გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.06.2019
საქმის ნომერი
330310018002744535
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7549-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ი-----–------–-ა

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლ-–--------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ----------–----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის № EL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის № E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ი-----–------–-ასათვის სანქციის დაკისრების ნაწილში.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის №1---- ბრძანება.

 

1.4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება (№6---------- საჩივარზე). (იხ. 2019 წლის 6 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია C-21972-ით დეკლარირებული საქონლის ნაწილი, კერძოდ, 3500 ერთეული მზის სათვალე, სასაქონლო გამოსახულებით ნიშნით RAY-BAN, რომელიც შეჩერებულ იქნა №3---- ბრძანების საფუძველზე და მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოიცა №3---- ბრძანება საქონლის განადგურების უზრუნველყოფის შესახებ. №9066-21-1 წერილიდან ირკვევა, რომ პატენტრწმუნებული ი-----–------–-ას მიერ 2018 წლის 15 იანვარს საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე, საბაჟო კონტროლის ზონიდან იქნა გატანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–------–-ა დაჯარიმდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილით, და სანქციის სახით შეეფარდა 1000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის № EL 0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.69-70).

 

3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია C-21972-ით დეკლარირებული საქონლის ნაწილი, კერძოდ, 3500 ერთეული მზის სათვალე, სასაქონლო გამოსახულებით ნიშნით RAY-BAN, რომელიც შეჩერებულ იქნა №3---- ბრძანების საფუძველზე და მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოიცა №3---- ბრძანება საქონლის განადგურების უზრუნველყოფის შესახებ. №9066-21-1 წერილიდან ირკვევა, რომ პატენტრწმუნებული ი-----–------–-ას მიერ 2018 წლის 15 იანვარს საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე, საბაჟო კონტროლის ზონიდან იქნა გატანილი და მოახდინა მისი განკარგვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–------–-ა დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით სოლიდარულად შპს „ს----------–-----------ასთან“ ერთად და სანქციის სახით შეეფარდა 1155 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის № E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.71-72).

 

3.3. ი-----–------–-ამ 2018 წლის 22 მარტს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის №EL------ და №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის №1---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, საბჭომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს განხორციელდა ი/მ „კ------------------ის“ კუთვნილი საქონლის დეკლარირება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში. 3500 ერთეული სათვალე გამოსახულებითი ნიშნით “RAY-BAN” მიჩნეულ იქნა კონტრაფაქციულ საქონლად. 2017 წლის 15 დეკემბერს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა №3---- ბრძანება „ი/მ კ------------------ის მიერ შემოტანილი საქონლის შეჩერების შესახებ“ და საქონელი მიბარებულ იქნა შპს „ს----------–-----------ის“ საბაჟო საწყობის უფლებამოსილ პირზე. გადაწყვეტილების თაობაზე წერილებით ეცნობა ტვირთის მიმღებს და სასაქონლო ნიშნის უფლების მფლობელის წარმომადგენელს ი-----–------–-ას. ი-----–------–-ამ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ტვირთის მიმღებთან შეთანხმების საფუძველზე ითხოვა შეჩერებული საქონლის განადგურება, რაზედაც საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს გამოიცა №3---- ბრძანება „საქონლის განადგურების უზრუნველყოფის შესახებ“, რომლითაც საქონლის განადგურების განხორციელების უზრუნველყოფა დაევალა მომსახურების დეპარტამენტის უბნის ოფიცერთა სამმართველოს ოფიცრებს, ხოლო განადგურების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მომსახურების დეპარტამენტის უბნის ოფიცერთა სამმართველოს უფროსის 2018 წლის 30 იანვრის სამსახურებრივი ბარათიდან და ს----------–-----------ის წერილიდან გაირკვა, რომ ი-----–------–-ამ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის გარეშე განახორციელა ს----------–-----------ის საბაჟო საწყობში განთავსებული №3---- ბრძანებით შეჩერებული 3500 ცალი სათვალის, საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და განადგურება. შესაბამისად, საბჭომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვას და შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განადგურება. აღნიშნულ სამართალდარღვევებს კი ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 და მე-19 ნაწილები, რომელიც ადგენს შესაბამის პასუხიმგებლობას. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტებს, საჩივარში მოყვანილი გარემოებები კი არ შეესაბამება რეალობას. ამდენად, პირის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობის გაუქმების ან მისგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძვლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი-----–------–-ას 2018 წლის 22 მარტის საჩვარი (ს.ფ.260-261);

- სიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის №1---- ბრძანება (ს.ფ.73-76).

 

3.4. ი-----–------–-ამ 2018 წლის 24 აგვისტოს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის №EL------ და №EL0----5 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის №1---- ბრძანების გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, ი-----–------–-ას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანება, რის გამოც მისთვის ცნობილი არ იყო საქონლის განადგურების ვადა და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლების ვინაობა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნებართვით საქონლის გადაზიდვა განხორციელდა საბაჟო საწყობში, რის თაობაზეც გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე, შემოსავლების სამსახურის ნებართვით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ ი-----–------–-ასთან განხორციელებული არა ერთი სატელეფონო ზარების საფუძველზე, სადაც მოითხოვდნენ საქონლის საბაჟო საწყობიდან გატანას, ი-----–------–-ა მივიდა საბაჟო საწყობში, გადატვირთა საქონელი ტრანსპორტში და გაიტანა საბაჟო საწყობიდან, მიიტანა შპს „თ---–-------ის“ კონტროლის ქვეშ მყოფ ნაგავსაყრელზე და მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა ნაგავსაყრელის წარმომადგენლებს განადგურების მიზნით. ამ პროცედურის მიუხედავად, 20 თებერვალს ი-----–------–-ას ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა თანახმად, დაჯარიმდა საქონლის საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანაზე საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 და მე-19 ნაწილების საფუძველზე. საჩივარში ი-----–------–-ა მიუთითებს, რომ აღწერილი პროცედურა განხორციელდა საბაჟო ორგანოების წარმომადგენლების ნებართვით და მათთან შეთანხმებით, რადგან საბაჟო კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებლად ვერ განხორციელდებოდა. საჩივარში აღნიშნულია, რომ თუ შემოსავლების სამსახური თავად ითხოვდა ტვირთის საბაჟო საწყობიდან გატანას, მაშინ დაუშვებელია ჯარიმის დაკისრება ი-----–------–-ასათვის საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებისთვის. საჩივრის მიხედვით, ი-----–------–-ა მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონიერი ნდობის პრინციპის საფუძველზე და მათი მხრიდან განხორციელებული ზარების შესაბამისად, ამიტომ შეუძლებელი იყო მას სცოდნოდა, რომ თურმე საქონლის განკარგვა ხდება შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე. ი-----–------–-ასათვის არ იყო ცნობილი იმ ფაქტის შესახებ ჰქონდა თუ არა საგადასახადო ორგანოს შედგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია საქონლის განადგურებაზე. ასეთი ბრძანების შედგენა და მისთვის წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა უზრუნველეყო, ისევე როგორც ნაგავსაყრელზე საქონლის განადგურების მიზნით თანმხლები პირებისა და განადგურების თარიღების შეტყობინება, რომელიც, როგორც შემოსავლების სამსახურის №1---- ბრძანება უთითებს, თურმე განსაზღვრული ყოფილა №3---- ბრძანებით. ი-----–------–-ა საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ჩაბარებია №3---- ბრძანება საქონლის განადგურების უზრუნველყოფის შესახებ, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. საჩივარში ი-----–------–-ა უთითებდა, რომ იგი არ მოქმედებდა, როგორც დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, არამედ, როგორც L---------ს კანონიერი წარმომადგენელი. უკანონოა სამართალდარღვევის ოქმების ფიზიკურ პირზე, როგორც სამართალდამრღვევზე შედგენა. საჩივრის თანახმად, შემოსავლების სამსახური №1---- ბრძანებაში თავად ადასტურებს და აღიარებს, რომ ი-----–------–-ა წარმოადგენდა „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს. შესაბამისად, თუკი იგი მოქმედებდა, როგორც კომპანიის წარმომადგენელი და არა როგორც დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, დარღვევა (თუკი ის მართლა განხორციელდა) განხორციელებულია კომპანიის მიერ და არა მისი წარმომადგენლის, როგორც ფიზიკური პირის მიერ.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ი/მ „კ------------------ი“ და „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს წარმომადგენელი ი-----–------–-ა შეთანხმდენენ და იმპორტიორმა განაცხადა თანხმობა - შეჩერებული კონტრაფაქციული საქონელი განადგურდეს შესაბამისი სამსახურის მიერ კანონით გათვალისწინებული პირობებით, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება საქონლის განადგურების უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც საქონლის განადგურების განხორციელების უზრუნველყოფა დაევალა მომსახურების დეპარტამენტის უბნის ოფიცერთა სამმართველოს ოფიცრებს, რომელთა განმარტებით 2018 წლის 29 იანვარს (საგადასახადო ოფიცრები) გამოცხადდნენ შპს „ს----------–-----------ის“ საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე, სადაც საქონელი ადგილზე არ დახვდათ. ი-----–------–-ას ახსნა-განმარტების თანახმად 2018 წლის 15 იანვარს მან მოახდინა ტვირთის განადგურება შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა დასწრების გარეშე, ვინაიდან კანონით საქონელი ნადგურდება განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით და სამსახურის ზედამხედველობით და განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე/შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებას საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის მიმართ, აღნიშნული ქმედებისათვის ვალდებული პირის/განმცხადებლის, ი-----–------–-ას დაჯარიმება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი-----–------–-ას 2018 წლის 24 აგვისტოს საჩივარი (ს.ფ.177-179);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.60-68).

 

3.5. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 29 ივლისის №0-- პატენტრწმუნებულის მოწმობა გაიცა ი-----–------–-აზე (პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციის №0--).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 29 ივლისის №0-- პატენტრწმუნებულის მოწმობა (ს.ფ.17).

 

3.6. 2017 წლის 14 თებერვალს „ლ------------------ ეს.პი.ეი“-ის (L--------------------) დირექტორმა ი-----–------–-ასა და სხვებს გაუფორმა მინდობილობა, რომლითაც ი-----–------–-ას მიენიჭა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტში - „ს----------ში“, საქონლის ნიშნის რეგისტრაციისათვის მინდობილობაში დაფიქსირებული უფლებამოსილების ფარგლებში; წარმოადგინონ მარწმუნებელი ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში, სასამართლოში, არბიტრაჟსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში და განახორციელოს მინდობილობით განსაზღვრული მოქმედებები; ი-----–------–-ას მიენიჭა უფლებამოსილება ნებისმიერ მესამე მხარეს მოთხოვოს მარწმუნებლის სასაქონლო ნიშნის შელახვის აღკვეთა და მინდობილობის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები; მარწმუნებლის სახელით ხელი მოაწეროს და წარადგინოს ნებისმიერი განცხადება საბაჟო ორგანოებთან; წარადგინოს განცხადება საბაჟო ორგანოს ინტელექტუალური საკუთრების რეესტრში, და ისარგებლოს დოკუმენტების მომზადებისა და შემოწმების უფლებით, ერთად განათავსოს დოკუმენტები რეესტრში მათი შეტანის მიზნით, ისევე როგორც ისარგებლოს საბაჟო ორგანოებთან დასახელებული დოკუმენტების წარდგენისა და ხელმოწერის უფლებებით, შეამოწმონ რეესტრში მარწმუნებულის სასაქონლო ნიშნების შეტანის სისწორე; შეამოწმოს დაკავებული საქონელი და მიიღოს დაკავებული საქონლის ნიმუშები საბაჟო ორგანოებისაგან, განკარგოს და გაანადგუროს დაკავებული საქონელი; შეამოწმოს საქონელი და შესაბამისად სასაქონლო ნიშნები, რომლებიც გამოიყენება (ან მსგავსი სასაქონლო ნიშნები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს აღრევა), წარმოადგინოს დასკვნა პროდუქტების ხასიათის შესახებ, კერძოდ პროდუქტი ნამდვილია, თუ ყალბი, ხელი მოაწერონ და ჩააბაროს ნებისმიერი განცხადება, დასკვნა და აქტი, რომელიც მიღწეულ იქნება ასეთი შემოწმების ჩატარების შედეგად; მიაღწიოს მოლაპარაკებას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ან გადაწყვიტოს სასამართლო წესით. წარმოადგინოს მარწმუნებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე, მისი ნებისმიერი დეპარტამენტის, განყოფილების და სააგენტოს (საბაჟო დეპარტამენტის ჩათვლით) წინაშე, ხელი მოაწეროს ნებისმიერ აქტს, პეტიციას, დეკლარაციას, ხელშეკრულებას და ნებისმიერ სხვა დოკუმენტს, რომელიც აუცილებელი იქნება მარწმუნებლის ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად; მარწმუნებლის სახელით ხელი მოაწეროს და წარადგინოს განცხადებები ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოს წინაშე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ჩათვლით) დარღვევების გამოვლენის მიზნით, წარმოადგინოს მარწმუნებლის ინტერესები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცედურებში, როგორც ასეთი პროცედურების საწყის ეტაპზე, ასევე ადმინისტრაციული მოკვლევის, სასამართლო პროცედურების, გასაჩივრების და სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის ეტაპებზე, ისევე როგორც აღსრულების პროცედურების დროს; რწმუნებულები უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ ნებისმიერი მესამე მხარისაგან მარწმუნებლის საავტორო უფლებების დარღვევის აღკვეთა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 14 თებერვლის მინდობილობა (ს.ფ.19-31).

 

3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 22 აგვისტოს №22166 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში დარეგისტრირდა „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს (L--------------------., მის: V---------------, 2, 1-20123 M---------) კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი - სასაქონლო ნიშანი “R------” (რეგ.1------). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა ამ ბრძანების ძალაში შესვლის თარიღიდან 2018 წლის 29 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 22 აგვისტოს №22166 ბრძანება (ს.ფ.18).

 

3.8. 2017 წლის 7 დეკემბერს შპს „სა---------–------------ს“ მიერ განხორციელდა ი/მ „კ------------------ის“ კუთვნილი საქონლის - 19500 ცალი სათვალის (საბაჟო ღირებულებით 21831.96 ლარი) დეკლარირება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში №1----------- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 7 დეკემბრის №C----- სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია (ს.ფ.119).

 

3.9. სსიპ შემოსავალების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2017 წლის 13 დეკემბრის №0---------- ექსპერტის დასკვნით ი/მ „კ------------------ის“ მიერ №C-----/07.12.2017 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული მზის სათვალეების (19500 ცალი) მთლიან საბაჟო ღირებულებას წარმოადგენს 13260აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავალების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2017 წლის 13 დეკემბრის №0---------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.129-130).

 

3.10. 2017 წლის 14 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გეზ „თ---–-----“-ის უფლებამოსილმა პირმა შპს „ს----------–-----------ის“ საბაჟო ტერმინალში ჩააბარა ი/მ „კ------------------ის“ მიერ №C-----/07.12.2017 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ნაწილი, კერძოდ, სავარაუდოდ კონტრაფაქციული საქონელი - სათვალე სასაქონლო ნიშნით RAY-BAN – 3500 ერთეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 14 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.131).

 

3.11. „ი/მ „კ------------------ის“ მიერ შემოტანილი საქონლის შეჩერების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანებით 10 სამუშაო დღით შეჩერდა ი/მ „კ------------------ის“ მიერ №1----------- 07.12.2017 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის გაფორმების პროცედურები.

 

ბრძანების თანახმად, ი/მ „კ------------------ის“ მიერ №1----------- 07.12.2017 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის ნაწილი, კერძოდ, სათვალე გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნით RAY-BAN - 3500 ერთეული. აღნიშნული საქონელი სავარაუდოდ წარმოებულია „შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში“ საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 22 აგვისტოს №22166 ბრძანებით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე RAY-BAN უფლებების დარღვევით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ი/მ „კ------------------ის“ მიერ შემოტანილი საქონლის შეჩერების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.126).

 

3.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანების შესახებ ი/მ „კ------------------ს“ ეცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის №21-10-21/190139 წერილით.

 

აღნიშნული წერილით ი/მ „კ------------------ს“ ეცნობა, ასევე, სასაქონლო ნიშნის RAY-BAN უფლების მფლობელის „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს პატენტრწმუნებულის ი-----–------–-ას საკონტაქტო ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის №21-10-21/190139 წერილი (ს.ფ.127).

 

3.13. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანების შესახებ „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს პატენტრწმუნებულს ი-----–------–-ას ეცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის №21-10-22/190144 წერილით.

 

აღნიშნული წერილით პატენტრწმუნებულს განემარტა, რომ საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდან საქონლის შენახვის ხარჯები ეკისრება მათ და ვალდებული არიან აანაზღაურონ საქონლის შეჩერების შედეგად საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისთვის, მფლობელისათვის ან/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი მას შემდეგ, რაც მიეცემათ შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და ვერ დადგინდება შესაბამისი სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის საფუძვლიანობა. ასევე, მოცემული წერილით ეთხოვა „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენ 2017 წლის 16 დეკემბრის №21-10-22/190144 წერილი (ს.ფ.128).

 

3.14. 2017 წლის 20 დეკემბერს „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს წარმომადგენელ ი-----–------–-ასა და ი/მ „კ------------------ს“ შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანებით შეჩერებული კონტრაფაქციული საქონელი (3500 ცალი RAY-BAN-ის ნიშნით მონიშნული სათვალე) განადგურდეს შესაბამისი სამსახურის მიერ, კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 20 დეკემბრის ერთობლივი განცხადება შეჩერებული საქონლის განადგურების შესახებ (ს.ფ.137-138).

 

3.15. 2017 წლის 20 დეკემბერს „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს პატენტრწმუნებულმა - ი-----–------–-ამ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 3500 ერთეული სათვალის (სასაქონლო ნიშნით RAY-BAN), რომელიც განთავსებულია ს----------–-----------ის საბაჟო საწყობში ლილო მოლის ტერიტორიაზე, დამტვრევა/დამარხვა მარტყოფის ნაგავსაყრელზე.

 

„საქონლის განადგურების უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტის უბნის ოფიცერთა სამმართველოს ოფიცრებს დაევალათ განახორციელონ „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს პატენტრწმუნებულ ი-----–------–-ას მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა. საქონლის განადგურების პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანებას ი-----–------–-ა გაეცნო 2018 წლის 29 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს პატენტრწმუნებულის ი-----–------–-ას 2017 წლის 20 დეკემბრის განცხადება (ს.ფ.136);

- „საქონლის განადგურების უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.145).

 

3.16. ი-----–------–-ას 2018 წლის 29 იანვრის ახსნა-განმარტების თანახმად, მან სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანების საფუძველზე განახორციელა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ტვირთის განადგურება თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე, კერძოდ 2018 წლის 15 იანვარს. აღნიშნულ ტვირთს წარმოადგენდა 3500 ცალი კონტრაფაქციული სათვალე (RAY-BAN). აღნიშნული პროდუქტი განადგურდა შემოსავლების სამსახურის დასწრების გარეშე (შეცდომით), საგადასახადო ორგანო არ ჩაუყენებია საქმის კურსში საქონლის განადგურების ზუსტი დროის შესახებ და მოახდინა ტვირთის განადგურება, რაზედაც არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია და ფოტომასალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი-----–------–-ას 2018 წლის 29 იანვრის ახსნა-განმარტება (ს.ფ.151).

 

3.17. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უბნის საგადასახადო ოფიცრის 2018 წლის 30 იანვრის №8--------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2018 წლის 29 იანვარს ოფიცრები გამოცხადნენ შპს „ს----------–-----------ის“ საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე (მის: ლილო მოლის მ/ტ), სადაც განცხადების მიხედვით დასაწყობებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ტვირთი, კერძოდ, 3500 ცალი სათვალე სასაქონლო ნიშნით RAY-BAN, თუმცა საქონელი ადგილზე არ დახვდათ. წარმომადგენლის განმარტებით, მას ეს ტვირთი უკვე გატანილი და განადგურებული ჰქონდა თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე 2018 წლის 15 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უბნის საგადასახადო ოფიცრის 2018 წლის 30 იანვრის №8--------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.144).

 

3.18. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის პირველი თებერვლის №2------------- წერილით შპს „ს----------–-----------ას“ ეთხოვა ინფორმაცია, ი/მ „კ------------------ის“ მიერ №C-----/07.12.2017 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული 3500 ცალი სათვალე განთავსებული არის თუ არა ს----------–-----------ის საბაჟო საწყობში.

 

შპს „ს----------–-----------ის“ 2018 წლის 12 თებერვლის №P------------- წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ტვირთი შპს „ს----------–-----------ის“ ტერმინალიდან გატანილ იქნა პატენტრწმუნებული ი-----–------–-ას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, რის შემდგომაც მან მოახდინა აღნიშნული ტვირთის განადგურება (შპს „თ---–------- ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახური), რაც დასტურდება ნაგავსაყრელის მიერ გაცემული განადგურებისა და მიღება-ჩაბარების აქტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის პირველი თებერვლის №2------------- წერილი (ს.ფ.154-155);

- შპს „ს----------–-----------ის“ 2018 წლის 12 თებერვლის №P------------- წერილი (ს.ფ.156);

- განადგურების აქტი (ს.ფ.248-249).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 207-ე, 269-ე, 289-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე, 107-ე და 709-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-ე მუხლები, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის №0----- და №0----5 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის №1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

 

ამავე მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, პატენტრწმუნებული ი-----–------–-ას მიერ 2018 წლის 15 იანვარს საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე, საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა 3500 ერთეული მზის სათვალე, სასაქონლო გამოსახულებით ნიშნით RAY-BAN. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–------–-ა დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილით და სანქციის სახით შეეფარდა 1000 ლარი. ი-----–------–-ას მიმართ, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით, იგი დაჯარიმდა 1155 ლარით.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და აღნიშნავს, რომ იგი მოქმედებდა შემოსავლების სამსახურის სატელეფონო საუბრისას მიღებული მითითებების შესაბამისად. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ახორციელებდა „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს წარმომადგენლობას კონტრაფაქციული საქონლის განადგურებისას.

 

სასამართლო მიუთითებს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების მფლობელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, პატენტზე (მათ შორის, პატენტზე, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებულია) განსაკუთრებული უფლება, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება.

 

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის უფლებებს იცავს ამ კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებების გამოყენებით.

 

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების ისეთ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) თაობაზე.

 

მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქონლის მფლობელს.

 

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან საქონლის შეჩერების ვადის განმავლობაში განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი სამსახურს წარუდგენენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საქონელი (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეგზემპლარისა) ნადგურდება განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით და სამსახურის ზედამხედველობით. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში სამსახურისათვის წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადაა 3 სამუშაო დღე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის თუ სხვა სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად გადაადგილებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს, რომელსაც ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური. აღნიშნული კანონი, ითვალისწინებს სავარაუდო კონტრაფაქციული საქონლის შეჩერების პირობებს. ასევე, მოცემული კანონი განსაზღვრას კონტრაფაქციული საქონლის განადგურების შესაძლებლობას. საქონლის განადგურების მარეგულირებელი ნორმები კი დადგენილია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

 

მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქონლის განადგურების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს საქონლის განადგურების ვადა და იმ უფლებამოსილ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც დაესწრებიან განადგურების ღონისძიებას.

 

აღნიშნული ბრძანების 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის განადგურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა გამოცხადდეს საქონლის განთავსების ადგილზე (საბაჟო კონტროლის ზონაში), დეკლარანტს და საბაჟო კონტროლის ზონის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ბრძანება საქონლის განადგურების თაობაზე (სათანადო წესით დამოწმებული ასლი).

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს საქონლის განადგურების პროცედურის აღწერას და ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–02).

 

მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქონლის განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 22 აგვისტოს №22166 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში დარეგისტრირდა „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს (L--------------------., მის: V---------------, 2, 1-20123 M---------) კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი - სასაქონლო ნიშანი “R------” (რეგ.1------). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა ამ ბრძანების ძალაში შესვლის თარიღიდან 2018 წლის 29 დეკემბრამდე.

 

2017 წლის 7 დეკემბერს შპს „სა---------–------------ს“ მიერ განხორციელდა ი/მ „კ------------------ის“ კუთვნილი საქონლის - 19500 ცალი სათვალის (საბაჟო ღირებულებით 21831.96 ლარი) დეკლარირება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში №1----------- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით.

 

„ი/მ „კ------------------ის“ მიერ შემოტანილი საქონლის შეჩერების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანებით 10 სამუშაო დღით შეჩერდა ი/მ „კ------------------ის“ მიერ №1----------- 07.12.2017 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის გაფორმების პროცედურები. აღნიშული ბრძანების შესახებ ეცნობა ი/მ „კ------------------ს“ და „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს პატენტრწმუნებულს ი-----–------–-ას.

 

2017 წლის 20 დეკემბერს „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს პატენტრწმუნებულმა - ი-----–------–-ამ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 3500 ერთეული სათვალის (სასაქონლო ნიშნით RAY-BAN), რომელიც განთავსებულია ს----------–-----------ის საბაჟო საწყობში ლილო მოლის ტერიტორიაზე, დამტვრევა/დამარხვა.

 

„საქონლის განადგურების უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტის უბნის ოფიცერთა სამმართველოს ოფიცრებს დაევალათ განეხორციელებინათ „ლ-------------------- ს.პ.ა“-ს პატენტრწმუნებულ ი-----–------–-ას მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა. საქონლის განადგურების პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 15 იანვარს ი-----–------–-ამ განახორციელა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ტვირთის განადგურება თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე. აღნიშნული პროდუქტი განადგურდა შემოსავლების სამსახურის დასწრების გარეშე. საგადასახადო ორგანო არ ჩაუყენებია საქმის კურსში საქონლის განადგურების ზუსტი დროის შესახებ, თუმცა განადგურებული საქონლის შესახებ შედგენილია განადგურების აქტი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონტრაფაქციული საქონლის განადგურებას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას - სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე სადავო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რადგან „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება დეტალურად განსაზღვრავენ, რომ საქონლის განადგურება დაიშვება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს წერილობითი ბრძანების საფუძველზე და აღნიშნული აქტები იმპერატიულად ადგენენ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მონაწილეობას განადგურების პროცესში.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილი იძლევა საგადასახადო სამართალდარღვევის ლეგალურ დეფინიციას, რომელიც განსაზღვრას იმ პირთა წრეს ვისაც შეიძლება დაეკისროს საგადასახადო პასუხისმგებლობა, კერძოდ, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობას. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციების დაკისრებისას არსებითი მნიშვნელობა აქვს ი-----–------–-ას სამართლებრივ სტატუს მაშინ, როდესაც იგი ახორციელებდა მოქმედებებს, რათა მომხდარიყო სადავო საქონლის განადგურება.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

 

ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 14 თებერვალს „ლ------------------ ეს.პი.ეი“-ის (L--------------------) დირექტორმა ი-----–------–-ასა და სხვებს გაუფორმა მინდობილობა, რომლითაც ი-----–------–-ას მიენიჭა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით ხელი მოაწეროს და წარადგინოს ნებისმიერი განცხადება საბაჟო ორგანოებთან; წარადგინოს განცხადება საბაჟო ორგანოს ინტელექტუალური საკუთრების რეესტრში, და ისარგებლოს დოკუმენტების მომზადებისა და შემოწმების უფლებით, ერთად განათავსოს დოკუმენტები რეესტრში მათი შეტანის მიზნით, ისევე როგორც ისარგებლოს საბაჟო ორგანოებთან დასახელებული დოკუმენტების წარდგენისა და ხელმოწერის უფლებებით, შეამოწმონ რეესტრში მარწმუნებულის სასაქონლო ნიშნების შეტანის სისწორე; შეამოწმოს დაკავებული საქონელი და მიიღოს დაკავებული საქონლის ნიმუშები საბაჟო ორგანოებისაგან, განკარგოს და გაანადგუროს დაკავებული საქონელი; წარმოადგინოს მარწმუნებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე, მისი ნებისმიერი დეპარტამენტის, განყოფილების და სააგენტოს (საბაჟო დეპარტამენტის ჩათვლით) წინაშე, ხელი მოაწეროს ნებისმიერ აქტს, პეტიციას, დეკლარაციას, ხელშეკრულებას და ნებისმიერ სხვა დოკუმენტს, რომელიც აუცილებელი იქნება მარწმუნებლის ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს სხვა პირის სახელით ქმედებების განხორციელებას, რომლის დროსაც უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–------–-ა სადავო საქონლის განადგურების მიზნით ქმედებებს ახორციელებდა, როგორც „ლ------------------ ეს.პი.ეი“-ის წარმომადგენელი, შესაბამისად, მას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ისეთ ქმედებებზე, რომელსაც ასრულებდა წარმოდგენილის სახელით და წარმოდგენილი პირის ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-463-451(კ-13) საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა იმგვარად უნდა იქნას გაგებული, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, მარწმუნებლის სახელით და მარწმუნებლის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებდა სადავო საქონლის განადგურების მიზნით მოქმედებებს, შესაბამისად, არ არსებობს ი-----–------–-ასათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების წინაპირობა, სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ი-----–------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის №EL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი №EL0----5 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის №1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება №6---------- საჩივარზე.

 

4. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე