გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2019
საქმის ნომერი
120210119003078775
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N3078775-2/429-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - მ-----მ სუხიაშვილი

მოსარჩელე - შ------–------–-’’

დირექტორი - დ---თ გ------–--ე

წარმომადგენელი - გ----ზ ნ-–----ძე

მოპასუხე - შპს ,,ქ-- ე----------პ’’,მ-----ა შ-----–-–---–-, ნ------რ შ-----–-–---–-, ხ------ა შ-----–-–---–-,მ-----მ ა–-------ა, მ-----ე ფ----–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–ა თოფურია

დ---ს საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანგობა ,,ქ-- ე----------პს", მ-----ა შა----–-–---–ს, ნ------რ შა----–-–---–ს, მ-----ე ფ----–---–ს, მ-----მ ა–-------ას და ხ------ა შა----–-–---–ს მოსარჩელე შ------–------–-ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 21----.84 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2007 წლის 14 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთობლივი საქმიანობის მიზნით, კერძოდ ქ. ბორჯომში, მესხეთის ქუჩააზე მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, მოპასუხეებმა დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ----------------’’. ამავე ამხანაგობის დამფუძნებელი იყო ასევე ჟუ–---ა სავიცკაია, რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის 12 ივნისს. ამხანაგობის თავმჯდომარეა მ-----ა შ-----–-–---–-.

2015 წლის დეკემბრის თვიდან, 2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით, მოსარჩელე მხარე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ქ-- ე----------პს.’’ ქ. ბორჯომში მიწოდა 337794.64 ლარის ღირებულების ბეტონი და ქვიშა-ღორღი. იბა ,,ქ----------------ს’’ მიერ მოსარჩელე მხარისათვის 2016-2017 წლებში გადახდილი იქნა ამ უკანასკნელის მიერ მიწდოებული ზემოთ მითითებული საქონლის ღირებულების მხოლოდ ნაწილი 1----7.80 ლარი და დღეისათვის ასანაზღაურებელი თანხა მოსარჩელე მხარისათვის დარჩენილია 21----.84 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ მათ ნამდვილად გააჩნიათ მოსარჩელის მიმართ დავალიანება 21----.84 ლარი, თუმცა სარჩელი ხანდაზმული 121405.84 ლარის ნაწილში. შესაბამისად გადასახდელი აქვთ 90463 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლის 14 აგვისტოს მ-----ა შაყლაშვილმა, მ-----ე ფ----–---–მა, ჟუ–---ა ს--–----მ, მ----- ა–-------ამ და ხ------ა შა----–-–---–მა დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ----------------’’.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

· ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ----------------ს’’ 14.08.2007წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულება; (ს/ფ 20-28)

3.1.2. 2015 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით მოსარჩელე შპს ,,მშენებელმა’’ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ-- ე----------პს’’ მიაწოდა 337794.64 ლარის ღირებულების ბეტონი და ქვიშა-ღორღი.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

· 21.12.2015წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა; (ს/ფ 30-31;

· 18.01.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა; (ს/ფ 32)

· 15.02.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა; (ს/ფ 33-34)

· 22.02.2016წ. საგადასახადო ანგარიშფაქტურა; (ს/ფ 35)

· 17.03.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 36-37)

· 31.03.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 38)

· 15.04.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 39-40)

· 25.04.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 41-43)

· 19.05.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 44-46)

· 25.05.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 47)

· 10.06.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 48-49)

· 29.06.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 50)

· 08.07.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 51-52)

· 21.07.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 53)

· 29.08.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 54-55)

· 09.09.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 56)

· 13.09.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 57-58)

· 07.10.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 59)

· 24.10.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 60-61)

· 21.11.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 62)

· 12.12.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 63-64)

· 26.12.2016წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 65)

· 10.02.2017წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 66-67)

· 03.05.2017წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 68)

· 01.03.2017წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 69)

· 12.06.2017წ. საგადასახდო ანგარიშფაქტურა (ს/ფ 70)

· მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ-- ე----------პს’’ შ------–------–-სათვის 2016 წლის 2 დეკემბრიდან 2017 წლის 9 მარტის ჩათვლით გადახდილი აქვს - 1----7.80 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

· ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

· მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ-- ე----------პს’’ მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 9 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

· ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

· მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შ------–------–-ს’’ სარჩელი 21----.84 ლარის დაკისრების თაობაზე აღძრულია კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში, შესაბამისად არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

· ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

· მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შპს ,,მშენებლის’’ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 317-ე, 361-ე, 373-ე, 427-ე, 463-ე, 464-ე, 477-ე, 930-ე, 937-ე.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელბიც კანონით გათვალისიწნებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

ამავე კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქემდოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული სამშუალებებით, იურდიული პირის შეუქმენლად.

 

ამავე კოდექსის 937-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად.

 

მოცემულ შემთხვევაში უდაოდ დადგენილია, რომ 2007 წლის 14 აგვისტოს მ-----ა შაყლაშვილმა, მ-----ე ფ----–---–მა, ჟუ–---ა ს--–----მ, მარიმა ა–-------ამ და ხ------ა შა----–-–---–მა დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ----------------’’. 2015 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით მოსარჩელე შპს ,,მშენებელმა’’ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ-- ე----------პს’’ მიაწოდა 337794.64 ლარის ღირებულების ბეტონი და ქვიშა-ღორღი. ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ-- ე----------პს’’ შ------–------–-სათვის 2016 წლის 2 დეკემბრიდან 2017 წლის 9 მარტის ჩათვლით გადახდილი აქვს - 1----7.80 ლარი. გადასახდელად დარჩენილი აქვს 21----.84 ლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

შ------–------–-ს’’ მიმართ დავალიანების 21----.84 ლარის არსებობის ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე სადაოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სარჩელი ნაწილობრვი ხანდაზმულია, კერძოდ 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით წარმოშობილი მოთხოვნები ხანდაზმულია. შასაბამისად, 121405.84 ლარის ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია, არ არის განხორციელებადი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია, ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ რადგან სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, შესაბამისად 2015 წლის დეკემბრისა და 2016 წლის ივნისის ჩათვლით წარმოშობილი მოთხოვნები ხანდაზმულია, რადგან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით მოსარჩელე შპს ,,მშენებელმა’’ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ-- ე----------პს’’ მიაწოდა 337794.64 ლარის ღირებულების ბეტონი და ქვიშა-ღორღი. მოპასუხე თანხას იხდიდა ნაწილ-ნაწილ. ბოლო გადახდა განხორციელდა - 2017 წლის 9 მარტს, რის გამოც მოსარჩელეს გადასახდელი თანხის მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოეშვა - 2017 წლის მარტის შემდგომ. სარჩელი აღძრულია 2019 წლის 3 ივლისს.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში აღძრა მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაში და მოსარჩელეს არ აქვს გაშვებული სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის ვადა.

 

6.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მოპასუხე ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ----------------ს’’, მ-----ა შ-----–-–---–-ს, ნ------რ შ-----–-–---–-ს, მ-----ე ფ----–---–ს, მ-----მ ა–-------ას და ხ------ა შ-----–-–---–-ს დავალიანება მოსარჩლე შპს. ,,მ–-----–ის’’ მიმართ შეადგენს 21----.84 ლარს, ამიტომ მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 21----.84 ლარის გადახდა,7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ....... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგარმ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. სამოქალაქო კოდექსის 47-ემუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ‘‘...ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას ... დ---ს საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.’’

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - 2286.11 ლარის გადახდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ასევე მოპასუხე უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 3600 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ90463 ლარის ფარგლებში, ამიტომ მოსარჩელეს შპს ,,მ–------–-’’ უნდა დაუბრუნდეს 2019 წლის 10 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან 2713.89 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლის განჩინებით შ------–------–-ს'' მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

 

სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხეებს მ-----მ ა–-------ას (პ/ნ 11001020808), მ-----ე ფ----–---–ს (პ/ნ 01030006947), ნ------რ შა----–-–---–ს (პ/ნ 11001000929), ხ------ა შა----–-–---–ს (პ/ნ 11001007142) და ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ქ----------------ს'' (ს/კ 226164646) აეკრძალოთ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. N33 მიმდებარედ, ს/კ 64.23.01.376 - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

მოპასუხე მ-----მ ა–-------ას (პ/ნ 11001020808) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, შ.მილორავას N6, ს/კ 01.15.02.017.023 - მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

მოპასუხე ნ------რ შა----–-–---–ს (პ/ნ 11001000929) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. N41, ს/კ 64.03.15.014.01.027 - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

მოპასუხე მ-----ე ფ----–---–ს (პ/ნ 01030006947) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ჯ.კახიძის N5, ს/კ 01.13.08.009.026.01.500 - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

(რაც გასაჩივრებულია და გადაგზავნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოში).

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმადსარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

ამასთან სასამართლო ვერ გაიზირებს მოპასუხის პოზიციას წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის საფუძველზე უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, რადგან უძრავი ქონებები დატვირთულია იპოთეკით და შესაბამისად სასამართლოსათვის უცნობია იპოთეკის ღირებულება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ------–------–-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ქ-- ე----------პს’’, მ-----ა შა----–-–---–ს, ნ------რ შა----–-–---–ს, მ-----ე ფ----–---–ს, მ-----მ ა–-------ას და ხ------ა შა----–-–---–ს მოსარჩლე შპს ,,მ–-----–ი’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 21----.84 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ქ-- ე----------პს’’, მ-----ა შა----–-–---–ს, ნ------რ შა----–-–---–ს, მ-----ე ფ----–---–ს, მ-----მ ა–-------ას და ხ------ა შა----–-–---–ს მოსარჩლე შპს ,,მ–-----–ი’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 2286.11 ლარის და საადვოკატო მომსახურების 3600 ლარის გადახდა.

 

2. შპს ,,მ–------–-’’ დაუბრუნდეს 2019 წლის 10 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან 2713.89 ლარი.

 

3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია