გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2501421-2/490-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
თავდაპირველი სარჩელის მიხედვით:
მოსარჩელე - შპს „ ო----–------------–----------–------–-------------------------“
წარმომადგენელი - და---- ჩხ---ე, რა---- გუ-------ი
მოპასუხე - შპს „ი-------“, რე----ი მ----–--ე
წარმომადგენელი - თე--------- ჯღ----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელის მიხედვით:
მოსარჩელე - შპს „ი-------“
წარმომადგენელი - თე--------- ჯღ----ე
მოპასუხე - შპს „ ო----–------------–----------–------–-------------------------“
წარმომადგენელი - და---- ჩხ---ე, რა---- გუ-------ი
დავის საგანი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული წარმადობის დანადგარის მიწოდება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ სარჩელით
მოპასუხე შპს ,,ი-------’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 330641.6 აშშ დოლარის გადახდა. ძირითად მოვალესთან ერთად მოპასუხე რე----ი მ----–--ეს, როგროც სოლიდარულ მოვალეს დაეკისროს 238 000 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელე შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე რეგისტრირებულია თუ-------ს რესპუბლიკის ქ. ან-----ში, მის. იე-------–ლე, ოს-----ს სამ---–---–ო კომპლექსი, 5-------------. თუ-------ს კანონმდებლობის თანახმად, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი არის 6---------. დირექტრს და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმაოდგენს ჰუ-- ოზ-------ი.
1---------წ. მხარეებს შორის გაფრომდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა სპეციალური მანქანა-დანადგარი და მოწყობილობები, კერძოდ 1. 100 ლაყუჩა სამტვრევი; 2. ორი ცალი ვიბრაციული საცერი; 3. ჰორიზონტალური სამტვრევი; 4. ორმაგი კლასიფიკატორი; 5. ლენტები; 6. ჰორიზონტალური სამტვრევიდან მომავალი საცრის მკვებავი ლენტი; 7. საცრიდან მომავალი უკუმიწოდების ლენტი; 8. უკუმიქოდების ლენტი; 9. საცრიდან მასალის გამომტანი ლენტი 4 ცალი. მთლიანი ღირებულებით 224000 აშშ დოლარი.
იმავე ხელშეკრულების ბოლო პუნქტით განისაზღვრა, რომ შპს ,,ი---------- პარტნიორები და რე---- მ----–--ე გამყიდველის მიმართ წარმოშობლი ვალდებულებებზე პასუხისმგებელნი არიან, როგორც სოლიდარული თავდებები. ხელშეკრულებას ხელს აწერს მაშნდელი დირექტორი ალ---ი მ----–--ე და 100% წილის მფლობელი პარტნიორი რე---- მ----–--ე.
ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი და კიდევ მეტი მოწყობილობა-დანადგარების მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდება დასტურდება ანგარიშ-ფაქტურებით, კერძოს 0---------წ. N5----- ანგარში-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით თითო ცალი მიმწოდებლის კლასიფიკტორის, ლაყუჩა სამტვრევის, ფასით 84000 აშშ დოლარი, მიწოდება. 2. 0---------წ. N5----- ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერტიფიკატით თითო ცალი კლასიფიკატორის, ჰორიზონტალური სამტვრევის, საწარმოოო ობიექტის აღჭურვილობის და 2 ცალი ვიბრაციული საცერის, ფასით 115000 აშშ დოლარი, მიწოდება. 3. 1---------წ. N8----- ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ჰორიზონტალური სამტვრევის, 52მ კონვეირის ლენტის, 2 ცალი მაგნიტების, 1 კომპლექტი საწრამოო ობიექტის აღჭურვილობის, 88 მ. კონვერისი ლენტების, ფასით 118750 აშშ დოლარი, მიწოდება. 4. 0---------წ. N8----- ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერტიფიკატით 1 ცალი 20 კუბური მეტრი მოცულობის ბუნკერის 1 ცალი სამართავი კაბინის, ფასით 10250 აშშ დოლარი, მიწოდება. 5. 1---------წ. N8----- ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 344 კგ. ქვის სამტვრევის დანადგარის ჯავშნის, ფასით 1341.60 აშშ დოლარი, 6. 0---------წ. N8----- ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ძრავის, 4 ცალი შკივის, 6 ცალი ღვედის, ფასით 1300 აშშ დოლარი, მიწოდება.
მოსარჩელეს მოპასუხისათვის 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით მიწოდებული აქვს ზემოთჩამოთვლილი საქონელი, ღირებულებით - 330641.6 აშშ დოლარი, რაც მათ უნდა დაეფარათ ორი თვის ვადაში. არც შპს ,,ინ-----’’ და არც სოლიდარულ თავდებს დავალიანება არ აუნაზღაურებია.
1---------წ. ხელშეკრულებით შპს ,,ი---------- პარტნიორები რე---- მ----–--ე მოსარჩელის მიმართ წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებელნი არიან როგორც სოლიდარული თავდებები. ხელშეკრულების დადებისას წარდგენილი ამონაწერიდან გამომდინარე მოთხოვნა აღძრულია როგროც შპს ,,ი----------, ისე რე----ი მ----–--ის მიმართ, რომელიც შპს ,,ინ-----ში’’ ამჟამადაც არის 100% წილის მესაკუთრე.
2. მოპასუხე შპს ,,ი---------- და რე---- მ----–--ის მოსაზრება:
2.1.მოპასუხე შპს ,,ი---------- და რე---- მ----–--ემ სარჩელი არ ცნეს.
3. შპს ,,ი---------- შეგებებული სარჩელი
3.1. დაევალოს შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ შპს ,,ი-------’’ მიაწოდოს და დაუმონტაჟოს თავისი ხარჯით 150-200 ტონა საათში წარმადობის ქვისსამსხვრევი ქარხანა სრულად.
3.2. დაეკისროს შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------ს’’, შპს ,,ი---------- სასარგბელოდ მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 2016 წლის 27 თებერვლიდან ყოველ სამუშაო დღეზე 17952 ლარის (კურსი 27.) 6648 აშშ დოლარის ოდნეობით, მათ მიერ 150-200 საატში წარმადობის ქვისსამსხვრევი ქარხნის დამონტჟებამდე.
შპს ,,ინ-----მა’’ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 13 აგვისტოს შპს ,,ი-------ა’’ და შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება Nო----------, რის საფუძვლზეც მიმწოდებელს უნდა მიეწოდებინა და თავის სპეციალისტებს უნდა დაემონტაჟებინა ქვის სამსხვრევი ქარხანა სრულად, რომელსაც უნდა მოეცა 150-200 ტონა პროდუქცია 1 საათში. გამყიდველმა მის მიერ ჩამოყვანილი სპეციალისტებს დაამონტაჟებინა ქარხანა მთლიანად და მათვე აამუშავეს. ქარხანა გაშვებისთანავე დაიშალა, გატყდა ძირითადი კვანძები, რის გამოც მას დიდი ხანი არემონტებდნენ.
შპს ,,ი-------’’ უნდა გაადეხადა 80000 აშშ დოლარი 1 წლის განმავლობაში. შპს ,,ინ-----მა’’ შეასრულა აღებული ვალდებულება და 1 წლის განმავლობაში გადაუხადა 155000 აშშ დოლარი, ფირმის წარმომადგენელს რომელმაც გამოაგზავნა დანადგარები, მუ------- სუ------ს, მაგარამ ფირმის დირექტორმა ჯუ-- ოზ-------მა მხოლოდ 105000 აშშ დოლარის მიღებაზე მისცა ფულის მიღების საბუთი და ეს ახსნა იმით, რომ მუ-------მ მხოლოდ აღნიშნული თანხა გადასცა მას.
ქარხნის ტონაჟის შემდეგ ქარანამ მუშაობა დაიწყო 2016 წლის 27 თებერვალს და 150-200 ტონის მაგივრად უშვებდა 30-40 ტონა პროდუქციას 1 საათში, რაც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,ინ-----მა’’ მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიმძლავრის, წარმადობის ქარხანა, რასაც მიმწოდებელი მხარე შეპირდა, მაგრამ დღემდე არ შეუსრულებია პირობა.
იმის გამო, რომ ქარხანა 150-200 ტონა პროდუქციის ნაცვლად უშვებს 5-ჯერ ნაკლებ პროდუქციას 30-40 ტ 1 საათში, იმავე დანახარჯებით შპს ,,ი-------’’ განიცდის ზარალს, ზიანს და ვერ ღებულობს საშუალოდ 132 ტ 1 საათში პროდუქციას, რომლის საშუალო ღირებულებაა 2244 ლარი. ექსპერტიზის დასკვნით ქარხანა უშვებს 43 ტონა პროდუქციას 1 საათში, საშუალოდ საათში 132 ტონა პროდუქციით ნაკლებს. მიყენებული ზიანი 1 სამუშაო დღეში უდრის 132ტ*8სთ=1056 ტონა პროდუქცია და მისი საშუალო ღირებულება 17 ლარი*1056 ტონაზე=17952 ლარს. გამყიდველისაგან მოწოდებული დანადგარები, დანადგარების მაჩვენებლები-მონაცემები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანადგარებს და მაჩვენებელებს და მონაცემებს.
4. მოპასუხის პოზიცია
4.1. მოპასუხე შპს ,,ო----–------------–-----------–------–-------------------------ს’’ მოსაზრება
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ შპს ,,ი-------’’ მოთხოვნა ქარხნის დამონტაჟებაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან მას შესრულება მიღებული აქვს, ხოლო პრეტენზია არ აქვს გაცხადებული კანონით დადგენილ ვადებში. ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელეს პრეტენზია უნდა დაეყენებინა კანონით დადგენილ ვადებში და წესით, მას შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე ან მოეშალა იგი, მოეთხოვა საზღაურის შემცირება ან მისი მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი და საქმიანი წინდახედულების ფარგლებში გამოეყენებინა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ნებისმიერი უფლება. მოსარჩელეს გაშვებული აქვს შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის წაყენების ვადა. ამასთან არაუფლებამოსილ პირს უხდიდნენ თანხებს და აღიარებდნენ მათ მიმართ წარმოშობილ დავალიანებას ყოველგვარი საპასუხო პრეტენზიის წადრგენის გარეშე, რაც გულისხმობს იმას, რომ მათთვის მიყენებული ზიანი გამყიდველისათვის წინასწარ სავარაუდო არ ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ 02.03.2016წ. შპს ი-------ს დირექტორი აღიარებს დავალიანებას ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით, გასაგებია, რომ 2016 წლის მარტის დასაწყისისათვის წარმოების რაიმე დეფექტი არ გააჩნდა და ქარხანა ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული იყო.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. 2015 წლის 13 აგვისტოს შპს ,,ო----–------------–----------–------–------------------------სა’’ და შპს ,,ი-------’’ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველს მყიდველსათვის უნდა მიეწოდებინა ლაყუჩა სამტვრევი 100-იანი, ვიბრაციული საცერი, ჰორიზონტალური სამტვრევი, ორმაგი კლასიფიკატორი, ლენტები, ჰორიზონტალური სამტვრევის მკვებავი ლენტი, საცრის მკვებავი ლენტი, უკუ-მიმწოდებლის ლენტი, 1600*5000 საცრიდან მასალის გამომტანი ლენტი 4 ცალი. სულ 224000 აშშ დოლარის ღირებულებით. ხელშეკრულებას ხელს აწერს შპს. ,,ი-------" დირექტორი ალ---ი მ----–--ე, თავდების სახით რე---- მ----–--ე, შპს. ,,ო----–------------–" წარმომადგენელი მუ-------რ სუ------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1---------წ. ხელშეკრულება(ტომი 1, ს/ფ 34-36).
- 1---------წ. პროფორმა ანგარიშფაქტურა (ტომი 1, ს/ფ 37).
5.1.2. 2015 წლის 14 აგვისტოს შპს ,,ო----–------------–----------–------–------------------------სა’’ და შპს ,,ი-------’’ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველს მყიდველსათვის უნდა მიეწოდებინა ორმაგი კლასიფიკატორი, 14 000 აშშ დოლარის ღირებულების. აღნიშნული ხელშეკრულება წამროადგენს 1---------წ. ხელშეკრულების დანართს და მოქმედებს ძირითადი ხელშეკრულების ყვე-–- მუხლი. ხელს აწერს შპს. ,,ი-------", რე---- მ----–--ე, შპს. ,,ო----–------------–" წარმომადგენელი მუ-------რ სუ------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14--------წ. ხელშეკრულება(ტომი 1, ს/ფ 34-36).
5.1.3. შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------იმ’’ 2015 წლის 1 სექტემბერს შპს ,,ი-------’’ მიაწოდა შემდეგი ნივთები: მიმწოდებელი, კლასიფიქატორი და ლაყუჩა სამტვრევი, ღირებულებით 84 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 0---------წ. ანგარიშფაქტურა, N5-----(ტომი 1, ს/ფ 47-49).
- გადაადგილების სერთიფიკატი, N0------ (ტომი 1, ს/ფ 50).
5.1.4. შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------იმ’’ 2015 წლის 8 სექტემბერს შპს ,,ი-------’’ მიაწოდა შემდეგი ნივთები: კლასიფიკატორი, ვიბრაციული საცერი 2 ცალი, ჰორიზონტალური სამტვრევი, საწარმო ობიექტის აღჭურვილობა, ღირებულებით 115 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 0---------წ. ანგარიშფაქტურა, N5-----(ტომი 1, ს/ფ 56-57).
- გადაადგილების სერთიფიკატი, N0------ (ტომი 1, ს/ფ 58).
5.1.5. შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------იმ’’ 2015 წლის 17 სექტემბერს შპს ,,ი-------’’ მიაწოდა შემდეგი ნივთები: ჰორიზონტალური სამტვრევი, კონვეირის ლენტი, მაგინტები, საწარმო ობიექტის აღჭურვილობა, კონვეირის ლენტები, ღირებულებით 118 750 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1---------წ. ანგარიშფაქტურა, N8-----(ტომი 1, ს/ფ 62-63).
5.1.6. შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------იმ’’ 2015 წლის 9 ოქტომბერს შპს ,,ი-------’’ მიაწოდა შემდეგი ნივთები: ბუნკერი 20 მ3, სამართავი კაბინა, ღირებულებით 10250 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 0---------წ. ანგარიშფაქტურა, N8-----(ტომი 1, ს/ფ 67-68).
3.1.7. შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------იმ’’ 2016 წლის 15 თებერვალს შპს ,,ი-------’’ მიაწოდა შემდეგი ნივთები: ქვის სამტვრევი დანადგარის ჯავშანი, ღირებულებით 1341.60 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1---------წ. ანგარიშფაქტურა, N8-----(ტომი 1, ს/ფ 72-73).
5.1.8. შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------იმ’’ 2016 წლის 1 აპრილს შპს ,,ი-------’’ მიაწოდა შემდეგი ნივთები: ძრავი, შკივი 4 ცალი, ღვედი 6 ცალი,ღირებულებით 1300 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 0---------წ. ანგარიშფაქტურა, N8----- (ტომი 1, ს/ფ 78-79).
- გადაადგილების სერთიფიკატი, N0------; (ტომი 1, ს/ფ 8).
5.1.9. 2016 წლის 2 მარტის განცხადებით შპს ,,ი---------- დირექტორი ალ---ი მ----–--ე ადასტურებს, რომ მუ------- სუ------ისაგან შეძენილი ქვის სამტვრევი საამქროსთან დაკაშვირებით გადასახდელი დარჩა 200000 აშშ დოლარი, რომელსაც გადაიხდის შემდეგი გრაფიკით: 2016 წლის ივნისიდან 30 აგვისტომდე გადაიხდის 100000 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ 100000 აშშ დოლარს გადაიხდის 2017 წლის იანვრის თვის ბოლომდე, ყოველთვიუ----- 20000 აშშ დოლარის გადახდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ალ---ი მ----–--ის ნოტარიულად დამოწმებული განცახდება (ტომი 2, ს/ფ 51).
5.1.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2-----------–-- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითრაზე სერიული ნომრით: 00456, (გადახდის თარიღი - 21.08.2016, გადახდილი თანხა - 105000 აშშ დოლარი) არსებული ნაბეჭდი ტექსტი შესრულებულია პრინტერზე . გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითრაზე სერიული ნომრით 00456 (გადახდის თარიღი- 21.08.2016წ.) გადახდილი თანხა 105000 აშშ დოალრი) არსებული ხელმოწერა არ არის შესრულებული რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით (პრინტერი, სკნაერი და სხვა), არამედ შესრულებულია საწერი საშუალებით, კერძოდ ბურთულიანი კალმით. გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის კარეფის ქვითრაზე სერიული ნომრით 00456 (გადახდის თარიღი 21.08.2016, გადახდილი თანხა - 105000 აშშ დოლარი) არსებული შტამპის ანაბეჭდი დატანილია წარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული შტამპით. გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითარზე, სერიული ნორმით 00456 (გადახდის თარიღი 21.08.2016, გადახდილი თანხა 105000 აშშ დოლარი) არსებული შტამპის ანაბეჭდი არ არის დატანილი შესადარებლად წარდგენილი ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ შტამპით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო N2/644-182581456 საქმის ტომში N02 და მიმაგრებულია გამჭირვალე ფაილით ბოლო გვერდზე (რომლითაც ექსპერტის მიერ თაბახის ერთ ფურცელზე დატანილი იყო ექპერიმენტული ნიმუშები). გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითარზე, სერიული ნომრით 00456 (გადახდის თარიღი 21.08.2016, გადახდილი თანხა 105000 აშშ დოლარი) არსებული შტამპის ანაბეჭდი დატანილია ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ იმ შტამპით, რომლის თავისუფალი ნიმუში წარდგენილია შესადარებლად და განთავსებულია 19.08.2016 წლით დათარიღებულ საბუთზე, რომელიც იმყოფებოდა სამოქალაქო N2/490-182501421 საქმის N03 ტომში, ს/ფ 9. ხელმოწერა ჯუ-- ოზ-------ის სახელით, განლაგებული, ფულის აკრეფის ქვითარზე ფუცლის მარჯვენა ქვედა მხარეს, შესრულებულია არა ჯუ-- ოზ-------ის, არამედ სხვა პირის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა(ტომი 4, ს/ფ 15-32).
5.1.11. 2016 წლის 24 თებერვალს შპს ,,ი---------- დირექტoრს ალ---ი მ----–--ეს, საამქროს უფროსს გე-–- ტა-–----ეს, ქარხნის ოპერატორს მუ----- კო----ს და შპს ,,ო----–------------–-ს’’ წარმომადგენელს და მეპატრონეს მუ------- სუ------ს, საქართველოში წარმომადგენელი ფრ-----ნ მა------–---–---–ს შორის შედგა ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად შპს ,,ო----–------------–’’-მა ჩამოიტანა და დაამონტაჟა ქვის სამსხვრევი საამქრო. საამქროს დამონტაჟება დამთავრდება 2016 წლის 24 თებერვალს. შპს ,,ო----–------------–ი’’ თავის თვაზე იღებს ერთწლიანი საგარანტიო ვალდებულებას. შპს ,,ო----–------------–-’’ იღებს ვალდებულებას ანაზღაუროს პირველადი სამსხვრევის გარემონტებაზე დახარჯული თანხა, რომელსაც გაარემონტებენ რუსთაველის ოსტატები. თუ მუშის დაუდევრობით ან უყურადღებობით დაირღვა მუშაობის ტექონოლოგიური რეჟიმი, მაშინ შპს ,,ო----–------------–ი’’ იხსნის საგარანტიო ვალდებულებას. აქტს ხელს აწერს სხვა პირებთან ერთად ალ---ი მ----–--ე, მუ-------რ სუ------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.02.2016წ. ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 4, ს/ფ 63).
5.1.12. შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------ს’’ შპს ,,ი-------სათვის’’ უნდა მიეწოდებინა ქარხანა, რომელსაც 1 საათში უნდა გამოეშვა 150-200 ტონა პროდუქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1---------წ. ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 34-36).
- მხარეთა -ახსნა-განმარტებები.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’ წარმომადგენელს წარმოადგენდა მუ------- სუ------ი, რომელსაც გააჩნდა უფლებამოსილება, მიეღო შესრულება შპს. ,,ი-------სგან" შესრულება, როგორც შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’ წარმომადგენელს,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1---------წ. ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 34-36).
- 1---------წ. პროფორმა ანგარიშფაქტურა; (ტომი 1, ს/ფ 37).
- 14--------წ. ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 34-36).
- მხარეთა -ახსნა-განმარტებები.
5.2.2. შპს ,,ი---------- დავალიანება შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ მიმართ შეადგენს 200 000 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენილ ვალდებულება შპს. ,,ი-------ს" მიერ შესრულებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს ,,ი-------’’ დავალიანება შეადგენს 330541.6 აშშ დოლარს. მოპასუხე კი აცხადებს, რომ მისი დავალიანება შეადგენს 200000 აშშ დოლარს, ვინაიდან მის მიერ თანხები გადახდილი იქნა ორგანიზაციის წარმომადგენლის მუ------- სუ------ისათვის. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ მუ------- სუ------ი აღარ წარმოადგენს მოსარჩელის წარმომადგენელს და მას ორგანიზაციისათვის არ გადაუცია შპს ,,ი-------ს‘’ მიერ გადახდილი არანაირი თანხა. შესაბამისად, მათ მიერ მუ------- სუ------ისათვის გადაცემული თანხა ვალდებულების შესრულებად ვერ ჩაითვლება.
სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ო----–------------– ი--------------------------ს’’ წარმომადგენლი საქართველოში იყო მუ------- სუ------ი და შპს ,,ი-------’’ ხელშეკრულების დადებისას მასტან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებულ 1---------წ. ხელშეკრულებაზე, რომელიც დადებულია შპს ,,ი-------’’ და შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------ს’’ შორის, ხელშეკრულებაზე ხელს აწერს შპს ,,ო----–------------–-ს’’ წარმომადგენელი მუ------- სუ------ი. სასამართლო სხდომაზე შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ დირექტორმა ჯუ-- ოზ-------მა დაადასტურა, რომ მუ------- სუ------ი იყო მისი წარმომადგენელი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფრ-----ნ მა------–---–---–მა დაადასტურა, რომ ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის წარმომადგენლი იყო მუ------- სუ------ი, სწორედ მასთან დაიდო ხელშეკრულება, მან ჩამოიტანა ქარხანა და მისმა ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს იგი. შესაბამისად შპს ,,ინ-----მა’’ მას გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ასევე დადგენილია, რომ ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული იქნა მუ------- სუ------თან. შესაბამისად შპს ,,ინ-----მა’’ ვალდებულების შესრულების მიზნით როდესაც თანხა გადასცა მუ------- სუ------ს დარწმუნებული იყო, რომ ვალდებულებას ასრულებდა უფლებამოსილი პირის წინაშე. მისთვის არ უცნობებიათ მუ------- სუ------ის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რისი ვალდებულებაც თავად მოსარჩელეს გააჩნდა.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ი---------- დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ვალის აღიარების შესახებ 02.03.2016წ. განცხადებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში - 200000 აშშ დოლარი. სხვა ვალდებულება მოპასუხეს შპს. ,,ი-------" მოსარჩელის მიმართ შესრულებული აქვს.
5.2.2. მოპასუხე რე---- მ----–--ე არ წარმოადგენს სოლიდარულ თავდებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალქო კოდექსის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის აუცილებელი თავდების წერილობითი განცხადება და თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის განსაზღვრა. მოცემულ მოცემულ შემთხვევაში რე---- მ----–--ის წერილობითი განცხადება თავდებობის შესახებ საქმის მასალებში არ მოიპოვება. ასევე, მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფრომებული ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული რე---- მ----–--ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა. შესაბამისად, სახეზეარ გვაქს თავდებობის ნადმვილობისათვის სამოქალაქო კოდექსით იპერატიულად განსაზღვრული პრიობები. შესაბამისად, რე---- მ----–--ე ვერ იქნება შპს ,,ი---------- მიერ აღებული ვალდებულებზე სოლიდარულად პასუხისმგებელი თავდები პირი.
5.2.3. შპს ,,ო----–------------– ი--------------------------ს’’ შპს ,,ი-------სათვის’’ არ მიუწოდებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი ქარხანა-დანადგარები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდება ქვის სამსხვრევი ქარხანა,რომელსაც 1 საათში უნდა გამოეშვა 150-200 ტონა პროდუქცია. თანხა შპს ,,ინ-----’’ უნდა გადაეხადა განწილვადებით. შპს ,,ი-------’’ აღნიშნავს, რომ შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1---------წ. გაფრომებული ხელშეკრულების შესაბამისად, მუ------- სუ------მა ჩამოტანა ქარხანა, მისმა ჩანმოყვანილმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს და აამუშავეს იგი 2016 წლის 24 თებერვალს. შეთანხმების თანახმად ქარხანას უნდა გამოეშვა 150-200 ტონა პროდუქცია 1 საათში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გე-–- ტა-–----ემ, დაადასტურა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს ქარხანა აამუშავეს, თუმცა ქარხანა გაფუჭდა ამუშავებისთანავე და დაიმტვრა მისი ძირითადი ნაწილები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ფრ-----ნ მა------–---–---–მა. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე დღეს - 24.02.2016წ. მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი (ხელს აწერს მოსარჩელის წარმომადგენელი მუ------- სუ------ი), რომლითაც შპს ,,ო----–------------–მა’’ აიღო ქარხნის გარემონტებაზე დახარჯული თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ქარხანას ამუშავებისთანავე დასჭირდა შეკეთება. ქარხნის გარემონტების შემდეგ დადგინდა, რომ ქარხნის წარროება არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წარმადობას. მოწმეებმა გე-–- ტა-–----ემ და ფრ-----ნ მა------–---–---–მა დაადსტურეს, რომ იმის გამო, რომ ქარხანა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებს, მუ------- სუ------ი შეპირდა, რე---- მ----–--ეს, რომ შეუცვლიდა ქარხანას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.10.2018წ. მომართვით დგინდება, რომ ხა–-----ს რაიონის სოფელ ცხ--------ში შპს ,,ი---------- კუთვნილ საწარმოში უზრუნველყოფილი იქნა ქვიშა ღორღის წარმოების პროცესზე დაკვირვება. დაკვირვება მოხდა საწარმოს ტერიტორიაზე დასაწყობებული ბალასტის გადამუშავებაზე ერთი საათის განმავლობაში მიღებული გაურეცხავი ქვიშა-ღორღის რაოდენობის დასადგენად. წარმოების პროცესის მიმდინარეობა: სამსხვრევი საამქროს მიმდებარედ დასაწყობებული ბალასტი იტვირთება სატრანსპორტო საშუალებებზე და მიეწოება ქვის სამსხვრევ ტექნოლოგიურ ხაზზ, ნედლეულის მიმღები ბუნკერის შევსების შმედგომ ბალასტი გადადის სხვადასხვა კვანძებს საბოლოო გადამუშავებამდე. ექსპერტიზისთვის უცნობია გამოყენებული მანქანა დანადგარების მარკა და მოდელი, წარმოების პროცესის მიმდინარეობისას ნედლეულის შერჩევა და შემდგომი გადამუსავება ხდებოდა საწარმოში არსებული ტექნოლოგის მიერ. გაურეცხავი წვიშა ღორღის ტრანსპორტირება სასწორამდე მოხდა ავტოსატრანსპორტო საშაულებით, ხოლო აწონვა მოხდა საწარმოს ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ ნაგავსაყრელზე განთავსებული საავტომობილო სასწორის მეშვეობით. ჩატარებული აწოვნის შედეგად დადგინდა, რომ ერტი საათის განმავლობაში მიღებული გაურეცხავი ქვიშა-ღორღის წონამ შეადგინა 42.59 ტონა.
გარდა ამისა, შპს ,,ი---------- მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მანქანების N--- დეპარტამენტის ასოცირებული პროფეროსის მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკადემიური დოქტორის გი------ ნა-------–---–ის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად, თურქული კომპანია შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ მიერ მიწოდებული და დამონტაჟებული დანადგარების მოდელები, ტექნიკური მონაცემები და გეომეტრიული პარამეტრები ძირითადში არ შეესაბამება შპს ,,ი---------- და კომპანია ო----–----------–----------–------–-------------------------ს’’ შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფრომებული NO---------, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონაცემებს. ტექონოლოგიური დანადგარების დამონტაჟების თანამიმდევრობა არ შეესაბამება მდინარის ნატანის (ხრეში) გადამუშავებით ინერტიული მასალების - ბუნებრივი ქვიშის, ღორღის და ნამტვრევი ქვიშის ფრაქციების მიღებისათვის დადგენილი და რეკონენდირებული თანამიმდევრობის განლაგებას. სამსხვრევ-სახარისხებელი საამქროს ღირებულება 1---------წ. N NO---------, ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 224000 აშშ დოლარს, ხოლო დამატებითი შეთანხმების შესაბამისად მიწოდებული ორმაგი კლასიფიკატორის ღირებულება შეადგენს 14000 აშშ დოლარს, რითაც სამსხვრევ-სახარისხებელი საამქროს საერთო ღირებულებამ შეადგინა 238000 აშშ დოლარი. აღნიშნული ღირებულება ბევრად მეტი რუსეთის სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული ანალოგიური კომპლექტაციისა და მწარმოებლობის მქონე მეორეადი სამსხვრევ-სახარისხებელი საამქროების ღირებულებასთან შედარებით.
ამდენად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფრომებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანადგარების ტექნიკური მონაცემები არ შეესაბამება შპს ,,ი-------სათვის’’ მიწოდებული დანადგარების ტექნიკურ მონაცემებს. შესაბამისად, შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ 2015 წლის 13 აგვსიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და შპს ,,ი-------სათვის’’ არ მოიწოდებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონაცემების მქონე მანქანა-დანადგარები.
5.2.4. შპს ,,ი-------’’ სარჩელი ხელშეკრულების შესაბამისი ქვისსამსხვრევი ქარხნის მიწოდების და დამონტაჟების თაობაზე პრეტენზია განუცხადა შპს ,,ო----–------------– ი--------–------–-------------------------ს’’ 2016 წლის 24 თებერვალს, კანონით დადგენილ ვადაში.
2016 წლის 24 თებერვალს მხარეთა შორის შედგენილი იქნა ქარხნის მიღება -ჩაბარების აქტი. იმის გამო, რომ მიწოდებული და დამონტაჟებული საამქრო არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და იგი ამუშავებისთანავე დაზიანდა, შპს ,,ინ-----მა’’ დაუყოვნებლივ განაცხადა პრეტენზია შესრულების ნაკლზე. შესაბამისად ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით შპს ,,ო----–------------– ი--------–------–-------------------------მ’’ აიღო ვალდებულება აენაზღაურებინა პირველადი სამსხვრევის გარემონტებაზე დახარჯული თანხა. ამასთან, მოგვიანებით, როდესაც აღმოჩნდა, რომ ქარხანა არ გამოიმუშავებდა იმ ოდენობის პროდუქციას, რაც გათვალისწინებული იყო შეთანხმებით, მუ------- სუ------ი დაპირდა, რომ საამქროს დანადგარებს შეუცვლიდა. ამდენნად, შპს ,,ი---------- იყო მოლოდნიში, რომ მუ------- სუ------ი დანაპირებს შეასრულებდა და შეთანხმების შესაბამის საამქროს დანადგარებს მიაწოდებდა და დაუმონტაჟებდა. შესაბამისად, შესრულების ნაკლის გამო შპს ,,ინ-----მა’’ პირველად 2016 წლის 24 თებერვალს და შემდგომაც განაცხადა პრეტენზია.
სამოტივაციო ნაწილი :
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ო----–------------– ი--------------------------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს ,,ი-------’’ შეგებებული სარჩელიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალქო კოდექსის 103-ე, 104-ე, 108-ე, 317-ე, 361-ე, 373-ე, 427-ე, 463-ე, 464-ე, 477-ე, 891-ე, 892-ე, 629-ე,8. სამართლებრივი შეფასება
8.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე.
8.2. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგროც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.
ამავე კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებ შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელბიც კანონით გათვალისიწნებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვადლებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
ყოველი კონკრეტული ქემდება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებლია მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგროც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დატქმულ დროსა და ადგილას. კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის.
სამოქალქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება.
სამოქალქო კოდექსის 373-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წერს, ვის მიმართაც მოვალემ უნდა შეასრულოს ვალდებულება. ასეთად, პირველ რიგში ითვლება უშუალოდ კრედიტორი. ამასთან, ეს უკანასკნელი არ არის ერთადერთი პირი, რომლის მიმარტაც შეიძლება შესრულდეს ვალდებულება. ეს შეიძლება იყოს კრედიტორის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წარმომადგენელი. შესრულებაზე უფლებამოსილი პირი სასამართლო გადაწყვეტილებითაც შეიძლება განისაზღვროს.
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
ამავე კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ გარეიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმაოდგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელიტ, მაშნ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გაირგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.
განსახილველი ნორმა ითვალისწინებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გარიგების დადების მატერიალურ სამართველბრივ შესაძლებლობას და გასნაზღვრავს გარიგებით დამდგარი ირუიდიული შედეგის ადრესატს.
სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას ეს ცვლილებები და უფლებამოსილების გაუქმება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას ამის შესახებ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ო----–------------– ი--------------------------ს’’ წარმომადგენლი საქართველოში იყო მუ------- სუ------ი და შპს ,,ინ-----მა’’ სწორედ მასთან დადო ხელშეკრულება. ხელშეკრულებაზე ხელს აწერს მუ------- სუ------ი, როგორც შპს ,,ო----–------------– ი--------------------------ს’’ წარმომადგენლი. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს მითითებას მუ------- სუ------ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე. სასამართლო აღნიშნვს, რომ სწორედ მუ------- სუ------მა ჩამოიტანა ქარხანა და მისმა ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს იგი. ამასთან, ქარხნის გარემონტების ხარჯების გაწევაზე შეთანხმებაც სწორედ მუ------- სუ------თან მოხდა. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მუ------- სუ------ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდებოდა და იგი წარმოადგენდა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. თავად ორგანიზაციის დირექტორი ჯუ-- ოზ-------ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მუ------- სუ------ი ნამდვილად იყო მისი წარმომადგენელი, თუმცა მოგვიანებით მას უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილია, რომ მუ------- სუ------ის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შპს ,,ო-----------------–----------–------–--------------------------ს’’ ხელმძღვანელობას შპს ,,ი-------სათვის’’ არ უცნობებია, რისი ვალდებულებაც ცალსახად მას გააჩნდა. ამდენად, შპს ,,ი-------’’ კეთილსინდისიერად ეგონა მუ------- სუ------ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა და შესაბამისად, მუ------- სუ----ს, როგორც მოსარჩელის წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე პირს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი. მუ------- სუ------თან ვალდებულების შესრულებით, შპს ,,ი-------’’ ვარაუდობდა, რომ ვალდებულებას ასრულებდა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წინაშე. უფრო მეტიც, მუ------- სუ------მა შპს. ,,ი-------’’ გადასცა მის მიერ მოსარჩელე კომპანიისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაუმწომა ბეჭდით. მართალია აღნიშნულ დოკუმენტზე ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, არ არის ჯუ-- ოზ-------ის ხელმოწერა და არც ორგანიზაციის ბეჭედია დატანილი, თუმცა იმ დროისათვის როდესაც მუ------- სუ------ი მოქმედებდა ორგანიზაციის სახელით, მის მიერ გაცემული დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი შპს ,,ი-------’’ ვერ ექნებოდა და შესაბამისად აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია შპს ,,ო----–------------– ი--------–------–-------------------------მ’’, რადგან დოკუმენტი შპს. ,,ი------- გადასცა შპს ,,ო----–------------– ი--------–------–-------------------------ს’’ წარმომადგენელმა.
სასამართლო აღნშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მუ------- სუ------ის უფლებამოსილება დადასტურებულია. შესაბამისად, მუ------- სუ------ისათვის თანხის გადახდა მოსარჩელის მიმართ ვადლებულების შესრულებად მიიჩნევა. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მან მუ------- სუ------ს უფლებამოსილება შეუწყვიტა და იგი არ იყო უფლებამოსილი მიღო შესრულება, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოსარჩელე თავად იყო ვალდებული უფლებამოსილების გაუქმების შესახებ ეცნობებინა შპს ,,ი-------სათვის’’, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამასთან თუ ჩავთვლით დადასტურებულად იმ გარემოებას, რომ შპს ,,ო----–------------– ი--------–------–-------------------------ს’’ წარმომადგენელს არ წარმოადგენდა მუ------- სუ------ი, რომელიც არ მოქმედებდა მისი სახელით და რომელსაც უფლება არ ქონდა მიეღო რაიმე შესრულება, მაშინ სახეზე გვექნება ის გარემოება, რომ შეთანხმებაში/ხელშეკრულებაში მხარებს წარმოადგენდნენ არა შპს ,,ო----–------------– ი--------–------–-------------------------’’ და შპს. ,,ი-------" , არამედ შპს ,,ო----–------------– ი--------–------–-------------------------’’ და მუ------- სუ------ი, ხოლო მეორეს მხრივ შპს. ,,ი-------" და მუ------- სუ------ი, რადგან როგორც ხელშეკრულებების დადება, ასევე საქონლის მიწოდება და დამონტაჟება შპს ,,ო----–------------– ი--------–------–-------------------------ს’’ მიერ განხორციელდა მუ------- სუ------ის მეშვეობით, რაც დასტურდება წარმოდგენილი დოკუმენტებით და თვით მხარეთა განმარტებებით.
ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსა და შესრულებიტ დაინტერესებული პირების მოლოდინს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემტხვევაში ვალდებულება არ წყდება და როგროც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი ოირის პასუხისმგებლობას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანტან. თუ როგროი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებტ განისაზღვრება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.11.2015წ. გადაწყვეტილება).
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა შპს ,,ი---------- მიერ, რადგან მას შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ წინაშე თანხის 200000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. ასევე დადგენილი, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული არც შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ მიერ, ვინაიდან მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონაცემების შესაბამისი მანქანა-დანადგარები არ გადაუცია შპს ,,ი-------სათვის’’.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების თანხას 1---------წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 200000 აშშ დოლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს შპს ,,ი-------’’, ხოლო 150-200 ტონა საათში წარმადობის ქვისსამხსვრევი ქარხნის მიწოდების და დამონტაჟების ვალდებულება ეკისრება შპს ,,ო----–------------–----------–------–-------------------------ს ’’, რადგან წარმოდგენილი
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.10.2018წ. მომართვით დგინდება, რომ ხა–-----ს რაიონის სოფელ ცხ--------ში შპს ,,ი---------- კუთვნილ საწარმოში უზრუნველყოფილი იქნა ქვიშა ღორღის წარმოების პროცესზე დაკვირვება. დაკვირვება მოხდა საწარმოს ტერიტორიაზე დასაწყობებული ბალასტის გადამუშავებაზე ერთი საათის განმავლობაში მიღებული გაურეცხავი ქვიშა-ღორღის რაოდენობის დასადგენად. წარმოების პროცესის მიმდინარეობა: სამსხვრევი საამქროს მიმდებარედ დასაწყობებული ბალასტი იტვირთება სატრანსპორტო საშუალებებზე და მიეწოება ქვის სამსხვრევ ტექნოლოგიურ ხაზს, ნედლეულის მიმღები ბუნკერის შევსების შემდგომ ბალასტი გადადის სხვადასხვა კვანძებს საბოლოო გადამუშავებამდე. ექსპერტიზისთვის უცნობია გამოყენებული მანქანა დანადგარების მარკა და მოდელი, წარმოების პროცესის მიმდინარეობისას ნედლეულის შერჩევა და შემდგომი გადამუსავება ხდებოდა საწარმოში არსებული ტექნოლოგის მიერ. გაურეცხავი წვიშა ღორღის ტრანსპორტირება სასწორამდე მოხდა ავტოსატრანსპორტო საშაულებით, ხოლო აწონვა მოხდა საწარმოს ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ ნაგავსაყრელზე განთავსებული საავტომობილო სასწორის მეშვეობით. ჩატარებული აწოვნის შედეგად დადგინდა, რომ ერტი საათის განმავლობაში მიღებული გაურეცხავი ქვიშა-ღორღის წონამ შეადგინა 42.59 ტონა, გარდა ამისა, შპს ,,ი---------- მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მანქანების N--- დეპარტამენტის ასოცირებული პროფეროსის მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკადემიური დოქტორის გი------ ნა-------–---–ის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად, თურქული კომპანია შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ მიერ მიწოდებული და დამონტაჟებული დანადგარების მოდელები, ტექნიკური მონაცემები და გეომეტრიული პარამეტრები ძირითადში არ შეესაბამება შპს ,,ი---------- და კომპანია ო----–----------–----------–------–-------------------------ს’’ შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფრომებული NO---------, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონაცემებს.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითეოულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამავე კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცახდება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშერკულება. ამასთან, იმისათვის რომ სახეზე იყოს თავდებობა, აუცილებელია თავდების წერილობითი განცხადება და ხელშეკრულებაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის მითითება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება რე---- მ----–--ის წერილობითი განცხადება თავდებობის შესახებ, ამასთან, მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფრომებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითება რე---- მ----–--ის, როგროც თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის შესახებ. ეს ორი კომპონენტი კი სამოქლაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, აუციელებელია თავდებობის ნამდვილობისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რე---- მ----–--ე არ წარმოდგენს სოლიდარულ თავდებ პირს და შესაბამისად არ არის ის პირი ვინც შეძლება პასუხი აგოს შპს ,,,ი-------’’ ვალდებულებებზე სოლიდარულად.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებელობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორცილების შესაძლებლობა. ხანდაზმულობის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარმოშობის დრო, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამ თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. უფლების დარღვევის შეტყობის ფაქტად მიიჩნევა დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ ან გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შეეტყო უფლების დარღევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.
აღნიშნული ნოორის დანაწესით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა დაკავშირებულია შესრულების სამუშაოს მიღებსათან.
სამოქალქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვადლებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ინ-----მა’’ ქვის სამსხვრევი საამქროს დამონტაჟებისთანავე განაცხადა პრეტენზია შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ მიერ განხორცილებული შესრულების გამო. რაზეც შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ორგანიზაცია აღიარებდა საამქროს შეკეთების ვალდებულებას. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მუ------- სუ------მა აიღო ვალდებულება შპს ,,ი-------სათვის’’ შეეცვალა საამქროს დანაადგარები და მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა მისთვის შეთანხმების შესაბამისი წარამადობის საამქრო. შპს ,,ი-------’’ იყო მოლოდინში, რომ ვალდებული პირი შეასრულებდა მის დაპირებას და შპს ,,ი-------’’ დაუდგამდა ახალ საამქროს. ამდენად, ვალდებულმა პირმა აღიარა შპს ,,ი-------’’ მოთხოვნის არსებობა , ხოლო შპს ,,ი-------’’ იყო მოლოდინში, რომ ორგანიზაცია ვალდებულებას შეასრულებად. ამდენად, სარჩელი არ არის ხანდაზმული და არსებული მოთხოვნა განხორციელებადია. მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
8.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისასა კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმდებეს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალადებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდაგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმდების უშუალო შედეგს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის ხარიხსი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმადოგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანია რის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბუექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგელბში.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგას’’, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ ქვისსამსხვრევი ქარხანა უშვებს ნაკლებ პროდუქციას, შესაბამისად ვერ ღებულობს საშუალოდ საათში 132 ტონა პროდუქციას, რის გამოც ადგება ზიანი, 17952 ლარის ოდენობით, სასამართლოს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძვლად არ მიაჩნია. მოსარჩელე უთითებს, რომ ქარხანა უშვებს 43 ტონა პროდუქციას 1 საათში, საშუალოდ საათში 132 ტონა პროდქციით ნაკლებს. მიყენებული ზიანი ერთ სამუშაო დღეში უდრის 132ტ*8საათზე=1056 ტონა პროდუქცია და მისი საშუალო ღირებულებაა 17 ლარი*1056 ტონაზე=17952 ლარს, შესაბამისად, ადგება 17952 ლარის ოდენობის ზიანი ერთ სამუშაო დღეში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს გამომუშავებული პროდუქციის ღირებულების მთლიანად დაკსირებას, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქციის გამომუშავება გარკვეული ოდენობის ხარჯების გაწევის გარეშე შეუძლებელია. ხარჯების ოდენობის შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუდგენელია, რა ოდენობის სარგებლის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა შპს ,,ი-------’’ შპს. ,,ო----–------------–----------–------–---------------------------" მიერ ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, რის გამოც შპს. ,,ი------- უარი ეთქვას შპს". ,,ო----–------------–----------–------–---------------------------"-ათვის ზიანის ანაზღაურების თანხის დაკისრებაზე.
8.6. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შპს. ,,ი-------’’ მოსარჩელე შპს. ,,"ო----–------------–----------–------–--------------------------- სასარგებლოდ დაეკისრა 200000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო შპს. ,,ო-----–-----------–----------–------–--------------------------ს" დაევალა შპს. ,,ი-------" მიაწოდოს და დაუმონტაჟოს თვისი ხარჯით 150-200 ტონა საათში წარმადობის ქვისმსხვრევი ქარხანა სრულად და რადგან დადგენილია, რომ შპს. ,,ი-------ს" მიერ დანარჩენი ვალდებულება შესრულებულია, ხოლო დანარჩენი თანხა 200000 აშშ დოლარი შპს. ,,ი-------" ვალდებული იყო გადაეხადა შპს. ,,ო-----–-----------–----------–------–--------------------------სათვის" მის მიერ 150-200 ტონა საათში წარმადობის ქვისმსხვრევი ქარხანის დამონტაჟების შემდეგ, ამიტომ შპს. ,,ინ-----მა’’ მოსარჩელე შპს. ,,ო----–------------–----------–------–---------------------------" სასარგებლოდ 200000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განახორციელოს მას შემდეგ რაც შპს. ,,ო----–------------–----------–------–---------------------------" მიაწვდის და დაუმონტაჟებს თავისი ხარჯით 150-200 ტონა საათში წარმადობის ქვისმსხვრევი ქარხანას.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ო----–------------–----------–------–---------------------------’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ინ----- შპს ო----–------------–----------–------–--------------------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის 180.50 ლარის გადახდა. შპს ,,ი---------- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ო----–------------–----------–------–--------------------------- შპს ი-------ს სასარგებლოდ დაეკიროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს. ,,ო----–------------–----------–------–---------------------------" სარჩელი რე---- მ----–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს. ,,ო----–------------–----------–------–---------------------------" სარჩელი შპს. ,,ი-------ს" მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.1. მოპასუხე შპს. ,,ი-------’’ მოსარჩელე შპს. ,,"ო----–------------–----------–------–--------------------------- სასარგებლოდ დაეკისროს 200000 აშშ დოლარის გადახდა.
2.3. შპს. ,,ო-----–-----------–----------–------–--------------------------ს" უარი ეთქვას მოპასუხისათვის შპს. ,,ი-------სათვის" 130641.6 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
3. მოპასუხე შპს. ,,ინ-----"-ს შპს. ,,ო----–------------–----------–------–---------------------------" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის 180.50 ლარის გადახდა.
4. შპს. ,,ი---------- სარჩელი შპს ოზბაშენთ მეტალ იაფი მალზემელერი სანაი ვე თიჯარეთის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.1. შპს. ,,ო-----–-----------–----------–------–--------------------------ს" დაევალოს შპს ი------- მიაწოდოს და დაუმონტაჟოს თვისი ხარჯით 150-200 ტონა საათში წარმადობის ქვისმსხვრევი ქარხანა სრულად.
4.2. შპს. ,,ი------- უარი ეთქვას შპს". ,,ო----–------------–----------–------–---------------------------"-ათვის ზიანის ანაზღაურების თანხის დაკისრებაზე.
5. შპს. ,,ო----–------------–----------–------–---------------------------" შპს. ,,ი-------ს" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
6. შპს. ,,ინ-----მა’’ მოსარჩელე შპს. ,,ო----–------------–----------–------–---------------------------" სასარგებლოდ 200000 აშშ დოლარის გადახდა განახორციელოს მას შემდეგ რაც შპს. ,,ო----–------------–----------–------–---------------------------" მიაწვდის და დაუმონტაჟებს თავისი ხარჯით 150-200 ტონა საათში წარმადობის ქვისმსხვრევი ქარხანას.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია