განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003177752
საქმე N1-841/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25.09.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - და------------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული: შა-–-----------ე
მამის სახელი: თე------ი
დაბადებული: 1--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ხელვაჩაური, სოფელი თხ--–----ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ბრალდებულის ადვოკატი - ნუ-------------–--ე
1. ბრალდებული: ჯა-----–-------ე
მამის სახელი: სუ-–----
დაბადებული: 2--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, აე----------------------–--–------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულის ადვოკატი - ჯე---–------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0-----------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა ჯა-----–-------ის მიმართ:
1.1. ჯა-----–-------ემ, 2019 წლის 30 ივლისიდან 02 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სხვა პირთა მონაწილეობით ქ. ბათუმში, დაამზადა ყალბი მართვის მოწმობები, ფიზიკური პირების მა------------ისა და თო------------–--ის სახელზე. მა------------ის ყალბი მართვის მოწმობა ჯა-----–-------ემ გაასაღა 150 აშშ დოლარად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება
გასაღების მიზნით და გასაღება.
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (სხდომის ოქმები).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (ოპერატიული სამძებრო ღონისძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,ფარული ვიდეოაუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალები, ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ყალბი მართვის მოწმობები, ჯა-----–-------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, მა------------ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ჯა-----–-------ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
3.2. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით - დადასტურებულად მიიჩნია, ჯა-----–-------ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, სხვა პირთან ერთად ყალბი მართვის მოწმობების დამზადება და გაასაღება, - რითაც ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ის ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ბრალდებულ ჯა-----–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და იანანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ჯა-----–-------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, შედეგს, მიყენებულ ზიანს; ბრალდებულის ქცევას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ პერიოდში;
ამდენად, ჯა-----–-------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ბრალდებულ შა-–-----------ის მიმართ
6.1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, შა-–-----------ემ ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება.
6.2. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
შა-–-----------ემ, 2019 წლის 24 ივლისიდან 02 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სხვა პირთა მონაწილეობით, ქ. ბათუმში, გა-----------ას ქუჩა N---ში მდებარე თავის კუთვნილ ფოტოლაბორატორიაში, შემდგომი გასაღების მიზნით დაამზადა მა------------ის, თო------------–--ისა და გუ-------------ის სახელზე გაცემული ქართული ყალბი მართვის მოწმობები, მა------------ისა და თო------------–--ის სახელზე დამზადებული ყალბი მართვის მოწმობა შა-–-----------ემ გაასაღა 2000 (ორი ათასი) ლარად.
შა-–-----------ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
7. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
7.1. შა-–-----------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებები: ამოღებისა და ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ყალბი მართვის მოწმობები და ყალბი მართვის მოწმობის დამზადებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები, ჯა-----–-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, ჯა-----–-------ის, შა-–-----------ის, გუ-------------ის, მა------------ისა და სხვა პირთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტი და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზნებისათვის დამზადებული ქართული მართვის მოწმობის საექსპერიმენტო ნიმუში, საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცებულებების დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით,8. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
8.1. იმის გათვალისწინებით, რომ შა-–-----------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების მხედველობაში მიღებით, 2019 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ შა-–-----------ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის და თარჯიმნის მონაწილეობით) და აჭარის ა.რ პროკურატურის პროკურორს - და------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
8.2. 2019 წლის 17 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა აჭარის ა.რ პროკურატურის პროკურორის და------------ის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე პროკურორმა და------------ემ იშუამდგომლა ბრალდებულ შა-–-----------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ ბრალდებულ შა-–-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით იგივე 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით სსკ-ის 42-ე მუხლების საფუძველზე განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მასვე სსკ-ის 41-ე და 52-ე მუხლების საფუძველზე ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და შა-–-----------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას მისი ოფისის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი ,,E----’’-ის ფირმის საბეჭდი მოწყობილობა და გადაეცეს უსასყიდლოდ სახელმწიფოს.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს;
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა შა-–-----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნუ-------------–--ემ.
8.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი, ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
9.. სამართლებრივი შეფასება:
9.1. საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შა-–-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე აჭარის ა.რ პროკურატურის პროკურორის და------------ის შუამდგომლობა შა-–-----------ის მიმართ არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
10. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა
10.1. მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას - ერთი ცალი კომპიუტერის პროცესორი, ორი ცალი მეხსიერების ბარათი ე.წ „ფლეშკა“, გუ-------------ის სახელზე დამზადებული ქართული მართვის მოწმობა და 55 (ორმოცდათხუთმეტი) ცალი თეთრი ფერის პლასტმასის ფირფიტა, მა------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მა------------ის სახელზე გაცემული ერთი ცალი ყალბი მართვის მოწმობა, ჯა-----–-------ის დროებით მფლობელობაში არსებული „O---“-ის მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თო------------–--ის სახელზე დამზადებული ერთი ცალი მართვის მოწმობა, ს.ს. საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების „ფარული აუდიოჩაწერისა და ვიდეოჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიო და ვიდეომასალა, რომლებიც ჩაწერილია ორ ცალ CD-R დისკზე, ჯა-----–-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 150 აშშ დოლარი, მისი ექვივალენტი 444 ლარის ოდენობით, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ფულადი მონეტები, ტყავის საფულე და „S------“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის და------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის ანზორ უსტიაძის თანხმობით 2019 წლის 17 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება, აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორს და------------ეს, ბრალდებულ შა-–-----------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნუ-------------–--ეს შორის.
ბრალდებულ შა-–-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით იგივე 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით სსკ-ის 42-ე მუხლების საფუძველზე განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მასვე სსკ-ის 41-ე და 52-ე მუხლების საფუძველზე ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და შა-–-----------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას მისი ოფისის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი ,,E----’’-ის ფირმის საბეჭდი მოწყობილობა და გადაეცეს უსასყიდლოდ სახელმწიფოს.
პირობით მსჯავრდებულის შა-–-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ შა-–-----------ეს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ბრალდებულ ჯა-----–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის თანახმად ჯა-----–-------ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2019 წლის 02 აგვისტოდან 2019 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ჯა-----–-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - თე------------ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/-----, დასტურის №ა 0-----).
ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი კომპიუტერის პროცესორი, ორი ცალი მეხსიერების ბარათი ე.წ „ფლეშკა“, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - გუ-------------ის სახელზე დამზადებული ქართული მართვის მოწმობა და 55 (ორმოცდათხუთმეტი) ცალი თეთრი ფერის პლასტმასის ფირფიტა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - მა------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მა------------ის სახელზე გაცემული ერთი ცალი ყალბი მართვის მოწმობა, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ჯა-----–-------ის დროებით მფლობელობაში არსებული „O---“-ის მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თო------------–--ის სახელზე დამზადებული ერთი ცალი მართვის მოწმობა, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ს.ს. საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების „ფარული აუდიოჩაწერისა და ვიდეოჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიო და ვიდეომასალა, რომლებიც ჩაწერილია ორ ცალ CD-R დისკზე და ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - ჯა-----–-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხიდან: - ორი ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, ერთი ცალი 50 აშშ დოლარის კუპიურა, ერთი ცალი 2 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 2 ევროიანი კუპიურა, ერთი ცალი 5 ევროს კუპიურა , ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ოთხი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 2 ლარიანი კუპიურა, ოთხი ცალი 1 ლარიანი მონეტა, ერთი ცალი 20 თეთრიანი, ერთი ცალი 10 თეთრიანი და ერთი ცალი უცხოური მონეტა, - 150 აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტით ლარში - 444 ლარი) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს, ხოლო დარჩენილი თანხა დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ჯა-----–-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მისი კუთვნილი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ფულადი მონეტები, ტყავის საფულე და „S------“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შა-–-----------ეს არ ათავისუფლებს სამოქალაქო, ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
მსჯავრდებულ შა-–-----------ის მიმართ განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებისა, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ განაჩენი საჩივრდება 15 დღის ვადაში, თუ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით, ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები, ხოლო პროკურორს უფლება აქვს გაასაჩივროს იგი მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში -- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება.
მსჯავრდებულ ჯა-----–-------ის მიმართ განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე