გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/104-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი ელენე მასხარაშვილი
მოსარჩელე ზ----------–--ა
წარმომადგენელი ს------------–-----ა
მოპასუხე შპს დ-----–--------------------–-----–---------–----ი’’
წარმომადგენელი ნ---------ა, ი----------ა
დავის საგანი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს "-------–--------------------–-----–----------–----ი"-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1725 (ათას შვიდას ოცდახუთი) ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით, რაც წარმოადგენს 2--- წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტომდე პერიოდის ყოველთვიურად ასაღები 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ჯამურ ღირებულებას.
1.2 მოპასუხე შპს "-------–--------------------–-----–----------–----ი"-ს ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დაკისროს 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.
მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლიდან მუშაობს მოპასუხე ორგანოზაციაში. შპს "-------–--------------------–-----–----------–----ი"-ს დირექტორმა 2--- წლის 16 ივნისის N0---- ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელე ზ----------–--ას მიერ გასაჩივრდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოში. საბოლოოდ, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი შპს "-------–--------------------–-----–---------–----ი"-ს დირექტორის 2--- წლის 16 ივნისის N0---- ბრძანება, მოსარჩელე აღდგნილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის განაცდურის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილბის აღსრულებამდე.
მოსარჩელის მითითებით, იგი დაკავებულ თანამდებობაზე აღადგინეს, თუმცა მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციის მხრიდან ხელოვნურად არის შექმნილი ისეთი ვითარება, რომ მას ხელს უშლიან მოვალეობების შესრულებაში, არ ურიცხავენ ხელფასს, მისი სამუშაო საათები არ ემთხვევა ექიმის სამუშაო საათებს, ხოლო ექიმის დანიშნულებისა და დასწრების გარეშე ამცრელ ექთანს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-57/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, არ აქვს უფლება დამოუკიდებლად აწარმოოს ვაქცინაცია.
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხის დამფუძნებელს-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეექმნათ მისთვის სამუშაო გარემო, თუმცა უშედეგოდ.
მოსარჩელე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ იგი მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის ბრძანების საფუძველზე 2019 წლის 01 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება მის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. მოცემულ დავის ფარგლებში კი მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს მისი სამსახურში აღდგენის დღიდან 2--- წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტომდე-მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით, რომელთა ჯამიც 1725 (ათას შვიდას ოცდახუთი) ლარია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს შრომით ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასა და მისი დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის 0.07%-ის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს დ-----–--------------------–-----–---------–----ი’’-ს დირექტორმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო (700 ლარის ნაწილში) და განმარტა, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე-2--- წლის 17 აგვისტომდე შპს "-------–--------------------–-----–---------–----ი"-ს დირექტორის 2--- წლის 01 ივნისის N01/10 ბრძანების საფუძველზე ა-–----–-------ის ხელფასის ოდენობად განისაზღვრა 100 (ასი) ლარი.
მოპასუხის განმარტებით, 2019 წლის 26 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოპასუხე ორგანიზაციას მიეცა რეკომენდაცია ექიმისა და ა-–----–-------ის სამუშაო საათების შეთავსების თაობაზე, ასევე მოსარჩელესთან მიმართებით თუ იგი ვერ აკმაყოფილებდა საწარმოში დაკავებულ სამსახურებრივ პოზიციას, მისთვის შეეცვალათ სამსახურებრივი პოზიცია კვალიფიკაციის შესაბამისად ან მიეღწიათ შეთანხმება კვალიფიკაციის დამატებით კურსების გავლასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ზ----------–--ამ ყველა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რის გამოც 2019 წლის 01 აგვისტოს შპს "-------–--------------------–-----–--------–----ი"-ს დირექტორის N02/01 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა და განმარტა, რომ სარჩელს ცნობს 1150 (ათას ას ორმოცდაათი) ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ზ----------–--ა მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებულია 1993 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-19);
- შესაგებელი (ს.ფ 102-111)
3.1.2. მოსარჩელე ზ----------–--ასა და მოპასუხე შპს დ-----–--------------------–-----–---------–----ი’’-ს შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 05 იანვრიდან, რომლითაც ზ----------–--ა დაინიშნა ა-–----–-------ის პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-19);
- კონტრაქტი N11/201წ (ს.ფ. 51)
- შესაგებელი (ს.ფ 102-111)
-
3.1.3. მოსარჩელე ზ----------–--ა შპს დ-----–--------------------–-----–---------–----ი’’-ს დირექტორის 2--- წლის 16 ივნისის N0---- ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-19);
- სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმე N2/102-16 (ს.ფ.22-36)
- შესაგებელი (ს.ფ 102-111)
3.1.4. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი შპს "-------–--------------------–-----–---------–----ი"-ს დირექტორის 2--- წლის 16 ივნისის N0---- ბრძანება, მოსარჩელე აღდგნილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის განაცდურის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილბის აღსრულებამდე.
- სარჩელი (ს.ფ. 1-19);
- სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმე N2/102-16 (ს.ფ.22-36)
- სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 14 მაისის სააღსრულებო ფურცელი საქმე N2/102-16(ს.ფ. 37)
- შესაგებელი (ს.ფ 102-111)
3.1.5. მოსარჩელე ზ----------–--ა 2--- წლის 17 აგვისტოდან შპს "-------–--------------------–-----–---------–----ის" დირექტორის 2--- წლის 17 აგვისტოს N02/04 ბრძანების საფუძველზე აღდგენილ იქნა ა-–----–-------ის თანამდებობაზე და მისი სამუშაო საათები განისაზღვრა სამშაბათი-ხუთშაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
- სარჩელი (ს.ფ. 1-19);
- შესაგებელი (ს.ფ 102-111)
- შპს "-------–--------------------–-----–---------–----ის" დირექტორის 2--- წლის 17 აგვისტოს N02/04 ბრძანება (ს.ფ 113)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს 2--- წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტომდე უნდა მისცემოდა ხელფასი ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს დაამტკიცონ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით. მტკიცებულება შეიძლება იყოს თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ----------–--ას თანამდებობიდან გათავისუფლებამდე-2--- წლის 16 ივნისამდე შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარს (ხელზე ასაღები). აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, რომლებიც, თავის მხრივ საფუძვლად დაედო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებას.
მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელეს თანამდებობაზე აღდგენის შემდეგ, 2--- წლის 17 აგვისტოდან შეიცვალა მოსარჩელის ხელფასის ოდენობა და აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო მისთვის. "ზ----------–--ას ამცრელ ექთნად აღდგენის შესახებ" შპს "-------–--------------------–-----–---------–----ი"-ს დირექტორის 2--- წლის 17 აგვისტოს N02/04 ბრძანებაში ზ----------–--ას ხელფასის ცვლილების შესახებ მითითებული არ არის.
მოპასუხემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ შპს "-------–--------------------–-----–---------–----ი"-ს დირექტორის 2--- წლის 01 ივნისის N01/10 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა საყოველთაო დაზღვევის ხელფასის დარცხვაში, მოსარჩელისთვის იყო ცნობილი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინაარმდეგ).
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას.
სამართლის საერთაშორისო წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა. შრომის უფლების ასეთი მაღალი სტანდარტის დადგენისკენ ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სწორედ საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებაა, რაც გულისხმობს, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დანერგვას.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შრომის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესირიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისიწნებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში. მათ შორის დადებული არის უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე იკავებდა მოპასუხე დაწესებულებაში ა-–----–-------ის პოზიციას და მის ვალდებულებას წარმოადგენდა ექიმის მითითებით აცრების ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მოცემული დავის შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ მოსარჩელე ზ----------–--ა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით შპს „დ-----–--------------------–-----–---------–----ი“-ს დირექტორის 2--- წლის 17 აგვისტოს №02/04 ბრძანების საფუძველზე 2--- წლის 17 აგვისტოდან აღდგენილ იქნა ა-–----–-------ის თანამდებობაზე. აღნიშნულ ბრძანებაში ხელფასის ოდენობის ცვლილება ასახული არ არის. საქმეში, ასევე, არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელეს გააცნეს მოპასუხის შესაგებლზე თანდართული შპს „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი ცხუმი“-ს დირექტორის 2--- წლის 01 ივნისის №01/10 ბრძანება „შპს დ-----–--------------------–-----–---------–----ი“-ს საყოველთაო დაზღვევის ხელფასის დარიცხვაში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალსწინებს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულ უვადო შრომით ხელშეკრულებას, საბანკო ამონაწერებს, რომლებიც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2--- წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს 2--- წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტომდე უნდა მისცემოდა ხელფასი ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2--- წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტომდე პერიოდში კი მოპასუხის ხელზე ასაღები ხელფასის ჯამური ოდენობა წარმოადგენს, 1718,18 (ათას შვიდას თვრამეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) (ხელზე ასაღები))ლარს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ხელფასის დაყოვნების გამო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის 0.07%-ის ოდენობით, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა საფუძვლიანია და გამომდინარეობს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, კერძოდ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება. დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, 0.07%-ის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანუ, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ მხარეს (დასაქმებულს, დაზარალებულს) საქართველოს შრომისკოდექსის 31.3 მუხლით აღძრული სარჩელი დაუკმაყოფილდეს, შემდეგი პირობები უნდა არსებობდეს: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას სშკ-ის 34-ე მუხლი (იხ.სუსგ საქმე Nას-268-255-2--- ).
მოცემულ შემთხვევაში სამივე პირობა სახეზეა, რადგან 2--- წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტომდე მხარეები იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, შრომის ანაზღაურება ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეს არ აუღია, მოპასუხემ კი დაარღვია ვალდებულება დასაქმებულისათვის დროული ანაზღაურების გადახდის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 1150 ლარის ნაწილში, აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის საარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 16.53 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591,369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზ----------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი ცხუმი“-ს მოსარჩელე ზ----------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 1718,18 (ხელზე ასაღები) ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე შპს ,,დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი ცხუმი“-ს დაეკისროს მოსარჩელე ზ----------–--ას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველ ვადაგდაცილებული დღისათვის 0.07%-ის გადახდა, 01.09.2--- წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. მოპასუხე შპს ,,დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი ცხუმი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 16.53 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქუჩა №7ა).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა