განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
330100119002837653
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/505-19

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივნები - ანა ზაბახიძე, ეკატერინა მანჯგალაძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ--------------–-–--ა

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ვ------- კ-------–---–-, დ-----------ე, მ--–--------–------–---–ი, გ---------–--–--–---–ი, ლ--------------–--ა

 

1. ბრალდებული: პ---–- დ--–-----ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა–-----------------------.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სსკ-ის 18,25-144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტები - მძევლად ხელში ჩაგდების მომზადებაში თანამონაწილეობა იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

2. ბრალდებული: ვ----– ხ---------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–-------------------------------------------

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტები - მძევლად ხელში ჩაგდების მომზადებაში, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

3. ბრალდებული: დ----- მ----–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტები - მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

4. ბრალდებული: შ--–-- მ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ხ------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–-----------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტები - მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

5. ბრალდებული: ლ--------–-----ოვი, დაბადებული 1----–-–-------------ერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ქ------------.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტები - მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ბ) საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილი - დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. პ---–- დ--–-----მა გადაწყვიტა მისი ნაცნობის, ა----- კ-----------ის არასრულწლოვანი ქალიშვილის, ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდება, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მშობლებისაგან დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნის მიზნით. დაუკავშირდა ვ----– ხ---------ს და საქართველოს შსს ს----------–-------–-–-------------------------------------------------------------------–--------------------------–----–--------------------------- დ----- მ----–-–---–ს, რომლებსაც მიაწოდა ინფორმაცია მსხვერპლის ოჯახის კარგი მატერიალური მდგომარეობის შესახებ და დაარწმუნა-დაიყოლია დანაშაულის ჩასადენად, რის შემდეგაც ხელს უწყობდა დანაშაულის ჩადენას მსხვერპლის ოჯახში არსებული ვითარების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებით.

 

1.2. ვ----– ხ---------მა წინასწარი შეთანხმებით დ----- მ----–-–---–თან, ლ--------–-----ოვთან და შ--–-- მ-----–---–თან ერთად დაიწყო პ---–- დ--–-----ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი პირობების განზრახ შექმნა.

 

1.3. თავდაპირველად თბილისში, გ-–------------------------------------------ში იქირავეს ბინა, სადაც ადგენდნენ არასრულწლოვანი ნ---- კ-----------ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდების გეგმას, ამუშავებდნენ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სხვადასხვა ხერხებს. გაუთვალისწინებელ ვითარების შემთხვევაში, განიხილავდნენ მოქმედების შესაბამის ვითარებას და ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ, მისი ოჯახისაგან რამდენიმე ათასი აშშ დოლარის მოთხოვნის მეთოდებს.

 

1.4. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დროებით დაბინავდნენ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, სადაც მიიტანეს დანაშაულის ჩასადენად გამზადებული ნივთები, კერძოდ: მსხვერპლის შესაბოჭად წებოვანი ლენტი, ხოლო ავტომანქანის შესანიღბად სამარშრუტო ტაქსის ნიშანი, ლ--------–-----ოვი ასევე თბილისში, ფ-----------------ის მიმდებარედ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ-----– მ--–-–---–ის კუთვნილი ,,გ---------ის“ სანომრე ნიშანს, სახელმწიფო ნომრით - E------ და მიიტანა ზემოაღნიშნულ ბინაში.

 

1.5. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატიურად უთვალთვალებდნენ ნ---- კ-----------ს, სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ მის ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად.

 

1.6. მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა, 2----–-–-------------ერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, დაკავებული იქნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, რითაც აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. პ---–- დ--–-----მა გადაწყვიტა მისი ნაცნობის ა----- კ-----------ის არასრულწლოვანი ქალიშვილის ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდება, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მშობლებისაგან დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნის მიზნით. დაუკავშირდა ვ----– ხ---------ს და საქართველოს შსს ს----------–-------–-–-------------------------------------------------------------------–--------------------------–----–--------------------------- დ----- მ----–-–---–ს, რომლებსაც მიაწოდა ინფორმაცია მსხვერპლის ოჯახის კარგი მატერიალური მდგომარეობის შესახებ და დაარწმუნა დანაშაულის ჩასადენად, რის შემდეგაც ხელს უწყობდა მსხვერპლის ოჯახში არსებული ვითარების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებით.

 

2.2. ვ----– ხ---------მა წინასწარი შეთანხმებით დ----- მ----–-–---–თან, ლ--------–-----ოვთან და შ--–-- მ-----–---–თან ერთად დაიწყო პ---–- დ--–-----ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი პირობების განზრახ შექმნა.

 

2.3. თავდაპირველად თბილისში, გ-–------------------------------------------ში იქირავეს ბინა, სადაც ადგენდნენ არასრულწლოვანი ნ---- კ-----------ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდების გეგმას, ამუშავებდნენ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სხვადასხვა ხერხებს. გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში, განიხილავდნენ მოქმედების შესაბამის ვითარებას და ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ, მისი ოჯახისაგან რამდენიმე ათასი აშშ დოლარის მოთხოვნის მეთოდებს.

 

2.4. დროებით დაბინავდნენ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, სადაც მიიტანეს დანაშაულის ჩასადენად საჭირო ნივთები, კერძოდ: მსხვერპლის შესაბოჭად წებოვანი ლენტი, ხოლო ავტომანქანის შესანიღბად სამარშრუტო ტაქსის ნიშანი, ასევე ლ--------–-----ოვი თბილისში, ფ-----------------ის მიმდებარედ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ-----– მ--–-–---–ის კუთვნილი ,,გ---------იშ“ სანომრე ნიშანს, სახელმწიფო ნომრით - E------ და მიიტანა ზემოაღნიშნულ ბინაში.

 

2.5. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატიურად უთვალთვალებდნენ ნ---- კ-----------ს, სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ მის ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად.

 

2.6. 2----–-–----------------ერს, ლ--------–-----ოვმა ჯგუფის წევრებს არაერთხელ შეატყობინა, რომ აღარ აპირებდა დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობას და აზრს არ შეცვლიდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლ--------–-----ოვმა ნამდვილად იცოდა, რომ იმავე პერიოდში ჯგუფის დანარჩენი წევრები აგრძელებდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებას, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს.

 

2.7. მას შემდეგ, რაც პ---–- დ--–-----ს, ვ----– ხ---------ს, დ----- მ----–-–---–ს და შ--–-- მ-----–---–ს დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა, 2----–-–-------------ერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, დაკავებული იქნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, რითაც აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

3.1. მოწმე ე----------–-------–---–მა განმარტა, რომ არის გ------------ს მოადგილე. 2----–-–-------------ერს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დ----- მ----–-–---–ი თანამზრახველებთან ერთად 2---------ერს აპირებდა არასრულწლოვანი ბავშვის გატაცებას. პირადმა კონტაქტმა ასევე უთხრა თანამზრახველების სახელები - ვ----– ხ---------ი, შ--–-- (გვარი ამ ეტაპზე არ ახსოვს) და ხ--------------, ეს უკანასკნელი აღმოჩნდა, რომ იყო ლ--------–-----ოვი. კონტაქტმა ასევე მიუთითა მათი ტელეფონის ნომრები. ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და დაიკითხა მოწმის სახით.

 

3.2. შსს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა თანამშრომლება - ლ-–---------–-----მა, ა-–----------------ემ, ჯ--------–---–მა, ბ--------------ემ, თ----------------–---–მა, ა----–----------ემ, რ-----------ემ, კ------------–--ემ, რ--------------ემ, დ----- უ-----–---–მა, გ--------------–--ემ, გ-------–---------ემ, ა---------–----------მა, ლ-----------მ და გიორ--------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ბრალდებულთა დაკავება, პირადი ჩხრეკა, საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა. თითოეულმა მათგანმა დაადასტურა, რომ ბრალდებულებმა ოქმებს ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი და შენიშვნა ან პრეტენზია არ განუცხადებიათ. ამასთან, უკანონო დაპირებას ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია.

 

3.3. მოწმე ბ-----------------ამ განმარტა, რომ არის თბილისის ს----------------------–----------------------------- უფროსი ექსპერტი. 2----–-–-------------ერს, შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე პ------------–---–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ლ--------–-----ოვი. ბრალდებულის მითითებით მივიდნენ გ-–-----------------ის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, სადაც მისივე განმარტებით იკრიბებოდნენ თანამონაწილეები. შემდეგ წავიდნენ ლ-----------ს და გ----------ს ქუჩებზე, სადაც მიუთითა კონკრეტულ მისამართებზე, თუმცა ვერ იხსენებს მითითების მიზეზს, შემდეგ ბრალდებულის მითითებით მივიდნენ თბილსიში ფ---------------ზე, სადაც იდგა ავტომანქანა ,,გ--------“, რომელზეც განმარტა, რომ მან თავად მოხსნა სანომრე ნიშნები. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ბ-----------------ა იღებდა ფოტოებს, დასრულების შემდგომ მონაწილეებმა პირებმა ოქმს მოაწერეს ხელი, მათ შორის ლ--------–-----ოვმაც, მას შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. მოწმემ განმარტა, რომ მისამართიდან მისამართამდე გადაადგილებისა ლ--------–-----ოვი იჯდა გამომძიებლების ავტომანქანაში, ექსპერტები კი ისხდნენ თავიანთ სამსახურებრივ ავტომანქანაში, შესაბამისად მოძრაობისას ლ--------–-----ოვის საუბარი და კონკრეტული მითითებები, მისთვის უცნობია. თუმცა, ადგილზე მისვლისას ბრალდებული თავად უთითებდა კონკრეტულ ადგილს, რა დროსაც უღებდნენ ფოტოს.

 

3.4. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე პ------------–---–--ემ და დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო ექპსერტიმენტის დასრულებისას დაათვალიერეს ავტომანქანა ,,გ---------“.

 

3.5. მოწმე ბ----------ემ განმარტა, რომ მუშაობს ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების უბნის ინპექტორ-გამომძიებლად. დაახლოებით 15 წლის წინ, მაშინ როდესაც მუშაობდა დაცვის სამსახურში, გაიცნო ერთ-ერთი დასაცავი ობიექტის - მაღაზიის მენეჯერი პ---–- დ--–-----ი, რომელიც განსახილველ საქმეზე არის ბრალდებული. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა ხშირი და ახლო ურთიერთობა, 2----–-–-------------ერს დაურეკა და როგორც შსს-ს თანამშრომელს უთხრა, რომ ვერ პოულობდა მეგობარ ვ----– ხ---------ს და სთხოვა დახმარებოდა მოძებნაში. მან განუმარტა, რომ უნდა მიემართა ძებნის სამსახურისათვის.

 

3.6. მოწმე მ------------მ განმარტა, რომ დაკავებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებით. მისი საქმიანობის ფარგლებში მასთან მივიდა მეგობარ ლ--–-- ნაცნობი მამაკაცი, რომელსაც სურდა სახლის დაქირავებაში დახმარება. შესთავაზა ახლობელ ა------ გ-–-----------------ში მდებარე 7-----------–-------------- ბინა. კლიენტს მოეწონა შეთავაზებული ბინა და სახლის მფლობელს გადაუხადა 400 ლარი, ხოლო მ------------ს 200 ლარი. სახლი გაქირავდა გაურკვეველი პერიოდით. რაღაც პერიოდის შემდეგ ა-----–მა სთხოვა ახალი კლიენტების მოძიებაში დახმარება, რადგან მის მიერ მიყვანილი პირები ფულს არ უხდიდნენ და სავარაუდოდ აპირებდნენ ბინის დატოვებას. მოწმემ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, თითქოსდა მან განუცხადა გამომძიებელს, რომ შეძლებდა ვ----– ხ---------ის და დ----- მ----–-–---–ის ამოცნობას, განმარტა, რომ იმ დროისთვის მათი სახელები არ ახსოვდა, ამასთან გამომძიებელს გარკვევით განუმარტა, რომ ერთ-ერთი ახსოვდა და შეიძლება ამოეცნო.

 

3.7. მოწმე ლ---–--------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ბინების ყიდვა-გაყიდვის ბირჟაზე. დაუკავშირდა ოჯახის ახლობლის შვილი ბრალდებული ვ----– ხ---------ი და სთხოვა მეგობრისათვის (რომელსაც ლ---–--------–--ე არ იცნობდა) 1 წლის ვადით ბინის დაქირავებაში დახმარება. ვინაიდან მას არ ჰქონდა მოთხოვნის შესაბამისი 400 ლარის ფარგლებში გასაქირავებელი ბინა, დააკავშირა მ------------ს. რამდენადაც იცის იქირავეს გ-–-----------------ში მდებარე ბინა.

 

3.8. მოწმე ა-----– ჩ--------ემ განმარტა, რომ მის მფლობელობაში იმყოფებოდა თბილისში, გ-–----------------, N------------ში მდებარე ბინა, რომლის გასაღებიც ჰქონდა ნაცნობ მაკლერ მ-----. როგორც წესი თავად ა-----– ჩ--------ეს კლიენტთან კონტაქტი არ ჰქონდა და სახლს აქირავებდა მაკლერი. მოცემული საქმის ფარგლებში ბინა გაქირავებული იყო დაახლოებით 2-3 თვით, თვეში 400 ლარად. მოქირავნემ ღამის საათებში მაკლერთან ერთად გადასცა ფული, შემდეგ ჯერზე კი ჩაურიცხა. სახელი, ვისაც შეხვდა და გამოართვა ქირის ფული ამ დროისთვის არ ახსოვს, თუმცა მისი კონტაქტი სახელის მითითებით აღნიშნული ჰქონდა ტელეფონში. მ-----გან იცოდა, რომ სახლში უნდა ეცხოვრა რუსეთიდან ჩამოსულ ქალბატონს. აღნიშნულ გაქირავებამდე სახლში იყო ერთი თვით ადრე, სახრახნისი და მწებავი ლენტი მას არ ჰქონია და არ მიუტანია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ იქ რომელიმე კლიენტმა მიიტანა და დატოვა.

 

3.9. მოწმე ჯ-----–-----–--ემ განმარტა, რომ მას დაუკავშირდნენ შსს-დან, საუბრისას დაუდასტურა, რომ კონკრეტული ავტომანქანა - ,,გ--------“, მის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა გენერალური მინდობილობით გადაცემული ჰქონდა დისშვილ - მ-----– მ--–-–---–ისთვის. აცნობეს, რომ ავტომანქანაზე ორივე სანომრე ნიშანი იყო მოხსნილი და არ ეყენა. ავტომანქანა დაახლოებით 10-15 წლის მანძილზე იდგა ფ---------------ზე მდებარე ცეხში, ამიტომ ჯ-----–-----–--ემ დაურეკა მ-----–ს და ჰკითხა ავტომანქანა დაძრა თუ არა, რაზეც მიიღო უარყოფითი პასუხი. ავტომანქანა შეტყობინებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე ჰყავდა ნანახი.

 

3.10. მოწმე მ-----– მ--–-–---–მა განმარტა, რომ ის დაიბარეს შსს-ში და კითხეს ავტომანქანა ,,გ---------ის“ შესახებ, სახელმწიფო ნომრით - E------, რომელიც ბიძამისის - ჯ-----–-----–--ის სახელზე იყო გაფორმებული, თუმცა გენერალური მინდობილობის საფუძველზე იყო მის მფლობელობაში. დაახლოებით 2004 წლიდან მოყოლებული ავტომანქანა ადგილიდან არ დაძრულა და იდგა ფ---------------ზე, სადაც თავად საქმიანობდა. ნახა, რომ ავტომანქანას სანომრე ნიშნები მართლაც მოხსნილი ჰქონდა, თუმცა შეტყობინებამდე არ ჰქონდა შემჩნეული, შესაბამისად მისთვის უცნობია კონკრეტულად ვინ და როდის მოიპარა.

 

3.11. მოწმე გ------------–---–მა განმარტა, რომ არის საპატრულო პოლიციის ინსპექტორი. შ--–-- მ-----–---–ი არის მისი მამიდაშვილი, ასევე იცნობს ამ უკანასკნელის მეგობარ დ-----ს, რომლის გვარიც არ ახსოვს, თუმცა იცის რომ მუშაობდა პოლიციის რაიონულ განყოფილებაში. მოწმემ განმარტა, რომ პერიოდულად, დაახლოებით თვეში ერთხელ ან 2 თვეში ერთხელ შ--–-- მ-----–---–ს თხოვნიდა მის საკუთრებაში მყოფ ,,შ------ს“ ფირმის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით S--------. ბოლოს, დაახლოებით 2----–-–-------------ერს ათხოვა ავტომანქანა, თუმცა იმავე დღეს საღამოს დაუბრუნა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მალევე დააკავეს.

 

3.12. მოწმე გ----------------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ს----------------------–----------------------------- ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ ტექნიკური განყოფილების მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2----–-–-------------ს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად: პირობით N1 ფუთაში მოთავსებული „A----” ფირმის „i-------” მოდელის მობილური ტელეფონის IMEI კოდია „3--------------“, საიდანაც აღდგენილი და ამოღებული იქნა ფოტო, ვიდეო აუდიო ფაილები, კონტაქტები, მიღებული და განხორციელებული ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელებული მიმოწერა. ამავე ტელეფონში მოთავსებული სიმ ბარათის (ICCID კოდით „8------------------“) სააბონენტო ნომერია +9-----------, საიდანაც ამოღებული იქნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

პირობით N2 ფუთაში მოთავსებული „S------” ფირმის „G--------------” მოდელის მობილური ტელეფონის IMEI კოდებია „3--------------“ და ,,3--------------“, საიდანაც ამოღებული იქნა ფოტო, ვიდეო, აუდიო ფაილები, კონტაქტები, მიღებული და განხორციელებული ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ასევე დასურათდა საკომუნიკაციო საშუალება „V-----ში”, კონტაქტ - „d----------სთან“, განხორციელებული მიმოწერა და საკომუნიკაციო საშუალება ,,W--------ში“ კონტაქტებთან „d---------” და „V------” განხორციელებული და მიღებული ზარები. ამავე ტელეფონში მოთავსებული ერთ-ერთი სიმ ბარათის (ICCID კოდით ,,8------------------“) სააბონენტო ნომერია +9-----------, საიდანაც ამოღებული იქნა კონტაქტები, ხოლო მეორე სიმ ბარათის (ICCID კოდით ,,8-------------------“) სააბონენტო ნომერია +9-----------, საიდანაც ამოღებული იქნა კონტაქტები, მიღებული და განხორციელებული ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

პირობით N3 ფუთაში მოთავსებული „S------” ფირმის „G-------------” მოდელის მობილური ტელეფონის IMEI კოდებია „3--------------“ და ,,3--------------“, საიდანაც ამოღებული იქნა ფოტო, ვიდეო, აუდიო ფაილები, კონტაქტები, მიღებული და განხორციელებული ზარები, მოკლეტექსტური და მულტიმედიური შეტყობინებები. ასევე, დასურათებული იქნა საკომუნიკაციო საშუალება „V-----ში”, კონტაქტებთან „d--------” და „A----” განხორციელებული მიმოწერა. ტელეფონში მოთავსებული სიმ ბარათის (ICCID კოდით ,,8------------------“) სააბონენტო ნომერია +9-----------. აღნიშნულ სიმ ბარათზე მომხმარებლის მიერ შექმნილი ინფორმაცია არ ინახება. „S------” ფირმის „G-------------” მოდელის მობილურ ტელეფონში მოთავსებული 64GB მოცულობის MicroSD მეხსიერების ბარათიდან აღდგენილი და ამოღებული იქნა ფოტო და ვიდეო ფაილები.

პირობით N4 ფუთაში მოთავსებული „A----’’ ფირმის „i--------” მოდელის მობილური ტელეფონის IMEI კოდებია „3--------------“ და „3---------------“, საიდანაც აღდგენილი და ამოღებული იქნა ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილები, კონტაქტები, მიღებული და განხორციელებული ზარები, მოკლეტექსტური და მულტიმედიური შეტყობინებები და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელებული მიმოწერა. ამავე ტელეფონში მოთავსებული სიმ ბარათის (ICCID კოდით „8-------------------“) სააბონენტო ნომერია +9-----------. აღნიშნულ სიმ ბარათში მომხმარებლის მიერ შექმნილი ინფორმაცია არ ინახება.

პირობით N5 ფუთაში მოთავსებული ერთ-ერთი, ჩინური წარმოების, ტელეფონის IMEI კოდებია „3--------------“ და „3--------------“, ხოლო მეორესი „3--------------“ და „3--------------“. აღნიშნული ტელეფონების შესწავლა და ინფორმაციის ამოღება, ჩვენს ხელთ არსებული პროგრამულ ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია დადგინდეს ტელეფონებში მოთავსებული სიმ ბარათების სააბონენტო ნომრები. აღნიშნული სიმ ბარათებიდან ამოღებული იქნა კონტაქტები.

პირობით N6 ფუთაში მოთავსებული „H-------” ფირმის მობილური ტელეფონის IMEI კოდებია „3--------------“ და „3--------------“. მისი შესწავლა და ინფორმაციის ამოღება ჩვენს ხელთ არსებული პროგრამულ ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელია. ამავე ტელეფონში მოთავსებული სიმ ბარათის (ICCID კოდით „8------------------“) სააბონენტო ნომერია +9----------, საიდანაც ამოღებული იქნა კონტაქტები, განხორციელებული ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა კომპლექსურად, შესაბამისად მის მიერ კომპიუტერული ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისთანავე, ამოღებული ინფორმაცია დასკვნის სახით გადასცა გამომძიებელს, ამოღებული ფოტოსურათი დაულუქავი სახით CD დისკით გადასცა შემდგომი კვლევებისათვის ჰაბიტოსკოპ გ---------------–---–ს.

 

3.13. მოწმე გ---------------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს კ--------–------------------------ის დეპარტამენტის ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2----–-–------------ის გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:

სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N2-4) და ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო N5) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირის გამოსახულებები იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.

გამოკვლევაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ფოტოსურათებზე (ფოტო N2-4, პიროვნება N1) და ვიდეოგრამიდან, ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო N5, პიროვნება N1) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში 2--------- წელს დაბადებული ნ---- ა-----ის ასული კ-----------ი (პ/ნ0----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებული ფოტოსურათზე (ფოტო N60) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.

მოწმემ განმარტა, რომ დასკვნა კატეგორიულია.

 

3.14. მოწმე ვ------- ბ----------ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ს----------------------–----------------------------- ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2----–-–-------------ს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:

1. სს N0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტონიმუშებზე არსებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

2. სს N0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამები სახელწოდებით „1.avi“ და „2.avi“ პიროვნების იდეტიფიკაციისთვის უვარგისია.

3. სს N0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: „1, mpeg“, „2. mpeg”, „3. mpeg, „4. mpeg”, „5. mpeg” „6. mpeg”, „7. mpeg”, „8. mpeg”, „9.mpeg”, „10. mpeg”, „1.avi“ და „2.avi“ არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

4. სს N0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „1.mpeg”, „9.mpeg” და „10.mpeg” ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

5. სს N0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „3.mpeg” დაწყებიდან 00:01:19 სთ-ზე, ამოღებული ფოტოსურათი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია.

6. სს N0----------- საქმეზე, ჩვენს ხელთ არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 2--------- წელს დაბადებული ვ----– მ--–--ის ძე ხ---------ის (პNO----------), 1--------- წელს დაბადებული დ----- ა-–---------ეს ძე მ----–-–---–ის (პN0----------), 2--------- წელს დაბადებული შ--–-- ნ-----–----ის ძე მ-----–---–ის (პN0----------), 1--------- წელს დაბადებული პ---–- ს--------ს ძე დ--–-----ის (პN0----------) და 0--------- წელს დაბადებული ლ------------ის ძე გ--–--------ის (პN0----------), სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათებზე დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულებები იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

7. სს N----------- საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფაილებში, 1--------- წელს დაბადებული დ----- ა-–---------ეს ძე მ----–-–---–ის (პN0----------) და 1--------- წელს დაბადებული პ---–- ს--------ს ძე დ--–-----ის (პN0----------) იდენტიფიკაციისათვის ვარგისი იერსახის გამოსახულებებია არ ფიქსირდება.

 

8. ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 2--------- წელს დაბადებული ვ----– მ--–--ის ძე ხ---------ის (პN0----------) ფოტოსურათზე, ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: „1.mpeg" დაწყებიდან 00:00:30 სთ-ზე და გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტოსურათებზე სახელწოდებით: „1.jpg“, ”2.jpg“, „3.jpg“ და „4.jpg“, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

9. ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 2--------- წელს დაბადებული შ--–-- ნ-----–----ის ძე მ-----–---–ის (პN0----------) ფოტოსურათზე, ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: „3.mpeg" დაწყებიდან 00:01:19 სთ-ზე და გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტოსურათზე სახელწოდებით: „5.jpg“ დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

10. ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 0--------- წელს დაბადებული ლ------------ის ძე გ--–--------ის (პN0----------) ფოტოსურათზე, ვიდეოგრამებზე, სახელწოდებით: „9.mpeg" დაწყებიდან 00:00:08 სთ-ზე და „10.mpeg" დაწყებიდან 00:01:58 სთ-ზე და გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტოსურათებზე სახელწოდებით: „8.jpg“, „9.jpg“, „10.jpg“, „11.jpg“, „12.jpg“ და „13.jpg“, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

3.15. მოწმე ე------------–-–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ს----------------------–----------------------------- ფონოსკოპიური განყოფილების მთავარი ექსპერტი. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულებს აუღო ხმის ნიმუშები, რაზეც მოგვიანებით ჩატარდა ექსპერტიზა. 2----–-–-------------ლის გაცემული დასკვნის თანახმად: გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიო ჩანაწერებს მონტაჟს კვალი არ აღენიშნებათ.

აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ ,,TRACK001- 48.1 MB (50.443.344 bytes); TRACK003 -16.0 MB (16.803.920 bytes)” მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ვ----– ხ---------ის, ლ--------–-----ოვის და შ--–-- მ-----–---–ის ხმისა.

აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ ,,TRACK001- 30.2. MB (31.675.472 bytes); TRACK003 -34.2 MB (36.887.184 bytes)” მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე, ლ--------–-----ოვისა და შ--–-- მ-----–---–ის ხმისა.

აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ ,,181222_220347_010106;181222_230453_010106” მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე შ--–-- მ-----–---–ის ხმისა.

აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ ,,TRACK001- 32.0. MB (33.630.288 bytes)” მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ----- მ----–-–---–ის, ვ----– ხ---------ის, შ--–-- მ-----–---–ის ხმისა.

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ხმები შედარდა გამოძიების მიერ წარდგენილ სატელეფონო საუბრებსა და ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს. კვლევა ტარდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. ამ დროისთვის მიმდიანრეობს კრებსითი ამონაბეჭდის დამუშავება.

 

ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები:

 

3.16. 2----–-–-------------რის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა.

2----–-–-------------ერის 21:15:52 საათიდან 2---------რის 00:13:08 საათამდე გ-----------------–--ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე გ-–------------------------, N------------ში, მყოფი შ--–-- მ-----–---–ისა და ხ--------------ს (იგივე ლ--------–-----ოვი) მიმართ.

2----–-–-------------ერს, 22:03:47 საათიდან - 2---------რის 00:05:59 საათამდე, გ-----------------–--ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე გ-–------------------------, N------------ში, მყოფი შ--–-- მ-----–---–ის და მასთან ერთად მყოფი პირების მიმართ.

2----–-–-- 2---------ერს, 19:17:46 საათიდან - 2---------რის 20:14:28 საათამდე გ-----------------–--ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე გ-–------------------------, N------------ში, მყოფი შ--–-- მ-----–---–ის და ვ----– ხ---------ის მიმართ.

 

3.17. 2----–-–-------------რის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, გ-–------------------------------------------ში მდებარე შ--–-- მ-----–---–ის მიერ დროებით ნაქირავებ ბინაში, ამ უკანასკნელის მონაწილეობითა და თანხმობით. სამზარეულოში მდებარე მაგიდიდან ამოღებული იქნა 1 ცალი სახრახნისი, მწებავი ლენტის გორგალი, იმავე ოთახის იატაკიდან ამოღებული იქნა პლასტმასის საგანი (ტაქსის აბრა), წარწერით - ,,TAXI” და ავტომანქანის 2 ცალი სანომრე ნიშანი, სარეგისტრაციო ნომრით - E------. ოქმი ხელმოწერილია ბრალდებულ შ--–-- მ-----–---–ის მიერ, შენიშვნა არ ფიქსირდება.

 

3.18. 2----–-–-------------რის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებების თანახმად დაზარალებულად იქნენ ცნობილნი ა----- კ-----------ი და ნ---- კ-----------ი, რომლებსაც შესაძლოა მიდგომოდათ ქონებრივი და მორალური ზიანი.

 

3.19. 2----–-–-------------რის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ კ---------------–--ის წერილისა და თანდართული მასალის თანახმად დ----- მ----–-–---–ის მიერ, 2----–-–-- 8--------ოს და 2----–-–-- 2--------ერს, გადამოწმებულ იქნენ მოქალაქეები: ნ---- კ-----------ი, ა----- კ-----------ი, ლ--–---------ე, ბ--------–--–--–---–ი, ი-------–--–--–---–ი, გ---- კ-----------ი, ი-----–-------------–---–ი.

 

3.20. 2----–-–-------------რის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად ბრალდებულ ლ--------–-----ოვის გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ლ--------–-----ოვის მითითებით, მივიდნენ გ-–----------------, მ---- კორპუსის ბ-------ში, რომელიც დაქირავებული ჰქონდა ვ----– ხ---------სა და დ----- მ----–-–---–ს. ბინაში კი იკრიბებოდნენ, რათა დაეგეგმათ, მოემზადებინათ და შემდეგ განეხორციელებინათ არასრულწლოვანი ნ---- კ-----------ის მოტაცება, იმ მიზნით, რომ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ნ---- კ-----------ის მშობლებისთვის გამოეძალათ დიდი ოდენობის თანხა. ლ--------–-----ოვის ჩვენებით, სწორედ ამ ბინაში მიიტანა მან, მის მიერ ფ---------------ზე გაჩერებული „გ------“-ის ავტომანქანიდან მოპარული სანომრე ნიშნები „E------“. აღნიშნულის შემდეგ ლ--------–-----ოვის მითითებით, მივიდნენ ლ----------ის ქუჩაზე, სადაც ლ--------–-----ოვმა მიუთითა მ-------------ზე, რომელშიც ცხოვრობდა ნ---- კ-----------ი, რომლის მოტაცებასაც ისინი აპირებდნენ ფულის გამოძალვის მიზნით. კერძოდ ის და შ--–-- მ-----–---–ი ხშირად უთვალთვალებდნენ ნ---- კ-----------ს, რათა დაედგინათ მისი გადაადგილების მარშრუტი და ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე გაეტაცებინათ. ლ--------–-----ოვის მითითებით ასევე მივიდნენ გ----------ს ქ---------თან არსებულ ე.წ. „არკასთან“, ლ--------–-----ოვმა მიუთითა, რომ სწორედ იქ მიიყვანა მამამ ნ---- კ-----------ი „მ---------ის“ მარკის ავტომანქანით. მისი ვარაუდით, ნ---- კ-----------ი დადიოდა მასწავლებელთან. აღნიშნულის შემდეგ ლ--------–-----ოვის მითითებით მივიდნენ ფ--------------- N14-თან, სადაც ბრალდებულმა ეზოში გაჩერებული თეთრი ფერის “G-----“-ის მარკის ავტომანქანას მოხსნა სანომრე ნიშნები „E------” და მიიტანა გ-–----------------, მ---- კორპუსი, ბ-------ში, მათ მიერ ნაქირავებ ბინაში, იმ მიზნით, რომ დაეყენებინათ მანქანაზე, რომლითაც საბოლოოდ მოიტაცებდნენ არასრულწლოვან ნ---- კ-----------ს.

 

3.21. 2----–-–-------------რის ავტომანქნის დათვალერბის ოქმის თანახმად დათვალიერდა ,,გ---------ის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც დგას ფ-----------------ის ტერიტორიაზე და არ აქვს სანომრე ნიშნები, არც წინა და არც უკანა მხარეს.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

3.22. ბრალდებულმა ვ----– ხ---------მა განმარტა, რომ პ---–- დ--–-----ი და დ----- მ----–-–---–ი არიან მისი მეგობრები, ხოლო შ--–-- მ-----–---–ი და ლ--------–-----ოვი მისი ნაცნობები. მოწმემ განმარტა, რომ ის და პ---–- დ--–----ი იმყოფებოდნენ ე-–----ს ტერიტორიაზე არსებულ მათ მაღაზიაში და საუბრობდნენ ვალებზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ მის ნაცნობს ჰქონდა მისი ვალი და თუ ვინმე დაეხმარებოდა ვალის დაბრუნებაში, რომელიც შეადგენდა 50 000 ლარს, ნახევარს მისცემდა. ვ----– ხ---------ი შეჰპირდა, რომ გაარკვევდა და დახმარების მიზნით დაუკავშირდა დ----- მ----–-–---–ს, რომელმაც თანხმობდა განაცხადა დახმარებაზე და დაურეკა შ--–-- მ-----–---–ს. თავის მხრივ შ--–-- მ-----–---–მა მოითხოვა დამხმარე. ვ----– ხ---------ი და დ----- მ----–-–---–ი შეხვდნენ ლ--------–-----ოვს და სთხოვეს დახმარება. ამ უკანასკნელმა ასევე განაცხადა თანხმობა. აღნიშნულის შემდეგ დ----- მ----–-–---–მა ვ----– ხ---------ს დაავალა გაერკვია დეტალები. პ---–- დ--–-----მა ვ----– ხ---------ს უთხრა, რომ მოვალეს ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც გეგმის თანახმად უნდა გაეჩერებინათ 1-2 საათით სადმე, თავად კი ფულს აიღებდა. ვ----– ხ---------მა მიღებული ინფორაცია მიაწოდა, ჯერ დ----- მ----–-–---–ის, შემდეგ ამ უკანასკნელთან ერთად შ--–-- მ-----–---–ს. მასვე გააცნეს დამხმარეს ლ--------–-----ოვი. სწორედ ამ დროს შ--–-- მ-----–---–მა ჰკითხა, თუ იცნობდა მაკლერს, რომელიც დაეხმარებოდა სახლის დაქირავებაში, რადგან ის ჩამოსული იყო რაიონიდან და არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი. ვ----– ხ---------მა მიიყვანა შინაურ მაკლერთან, რომელმაც წინასწარ სთხოვა თანხა და რადგან შ--–-- მ-----–---–ს არ ჰქონდა, ვ----– ხ---------მა ასესხა. დ----- მ----–-–---–ის დავალებით კვლავ შეეცადა პ---–- დ--–-----ისაგან დაეზუსტებინა დეტალები, გაიგო და ბრალდებულებსაც უთხრა, იმ სკოლის და მასწავლებლის მისამართები, სადაც დადიოდა მოვალის ქალიშვილი. ვ----– ხ---------ი და შ--–-- მ-----–---–ი მივიდნენ ამ უკანასკნელის მიერ გ-–----–ი დაქირავებულ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ლ--------–-----ოვი, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა საქმეში მონაწილეობაზე. თავის მხრივ შ--–-- მ-----–---–მაც განაცხადა, რომ მარტო ვერაფერს გააკეთებდა და შესაბამისად თავადაც უარზე იყო. ვ----– ხ---------მა დაურეკა დ----- მ----–-–---–ს და უთხრა, რომ ბიჭებს არ სურდათ საქმის გაკეთება. მეორე დღეს დ----- მ----–-–---–ს გაუმეორა, რომ ბიჭებს აღარ სურდათ საქმის გაკეთება, რაზეც დ----- მ----–-–---–მა უთხრა - ,,კაი, უფრო კარგია“. მოწმემ განმარტა, რომ მას სწორედ პ---–- დ--–-----მა გაუგზავნა სურათი, რაც თავის მხრივ ვ----– ხ---------მა გადაუგზავნა დანარჩენ ბრალდებულებს, შესაბამისად გაიგეს, რომ მოვალე იყო ა----- კ-----------ი, რომელსაც წლების განმავლობაში იცნობდა ვ----– ხ---------ი და პ---–- დ--–----ათან ერთადაც შეხვედრია კიდეც. აღნიშნულის გამო დ----- მ----–-–---–ს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ აღარ სურდა საქმეში მონაწილეობა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც გასატაცებელი პირი იყო მისთვის ნაცნობი ადამიანი. დ----- მ----–-–---–მა კვლავ უთხრა, რომ არ იყო პრობლემა. მოწმემ დაადასტურა, რომ გ-–----–ი დაქირავებულ სახლში ყოფნისას დაურეკა ლ--------–-----ოვს, თუმცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე აღარ დაერეკათ მისთვის. 2----–-–-- 2-------------რს, ვ----– ხ---------მა, დ----- მ----–-–---–მა და შ--–-- მ-----–---–მა ნახეს ლ--------–-----ოვი და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ დასახელებულ საქმეს აღარ გააკეთებდნენ. ვ----– ხ---------ი და დ----- მ----–-–---–ი მივიდნენ პ---–- დ--–-----თან და უთხრეს, რომ აღარ უნდოდათ საქმის გაკეთება, თავის მხრივ ეს უკანასკნელი დასთანხმდა და თქვა, რომ აღარ გაეკეთებინათ. აღნიშნულის შემდეგ საქმესთან დაკავშირებით ერთმანეთთან კომუნიკაცია აღარ ჰქონიათ, რადგან საბოლოოდ ჰქონდათ გადაწყვეტილი აღარ ჩაედინათ დანაშაული.

გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ შ--–-- მ-----–---–ს სურდა ტაქსაობა და მან თავად უყიდა და გადასცა აბრა - ტაქსის ნიშანი, თუმცა სახლში აღმოჩენილი აბრა, არ არის მის მიერ შეძენილი, ამასთან საცხოვრებელ ბინაში არასდროს უნახავს ტაქსის აბრა, ასევე ავტომანქანის სანომრე ნიშანი ან/და მწებავი ლენტი. ბრალდებულმა განმარტა, რომ ბინა გატაცებულის მისაყვანად არ სჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, ბრალდებულების საუბრისას ჟღერდება ინფორმაცია, რომ პირველ ეტაპზე სწორედ იქ აპირებდნენ მიყვანას. შ--–-- და ლ----- ახორციელებდნენ თუ არა თვალთვალს დაზარალებულის მიმართ, მისთვის უცნობი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2----–-–-- 2---------რის ჩანაწერში საუბარია სწორედ მათ მიერ განხორციელებულ თვალთვალზე. ნ---- კ-----------ის ავტოფარეხში მიყვანას არ აპირებდნენ, ის უნდა ყოლოდათ გარეთ, თუმცა ვერ იხსენებს რატომ ახსენებენ საუბრისას ავტოფარეხს. მოწმემ განმარტა, რომ პ---–- დ--–-----ი ბინის დაქირავებაში ან საქმის ფარგლებში რაიმე ქმედებაში მათ შორის თათბირებში არ მონაწილეობდა, ის ლ--------–-----ოვს და შ--–-- მ-----–---–ს არ იცნობდა და არ ხვდებოდა, რადგან არ სურდა მათი ნახვა, დ----- მ----–-–---–ი მხოლოდ 1-2-ჯერ ჰყავს ნანახი.

მოწმემ განმარტა, რომ მას შემდეგ რაც ჯერ ლ--------–-----ოვმა, შემდეგ კი შ--–-- მ-----–---–მა განაცხადეს უარი საქმეში მონაწილეობაზე, მას გაუხარდა, რადგან თავადაც აღარ სურდა მონაწილეობა. პ---–- დ--–----ას ყოველდღიურად ნახულობდა და ეუბნებოდა, რომ ბიჭებს აღარ სურდათ მონაწილეობის მიღება.

 

3.23. ბრალდებულმა დ----- მ----–-–---–მა განმარტა, რომ შ--–-- მ-----–---–ი, ლ--------–-----ოვი და ვ----– ხ---------ი არიან მისი მეგობრები, ხოლო პ---–- დ--–-----ი გაიცნო დაკავებამდე 2-3 თვით ადრე. 2----–-–-- ო-------რის ბოლოს დაუკავშირდა ვ----– ხ---------ი და უთხრა, რომ მის ახლობელს დასაბრუნებელი ჰქონდა ვალი - 50 000 ლარი და ეძებდა ადამიანს, რომელიც დაეხმარებოდა. რამდენიმე დღეში დ----- მ----–-–---–მა ბავშვობის მეგობარ შ--–-- მ-----–---–ს უთხრა ვ----– ხ---------ის ნათქვამი. შ--–-- მ-----–---–მა თანხმობა განაცხადა დახმარებაზე. შესაბამისად დ----- მ----–-–---–ი დაუკავშირდა ვ----– ხ---------ს და უთხრა, რომ მისი მეგობარი დაეხმარებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ დ----- მ----–-–---–ი და ვ----– ხ--------ი მივიდნენ შ--–-- მ-----–---–თან, რა დროსაც ამ უკანასკნელს ვ----– ხ---------მა უთხრა, რომ მის ახლობელს ასაღები ჰქონდა 50 000 ლარი, დახმარების შემთხვევაში ნახევარ თანხას მისცემდნენ დამხმარეებს. შ--–-- მ-----–---–მა მოითხოვა დაზუსტება, რა ფორმით და როგორ უნდა აეღოთ ვალი და შესაძლებლობის შემთხვევაში აღუთქვა დახმარება. რამდენიმე დღეში ვ----– ხ---------მა დ----- მ----–-–---–ს და შ--–-- მ-----–---–ს უთხრა დაზუსტებული ინფორმაცია, კერძოდ კაცს, რომელსაც მისი ახლობლის ვალი ჰქონდა ჰყავს ქალიშვილი, რომელიც ხშირად იმყოფებოდა ეზოში, დამხმარეებს 1-2 საათით უნდა შეეყოვნებინა ბავშვი ქუჩაში, ხოლო აღნიშნული პირი (ვ----– ხ---------ის ახლობელი, რომლის ვალიც ჰქონდათ), ვალს თავად დაიბრუნებდა. შ--–-- მ-----–---–მა განაცხადა, რომ ქუჩაში გოგონას მარტო ვერ გააჩერებდა და დასჭირდებოდა დამხმარე. რამდენიმე დღეში დ----- მ----–-–---–მა და ვ----– ხ---------მა ლ--------–-----ოვისგან მიიღეს თანხმობა საქმეში მონაწილეობაზე და ეს უკანასკნელი გააცნეს შ--–-- მ-----–---–ს. ვ----– ხ---------მა შ--–-- მ-----–---–ს ნაცნობი მაკლერის საშუალებით დააქირავებინა გ-–----–ი მდებარე ბინა, რადგან თბილისში არ ჰქონდა ბინა. რამდენიმე დღეში ვ----– ხ---------მა გადაუგზავნა გოგონას სურათი, თავად კი რამდენადაც ახსოვს გადაუგზავნა შ--–-- მ-----–---–ს. 1---------ერს შ--–-- მ-----–---–მა სთხოვა ავტომანქანა, რომელიც მეორე დღეს - 2---------ერს ვ----– ხ---------მა მიუყვანა, რა დროსაც კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ლ--------–-----ოვი კატეგორიულ უარზე იყო, შ--–-- მ-----–---–ი ასევე იკავებდა თავს (ორჭოფობდა), ფოტოსურათის ნახვის შემდეგ კი ვ----– ხ---------საც აღარ სურდა, რადგან სავარაუდოდ იცნობდა გოგოსაც და მის მამასაც. დ----- მ----–-–---–მა უთხრა, რომ თუ არ სურდათ - პრობლემა არ იყო. 2---------ერს შეხვდა ვ----– ხ---------ს და ისაუბრეს, რომ საქმეს თავი არ ებმეოდა და ყველას ერთად უნდა ესაუბრათ და საბოლოოდ შეჯერებულიყვნენ გააკეთებდნენ თუ არა. ამ მიზნით დ----- მ----–-–---–ი და ვ----– ხ---------ი მივიდნენ შ--–-- მ-----–---–თან სახლში, ამ უკანასკნელმა თქვა, რომ საქმე ვერ გამოვიდოდა, რადგან ლ--------–-----ოვი უარს ამბობდა მონაწილეობაზე, მარტო კი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა. ვ----– ხ---------მა დაურეკა ლ--------–-----ოვს, საუბრის შემდეგ თქვა, რომ ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ აღნიშნული თემით მასთან აღარ დაერეკა, შესაბამისად დ----- მ----–-–---–მა თქვა, რომ ისინი არ იყვნენ გამკეთებლები და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. მოწმემ განმარტა, რომ სწორედ აღნიშული საუბრის პარალელურად გადიოდნენ შემოსასვლელისკენ, რა დროსაც შ--–-- მ-----–---–მა თქვა, რომ ბინა ძვირი ღირდა და 2---------ერს დაუბრუნებდა პატრონს, ახალი წლების შემდეგ კი უკეთეს ბინას იქირავებდა იმავე ფასად. გარეთ გასულებმა დ----- მ----–-–---–მა უთხრა ვ----– ხ---------ს, რომ ახლობლისთვის - ვისაც ვალის დაბრუნებაში უნდა დახმარებოდნენ, ეთქვა, რომ საქმეს ვერ აკეთებდნენ. ვ----– ხ---------მა დაურეკა და უთხრა, რომ ნახავდნენ, მართლაც დ----- მ----–-–---–ი და ვ----– ხ---------ი მივიდნენ პ---–- დ--–-----თან და ვ----– ხ---------მა უთხრა, რომ ბიჭები ვერ აკეთებდნენ საქმეს, პ---–- დ--–-----მა თავის მხრივ თქვა, რომ აღარ გაეკეთებინათ. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი დ----- მ----–-–---–ისთვის თუ ვინ იყო ვ----– ხ---------ის ახლობელი. მეორე დღეს დ----- მ----–-–---–ი, ვ----– ხ---------ი, შ--–-- მ-----–---–ი და ლ--------–-----ოვი შეხვდნენ ერთმანეთს და ამ უკანასკნელის სამსახურში თქვეს, რომ დანაშაულის ჩადენაზე საბოლოოდ აიღეს ხელი, შესაბამისად ამ დღის შემდეგ აღარ ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა 2----–-–-------------ერს დააკავეს.

ბრალდებულმა განმარტა, რომ მართალია 2---------ერს საუბრობდნენ სხვადასხვა ვარიანტებზე, მათ შორის ბიჭი შვილის შეჩერებაზე, თუმცა კონკრეტული გეგმა არ შეუმუშავებიათ და არ გადაუწყვეტიათ კონკრეტული ვარიანტი. ჩანაწერებს ადასტურებს, თუმცა 2---------ერს პ---–- დ--–-----ს უთხრა, რომ გადაწყვიტეს საქმეში არ მიეღოთ მონაწილეობა, 2---------ერს კი მან, ვ----– ხ---------მა, ლ--------–-----ოვმა და შ--–-- მ-----–---–მა საბოლოოდ გადაწყვიტეს ხელის აღება. სხვისი მოძიება ან/და ლ--------–-----ოვის გადარწმუნება არ უცდიათ, მის გარეშე კი სურვილის შემთხვევაშიც ვერ მოახერხებდნენ ნ---- კ-----------ის შეჩერება-შეყოვნებას. მათაც ცალ-ცალკე აღარ ჰქონდათ სურვილი და საბოლოოდ ერთობლივად შეთანხმდნენ. დანაშაულის ჩასადენად ავტომანქანა არ ჰყავდათ შერჩეული, მის ავტომანქანას საბარგულიც არ აქვს, ჩანაწერების თანახმად კი საუბრისას გაჟღერდა ვერსია - საბარგულით გატაცება. ზოგადად არ ჰქონიათ კონკრეტული გეგმა, იყო მხოლოდ მსჯელობა და ვარიანტები - ავტომანქანა, ავტოფარეხი და ა.შ. დაზარალებულის სახელი და გვარი მისთვის ცნობილი არ იყო, რადგან არავის უხსენებია. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ შ--–-- მ-----–---–ი ტაქსაობდა, შესაბამისად სახლში ჰქონდა ტაქსის აბრა, ხოლო ავტომანქანის სანომრე ნიშანი და მწებავი ლენტი მას არ უნახავს. მისი მობილური ტელეფონი დაკავებისას არ დალუქულა, რაც დასტურდება იმითაც რომ პირველივე სასამართლო სხოდმაზე გაჟღერდა, რომ პ---–- დ--–----ი ურეკავდა მას, უპასუხო ზარების გამო კი მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ,,დ----- პ---–- ვარ ვ----–ის ნათესავი, როცა შეძლებ დამიკავშირდი“.

ბრალდებულმა დაადასტურა, რომ დაკავებამდე მუშაობდა საპატრულო პოლიციაში, მანამდე კი ქალაქის სამმართველოში გამომძიებლად და სამსახურებრივად ჰქონდა დ-------ი, რომელსაც აქვს უნიკალური კოდი და ჰქონდა პირადად. მისი საშუალებით საქმეში არსებული დოკუმენტის მიხედვით, 2----–-–-- 8--------ოს და 2--------ერს გადამოწმებული ჰყავს - დაზარალებული ნ---- კ-----------ი და მისი ნათესავები არაინ კ-----------ი, გ--- კ-----------ი, ბ--------–--–--–---–ი, ი-----–---–--–--–---–ი, ი-----–-----------–---–ი. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მისთვის დაკავებამდე არ იყო ცნობილი პირის ვინაობა, რომელიც უნდა შეეჩერებინათ, მითუფრო მისი ნათესავების. შსს პროგრამისტებს აქვთ შესაძლებლობა გადაემოწმებინათ, ისე, რომ ინფორმაცია ასახულიყო მის დ-------ზე, რადგან მას არ ახსენდება აღნიშნული პირების გადამოწმების ფაქტი.

ბრალდებულმა დაზუსტებით ვერ გაიხსენა საქმის მასალების მიხედვით 2----–-–-- 1--------ერს, ვ----– ხ---------ისათვის ,,ვ--–---ის“ მეშვეობით მინაწერი - ,,სახელი და გვარი მომწერე“ (ლათინური ასოებით), პასუხი - ,,ნ--- კ-----------ი“, დაზუსტების შემდეგ ,,კ-----------“.

მისთვის არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ პ---–- დ--–-----ი იყო ჩართული, რადგან ვ----– ხ---------ს არ უთქვამს, რომ ახლობელი იყო პ---–- დ--–----ი.

 

3.24. ბრალდებულმა შ--–-- მ-----–---–მა განმარტა, რომ დ----- მ----–-–---–ი მისი დიდი ხნის მეგობარია, ვ----– ხ---------ი დაკავებამდე 6 თვით ადრე გაიცნო, ხოლო ლ--------–-----ოვი დაკავებამდე 3-4 თვით ადრე ნახა და გაიხსენა, რომ სკოლაში ერთ პერიოდში სწავლობდნენ. პ---–- დ--–-----ი გაიცნო სასამართლოში. ზუსტი თარიღი არ ახსოვს როცა რიგითი მოკითხვის მიზნით სატელეფონო საუბრისას დ----- მ----–-–---–მა უთხრა, რომ ჰონდა საქმე, უშუალოდ ნახვისას კი აუხსნა, რომ ვ----– ხ---------ის ახლობელს სჭირდებოდა ვალის დაბრუნებაში დახმარება. რამდენიმე ხანში დ----- მ----–-–---–მა და ვ----– ხ---------მა კიდევ ერთხელ სთხოვეს დახმარება, უთხრეს დეტალები, რომ კონკრეტულ პირს ჰქონდა ვალი, მისი ქალიშვილის გაჩერების შემთხვევაში კი მევალე მოახერხებდა ფულის დაბრუნებას, ანუ მათ მოვალეობაში შედიოდა მხოლოდ გოგონას რამდენიმე საათით შეჩერება, თუმცა სად არ იყო განსაზღვრული. მევალის პიროვნება არ უთქვამთ. შ--–-- მ-----–---–მა უთხრა, რომ საქმეს მარტო ვერ გააკეთებდა, ამიტომ მალევე გააცნეს ლ--------–-----ოვი. შეთანხმების თანახმად სწორედ შ--–-- მ-----–---–ს და ლ--------–-----ოვს ევალებოდათ გოგონას შეჩერება. ისაუბრეს დეტალებზე, რას როგორ შეძლებდნენ და როგორ გააკეთებდნენ. მოკლე ხანში გადაუგზავნეს ფოტოსურათი (არ ახსოვს ვინ), ნახვის შემდეგ დიდად აღარ უნდოდა საქმეში მონაწილეობა, თუმცა უთხრა, რომ გაერკვიათ სკოლის და მასწავლებლის მისამართები, სადაც დადიოდა ნ---- კ-----------ი. ინფორმაცია მიაწოდა ვ----– ხ---------მა. 1---------ერს შ--–-- მ-----–---–ი მივიდა ა--–----ის მეტროსთან, რათა ენახა მასწავლებლის სახლი, სადაც დადიოდა დაზარალებული. ლ--------–-----ოვი მუშაობდა ა--–----ის მეტროსთან და შეხვდა, შემდეგ ნახა მეგობარი, გარეცხა ავტომანქანა და დაურეკა დ----- მ----–-–---–ს ავტომანქანის დასაბრუნებლად, თუმცა მას არ ეცალა, რის გამოც დაურეკა ვ----– ხ---------ს, რომელმაც უთხრა, რომ მოგვიანებით გამოართმევდა, სწორედ ამ დროში ლ--------–-----ოვთან ერთად, რომელიც იმყოფებოდა მის მიერ 6 თვით უკრაინელი სტუმრისთვის ნაქირავებ სახლში, რომლის საფასურიც ვ----– ხ---------მა ასესხა 2 საათით, დაიწყო დალევა. საუბრისას ლ--------–-----ოვმა უთხრა, რომ საქმიდან გასვლა უნდოდა, აღნიშნული შ--–-- მ-----–---–ს გაუხარდა და დასთანხმდა, მითუფრო საქმეს მარტო ვერ გააკეთებდა. ცოტა ხანში ვ----– ხ---------ს ავტომანქანის გადასაცემად შეხვდა, რის შემდეგაც ყველანი ერთად დაბრუნდნენ იმავე სახლში. ლ--------–-----ოვმა ვ----– ხ---------საც უთხრა, რომ გადიოდა საქმიდან და ამ საკითხზე აღარ დაკავშირებოდნენ. ვ----– ხ---------ს არ უცდია გადარწმუნება. აღნიშნულის შემდეგ ამ საკითზე აღარ უსაუბრიათ, 2---------ერს მასთან სახლში მივიდნენ ვ----– ხ---------ი და დ----- მ----–-–---–ი, ისაუბრეს და საბოლოოდ აიღეს ხელი. კრებსებით დგინდება, რომ საუბრით გადიან გარეთ, თუმცა რაღაც დროით ყოვნდებიან შემოსასვლელში და სადარბაზოში, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ კარები იკეტება გვიან, შემდეგ ისაუბრეს ავტომანქანასთან, სწორედ ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ბრუნდება სახლში და იძინებს. 2---------ერს ვ----– ხ---------თან, დ----- მ----–-–---–თან ერთად მივიდა ლ--------–-----ოვთან, შეთანხმდნენ, რომ საბოლოოდ აიღეს ხელი და ამ საკითხზე აღარ ისაუბრებდნენ. 2---------ერს სამსახურში დააკავეს. ჩვენება არ წაუკითხავს, არც ადვოკატი ჰყავდა, ისე მოაწერა ხელი.

ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ გ-–----–ი მდებარე სახლში წაიყვანეს 2 მანქანით, თუმცა უშუალოდ შესვლამდე 30 წუთით შეაყოვნეს მაღაზიასთან. საბოლოოდ სამზარეულოში მაგიდაზე იდო წებოვანი ლენტი, სახრახნისი, სანომრე ნიშანი, ტაქსის აბრა, მაშინ როცა სახრახნისი გარდერობის თავზე ჰქონდა შენახული, ჰქონდა ასევე ტაქსის აბრა, რადგან პერიოდულად ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სანომრე ნიშანი და წებოვანი ლენტი კი სახლში საერთოდ არ ჰქონია. ჩხრეკის ოქმზე შენიშვნა არ დაუფიქსირებია, რადგან იყო დაბნეული და ვერაფერზე ფიქრობდა. ამის შესახებ არც მოგვიანებით მიუმართავს ვინმესთვის. კრებსების შინაარს ეთანხმება, თუმცა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათში მოცემულია გეგმა შესრულებაზე, მათ შორის სად წაიყვანდნენ ბავშვს, ამასთან არც ავტომანქანა ჰყავდათ შერჩეული. რა თანხა უნდა აეღო მას არ უსაუბრიათ, დაზარალებულის სახელი და გვარი იცოდა, თუმცა აღარ ახსოვს. რამდენჯერმე დ----- მ----–-–---–ს მისწერა, თითქოს საქმის ფარგლებში კონკრეტულ ადგილას იყო, თუმცა რეალურად ატყუებდა.

 

3.25. ბრალდებულმა ლ--------–-----ოვმა განმარტა, რომ ვ----– ხ---------ს და დ----- მ----–-–---–ს იცნობს, ერთ კორპუსში ცხვორობდნენ, შ--–-- მ-----–---–ს იცნობს სკოლიდან, თუმცა კონტაქტი არ ჰქონია, პ---–- დ--–-----ი პირველად ნახა სასამართლო სხდომაზე. კონკრეტულ დღეს მასთან მივიდნენ ვ----– ხ---------ი და დ----- მ----–-–---–ი და შესთავაზეს ფულის აღებაში დახმარება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. იმ ეტაპზე აინტერესებდათ - დასთანხმდებოდა თუ არა, დეტალებზე არ უსაუბრიათ. მალევე გააცნეს შ--–-- მ-----–---–ი. ვ----– ხ---------მა და დ----- მ----–-–---–მა უთხრეს, რომ დახმარებისთვის აიღებდა 5000 ლარს, მთლიანად რა თანხაზე იყო საუბარი არ იცის. მის მოვალეობაში შედიოდა შ--–-- მ-----–---–თან ერთად გოგონას ავტომანქანაში ჩასმა, თუმცა სად უნდა წაეყვანათ არ იყო გადაწყვეტილი, ჰქონდათ მხოლოდ ვერსიები. თავდაპირველად დაუფიქრებლად დასთანხმდა, თუმცა ხვდებოდა, რომ სისულელეს აკეთებდა. აღნიშნულის შემდეგ რამდენჯერმე შეხვდა შ--–-- მ-----–---–ს, 1---------ერს სვამდნენ, რა დროსაც უთხრა, რომ საქმიდან გასვლა სურდა, თავის მხრივ შ--–-- მ-----–---–ს გაუხარდა და უთხრა, რომ დიდი სიამოვნებით დაეთანხმებოდა და თავადაც გავიდოდა. 2---------ერს უთხრა ასევე ვ----– ხ---------ს, რომელმაც თავის მხრივ უპასუხა, რომ თუ არ სურდათ ნუ გააკეთებდნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრლადებულები აღარ უნახავს, 2---------ერს დაურეკა ვ----– ხ---------მა და ჰკითხა რას შვებოდა და რა აზრზე იყო, მან უპასუხა, რომ საქმეზე საუბარს აზრი არ ჰქონდა, რადგან იგივე აზრზე იყო. აღნიშულის შემდეგ 2---------ერს მიაკითხეს სამსახურში, არა იმიტომ რომ აზრი შეეცვალა, არამედი იმსითვის, რომ ეთქვა, რომ ხელი აიღეს აღნიშნული საქმიდან და აღარ აპირებდნენ გაკეთებას. შესაბამისად იგივე სახის ურთიერთობა ჰქონდათ, უბრალოდ საქმის გამო ვეღარ ნახულობდნენ ერთმანეთს. დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს ა--–-----ში და კიდევ ერთ ადგილას, სადაც ეყენა ავტომანქანა. აღნიშნული ადგილები მისთვის უცნობი იყო, თუმცა ხელი ააწევინეს და გადაუღეს ფოტოები. მან მხოლოს გ-–----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის მისამართი იცოდა. სანომრე ნიშნები მას არ წამოუღია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად მან ფ---------------ზე მიუთითა ადგილი საიდანც თითქოს წამოიღო სანომრე ნიშანი, თუმცა ეს არის არასწორი ინფორმაცია და როგორც აღნიშნა, იქ მანამდე არ იმყოფებოდა. ხელი მოაწერა ოქმს იმიტომ, რომ დაბნეული იყო, ასევე უთხრეს, რომ მისთვის ასე აჯობებდა. მანამდე ასევე არასდროს ყოფილა ა--–----ის მეტროსთან მდებარე მისამართზე აღნიშული საქმის ფარგლებში. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში პოლიციელები თავად მიდიოდნენ, და არა მისი კარნახით, დაზარალებულის სახლის ზუსტი მისამართი მათაც არ იცოდნენ და სხვა პოლიციელებს დაელოდნენ. თვალთვალში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ ერთხელ დაინახა ა--–-----ში, რომ სახლიდან სავარაუდოდ მამამისმა წაიყვანა ავტომანქანით. სახლის მისამართი უთხრა ვ----– ხ---------მა. ვინ იყო ორგანიზატორი და ინიციატორი არ იცის.

ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ რაც ხელი აიღო დანაშაულზე და გამოეთიშა დანარჩენ ბრალდებულებს, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს წარმოამდგენლებს, სხვა პირების დანაშაულის მომზადების შესახებ, რადგან დანარჩენებიც აღარ აპირებდნენ გატაცებას, ამასთან შეიძლებოდა ცილისწამებისთვის დაეკავებინათ. გარდა ამისა მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა მონაწილეობაზე, შ--–-- მ-----–---–ი და ვ----– ხ---------იც დასთანხმდნენ, ამასთან, არ იცოდა რამდენად იყო ვალდებული გაეცხადებინა ამის შესახებ, შესაბამსიად 19-2---------ერს, სანამ დანარჩენი ბრალდებულების საბოლოოდ გადაწყვეტდნენ დანაშაულის შეწყვეტას, არ განაცხადა.

 

3.26. ბრალდებულმა პ---–- დ--–-----მა განმარტა, რომ ზედმეტ სახელად ეძახიან - პ-–-ს. აღნიშნულ საქმესთან შეხება არ აქვს და არ იყო ჩართული დაზარალებულის გატაცების საქმეში. ბრალდებულ ვ----– ხ---------ს იცნობს წლებია, დ----- მ----–-–---–ი გაიცნო 2----–-–-- მაისში და ხშირად ნახულობდა ე-–----ს ბაზრობაზე. 2----–-–-------------ერს, ვ----– ხ---------ის ოჯახის წევრმა შეატყობინა, რომ ვერ უკავშირდებოდნენ. მისი ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით შსს თანამშრომელ დ----- მ----–-–---–ის ნომერი, სთხოვა საერთო ნაცნობ ლ-----, თუმცა დ----- მ----–-–---–ი ასევე არ პასუხობდა ზარებს, რის გამოც მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ იყო პ-–-, ვ----- ძმაკაცი და როცა მოიცლიდა დაერეკა მისთვის. დაახლოებით 1800-1900 საათზე წავიდა ვ----– ხ---------თან, რა დროსაც დაურეკა მამამისმა და უთხრა, რომ სახლს ჩხრეკდნენ. გაარკვიეს, რომ დ----- მ----–-–---–თანაც იმყოფებოდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად. რაღაც დროის შემდეგ ვ----– ხ---------ის მამამ დაურეკა და უთხრა, რომ ესაუბრა შვილს, რომელმაც უთხრა, რომ დ----- მ----–-–---–ის გამო დააკავეს და პ---–- დ--–-----საც პრობლემები შეუქმნა, ბავშვის გატაცების ფაქტზე. დაურეკა მეგობარ, თანამდებობის პირ ბ----------ეს, რომელმაც დახმარებაზე უარი უთხრა, დაურეკა ასევე სიძეს ბ--------–--–--–---–ს, რომელიც არის დაზარალებულის ოჯახის ახლობელი და სთხოვა დახმარება, თუმცა მანაც უარი უთხრა და ურჩია ადვოკატის აყვანა. დაუკავშირდა ნაცნობ ადვოკატ მ--–--------–------–---–ს. ფიქრობდა თუ რატომ შეიძლებოდა დაეკავებინათ ბრალდებულები, თუმცა მაშინ, როცა მეგობართან ერთად უნდა მისულიყო ვ----– ხ---------ის დაკავების ადგილას - იზოლატორში, დააკავეს და აჩვენეს ნ--- კ-----------ის ფოტოსურათი. იმ დროისთვის ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი. დაკითხეს ადვოკატის გარეშე.

ბრალდებულმა განმარტა, რომ არ ეთანხმება ვ----– ხ---------ის და ბრალდებულების განმარტებას, თითქოსდა ა----- კ-----------ს ჰქონდა მისი ვალი 50 000 ლარი და ვ----– ხ---------ს სთხოვა დაბრუნებაში დახმარება, დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში კი დაჰპირდა ვალის ნახევარს. სინამდვილეში თავად მას ჰქონდა ა----- კ-----------ის ვალი 2500 აშშ დოლარი, რაც დაუბრუნა დაკავებიდან 3 დღეში. პ---–- დ--–-----მა ვერ ახსნა ვ----– ხ---------ის ჩვენება, რადგან პირადი ინტერესი ვ----– ხ---------ს ან დ----- მ----–-–---–ს მის მიმართ არ აქვთ. გატაცების თაობაზე მისთვის დახამრება არ უთხოვია და არ შეხვედრია მსგავს თემასთან დაკავშირებით. ნ--- კ-----------ი იზრდებოდა მის ხელში და ჰქონდა მისი უამრავი სურათი, თუმცა არავისთვის გადაუგზავნია. ა----- კ-----------თან აქვს ძალიან ახლო და ყოველდღიური ურთიერთობა, ის არის მისი შვილის ნათლია. ბრალდებულმა განმარტა, რომ ვ----– ხ---------ი და ა----- კ-----------ი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ მასთან ერთად, თუმცა არ გამორიცხავს მის გარეშე მათ კონტაქტს. ამასთან, სანამ ვ----– ხ---------ს გაიცნობდა, ა----- კ-----------ი და ვ----– ხ---------ი ერთმანეთს უკვე იცნობდნენ. 2----–-–-- ივნისის ბოლოს, ა----- კ-----------მა მისი, ვ----– ხ---------ის და მათი საერთო მეგობრების თანდასწრებით თქვა, რომ გაყიდა სასტუმრო.

 

3.1. მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება

 

მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულმა პ---–- დ--–-----მა გაუწია თუ არა ორგანიზება წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფს და ჯგუფის წევრებმა - ვ----– ხ---------მა, დ----- მ----–-–---–მა, შ--–-- მ------–---–მა ან/და ლ--------–-----ოვმა აიღეს თუ არა დანაშაულზე, მომზადების სტადიაზევე ნებაყოფლობით და საბოლოოდ ხელი, ანუ უნდა გათავისუფლდეს თუ არა თითოეული მათგანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 

3.1.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება პ---–- დ--–-----ის მიერ არასრულწლოვან ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ორგანიზება, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით ეიძულებინათ ამ უკანასკნელის მამა - ა----- კ-----------ი შეესრულებინა მოქმედება, კერძოდ მიეცა დიდი ოდენობით თანხა, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რისთვისაც წინასწარ შეთანხმდა ჯგუფის წევრებთან - ვ----– ხ---------თან, ამ უკანასკნელის საშუალებით კი - დ----- მ----–-–---–თან, შ--–-- მ-----–---–თან და ლ--------–-----ოვთან.

 

3.1.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის ფონზე, ბრალდებულებმა გვერდი ვერ აუარეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მათ მიერ ნამდვილად იგეგმებოდა არასრულწლოვან ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდება, თუმცა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინეს სხვადასხვაგვარი ფაქტობრივი გარემოებები. თუმცა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტები.

 

3.1.3. მიუხედავად იმისა, რომ თავად პ---–- დ--–-----ი არ ადასტურებს მოცემულ საქმესთან მის რაიმე სახის შემხებლობას და ბრალდებულებიც ერიდებიან მის დასახელებას, ვ----– ხ---------ის განმარტებით, აღნიშნული საქმით მას დაუკავშირდა სწორედ პ---–- დ--–-----ი, ასევე დ----- მ----–-–---–მა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ვითომდა გადაწყვიტეს დანაშაულის მომზადების შეწყვეტა (აღნიშნულზე მოგვიანებით გვექნება საუბარი) ის და ვ----– ხ---------ი მივიდნენ პ---–- დ--–-----თან და ჩააყენეს საქმის კურსში, რა დროსაც პ---–- დ--–-----მა თავადაც თქვა, რომ რადგან ბიჭები ვერ აკეთებდნენ საქმეს - უნდა შეეწყვიტათ. დ----- მ----–-–---–მა ეჭვგარეშედ დაადასტურა, რომ მისთვის სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში გახდა ცნობილი, რომ პ---–- დ--–-----ი იყო ვ----– ხ---------ის ის ახლობელი, რომლისგანაც მომდინარეობდა კონკრეტული საქმე.

ცხადია, ბრალდებულების განწყობა საბოლოო გადაწყვეტილება შეეტყობინებინათ კონკრეტული პირისათვის - პ---–- დ--–-----ისათვის, თავის მხრივ ასევე ადასტურებს ერთის მხრივ მის როლს დაჯგუფებაში, მეორეს მხრივ კი მის მიმართ პასუხისმგებლობას. ამასთან, თავად პ---–- დ--–-----მა ვერ გააკეთა განმარტებები, რა მიზეზით უნდა ადებდნენ მას ხელს და ეს მაშინ, როცა თავადვე ადასტურებს, რომ ვ----– ხ---------ს ან დ----- მ----–-–---–ს მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ აქვთ.

 

3.1.4. დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი - დაზარალებულ ა----- კ-----------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების თანახმად, ის 25 წელია იცნობს ბრალდებულ პ---–- დ--–-----ს და თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა, არიან ნათესავები და მეგობრობენ ოჯახებით, პ---–- დ--–-----ისათვის ა----- კ-----------ის საქმეების შესახებ ბევრი რამ იყო ცნობილი, მათ შორის ის ფაქტი, რომ დაახლოებით 6 თვის წინ სოლიდურ თანხად გაყიდა სასტუმრო. მოწმე ასევე განმარტავს, რომ პ---–- დ--–-----მა და ვ----– ხ---------მა, რომელსაც თავის მხრივ ა----- კ-----------ი იცნობს რამდენიმე წელია და აკავშირებს მხოლოდ ნაცნობობა, დაახლოებით ერთი წლის წინ წამოიწყეს ბიზნესი, თუმცა წარუმატებლად და აქვთ ფინანსური პრობლემები. პ---–- დ--–-----მა 1 თვის წინ ა----- კ-----------ის მეუღლეს გამოართვა სესხად 2500 აშშ დოლარი. თავის მხრივ მას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ აქვს პ---–- დ--–-----ის ან/და ვ----– ხ---------ის მიმართ.

 

3.1.5. იმავე ჩვენებით და ასევე ნ---- კ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–-- 1-----------ერს, ოჯახმა ნ---- კ-----------ის დაბადების დღე აღნიშნა რესტორანში, სტუმართა შორის კი იყო პ---–- დ--–-----ი. ნ---- კ-----------მა არ გამორიცხა პ---–- დ--–-----ის მიერ მისთვის ფოტოსურათის გადაღების შესაძლებლობა.

 

3.1.6. ა----- კ-----------ის ჩვენების თანახმად პ---–- დ--–-----მა იცოდა, რომ მას ჰქონდა სოლიდური თანხა, თუმცა არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ მან ვ----– ხ---------ს უთხრა სასტუმროს გაყიდვის შესახებ. დაცვის მხარემ, კი როგორც აღინიშნა, დაზარალებულის ჩვენება უდავოდ სცნო და მოისპო შესაძლებლობა დაესვა კითხვები მისთვის, ვ----– ხ---------თან დაკავშირებით და ეს მაშინ, როცა პ---–- დ--–-----ი გარკვეულ აქცენტებს აკეთებს სწორედ ვ----– ხ---------თან მიმართებაში და სურს წარმოაჩინოს თითქოსდა მისთვისაც იყო ცნობილი იმ ფაქტის შესახებ, რომ ა----- კ-----------ს გაყიდული ჰქონდა სასტუმრო და მაშასადამე ფლობდა გარკვეულ თანხას, რაც თითქოსდა გამორიცხავს მის (პ---–- დ--–-----ის) კავშირს დანაშაულსა და მის დაორგანიზებაში. ასეთი ეჭვების არსებობის შემთხვევაში დაცვის მხარეს ცხადია ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლო სხოდმაზე დაეკითხა ა----- კ-----------ს და დაედასტურებინა ან გამოერიცხა მისი ვერსია.

 

3.1.7. ბრალდებულმა ვ----– ხ---------მა დაადასტურა, რომ სწორედ პ---–- დ--–----ისგან იცოდა, რომ მისი ვალი 50 000 ლარი ჰქონდა ნაცნობს და თუ ვინმე დაეხმარებოდა დაბრუნებაში, ნახევარს მისცემდა. სწორედ ამ მიზნით დაუკავშირდა დ----- მ----–-–---–ს და მასთან ერთად შეხვდა შ--–-- მ-----–---–ს, რომელამც თავსი მხრივ ,,საქმის გასაკეთებლად“, რაც გულისხმობდა ვითომდა მოვალე ა----- კ-----------ის არასრულწლოვანი შვილის მძევლად ხელში ჩაგდებას, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, მოითხოვა დამხმარე. შესაბამისად ვ----– ხ---------ი და დ----- მ----–-–---–ი შეხვდნენ ლ--------–-----ოვს, რომელმაც საქმეში მონაწილეობაზე ასევე თანხმობა განაცხადა. დეტალების გასარკვევას ვ----– ხ---------ი შეხვდა პ---–- დ--–-----ს, ამ უკანასკნელის გეგმის თანახმად ჯგუფის წევრებს ნ---- კ-----------ი სადმე უნდა გაეჩერებინათ 1-2 საათით, თავად კი ფულის აღების საკითხს მოაგვარებდა. ვ----– ხ---------ი მიღებული ინფორაცია მიაწოდა ჯერ დ----- მ----–-–---–ის, შემდეგ ამ უკანასკნელთან ერთად შ--–-- მ-----–---–ს.

 

3.1.8. ვ----– ხ---------ის ჩვენების ეს ნაწილი შესაბამისაობაშია ბრალდებულ დ----- მ----–-–---–ის განმარტებებთან, რომ 2----–-–-- ო-------რის ბოლოს ვ----– ხ---------მა სთხოვა დახმარება - ახლობლის ვალის 50 000 ლარის დაბრუნებაში, ნახევარი თანხის სანაცვლოდ. დ----- მ----–-–---–მა თავის მხრივ საქმეში მონაწილოებაზე თანხმობა მიიღო მეგობარ შ--–-- მ-----–---–ისაგან, რომელმაც მოითხოვა დამხმარე. რამდენიმე დღეში ვ----– ხ---------მა უთხრა, რომ დავალების შესასრულებლად დააზუსტა დეტალები, რომელიც როგორც აღინიშნა მომდინარეობდა პ---–- დ--–-----ისგან.

 

3.1.9. ბრალდებულმა შ--–-- მ-----–---–მა ასევე დაადასტურა, რომ მეგობარმა დ----- მ----–-–---–მა შესთავაზა საქმეში მონაწილეობა. დ----- მ----–-–---–მა და ვ----– ხ---------მა უთხრეს, რომ მის მოვალეობაში შედიოდა გარკვეული დროით კონკრეტული გოგონას შეჩერება, რა დროშიც მევალე მოახერხებდა და დაიბრუნებდა ვალს. შ--–-- მ-----–---–მა იმთავითვე უთხრა, რომ გოგონას შეჩერებას მარტო ვერ შეძლებდა და მოითხოვა დამხმარე. საუბრიდან მალევე გააცნეს დამხმარე - ლ--------–-----ოვი. მოწმემ განმარტა, რომ მათ გაარკვიეს სკოლისა და მასწავლებლის სახლის მისამართი, სადაც დადიოდა ნ---- კ-----------ი და სწორედ 1---------ერს მივიდა აღნიშნული ადგილის დასათვალიერებლად.

 

3.1.10. ბრალდებულების ჩვენებების თანახმად და მათი ანალიზით დგინდება, რომ სწორედ პ---–- დ--–-----მა მიაწოდა მათ მძევლად ხელში ჩასაგდები ობიექტის - ნ---- კ-----------ის ფოტოსურათი, კერძოდ: ვ----– ხ---------ის განმარტებით - პ---–- დ--–-----მა გაუგზავნა ნ---- კ-----------ის სურათი, რაც თავის მხრივ ვ----– ხ---------მა გადაუგზავნა დანარჩენ ბრალდებულებს, შესაბამისად გაიგეს, რომ მოვალე იყო ა----- კ-----------ი. დ----- მ----–-–---–ის განმარტებით - შეთანხმებიდან, რამდენიმე დღეში ვ----– ხ---------მა გადაუგზავნა გოგონას სურათი, თავად კი რამდენადაც ახსოვს გადაუგზავნა შ--–-- მ-----–---–ს. ამ უკანასკნელის განმარტებით - შეთანხმებიდან მოკლე ხანში ჯგუფის ერთ-ერთი წევრისგან მიიღო გასატაცებელი ობიექტის ფოტოსურათი.

 

3.1.11. 2----–-–-------------ს, ლაზერული დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, შ--–-- მ-----–---–ის მობილურ ტელეფონში ფიქსირდება ნ---- კ-----------ის ფოტოსურათები, ასევე 2----–-–-------------ს ლაზერული დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად: პ---–- დ--–-----ის მობილურ ტელეფონში ფიქსირდება ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები ნ---- კ-----------ის გამოსახულებით.

 

3.1.12. 2----–-–-------------ს დათვალიერებულ ლაზერულ დისკზე არსებული ინფორმაციის თანახმად, დათვალიერდა შ--–-- მ-----–---–ის და პ---–- დ--–-----ის მობილური ტელეფონები. აღნიშნულით დადგენილია, რომ დ----- მ----–-–---–ი მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონიდან, შ--–-- მ-----–---–ს ინტერნეტ აპლიკაცია “V-----ის” საშუალებით უგზავნის ნ---- კ-----------ის ფოტოსურათებს.

 

3.1.13. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ გ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შ--–-- მ-----–---–ის და პ---–- დ--–-----ის მობილურ ტელეფონებში არსებული ნ---- კ-----------ის ფოტოსურათები იდენტურია. გარდა ამისა, შ--–-- მ-----–---–ის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ ნ---- კ-----------ის ფოტოსურათს ზედა მხარეს აქვს ლათინური ასოებით შესრულებული წარწერა - „P----”, ასევე თარიღი - 2--------- წელი, და ეს მაშინ, როცა პ---–- დ--–-----ის მობილური ტელეფონის ნომერი დანაშაულის ჯგუფის წევრს ჩაწერილი აქვთ სწორეს სახელით - „P----“.

 

3.1.14. თავად პ---–- დიალნიანმაც დაადასტურა, რომ მას ზედმეტ სახელად ეძახიან პ-–-ს.

 

3.1.15. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს პ---–- დ--–-----ის განმარტებებს, თითქოსდა ის არ მონაწილეობდა დანაშაულის მომზადებაში და არ იყო დანაშაულის ორგანიზატორი, რომელმაც იმთავითვე შეიმუშავა ფულადი თანხის მიღების მიზნით გარკვეული გეგმა, ვ----– ხ---------ის მეშვეობით შეკრიბა ჯგუფი და მიაწოდა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის გასატაცებელი პირის ფოტოსურათი.

 

3.1.16. მას შემდეგ, რაც შეიკრიბა ე.წ. ჯგუფი: ორგანიზატორი პ---–- დ--–-----ი და თანამონაწილეები - ვ----– ხ---------ი, დ----- მ----–-–---–ი, შ--–-- მ-----–---–ი და ლ--------–-----ოვი, დაიწყეს უშუალოდ დანაშაულისათვის მზადება და გეგმის შემუშავება. კერძოდ, პ---–- დ--–-----ის მიერ დასახელდა კონკრეტული საქმე, ა----- კ-----------ის არასრულწლოვანი შვილის ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდების საკითხი, გარკვეული ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით.

 

3.1.17. დანაშაულის მომზადების ფარგლებში 2----–-–-- 8--------ოს და 2----–-–-- 2--------ერს, დ----- მ----–-–---–მა სამსახურებრივი ,,დ-------ით“, რომელსაც გააჩნია ერთჯერადი პაროლი, გადამოწმებული იქნა მოქალაქეები: ნ---- კ-----------ი, ა----- კ-----------ი, ლ--–---------ე, ბ--------–--–--–---–ი, ი-------–--–--–---–ი, გ---- კ-----------ი, ი-----–-------------–---–ი, რაც დასტურდება - 2----–-–-------------რის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ კ---------------–--ის წერილითა და თანდართული მასალით.

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას თითქოსდა საქართველოს შსს პროგრამისტებმა ინფორმაცია გადაამოწმეს იმგვარად, რომ გადამოწმების ფაქტი აისახა მის ,,დ-------ზე“ და ეს მაშინ, როდესაც მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2----–-–-------------ერს, გადამოწმება კი როგორც აღინიშნა მოხდა 8--------ოს და 2--------ერს, ანუ გამოძიების დაწყებამდე ბევრად ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოსათვის დანაშაულის მომზადების შესახებ არ იყო ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია თავის მხრივ გამორიცხავს ბრალდებულ დ----- მ----–-–---–ის ჩვენებას, თითქოსდა დანაშაულებრივი გეგმით შეკავშირდნენ 2----–-–-- ო-------ერში. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თარიღი მოგონილია დ----- მ----–-–---–ის მიერ სწორედ იმიტომ, რომ სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში და გამორიცხოს მისი მხრიდან ,,დ-------ის“ საშუალებით დაზარალებულების გადამოწმების ფაქტი.

 

3.1.18. გარდა ამისა, 2----–-–-------------ს, ლაზერული დისკის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ვ----– ხ---------ის მობილური ტელეფონიდან დ----- მ----–-–---–ის სარგებლობაში არსებულ მობილურ სატელეფონო ნომერთან - 5-------- საკომუნიკაციო პროგრამა ,,w--------ში” ფიქსირდება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მათ შორის 2----–-–-- 1--------ერს განხორციელებული, კერძოდ: დ----- მ----–-–---–ის მოთხოვნით ვ----– ხ---------ი წერს ნ---- კ-----------ის საპასპორტო მონაცემებს, კერძოდ სახელსა და გვარს. რაც ცალსახად გამორიცხავს დ----- მ----–-–---–ის განმარტებას - თითქოს დაკავებამდე მისთვის არ იყო ცნობილი პირის ვინაობა, რომელიც მისივე სიტყვებით უნდა შეეჩერებინათ, ცხადია იგულისხმება ნ---- კ-----------ი.

 

3.1.19. გარდა ამისა ბრალდებულმა პირებმა იქირავეს ბინა, სადაც ხდებოდა მათი შეკრება, დანაშაულებრივი გეგმის შემუშავება და შესაძლო საჭირო ნივთების შენახვა.

 

3.1.20. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების მ------------ს, ლ---–--------–--ის და ა-----– ჩ--------ის ჩვენებების ანალიზით დგინდება, რომ ლ---–--------–--ემ მ------------ს სთხოვა ბინის დაქირავებაში დახმარება გაეწია მისი ოჯახის ახლობელ ვ----– ხ---------ისათვის. შესაბამისად მ------------მ შესთავაზა და საბოლოოდ დააქირავებინა თბილსიში, გ-–------------------------------------------ში მდებარე ბინა, რომელსაც აქირავებდა ახლობელ ა----- ჩ--------ე.

 

3.1.21. ბრალდებულების ჩვენებების თანახმად გ-–----–ი მდებარე სახლი დაქირავებული ჰქონდა შ--–-- მ-----–---–ს, თუმცა მათ მიერ სხვადასხვაგვარი განმარტება გაკეთდა. კერძოდ: ვ----– ხ---------მა, რომელმაც თავად მოიძია ახლობელი მაკლერი და დ----- მ----–-–---–მა განმარტეს, რომ შ--–-- მ-----–---–ს არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა თბილისში და ამ მიზნით იქირავა სახლი, ხოლო თავად შ--–-- მ-----–---–მა განმარტა, რომ მას რუსეთიდან ჩამოსული სტუმრისთვის სურდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და არა პირადი საჭიროებისათვის. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად სახლის მეპატრონე - ა-----– ჩ--------ემ, მაკლერ მ-----გან იცოდა, რომ სახლში უნდა ეცხოვრა რუსეთიდან ჩამოსულ ქალბატონს.

 

3.1.22. სასამართლო ვერ გაიზიარებს შ--–-- მ-----–---–ის ვერსიას, რომ სახლი დაიქირავა სტუმრისთვის, რადგან აღნიშნული არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. ცხადია ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავის უდანაშაულობა, თუმცა შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია წარმოადგინოს ვერსიის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა არ გააკეთა განმარტება - ვის მოიაზრებდა სტუმრად, რატომ არ გამოიყენა სტუმარმა სახლი, სხვისთვის დაქირავებულ სახლში რატომ ცხოვრობდა თავად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ ხვდებოდა ჯგუფის წევრებს კონკრეტულ საქმის ფარგლებში სწორედ ამ სახლში, თუ როგორც თავად აცხადებს სახლის დაქირავების მიზანი იყო სტუმრის მიღება. ამ პირობებში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახლის დაქირავებას სწორედ თანამონაწილეების შეკრების და დანაშაულებრივი გეგმის მომზადება-დაგეგმვის მიზანი ჰქონდა. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია 2----–-–-- 1--------ერის, ვ----– ხ---------ის და დ----- მ----–-–---–ის მიმოწერა, რომლის თანახმადაც სწორედ ვ----– ხ---------ი და დ----- მ----–-–---–ი საუბრობენ ბინის ქირის გადასახდელ 400 ლარზე.

 

3.1.23. 2----–-–-------------რის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერის თანახმად, რა დროსაც დანაშაულის მომზადებაზე ბინაში საუბრობენ - ვ----– ხ---------ი, ლ--------–-----ოვი და შ--–-- მ-----–---–ი, ეს უკანასკნელი ყვება, რომ კონკრეტულ ადგილზე მისვლისას ლ--------–-----ოვი გადავიდა ავტომანქანიდან, მან კი რაღაც დროის შემდეგ აცნობა, რომ ობიექტები გარეთ გავიდნენ, რომ სადარბაზოდან გამოვიდა გოგო, ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. შ--–-- მ-----–---–მა დატოვა ადგილი, რის გამოც დაკარგა ობიექტები და ვერც ავტომანქანის მოდელი გაარკვია. იმავე დღეს, იმავე პირებს შორის საუბარია ნ---- კ-----------ის დღის განრიგზე, სკოლის და იმ მასწავლებლების მისამართებზე, სადაც დადიოდა გასატაცებელი პირი.

 

3.1.24. ჯგუფის წევრები ამუშავებენ გეგმას, როგორ ჩაესვათ ნ---- კ-----------ი თავიანთ ავტომანქანაში, რა დროსაც არც მის გათიშვას გამორიცხავენ, რადგან შ--–-- მ-----–---–ის განმარტებით მან შესაძლოა იყვიროს, ასეთ შემთხვევაში კი 2-3 თანამზრახველსაც კი შეიძლება გაუჭირდეს წინააღმდეგობის დაძლევა. გარდა ამისა საუბრობენ ვერსიაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ნ---- კ-----------ი იქნება დაქალთან ერთად, რომელსაც იხსენიებენ ფრაზებით - ,,ჩვენიანის ბავშვი“, ,,ამის ბავშვთან ერთად რომ იყოს“, ,,ორივე უნდა ჩატენო და ახლა ორივე რომ ჩატენო, სულ სხვა თემა არის“, ,,ორივეს თუ გაუქანე, სცემე და ისა, პონტი არ არის ეგრე“ (სიცილი).

ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის, კერძოდ კი თავად პ---–- დ--–-----ის განმარტებაზე (დასკვნითი სიტყვა, საბოლოო სიტყვა), რომ ნ---- კ-----------ი პ---–- დ--–-----ის ქალიშვილთან მეგობრობდა და ხშირად ერთად იყვნენ. შესაბამისად ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ბრალდებულები სწორედ პ---–- დ--–-----ის შვილზე საუბრობენ, რა დროსაც პ---–- დ--–-----ს ,,მისიანად“ მოიაზრებენ, მის შვილს კი ,,მისიანის შვილად“, რაც ასევე ადასტურებს პ---–- დ--–-----ის დანაშაულში ჩართულობას, რის გამოც გამორიცხავენ ორივეს ცემას - ,,ორივეს თუ გაუქანე, სცემე და ისა, პონტი არ არის ეგრე“ (სიცილი).

 

3.1.25. 2----–-–-------------ერს, ბრალდებულები ასევე განიხილავენ გეგმას, რომ შესაძლოა შ--–-- მ-----–---–ი უკნიდან მიეპაროს ნ---- კ-----------ს, დანა მიადოს და გააჩუმოს, დასახიჩრების მუქარით, პარალელურად უნდა დაუჭირონ პირი ან გათიშონ, რომ არ იყვიროს. მათივე აზრით ყველა ქალი მოერიდება სახეზე დანის დასმას და სახის დასახიჩრებას, თუმცა შ--–-- მ-----–---–ი განმარტავს, რომ ბავშვი არის 14 წლის და შესაძლოა ამდენი არ იფიქროს.

 

3.1.26. ჯგუფის წევრები ასევე განიხილავენ ობიექტის მიერ ტაქსის გაჩერების შესაძლებლობას, რა შემთხვევაშიც შ--–-- მ-----–---–ის ვერსიით, ის - ,,ეგრევე შემოვადებ რა, შემოვადებ და ეგრე რომ ვიარო, ვერ გამაჩერებენ, არ დამიჭერენ მაგაზე. იმ მომენტში ვიძახი აი, რომ ტაქსის გაჩერება, რომ დაიწყოს, ეგრევე მივუყენებ“, ლ--------–-----ოვის კითხვაზე - ,,ჩვეულებრივ ყვითელი ხო?“, შ--–-- მ-----–---–ი ეთანხმება. ,,ტაქსი მაგარია, მაგან თუ ტაქსი გააჩერა, ყველა ვარიანტში გამოვა“, ,,მე დავჯდები ტაქსზე, აი სიტყვაზე გამოვიდა და ტაქსს აჩერებს“, შ--–-- მ-----–---–ი - ,,ან თუნდაც სახლში გამოიძახოს, მაგას ვიჩალიჩებ, იქით გავაჩერებინებ ტაქსს, მერე შენ იქნები“, ლ--------–-----ოვი - ,,ხო რა, ვითომ ჩემი ზაკაზია (შეკვეთა)“. ვ----– ხ---------ი - ,,ხვალ მე ვთრეულობ იმას, ტრაფარეტს, მანქანაში მექნება“. დიალოგის აღნიშნული ნაწილი ცალსახად გამორიცხავს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაქირავებული სახლიდან ამოღებული ტაქსის აბრას შ--–-- მ-----–---–ი პერიოდულად იყენებდა სატაქსაოდ და არ აპირებდნენ დანაშაულის ჩასადენად მის გამოყენებას, რადგან სწორედ მისი საშუალებით აპირებდნენ ნ---- კ-----------ის შეცდომაში შეყვანას, მოტყუებით, ვითომდა როგორც რეალური ტაქსი, გაჩერებას და ავტომანქანაში ჩასმის შემდეგ მის მძევლად ხელში ჩაგდებას. ამ ვერსიას კი განიხილავდნენ, როგორც ერთ-ერთ სასურველ და მარტივ შემთხვევას, რადგან ყოველგვარი არეულობის და წინააღმდეგობის გარეშე აღმოჩნდებოდა დაზარალებული მათ ავტომანქანაში.

 

3.1.27. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ვ----– ხ---------ის განმარტებას, რომ შ--–-- მ-----–---–ს სურდა ტაქსის მძღოლად მუშაობა, რისთვისაც მან თავად უყიდა ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანი, თუმცა სახლიდან ამოღებული აბრა არ არის მის მიერ შეძენილი, ამასთან ბინაში არასდროს უნახავს, რადგან თავად შ--–-- მ-----–---–მა დაადასტურა, რომ სახლიდან ამოღებული ტაქსის ნიშანი იყო მისი და ის პერიოდულად მუშაობდა ტაქსის მძღოლად. ანუ შ--–-- მ-----–---–ს არ განუმარტავს, რომ მისი სახლიდან სხვა აბრა იქნა ამოღებული. ამ ლოგიკით ვ----– ხ---------ის მიერ ნაყიდი და სახლიდან ამოღებული აბრა უნდა იყოს ერთიდაიგივე. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ორი ბრალდებული ჩვენება ურთიერთგამომრიცხავია, ისინი ეწინააღმდეგებიან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მათი საუბრის ჩანაწერს.

 

3.1.28. იმავე დიალოგში, ლ--------–-----ოვის განმარტება - ,,იმ დღეს დ----- იძახდა, ტრაფარეტი, რომ არ ვიყიდოთ, რად გვინდა ნომრების შეცვლა?“, ,,აზერბაიჯანის ნომრებია?“, შ--–-- მ-----–---–ის პასუხი - ,,არა, მერე კამერებში და რაღაც რომ დაფიქსირდება, თორე“. საუბრის აღნიშნული ამონარიდი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ერთის მხრივ ნ---- კ-----------ის მოტყუების, ხოლო მეორეს მხრივ პოლიციისთვის კვალის არევის მიზნით ჯგუფის წევრები გარდა ტაქსის აბრისა, საუბრობდნენ ასევე სანომრე ნიშანის გამოცვლაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად კი სწორედ - ბრალდებულ ლ--------–-----ოვის ჩვენებით აღნიშნულ ბინაში მიიტანა ფ---------------ზე გაჩერებული ავტომანქანა „გ-------დან“ მოხსნილი სანომრე ნიშნები - „E------“.

 

3.1.29. მოწმეებმა ჯ-----–-----–--ემ და მ-----– მ--–-–---–მა დაადასტურეს, რომ - ,,გ------10“ სახელმწიფო ნომრით - E------, რეგისტრირებული ჯ-----–-----–--ის სახელზე 2004 წლიდან მოყოლებული უძრავად დგას ფ---------------ზე. ავტომანქანას ჰქონდა სანომრე ნიშნები, თუმცა მას შემდეგ რაც შსს-დან დაუკავშირდნენ აღმოაჩინეს, რომ სარეგისტრაციო ნომერი ავტომანქანას მოხნისლი ჰქონდა.

 

3.1.30. 2----–-–-------------რის, ავტომანქნის დათვალერბის ოქმით ასევე დგინდება, რომ ფ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა ,,გ---------ს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც არ უყენია არცერთი სანომრე ნიშანი.

 

3.1.31. საცხოვრებელი სახლის 2----–-–-------------რის, ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ თბილისში, გ-–------------------------------------------ში მდებარე შ--–-- მ-----–---–ის მიერ დროებით ნაქირავებ ბინაში, ამ უკანასკნელის მონაწილეობითა და თანხმობით სამზარეულოში მდებარე მაგიდიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი სახრახნისი, მწებავი ლენტის გორგალი, იმავე ოთახის იატაკიდან კი ამოღებული იქნა პლასტმასის საგანი (ტაქსის აბრა), წარწერით - ,,TAXI” და ავტომანქანის 2 ცალი სანომრე ნიშანი, სარეგისტრაციო ნომრით - E------. ოქმი ხელმოწერილია ბრალდებულ შ--–-- მ-----–---–ის მიერ და მასზე შენიშვნა არ ფიქსირდება. რაც ცხადაი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული ადასტურებს ოქმის შინაარს.

 

3.1.32. 2----–-–-------------რის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად ბრალდებულ ლ--------–-----ოვის გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ლ--------–-----ოვის მითითებით, მივიდნენ თბილისში, გ-–----------------, მ---- კორპუსის ბ-------ში, სადაც იკრიბებოდნენ, რათა დაეგეგმათ, მოემზადებინათ და შემდეგ განეხორციელებინათ არასრულწლოვანი ნ---- კ-----------ის მოტაცება, იმ მიზნით, რომ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ნ---- კ-----------ის მშობლებისთვის გამოეძალათ დიდი ოდენობის თანხა. სწორედ ბრალდებულ ლ--------–-----ოვის ჩვენებით აღნიშნულ ბინაში მიიტანა ფ---------------ზე გაჩერებული ავტომანქანა „გ-------დან“, მის მოხსნილი სანომრე ნიშნები - „E------“.

 

3.1.33. შესაბამისად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, სახლიდან ამოღებული ტაქსის აბრა და სანომრე ნიშანი, გ-–----–ი დროებით დაქირავებულს სახლში დანაშაულის ჩასადენად მიიტანეს ბრალდებულებმა, კერძოდ: სანომრე ნიშანი ლ--------–-----ოვმა, ტაქსის აბრა კი ვ----– ხ---------მა. აღნიშნული დასტურდება, ასევე 2----–-–-------------ს, ლაზერული დისკის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც ვ----– ხ---------ის მობილური ტელეფონიდან დ----- მ----–-–---–ის სარგებლობაში არსებულ მობილურ სატელეფონო ნომერთან - 5-------- საკომუნიკაციო პროგრამა ,,w--------ში” ფიქსირდება მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 2----–-–-------------ერს, 01:21:47-01:26:53 საათების შუალედში, დ----- მ----–-–---–ის კითხვაზე წაუღო თუ არა - ,,ყვითელი“, ვ----– ხ---------ი პასუხობს დადებითად.

 

3.1.34. გარდა ამისა, ჯგუფის წევრები დანაშაულის ჩადენის მომზადებისთვის პერიოდულად უთვალთვალებდნენ ნ---- კ-----------ს, სწავლობდნენ მისი გადაადგილების მარშრუტს და გრაფიკს, აკვირდებოდნენ ოჯახის წევრების მოქმედებებს.

 

3.1.35. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ლ--------–-----ოვმა მონაწილე პირები ასევე მიიყვანა ნ---- კ-----------ის საცხოვრებელ სახლთან და გ----------ს ქ---------თან არსებულ ე.წ. „არკასთან“, სადაც ნ---- კ-----------ი მიიყვანა მამამ, „მ---------ის“ მარკის ავტომანქანით მასწავლებელთან. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, რომლის ამსახველ ოქმსაც ბრალდებული ადასტურებს ხელმოწერით, მის მიერ განმარტებულია, რომ ის შ--–-- მ-----–---–თან ერთად უთვალთვალებდა ნ---- კ-----------ს, რათა დაედგინათ მისი გადაადგილების მარშრუტი და ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე გაეტაცებინათ. უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კი განმარტა, რომ თვალთვალში მონაწილეობა არ მიუღია და მხოლოდ ერთხელ დაინახა ა--–-----ში ნ---- კ-----------ი როგორ წაიყვანა სახლიდან სავარაუდოდ მამამისმა ავტომანქანით და ეს მაშინ, როცა საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------რის, N-------- განჩინების საფუძველზე: 2----–-–-------------ერს, 16:54-16:56 საათების შუალედში, ვ----– ხ---------ის, 17:13-17:14 საათების შუალედში კი შ--–-- მ-----–---–ის მიმართ, ქ. თბილისში, გ-–---------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 17:03-17:05 საათების შუალედში ქ. თბილისში, გ---------–--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შ--–-- მ-----–---–ის მიმართ, ხოლო 19:26-19:33 საათების შუალედში - ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ა--–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 2----–-–-------------ერს, 19:52-19:57, 20:04-20:10, 20:10-20:12 და 20:11-20:21 საათების შუალედში - ქ. თბილისში, გ----------სა და მ------------–-----ს ქუჩების კვეთაზე, ხოლო 20:46-20:47 საათების შუალედში - ქ. თბილისში, შ-–--–---ს ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, შ--–-- მ-----–---–ის და ლ--------–-----ოვის მიმართ ჩატარდა ფარული ვიდეო გადაღება და ჩაწერა. იმავე პერიოდში გადაღებული იქნა 13 ფოტოსურათი.

 

3.1.36. საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა რ-----------ემ და თ----------------–---–მა.

 

3.1.37. ჰაბიტოსკოპიური ექპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ვ------- ბ----------ის ჩვენებით კი დგინდება, რომ ვიდეო ჩანაწერებს არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები, ვიდეო ჩანაწერებში ვ----– ხ---------ის, ლ--------–-----ოვის გამოსახულება, ხოლო ერთ-ერთ ვიდეოგრამაზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ შ--–-- მ-----–---–ის გამოსახულება.

 

3.1.38. 2----–-–-------------რის შ--–-- მ-----–---–ის და ლ--------–-----ოვის საუბრის თანახმად ეს უკანასკნელი სთხოვს შ--–-- მ-----–---–ს ვ----- უთხრას, რომ გადის საქმიდან, კერძოდ: საუბრისას არაერთხელ იმეორებს, რომ ყველაფრიდან გადის, თავის მხრივ შ--–-- მ-----–---–ი პასუხობს, რომ თავადაც გადის, თუმცა იქვე ავრცობს - ,,დაგვკერავენ, მოვლენ და მაინც დაგვკერავენ“. ლ--------–-----ოვის პასუხი: ,,ვერ დამკერავენ“.

 

3.1.39. ლ--------–-----ოვი საუბრის მიმდინარეობისას ასევე განმარტავს - ,,სად უნდა წავიდეს არ მეუბნები, როგორ უნდა წავიდეს არ მეუბნები, მეუბნები იმას, რომ სახლიდან ან დილით გადის, ან შუადღეს, ან შუაღამეს“, ,,მე უკვე გავდივარ, გუშინ მინდოდა მაგი მეთქვა, მაგრამ რახან დ----- არ გაიჩითა, გადავდე. რეალობა რა დავინახე იცი? ის თუ მანქანაში ჯდება და შენ თუ არ იცი, რომ ის მანქანა გადის, ე.ი. საქმეს ვერ მაძლევ შენ. შენ როგორ არ იცი, ,,პადიეზდიდან“ საიდან გადის და როგორ გადის?“. ლ--------–-----ოვი კატეგორიულად განმარტავს - ,,ვ---- თუ მოვა, ვ----- ვეტყვი, გავდივარ მეთქი. თუ დ----- მოვა, დ-----ს ვეტყვი გავდივარმეთქი. თუ არავინ არ მოვა, მე ხვალ დილით, რომ გავალ აქედან, გასაღები იქ დაგხვდება. უკვე არ შემოვალ ძმაო“. ,,ლ--------–-----ოვი: ,,მე 10 000 მყოფნიდა, მაგრამ ამათმა ყველაფერი ჩვენ შეგვაჩეჩეს, ეგრე არ არის“.

 

3.1.40. 2----–-–-- 2---------რის ჩანაწერის თანახმად მოსაუბრეები ამუშავებენ სხვადასხვა შესაძლებლობებს, მათ შორის შანტაჟის, ა----- კ-----------ის ბიჭის წაყვანის ვერსიებს, რადგან ნ---- კ-----------ი გარეთ მარტო არ დადის. კერძოდ, შ--–-- მ-----–---–ი განმარტავს, რომ ა--–----ის მეტროს უკან კორპუსში, სადაც მასწავლებელთან დადის ნ---- კ-----------ი, მიჰყავს მამას და მოჰყავს დედას. შესაბამისად, მისი მოტაცება აღნიშულ ტერიტორიაზე შეუძლებელია, მას კი არ უნდა პანიკის ატეხვა - სურს მშვიდად წაყვანა.

 

3.1.41. აღნიშნული დიალოგები ცალსახად ადასტურებს, რომ შ--–-- მ-----–---–ისთვის და ლ--------–-----ოვისთვის ცნობილი იყო, თუ სად დადიოდა ნ---- კ-----------ი მასწავლებელთან. შესაბამისად განმარტება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის პირობებში ნანახი ადგილები ბრალდებულისთვის უცნობი იყო და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა თავად მიიყვანეს და გადაუღეს ფოტოები, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

3.1.42. იმავე დიალოგისას, დ----- მ----–-–---–ი ამბობს, რომ შანტაჟთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ მათთან საუბრობს, იგულისხმებიან თანამოსაუბრეები - ვ----– ხ---------ი და შ--–-- მ-----–---–ი, რადგან გატაცების თემა არ გამოსდით. ამასთან შესაძლებელია ,,იმან“ საერთოდ უარი თქვას, ასევე - ,,ჩვენ, რომ სამივემ ,,დაბრო“ ვთქვათ, შეიძლება იმან ,,ვაბშე“ უარი თქვას“.

 

3.1.43. აღნიშნულის შემდეგ კვლავ უბრუნდებიან ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდების ვერსიას და იმ ფაქტს, რომ შ--–-- მ-----–---–ს სჭირდება მეორე კაცი. ვ----– ხ---------ის განმარტებით ლ--------–-----ოვმა უღალატა, თუმცა საუბრისას გაკეთდა დაშვებაც, რომ ტაქსით გატაცების შემთხვევაში, შეიძლება ვინმეს დაყოლიება.

 

3.1.44. იმავე დიალოგის ფარგლებში, დ----- მ----–-–---–ი ამბობს, რომ 3-4 დღეში ბინის პატრონისათვის 400 ლარი იქნება გადასახდელი, შ--–-- მ-----–---–ი პასუხობს, რომ დაცლის ბინას, დ----- მ----–-–---–ის კითხვაზე - იმ შემთხვევაში თუ ტაქსით გამოვა საქმე, სად წაიყვანს ბავშვს, შ--–-- მ-----–---–ი პასუხობს, რომ რაღაცას იზამს ან ავტომანქანაში ეყოლება. დ----- მ----–-–---–ი კი მიმართვას - ,,მანქანაში გითხარი და თავი მოიკალი, არაო და 400 ლარი გადაგვახდევინე“. შ--–-- მ-----–---–ი: ,,სხვა გზა რომ არ იქნება, რა უნდა გავაკეთო?“. საუბრის აღნიშნული ნაწილი ადასტურებს სახლის დაქირავების მიზეზს - გატაცებული ნ---- კ-----------ის დამალვას და იმ ფაქტს, რომ ბინა დაიქირავეს ერთობლივად და არა შ--–-- მ-----–---–მა ინდივიდუალურად, სტუმრისთვის ან პირადი სარგებლობისთვის.

 

3.1.45. შ--–-- მ-----–---–ი საუბრისას ასევე აცხადებს, რომ 2 დღის წინ ესაუბრა ლ--------–-----ოვს და ის იგივე აზრზეა. საუბრისას უბრუნდებიან ტაქსით გატაცების საკითხს, რა დროსაც დ----- მ----–-–---–ი განმარტავს, რომ ა---–--–--–- შეუშლით ხელს, რადგან ბავშვი აღარ ივლის მასწავლებელთან, შ--–-- მ-----–---–ი კი პასუხობს, რომ შეუძლიათ ი------ში გააკეთონ. დ----- მ----–-–---–ის კითხვაზე - ,,ეს ბინა მივცეთ?“, შ--–-- მ-----–---–ი პასუხობს - ,,მივცეთ, დ----- მივცეთ, რაღაცას ვიზამთ, კაცო“. აღნიშნულის შემდეგ, შ--–-- მ-----–---–მა დაურეკა ლ--------–-----ოვს ხმოვანი რეჟიმით, კითხვაზე - აზრი იგივე?, ამ უკანასკნელმა უპასუხა - ,,ხო, ბაზარი არ არის რა“, რის შემდგომაც ვ----– ხ---------მა გამოთქვა უკმაყოფილება. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალით დგინდება, რომ აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარეობდა 2----–-–-- 2---------რის 19:48:42 და 19:50:15 საათების შუალედში.

 

3.1.46. იმავე - 2----–-–-- 2---------რის ჩანაწერის თანახმად, ვ----– ხ---------ს და დ----- მ----–-–---–ს სახლიდან გასვლისას, შ--–-- მ-----–---–ი ემშვიდობება სიტყვებით - ,,დავაი, დავაი, ხარაშო, გაკეთდება რა“. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ვ----– ხ---------ის, დ----- მ----–-–---–ის და შ--–-- მ-----–---–ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მათ მართალია დაგეგმეს დანაშაულის ჩადენა, თუმცა 2---------ერს გადაწყვიტეს, რომ ნებაყოფლობით აეღოთ ხელი. აღნიშნული არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით, რადგან როგორც აღინიშნა დასასრულს შ--–-- მ-----–---–ი ემშვიდობება ვ----– ხ---------ს და დ----- მ----–-–---–ს და ეუბნება ფრაზას - ,,დავია, დავაი, ხარაშო, გაკეთდება რა“, რაც ეჭვგარეშე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპზეც კი - 2---------რის დღის ბოლოს, მათი მხრიდან არ მომხდარა დანაშაულის ჩადენის გადაფიქრება, არათუ საბოლოოდ ხელის აღება, ამასთან იმავე დღეს - 2---------ერს, მათ გაიარეს არაერთი ვარიანტი, მათ შორის დაზარალებულების დაშანტაჟების, რასაც ამუშავებდნენ ერთად, თუმცა არ იცოდნენ მიიღებდნენ თუ არა თანხმობას ორგანიზატორისგან.

 

3.1.47. აღნიშნულს ადასტურებს ასევე 2----–-–-- 2---------ერს შ--–-- მ-----–---–სა და ლ--------–-----ოვს შორის არსებული სატელეფონო საუბარი, რა დროსაც შ--–-- მ-----–---–ი ლ--------–-----ოვს აცნობებს, რომ წინა დღეს, ანუ 2----–-–-- 2---------ერს მასთან იყვნენ მისულები, ,,რაღაცეები იბოდიალეს, კიდევ იბოდიალეს, იბოდიალეს და რავი მე, ხ----ს დაველაპარაკებითო, რაღაც სხვანაირი ვარიანტებიო რაღაცაო, რა ვიცი მე რაღაცეები იბოდიალეს და წავიდნენ რა“, თავის მხრივ ლ--------–-----ოვი უყვება, რომ ვ----მ დაურეკა, თუმცა მან უპასუხა, რომ იგივე აზრზე იყო. საუბრის დასასრულს შ--–-- მ-----–---–ი ემშვიდობება სიტყვებით - ,,კაი, კაი, დაგიკავშირდებით“. ფრაზა - ,,დაგიკავშირდებით“ ადასტურებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაუკავშირდებოდნენ და არა ცალკე აღებული შ--–-- მ-----–---–ი, პირობითად, პირადი მოკითხვის მიზნით.

 

3.1.48. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2----–-–-------------ერს, 1707 საათზე, პ---–- დ--–-----ი ცდილობს დაუკავშირდეს დ----- მ----–-–---–ს ,,V-----ით”, გამოტოვებული ზარების შემდეგ კი სთხოვს დაუკავშირდეს და აცნობებს, რომ პ-–-ა. რამდენიმე წუთში 17:22:41 საათზე კი წერს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას - ,,დ----- ,,ზდაროვა“, პ-–- ვარ. როცა მოიცლი სასწრაფოდ დამირეკე რა ,,ვ------ში“ ან ,,ვ--–---ზე“. პ---–- დ--–-----ის ამგვარი თხოვნა ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ 2----–-–-------------რის მდგომარეობით ის კვლავ დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფარულად („W--------ის” ან ,,V-----ის“ საშუალებით) ცდილობს კომუნიკაციის დამყარებას ჯგუფის წევრ დ----- მ----–-–---–თან. სწორედ კომუნიკაციის ფარულად განხორციელების მცდელობიდან გამომდინარე ვერ გაიზიარებს სასამართლო მის ვერსიას, რომ დ----- მ----–-–---–ის ტელეფონის ნომერი გაიგო ვინმე ლ-----სგან და ცდილობდა დაკავშირებას, მხოლოდ იმიტომ რომ ეკითხა ვ----– ხ---------ის ადგილსამყოფელი, რადგან ამ უკანასკნელს ეძებდა ოჯახი. ცხადაი, ასეთ შემთხვევაში ის არ იქნებოდა კატეგორიული დაკავშირებოდნენ „W--------ის” ან ,,V-----ის“ საშუალებით.

პ---–- დ--–-----ის დაზუსტება - ,,პ-–- ვარ“, ერთის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ამ დრომდე - 2----–-–-------------რამდე პ---–- დ--–-----ს დ----- მ----–-–---–თან არ ჰქონია პირდაპირი კომუნიკაცია და დ----- მ----–-–---–ი, როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოიძია ვ----– ხ---------მა, როგორც ამას თავად ვ----– ხ---------ი და დ----- მ----–-–---–ი აცხადებენ, ხოლო მეორეს მხრივ ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ პ---–- დ--–-----ისათვის ცნობილი იყო ჯგუფის თითოეული წევრის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ჯგუფის სხვა წევრებს ინფორმაციას აწვდიდა ვ----– ხ---------ის საშუალებით, ანუ ეს უკანასკნელი იყო ინფორმაციის გამტარი. 2----–-–-------------ერს კი, მაშინ როცა პ---–- დ--–-----ი ვერ დაუკავშირდა ვ----– ხ---------ს, სცადა პირდაპირ კავშირზე გასვლა დ----- მ----–-–---–თან.

შესაბამისად პ---–- დ--–-----ის ქმედება ეჭვგარეშე ადასტურებს მის არათუ მონაწილეობას ჯგუფურ დანაშაულში, არამედ სწორედ მის მიერ გეგმის შემუშავებას და დანაშაულის დაორგანიზებას.

 

3.1.49. სასამრთლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თითქოსდა ბრალდებულების მხრიდან, გარდა ლ--------–-----ოვისა, მოხდა დანაშაულის ჩადენაზე ხელის აღება, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს მათი საუბრებიდან და ქმედებებიდან. მსგავსი მინიშნებაც კი არ დგინდება არცერთ მათ დიალოგში ან/და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებაში.

 

3.1.50. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ აუდიო მასალაზე და ხმების ნიმუშებზე ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარდგენილ მასალას მონტაჟის კვალი არ აღენიშნება, აუდიო ჩანაწერებში კი ფიქსირდება ვ----– ხ---------ის, ლ--------–-----ოვის, შ--–-- მ-----–---–ის და დ----- მ----–-–---–ის ხმები.

 

3.1.51. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მონაწილე თითოეულმა ბრალდებულმა დაადასტურა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერში მისი საუბარი. მიუხედავად მათი ინტერპრეტაციებისა, მათ შორის მიმდინარე დიალოგი ადასტურებს, რომ თითოეული მათგანი ამზადებდა დანაშაულს - ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდებას, ა----- კ-----------ისათვის ფულის მოთხოვნის მიზნით და სწორედ იმიტომ, რომ არ ჰქონდათ კონკრეტული სტრატეგია და გეგმა, ამუშავებდნენ მათთვის ოპტიმალურ ვერსიას.

 

3.1.52. დაცვის მხარის განმარტება, რომ მათ დანაშაულის გეგმა არ ჰქონდათ კონკრეტიზებული და თითქოს საქმეს ეკიდებოდნენ ზერელედ, გამომდინარეობს იმ სიფრთხილიდან, რომელსაც ისინი იჩენდნენ კონკრეტული საკითხის მიმართ - მაქსიმალურად მარტივად და მათთვის უსაფრთხოდ ჩაედინათ დანაშაული. კერძოდ, საუბრობდნენ დღე-ღამის პერიოდზე, როდის იყო უმჯობესი ნ---- კ-----------ის გატაცება, მოიმარაგეს ტაქსის ნიშანი, საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულის მოსატყუებლად, თუ ეს უკანასკნელი გადაწყვეტდა ტაქსით მგზავრობას, ასევე ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი, იმ შემთხვევისთვის თუ ნ---- კ-----------ის გატაცებისას ვიდეო სათვალთვალო კამერა დააფიქსირებდა მათ მიერ გამოყენებულ ავტომანქანას და სხვა.

 

3.1.53. აღნიშნული მტკიცებულებებით უდავოდ დგინდება, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებით ნამდვილად ემზადებოდნენ არასრულწლოვანი ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდებისათვის, ანგარებით - რათა ა----- კ-----------ისთვის მოეთხოვათ გამოსასყიდი, არასრულწლოვანის მძევლად ხელში ჩაგდებისას კი არ გამორიცხავდნენ მის საბარგულით წაყვანას, გათიშვას, ცემას და სხვაგვარ ძალადობას, ასევე უშვებდნენ სახის დაზიანების მუქარას, დაზარალებულის შეშინებისა და გაჩუმებისათვის.

 

3.1.54. გამოკვლეული მტკიცებულების ანალიზით (განსაკუთრებით - 3.1.46, 3.1.47. და 3.1.50. პუნქტები) სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ პ---–- დ--–----ის, ვ----– ხ---------ის, დ----- მ----–-–---–ის და შ--–-- მ-----–---–ის მიერ არათუ არ მომხდარა დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ ხელის აღება, არამედ დაკავებამდე არ შეუწყვიტავთ დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა.

 

3.2. დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული

(სასამართლო არ განმეორდება მტკიცებულების შინაარსის მიმოხილვით)

 

3.2.1. მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე (3.1.38, 3.1.39, 3.1.45 და 3.1.47) დადგინდა, რომ 2----–-–----------------ერს ლ--------–-----ოვმა ჯგუფის წევრებს არაერთხელ შეატყობინა, რომ აღარ აპირებდა დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობას და აზრს არ შეცვლიდა. თუმცა იმავდროულად ნამდვილად იცოდა, რომ იმავე პერიოდში ჯგუფის დანარჩენი წევრები აგრძელებდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებას - ნ---- კ-----------ის მძევლად ხელში ჩაგდებისათვის მზადებას, რაც არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს.

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ--------–-----ოვის ურთიერთგამომრციხავ მინიშნებებს, რომელთა თანახმადაც ერთის მხრივ მას შემდეგ რაც ხელი აიღო დანაშაულის ჩადენაზე და გამოეთიშა დანარჩენ ბრალდებულებს, არ შეატყობინა სამართალდამცავი ორგანოს წარმოამდგენლებს, რადგან ერთის მხრივ არ იცოდა რამდენად იყო ვალდებული გაეცხადებინა, ხოლო მეორეს მხრივ შეეშინდა ბრალი არ დაედოთ მისთვის ცილისწამებისთვის. ცხადია, აღნიშნულის უმოქმედობის გამართლება შეუძლებელია აღნიშნული არგუმენტებით, მითუფრო მაშინ როცა საკითხი ეხება არასრულწლოვანის უფლებებს.

 

3.3. დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით

 

3.3.1. გარდა ამისა, გამოკვლეული მტკიცებულებით და მათი ანალიზით (3.1.28-3.1.33 პუნქტები) უტყუარად დადასტურდა, რომ ლ--------–-----ოვი თბილისში, ფ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ-----– მ--–-–---–ის კუთვნილი ,,გ---------ის“ სანომრე ნიშანს, სახელმწიფო ნომრით - E------ და მიიტანა ჯგუფის წევრების მიერ დაქირავებულ ბინაში, მდებარე - თბილისში, გ-–----------------, კორპ. 7ა, ბ------.

 

3.3.2. ამასთან, მართალია ბრალდებულების ჩვენებები რიგ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არის არადამაჯერებელი და მიზნად ისახავს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, თუმცა მათ მიერ გაცხადებული რიგი ფაქტები, რომელთათვისაც გვერდის ავლა ვერ მოახერხა დაცვის მხარე და რომელებიც თავის მხრივ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების ერთობლიობას ადასტურებს სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, რაც მოცემულია მე-2 პუნქტში.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მძევლად ხელში ჩაგდებისათვის. ამ დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის პირადი თავისუფლება. ერთის მხრივ თავად მძევლის, ხოლო მეორეს მხრივ იმ პირის თავისუფლება, რომელსაც აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს კონკრეტული მოქმედება, მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულის მხოლოდ ნაწილზე.

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ორგანიზატორს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განესაზღვრება კოდექსის შესაბამისი მუხლით, 25-ე მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებელი იყო.

 

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც მისი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, არის დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებების და თავად ბრალდებულების ჩვენების თანახმად დადგინდება, რომ ბრალდებულები წინასწარ შეკავშირდნენ და ურთიერთშეთანხმებით გეგმავდნენ და ამზადებდნენ დანაშაულს და მის თითოეულ ვერსიას.

 

4.8. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ კიდევ ერთ ნიშანს - ანგარებას, სასამართლო განმარტავს, რომ ანგარებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირი დანაშაულის ჩადენით ცდილობს მიიღოს მატერიალური სარგებელი. მოცემული შემთხვევისათვის დადგენილია, რომ ანგარებითი მოტივი ჰქონდა თითოეულ ბრალდებულს და პ---–- დ--–-----ის გეგმას დასთანხმდნენ სწორედ გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

 

4.9. დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია ასევე - დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, მოცემული შემთხვევისათვის ასევე დადგენილია, რომ თითოეული ბრალდებულისათვის ცნობილი იყო ნ---- კ-----------ის სავარაუდო ასაკი, დანაშაულის დაგეგმვისას მათ მიერ არაერთხელ გაიჟღერა სიტყვამ - ბავშვი, გარდა ამისა 2----–-–-------------რის ჩანაწერის თანახმად შ--–-- მ-----–---–ი ვ----– ხ---------თან და ლ--------–-----ოვთან საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვი არის 14 წლის, რის გამოც შესაძლოა სახის დასახიჩრების მუქარისას ,,ამდენი“ არ იფიქროს. თავის მხრივ პ---–- დ--–-----ი განმარტავს, რომ ნ---- კ-----------ი მის ხელში არის გაზრდილი, რაც ადასტურებს იმას, რომ მისთვისაც ცნობილი იყო დაზარალებულის ასაკი. ასევე, დადგინდა, რომ დ----- მ----–-–---–მა ბაზაში გადაამოწმა ნ---- კ-----------ი, სადაც მონაცემებს შორის მითითებულია პირის დაბადების თარიღი. ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა უფლებები დაცულია ასევე ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - კოდექსის მიზნებს შორის აღნიშნულია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულის უფლებათა დაცვა, მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება.

 

4.10. გარდა ამისა მუხლი ითვალისწინებს მაკვალიფიცირებელ ნიშანს - სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, როგორც აღინიშნა ბრალდებულები მზად იყვნენ ნ---- კ-----------ისთვის სახეზე დაედოთ დანა, გაეთიშათ, ჩაესვათ საბარგულში და სხვა, რაც ცხადია წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას.

 

4.11. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე დაწესებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. კონკრეტული ბრალდებულის დანაშაული გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), რომელიც აუცილებელ ინფორმაციას არ აწვდის სათანადო ორგანოებს დანაშაულის აღსაკვეთად ან გამოძიების ეფექტურად წარმოებისათვის. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა ნამდვილად იცოდეს: 1) მზადდება ან/და ჩადენილია დანაშაული; 2) დანაშაული, რომლის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს დანაშაულის სუბიექტი უნდა მიეკუთვნებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას.

 

4.12. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად არის დადგენილი, რომ ლ--------–-----ოვისათვის ნამდვილად ცნობილი იყო რომ იგეგმებოდა და მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა, თუმცა მიუხედავად ამისა არაფერი მოიმოქმედა და არ შეატყობინა სამართალდამცავებს (შესაბამის ორგანოებს).

 

4.13. საყურადღებოა, რომ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-14 წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------–-----ოვის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

 

4.14. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლში მოცემულია სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები, მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად კი

მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

4.15. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე დაწესებულია დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გადამალვა, განადგურება ან დაზიანებისათვის, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით.

გადამალვა გულისხმობს დოკუმენტით სარგებლობის, გამოყენების შესაძლებლობის მოსპობას მათი მფლობელისათვის დამალვით, ანგარებით ან პირადი მოტივით. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ლ--------–-----ოვმა თბილისში, ფ-----------------ის მიმდებარედ მდგომ მ-----– მ--–-–---–ის კუთვნილი ,,გ---------ს“ მოხსნა სანომრე ნიშანი, სახელმწიფო ნომრით - E------ და მიიტანა თბილისში, გ-–------------------------------------------ში, რათა მოგვიანებით საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინა თანამონაწილეებთან ერთად დანაშაულის ჩასადენად.

 

4.16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------–-----ოვის მიმართ წარდგენილი ქმედება გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. პ---–- დ--–-----ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,25-144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტები გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ვ----– ხ---------ი, დ----- მ----–-–---–ი და შ--–-- მ-----–---–ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,25,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

5.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ ბრლადებულებს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,25-144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტები, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს პ---–- დ--–-----ს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტები, რითიც მსჯავრი უნდა დაედოს ვ----– ხ---------ს, დ----- მ----–-–---–ს და შ--–-- მ-----–---–ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-14 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ლ--------–-----ოვს უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-7 წლამდე, რაც შეეხება საქართველოს სსკ-უის 363-ე მუხლის პირველი ნაწილს, რითაც ასევე მსჯავრი უნდა დაედოს ლ--------–-----ოვს, ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე.

 

6.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნებების მომეტებული საშიშროებას საზოგადებისათვის და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პ---–- დ--–----ს, ვ----– ხ---------ს, დ----- მ----–-–---–ს და შ--–-- მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრავს 10 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ლ--------–-----ოვს დანაშაულთა ერთობლიობით და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის გათვალისიწნებით, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

7. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

დ. მ----–-–---–ის, ვ. ხ---------ის, შ. მ-----–---–ის, ლ. გ--–--------ის და პ. დ--–-----ის პირადი ჩხრეკისას და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, ავტომობილის სანომრე ნიშნები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასევე ვ. ხ---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება შსს გ-------–-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

პ. დ--–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შესანახად გადაგზავნილია შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში, ასევე შ. მ-----–---–თან ჩატარებული ბინის (ქ. თბილისში, გ-–----------------, კ-----------------), ჩხრეკის შედეგად ამოღებული სახრახნისი, მწებავი ლენტის გორგალი, ტაქსის ტრაფარეტი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს;

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის 185/ჰ შედეგად მიღებული ფოტოსურათები და ვიდეოგრამა 1 ცალ ლაზერულ დიკზე, სს ,,ს--–-----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ბრალდებულების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაცია და ფოტოსურათები 14 ცალ ლაზერულ დისკზე, შსს ე--------–-----------–------–-------დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, შპს ,,ლ-------–-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, შპს ,,მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ ლაზერულ დისკზე, დ. მ----–-–---–ის, ვ. ხ---------ის, შ. მ-----–---–ის, ლ. გ--–--------ის ხმის ნიმუშები 4 ცალ ლაზერულ დისკზე, ქ. თბილისში, გ-–----------------, კ------------------ში ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარული აუდიოჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერები 4 ცალ ლაზერულ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიო ინფორმაცია 4 ცალ ლაზერულ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარული ვიდეო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები და ფოტოსურათები 2 ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ--------–-----ოვის ქმედება გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

ლ--------–-----ოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ლ--------–-----ოვს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ლ--------–-----ოვს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-------------რიდან.

 

2. პ---–- დ--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,25,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

პ---–- დ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-------------რიდან.

 

3. შ--–-- მ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

შ--–-- მ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-------------რიდან.

 

4. დ----- მ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

დ----- მ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-------------რიდან.

 

5. ვ----– ხ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ვ----– ხ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-------------რიდან.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

დ. მ----–-–---–ის, ვ. ხ---------ის, შ. მ-----–---–ის, ლ. გ--–--------ის და პ. დ--–-----ის პირადი ჩხრეკისას და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, ავტომობილის სანომრე ნიშნები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასევე ვ. ხ---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება შსს გ-------–-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

პ. დ--–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შესანახად გადაგზავნილია შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში, ასევე შ. მ-----–---–თან ჩატარებული ბინის (ქ. თბილისში, გ-–----------------, კ-----------------), ჩხრეკის შედეგად ამოღებული სახრახნისი, მწებავი ლენტის გორგალი, ტაქსის ტრაფარეტი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს;

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის 185/ჰ შედეგად მიღებული ფოტოსურათები და ვიდეოგრამა 1 ცალ ლაზერულ დიკზე, სს ,,ს--–-----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ბრალდებულების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაცია და ფოტოსურათები 14 ცალ ლაზერულ დისკზე, შსს ე--------–-----------–------–-------დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, შპს ,,ლ-------–-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, შპს ,,მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ ლაზერულ დისკზე, დ. მ----–-–---–ის, ვ. ხ---------ის, შ. მ-----–---–ის, ლ. გ--–--------ის ხმის ნიმუშები 4 ცალ ლაზერულ დისკზე, ქ. თბილისში, გ-–----------------, კ------------------ში ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარული აუდიოჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერები 4 ცალ ლაზერულ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიო ინფორმაცია 4 ცალ ლაზერულ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარული ვიდეო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები და ფოტოსურათები 2 ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე