განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1982-16
(--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი :
9 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–-----------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ-----–----------–-–---–-, მ------------–---–-
ბრალდებული - გ------- ლ--------- გ--–-–---–-, დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ-----------------------------–-----–---- ამჟამად ძებნის ქვეშ მყოფი.
კვალიფიკაცია/დისპოზიცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის); 2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის); 3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)).
ბრალდებული - კ--- თ----------- ხ---------, დაბადებული - 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------------------–-----–---.
კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2016 წლის 26 თებერვალს, გ-----------–-–---–მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე ე------------–-----------გან შეიძინა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის ძარა (სახელმწიფო ნომრით T--------- ვინ კოდით - 5-----------------, რომლის სასესხო ვალდებულებით დატვირთვის და შპს „----------–------ კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ექსპლუატაციისთვის ვარგის, იგივე მოდელისა და ფერის ა/მანქანაზე დააფიქსირა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის (სახელმწიფო ნომრით T--------- გაყალბებული საიდენტიფიკაციო კოდი და სახელმწიფო ნომერი. 2016 წლის 2 მარტს, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მხოლოდ მის მიერ ე------------–-----------გან შეძენილი ძარა) შპს კ---------–---–-- დატვირთა სესხისა და გირავნობის N------------- ხელშეკრულებით, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „----------–------ კუთვნილ 3------------------------- აშშ დოლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2016 წლის 17 თებერვალს, გ-----------–-–---–მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე თ-----------------–---–----- შეიძინა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის ძარა (სახელმწიფო ნომრით W--------- ვინ კოდით - 4----------------), რომლის სასესხო ვალდებულებით დატვირთვის და შპს „--–------ კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ექსპლუატაციისთვის ვარგის, იგივე მოდელისა და ფერის ა/მანქანაზე დააფიქსირა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის (სახელმწიფო ნომრით W--------- გაყალბებული საიდენტიფიკაციო კოდი და სახელმწიფო ნომერი. 2016 წლის 18 თებერვალს, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მის მიერ თ-----------------–---–----- შეძენილი ძარა) შპს „--–----–-- დატვირთა სესხისა და გირავნობის N---------- ხელშეკრულებით, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „--–------ კუთვნილ ფულად თანხას - 4-------------------------- აშშ დოლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიდგა დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
1.3. გ-----------–-–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 21 ცალი სპეციალური დანიშნულების ვაზნა (13 ცალი მანათობელი, ხოლო 8 ცალი ჯავშანმხვრეტი-ცეცხლგამჩენი). ვაზნები ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. აღნიშნულ საბრძოლო მასალას გ-----------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გ----------- რაიონის სოფელ ჩ----–--–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 2016 წლის 16 მარტს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
1.4. 2016 წლის 11 იანვარს, კ-------------------------------–----–---–----- შეიძინა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის ძარა (სახელმწიფო ნომრით Q--------- ვინ კოდით - 5------------------- რომლის სასესხო ვალდებულებით დატვირთვის და შპს „----------–------ კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ექსპლუატაციისათვის ვარგის, იგივე მოდელისა და ფერის ა/მანქანაზე დააფიქსირა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის (სახელმწიფო ნომრით Q---------- გაყალბებული საიდენტიციკაციო კოდი და სახელმწიფო ნომერი. 2016 წლის 26 იანვარს, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მის მიერ მ--------------–----–---–----- შეძენილი ძარა) შპს „კ---------–---–-- დატვირთა სესხისა და გირავნობის N------------- ხელშეკრულებით, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „----------–------ კუთვნილ 7------–-----------------–---------- აშშ დოლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2016 წლის 26 თებერვალს, გ-----------–-–---–მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე ე------------–-----------გან შეიძინა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის ძარა (სახელმწიფო ნომრით T--------- ვინ კოდით - 5-----------------, რომლის სასესხო ვალდებულებით დატვირთვის და შპს „----------–------ კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ექსპლუატაციისთვის ვარგის, იგივე მოდელისა და ფერის ა/მანქანაზე დააფიქსირა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის (სახელმწიფო ნომრით T--------- გაყალბებული საიდენტიფიკაციო კოდი და სახელმწიფო ნომერი. 2016 წლის 2 მარტს, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მხოლოდ მის მიერ ე------------–-----------გან შეძენილი ძარა) შპს კ---------–---–-- დატვირთა სესხისა და გირავნობის N------------- ხელშეკრულებით, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „----------–------ კუთვნილ 3------------------------- აშშ დოლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2016 წლის 17 თებერვალს, გ-----------–-–---–მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე თ-----------------–---–----- შეიძინა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის ძარა (სახელმწიფო ნომრით W--------- ვინ კოდით - 4----------------), რომლის სასესხო ვალდებულებით დატვირთვის და შპს „--–------ კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ექსპლუატაციისთვის ვარგის, იგივე მოდელისა და ფერის ა/მანქანაზე დააფიქსირა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის (სახელმწიფო ნომრით W--------- გაყალბებული საიდენტიფიკაციო კოდი და სახელმწიფო ნომერი. 2016 წლის 18 თებერვალს, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მის მიერ თ-----------------–---–----- შეძენილი ძარა) შპს „--–----–-- დატვირთა სესხისა და გირავნობის N---------- ხელშეკრულებით, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „--–------ კუთვნილ ფულად თანხას - 4-------------------------- აშშ დოლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიდგა დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
2.3. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ-----------–-–---–ის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2.4. 2016 წლის 11 იანვარს, კ-------------------------------–----–---–----- შეიძინა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის ძარა (სახელმწიფო ნომრით Q--------- ვინ კოდით - 5------------------- რომლის სასესხო ვალდებულებით დატვირთვის და შპს „----------–------ კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ექსპლუატაციისათვის ვარგის, იგივე მოდელისა და ფერის ა/მანქანაზე დააფიქსირა ექსპლუატაციიდან გამოსული „------- მოდელის ა/მანქანის (სახელმწიფო ნომრით Q---------- გაყალბებული საიდენტიციკაციო კოდი და სახელმწიფო ნომერი. 2016 წლის 26 იანვარს, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მის მიერ მ--------------–----–---–----- შეძენილი ძარა) შპს „კ---------–---–-- დატვირთა სესხისა და გირავნობის N------------- ხელშეკრულებით, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „----------–------ კუთვნილ 7------–-----------------–---------- აშშ დოლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (გ-----------–-–---–ის მიმართ)
3.2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ-------------–---- ჩვენებით დგინდება, რომ მან საკუთარი საზღვარგარეთ შეძენილი „------- მოდელის ა/მანქანის (რომელიც გადაფორმებული ჰქონდა ე------------–----------- სახელზე) ძარა მიჰყიდა გ-----------–-–---–ს. თავად აღნიშული პირი ნანახი არ ჰყავს. ა/მანქანის ძარის ღირებულება მან უნაღდო ანგარიშსწორებით (გადარიცხვით) მიიღო.
3.2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ე------------–----------- ჩვენებით დგინდება, რომ თავისი ნათესავის - თ-------------–---- კუთვნილი „------- მოდელის ა/მანქანა საკუთარ სახელზე ჰქონდა გადაფორმებული. შესაბამისად, როგორც ოფიციალურ დოკუმენტებში ასახულმა მესაკუთრემ, აღნიშნული ა/მანქანის ძარა, ნასყიდობის საფუძველზე გადაუფორმა ვინმე გ-------ს (გვარი არ ახსოვს).
3.2.3. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტაციით დგინდება, რომ გ-----------–-–---–მა, მისი და ა/მანქანის მესაკუთრის - ე------------–----------- ერთობლივი განცხადების შედეგად, 2016 წლის 26 თებერვალს, შეიძინა „------- მოდელის ა/მანქანა (სახელმწიფო ნომერი T--------- ვინ კოდი - 5-----------------. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებს თან ერთვის მხარეთა ერთობლივი განცხადება, დადასტურებული ე------------–-----------ა და გ-----------–-–---–ის ხელმოწერებით.
3.2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ა----------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში ექსპერტ-შემფასებლად. მან დაათვალიერა „------- მოდელის ა/მანქანა, რაც დაასურათა (როგორც ცალკეული ნაწილები, ისე მთლიანი ა/მანქანა). დათვალიერებისას მას საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, შესაბამისად, დათვალიერების შემდეგ, შეადგინა სათანადო აქტი.
3.2.5. ა/მანქანის ძარის დათვალიერების ოქმით (----------- დგინდება შემდეგი: ქ---------–----–--------------------- ეზოში, შესასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეს დგას ა/მანქანები. მათ შორის, დევს ლურჯი ა/მანქანის ძარა, რომელიც ვიზუალურად დაზიანებული არ არის. აღნიშნულ ძარას წინა მარცხენა მხარეს აქვს ვინ კოდი - 5----------------- რომელიც დალუქულ იქნა მწებავი ლენტით. უშუალოდ ძარა დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ.
3.2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შ------------------- რომელიც 2016 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში, განმარტა ა/მანქანის გადაფორმების პროცედურა: თავდაპირველად ექსპერტი ახდენს გადასაფორმებელი ა/მანქანის დათვალიერებას, შემდეგ მოქალაქე შესაბამისი დოკუმენტაციით მიდის რეგისტრატურაში, სადაც ხდება ა/მანქანის იდენტიფიცირება, ხოლო ამის შემდეგ - რეგისტრაცია. მოწმის თქმით, ა/მანქანის აღდგენის შემთხვევაშიც იგივე პროცედურებია (თავდაპირველად ხდება ა/მანქანის აღდგენა მის მფლობელზე, ხოლო შემდეგ - გადაფორმება). ა/მანქანის აღდგენა ასევე შესაძლებელია დისტანციურად.
3.2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ე---–------------ განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების, რომელიც ვერ გადაადგილდება თავისუფლად, აღდგენა ხდება საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, სადაც მოქალაქე წერს განცხადებას საკუთარი მოთხოვნის შესახებ. ამის შემდეგ, მომსახურების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი გადის ა/მანქანის ადგილსამყოფელზე და ათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებას. ჩამოწერილის აღდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სატრანსპორტო საშუალება ვიზუალურად ჰგავს ა/მანქანას. როდესაც მოწმეს გამომძიებელმა სატრანსპორტო საშუალების სურათები აჩვენა, ივარაუდა, რომ ვინ კოდი იყო გაყალბებული, რადგან იმ ადგილას, სადაც ვინ კოდია მიმაგრებული, ქაღალდივით ფირფიტა იყო მიკრული. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მიერ გადაღებული ფოტოსურათებითა და გამომძიებლის მიერ წარდგენილი ფოტოსურათების შედარების შედეგად, დადგინდა ა/მანქანის ვინ კოდის შეცვლა. მოწმის თქმით, ერთი შეხედვით რთულია ექსპერტმა შეამჩნიოს გაყალბებული ვინ კოდი. გასათვალისწინებელია, რომ მათ არ აქვთ რაიმე ვალდებულება გამოავლინონ ყალბი ვინ კოდი. მათი მოვალეობაა ეჭვის გაჩენის შემდეგ, ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო უწყებას.
3.2.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ-------–----–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს „----------–------ წარმომადგენელი. გ-----------–-–---–მა აღნიშნულ კომპანიაში დაალომბარდა „------- მოდელის ა/მანქანა. ა/მანქანის დალომბარდებისას კომპანიამ გასცა 5 000 აშშ დოლარი. მართალია კომპანიის ექსპერტმა დალომბარდებამდე შეამოწმა ა/მანქანები, თუმცა ვერ შენიშნა ძარის შეცვლის კვალი. მოწმემ გ-----------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე შეიტყო საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისგან. გ-----------–-–---–ს შპს „----------–------ წინაშე არაფერი გადაუხდია.
3.2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა შპს „კ---------–---–--. მის მოვალეობაში შედიოდა ა/მანქანათა ტექ. დათვალიერება და ფოტოების გადაღება. აგრეთვე, ა/მანქანის ვინ კოდისა და სხვა მონაცემების ხელშეკრულებაში ასახვა. მოწმემ დაადასტურა, რომ მან გირავნობის რეგისტრაციის მიზნით, დაათვალიერა გ-----------–-–---–ის მიერ მიყვანილი „------- მოდელის ა/მანქანა. შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ კი, დაარეგისტრირა აღნიშნული ა/მანქანა. მოგვიანებით შეიტყო, რომ აღნიშნული პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა. მოწმის განმარტებით, გ-----------–-–---–ს შპს „----------–------ წინაშე არაფერი გადაუხდია.
3.2.10. გირავნობის №------------- ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს „----------–-----“ გ-----------–-–---–ის სახელზე გასცა სესხი 3-------–– დოლარის ოდენობით, რითაც დამგირავებელმა - გ-----------–-–---–მა იკისრა ვალდებულება დაეფარა სესხის ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გირავნობის საგანია „------- მოდელის ა/მანქანა (სახელმწიფო ნომერი T--------- ვინ კოდი - 5-----------------. ხელშეკრულების თანახმად, დამგირავებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს გირავნობით ან/და სხვა ქონებით. სესხი გაიცა 6 თვის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულება დადასტურებულია გ-----------–-–---–ისა და შპს „----------–------ წარმომადგენლის ხელმოწერებით.
3.2.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ი--------------–---- რომელმაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გ-----------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. აღნიშნული პირი მოქმედებდა შემდეგი სქემის მიხედვით: მთელი საქართველოს მასშტაბით იაფად ეძებდა დაშლილ ა/მანქანებს, რომელთა მხოლოდ ძარა იქნებოდა გამოსადეგი. როგორც წესი, ასეთი ა/მანქანა იყო ჩამოწერილი, თუმცა ჩამოწერილი ა/მანქანის აღდგენა, მარტივი პროცედურით - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში განაცხადის შეტანით არის შესაძლებელი. ა/მანქანის აღდგენის შემდეგ გასცემდნენ ტექ. პასპორტსა და ნომრებს. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა გ-----------–-–---–მა მის მიერ შეძენილი და აღდგენილი ა/მანქანის ძარადან, ვინ კოდი გადაიტანა სხვა მსგავს ა/მანქანაზე (ვინ კოდი იჭრებოდა ძარიდან, რასაც დებდა ან აკრავდა სხვა ა/მანქანის მინას), რომელიც იყო ვარგის მდგომარეობაში. შემდეგ კი, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მხოლოდ ძარა) დაალომბარდა. ვინაიდან ა/მანქანის ვინ კოდები ემთხვეოდა ა/მანქანის ტექ. პასპორტს, დალომბარდებისას პრობლემა არ შექმნიათ.
3.2.12. ბრალდებულ გ-----------–-–---–ის მოფიქრებულ და განხორციელებულ დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით ისაუბრა თავის ჩვენებაში გამომძიებელმა თ-----------–---–--–. მის მიერ მიცემული ჩვენება მსგავსი იყო ი--------------–---- ჩვენებისა. მანვე დაადასტურა, რომ გ-----------–-–---–თან მიმართებით ფიგურირებდა ორი „ბ--- ფირმის ა/მანქანა.
3.2.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტ მ----------------- ჩვენებით დგინდება, რომ შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, დაადგინეს, რომ „------- მოდელის ა/მანქანის ვინ კოდი - 5---------------- იყო გაყალბებული.
3.2.14. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ: ნ----------------------–---------–-------------–-----------------------–---–---------–----------------------–--–----–-–---–-----------------------–-----------------------------------------------------–---–-----–-----------–----–-------------–-----–--, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმების სისწორე.
3.3. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის (გ-----------–-–---–ის მიმართ)
3.3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ-----------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მან საკუთარი „------- მოდელის ა/მანქანა, რომელიც შეიძინა საზღვარგარეთ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩააბარა ავტობაზრობაზე ე.წ „დაშლილებში“, ვინაიდან აღნიშნული ა/მანქანის ფაქტიური მდგომარეობა არ აძლევდა მისი აღდგენის შესაძლებლობას. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ სურდათ მის მიერ ავტობაზრობაზე ჩაბარებული ა/მანქანის შეძენა, რომელიც ოფიციალურად საჭიროებდა აღდგენას და გადაფორმებას, ვინაიდან ჩაბარების მომენტში მოხდა აღნიშნული ა/მანქანის ჩამოწერა. მოწმემ დაადასტურა, რომ წარსულში მის მფლობელობაში არსებული „------- მოდელის ა/მანქანა გადაუფორმა გ-----------–-–---–ს.
3.3.2. მოწმე თ-----------------–---–-- ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ა--------------–----–----, რომელიც „------- მოდელის ა/მანქანის ავტობაზრობაზე ჩაბარებისა და მოგვიანებით გადაფორმების პროცესში, თან ახლდა თ-----------------–---–-.
3.3.3. ბინის ჩხრეკის ოქმით (----------- დგინდება, რომ გ-----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან (მდებარე: გ----------- რაიონი, სოფელი ჩ----–---) ამოღებულ იქნა სესხის, საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებები; აგრეთვე, უცხო ენოვანი დოკუმენტაცია.
3.3.4. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ოფიციალური წერილით (----------- დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალება „------- მოდელის ა/მანქანა (ვინ კოდით - 4----------------), 2015 წლის 3 აპრილს დარეგისტრირდა (პირველადი რეგისტრაცია) თ------------------–---–-- (პირადი N------------ დაბადებული: 13.05.1----–-, მისამართი: მ--------–------------------–-------------–-------------) სახელზე სახ. ნომრით B--------. 2015 წლის 13 ივლისს, მფლობელის - თ-----------------–---–-- განცხადების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალება მოიხსნა აღრიცხვიდან (ჩამოიწერა). 2016 წლის 17 თებერვალს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია აღდგენილ იქნა და იგი მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა თ-----------------–---–-- სახელზე (სახ. ნომრით W---------. ავტომობილი იმავე დღეს გადაფორმდა და დღემდე რეგისტრირებულია გ-----------–-–---–ის (პირადი N------------ სახელზე. სატრანსპორტო საშუალებაზე 2016 წლის 18 თებერვლიდან N---------- ხელშეკრულებით (დამგირავებელი - გ-----------–-–---–ი, მოგირავნე შპს „--–-----) რეგისტრირებულია გირავნობის უფლება. სხვა რაიმე სახის უფლებრივი ან/და სამართლებრივი შეზღუდვა აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული არ არის.
3.3.5. 3.3.4. პუნქტში მითითებული ინფორმაცია დასტურდება გირავნობის №---------- ხელშეკრულებით.
3.3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული შ--–-----------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს „--–------ წარმომადგენელი. გ-----------–-–---–მა აღნიშნულ კომპანიაში ტარების უფლებით დაალომბარდა ორი „------- მოდელის ა/მანქანა. პირველი ა/მანქანის დალომბარდებისას კომპანიამ გასცა 6------–– დოლარი, ხოლო მეორე ა/მანქანის დალომბარდებისას - 4------–– დოლარი. მართალია კომპანიის ექსპერტმა დალომბარდებამდე შეამოწმა ა/მანქანები, თუმცა ვერ შენიშნა ძარის შეცვლის კვალი. მოწმემ დაადასტურა, რომ გ-----------–-–---–ის ქმედების შედეგად, შპს „--–------ საერთო ჯამში მიადგა 1-------–– დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, რადგან ის ა/მანქანები, რომლებიც დალომბარდებულია, რეალურად არ არსებობს.
3.3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ე---–------------ განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების, რომელიც ვერ გადაადგილდება თავისუფლად, აღდგენა ხდება საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, სადაც მოქალაქე წერს განცხადებას საკუთარი მოთხოვნის შესახებ. ამის შემდეგ, მომსახურების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი გადის ა/მანქანის ადგილსამყოფელზე და ათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებას. ჩამოწერილის აღდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სატრანსპორტო საშუალება ვიზუალურად ჰგავს ა/მანქანას. როდესაც მოწმეს გამომძიებელმა სატრანსპორტო საშუალების სურათები აჩვენა, ივარაუდა, რომ ვინ კოდი იყო გაყალბებული, რადგან იმ ადგილას, სადაც ვინ კოდია მიმაგრებული, ქაღალდივით ფირფიტა იყო მიკრული. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მიერ გადაღებული ფოტოსურათებითა და გამომძიებლის მიერ წარდგენილი ფოტოსურათების შედარების შედეგად, დადგინდა ა/მანქანის ვინ კოდის შეცვლა. მოწმის თქმით, ერთი შეხედვით რთულია ექსპერტმა შეამჩნიოს გაყალბებული ვინ კოდი. გასათვალისწინებელია, რომ მათ არ აქვთ რაიმე ვალდებულება გამოავლინონ ყალბი ვინ კოდი. მათი მოვალეობაა ეჭვის გაჩენის შემდეგ, ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო უწყებას.
3.3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა შპს „კ---------–---–--. მის მოვალეობაში შედიოდა ა/მანქანათა ტექ. დათვალიერება და ფოტოების გადაღება. აგრეთვე, ა/მანქანის ვინ კოდისა და სხვა მონაცემების ხელშეკრულებაში ასახვა. მოწმემ დაადასტურა, რომ მან გირავნობის რეგისტრაციის მიზნით, დაათვალიერა გ-----------–-–---–ის მიერ მიყვანილი „------- მოდელის ა/მანქანა. შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ კი, დაარეგისტრირა აღნიშნული ა/მანქანა. მოგვიანებით შეიტყო, რომ აღნიშნული პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა. მოწმის განმარტებით, გ-----------–-–---–ს შპს „----------–------ წინაშე არაფერი გადაუხდია.
3.3.9. დათვალიერების ოქმით (----------- დგინდება, რომ საქართველოს შსს დეტექტივ-გამომძიებელმა თ-----------–---–--, დაათვალიერა შპს „--–------ ექსპერტ შემფასებლის - შ--–-----------–---–-- წარმოდგენილი გ-----------–-–---–ის მიერ დალომბარდებული ავტომანქანის „--------ის (ვინ კოდით 4----------------) ფოტოსურათი და ზ---------–--–-- (შსს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების უფროსი ინსპექტორი) მიერ წარმოდგენილი, მის მიერ დათვალიერებული ავტომანქანა „--------ის (ვინ კოდით 4----------------) ფოტოსურათები, რომლებიც გადაღებულია ავტომანქანის ძრავის გვერდით, მარჯვენა მხარეს, ე.წ. „ლ--–---------“, სადაც გამოსახულია ავტომანქანის სარეგისტრაციო ვინ კოდი, ხოლო მის ქვემოთ - ქარხნული კოდი. დათვალიერებისას ნანახი იქნა, რომ შ--–-----------–---–-- მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათზე გამოსახულია ა/მანქანის ვინ კოდი 4----------------, ხოლო ვინ კოდის ქვემოთ - ავტომანქანის ქარხნული კოდი - 6-------. ზ---------–--–-- მიერ წარმოდგენილ ფოტო სურათზე გამოსახულია ა/მანქანის ვინ კოდი 4----------------, ხოლო ვინ კოდის ქვემოთ -ავტომანქანის ქარხნული კოდი 4-------.
3.4. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა (გ-----------–-–---–ის მიმართ)
3.4.1. ბინის ჩხრეკის ოქმით (----------- დგინდება, რომ გ-----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან (მდებარე: გ----------- რაიონი, სოფელი ჩ----–---) ამოღებულ იქნა 27 ცალი იარაღის ვაზნა და 1 ცალი მჭიდი.
3.4.2. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლებმა - უ-----------–---–-- და გ--------–--–----–-–---–--.
3.4.3. ბალისტიკური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, 27 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „------------------------------ ავტომატებისათვის, „---- კარაბინისათვის, „-------------- ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. 27 ცალი ვაზნიდან, 21 ცალი არის სპეციალური დანიშნულების ვაზნა (13 ცალი მანათობელი, ხოლო 8 ცალი - ჯავშანმხვრეტი-ცეცხლგამჩენი). ვაზნები ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
3.4.4. ზემოაღნიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - გ-------------------
3.5. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით (კ-------------ის მიმართ)
3.5.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ--------------–----–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მან საკუთარი „------- მოდელის ა/მანქანა ჩააბარა ავტობაზრობაზე ე.წ „დაშლილებში“, ვინაიდან აღნიშნული ა/მანქანის ფაქტიური მდგომარეობა არ აძლევდა მისი აღდგენის შესაძლებლობას. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ სურდათ მის მიერ ავტობაზრობაზე ჩაბარებული ა/მანქანის შეძენა, რომელიც ოფიციალურად საჭიროებდა აღდგენას და გადაფორმებას, ვინაიდან ჩაბარების მომენტში მოხდა აღნიშნული ა/მანქანის ჩამოწერა. მოწმემ დაადასტურა, რომ წარსულში მის მფლობელობაში არსებული „------- მოდელის ა/მანქანა გადაუფორმა კ--------------.
3.5.2. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტაციით დგინდება, რომ კ---------------- მისი და ა/მანქანის მესაკუთრის - მ--------------–----–---–-- ერთობლივი განცხადების შედეგად, 2016 წლის 11 იანვარს, შეიძინა ა/მანქანა „------- (სახელმწიფო ნომრით Q--------- ვინ კოდით - 5-----------------). ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებს თან ერთვის მხარეთა ერთობლივი განცხადება დადასტურებული მ--------------–----–---–--ა და კ-------------ის ხელმოწერებით.
3.5.3. ბინის ჩხრეკის ოქმით (----------- დგინდება, რომ კ-------------ის საცხოვრებელი სახლიდან (მდებარე: გ-----------------------------–-----–---) ამოღებულ იქნა ა/მანქანის დაზღვევის პოლისი, ა/მანქანის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება და პირადობის მოწმობა.
3.5.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ-------–----–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს „----------–------ წარმომადგენელი. კ-------------მა აღნიშნულ კომპანიაში დაალომბარდა „------- მოდელის ა/მანქანა. ა/მანქანის დალომბარდებისას კომპანიამ გასცა 7------–– დოლარი. მართალია კომპანიის ექსპერტმა დალომბარდებამდე შეამოწმა ა/მანქანები, თუმცა ვერ შენიშნა ძარის შეცვლის კვალი. კ-------------მა მხოლოდ ერთხელ გადაიხადა 3----–– დოლარი. ამ უკანასკნელის დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე, შეიტყო საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისგან. მოწმის თქმით, კ-------------ის დავალიანება კომპანიის წინაშე, ჯარიმის და პროცენტის გათვალისწინებით, შეადგენს 2-------–– დოლარს.
3.5.5. ა/მანქანის სესხისა და გირავნობის №------------- ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს „----------–-----“ კ-------------ის სახელზე გასცა სესხი 7-------–– დოლარის ოდენობით, რითაც დამგირავებელმა - კ-------------მა იკისრა ვალდებულება დაეფარა სესხის ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გირავნობის საგანია „------- მოდელის ა/მანქანა (სახელმწიფო ნომრით Q--------- ვინ კოდით - 5-----------------). ხელშეკრულების თანახმად, დამგირავებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს გირავნობით ან/და სხვა ქონებით. სესხი გაიცა 6 თვის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულება დადასტურებულია კ-------------ისა და შპს „----------–------ წარმომადგენლის ხელმოწერებით.
3.5.6. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ი--------------–---- რომელმაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია კ-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. აღნიშნული პირი მოქმედებდა შემდეგი სქემის მიხედვით: მთელი საქართველოს მასშტაბით იაფად ეძებდა დაშლილ ა/მანქანებს, რომელთა მხოლოდ ძარა იქნებოდა გამოსადეგი. როგორც წესი, ასეთი ა/მანქანა იყო ჩამოწერილი, თუმცა ჩამოწერილი ა/მანქანის აღდგენა, მარტივი პროცედურით - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში განაცხადის შეტანით არის შესაძლებელი. ა/მანქანის აღდგენის შემდეგ გასცემდნენ ტექ. პასპორტსა და ნომრებს. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა კ-------------მა მის მიერ შეძენილი და აღდგენილი ა/მანქანის ძარადან, ვინ კოდი გადაიტანა სხვა მსგავს ა/მანქანაზე (ვინ კოდი იჭრებოდა ძარიდან, რასაც დებდა ან აკრავდა სხვა ა/მანქანის მინას), რომელიც იყო ვარგის მდგომარეობაში. შემდეგ კი, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მხოლოდ ძარა) დაალომბარდა. ვინაიდან ა/მანქანის ვინ კოდები ემთხვეოდა ა/მანქანის ტექ. პასპორტს, დალომბარდებისას პრობლემა არ შექმნიათ.
3.5.7. ბრალდებულ კ-------------ის მოფიქრებულ და განხორციელებულ დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით ისაუბრა თავის ჩვენებაში გამომძიებელმა თ-----------–---–--–. მის მიერ მიცემული ჩვენება მსგავსი იყო ი--------------–---- ჩვენებისა.
3.5.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა შპს „კ---------–---–--. მის მოვალეობაში შედიოდა ა/მანქანათა ტექ. დათვალიერება და ფოტოების გადაღება. აგრეთვე, ა/მანქანის ვინ კოდისა და სხვა მონაცემების ხელშეკრულებაში ასახვა. მოწმემ დაადასტურა, რომ დაათვალიერა „------- მოდელის ა/მანქანა, რის შემდეგაც კ-------------ის სახელზე მოახდინა გირავნობის რეგისტრაცია. მოგვიანებით შეიტყო, რომ აღნიშნული პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა. მოწმის განმარტებით, კ-------------მა გადაიხადა სესხის ნაწილი.
3.5.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ე---–------------ განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების, რომელიც ვერ გადაადგილდება თავისუფლად, აღდგენა ხდება საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, სადაც მოქალაქე წერს განცხადებას საკუთარი მოთხოვნის შესახებ. ამის შემდეგ, მომსახურების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი გადის ა/მანქანის ადგილსამყოფელზე და ათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებას. ჩამოწერილის აღდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სატრანსპორტო საშუალება ვიზუალურად ჰგავს ა/მანქანას. როდესაც მოწმეს გამომძიებელმა აჩვენა სატრანსპორტო საშუალების სურათები, ივარაუდა, რომ ვინ კოდი იყო გაყალბებული, რადგან იმ ადგილას, სადაც ვინ კოდია მიმაგრებული, ქაღალდივით ფირფიტა იყო მიკრული. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მიერ გადაღებული ფოტოსურათებითა და გამომძიებლის მიერ წარდგენილი ფოტოსურათების შედარების შედეგად დადგინდა ა/მანქანის ვინ კოდის შეცვლა. მოწმის თქმით, ერთი შეხედვით რთულია ექსპერტმა შეამჩნიოს გაყალბებული ვინ კოდი. გასათვალისწინებელია, რომ მათ არ აქვთ რაიმე ვალდებულება გამოავლინონ ყალბი ვინ კოდი. მათი მოვალეობაა ეჭვის გაჩენის შემდეგ, ინფორმაცია მიაწოდოს საგამოძიებო უწყებას.
3.5.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ-------–----------- ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლიდან მუშაობს საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში, საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების განყოფილებაში. ჩამოწერილი ა/მანქანის აღდგენა ხდება შემდეგნაირად: მოქალაქე ვისაც სურს ა/მანქანის აღდგენა, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში წერს ამის თაობაზე განცხადებას. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მიყვებიან ამ პირს იმ ადგილზე, სადაც დგას აღსადგენი ა/მანქანა და ვიზუალურად ათვალიერებენ მას. ტექ. პასპორტსა და ვინ კოდს შორის თუ ყველაფერი რიგზეა, ისინი გასცემენ შესაბამის დოკუმენტს ა/მანქანის რეგისტრაციის მიზნით. მოწმის თქმით, მის წინაშე წარდგენილი „ბ------ მოდელის სურათების შედეგად, ნათელი იყო ა/მანქანის ვინ კოდების გაყალბების ფაქტი. განსხვავებული იყო ვინ კოდის დაბლა დატანებული ნომერიც - ე.წ. კონვეირის ნომერი, რომელიც უშუალოდ ქარხნის მიერ არის მინიჭებული.
3.5.11. დათვალიერების ოქმით (----------- დგინდება, რომ საქართველოს შსს დეტექტივ-გამომძიებელმა თ-----------–---–--, დაათვალიერა შპს „----------–------ დირექტორის გ-------–----–-–---–-- წარმოდგენილი კ-------------ის მიერ დალომბარდებული ავტომანქანის „--------ის (ვინ კოდით 5----------------) ფოტოსურათი და ე---–----------ის (შსს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერებისა განყოფილების უფროსის მოადგილე) მიერ წარმოდგენილი, მისი თანამშრომლის თ-------–----------- მიერ დათვალიერებული ავტომანქანა „--------ის (ვინ კოდით 5----------------) ფოტოსურათები, რომლებიც გადაღებულია ავტომანქანის ძრავის გვერდით მარჯვენა მხარეს ე.წ. „ლ--–---------“, სადაც გამოსახულია ავტომანქანის სარეგისტრაციო ვინ კოდი, ხოლო მის ქვემოთ ქარხნული კოდი. დათვალიერებისას ნანახი იქნა, რომ გ-------–----–-–---–-- მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათზე გამოსახულია ა/მანქანის ვინ კოდი 5----------------, ხოლო ვინ კოდის ქვემოთ - ავტომანქანის ქარხნული კოდი - 5-------. ე---–----------ის მიერ წარმოდგენილ ფოტო სურათზე გამოსახულია ა/მანქანის ვინ კოდი 5----------------, ხოლო ვინ კოდის ქვემოთ - ავტომანქანის ქარხნული კოდი - 4-------.
3.5.12. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ: ნ----------------------–---------–-------------–-----------------------–---–---------–----------------------–--–----–-–---–-----------------------–-----------------------------------------------------–---–-----–-----------–----–-------------–-----–--, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმების სისწორე.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).
4.3. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად და დადგენილად მიაჩნია, რომ გ-----------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; აგრეთვე, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ აგრეთვე დადგენილად მიიჩნია კ-------------ის მიერ თაღლითობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება.
4.4. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვამდე, ყურადღებას გაამახვილებს თაღლითობის შემადგენლობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებზე. თაღლითობის შემადგენლობის დროს აუცილებელია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოხდეს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
4.5. ბრალდებულების - გ-----------–-–---–ის და კ-------------ის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის მიმოხილვის შემდეგ, სასამართლო მიმოიხილავს ბრალდებულთათვის ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ გ-------–----–-–---–-- განმარტებაზე, რომ შპს „კ---------–---–-- გ-----------–-–---–ის და კ-------------ის მიერ მიყვანილ ა/მანქანებს გააჩნდათ შესაბამისი ვინ კოდი და სახელმწიფო ნომერი, რომლის შემოწმებისას კომპანიის ექსპერტმა ვერ შენიშნა მისი შეცვლის ფაქტი. დაზარალებულის აღნიშნული განმარტება ცხადყოფს, რომ შპს „----------–------ წარმომადგენლებმა ბრალდებულთათვის თანხის გაცემამდე არ იცოდნენ, რომ აღნიშნულ ა/მანქანებზე გადატანილი იყო სხვა ექსპლუატაციისთვის უვარგისი ა/მანქანების (მხოლოდ ძარის) ვინ კოდები. საგულისხმოა, რომ გ-----------–-–---–თან მიმართებით, მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა შ--–-----------–---–მაც.
4.6. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ სასამართლოში დაფიქსირებულ განმარტებას, რომლის თანახმად, ვინ კოდის ერთი ა/მანქანიდან მეორეზე გადატანის მკაცრად რეგლამენტირებული წესების არ არსებობა, ბრალდებულთა ქმედებებში გამორიცხავდა თაღლითობის ნიშნებს. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებითად უმნიშვნელოა ფაქტი -, თუ რა საკანონმდებლო ნორმით რეგულირდება ა/მანქანათა ვინ კოდების აღდგენის საკითხი, რადგან ბრალდებულთა მიერ ზემოაღნიშნული სქემით ჩადენილი თაღლითობისათვის, ა/მანქანის ვინ კოდების სხვა ა/მანქანაზე თვითნებურად გადატანა წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის მხოლოდ ხერხს. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულმა საკრედიტო ორგანიზაციებმა სესხი გასცეს არა ძარის სანაცვლოდ, არამედ მათი ვარაუდით ძვირადღირებულ ავტომობილზე. შესაბამისად, დაცვის მხარის მოსაზრება ბრალდებულთა უდანაშაულობის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
4.7. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ექსპერტ მ----------------- ჩვენებით დგინდება, რომ შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, დადგინდა „------- მოდელის ა/მანქანის ვინ კოდის - 5---------------- გაყალბების ფაქტი. გამოკვლეული მტკიცებულებებით აგრეთვე დადგინდა, რომ შპს „--–------ ექსპერტ შემფასებლის - შ--–-----------–---–-- წარმოდგენილი გ-----------–-–---–ის მიერ დალომბარდებული ავტომანქანის „--------ის (ვინ კოდით 4----------------) ფოტოსურათი და ზ---------–--–-- (შსს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების უფროსი ინსპექტორი) მიერ წარმოდგენილი, მის მიერ დათვალიერებული ავტომანქანა „--------ის (ვინ კოდით 4----------------) ფოტოსურათებს ერთმანეთისგან ა/მანქანის ქარხნული კოდი განასხვავებდა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით (----------- აგრეთვე დგინდება, რომ შპს „----------–------ დირექტორის გ-------–----–-–---–-- წარმოდგენილი კ-------------ის მიერ დალომბარდებული ავტომანქანის „--------ის ქარხნული კოდი და ე---–----------ის (შსს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერებისა განყოფილების უფროსის მოადგილე) მიერ წარმოდგენილი, მისი თანამშრომლის თ-------–----------- მიერ დათვალიერებული ავტომანქანა „--------ის ქარხნული კოდი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. აღნიშნულით ცხადია, რომ გ-----------–-–---–მა და კ-------------მა საკრედიტო ორგანიზაციაში სასესხო ვალდებულებით დატვირთეს არა აღდგენილი ა/მანქანა, არამედ უვარგისი ავტომობილის ძარა, რითაც შეცდომაში შეიყვანეს როგორც შპს „----------–------, ისე შპს „--–------ თანამშრომლები და მოტყუებით დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხას.
4.8. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, გ-----------–-–---–ისა და კ-------------ის განზრახვა - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს - გამოიხატა დაზარალებული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დამალვაში, რამაც რეალურად გამოიწვია მათი შეცდომაში შეყვანა.
4.9. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ გ-----------–-–---–ის და კ-------------ის ბრალეულობა გამოიხატება არა უბრალოდ ვინ კოდების და ავტომობილის ნომრების სხვა ა/მანქანაზე გადატანაში, არამედ საკრედიტო ორგანიზაციის მოტყუებაში, კერძოდ, დაზარალებულს ეგონა, რომ სესხი გასცა ვარგის ავტომობილზე, რეალურად კი დაილომბარდეს ავტომობილის ძარა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულების - გ-----------–-–---–ისა და კ-------------ის ქმედებებში თაღლითობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმთა არსებობა.
4.10. ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია გ-----------–-–---–ისა და კ-------------ის მიერ თაღლითობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მათთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.
4.11. უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. ამავე შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით (სასამართლო ზიანის ოდენობის დაანგარიშებისას ხელმძღვანელობს წერილობითი მტკიცებულებებით - ხელშეკრულებებით) ნათლად დასტურდება, რომ გ-----------–-–---–ის ქმედების შედეგად შპს „კ---------–----“ მიადგა 3------–– დოლარის ზიანი, ხოლო შპს „--–------ - 4-------–– დოლარის ზიანი. რაც შეეხება კ-------------ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს, აღნიშნული შეადგენს 7---- აშშ დოლარს.
4.12. სასამართლო ყურადღების მიღმა არც გ-----------–-–---–ისთვის წარდგენილ მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ქმედების არაერთგზის ჩადენას დატოვებს. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
4.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასაგებლო შრომა 180 საათის ვადით. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს/კ---------------–--- ბიუროს წერილით (----------- დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით გ-----------–-–---–ისთვის დანიშნული გამოსაცდელი ვადის დასასრულია 2----–-–-----------------. აღნიშნული გარემოება დასტურია იმისა, რომ გ-----------–-–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტში ჰქონდა მოუხდელი, შესაბამისად, წარმოადგენდა ნასამართლევ პირს, რაც გახდა მისი ქმედების არაერთგზისად დაკვალიფიცირების წინაპირობა.
4.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით კრიმინალიზებულია საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვის არის განკუთვნილი. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონდარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას. შეძენა დამთავრებულია, როდესაც პირს მიეცემა მისი განკარგვის შესაძლებლობა. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. საბრძოლო ვაზნების მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში და სხვ. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია.
4.15. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. განსახილველ შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 27 ცალი იარაღის ვაზნა, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, აგრეთვე 1 ცალი მჭიდი, არ შეიძლება გახდეს გ-----------–-–---–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან დაუდგენელია, თუ ვის ეკუთვნის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვაზნები. სახლში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, გ-----------–-–---–ის გარდა ცხოვრობდნენ სხვა პირებიც, რაც არ გამორიცხავს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვაზნების სხვა პირზე კუთვნილებას.
4.16. საყურადღებოა უზენაესი სასამართლოს მიდგომა მსგავს საკითხთან მიმართებით: „ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ------. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ----- გარდა კიდევ სხვა პირებიც - მათ შორის მისი მამა და ძმა ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ------, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს...“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის №294აპ-15 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 10). აღნიშნული განაჩენით ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4.17. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იქნეს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.
4.19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის პოზიციას გ-----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლად არ უდევს საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა. შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია გ-----------–-–---–ის ბრალეული ქმედების შესახებ, რომ მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა, ვერ სცდება ვარაუდს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობისა და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია გ-----------–-–---–ის ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-----------–-–---–ი უნდა გამართლდეს ბრალდების ამ ნაწილში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოთ გ-----------–-–---–სა და კ--------------, მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეაფასებს როგორც მოცემული საქმის გარემოებებს, ისე ბრალდებულთა პიროვნებებს და თავისი დისკრეციის ფარგლებში შეარჩევს, თუ რომელი სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს ბრალდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მათ მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გ-----------–-–---–მა და კ-------------მა (ინდივიდუალურად) ა/მანქანის ვინ კოდების სხვა ა/მანქანაზე თვითნებურად გადატანით შეცდომაში შეიყვანეს დაზარალებულად ცნობილი კომპანიები, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხებს); დამდგარ შედეგს (ბრალდებულთა ქმედების შედეგად შპს „----------–-----“ და შპს „ა-–-----“ განიცადეს მატერიალური ზიანი; ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (გ-----------–-–---–ისა და კ-------------ის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინათ დანაშაული); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი საკუთრების დაუფლებას); მათ პიროვნებებს (საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კ-------------ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, რაც შეეხება გ-----------–-–---–ს, სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (გ-----------–-–---–ს დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს, ხოლო კ-------------- გადახდილი აქვს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ნაწილი და გამოთქვამს ზიანის სრულად ანაზღაურების მზაობას).
5.5. მართალია, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გ-----------–-–---–თან მიმართებით არ არის შეზღუდული სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების კუთხით, რაც აკმაყოფილებს კანონიერების კრიტერიუმს, თუმცა მოცემული დანაშაულის სპეციფიკიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასჯელის ეს სახე სასამართლოს შეფასებით, შეუსაბამოა სამართლიანობის სტანდარტთან, რის გამოც მას თითოეული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან გ-----------–-–---–თან მიმართებაში სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა რეციდივის გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით. გ-----------–-–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას კი, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უპირობოდ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
5.6. რაც შეეხება კ--------------, სასამართლო მასთან მიმართებით სამართლიან და პროპორციულ სასჯელად მოიაზრებს ჯარიმას, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით შეუმცირდება. სასამართლოს მოსაზრებით, გ-----------–-–---–ის და კ-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი იქნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· კ-------------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ტექნიკური პასპორტი; გ-----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული პირადობის მოწმობა, პასპორტი და ტექნიკური პასპორტი; გ-----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პასპორტი და სამგზავრო ბილეთის ჯავშანი უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
· ორი ცალი დისკი; კ-------------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული დოკუმენტები; გ-----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული დოკუმენტები; გ-------–----–-–---–-- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; ხ----------------- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია; ქ------------------ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; ჯ--–--–---------- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია; ვ----------------- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; ნ-------–-–---–-- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; შ--–-----------–---–-- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; თ-------–----------- მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები; ზ---------–--–-- მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები და თ-------–----–------ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–-----------------------–-–-------------- ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
კ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
კ-------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ-----------–-–---–ის და კ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· კ-------------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ტექნიკური პასპორტი; გ-----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული პირადობის მოწმობა, პასპორტი და ტექნიკური პასპორტი; გ-----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პასპორტი და სამგზავრო ბილეთის ჯავშანი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
· ორი ცალი დისკი; კ-------------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული დოკუმენტები; გ-----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული დოკუმენტები; გ-------–----–-–---–-- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; ხ----------------- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია; ქ------------------ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; ჯ--–--–---------- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია; ვ----------------- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; ნ-------–-–---–-- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; შ--–-----------–---–-- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფოტოსურათები; თ-------–----------- მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები; ზ---------–--–-- მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები და თ-------–----–------ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი