქმედების დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ყაჩაღობას ე.ი. თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს.

სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის დაწყების მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.

სუბიექტური შემადგენლობის მხრივ სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ მიზანს - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვის არსებობისას.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა დაზარალებულებს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში შეღევით, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ი-----–-----------სმიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ი-----–----------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი-----–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

ი-----–-----------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი დადამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგონება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადიდ აეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით–მისიმისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებსქმედების მოტივს (მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა), მიზანს (დიდი ოდენობით თანხის მისაკუთრება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას (პირველი ხარისხის პირდაპირიგანზრახვა), მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას (სხვისი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელებისსახეს, ხერხს (საცხოვრებელ ბინაში დანით შეღწევა ღამის საათებში, დაზარალებულების წებოვანი ლენტით ერთმანეთზე მიბმა), მართლსაწინააღმდეგოშედეგს (შიშის გრძნობის გაჩენა, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევასქმედებისშემდეგ, ბრალდებულისპიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები გათვალისწინებულ სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 12 წლამდე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, ნივთმტკიცებები: წებოვანილენტები,წებოვანილენტისშეკვრა, ნერწყვის ნიმუშები უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-

274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ემუხლებითდა

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ--------------- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი ქნეს დამნაშავედდა სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ზ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

ზ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 22 დეკემბრიდან.

ი-----–-----------საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ”, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლითთავისუფლების აღკვეთა.

ი-----–----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 დეკემბრიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: წებოვანი ლენტები, წებოვანილენტის შეკვრა, ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს; კარის სახელურები, ნაჭრის ტომრები, შემოსავლის ორდერი, ქაღალდის ფურცლები, ტყავის ხელჩანთა, ქვითრები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით; პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის ორგანოს შემდგომი განკარგვის მიზნით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედისდა აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოსმეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია